თავი 4
ჩემმა ბრწყინვალე გეგმამ გამამხიარულა და ამ დღემაც ისე ჩაიარა როგორც ყველა დანარჩენმა. დიდი დასვენების მერე მხარდამჭერთა გუნდს ვარჯიში გვქონდა, ამიტომ ზარის დარეკვისთანავე გასახდელისკენ გავემართე, სემი და ეშლი კი ჩემს საყურებლად წამოვიდნენ. ეშლიმ ამ გეგმასთან დაკავშირებით ისეთი ბრწყინვალე აზრები მომაწოდა, რომ ტელეფონი ჩემი ხელით ჩავურთე და დავუბრუნე. სემი როგორც ყოველთვის კონსპექტით ხელში დადიოდა, თან აიპოდში მუსიკებს უსმენდა, პლიუს ამას ჩვენც გვისმენდა და გველაპარაკებოდა, თან ყველაფერს მართლაც უმაღლეს ხარისხზე აკეთებდა. აი ამას ქვია ფენომენი, ნამდვილად ვამაყობ მისით. საერთოდ ჩვენ სამნი, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ამავდროულად ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ალბათ სწორედ ამიტომაც ვმეგობრობთ კარგად. ვმეგობრობთ შეიძლება რბილი ნათქვამიც კი იყოს ჩვენი ურთიერთობისთვის. უკვე თითქმის შესისხლხორცებულნი ვართ ერთმანეთს და რომელიმესთვის სიცოცხლის დათმობაზეც კი არ ვიტყვით უარს. მე, სემი და ეშლი ვავსებთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სამნი ცალ-ცალკე სრულიად უინტერესო პიროვნებები ვყოფილიყავით, მაგრამ ერთად, როდესაც სამივეს სხვადასხვა ინტერესი გვაქვს ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს. ის დღე არასდროს დამავიწყდება პირველად რომ გავიცანი სემი და ეშლი. სემი მაშინ ტიპიური კიკინებიანი გოგონა იყო, მუდმივად წიგნებით ან კონსპექტებით მოსიარულე, ეშლი კი მარტოსული ადამიანი. როდესაც ჩვენ სამნი სრულიად შემთხვევით საზაფხულო ბანაკში ერთ კარავში აღმოვჩნდით მაშინ დაიწყო ყველაფერი. მე არც მაშინ ვივიწყებდი თავის მოვლას, მიუხედავად იმისა, რომ ტყე-ღრე დავეხეტებოდით. ერთ დღესაც გადავწყვიტე გოგონები გამელამაზებინა და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე მათი სასწაული გარეგნობა. სემის ხუჭუჭა თმები ჰქონდა, საშინლად გაწეწილი და მის დავარცხნაზე 2სავარცხელი გავტეხე. მაგრამ როდესაც თმა ლამაზად დავუვარცხნე და სახეზეც მსუბუქი მაკიაჟი გავუკეთე მან სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ იცნო. ეშლის გარეგნობაზეც მე ვიზრუნე და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი მე აღმოვაჩინე. მე დავეხმარე ეპოვათ საკუთარი თავი, საკუთარი სტილი. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ პატარა სიურპრიზი მოვუწყვე და სანამ ყველაფერი არ გავაკეთე კარავში არ შემოვუშვი. კარავში შემოსულებს მათ თვალში მოხვდათ უამრავი სანთლის შუქი, ხოლო კარგად დაკვირვების შემდეგ შენიშნეს, რომ ამ სანთლებით ჩვენი სახელების პირველი ასოები იყო დაწერილი ”ს.ე.ე.” . შემდეგ ეგრეთწოდებული ”გულახდილი საღამო” მოვაწყვეთ, ერთმანეთს აქამდე ჩადენილი ყველა დანაშაული და თავს გადახდენილი ყველა ამბავი გავუზიარეთ, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, ხოლო ბოლოს ერთმანეთს სამუდამო მეგობრობა შევფიცეთ და სანთლის ნამწვავი ხელზე დავიწვეთეთ, დიახ, მე ჩემი კანი გავწირე მეგობრებისთვის. ბოლოს ეს გამხმარი წვეთები კარგად შევინახეთ. ქალაქში ჩამოსვლისას მაშინვე ჩემს ნაცნობ იუველირთან წავედი და ვთხოვე კულონის გაკეთება, რომელზეც ამოტვიფრული იყო ”ს.ე.ე.”. კულონებში ახლაც სამივეს გვიდევს ჩვენი საერთო ფოტო და დანარჩენი ორის სანთლის ნამწვავი. ისე ნეტავ ეს სულელური რიტუალი რამ მომაფიქრა? ხომ უფრო უმტკივნეულოდაც შეიძლებოდა ერთმანეთისთვის მეგობრობა შეგვეფიცა? მაგრამ რას გაუგებ 13წლის გოგოს აზროვნებას, მაშინ ეტყობა ასე მიგვაჩნდა მეგობრობა. გავიდა დრო და უკვე 15წლიდან ეშლის სხვა ინტერესები გაუჩნდა, ანუ უკვე გაპრანჭვა დაიწყო ბიჭების მიმართ. რადგან ის ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილოა, ბიჭებს ადვილად ენდობოდა, ხოლო როცა ისინი მიატოვებდნენ ჩვენთან მოდიოდა აცრემლებული. ახლა კი საქმე მგონი სულ სხვანაირადაა. ეშლის თვალებში მე არასდროს დამინახავს ის მბრწყინავი ნაპერწკალი, რომელსაც მას შემდეგ ვხედავ, რაც ენდრიუსთან დაიწყო ურთიერთობა. იმედია მასთან მაინც იქნება ბედნიერი, იმიტომ რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე და სემს კი რაც შეგვეხება, ამ საკითხს სერიოზულად არასდროს ვუყურებდით, რადგან სემი წიგნებზე იყო გადამკვდარი, მე კი გარეგნობაზე. ეშლი დაგვცინის ხოლმე შინაბერები დარჩებითო.
აი რაც შეეხება კეიტს კი, ეს სულ სხვა საქმეა. ის თავის სკოლში იმავე პრივილეგიებით სარგებლობდა რითაც მე, ხოლო როცა 2წლის წინ ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და თავისი პოსტი ვერ შეინარჩუნა, მაშინე დაიწყო ჩემზე შურის ძიება. უკვე მთელი 2წელია ცდილობს მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი და სკოლის დედოფალი გახდეს, მაგრამ რა თქმა უნდა უშედეგოდ. ყოველ წელს არჩევნები ტარდება და რა თქმა უნდა მე ვიმარჯვებ. ახლაც დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება ეს არჩევნები და მე რიგით მერვედ ვმონაწილეობ. ალბათ ახლა კეიტი სხვა გეგმას შეიმუშავებს და შარშანდელივით შანელის კაბას არ დამიწვავს, რომ კონკურსზე დედოფალი გახდეს. შარშან სწორედ ეს სისასტიკე ჩაიდინა, მაგრამ ჩემმა უსაყვარლესმა მამიკომ ზუსტად ერთ საათში ბრწყინვალე კაბა მიშოვა და კონკურსის დედოფალიც გავხდი. ისე სიმართლე ითქვას და აქამდე არჩეული არც ერთი პრინცი არ იმსახურებდა ამ ადგილს. მათთან ცეკვა ჩემთვის ტანჯვის ტოლფასი იყო, იმედია წელს მაინც აირჩევენ ვინმე ისეთს, ვინც ნამდვილად შემეფერება. აი მაგალითად მმმ, ჯესი კარგი ვარიანტი იქნებოდა ღარიბი რომ არ იყოს.
-ეელ, როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყავი-ვარჯიშის დამთავრებისთანავე მომცვივდნენ გოგონები.
-ბრავო! არ ვიცოდი ბარბები ასე კარგად თუ ცეკვავდნენ-ირონიული ტაშით შემოგვიერთდა ჯესი. ამდენმა შეურაცხყოფამ უკვე ნერვები მომიშალა, თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ პირში მივახალე:
-ჯერ ეს ერთი, მე ბარბი კი არა ელი ვარ, მეორეც, თუ შეიძლება შენი უაზრო და არაფრისმთქმელი კომენტარები შენთვის შეინახე, და მესამეც, კეიტს გადაეცი, რომ ფეხებზე მკიდიხარ და თუ ასე ძალიან უნდა, შეუძლია თავისთვის დაგიტოვოს-ისე გავკიოდი საცაა ყურებიდან ბოლს გავუშვებდი.
ჩემი სიტყვების მერე ჯესი გაოგნებული მიყურებდა და მის ანგელოზურ თვალებში გაურკვევლობა იკითხებოდა. არც ეშლის და სემს ჰქონდათ უკეთესი სახეები. მათ ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვენახე, მაგრამ ისე ვერც მნახავდნენ, იმიტომ რომ ასე არასდროს გავმწარებულვარ. იმედია ჩემმა სიტყვებმა ჯესის მიახვედრა რისი თქმაც მსურდა და ამიერიდან ასე აღარ მოიქცეოდა. ხოლო თუ მოიქცეოდა კიდე, მერე უკვე ამ ერთჯერად აფეთქებას აღარ ვაკმარებდი და ისე გავუსწორდებოდი როგორც საჭიროა. ბოლოსდაბოლოს მთელს სკოლაში ნებისმიერ ბიჭს რომ გავუღიმო ყველაფერს შემისრულებენ და ნუთუ ჯესის ვერ მომაშორებენ? ნუ რა სისულელეა. ამ აფეთქების შემდეგ ცოტათი გულზე მომეშვა. გადავწყვიტე, რომ აქ ჩემი ადგილი აღარ იყო, გოგონებს ვანიშნე რომ მივდიოდით, თმები მხრებიდან გადავიყარე და ის-ის იყო ჯესი ასე პრში ჩალაგამოვლებული უნდა დამეტოვებინა, რომ ჩემთვის საძულველი ხმა გავიგობე. კეიტი გამწარებული ყვიროდა:
-ჯეეს, სიხარულოო, სად ხარ? აღარ გაინტერესებს რასაც გიყვებოდი? ბოლოს სად გავჩერდიი? აა, ხო გამახსენდა, იმას გიყვებოდი ელიმ ჩემი შეყვარებული რომ წამართვა და ისეთი სიბინძურეები ჩაიდინა, რასაც მე 15წლის ასაკში ვერც კი გავიფიქრებდი-ოხ ეს დეგენერატი. მიკვირს ამ სისულელეების შემდეგ ჯესიმ საერთოდ რომ ისურვა ჩემთან გამოლაპარაკება, თუნდაც ცინიკური. ახლა ვუჩვენებდი მე ამას სეირს, მაგრამ მოიცა, დამასწრეს?
ჩემს წინ მტვერში ორი გოგონა გორავდა და ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ამკობდა. უპირატესობა შავთმიანს ჰქონდა. ის ქერას ზედ ეჯდა და თმას აპუტავდა. მე და სემი გაოცებულები ვუყურებდით ეშლისა და კეიტის ჩხუბს დაგანძრევასაც ვერ ვახერხებდით.
-შე კახპა! როგორ გაბედე ელიზე ასეთი ჭორების გავრცელება?-გაჰკიოდა ეშლი ბოლო ხმაზე.
ორივე მტვერში გორავდა და არც ერთი არ აპირებდა გაჩერებას. დრო იყო ჩავრეულიყავი. ჯიბიდან ჩემი ჟივანშის სუნამო ამოვიღე და მოჩხუბრებისკენ გავემართე. სემი ცდილობდა გავეჩერებინე, მაგრამ ამაოდ. გოგოებს მივუახლოვდი, კეიტ სუნამო ცხვირში შევასხი, ხოლო ეშლი კი ხელში აყვანილი გამოვათრიე იქიდან. ფეხებს იქნევდა და მიძალიანდებოდა, მაგრამ სემი დამეხმარა მის გაკავებაში. როგორც შევატყვე არც კეიტი აპირებდა დანებებას და როგორც კი ეშლი მოვაშორე ჩემსკენ გამოემართა. ის-ის იყო თმით უნდა ვეთრიე, რომ წინ გადამეფარა, ის... ამ დროს ათასმა ემოციამ გამიელვა გულში, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, მაგრამ ბოლო ფრაზამ ყველაფერი გააფუჭა:
-ყველანი დირექტორთაააააააააან!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ჩვენი ტრენერი.