თავი 5
ყველანი თავჩაღუნულები გავყევით უკან ტრენერს, თან მომხდარზე ხმას არ ვიღებდით. ჩემს მარჯვნივ სემი და ეშლი მოდიოდნენ, მარცხნივ კი ჯესი იდგა ჩემსა და კეიტს შორის და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. ვამჩნევდი დრო და დრო თვალს ჩემსკენ რომ აპარებდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ ისე ვიქცეოდი თითქოს ვერაფერსაც ვერ ვამჩნევდი. როდესაც მესამე სართულის დერეფანი გავიარეთ და იმ კაბინეტს მივუახლოვდით სადაც დიდი ასოებით ეწერა ”მისტერ პარკერი” კინაღამ გული გამისკდა. ჩვენი დირექტორი საშინლად უხასიათო კაცი იყო. საბედნიეროდ მას მხოლოდ დაჯილდოებებიდან ან სხვადასხვა კონკურსებიდან ვიცნობდი, აი მის კაბინეტში კი ჯერ არასდროს ვყოფილვარ. როდესაც მისი კაბინეტის წინ გავჩერდით გულმა ორმაგად დამიწყო ფეთქვა. დღეს რაღაც ძალიან ემოციური ვიყავი და იმედია ეს იმის ბრალი არ იყო, რისი ბრალიც მეგონა. ეშლი აქაც არ იკავებდა თავს და ცდილობდა კეიტისკენ გაწეულიყო, მაგრამ სემი მაგრად იჭერდა. ტრენერმა გაგვაჩერა და გვითხრა მოგვეცადა სანამ არ დაგვიძახებდა, თვითონ კი დირექტორის კაბინეტში შევიდა. ის 3 წუთი, რამდენი ხანიც გარეთ ვიყავით უსაშველოდ გაიწელა და მეგონა რომ 3 წუთი კი არა 3 საათი იყო გასული იმის შემდეგ რაც აქ მოვედი. როგორც იქნა ჩვენი ტრენერი სარაც გამოვიდა კაბინეტიდან და გვანიშნა რომ შევსულიყავით. პირველი სემი შევიდა და ეშლიც შეათრია, ჯესიმ კი თავისი პოზიცია არ დათმო და კეიტს მანამდე არ მოშორდა სანამ კაბინეტში არ შევედი. დირექტორი ჩვენსკენ ზურგით იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. როცა ჩვენი ფეხის ხმა გაიგო, მაშინვე შემოტრიალდა, ფეხზე წამოდგა და მკაცრი სახე მიიღო. მაგრამ ამ მკაცრი სახის უკან აშკარად ჩანდა ის გაკვირვება, რომელიც ჩემი აქ დანახვისას დაეუფლა. შემდეგ დანარჩენებიც შეათვალიერა და მზერა ეშლისა და კეიტის გაწეწილ თმებზე შეაჩერა. კიდევ კარგი სავარცხელი მუდამ თან დამაქვს, თორემ ეშლის ასე მოუწევდა წამოსვლა.
-პირველ რიგში, მინდა გავარკვიო ჩხუბი რა მიზეზით დაიწყეთ-მკაცრი ხმით დაიწყო დირექტორმა-ხოლო ამ ყოველივეს გარკვევის შემდეგ კი გადავწყვეტ როგორი სასჯელი მოგიფიქროთ.
-ჩხუბი უმოზეზოდ დამიწყო ამ ალქაჯმა-დაიწყო კეიტმა და თან ისეთი სახე მიიღო, რომ ჩემი თვალით რომ არ მენახა დავიჯერებდი.- მე და ჯესი ჩვენთვის ვლაპარკობდით, უცებ უკნიდან მომვარდა და თმებში მეცა, თან უშვერი სიტყვებიც მეძახა.
-ოხ შე-კეიტის თმებისკენ გაიწია ეშლიმ, მაგრამ სემიმ და მე მოვასწარით მისი გაჩერება და პირზე ხელის აფარებაც.
-აი ხომ ხედავთ? - კეიტის ცრემლებმაც არ დააყოვნა- კი მაგრამ რა დავაშავე ასეთი? ნუთუ მხოლოდ ის, რომ ასეთი ლამაზი ვარ?-ქვითინებდა კეიტი, ბოლოს კი ჯესის მხარზე ჩამოდო თავი, რამაც საშინლად გამაღიზიანა. ჯესიმ მაშინვე მოიშორა კეიტი და შეეცადა დისტანცია დაეცვა.
-თვითმხილველები გყავდათ? ვინ დაამტკიცებs რომ ეს ყველაფერი სიმართლეა?
-კი რა თქმა უნდა, ხომ გითხარით ჯესი ჩემს გვერდით იყო და ყველაფერი დაინახა. ხომ ასეა ჯეეს?-ღმერთო ოღონდ ახლა არ გამწირო, ოღონდ ახლა და გპირდები, მთელი ნახევარი საათი შევწყვეტ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს და არ ჩავიხედები სარკეში, გთხოოვ...
-ჯეისონ უილიამს, მართალია ის რაც მის კეიტმა თქვა?-ნამდვილად მოსამართლეობა უფრო მოუხდებოდა მისტერ სკოტს. ო ღმერთო, ნეტავ რას იტყვის? არა, მაინც რა ილუზიას ვიქმნი? რატომ უნდა თქვას სიმართლე? მაგრამ აბა მაშინ რატომ გადამეფარა წეღან? რატომ დამიცვა კეიტისან? მაგრამ იქნებ მე კი არა ამ საქციელით კეიტი დაიცვა რომ ჩემზე ხელი არ გაესვარა? სანამ ჯესი პასუხს გასცემდა, თავში მილიონი აზრი ამომიტივტივდა, რომელთაგანაც ყველაზე სასიამოვნი ის იყო, რომ ჯესი დამიცავდა. და აი, ჯესიმ გადაწყვიტა ra ეპასუხა.
-იცით, ახლა თქვენ მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეთ, მაგრამ მოდით სიმართლეს გეტყვით. მე ამ ფაქტის უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ და არც კეიტს ველაპარაკებოდი, როცა ეშლიმ ჩხუბი დაუწყო. მე და ელი რაღაცაზე ვლაპარაკობდით, ამ დროს კეიტიც მოვიდა და ელიზე სისულელე წამოაყრანტალა, ეშლი კი როგორც მოგეხსენებათ ელის მეგობარია და უბრალოდ მეგობარი დაიცვა. ამ ჩხუბის მიზეზიც ეს იყო, სხვა არაფერი.-ღმერთო ჩემო! ნუთუ ჩემმა სიტყვებმა და ეშლის საქციელმა ჯესიზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ჩემზე შთაბეჭდილება შეეცვალა? მეც ხომ ეს მინდოდა! საოცარია!
ჯესის სიტყვების მერე კეიტს თვალები შუბლზე აუვიდა და მე და ჯესის ისე შემოგვხედა, რომ აშკარად შურისძიებას გეგმავდა.
-მის კეიტ, რატომ დამიმალეთ სიმართლე? მაინც რა თქვით ელ სკოტზე ისეთი, რამაც მისი დაქალი წყობილებიდან გამოიყვანა-ოღონდ ეს არა, ახლა კეიტი სიმართლეს იტყვის და დირექტორიც მე გამიბრაზდება.
კეიტმა მრავლის მეტყველი თვალებით შემომხედა. მათში აშკარად იკითხებოდა შურისძიების წყურვილი. უცებ კეიტმა ირონიულად ჩაიცინა და ის-ის იყო დირექტორს პირდაპირ თვალებში შეხედა და თავისი ბოდვის სათქმელად პირი გააღო, რომ ჯესიმ დაასწრო და თქვა:
-კეიტმა თქვა, რომ ელის ცელულიტი აწუხებს და კიდევ დაამატა, რომ მისი სუნამოები ორიგინალი კი არა, არამედ გადამყიდველებისგანაა ნაყიდი-მოვკლააავ! ეს რა თქვა? დირექტორმა რომ დაიჯეროს? მაგრამ იმას მაინც ჯობია რის თქმასაც კეიტი აპირებდა.ვერ ვიჯერებ, ჯესიმ კიდევ ერთხელ გადამარჩინა.
-მართალი მის კეიტ?-გამომცდელი თვალებით უყურებდა დირექტორი გაოცებულ კეიტს და მისგან პასუხს ელოდა. პასუხს, რომელიც გადაწყვიტავდა სასჯელს...
კეიტმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ეტყობა გეგმა ვერ მოიფიქრა და მხოლოდ თავი დაუქნია. თან ზიზღნარევი თვალებით გახედა ჯესის და შემდეგ მეც დამაჯილფოვა თავისი მზერით. ასე თვალი-თვალში გაყრილნი ვიდექით მე და კეიტი, სანამ დირექტორმა არ ჩაახველა, რათა მივეხვედრებინეთ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
-მის სემ, მის ელი და მისტერ ჯესი, თქვენ გარეთ დაელოდეთ თქვენს მეგობრებს, მარტო მსურს მათთან ლაპარაკი.
-უკაცრავად ბატონო პარკერ, მაგრამ მე გარეთ ვერ გავალ-აქ ყოფნისას პირველად ამოიღო ხმა სემმა-ახლა მე რომ გარეთ გავიდე და ეს ორნი მარტო დავტოვო, ჩათვალეთ, რომ აქ ბირთვული აფეთქება მოხდება. თქვენ იცით, რომ არაფერს ისეთს არ ჩავიდენ, საქმეში ხელი რომ შეგიშალოთ-ოო, როგორ ეხერხებოდა სემს ხალხის დარწმუნება.
-კარგით, მაშინ თქვენ ორმა დაგვტოვეთ და თუ შეიძლება თქვენც სარა.
კაბინეტიდან პირველი სარა გავიდა, რათა ვარჯიშზე აგვიანდებოდა, შემდეგ მე, ბოლოს კი ჯესი. როდესაც გარეთ გამოვედით, გადავწყვიტე, რომ გოგონებისთვის დამეცადა და დერეფანში დადგმულ ხის სკამზე ჩამოვჯექი. ამ დროს ჯესი მომიახლოვდა და გვერდით ჩამომიჯდა. შემდეგ თბილი მზერით გამომხედა, გამიღიმა და მითხრა:
-აქ ასე დიდხანს აპირებ ჯდომას? დამერწმუნე შენი მეგობრები კიდევ დიდიხანს ვერ გამოვლენ იქიდან-თავით დირექტორის კაბინეტისკენ მანიშნა და გაიცინა.
-რამდენიც საჭირო იქნება იმდენ ხანს მოვიცდი. ეშლი ახლა ჩემს გამოა იქ და ვერ მივატოვებ.
-ჰმ, შენს გამო აბა რა?! მე რომ კეიტისთვის არ დამეჯერებინა არაფერიც არ მოხდებოდა. ჰოდა მართლა, ამ გახსენებაზე, ბოდიში რომ ასე გექცეოდი.
-არაუშავს, ერთხელ ყველა უშვებს შეცდომას.
-აქ კარგად ვერ მოთავსდები, წამოდი კაფეტერიაში ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ, მე გეპატიჟები, გინდა?