ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
საპნის ბუშტები

Bella_and_Edwardთარიღი: შაბათი, 2011-12-24, 4:38 PM | შეტყობინება # 196

96
6  +
14  ±
   ±
Offline
dzalian gtxov male dadeee. sad

http://s1.ipicture.ru/

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-12-24, 8:13 PM | შეტყობინება # 197
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ესეც ნანატრი ახალი თავიიი

თავი 22
-მივედით. გადმოხვალ?-ჰკითხა ემიმ.
-რატომაც არა, გავერთობი.
-რითი უნდა გაერთო?
-იმით, თუ როგორ გააწამებ ხელოსნებს.
ემილი და ჯეკსონი „ლუის სამშენებლო სახლში“ ისე შევიდნენ, რომ ერთხელაც კი არ გახსენებია პაპარაცების არსებობა. საბედნიეროდ ქუჩა მათგან თავისუფალი იყო, ყოველ შემთხვევაში, ახლა...
როდესაც ისინი შენობაში შევიდნენ, მაშინვე უამრავი წყვილი თვალი მიაშტერდა ემს, შემდეგ კი მზერა ჯეკსონზე გადაიტანეს. ეს უკანასკნელიც მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და თვითკმაყოფილი ღიმილით ხელი გადახვია ემილის. გოგონამ ისეთი მზერა ესროლა, რომ ჯეკი აშკარად მიხვდა_ეს აქ არ უნდა გაეკეთებინა! ემიმ შეამჩნია, რომ ვიღაც გოგომ მათზე თვალმოუშორებლად ტელეფონში რაღაც აკრიფა და შემდეგ პირზე ხელი ისე აიფარა, რომ მისი ხმა ვერ გაეგოთ. ემილი ლუის მდივანთან მივიდა და სთხოვა, რომ მასთან შეეშვათ. გოგონამაც საეჭვო ღიმილით აიღო შიდა ქსელის ტელეფონი და ლუის სტუმრის ვინაობა აცნობა, შემდეგ კი ემის ანიშნა, რომ შეეძლოთ შესულიყვნენ.
-მისტერ ლუი გელოდებათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ.-განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თ-ს.
ლუი გახარებული გადაეხვია გოგონას, ჯეკს კი ხელი ჩამოართვა. ის მაღალი, საკმაოდ ჩაფუმფულებული, მრგვალი სახის და წითური თმის პატრონი იყო. დაახლოებით 45-ს გადაცილებული.
-ჩემო გოგო, როგორ მომენატრე!-კაცი ერთიანად გაბადრულიყო.-აბა, რაში გჭირდება ჩემი დახმარება? სალონის ახალი ფილიალის გახსნას ხომ არ აპირებ?
-ლუი, მეც ძალიან მომენატრე. არა, სალონი არა, მაგრამ ჩემი ახალი სახლისთვის მჭირდებიან შენი ბიჭები, ერთიანად დანგრეულია, ძალიან ძველი სახლია და სასწრაფოდ ახალი სულის შთაბერვა სჭირდება.
-ოჰოო, საინტერესოა...შენი სახლის თუ თქვენი სახლის?-გაიცინა კაცმა.
-ჩემი!-ენა გამოუყო ემიმ, მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა და თქვა.-ლუი, ხომ იცი, სიტყვა „ჩვენი“ ჩემს პირად ცხოვრებაში არც არსებობს და აღარც იარსებებს!
-ემ, ნუ ხარ პესიმისტი...
-მოდი საქმეზე გადავიდეთ, კარგი?
-კარგი ჩემო გოგო.-საყვარლად გაუცინა კაცმა.
-ესე იგი, ორსართულიანი სახლია სხვენით და სარდაფით. მინდა რაიმე ორიგინალური, თბილი ფერებით და ისეთი, რომ ვიგრძნო, რომ ჩემია. დიზაინის და ინტერიერის სალონშიც შევივლი, მაგრამ მთავარი შენზეა. რაიმე ისეთი მინდა, რაც არავის მოუვიდოდა თავში.
-რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი!
-აი ამიტომ მიყვარხარ, ლუ!-ჩაეხუტა გოგონა.-შენი ბიჭები დღესვე წამოვლენ?
-კი, მეც წამოვალ და როცა სახლს გავაცოცხლებ, მერე უკვე რაიმე ორიგინალურზეც ვიზრუნებ. მაგრამ მოდი, მგონი ჯობია ჯერ სახლის სურათები ვნახო, ნახაზები გავაკეთო და მერე ჩამოვიდე.
-ამმ, სურათები რომ არ მაქვს?-ტუჩი მოიკვნიტა ემილიმ.
-უკაცრავად, ინტერნეტით სარგებლობა ხომ შეიძლება?-კაბინეტში ყოფნისას პირველად ამოიღო ხმა ჯეკსონმა.
-კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ჩვენს საუბართან რა კავშირი აქვს?
-თუ შეიძლება ერთი წუთით,-ჯეკმა კომპიუტერზე ანიშნა, ლუიმაც უყოყმანოდ დაუთმო თავისი სავარძელი. ჯეკსონმა რაღაც ციფრები და კოდები აკრიფა და რამოდენიმე წამში ლუის თავისი სავარძელი გაუნთავისუფლა.-კომპიუტერის შესახებ იმდენი რამ ვიცი, საკუთარ თავზე არ ვიცი მგონი მაგდენი.-ჩაიცინა ჯეკმა, ლუი კი მოხიბლული სახით შესცქეროდა მონიტორს, რომელზეც ემის სახლის სურათები იყო გამოსახული.
-ემ, ეს სახლი რამ გაყიდინა?-აღმოხდა კაცს.
-უბრალოდ მინდოდა. გამოვა რამე?
-რა თქმა უნდა. ხვალ დილასვე გამოვუშვებ ბიჭებს.
-დიდი მადლობა, ლუ. ახლა კი წავალთ, ინტერიერის საკითხებიც გასარკვევი და მოსაგვარებელი მაქვს.-ემი ლუის თბილად დაემშვიდობა, შემდეგ კი ჯეკსონთან ერთად გარეთ გავიდა.
ის გოგონა, მათი დანახვისთანავე ვიღაცას რომ დაურეკა, უცნაურად იღიმოდა, სხვებსაც მოუსვენრობა ეტყობოდათ, ჰაერშიც კი საეჭვო სუნი ტრიალებდა.
-ემ, ამხელა ყურადღებას რატომ იწვევ?
-იმიტომ, რომ შენი სულელური საქციელით ხალხის დაინტერესება გამოიწვიე. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხანია, რაც...-ემი უცბადვე გაჩუმდა, მიხვდა საუბარი საითაც მიდიოდა, მას კი წარსულის გახსენება აღარ სურდა.
-რაც?-ჩაეძია ჯეკი.
-მმ, არაფერი. ალბათ მალე თვითონვე გაიგებ. ახლა კი მოდი დიზაინის სტუდიაში წავიდეთ.
„ლუის სამშენებლო სახლის“ წინ რამდენიმე შავი ფურგონი იდგა, ჟურნალისტები მოუსვენრად მიმოდიოდნენ, რამდენიმეს კი უკვე პირდაპირი რეპორტაჟის ჩაწერაც დაეწყო. ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ ვისმა ზარმა მოიყვანა ისინი აქ.
ემილის წარმოდგენაც არ ჰქონდა წინ რა ელოდა. ჯეკსონთან ლაპარაკში გართულმა გარეთ გააბიჯა და ამ დროს იქუხეს ფოტოაპარატებმაც. ყველა ჟურნალისტი ერთიანად მიცვივდა და კითხვების კორიანტელი დააყარა.
-როგორმე აქედან უნდა გამიყვანო.-მავედრებელი თვალებით შეხედა ჯეკსონს. ამ უკანასკნელმაც გამოცდილი დაცვასავით ცალი ხელი ემს ისე მოხვია, რომ შედარებით დაეფარა კამერებისგან, მეორეთი კი გზის გაკვლევა დაიწყო. ბედის ირონიით ავტოსადგომიც არ იყო ისე ახლოს, რომ მაშინვე მანქანაში ჩამსხდარიყვნენ და შესაბამისად პაპარაცებმაც უამრავი თავისთვის სასარგებლო და საინტერესო ფოტოს გადაღება მოახერხეს.
ემი და ჯეკი კი როგორც იქნა მანქანაში ჩასხდნენ და ჯეკსონმა სასწრაფოდ მოსწყვიტა იქაურობას თავისი რკინის მეგობარი.
-კი მაგრამ, ასე როგორ ცხოვრობ?-აღმოხდა ჯეკსონს.
-აღარ ვცხოვრობ. ღმერთო, ამის ატანა აღარ შემიძლია!-ემილიმ თავი ხელებში ჩარგო და კარგა ხანს ასე იჯდა. ჯეკსონმა რამდენჯერმე გაიწვდინა ხელი მის დასამშვიდებლად, მაგრამ რადგან არ იცოდა, ემის რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა, თავი შეიკავა. ემიმ თავი რომ ასწია თვალები აცრემლიანებული ჰქონდა. ჯეკსონმა თავი ვეღარ შეიკავა და ხელი მხარზე დაადო.
-ჩათვალე რომ არაფერი მომხდარა!-ოდნავ შეცვლილი ხმით უთხრა ემიმ, შემდეგ თვალები მოისრისა და გაიღიმა.-ესეც ასე, შენ არაფერი გინახავს.
-ჰო, რა თქმა უნდა. ახლა დიზაინის სტუდიაში თუ სახლში?-ჯეკმა უკანა ხედვის სარკეში რამოდენიმე შავი ფურგონი შენიშნა და გაბრაზებით ჩაილაპარაკა.-მგონი დღეს ამათ ვერ მოვიცილებთ!
-ჯანდაბა! რამე უნდა ვქნა! რამე უნდა მოვიფიქრო! იფიქრე ემილი, იფიქრე!-ემიმ საკუთარ თავთან გააბა საუბარი.
-რომ ვთქვათ, რომ შენი მეგობარი ვარ?-შესთავაზა ჯეკსონმა.
-არ დაიჯერებენ, მაშინვე ჩემი შეყვარებულის იარლიყს მოგაკერებენ.
-იქნებ დაიჯერონ, რა იცი. რა არის დაუჯერებელი გოგოს და ბიჭის მეგობრობაში?
-არც არაფერი, მაგრამ არ დაიჯერებენ! ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებენ, თუ ვიტყვით, რომ განსხვავებული ორიენტაციის ხარ-გამხიარულდა ემი.
-არა! სხვა ვარიანტი!
-ჯერ-ჯერობით სხვა ვარიანტი არ მაქვს.
-და რა დაშავდება, თუ ვიტყვით, რომ შენი შეყვარებული ვარ?
-ის, რომ მილიონ ჭორს შეთხზავენ. შეიძლება ერთ დილას ჟურნალის ყდიდან შეიტყო, რომ უკვე შვილიც გვყავს.-გაიცინა ემიმ.
-მაშინ, მოდი საერთოდ ნურაფერს ვიტყვით. უბრალოდ თავი აწიე და მშვიდად, აუღელვებლად, ამაყად გაიარე. საკუთარი თავი დაარწმუნე, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ. აინტერესებთ შენი ცხოვრება? ესე იგი მათსაზე საინტერესოა.
-არ ვიცი ეს შენი დამსახურებაა თუ არა, მაგრამ საოცრად მამშვიდებ.
-მე ხომ ასეთი ყოვლისშემძლე ვარ!-ჩაიცინა ჯეკმა.
პაპარაცებმა არც ახლა დაინდეს ემილი და ჯეკსონი და სანამ მანქანიდან გადმოვიდოდნენ და დიზაინის სტუდიაში შევიდოდნენ, უამრავი სურათი გადაუღეს. ჟურნალისტებიც უკვე მუშაობდნენ სტატიებზე და სურათების სათაურებზე. მათ ნაადრევ ეჭვს ისიც ამტკიცებდა, რამოდენიმე დღის წინ ემილიმ რომ თქვა ახალ ცხოვრებას ვიწყებო. ასევე გააჩნდათ ისეთი სურათებიც, სადაც უცნობი, სიმპატიური ბიჭი ემილის მანქანის კარს უღებს, ან ხელს ჰხვევს. ასე რომ, ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებით დაასკვნეს, რომ ემილი კისნერი მალე კვლავ მივიდოდა საკურთხეველთან, თეთრ კაბაში გამოწყობილი. მაგრამ პირველივე ჯერზე ამ დონეზე არ შეტოპეს და ხვალინდელი ნომრისთვის მხოლოდ პაპარაცული სურათები და სტატია იკმარეს.




Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-12-24, 10:37 PM | შეტყობინება # 198
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ძაან საყვარელი თავი იყო! ნუ,ეს ყოვლისშემძლე ჯეკსონი smile კაი ტიპია,ხო იცი?
რა რეაქცია ექნება ნეტავ ემიზე რომ გაიგებს? smile



T-MOMSENთარიღი: კვირა, 2011-12-25, 10:20 PM | შეტყობინება # 199

266
15  +
30  ±
   ±
Offline
raa maagaarii iyooo biggrin didi saqmee ro tqvaas chemi sheyvarebuliaaoooo, piriiiqiiit maagaarii iqneeebaa iiim or degeneraats (vitom daqals da vitom saqmrooos) egree mouxdebaat, ipiqrebeen emiims fexebze dagvikidao biggrin auu axali tavi male dadee raa happy


ʚїɞRENESMEEʚїɞთარიღი: სამშაბათი, 2011-12-27, 11:21 AM | შეტყობინება # 200

25
4  +
7  ±
   ±
Offline
rodis iqneba axali tavi?


Bella_and_Edwardთარიღი: სამშაბათი, 2011-12-27, 6:00 PM | შეტყობინება # 201

96
6  +
14  ±
   ±
Offline
axali tai minda dzalian. gtxov male dade raaa. kiss didi moldinit geli da rom dadeb axal tavs gtxov mini chatshi dawere rom axali tai davdeo an ramenairad shegvatyobine.

http://s1.ipicture.ru/

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-12-27, 9:56 PM | შეტყობინება # 202
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (Jack♥sparrow)
რა რეაქცია ექნება ნეტავ ემიზე რომ გაიგებს?

vnaxot vnaxot biggrin
T-MOMSEN, ʚїɞRENESMEEʚїɞ, Bella_and_Edward, bavshvebo, axali tavi weris processhia da rogorc ki avkrifav gadavugzavni rogorme anis da is dadebs. me interneti gatishuli maqvs da ver vamateb magito sad
madlobt motminebistvis da rac mtavaria imistvis rom kitxulobt. dzalian miyvarxart kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bella_and_Edwardთარიღი: ოთხშაბათი, 2011-12-28, 12:16 PM | შეტყობინება # 203

96
6  +
14  ±
   ±
Offline
chvenc dzalian giyarxaaar. kiss

http://s1.ipicture.ru/

RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-12-29, 3:09 PM | შეტყობინება # 204

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ხო ერთი რა მოხდებოდა ვითომ შეყვარებული და რამე? ; დ კარგი თავი იყო.. აუუ იმაზე რამდენი ვიღადავე "ორიენტაციაზე" ; დ
happy


I Hate This FuCkinG Life <3

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-12-30, 2:56 PM | შეტყობინება # 205
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
kargia : ))

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 4:15 AM | შეტყობინება # 206
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo axali tavi gadavugzavne anis da dadebs xval smile erti txovna meqneba tqventan, mobit shemovdivar xolme da qartuli asoebit daweril komentebs ver vkitxulob da tu shegidzliat latinuri asoebit daweret ra. Dzalian miyvarxart da xval tu ver movaxerxe shemosvla, winaswar gilocavt damdegs!:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-12-31, 3:18 PM | შეტყობინება # 207
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, xval dadebs? :| axal wlamde vera? biggrin
uuf smile
kargi
me yvelaze pretenziuli mkitxveli var
(yvela drois)
kiss



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:00 PM | შეტყობინება # 208
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

თავი 23
ემი და ჯეკსონი დიზაინის სტუდიაში კვლავ პაპარაცების თანხლებით შევიდნენ. ჯეკსონი დროდადრო ემის უჩურჩულებდა, რომ გაეღიმა, ეს უკანასკნელიც ცდილობდა, როგორც შეეძლო... არც სტუდიაში იყო სახარბიელო სიტუაცია, ყველა მიშტერებოდა „ახალ წყვილს“, შემდეგ რაღაცაზე ჩურჩულებდნენ და ჩუმად ხითხითებდნენ. ემი თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო, არ გამსკდარიყო, როგორც საპნის ბუშტი.
-მოგესალმებით, მის ემილი,-მასთან ერთ-ერთი კონსულტანტი მივიდა საწერი კალმითა და ბლოკნოტით ხელში.-რომელ დიზაინერთან, როდის და რა თემაზე გნებავთ შეხვედრა?-გოგონამ თბილად გაუღიმა და ჩასაწერად მოემზადა.
-მთლიანი სახლის ინტერიერი მინდა რომ მივანდო რომელიმე დიზაინერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილების გათვალისწინებით. ახლავე მინდა გასაუბრება, თქვენ ვის მირჩევთ?
-წამობრძანდით, ჩვენთან ყველა პროფესიონალია.-გოგონა წინ გაუძღვა და ემი და ჯეკსონიც გაჰყვნენ. ოფისში კვლავ არ წყდებოდა ჩურჩული, რაც ემის მოთმინებას იწირავდა.
გოგონამ ისინი დიდ და ნათელ კაბინეტში შეიყვანა, რომლის კარზე მიმაგრებული აბრიდანაც ჩანდა, რომ ამ კაბინეტის მფლობელი ვიქტორია სალვატორე იყო. ქალი მაღალი, ქერა და ძალიან ლამაზი იყო. აშკარად ჩანდა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, მაგრამ არა ამპარტავანი. ჯეკსონის დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა, შემდეგ კი ემილის ხელი ჩამოართვა და დასაჯდომად მიიწვია.
-აბა, დაახლოებით ამიღწერეთ, როგორი სტილის გნებავთ, რომ იყოს თქვენი სახლი, მე კი ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილო.
-ორსართულიანი სახლია, დიდი არაფერი, მაგრამ როცა გავარემონტებ წესით კარგი უნდა გამოვიდეს. სარდაფში საცეკვაო დარბაზის გაკეთება მინდა, სარკეებით. იქ დიდი დროის გატარება მომიწევს და ამიტომ მინდა, რომ თავი ყველანაირად კომფორტულად ვიგრძნო. მანსარდაში სამუშო ოთახი მინდა რომ მქონდეს. ალბათ იცით, რომ მეც დიზაინერი ვარ და შესაბამისად ჩემზე მორგებული სახელოსნო მჭირდება. პირველ სართულზე მისაღები ოთახი და სამზარეულო იქნება, მეორეზე კი ჩემი საძინებელი, სასტუმრო საძინებელი და ოთახი განტვირთვისათვის. ამ ოთახში მინდა რომ მთელი კედელი სახლის კინოთეატრით და დინამიკებით იყოს დაფარული. ასევე უნდა იყოს ბევრი პუფი, ბილიარდის მაგიდა და ბარი. მგონი ყველაფერი ჩამოვაყალიბე. ტექნიკას და ავეჯს მე მივხედავ. რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?
-რთული საქმეა, მაგრამ სწორად მოიქეცით, რომ ჩვენს სტუდიაში მობრძანდით. თუ შეიძლება იმ სამშენებლო კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია მომეცით, რომ ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებულად გავაკეთოთ.
-„ლუის სამშენებლო სახლის“ მფლობელი ლუი არის ჩემი სახლის რემონტის მმართველი. აი, ინებეთ მისი ნომერი.-ემიმ ჩანთიდან ლუის სავიზიტო ბარათი ამოიღო და ქალს მიაწოდა.
-კარგით, დღესვე შევუდგები საქმეს. ლუის თქვენს მისამართს გამოვართმევ და ერთად გესტუმრებით, რომ ნახაზები გავაკეთოთ და შევთანხმდეთ თუ რის გაკეთებას შევძლებთ. ხვალ გეცლებათ?
-დიახ, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი რაც მალე დამთავრდება, ჩემთვის მით უკეთესია.
-კარგით, მაშინ ხვალამდე.
-კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენმა მდივანმა ჩაიწერა და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, დამიკავშირდით.
ემი და ჯეკსონი შეიძლება ითქვას შეეჩვივნენ, რომ გარეთ პაპარაცების მთელი ამალა დახვდებოდათ, მაგრამ რაც მათ გარეთ ელოდათ, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ერთ-ერთი პოპულარული არხის ჟურნალისტს პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა და მათი დანახვისთანავე ოპერატორის თანხლებით ემის წინ აისვეტა:
-რას იტყვით თქვენს რომანზე? დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
-უკომენტაროდ!
-ეს ხომ არ იყო თქვენი გრანდიოზული ქორწილის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი?
-უკომენტაროდ!
-რატომ მალავთ თქვენს რომანს? ვინ არის ეს ბიჭი?
-უკომენტაროდ!
-როდის გიხილავთ კვლავ თეთრ კაბაში გამოწყობილს?
-უკომენტაროდ! ნუ ერევით ჩემს პირად ცხოვრებაში და ცხვირს ნუ ყოფთ იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ!-ემი უკვე საშინლად გაღიზიანდა, თან თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო, ჯეკსონი კი ემილის მათგან გაყვანას ცდილობდა.
-ემ, იქნებ ვთქვათ, რომ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს და ამით მოვიცილოთ თავიდან?-უჩურჩულა ჯეკმა.
-არა, ცოტასაც გავუძლებ.
როგორც იქნა ისინი მანქანაში ჩასხდნენ და ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიისკენ წავიდნენ. შუა გზაში ემს რაღაც გაახსენდა, ჩანთიდან მობილური ამოიღო, ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა.
-ჯეიმს, ემილი კისნერი ვარ. გთხოვ სალონის დაცვის რამდენიმე ბიჭი ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიისკენ გაუშვი. კი, სალონისთვის საიდანაც ვყიდულობთ იქ, და რაც შეიძლება მალე.-ემიმ მობილური ჩანთაში ჩააგდო და შვებით ამოისუნთქა.
-აქამდე როგორ არ მომაფიქრდა. ჩემი სალონის დაცვის ბიჭები დაგვხვდებიან მაღაზიასთან და პაპარაცებისგან გვიხსნიან.
-ვაუ! რა პატივია! ისე რაღაც შეკითხვები გამიჩნდა და როცა ცოტა ამოვისუნთქებთ, შეიძლება რომ გკითხო?
-ვხვდები რა კითხვებიც შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ გინდა მკითხე, ოღონდ ვერ დაგპირდები, რომ გიპასუხებ...
ემის იდეამ დაცვის შესახებ მართლაც გაამართლა. არაჩვეულებრივი ნივთები შეიძინა და ყველაფერი გასაგზავნად მოამზადებინა. ანგარიშიც გაასწორა და ტრანსპორტირების საქმეც მოაგვარა. როდესაც ის შენობა მის სახლს დაემსგავსებოდა, საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ზარი და შენაძენს პირდაპირ სახლში ჩაუტანდნენ.
-ახლა სახლის დაზღვევაზე შევიაროთ, შემდეგ „ტოიოტას“ ცენტრში რომ ახალი მანქანა ვიყიდო და ჩემს მეგობარ ჯესიკასთანაც, რომ ვთხოვო სანამ ჩემი ასისტენტები დაბრუნდებიან ჩემს სალონს მიხედოს. ბოლოს ჩემს ძველ სახლში მივიდეთ, ყველაფერს წამოვიღებ და „წარსულის საუფლოში“ დავბრუნდეთ. მაპატიე ამდენს რომ გაწვალებ.
-არაუშავს, შენთნ ვალში ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ვალის გამო არ ვიტან ამ ყველაფერს.-ჯეკსონს უცნაურად ჩაეღიმა.-აბა, ახლა სად მივდივართ?
-მოდი ჯერ „ტოიოტას“ ცენტრში წავიდეთ, შემდეგ კი სადაზღვეო კომპანიაში და ბარემ სახლსაც და მანქანასაც ერთად დავაზღვევ.
-ემ, სახლის დაზღვევა ჯერ არ გინდა. ჯერ არაფერი არ არის გაკეთებული და თუ სახლს რამე მოუვა, მხოლოდ მის თვითღირებულებას აგინაზღაურებენ. ასე რომ, როცა სახლს შენს ჭკუაზე გადააკეთებ დარეკე, დაზღვევის აგენტი ჩამოვა, აღწერას გააკეთებს და დაზღვევასაც გააფორმებს, მანქანა კი თუ გინდა ახლავე დააზღვიე, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, დაზღვევას ისედაც ასანაზღურებელი აქვს შენი ძველი მანქანის ფული.
-ღმერთო, მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე! დიდი მადლობა ჯეკ!
ჯეკსონი და ემილი სადაზღვევო კომპანიაში წავიდნენ. მათ მანქანის ხარჯებიც აანაზღურეს და იმასაც დაჰპირდნენ, რომ როდესაც ემი დარეკავდა აუცილებლად გაუშვებდნენ სადაზღვევო აგენტს. ემიმ ტოიოტა ქამრის ბოლო მოდელი შეიძინა და ისიც ტრანსპორტირებისთვის გაამზადებინა. ხვალ დილით უკვე მისი სახლის წინ უნდა დახვედროდა ახალი მანქანა. ჯესიკასთანაც იყვნენ, რომელმაც, რა თქმა უნდა, მეგობარს დახმარებაზე უარი არ უთხრა და ემილის შეპირდა, რომ მიკასა და ვიკოს ჩამოსვლამდე სალონს თვითონ მიხედავდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მეტისმეტად კარგად აეწყო საიმისოდ, რომ არ გაფუჭებულიყო და ამ მომენტსაც არ დაუყოვნებია...
შებინდებულიყო. ემი და ჯეკსონი უკვე ემის ძველ სახლში მიდიოდნენ ბარგის წამოსაღებად და თან ჯეკსონის აიპოდში მუსიკებს უსმენდნენ, როცა ჯეკსონის მობილური აწკრიალდა. როდესაც ბიჭმა მობილურის ეკრანზე აციმციმებული სახელი დაინახა, ისე დაამუხრუჭა, რომ ძლივს გადაურჩნენ ავარიას. ემილიმ აშკარად შეატყო, რომ ჯეკსონი ანერვიულდა.
-გისმენ. გმადლობ კარგად, შენ? რაა? სად ხარ? დამელოდე ახლავე წამოვალ!
-ემ, მაპატიე მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. დღეს შენს სახლში მოგიწევს დარჩენა, ვწუხვარ!
-ჯანდაბა! შენს მეტი ვერავინ იპოვეს?
-სად მიგიყვანო?-ემილის რეპლიკა არ შეიმჩნია ანერვიულებულმა ჯეკსონმა.
-ტაქსით წავალ. მშვიდობაა?
-არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს რომ კი.
-აქ გაგიჩერო?
-კი, გააჩერე.-ემიმ თავისი ჩანთა აიღო და მანქანიდან გადავიდა, მაგრამ სანამ კარს მიხურავდა მანქანაში თავი შეყო და ბიჭს უთხრა:
-მეხუთე ავენიუზე, მესამე ცათამბჯენის 45-ე სართულზე ვცხოვრობ. თუ დახმარება დაგჭირდება იცი სადაც უნდა მიპოვო, აი, ჩემი ნომერიც.-ჩანთიდან თავისი სავიზიტო ბარათი ამოიღო და მძღოლის გვერდით სავარძელზე დადო, შემდეგ კი მანქანის კარი მიხურა და ხალხის მასას შეერია.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:03 PM | შეტყობინება # 209
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Jack♥sparrow, aqac me var iqac me var biggrin axal wlamde davde, ra tqma unda da chemnair usaqmurebs, romlebic dedikoebs ar exmarebian, sheudzliat isiamovnon biggrin
Quote (Jack♥sparrow)
me yvelaze pretenziuli mkitxveli var
(yvela drois)
bicho sidan, sidan amxela ambiciai am sazanoel qals?! biggrin biggrin biggrin



Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-12-31, 5:07 PM | შეტყობინება # 210
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
რა საყვარელი თავი იყო
smile
საახალწლო საჩუქარი smile
უბრალოდ რაღაც ინტრიგა ჩავარდა biggrin
იმედია ძალიან სერიოზული პრობლემა არ არის
და ეს ემის და ჯეკის ურთიერთობას
ხელს არ შეუშლის :)))


ძებნა: