ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

Natt♥Booთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 1:23 PM | შეტყობინება # 106
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
natuka, AAAAAAAAAAAAAAAAAAA umagresi iyoooooooooooooooooo!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! vaime vaime dzalian momewona dasasruliiiiiii, es jesi cota ver auchqarebs peexs??? dry dry radikuliti aq tu mudoaa??? dry biggrin biggrin dzaan magari iyo visiamovne da male damaxvedre axali tavi, ar izarmacoo lol


♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 9:29 PM | შეტყობინება # 107
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
natuka, vaime ra magari iyoooooooooooooo surprised surprised surprised surprised dzalian momewona happy happy happy tanac rogor mecodeba exa rom tiris sad sad sad sad male gaagrdzeleb?????????iset adgilze gacherda mastan ertad mec daviwyebdi tirils memgoni damewva guli am bolo tavze cry cry cry cry dzlian magrad wer momewona happy happy happy axali tavi male iqneba??????????

Renesmeeთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:30 PM | შეტყობინება # 108
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
კატეგორიულად მოვითხოვ ახალი თავის დადებას!

♥.. Renesmee..♥

KristenStewartთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:32 PM | შეტყობინება # 109
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
Renesmee, meeeeeeeeeeeec


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 11:30 PM | შეტყობინება # 110
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 7
ჩემს უკან ნაბიჯების ხმა შეწყდა, მივხვდი, რომ ჯესი აღარ მომსდევდა. ალბათ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ვიცოდი, რომ ის აღარ მომსდევდა, მაგრამ მაინც მთელი ძალით გავრბოდი. ბოლოს სკოლაში შევედი. უკვე ყველა გაკვეთილი დამთავრებული იყო და სკოლაც დაცარიელებულიყო. მარტო ყოფნა მინდოდა, არ იყო საჭირო ბავშვებს სკოლის დედოფალი ასეთ მდგომარეობაში ენახათ. ამიტომ საჭირო ოთახში წავედი. იქ ცივ მეტლახზე ჩამოვჯექი და კედელს მივეყრდენი. სიცივემ ცოტა გონზე მომიყვანა, მაგრამ ცრემლები მაინც არ მიჩერდებოდა. თუ ასე გავაგრძელებდი, თვალების დასიება გარანტირებული მქონდა. დაახლოებით ნახევარი საათი ასე ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებული ვიჯექი და ვტიროდი. უცებ მობილურის ხმა გავიგონე. დავხედედე, სემი მირეკავდა. მისთვის რამის დამალვას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც ვუპასუხე და არც ნამტირალევი ხმის შენიღბვა მიცდია.
-ელ სად ხარ? ჩვენ უკვე გამოგვიშვა მისტერ პარკერმა.
-საჭირო ოთახში ვარ.
-ელ რა მოგივიდა? ხომ მშვიდობაა? რა გჭირს?-ჩემი ხმის გაგონებისთანავე პანიკურად მომაყარა კითხვები სემმა.
-არაფერი. ყველაფერი კარგადაა. გზაში მოგიყვებით. სად გნახოთ?
-მანდ დარჩი და ჩვენ მოვალთ. გთხოვ დაწყნარდი ელ.
3წუთში ორივენი ჩემთან იყვნენ ჩამუხლულები და მეხუტებოდნენ. ჩემს თავს ასეთ მდგომარეობაში ტომ ვხედავდი გული მიკვდებოდა და ტირილს უფრო ვუმატებდი. ვერაფრით დავწყნარდი. გოგონებს ვთხოვე, რომ დღეს საღამოს ჩემთან მოსულიყვნენ და იქ მომეყოლა ყველაფერი. შევთანხმდით, რომ 7ზე ჩემთან იქნებოდნენ. მართალია კიდევ ვტიროდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო და აქ ვეღარ დავრჩებოდით. ჩემი სათვალე კი სამწუხაროდ დღეს არ მქონდა წამოღებული. როცა წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე კინაღამ გული გამისკდა. სარკიდან თითქოს უცხო გოგონა მიყურებდა. ეს მე არ ვიყავი, ეს ჩემი აჩრდილი იყო ჩაწითლებული, ჩასიებული თვალებითა და ლოყებზე ჩამოთხუპნული ტუშით. სახე სასწრაფოდ მოვიბანე და ტუში მოვიცილე, მაგრამ თვალებს ვერაფერი მოვუხერხე. სხვა გზა არ იყო, გარეთ ასე გავედი. საბედნიეროდ სკოლა დაცარიელებულიყო და ვერავინ შენიშნა ჩემი ასეთი მდგომარეობა. სკოლიდან გამოვედით თუ არა, მაშინვე მანქანისკენ გავემართეთ. როგორც წესი საჭესთან მე ვჯდებოდი ხოლმე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ შევძლებდი მანქანის მართვას. გადავწყვიტე სემისთვის მეთხოვა საჭესთან დაჯდომა, რადგან ეშლიც ძალიან განერვიულებული იყო, მაგრამ სემმა დამასწრო.
-ელ, საჭესთან მე დავჯდები, შენ ახლა ვერ შეძლებ მანქანის მართვას.
-კარგი სემ. დიდი მადლობა რომ გესმის ჩემი.
-რა სისულელეა, აბა რისთვის ვართ მეგობრები?
-ეშლი, მაპატიე დილანდელი ინციდენტი, ჯესიმ მომიყვა, რომ თურმე შენთვის მესიჯი კეიტს გამოუგზავნია, მე კი ენდრიუსი მეგონა და ამიტომ წაგართვი მობილური. მაპატიე რაა.
-უი ეგ აღარც მახსოვდა. მოიცა რაა?-ერთხმად წამოიკივლეს გოგონებმა.
-რა რაა? რამე ისეთი ვთქვი?-მართლა ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდნენ.
-ჯესიმ მომიყვაო? აბა მდაბიოო და ღარიბიო ვინ ამბობდა?-აწიკვინდა ეშლი-სასწრაფოდ მომიყევი სად იყავით, რა ქენით და რაზე ისაუბრეთ?
-არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ თქვენ რომ გელოდებოდით კაფეტერიაში ყავაზე დამპატიჟა და იქ ვისაუბრეთ. სხვა არაფერი მომხდარა მართლა.
-ჰო და მარტო ჩემზე ისაუბრეთ ხოო? ახლავე მომიყევი რა მოხდა თორემ ინტერესით მოვკვდები.
-ეშლი, ხომ ხედავ ახლა ელი ცუდადაა, ვაცადოთ მდგომარეობიდან გამოსვლა და როცა ვესტუმრებით მაშინ მოგვიყვება ყველაფერს-სემიმ თვალი ჩამიკრა და ეშლის გახედა საყვარელი თვალებით. როგორც ყოველთვის მან დამიხსნა ეშლის კითხვებისგან.
-კაარგი, მაშინ მანამდე კითხვების სიას ჩამოვწერ რომ რამე არ გამომრჩეს.
სახლამდე ისე მივედით აღარც ერთს ხმა აღარ ამოგვიღია. ეშლი ენდრიუს ემესიჯებოდა, მე კი ვცდილობდი ის ფიქრი ამომეგდო თავიდან, რომ გამეტიჩრებული თოჯინა ვარ. სამწუხაროდ ვერ შევძელი, ამ ფიქრების მოშორება. ყოველ წამს როდესაც თვალებს ვხუჭავდი ჯესის გაოგნებული სახე მიდგებოდა თვალწინ და ტკივილი კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა. მე ჯერ მას კაფეში გავყევი, საუბარში ავყები და გული გადავუშალე და ბოლოს კი უბრალოდ უცერემონიოდ წამოვდექი და პირში ჩალაგამოვლებული დავტოვე. ალბათ ვერასდროს დავივიწყებდი მის თვალებს. ისინი თითქოს მევედრებოდნენ, რომ ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ მე მაინც ფეხქვეშ გავთელე ყველაფერი და წამოვედი. ვერ ვიტანდი ჩემს თავს. კეიტი მართალი იყო, როცა უსულო თოჯინა მიწოდა. სახლში შესულს დედა მომეგება და დამინახა თუ არა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, მაშინვე ათასი კითხვა მომაყარა. მე კი უბრალდ მოვიმიზეზე, რომ ახალი სუნამოს ფლაკონი გამიტყდა და იმაზე ვინაერვიულე. დედა ჩემგან მიჩვეული იყო ასეთ საქციელს და ამიტომ არც გაჰკვირვებია. სადილზე ბევრი მეხვეწა, მაგრამ ვერ დამითანხმა. ჩემს ოთახში ვიყავი შესული და იქიდან ცხვირს არ ვყოფდი. საწოლზე ვიწექი გულაღმა, ერთ წერტილს მივშტერებოდი და ვფიქრობდი. არ მინდოდა, რომ ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვერაფერს შევცვლიდი. მე უკვე ასეთ ადამიანად ვიყავი ჩამოყალიბებული. ასე გავატარე რამოდენიმე საათი. ხვალ სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი და ამიტომ არც მიმეცადინია. ნამდვილად ვერ გავუძლებდი ჯესის გვერძე ან სულაც მასთან ერთად ერთ კლასში ჯდომას მთელი ერთი გაკვეთილი. თან ხვალ ვარჯიშიც არ მქონდა, რომ ცოტა ხნით მაინც მოვცილებოდი. უცბად ეშლის წკრიალა ხმა გავიგონე, მას სემის ხმაც მოჰყვა. გოგონები დაბლა იყვნენ და დედაჩემს ელაპარაკებოდნენ. ბოლოს მეც მიკითხეს, დედამ კი უთხრა, რომ როცა სკოლიდან მოვედი მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და იქიდან აღარ გამოვსულვარ. ამის მერე ქუსლებს კაკუნი გავიგონე კიბეებზე, ბოლოს კი მათ დაუკაკუნებლად შემოაღეს ჩემი ოთახის კარი. გოგონები გაფრთხილებულები მყავდა, რომ პირდაპირ, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე შემოსულიყვნენ. შემოვიდნენ თუ არა, მაშინვე ჩემი საწოლისკენ გამოექანნენ და ზედ დახტნენ. ყველანაირად ცდილობდნენ გავემხიარულებინე, მაგრამ მე ისევ ისე უსულოდ ვიწექი და ცრემლები მდიოდა. ბოლოს ეშლიმ ვეღარ მოითმინა და ბალიში მესროლა. მაშინვე გამოვფხიზლდი.
-რას აკეთებ გადაირიე?
-ოჰ, როგორც იქნა გამოფხიზლდი. უკვე ნერვებს მიშლიდი. აბა რას იზავ, მოგვიყვები-ეშლი ინტერესით კვდებოდა.
საწოლიდან წამოვდექი და კარი ჩავკეტე, რომ უცებ დედა ან ჩვენი მოახლე არ შემოსულიყო. შემდეგ ფლეერში რაღაც ხმაურიანი მუსიკა ჩავრთე და გოგონებს ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი გრძნობების შესახებ არ გამიმხელია. როცა ამის გაკეთებას ვაპირებდი, ეშლიმ დამასწრო და ბედნიერმა წამოიძახა:
-შეყვარებულიაა!-ტაშიც კი შემოჰკრა.
-გოგო გაგიჟდი? დედა არ შემოვიდეეს!
-ხომ გითხარი სეემ? შეყვარებულია! თორემ დედაზე კი არ ინერვიულებდა, ბალიშს გამომიქანებდა თავში ეგ როგორ იფიქრეო.
-რავიცი რავიცი. რა გირჩიო ეელ? მართალია რასაც ეშლი ამტკიცებს?
თავი დავუქნიე და გავწითლდი. ეშლი ჩემს დანახვაზე აკისკისდა, სემმა კი ჩუმად ჩაიხითხითა.
-აუ რა მაგარიაა! მოდი კვირას მე, შენ, ენდრიუ და ჯესი სადმე წავიდეთ. სემსაც ვუშოოთ ვინმე მაღალი, ათლეტური აღნაგობის ბიჭი და ესეც წავიყვანოთ. აუ რა მაგარი იქნებაა-გეგმების დაწყობა დაიწყო ეშლიმ.
-ეშლი, ვერ გაიგე რაც გითხარი? მე ის მივატოვე. უგრძნობი მონსტრივით ავდექი და წამოვედი. შენი აზრით ჯესის ამის შემდეგ ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდება? ანრომც გაუჩნდეს, ხომ იცი რომ ერთად ვერ ვიქნებით? ის სხვა ფენიდანაა და მე ჩემს პრინციპებს ვერ ვუღალატებ.
-ელ, ნერვებს მიშლი! რა სულელურად მსჯელობ, რა არის ეეს? რომელი საუკუნეა ფენებს რომ არჩევ? თან იცი, რომ შენს მშობლებს ამაზე გართულება არ აქვთ-ჭკუის სწავლება დამიწყო ეშლიმ. სემი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.
-ეშლი ვიცი, მაგრამ ხომ იცი რომ არ შემიძლია არაა? უბრალოდ არ შემიძლია-ცრემლების ახალმა პარტიამ დაიწყო დენა.
-კიბატონო, როგორც გირჩევნია, მაგრამ იცოდე ხვალ სკოლაში აუცილებლად წამოხვალ.
-მოიცადეთ გოგონებო, გეგმა მაქვს-ლაპარაკში პირველად ჩაერთო სემი.




ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 11:50 PM | შეტყობინება # 111
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
vaime ra magari tavi iyo . sawyali eli shemecoda kargia gverdit aseti ertguli megobrebi rom yavs . moutmenlad velodebi shemde tavs dzaan mainteresebs sems ra gegma aqvs.


♥izabella♥თარიღი: კვირა, 2011-02-13, 0:44 AM | შეტყობინება # 112
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vai ra magari tavi iyo biggrin biggrin biggrin ra azri mouvida am intrigan tavshi sems??????rodis gavigebt??????? biggrin biggrin biggrin biggrin biggrin dzalian magaria momwons dzalain yochag happy happy happy

dodoთარიღი: კვირა, 2011-02-13, 9:37 AM | შეტყობინება # 113

267
66  +
69  ±
   ±
Offline
sad sad sad sad sad sawyali jesiiii sad sad sad imedia male gamoswordeba situacia tu aradamovkvdebi sad cry

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-02-13, 11:06 AM | შეტყობინება # 114

206
19  +
33  ±
   ±
Offline
debili eliii dry shenkide ra dros gawyvite...hm neta ra gegma aqvs semss biggrin axali tavi male dade:*:*

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-02-13, 12:35 PM | შეტყობინება # 115
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ოჰოოოჰოოო.... რა თავი იყოო!!! თურმე ხანდახან ბარბებიც ღნავიან biggrin biggrin biggrin biggrin სხვათაშორის, მომეწონა რო ტიროდა biggrin სადისტი ვარ წარმოშობით (თუ ჰოროსკოპით, ზუსტად არ ვიცი) biggrin biggrin ვაიმმეეე მაძაგძაგებს ისე მაინტერესებს რა მოხდება შემდგოომ. ნათ, ვიცი, საზიზღარი, უსარგებლო და საერთოდაც ცუდი ბეტა ვარ, მომიტევეე sad sad sad


elle____თარიღი: კვირა, 2011-02-13, 1:07 PM | შეტყობინება # 116
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ohoooooo =))))) ra magari taviaaaa =) bolo dzaaaaaaaaaaaan damainteresda , mokled semi rogor mgavs raaa :D:D biggrin :D chem daqalsac msgavsi ram sheemtxva da dzaaan mainteresebs eseni rogor gadaitanen da ras izamen.. imedi maqvs sheuridgeba da gegma gaamartleebssss happy happy happy happy happy happy


Renesmeeთარიღი: კვირა, 2011-02-13, 3:29 PM | შეტყობინება # 117
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
აუ რა ამაღელვებელ.. ინტრიგულ და ... აიიი ვაიმეე მომენტებზე აჩერებ რა :| :დ ველოდო ახლა ახალ თავს

♥.. Renesmee..♥

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-02-13, 3:30 PM | შეტყობინება # 118
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
didi madloba bavshveboo. mgoni dges ver movaxerxeb axali tavis dadebas da am kvirahsi gamichirdeba cota, dzaan bevri sakontroloebi maqvs da winaswar bodishs gixdit sad
Quote (AnasteishA)
ნათ, ვიცი, საზიზღარი, უსარგებლო და საერთოდაც ცუდი ბეტა ვარ, მომიტევეე

gogooo, shen kargad xaar? chemi sayvareli betuniebi xart shenc da eleec happy happy happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

eeekთარიღი: კვირა, 2011-02-13, 6:06 PM | შეტყობინება # 119

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime gegma mainteresebs:Dmale dade raa axali tavi:D:D:D:D biggrin biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 10:39 PM | შეტყობინება # 120
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 8
-რა გეგმა სეემ? მეშველება რამე?-სლუკუნით ვთქვი.
-სემ დროზე უთხარი თორე ეს მე გადამრევს-ჯუჯღუნებდა ეშლი.
-დაწყნარდით გოგონებო და კარგად მომისმინეთ. ელ, რადგან ჯესი გიყვარს ამ გეგმის შესრულება საკმაოდ გაგვიჭირდება, მაგრამ თუ გინდა რომ დაივიწყო და თავიდანაც და გულიდანაც ამოგდო, მაშინ უნდა ისე მოიქცე როგორც გეტყვი. შეძლებ?
-ვნახოთ. იმედია შევძლებ. თქვი აბა რა მოიფიქრე.
-ესეიგი, როგორც შენ უწოდებ ჯესი დაბალი ფენიდანაა, ამიტომ ეს ყველანაირად უნდა გამოიყენო. შეეცადე როცა კი შემთხვევა მოგეცემა დაამცირო, ან რაიმე ისეთი უთხრა რაც გაამწარებს. მოკლედ საშინლად უნდა მოექცე. ისე სიმართლე თუ გინდა ეს გეგმა მე საერთოდაც არ მომწონს და ჩემი აზრით ჯობია რომ ეგ შენი სულელური პრინციპები ამოიგდო თავიდან ჯესის ნაცვლად-დაბღვერილმა დააყოლა სემიმ.
-ვეთანხმებიი-აწიკვინდა ეშლი.
-რაში ეთანხმები? იმაში რომ საზიზღრად მოვიქცე?-ეს გეგმა მომეწონა და ვინმეს მხარდაჭერა მჭირდებოდა, რომ გადამეწყვიტა გამეკეთებინა ეს საზიზღრობა თუ არა. იმედი მქონდა, რომ ეშლი დამთანხმდებოდა, მაგრამ მან ენა გამომიყო და მითხრა:
-მაგაში კი არა, იმაში რომ პრინციპები დაივიწყო.
-აუ ხომ იცით რომ არ შემიძლიაა არაა.
-ვაიმე თავიდან არ დაიწყო, შეასრულე ეს გეგმა და შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე.
-კარგით, გადაწყვეტილია. ხვალიდან საზიზღარი ელი სკოტი ვხდები. მაგრამ ხვალ პირველ გაკვეთილზე ჯესის გვერდით როგორ დავჯდე?
-როგორ და გამსწიე სკამი, ჩამიჯექი, მერე მოირგე და წიგნები ამოალაგე-ჩაიხითხითა ეშლიმ.
-ეშლი გაიქეცი თორემ მოგკლაავ-ვიკივლე და ბალიშს წავავლე ხელი.
მე და ეშლიმ მთელი ოთახი შემოვირბინეთ, სემი კი იჯდა, ვიდეოს გვიღებდა და დაგვცინოდა. მერე შემთხვევით ერთი ბალიში მასაც გავარტყით და ესე ჩავითრიეთ ბალიშების ომში. მთელს ოთახში თეთრი ფუმფულა ბუმბულები დაფრინავდნენ და ხანდახან ცხვირში მიღიტინებდნენ. ამ აურზაურიდან დედას ხმამ გამოგვიყვანა. დაბლიდან გვეძახდა, რომ სავახშმოდ ჩავსულიყავით. ეტყობა დიდხანს გვეძახა, იმიტომ რომ უკვე კიბეებზე დედას ფეხის ხმა ისმოდა. სასწრაფოდ კარს ვეცი და გავაღე, რომ ახსნა არ დამჭირვებოდა თუ რატომ ჩავკეტე კარი გასაღებით. დედა ჩვენს ასეთ გართობას მიჩვეული იყო და არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთხელ ჩაიქნია ხელი, მერე გვითხრა რომ დაბლა ჩავსულიყავით და გავიდა.
-გოგონებოო, პირველი ნაბიჯი როგორ გადავდგა?
-რაა?-დაბნეული გამომეტყველებით შემომხედა ეშლიმ.
-რა და...-ის-ის იყო ახსნა უნდა დამეწყო, რომ სემიმ არ მაცალა და დაიწყო:
-ესეიგი, ჯერ ისეთი რამე უნდა მოიფიქრო, რაც ყველაზე მეტად გააბრაზებს. გგონია რომ მასაც უყვარხარ?
-არა, სიყვარულით არამგონია, მაგრამ ალბათ მოვწონვარ.
-ჰოდა მაშინ უნდა აეჭვიანო, ხომ იცი ესეთ საკითხებში კარგად ვერკვევი-ეშლი მართლაც გენიოსი იყო ამ საქმეში.
-და ეგ როგორ? ჩვენი სკოლელი ბიჭები არ არიან ისეთები, რომ ეჭვიანობად ღირდნენ.
-სიხარულო მე დაგავიწყდიი? ვის აქვს ბიჭების იმდენი მარაგი თუ არა მეე?
-ოხ ეშლი, მომიტევე. აბა რას მირჩევ?
-რას კი არა ვის-თვალი ჩამიკრა, შემდეგ მობილურში რაღაც ნომერი აკრიდა და გაინაზა.
მთელი თხუთმეტი წუთი ”ხო სიხარულო, ხო ჩემო ცხოვრებავ, ხო ჩემი სუნთქვავ” და მასეთი სისულელეების მეტი არაფერი მომისმენია. ის იყო ნერვები მეშლებოდა და აკივლებას ვაპირებდი, რომ ეშლიმ მანიშნა კარგად მომესმინა. როგორც წეღან გაგონილი სიტყვებიდან მივხვდი, ეშლი ენდრიუს ელაპარაკებოდა, მაგრამ ამ საუბარში მე რაღა შუაში ვიყავი? როგორც იქნა ეშლი მთავარზე გადავიდა. მან ენდრიუს აუხსნა, რომ მის მეგობარს, ანუ მე დახმარება სჭირდებოდა. სიტუაციაც აუხსნა და ყველაფერი მოუყვა, ბოლოს კი მიყვარხარო უთხრა და გაუთიშა.
-ეშლი, რა გაარკვიე ამ საინტერესო საუბრიდან?
-ოხ, მე შენ გეხმარები და შენ კიდე კაიფობ?
-კი, მაგრამ ენდრიუ რა შუაშია?
-ცნობისათვის, ენდრიუ ჩვენზე ორი წლით დიდია, ანუ ცხრამეტისაა. და თუ კარგად გახსოვს, ჩვენს სკოლაში ”დიდ” ბიჭებზე დაციაობაა. ენდრიუს შევუთანხმდი და ხვალ გაკვეთილების შემდეგ ჩვენს მანქანასთან დაგველოდება, ოღონდ არა როგორც ჩემი შეყვარებული, არამედ როგორც შენი. შენც არაფერი არ უნდა შეიმჩნიო, ნუ მთლად კოცნაც არაა საჭირო-თვალები დამიბრიალა-მაგრამ შეგიძლია მაგრად ჩარხუტო და ხმამაღლა უთხრა, რომ მოგენატრა და გიყვარს. აბა, ხომ ვიმსახურებ ეხლა მე ოსკარს?
-აბა რაა, შენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა. ვაიმე გოგოებო მიყვარხართ. თქვენ რომ არა რა მეშველებოდაა-ორივენი გულში ჩავიკარი. უცბად ეშლიმ თავი ამოყო და მომაძახა:
-რა გეშველებოდა და არც არაფერი. იქნებოდი კეიტისნაირი.
-ეშლიი!-მე და სემმა მკაცრად შევხედეთ, მან კი თვალები აგვიფახურა და გაირინდა.
დედას მეორე დაძახებას რომ არ შევეწუხებინეთ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, მაგრამ არ გვაცალა. განსაკუთრებით იმაზე ნერვიულობდა, რომ დილითაც არ მისადილია სახლში. დედას დღეს თავისით მოემზადებინე ვახშამი და უგემრიელესი გამოსვლოდა, მაგრამ მისი მომზადებული შოკოლადის მუსი, მართლაც რომ არაჩვეულებრივი იყო. მართალია შოკოლადს დიდი რაოდენობით ვერ ვჭამდი, რომ არ გავსუქებულიყავი, მაგრამ ამ მუსზე ნამდვილად ვერ ვთქვი უარი. როდესაც ვივახშმეთ, გოგონები წასაწვლელად გაემზადნენ, მაგრამ ჩემი და დედას დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტეს მშობლებთან გადაერეკათ და ჩვენთან დარჩენილიყვნენ. სემის დედამ ცოტა პრობლემა შექმნა, სირცხვილია, ხალხს ნუ შეაწუხებო, მაგრამ მერე დედა დაელაპარაკა და გადაარწმუნა. მამა ორი კვირით მივლინებაში იყო წასული, ასე რომ საღამოს დიდი წვეულების მოწყობა შეგვეძლო. ჯერ დიდ, სპეციალურად ფილმებისთვის გამოყოფილ ოთახში მსოფლიოს ჰიტებს ვუყურეთ და მსახიობების ჩაცმულობა და პირადი ცხოვრებაც განვიხილეთ, შემდეგ კი ოთახში ავედით და ისე მოვიქეცით, თითქოს კარავში ვიყავით. გოგონებს ჩემი საძილე ტომრები ვათხოვე და სამივემ იატაკზე დავიძინეთ. სანამ დავიძინებდით კარგად ვიჭორავეთ, ხვალინდელი დღის განრიგი შევადგინეთ, შემდეგ კი ტკბილად დაგვეძინა. დაგვეძინა რა, მე მთელი ღამე მეღვიძა, რასაც ვერ ვიტყვი ეშლისა და სემზე. მთელი ღამე იმ საშინელ გეგმაზე ვფიქრობდი, რომელიც ვარჩიე ჩემი პრინციპების დათმობას. მართალია საშინელი გეგმა იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. არ მინდოდა, რომ ხვალ ჯესის ნაცვლად ენდრიუს ჩავხუტებოდი, მაგრამ... ვცდილობდი, რამე მარტივი და უმტკივნეულო მომეფიქრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ერთადერთი ის მოვიფიქრე, რომ ჯესისთვის ყველაფერი მეთქვა და ამეხსნა რატომაც არ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მაშინვე მისი გაოგნებული სახე მიდგებოდა თვალწინ და ამ აზრს ჩემი მეხსიერების უკიდურეს წერტილში ვინახავდი. ისიც ვიფიქრე, რომ ჩემი პრინციპები დამეთმო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ შევძლებდი. მე ამას ვერ შევძლებდი საყვარელი ადამიანის გამოც კი, იმიტომ რომ გათხუპნული თოჯინა ვიყავი. მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, რომ სკოლაში საუკეთესო გოგოს ტიტული დამეკარგა ღარიბთან ურთიერთობის გამო. მაგრამ იქნებ... არა არა, სკოლაში კიდევ ერთი წელი უნდა ვიყო და ვერ ავიტან, რომ ვინმემ ჩემს ზურგსუკან იჭორავოს და დამცინოს. ვიცი, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩხუბი უნდა მომივიდეს, მე კი ჩემს მშობლებს ისე ვერ შევარცხვენ, რომ დირექტორის კაბინეტში იყვნენ და ჩემი ჩხუბის ამბავს უსმინონ. არა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა! მე უნდა დამევიწყებინა ჯესი და მე ამას შევძლებდი!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: