bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 8:40 PM | შეტყობინება # 70 |
842
Offline
| მეექვსე თავი - რენე, ნუ ინერვიულებთ, უბრალოდ დღეს გამოსვლა გვქონდა და ემა ძალიან გადაიღალა, - გავიგონე ნიკის ხმა. - როგორ არ ვინერვიულო? გუშინ სემი მომიყვანე სახლში გულწასული, ახლა ემა, - ატირდა რენე. თვალები გავახილე. ჩემს საძინებელში ვიწექი. შაწოლის გვერდით რენე და ნიკი ისხდნენ. - ემა, საყვარელო, როგორც იქნა გონს მოხვედი, - ხელი თმაზე გადამისვა რენემ და შუბლზე მაკოცა. ნიკს საშინლად გაფითრებული და ჩალურჯებული სახე ჰქონდა. უცბად თვალწინ წარმომიდგა როგორ მეხვეოდნენ ბობის ბინძური ხელები, მერე ნიკს რომ ურტყამდა და ბოლოს ბოთლი რომ დავარტყი. ცრემლები წამომცვივდა? - ნიკ, მოვკალი? – დავიყვირე და საწლოდიან წამოვიწიე. ნიკი ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მომეფერა. - რაა? Eმა, ვინ მოკალი? – პანიკაში ჩავარდა რენე. - რენე, ქვემოთ ჩადით და ემას საჭმელი ამოუტანეთ, ნამდვილად ეშიება, - ნიკმა სცადა რენე თავიდან მოეშორებინა, რომ თავისუფლად გველაპარაკა. - კარგი, - უკმაყოფილოდ გადმომხედა და ოთახიდან გავიდა. - ბობს რა მოუვიდა? სად არის? მოკვდა? – ყველა კითხვა ერთად მივაყარე. ჯერაც ვერ ვიჯერებდი, რომ ადამინს სიცოცხლე წავართვი. - პირველ რიგში, დამშვიდდი და მერე ყველაფერს გიამბობ, - ამოვისუნთქე. ვცადე ნორმალური სახე მიმეღო. - გისმენ, - ვუთხარი მას და საწოლში დავწექი. - ბობი არ მომკვდარა,- დაიწყო წყნარი ხმით. ესეიგი მე არავინ მომიკლავს, არავისთვის წამირთმევია ის, რაც ღმერთმა უბოძა. ცრემლებმა დენა დაიწყეს, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. - მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ მეტის ღირსი იყო, - კბილებში გამოსცრა ნიკმა. - გეყოფა! მთავარია ცოცხალია! – ცრემლები მოვიწმინდე. - არ უჩივლებ? – მკითხა ინტერესით, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. - არა. არ ვაპირებ ცხოვრება სამუდამოდ დავუნგრიო. ის ნასვამი იყო და არ იცოდა რას აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, კარგი ადამიანია. თორემ კევინი მასთან არ იმეგობრებდა, - ძლივს დავამთავრე ჩემი აზრის გამოთქმა. ნიკი გაშტერებული მიყურებდა. აშკარა იყო, რომ ჩემგან სხვანაირ პასუხს მოელოდა. - შენ რა, სულ გაგიჟდი? შენ არ აპირებ მისი ცხოვრების დანგრევას, მაგრამ მან სცადა ეს გაეკეთებინა. არ მესმის როგორ შეგიძლია ყველაფერი ასე ადვილად მიიღო, - გაცეცხლებული ლაპარაკობდა. ახლა არაფრის ახსნა არ მინდოდა, თუმცა რა უნდა ამეხსნა მე თვითონაც არ ვიცოდი. რატომ არ ვაპირებდი ბობისთვის მეჩივლა? - ნიკ, ჩემთვის ამ ყველაფრის გადატანა საშინელებაა, მაგრამ მორჩა და გათავდა! ბობი თავისუფალი იქნება! – ვუთხარი მკაცრად. - არანორმალური ხარ! – თავი გააქნია. - ვიცი, - ვუთხარი სიცილით. - დროა წავიდე, უკვე ღამის თერთმეტი საათია, - ფეხზე წამოდგა. - ყველაფრისთვის ძალიიან დიდი მადლობა, - ოდნავ გავიღიმე. - მთავარია ყველაფერმა ჩაიარა და ახლა კარგად ხარ, - მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა. - ნახვამიდს, - დამშვიდობება აღარ მაცალა ისე გავიდა ოთახიდან. თავს საშინლად ვგრძნობდი მარტო რომ დავრჩი. ყველგან ბობის სახე მელანდებოდა. შეიძლება იმიტომ არ ვუჩიოდი, რომ კევინის მეგობარი იყო, ანდა იმიტომ, რომ არ მინდოდა ეს ამბავი გახმაურებულიყო. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს მე გადამხდა თავს. რა მოხდებოდა ნიკი რომ არ მოსულიყო? სხლა ჩემი ცხოვრება როგორი იქნებოდა? თავს როგორ ვიგრძნობდი? ამის წარმოდგენა არ მინდოდა. თავი გავაქნიე, რომ საშინელი ფიქრები თავიდან მომეშორებინა. - ემა? როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? მოვკლავ იმ ნაგავს! ეს როგორ გაბედა? ახლა როგორ ხარ? – ოთახში ჯესი და მია შემოვიდნენ. - გოგოებო, დამშვიდდით. მე კარგად ვარ, - ვცადე ცოტა დამემშვიდებინა ისინი. - რა დამამშვიდებს! Aრა, მაინც როგორ გაბედა? – გაცეცხლებული ლაპარაკობდა ჯესიკა. - რა იფიქრა? უსინდისო! ხვალვე მივდივართ პოლიციაში! – განმიცხადა მიამ. ახლა ამათ რაღა აუხსნის, რომ ბობს არ ვუჩივლებ. - გოგოებო, მოიცადეთ! მე ბობს არ ვუჩივლებ! – ჯობდა სიმართლე თავიდანვე მეთქვა. - რააა? – ერთად დაიკივლეს. - რადა მე მას არ ვუჩივლებ, - კიდევ ერთხელ გავიმეორე. - მაშინ ამას მე გავაკეთებ! – დამემუქრა ჯესიკა. - შენ არაფერსაც არ გააკეთებ ჩემი ნებართვის გარეშე! – გავბრაზდი. ეს ჩემი საქმე იყო და მეთვითონვე მოვუვლიდი. - ემა, ასე არ შეიძლება! შენ ხვდები მაინც რისი გაკეთება უნდოდა და ამას რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა? – წყნარად მითხრა მიამ. ჯესი სიბრაზისგან გაწითელბულიყო. - მე ყველაფერი კარგად მესმის! სწორედ ამიტომ არ ვაპირებ ბობს ვუჩივლო და მოდით სხვა თემაზე ვისაუბროთ, - აღარ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. ისედაც არ ვგრძნობდი თავს კარგად და ეს უარესად მხდიდა. - მაიკი ამას რომ გაიგებს გაგიჟდება! ხომ იცი როგორც და ისე უყვარხარ და მისი ხასიათიც რომ დავუმატოთ, ბობი მოკვდება, - თქვა მიამ. ვიცოდი, რომ მაიკი ამას მართლა იზამდა და ნიკიც ხელს შეუწყობდა. - მაიკი ვერ გაიგებს, რადგან თქვენ არაფერს ეტყვით! – მკაცრად ვუთხარი მათ. - ჯეს, ემა მართალია. ჯობს ეს ამბავი არ გახმაურდეს, - ჯესიკას ხელი ჩაავლო მიამ. - თქვენი არ მესმის, - ჩაიბრტყუნა ჯესმა. გოგოებს იმდენი ვეხვეწე, ბოლოს როგორც იქნა ჩემთან დავტოვე. ჯერ ფილმებს ვუყურეთ, მერე ცოტა ვიჭორავეთ და ბოლოს ღამის სამ საათზე დავიძინეთ. მანამდე მაიკი მელაპარაკა. მიამ დროზე დაიძინოს ძალიან არ გადაიღალოსო. ამაზე მე და ჯესმა უამრავი ვიცინეთ. მია კი ვითომ გაბუსხული იჯდა, ნუ დამცინითო. ბობთან მომხდარი ინციდენტი დროებით გადამავიწყდა. გოგოები ყოველთვის ახერხებდნენ ჩემს გამხიარულებას. ჯესიკა მკაცრად გავაფრთხილე მაიკთან არაფერი წამოსცდენოდა დღევანდელ ამბავზე. დარწმუნებული ვიყავი, მია არაფერს ეტყოდა. დილით უმაგრესი ამინდი იყო. მზე ოთახში ანათებდა და თვალს მჭრიდა. სწორედ ამიტომ მიყვარდა მაიამი. ასეთი მზიანი ამინდები ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა. - ჯეს, რა გჭირს? რაღაც ვერ ხარ კარგ გუნებაზე, - იკითხა მიამ. - არაფერი, რა უნდა მჭირდეს, უბრალოდ თავი მტკივა, - ადამინებში კი კარგად ერკევევი, მაგრამ ტყუილი საერთოდ არ გეხერხება ჯესიკა! გავიფიქრე გულში. - შენ რა, იდიოტები გგონივართ? – ცალი წარბი ავწიე. - კარგით, ხო. გუშინ ბევრი ვიფიქრე და რაღაცას მივხვდი, - ტუჩზე იკბინა და მერე მე და მიას ამოგვხედა. - რას? – დავიკივლეთ ერთად. - კევინი მომწონს, - ჩუმად ჩაიბურტყუნა. - მოგწონს თუ გიყვარს? – ოდნავ გავიღიმე. - ესეიგი ჩვენი ჯესი შეყვარებულია, - ტაში შემოჰკრა მიამ. - გეყოფა! - შეუბღვირა ჯესმა. - დუმილი თანხმობის ნიშანია ჩემო ჯეს. ისე მიხარია ამ ჯერად ნორმალური ვინმე რომ შეგიყვარდა წინა იდიოტისგან განსხვავებით, - მათ საუბარში ჩავერიე მე. - ნუ ხო, მიყვარს, - ოთახიდან გავიდა ჯესიკა. - არ დავეხმაროთ? – ტუჩები აბზიკა მიამ. - რა თქმა უნდა, - დავეთანხმე მე. - ხოდა, რამეს მოვიფიქრებთ. ახლა კი წამოდი, საჭმელი ვჭამოთ, - ხელი ჩამავლო მიამ. - შენ ჩადი და ახლავე მოვალ მეც, - პატარა საქმე უნდა გავაკეთო. ისედაც დიდხანს ვითმინე. დრო იყო ყველაფერიგამერკვია. - კარგი, - ოთახიდან გავიდა მია. მობილურს ხელი დავავლე და ჩემი ოჯახის ექიმს დავურეკე. - გამარჯობათ ექიმო ჯონ. მობილურზე იმიტომ გირეკავთ, რომ სასწრაფო საქმე მაქვს. - რა მოხდა, ემა? – მკითხა თბილი ხმით. როგორ მიყვარდა ეს მოხუცი კაცი. რაც თავი მახსოვს, მუდამ ჩემი ოჯახის მეგობარი და ექიმი იყო. - თქვენთან მოვალ დღეს ოთხი საათისთვის და ყველაფერს აგიხსნით. - კარგი, დაგელოდები ემა. - გმადლობთ, - ტელეფონი გავთიშე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ჩემს კარადაში დამალული კონვერტი ავიღე და ჩანთაში ჩავდე. ქვემოთ ჩავედი. - რენე, სემი სად არის? – ვიკითხე მე. - თავის მეგობრებთან ერთად წავიდა. - ამ დილაუთენია სად მიდიოდა, - ცხვირი ავიბზუე. - დილაუთენია კი არა სამის ნახევარია, - სიცილით მითხრა ჯესმა. - აუ, ჯანდაბა! წასასვლელი ვარ, - ტუჩზე ვიკბინე. - ჩვენც უნდა წავიდეთ. მე მაიკს უნდა შევხვდე, - გაიღიმა მია. - მაშინ დროზე ჭამეთ, თორემ ვერც ერთი ვერ გახვალთ აქედან, - თითი გააქნია რენემ. ყველამ გავიცინეთ. გოგოები მალე წავიდნენ. ოთხის ნახევარზე მეც ჩავჯექი ჩემს მანქანაში და სავადმყოფოსკენ გავწიე. ექიმის კაბინეტში უპრობლემოდ შევედი. - კიდევ ერთხელ გამარჯობათ, ექიმო ჯონ, - მივესალმე ღიმილით. - შემოდი ემა, - თავის კაბინეტში მიმიპატიჟა მოხუცმა ექიმმა. - ვიციმ რომ ძალიან დაკავებული ხართ. ამიტომ პირდაპირ გეტყვით რატომაც მოვედი, - ჩანთიდან კონვერტი ამოვიღე და ექიმს გავუწოდე. - ემა, ეს შენ გეკუთვნის? შენი ანალიზის პასუხებია? – მკითხა სახეშეცვლილმა. - არა, არა! ჩემი მეგობრისაა, - ჯობდა სიმართლე მეთქვა, მაგრამ სახელი მაინც არ დავასახელე. - ემა, ეს სერიოზული რამაა, - სათვალე მოიხსნა და მე შემომხედა. - რა სჭირს? – ცრემლები გადმომცვივდა. - მას კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს, - ექიმის წარმოთქმული თითოეული სიტყვა კარგად გავიაზრე. Gამოდის, ნიკი შეიძლება მოკვდეს. აი თურმე რატომ იყო ასეთი უხეში ყველა ნაცნობთან. ცდილობდა არავის შეგვყვარებოდა. აი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები : “მის შემთხვევაში არც ისე კარგი”. როგორც ჩანს, მამამისისგან გაიგო თავისი ავადმყოფობის ამბავი. თავს საშინლად ვგრძნობდი. ნუთუ ნიკი უნდა მომკვდარიყო? - ერთი ჭიქა წყალი შეიძლება? – ვთხოვე ექიმს ხმააკანკალებულმა. - რა თქმა უნდა, - ჭიქით წყალი მომიტანა მან. ერთი ყლუპი მოვსვი. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. - ანუ მოკვდება? – გადავწყვიტე პირდაპირ გამეგო პასუხი კითხვაზე, რომელიც ასე მაინტერსებდა. - ემა, ყურადღებით მომისმინე. სიმსივნე განვითარებულია თავში. ამ ადამიანს გადარჩენის დიდი შანსი არ აქვს, მაგრამ იმედი მაინც არის. ოპერაციაა საჭირო,მაგრამ იცოდე, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, - ამიხსნა ექიმმა. მთავარია, რომ მას გადარჩენის შანსი აქვს! ეს ყველაზე მთავარია! არ მოკვდება, ნიკი არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება!
| |
|
|
|
Natt♥Boo | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 9:02 PM | შეტყობინება # 72 |
''Little Dreamer With Big Dreams''
124
Offline
| | |
|
|
|