ლოს-ანჯელესის ანგელოზი
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-04, 11:46 PM | შეტყობინება # 437 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 26 საჭესთან ჯესი იჯდა, მე მის გვერდით ვიჯექი, დედა და მამა კი უკან მოთავსდნენ. დედას მთელი გზა ხმა არ გაუჩერებია. მე სწორედ მას დავემსგავსე. მართალია პარიზში მილიონჯერ იქნებოდა ნამყოფი, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, აქაურობა ყოველ წამს იცვლება. დაწვრილებით მომიყვა თუ როგორ ისადილეს მან და მამამ ეიფელის კოშკზე, შემდეგ როგორ ისეირნეს ბაღებში, შემდეგ როგორ შეიძინეს პარიზში კიდევ ერთი ახალი სახლი და როდესაც დედამ დაიწყო, რომ მათი საძინებელი საკმაოდ მოხერხებული იყო, მამამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა, რათა დედა მიეხვედრებინა, რომ გაჩერების დრო იყო. ახლა უკვე მამამ დაიწყო მოყოლა. სიმართლე რომ ითქვას, მისი მონაყოლი ამბები მე სულაც არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ძირითადად სპორტს ან ბიზნესს უკავშირდებოდა, ეს მამამაც მშვენივრად იცოდა და ამიტომ მხოლოდ ჯესის უყვებოდა. -ბავშვებო-დაიწყო მამამ სერიოზული ხმით, როცა ჯესისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებას მორჩა-თქვენს შოეის ყველაფერი სერიოზულადაა? -დიახ მისტერ სკოტ. თქვენ საკმაოდ კარგად იცით ჩემი გრძნობების შესახებ და ამიტომ აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ გაგიეოროთ, რომ ელი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და მისთვის სიცოცხლესაც კი გავწირავ-თქვა ჯესიმ და მე გადმომხედა თავისი უმშვენიერესი, მწვანე თვალებით. -ელ?-გამომაფხიზლა მამამ, როცა მიხვდა, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. -მამა, ჩვენს შორის ყველაფერი მართლაც რომ სერიოზულადაა-იმედია ჩემს დაფარულ აზრს ვერ მიხვდება-ჯესის ნათქვამს ვერაფერს დავამატებ. -კარგით ბავშვებო, ძალიან მიხარია, მაგრამ ხომ იცით, ჭკუით იყავით!-თქვა მამამ და ჯესის გახედა. -დიახ რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ხმა აღარავის ამოგვიღია. სახლში მალევე მივედით და მძღოლი ბარგის ამოლაგებას შეუდგა. მას მამა და ჯესიც ეხმარებოდნენ, მაგრამ საათზე ნაკლებში მაინც ვერ ჩაეტივნენ. დედას მართლაც რომ გადაუჭარბებია. მთელი მანქანა სხვადასხვა ბრენდების ქაღალდის ჩანთებით იყო სავსე, რომელიც აშკარად სასაჩუქრედ იყო გამზადებული, იმიტომ რომ ზედ ბაფთა ეკრა. კიდევ რამოდენიმე შეფუთული ყუთიც შევნიშნე, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩემი თავი ვაიძულე, რომ სულ ცოტაც მოეცადა და ყველაფერს ნახავდა. დედა ამ პროცესს გულმოგდინედ არ აკვირდებოდა, შეიძლება ითქვას რომ არც კი აინტერესებდა, რასაც ჩემზე ნამდვილად ვერ იტყოდით. -ელ, შენთან საუბარი მინდა-შემომაპარა დედამ. -მითხარი დე, მამას რაც ვუთხარი ყველაფერი სიმართლეა და თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს მკითხე-ვკითხე ისე, რომ ფუთებზე თვალი არ მომიშორებია. მიხაროდა, რომ მათი რიცხვი მანქანაში თანდათან იკლებდა და პირდაპირ ტერასაზე ინაცვლებდა. -ძალიან გიყვარს? -ვერც კი წარმოიდგენ როგორ-ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთვის ფუთებზე კი არა, ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. -შვილო, ხომ კარგი ბიჭია?-მითხრა დედამ, ხელი მომკიდა და თავისთან ერთად საქანაო სავარძელზე ჩამომსვა. -დედა რა გჭირს? შენ თვითონ მეუბნებოდი, რომ ჯესი ჩემი შესაფერისი იყო და ახლა რამ აგანერვიულა? -არა ელ, სულ სხვაა რასაც მე ვხედავ, მაგრამ სულ სხვაა რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის. თქვენს შორის სრულიად სხვა სამყაროა, რასაც თქვენს გარდავერავინ ვერ გაიგებს და იგრძნობს. -დედა, ჯესი ამ ჩვენს სამყაროშიც ისეთივე იდეალურია, როგორც ადრე იყო. გეფიცები, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა ბიჭი ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე ყოფილიყო. ჩემზე ისე ზრუნავს როგორც ფაიფურის თოჯინა. ძალიან მიფრთხილდება, თითქოს ეშინია, რომ უცბად არ დავიმსხვრე, ან რაიმე არ დამემართოს. გვერდიდან ერთი წამითაც კი არ მშორდება და გეფიცები ამას მართლა არ ვაჭარბებ-ოიი, მგონი ზედმეტი წამომცდაა. -ელ, რას ქვია ერთი წამითაც არ გშორდება? თქვენ რა...?-ანერვიულებულმა სათქმელი ვეღარ დაამთავრა. -დედა! არა რას ამბობ! ეგ რამ გაფიქრებინა?-მოვიტყუე და თან დედა იქით დავადანაშაულე იმაში ეს როგორ მაკადრეთქო. ამის მერე მე უნდა ვთქვა კიდე ტყუილები არ მეხერხებათქო? -ელ რაღაცას მიმალავ. -არა დე გეფიცები. მართლა ყველაფერი კარგადაა. -კარგად კი არის, მაგრამ ისე არის როგორც უნდა იყოს? არა ელ, არ იფიქრო რომ შენს ცხოვრებაში ვერევი, მაგრამ დედაშენი ვარ და შენზე ვღელავ. ხომ იცი, რომ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე. -ვიცი დე და ძალიან გენდობი. გთხოვ დამშვიდდი კარგი? -კარგი ელ, ვეცდები, მაგრამ იცოდე ჭკუით იყავი-მითხრა დედამ და მომეხვია. -ჯესიკა, ელ არ მოხვალთ? დროა საჩუქრები გავხსნათ არა?-აჟიტირებული ხმით დაგვიძახა მამამ და ჩვენც მისკენ გავემართეთ. არა ეს უკვე მეტისმეტი იყო. მართალია ტერასა ჩემს ოთახზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ იქაურობა მაინც გადაჭედილიყო. მეც კი არ მქონდა იმხელა გარდერობი, რამდენ ადგილსაც საჩუქრები იკავებდა. ნუ ეს სულაც არ მწყინდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. -დედა, მამა კი მაგრამ თქვენ რა მთელი პარიზი წამოიღეთ?-ვთქვი გაოგნებულმა. -ელ ძვირფასო, სულ რაღაც ერთ კვირაში შენი დაბადების დღეა და თუ გინდა რომ ამ შესანიშნავმა დღესასწაულმა ისე ჩაიაროს, რამ სახლი ლამაზად არ იყოს გაფორმებული და არც უამრავი საჩუქაი მიიღო, შენი საქმეა. -მამა მიყვარხარ-ვიკივლე და ზედ შევახტი. -აბა, საჩუქრებ ახლავე გახსნი თუ? -საჩუქრებ არა, მაგრამ დანარჩენ ინვენტარს კი-ვუთხარი მოუთმენლად-ისა და ჯესი სად არის?-ვკითხე აფორიაქებულმა, როცა ჯესი ვერსად შევნიშნე. -ტომასმა, ჩვენმა მძღოლმა საჩუქარი ჩამოუყვანა და ახლა ავტოფარეხში აყენებენ-ეშმაკურად გაიღიმა მამამ. -არ არსებობს! რა მაგარიააა! მამა შენ საუკეთესო მამა ხარ მთელს მსოფლიოში. -ნამდვილად! მართლაც რომ საუკეთესო მამა ხართ, ჯერ მარტო იმიტომ რომ ასეთი შვილი გაზარდეთ და მერე იმიტომ რომ თქვენი შვილის შეყვარებულს ასეთ საჩუქრებს უკეთებთ-წამოძახა აღტაცებულმა ჯესიმ. -ელ იცი რა მაგარია? მაგით მთაშიც თავისუფლად წავალთ, თან ისე, რომ გზის ფეხით გავლა სულ არ დაგვჭირდება. მართლა ძალიან ძალიან მაგარია-ჯესი სიხარულისგან ისე სწრაფად ლაპარაკობდა, რომ ძლივს გავიგე რა თქვა. -მოიცა, მოიცა, რომელ მთაში?-იკითხა მამამ. -რავიცი მისტერ დეივ, მე და ელის გვინდოდა რომ მთაში ლაშქრობა მოგვეწყო, ნუ თუ რა თქმა უნდა თქვენ არ იქნებით წინააღმდეგი. -დაიცა, შენ ელი მთაში სალაშქროდ წასვლაზე დაითანხმე?-თქვა მამამ და მას და ჯესის ერთად აუტყდათ სიცილი, მე კი საშინლად გავბრაზდი. -არა ორივეს მოგკლავთ! იცოდე ჯეს, მაგ შენ მთების გმირს გამოემშვიდობები-ხმამაღლა კი დავიმუქრე, მაგრამ როცა ჯესიმ საწყალი თვალებით შემომხედა ჩემი გაბრაზება მაშინვე სადღაც გაქრა. -კარგით აბა, ახლა დაწყნარდით და გაემზადეთ. ხვალ სკოლაში მიდიხართ-თქვა მამამ, შემდეგ ტომასს მიეხმარა, რომელიც ფუთებს ოთახებში ანაწილებდა და ჩვენც გვანიშნა, რომ სახლში შევსულიყავით. ღმერთო ჩემო! ეს მშვენიერი დღეც საშიბლად დასრულდა. რა იქნებოდა მამას ეს საზარელი სიტყვა, რომელიც სკოლაა არ ეხსენებინა? ნუ სკოლა სულაც არაა საზარელი, იმიტომ რომ იქაც ჯესის გვერდით ვიქნები, მაგრამ რომ წარმოვიდგენ თუ ვინ მელოდება სკოლაში, მუცელში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც რა თქმა უნდა ნერვიულობითაა გამოწვეული. -ჯეს, ხვალ ადრე გაიღვიძე რააა, კარგი?-ოთახში შესვლის წინ კიდევ ერთხელ წავეწუწუნე ჩემს ანგელოზს. -რა ხდება ეელ? დღეს მთელი საღამოა მაგას მთხოვ, ხომ მშვიდობაა? -კი ჯეს, მაგრამ წარმოიდგინე, რამდენი ხანი მომიწევს შენს უნახავად ყოფნა. -ოო, ეგ ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, მაგრამ მერწმუნე, ეს ღამე ისე მალე გავა ვერც კი შეამჩნევ. -დარწმუნებული ხარ რომ ჩემებს არ სძინავთ? ხომ იცი დილით გვიან იღვიძებენ და საერთოდ ვერ შეამჩნევენ შენ თუ ჩემს ოთახში დარჩები. -არა ელ, ჯერ არ დაუძინიათ და სხვათაშორის მამაშენი ძალიან ადრე იღვიძებს. -და შენ გგონია შესამოწმებლად შემოვა? -კი არ მგონია დარწმუნებული ვარ. -გთხოოვ!-ვეცადე ყველა ხერხი გამომეყენებინა, რომ ჯესი ჩემს ოთახში დარჩენაზე დამეთანხმებინა, მაგრამ ამაოდ. -მიყვარხარ-მითხრა, შემდეგ მთელი მონდომებით მაკოცა და უცბად აორთქლდა. დამტოვა ასე, ბედნიერებისგან სულელივით გაღიმებული და თვითონ კი თავის ოთახში შევიდა. მალევე გამოვფხიზლდი და მეც ბანცალ-ბანცალით მივაღწია საწოლამდე. ასე მეგონა, თავს ბალიშზე დავდებ თუ არა, მაშინვე ჩამეძინებათქო, მაგრამ არა! კიდევ იგივე სიზმარი, იგივე მარტოობა, იგივე შიში, სიცარიელის გრძნობა და ბოლოს კი სრულიად ახალი, კივილით გამოღვიძება!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
teko93 | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-05, 2:10 PM | შეტყობინება # 441 |
31
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-05, 2:23 PM | შეტყობინება # 442 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (AnasteishA) ამას რო დაამთავრებ მერე რა გეგმები გაქვს? უქმად არ იქნები ასე მგონია... მიყვარხარ და შემდეგ თავს ველი imedi maqvs rom damebadeba rame gansxvavebuli idea da daviwyeb kidev weras, imtom rom rame banaluris dawera ar minda da vnaxot renesme, ★Gvanca★, teko93, madlobt bavshveboo, dzalian dzalian miyvarxart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
SLYTHI | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 9:52 PM | შეტყობინება # 445 |
259
Offline
| Quote (aNs_VolTuri) vaime ra kargia aseti mshoblebi rom gkavs <3 abaa.. nat, momewona dzaan velodebi shemdeg tavs! :*:*
| |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 0:33 AM | შეტყობინება # 447 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 27 ამ საშინელი სიზმრის შემდეგ ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვეღარ დავიძინე. თვალს ვხუჭავდი თუ არა, მაშინვე ის აეროპორტი მელანდებოდა და მშვიდად ძილის საშუალებას არ მაძლევდა. არადა ჯერ გათენებამდე კიდევ დიდი დრო იყო წინ. ვერაფრით მოვისვენე და გადავწყვიტე, რომ ასე უაზროდ წოლას აჯობებდა სუფთა ჰაერზე მაინც გავსულიყავი. საწოლიდან ავდექი, ხალათი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე და ტერასაზე გავედი. თბილი და ნათელი ღამე იყო. ცაზე სავსე მთვარე მოკალათებულიყო და წვრილ-წვრილი ვარსკვლავებიც გარს შემოეხვია. უცბად ძალიან მომინდა, რომ ფრთები მქონოდა. რა კარგი იქნებოდა. ავფრინდებოდი და მთვარესთან ერთად მეც ცაზე ვითამაშებდი. აღარც კოშმარი შემაწუხებდა და რომ გათენდებოდა, შემდეგ ისევ ჩემს ჯესისთან დავბრუნდებოდი. ეჰ, რა კარგი იქნებოდა. ოცნებამ ისე გამიტაცა, რომ ვერც შევამჩნიე ჯესი როგორ მომიახლოვდა. -აქ რას აკეთებ ფერია?-მკითხა და წელზე ხელები შემომხვია. -ვერ დავიძინე ჯეს, სულ კოშმარები მესიზმრება. შენ რას აკეთებ აქ? -შენზე ვფიქრობდი და ვერც მე დავიძინე-მითხრა და კისერში მაკოცა. -ჯეს, რატომ არ შეიძლება რომ როცა ჩემი მშობლები სახლში არიან, ჩემს ოთახში დარჩე? -ელ, ხომ იცი რომ არ იქნება ლამაზი საქციელი. მითუმეტეს როცა მამაშენმა იცის, რომ პირობას პირნათლად ვასრულებ. -აუ, მერე რაა?-ვატყობდი რომ უკვე წუწუნს ვიწყებდი-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა სახლი. თუნდაც სულ ორი ოთახი იყოს, საძინებელი და სამზარეულო, თორემ ხომ ვიცი შენ სამზარეულოს გარეშე ვერ გაძლებ. -მეც ძალიან მინდა ელ და გპირდები, რომ დიდხანს ლოდინი აღარ მოგიწევს. -რას გულისხმობ? -ჯერ საიდუმლოა. არც კი ვიცი გამომივა თუ არა, მაგრამ ცოტა ხანში აუცილებლად ყველაფერს გაიგებ-მითხა, შემდეგ თავისკენ შემატრიალა და ძლიერად მაკოცა. სწორედ ეს კოცნა მჭირდებოდა ამდენი ხანი. ჩვენი ტუჩების შერწყმა და თავიდან ყოველგვარი უარყოფითი აზრის ამოგდება ერთი იყო. ჯესი ჩემთვის დამამშვიდებელივით მოქმედებდა. არა რა, მართლა მჭირდება ცალკე სახლი, რომ ჩვენი გრძნობების მოთოკვა აღარ დაგვჭირდეს. ჯესის კოცნით დამშვიდებულს და იმ სურვილით შეპყრობილს, რომ ცალკე სახლი გვქონოდა მალევე ჩამეძინა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ბალიშზე თავი დავდე თუ არა იმწამსვე გამაღვიძესო. მთქნარებით ავდექი და სააბაზანოში გავედი. შხაპმა მალევე გამომაფხიზლა, მაგრამ იმის გაფიქრებამ, რომ დღეს სკოლის მოსწავლეების 99% ჩემი და ჯესით იქნებოდა დაინტერესებულა და პლიუს ამას, ყველაზე მეტად დაინტერესებული კეიტი იქნებოდა, მაშინვე გამომაფხიზლა. გადავწყვიტე, რომ დღეს განსაკუთრებულად ლამაზად უნდა მცმოდა და გარდერობისკენ გავემართე. ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ, ზღვისფერი წვრილბრეტელიანი კაბა შევარჩიე, რომელიც საოცრად უხდებოდა ჩემი თვალის ფერს. კულულები მხრებზე დავიყარე, თეთრი მარგალიტს საყურეები გავიკეთე, ფეხზე კეტები ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. დედა და მამა კიდე არ ამდგარიყვნენ. არც ჯესი ჩანდა სახლში. ალბათ ავტოფარეხში იყო და თავისი მანქანის ყურებით ტკბებოდა. ჩანთა ავიღე და ავტოფარეხისკენ გავემართე. უკვე დრო იყო გავსულიყავით. მართალი აღმოვჩნდი, ჯესი იქ იყო და მანქანას აპრიალებდა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა. -ელ, რომ იცოდე როგორ მომწონს, როცა ასე უბრალოდ, მაგრამ უმშვენიერესად იცვამ. -მიხარია, თუ ჩემი ჩაცმის სტილი მოგწონს ჯეს. აბა, არ ვაპირებთ სკოლაში წასვლას? -კი როგორ არა, ოღონდ დღეს ჩემი მანქანით წავალთ, კარგი?-ჯესი იმდენად აჟიტირებული იყო თავისი ახალი მანქანით, რომ დამითანხმა სკოლაში უზარმაზარი ჰამერით წავსულიყავით. ახლა კი ნამდვილად არ აგვცდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჯესის დახმარებით ძლივს მოვთავსდი მანქანის სალონში, შემდეგ ჯესიც მიუჯდა საჭეს და სკოლისკენ დავიძარით. მთელს გზაზე ყველა ჩვენ გვაყოლებდა თვალს, რამაც საშინლად გამაღიზიანა. რა არის გასაკვირი იმაში, თუ სკოლაში უზარმაზაში ჯიპით მივდიოდით? ნუ მართალია ამ მანქანით ქალაქში, მითუმეტეს ლოს-ანჯელესში არავინ დადის, მაგრამ მაინც. ჩვენი სკოლაში მისვლა და ეზოში მყოფი ბავშვების გაოცებული თვალების მოშტერება ჯერ მანქანაზე, ხოლო შემდეგ იმაზე, რომ მე და ჯესი ხელიხელ ჩაკიდებულები წავედით სკოლის შესასვლელისკენ, ერთი იყო. ბიჭები მაშინვე ჯესის მანქანას მისცვივდნენ და თვალიერება დაუწყეს, ჩემს ზურგს უკან კი გოგონების ჩურჩულიდან დაახლოებით ასეთი ფრაზები ისმოდა: „ ელი სკოტი და ჯესი უილიამსი?“ „ღმერთო, ეს გათხუპნული თოჯინა და ეს ანგელოზივით ბიჭი“-აი, ეს ხმა კი უკვე ვიცანი და საშინლად მესიამოვნა, როცა კეიტმა ეს სწორედ იმ მომენტში თქვა, როცა ჯესიმ მაკოცა. არ ვიცი ამ გრძნობას შეიძლება თუ არა რომ ეგოიზმი ეწოდოს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა, როცა ამდენი წყვილი თვალი ჩვენ გვაკვირდებოდა და ჩვენზე საუბრობდნენ. სკოლის შესასვლელთან მისტერ ბლექი შეგვხვდა, რომელსაც თვალები ისე გაუფართოვდა, რომ უკვე სათვალის ზემოდან იყურებოდა. -მის ელ... ნუთუ თქვენ...-ენის ბორძიკით ცდილობდა მისტერ ბლექი რაიმე ეთქვა, მაგრამ ვერ მოახერხა. -დიახ, მისტერ ბლექ, მე და ელი შეყვარებულები ვართ და თუ შეიძლება ახლა გაგვატარეთ-ჩემს მაგივრად უპასუხა ჯესიმ, შემდეგ ხელი მომხვია და სკოლაში შევედით. აი, აქ კი ნამდვილი წამება მელოდა. სკოლაში შევედით თუარა, მაშინვე დავინახე დერეფნის ბოლოდან როგორი არანორმალური სისწრაფით გამოექანნენ ეშლი და სემი ჩემსკენ. დარწმუნებული ვარ აინტერესებდათ, წვეულების შემდგომმა საღამომ როგორ ჩაიარა. ამ ღამემ ხომ ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი შეცვალა. -გამარჯობა, ჯეს, როგორ ხარ? ელ, სასწრაფოდ წამოდი, საქმე გვაქვს!-ჩვენს წინ აქოშინებული ეშლი მოვარდა, შემდეგ უცბად მკლავში ჩამავლო ხელი და კიბისკენ წამათრია. სასწრაფოდ შემიშვა ჩვენს სამალავში, შემდეგ მოკალათდა და დაიწყო დაკითხვა: -აბა, ელ, ეხლა დაწვრილებით დეტალებში მოგვიყევი ყველაფერი, აბსოლუტურად, არცერთი დეტალი არ გამოტოვო!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|