ლოს-ანჯელესის ანგელოზი
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 11:02 PM | შეტყობინება # 123 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:15 PM | შეტყობინება # 127 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| madlobt bavshveboo. dges axali tavi ver iqneba samwuxarod, xval 3saganshi sakontrolo maqvs da unda gavimeoro. Quote (elle____) es gegma gamoaswore tore elis magivrad icoodeee skypeeshiii shen mogxvdeebaaa saqme moitxovs ase tore arc me ar momwons es gegma. ras vizavt, jer verafersac ver shevcvli
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-02-18, 10:15 PM | შეტყობინება # 133 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 9 დილით ჩვეულებისამებრ, როგორც ყველა სამშაბათს გადავწყვიტე თავისუფალი სტილი ამერჩია და ჯინსებში გამოვწყობილიყავი. რა თქმა უნდა ჯინსებიც ძალიან ბრენდულები იყო თორემ ჩვეულებრივს რა ჩამაცმევდა. მე რომ ავდექი სემს და ეშლის კიდევ ეძინათ, ამიტომ გადავწყვიტე ჩემით ჩამეცვა. როდესაც ყველანაირი პროცედურა დავამთავრე და სააბაზანოდან პირსახოცშეოხვეული გამოვედი ჩასაცმელად კივილი გავიგე. ეშლი ჩემს ჯინსებს დასჩერებოდა, რომლებიც საწოლზე იყო მიფენილი და კიოდა. სემი კი თვალებს იფშვნიტავდა და გაოგნებული სახით გვიყურებდა. -ელიზაბეტ! შენ რა დღეს ამის ჩაცმას აპირეებ?-კივილს არ წყვეტდა ეშლი. -ჯერ ეს ერთი, იცი, რომ ვერ ვიტან როცა ელიზაბეტს მეძახი-მკაცრი ხმით ვუთხარი, იმიტომ რომ მართლა ვერ ვიტანდი, როცა სრულ სახელს მეძახდნენ, ასე მეგონა რომ მიბრაზდებოდნენ-და ნეორეც, დღეს ხომ სამშაბათია, ანუ თავისუფალი სტილის დღე-აქ ხმა შევარბილე და ჩემი ჩვეული ღიმილით გავიღიმე. -გოგოო, გადაირიე? დაგავიწყდა დღეს რა ხდება? -კი მაგრამ რა ხდება ასეთი?-ლაპარაკში ჩაერთო სემიც. -რა ხდება და დღეს შურისძიება იწყება და ელი ისე უნდა გამოიყურებოდეს როგორც არასდროს. -აუ ეგ სულ დამავიწყდა. ეელ, იქნებ არ გინდა? იქნებ გადაიფიქრო?-მავედრებელი თვალებით შემომხედა სემმა, ამის გაგონებაზე ეშლისაც გაუბრწყინდა თვალები და ორივენი საყვარლად მიყურებდნენ. მართალია ეს გეგმა ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, მაგრამ... -არა გოგონებო, ეს უკვე გადაწყვეტილია და ვეღარაფერს შევცვლი. მე არ შემიძლია ჯესისთამ ყოფნა და ეს თქვენ კარგად იცით. -მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯესი გიყვარს და კიდევ ის, რომ იდიოტური პრინციპები გაქვს-პირდაპირ მომახალა ეშლიმ, მას სემიც დაეთანხმა. რაც არ უნდა გასაოცარი იყოა მათზე არ გავბრაზებულვარ, იმიტომ რომ თავადაც ვიცოდი, რასაც ეშლი ამბობდა ეს სიმართლე იყო. -გთხოვთ ახლიდან ნუ დავიწყებთ. აბა ეშლი რა უნდა ჩავიცვა დღეს?-ვეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა. -ოო, დღეს მე შენ ნამდვილ პრინცესად გაქცევ. ამის შემდეგ ეშლი ისე მექცეოდა როგორც თოჯინას. მილიონი ვარცხნილობა და ტანისამოსი მოსინჯა ჩემზე, მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც შანელის ”პატარა შავ კაბაზე” შეაჩერა. მართალია ეს კაბა სკოლას საერთოდ არ შეეფერებოდა, მაგრამ მაინც ვგიჟდებოდი მასზე და ამიტომ არც ბევრი მიხვეწნია, რომ სხვა უფრო შესაფერისი კაბა შეგვერჩია. კულულები მოხდენილად გადამივარცხნა უკან და პატარა შავი ბაფთით შემიკრა. მართლაც რომ ულამაზესად გამოვიყურებოდი. ეშლიმ არც მაკიაჟი დაიშურა და როდესაც შემოვტრიალდი და სემს დავენახე გაოცებისგან პირი ღია დარჩა. -ეელ, რა ლამაზი ხაარ. ეშლიმ მართლაც რომ სპეციალისტია, ნუ მაშინ, როცა საქმე ეჭვიანობას ეხება. დაგენიძლავები ჯესი დღეს თვალს ვერ მოგწყვეტს. -ჰო მართლა, რაღაც დამავიწყდა-ეშლიმ გულიდან ნახევარგულის ფორმის კულონი მოიხსნა და მე გამიკეთა. ძნელი გამოსაცნობი არ იყო ვის ჰქონდა მეორე ნახევარგული. - ეშლი იქნებ ეს არაა საჭირო? ჯესიმ ხომ გუშინაც მნახა და ადვილად შეამჩნევს, რომ ნახევარგული გუშინ არ მეკეთა. -ჰოდა სწორედ გუშინ გაჩუქეს ეს ნახევარგული-ეშლიმ წარბები მრავლისმეტყველად აზიდა. -ელ, დარწმუნებული ხარ რომ ეს მართლა გინდა? არა საერთოდ რა მალაპარაკებდა რა, ვინ მეხვეწებოდა ამ სულელური გეგმის მოფიქრებას-მაიც არ ტყდებოდა სემი და ყველანაირად ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას. -სემ, გთხოვ შენს თავს ნუ ადანაშაულებ, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, უფრო სწორად კი ჩემი პრინციპები. ასე რომ, მზად ვარ. დიდი ხვეწნის შემდეგ ეშლი მაინც ვერ დავითანხმე, რომ მაღალქუსლიანები არ ჩამეცვა. მაინც შემაყენა რვა სანტიმეტრიან ქუსლებზე და დამაბზრიალა. ბოლოს ხელში პატარა ჩანთა მომაჩეჩა და დაბლა ჩავედით. -ელ, რა ლამაზი ხაარ-აღმოხდა დედას. -და ვინ გაალამაზა ასე?-სიამაყით წარმოთქვა ეშლიმ. -რა თქმა უნდა შენ. ისე ჩემი ელი მაინც ულამაზესი იქნება ტომარაც რომ ჩამოაცვა. -ნამდვილად. -გეყოთ, ნუ მაწითლებთ. წავედით ბავშვებო? -არ ისაუზმებთ?-დედა უკვე ანერვიულდა, რადგან სახლში თითქმის აღარ ვსაუზმობდი. -ჯესიკა, თქვენ ფიქრობთ, რომ ელს ნებას მივცემ ამ კაბაში გამოწყობილმა ისაუზმოს? რა თქმა უნდა არა, წავედით ელ!-ეშლის საქციელზე უკვე მეცინებოდა. ისე იქცეოდა თითქოს ჩემი პირადი აგენტი ყოფილიყოს. ეშლი ისე მექცეოდა, როგორც ფაიფურის თოჯინას. საჭესთანაც არ დამსვა. ის კი არა, უკან დამსვა მარტო რომ კაბა არ დამკუჭვოდა. საჭესთან სემი დაჯდა, ეშლი კი მიუხედავად იმისა, რომ სემის გვერდით იჯდა, მთელი გზა მაინც ჩემსკენ იყო მოტრიალებული და ტვინ მიბურღავდა იმაზე ლაპარაკით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ახლა მესმოდა ეშლისა და სემის იმ დროს, როცა მე ვურჩევდი ხოლმე სტილს. სანამ სკოლაში შევიდოდით, ეშლიმ მანქანა გააჩერებინა სემს, შემდეგ კი გადაახურინა. ასე თქვა სანამ მანქანიდან არ გადმოხვალ, ვერავინ ვერ უნდა დაგინახოსო. როგორც იქნა ამდენი წვალების შემდეგ სკოლამდეც მივაღწიეთ. როდესაც მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, ეშლიმ წამოიკივლა და იმ ხელში ჩამცხო, რომლითაც კარის გაღებას ვაპირებდი. შემდეგ სასწრაფოდ გადახტა მანქანიდან და კარი გამიღო, ხელი მომკიდა და გადმომიყვანა. სემს სახეზე ეწერა, რომ კარგად ესმოდა ჩემი. მანქანიდან რომ გადმოვედი სკოლის ეზოში ყველანაირი ფუსფუსი შეწყდა და ყველა მე მომაშტერდა. როგორც ყოველთვის ნაცნობი გრძნობები დავიჭირე მათ მზერაში. გოგონებში შური, ბიჭებში კი გაოგნება და ...... ჯესი სკოლის ეზოში არ იყო, ეტყობა ჯერ არ მოსულა, ესეიგი ეს სპექტაკლი სულ ტყუილად გაითამაშა ეშლიმ. უცბად ბავშვებიდან ჩემი მასწავლებელი გამოვიდა, სწორედ ის, გუშინ რომ შემოგვთავაზა თუ რამე დაგჭირდებათ მე მომმართეთო და ჩემს წინ გაშეშდა. -მის სკოტ, არაჩვეულებრივად გამოიყურებით. -დიდი მადლობა მისტერ ბლექ-ნამდვილად ვერ ვეტყოდი ამ ბერიკაცს რომ ისიც მშვენივრად გამოიყურებოდა. -მის სკოტ, ხომ გახსოვთ, თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ დახმარებისთვის მომმართოთ. -თუ რამე დასჭირდება მე დავეხმარები-ზურგსუკან ჩემი ანგელოზის ხმა გავიგონე და საშინლად დავიძაბე. როგორც ჩანს ის აქ იყო და თვალს არ მაშორებდა, იმიტომ რომ მისი მზერა ზურგს მიწვავდა. -უკაცრავად მისტერ უილიამს, თქვენ მე მეჯიბრებით?-სათვალეების ზემოდან შეხედა მასწავლებელმა ჯესის. ჯესი წინ გამოვიდა და დაუფარავი ზიზღით უპასუხა: -არანაირად, თქვენნაირ ხანდაზმულს უბრალოდ ვერ გავეჯიბრები. სიტუაცია იძაბებოდა, მასწავლებელი ნამდვილად არ შეარჩენდა ჯესის ასეთ პასუხს, არც ჯესი აპირებდა დანებებას. ნათელი იყო, რომ ამ აურას ყველა გრძნობდა, იმიტომ რომ სეირის მაყურებლებს ჩვენს გარშემო წრე შეეკრათ. ამ დროს ეშლიმ მუჯლუგუნი მითავაზა, მეც უცბად გამოვფხიზლდი და გამახენდა რაც უნდა გამეკეთებინა. ჯესისა და მისტერ ბლექს შუაში ჩავუდექი, ღრმად ჩავისუნთქე და საშინელი სიტყვები წარმოვთქვი: -უკაცრავად ბატონებო, თუ შეიძლება ჩემს გამო ნუ იჩხუბებთ, იმტომ რომ მე დაკავებული ვარ და პლიუს ამას არც ერთ თქვენგანს არ აქვს შანში ჩემთან ურთიერთობის. ამ სიტყვების გაგონებაზე ჯესი ადგილს მიეყინა და აღარაფერი უთქვამს. თვალებში შემომხედა და მე მის თვალებში აშკარად ამოვიკითხე, რომ ჩემი საქციელის ახსნას მთხოვდა. მთხოვდა, რომ ახლა მხიარულად გადამეკისკისა და მეთქვა რომ ვიხუმრე. ეს მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემეძლო. ვერც ვერაფერს ვერ ვამბობდი. ვერ ვამშვიდებდი ჩემს ანგელოზს. ეშლიმ თვალები დამიბრიალა. გოგონებს ვანიშნე და სამივე ერთად გავედით წრიდან.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|