ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
ავტორი: ანა(ჩემი დაქალი)
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს.
ბეტა: bella-vampire
პეირინგი: ნ.დ./ე.უ.
რეიტინგი: G
ჟანრი: Romance
სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის.
სტატუსი: წერის პროცესშია


ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.

[color=green]
პროლოგი


ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა.
ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 8:22 PM | შეტყობინება # 31

842
83  +
   ±
Offline
ბავშვებო, ვიცი, რომ შემდეგმა თავმა ძალიან დაიგვიანა, მაგრამ ავტორი ძალიან დაკავებულია. ისევე როგორც მე sad
ამიტომ გადავწყვიტეთ პატარა სიურპრიზი გაგვეკეთებინა და პერსონაჟების სურათები დაგვედო.

1. ემა

2. ნიკი

3. სემი

4. ჯესიკა

5. კევინი

6. მია

თუ ეს პერსონაჟები არ მოგწონთ, ყურადღება არ მიაქციოთ და თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ happy

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2011-02-14, 8:23 PM

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 8:42 PM | შეტყობინება # 32
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzaan sayvarlebi arian yvelanii happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bachia_bachia555თარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 8:46 PM | შეტყობინება # 33

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaih...niki ramis mec shemiyvardaa biggrin ise sayvarlebi arian:*

dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 9:09 PM | შეტყობინება # 34

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeeeeeeeeeee surprised surprised surprised surprised ema da niki ra saywarlebi ariaaaaaaaaaaaaan surprised surprised happy happy happy happy dzaan magari sachuqariiaaaaaaa male daweros shenma daqalma da shen kide male dade tore mogklaaaaavt miyvarxaaaaart happy happy happy smile smile

Natt♥Booთარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 9:33 PM | შეტყობინება # 35
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
auuuuuuuuuu motxroba dzaliaaaan momwoooooons, shens daqals niwi aq da tan etyoba ro pilmi The Cutting Edge- aq nayurebii, iq ari egeti rameebi da... mokled dzaan magariaaaa da shemdegi tavi shemomashveleeeeee tore vgapav suls lol


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 2:24 PM | შეტყობინება # 36
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
me sxvanairebi warmomedgina, amitom chemi piradi warmosaxviti gmirebis ertguli davrchebi... ise kevini dzalian momewona... happy happy happy qalbatono bella-vampire saswrafod axali taviii!!!!!


bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 2:29 PM | შეტყობინება # 37

206
19  +
33  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ise kevini dzalian momewona...

au kevinis surati axala gamixsna da huh...ra sayvareli... biggrin biggrin au axali tavi mec zaan minda...

♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 4:22 PM | შეტყობინება # 38
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
maladec avtors dzalian momewona martllac ro magari ragacaa happy happy happy gagrdzelebas velodebi happy happy happy biggrin biggrin miyvarxart yvelaa aseti nichiierebi rom xart love love love love love

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 8:51 PM | შეტყობინება # 39

267
66  +
69  ±
   ±
Offline
axali tavi mindaaaaaa cry cry apple blahblah booze console

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 7:01 PM | შეტყობინება # 40

842
83  +
   ±
Offline
axali tavi dges iqneba happy

Natt♥Booთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 7:13 PM | შეტყობინება # 41
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
bella-vampire, gaixareee velodebii gulisprialiiiiiiiiiiiit biggrin biggrin biggrin


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 9:34 PM | შეტყობინება # 42

842
83  +
   ±
Offline
თავი მეხუთე

- ნიკ! - დავიკივლე ბოლო ხმაზე, როცა ყინულზე დამაგდო.
- არა! ასე არაფერი გამოვა. რა ჯანდაბა დაგემართათ? – გაბრაზდა მაიკი.
წვეულება ხვალ იყო. ჩვენ კი წამდაუწუმ ძირს ვეცემოდით. ორი დღის განმავლობაში სახლში მხოლოდ ღამით მივდიოდი, მთელ დროს ყინულზე ვატარებდით. მია და ჯესი ცოტა ხნით შემოგვირბენდნენ ხოლმე. ნიკი ისევ ისეთი იყო, ხმას იშვიათად იღებდა და სულ გაფითრებული იყო. რენე ჩემზე საშინლად გაბრაზებული იყო, სახლში საერთოდ არ მოდიხარო. ტაილერი კომპანიის საქმეებზე დარბოდა, სემი კი თავის მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს.
- მაიკ, დღეისთვის გვეყოფა რა, აღარ შემიძლია, - ავწუწუნდი მე. უკვე ღამის თერთემტი საათი იყო.
- წადით და ხვალ ხომ იცით წვეულბა რვაზე იწყება. სტუდიაში პირველისთვის მოდით, - გააგვაფრთხილა მაიკმა.
- გასაგებია, სერ, - ხელი საფეთქელთან მივიტანე.
- სერ კი არა, ხვალ რომ ცუდად გამოხვიდეთ, მოგკლავთ, - გამწარებული სახით ტქვა მაიკმა.
- ემა თუ მორჩება ბობზე ლაპარაკს დამერწმუნე, ყველაფერი მაგრად ჩაივლის, - კბილებში გამოსცრა ნიკმა და თან მე გადმომხედა. არადა სულ ორჯერ ვახსენე ბობი.
- ნიკ, შენი საქმე არ არის მე ვიზე ვილაპარაკებ, - გავბრაზდი.
- ზუსტადაც რომ ჩემი საქმეა, არ შეიძლება ყველას ეპრანჭებოდე, - უხეშად მითხრა.
- სხვათაშორის, არავის არ ვეპრანჭები და ასეც რომ იყოს შენ არანაირი უფლება არ გაქვს რამე გამიკონტროლო. Aსე, რომ ემოციები დაიმშვიდე, - გამოვბრუნდი და გასახდელში შევედი. ნიკის სიტყვებმა გული ძალიან მატკინა. ნუთუ იმის საბაბი მივეცი რომ ეფიქრა თითქოს ბობს ვეპრანჭები? მან არ იცის რომ მე ის მიყვარს, არ იცის როგორ მიჭირს მისი ასეთი გულგრილობა ავიტანო. ცხოვრებაში არასდროს არავინ არ მყვარებია. ყოველთვის ვოცნებობდი მყვარებოდა ისე როგორც მიას. მას მაიკის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, მთელი 5 წლის განმავლობაში ერთხელ არ უჩხუბიათ. მაიკს მია კი არ უყვარდა, არამედ ეთაყვანებოდა. მისთვის ის იყო ყველაფერი. ამიტომ ყოველთვის ამბობდა, რომ კი არ ცხოვრობდა, არამედ არსებობდა, რადგან მია ჰყავდა. ცრემლები მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე და გასახდელიად გამოვედი.
- ნახვამდის, მაიკ, - დავემშვიდობე მას. ნიკი მის გვერდით ჩუმად იდგა. გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. არა! მაინც საიდან მოიტანა რომ ბობს ვეპრანჭებოდი! დავინახე ნიკი როგორ ჩაჯდა მანქანაში და გიჟივით გავარდა. Vიცი, რომ მას რაღაც სჭირს და ამას აუცილებლად გავარკვევ! ჩემი ტელეფონის ხმა გავიგონე.
- ხო, ჯეს, - ვუპასუხე მას.
- ემ, ჩემთან გამოდი შენთან საქმე მაქვს და ბარემ დარჩი, – მთხოვა მან. ახლა მასთან ნამდვილად ვერ წავიდოდი. საშინლად დაღლილი ვიყავი და თან ჩემს ოთახში ჩაკეტვა ყველაზე მეტად მინდოდა, შეიძლება მჭირდებოდა კიდეც.
- ჯეს, ახლა გვიანია. თან ხომ იცი, ხვალ გამოსვლა მაქვს და დასვენება მინდა.
- კარგი, წარმატებებს გისურვებ, - მითხრა თბილი ხმით, - მაგრამ ძალიან მინდოდა გამოსულიყავი, – დაამატა ცოტა უკმაყოფილოდ.
- გმადლობ, ჯეს. კარგი, ახლა წავედი უნდა დავიძინო, - მოვატყუე. ახლა არ მქონდა იმის ახსნის თავი, რომ შუა ქუჩაში ვიყავი, ნიკმა მაწყენინა და კიდევ უამრავი რამ.
- კარგად, - ტელეფონი გავთიშე. მანქანა უნდა დამეძრა როცა კვლავ ჩემი მობილურის ხმა გავიგონე. ეკრანზე არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.
- ახლა რაღა მოხდა ჯეს? – ვიკითხე მე.
- ემა, მე ვარ, სასწრაფოდ სახლში მოდი, - ანერვიულებული ხმა ქონდა რენეს.
- რა მოხდა რენე? რა გატირებს?
- სემი გულწასული მოიყვანა სახლში იმ ბიჭმა შენ რომ გამოგყვა ტაილერის წვეულებაზე, ნიკი ჰქვია მგონი, - ტელეფონი გავთიშე და პედალს დავაწექი. ჟანდაბა! რა ჭირს ნიკს, სემთან რა ესაქმება? რამდენი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხი არცერთზე არ იყო. სემი სულ ნერვებს მიშლიდა, მაგრამ ის მაინც ჩემი და იყო და ძალიან მიყვარდა. მანქანა გავაჩერე და სახლში შევვარდი. სასტუმრო ოთახში მდგარ დივანზე დაეწვინათ სემი. რენე ატირებული თავს დასტრიალებდა. ნიკი კი სავარძელში იჯდა თავდახრილი.
- სემ, რა მოგივიდა? – მასთან მივედი და მუხლებზე დავდექი.
- ემა, რა კარგია რომ მოხვედი, - წამოიწია და ჩამეხუტა. მეც ძლიერად ჩავიკარი გულში. ჩემი პატარა დაიკო, შეიძლება ზოგჯერ აუტანელი, ცოტაც მატრაკვეცა, მაგრამ მაინც ჩემი.
- სემ, ახლავე დავბრუნდები, - ფეხზე ავდექი, ნიკთან მივედი, ხელი ჩავავლე და სამზარეულოში გავიყვანე.
- სულ გაგიჟდი?! სემთან რა გინდოდა ასე გვიან და საერთოდ იქნებ ამიხსნა რა მოხდა? – გავცეცხლდი. თავდახრილი, საშინლად გაიფითრებული იდგა მაგიდასთან.
- სემს იგივე დაემართა, რაც შენ, - ვერაფერი გავიგე. ნიკის გაცნობის შემდეგ იმდენი რამ დამემართა, რომელ ერთზე მეფიქრა არ ვიცოდი.
- ნორმალურად ამიხსენი!
- ქუჩაზე გადმოდიოდა და მე კინაღამ მანქანა გავაჯახე, - თქვა ანერვიულებულმა.
- და ალბათ მასაც ჩემსავით შიშისგან გული წაუვიდა, - ცრემლები წამომივიდა.
- ემა, მაპატიე. უბრალოდ საჭე ვერ დავიმორჩილე. სემი თავის მეგობრებთან ერთად იყო, მათ მოასწრეს გვერდზე გასვლა, სემი კი ჩემი მანქანის წინ გაშეშდა. მანქანის გაჩერება შევძელი. ძირს გულწასული, რომ დავინახე მაშინვე მასთან მივედი და მივხვდი, რომ სემი იყო. მერე სახლში წამოვიყვანე.
- მთავარია არაფერ მოსვლია, - ამოვისუნთქე. მისი ნაამბობი დავიჯერე. მხოლოდ ერთ რამეში მეპარებოდა ეჭვი. იქნებ საქმე მხოლოდ საჭეს დაუმორჩილებლობაში არ იყო, მაგრამ სხვა რა უნდა მომხდარიყო? ყველაფერი ამერია თავში.
- მე წავალ, უკვე გვიანია, - საათს დახედა.
- მართალი ხარ, დასვენება ძალიან გვჭირდება, - სასტუმრო ოთახში დავბრუნდით.
- ნახვამდის, სემ, მალე გამოჯანმრთელდი, - გაიღიმა ნიკმა, რაც ამ ბოლო დროს იშვიათი იყო.
- კარგად და მადლობა, - ისიც დაემშვიდობა.
ნიკი გავაცილე და სახლში დავბრუნდი. სემი თავის ოთახში შევიყვანე. შხაპი მივიღე და ლოგნიში შევძვერი.
დილით ადრე ავდექი, რაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან იშვიათი იყო. მოვწესრიგდი და რა თქმა უნდა, სტუდიაში წავედი. გაუჩერებლად ვვარჯიშობდით. მაიკი საშინლად ნერვიულობდა. მიამ და ჯესმა საჭმელი მოგვიტანეს. მაიკს ამ საქმეზე ჰყავდა გამწესებულები. ხუთი საათისთვის სახლში გაგვიშვა. მოემზადეთო და რვა საათისთვის ბობის წვეულებაზე მოდითო. სახლში მივედი და სემი მოვინახულე. უკვე კარგად იყო, უბრალოდ ლოგინში იწვა. ყველაფერი მოვამზადე და ნიკს დაველოდე, მითხრა რომ გამომივლიდა.
წვეულებაზე მივედით. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ვაუ! წვეულება ღია ცის ქვეშ, მაგარია! უამრავი ხალხი იყო. მე და ნიკი ვხსნიდით ამ საღამოს როგორც ბობმა და მაიკმა თქვეს. ბობის მსახურმა მე და ნიკი ოთახებში გაგვიშვა. გამოვიცვალეთ და ქვემოთ ჩამოვედით. ბობმა ხელში აიღო მიკროფონი და ლაპარაკი დაიწყო.
- თქვენ ყველამ კარგად იცით აქ რისთვისაც შევიკრიბეთ. ვინაიდან მინდოდა ეს საღამო განსაკუთრებული გამოსულიყო, მე და ჩემმა მეგობარმა _კევინმა გადავწყვიტეთ მოგვეწვია მოციგურავეები გთხოვთ მიესალომოთ, ჩემპიონი სოლო სრიალში - ემა უილსონი და მისი პარა - ნიკი დორსი, - ოჰო, უკეთესადაც შეიძლებოდა. ხალხი გველოდა. ნიკს მივუბრუნდი.
- მზად ხარ? – ვკითხე და თან მოსაცმელი გავიხადე.
- რა თქმა უნდა, - თავი დამიქნია. ყინულზე შევედით. ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან ვნერვიულობდი. ამ დროს ყოველთვის საკუთარ თავს ვთიშავდი. წარმოვიდგენდი, რომ მარტო ვიყავი ყინულზე. მე და ნიკმა ჩვენი პოზიციები დავიკავეთ და სრიალი დავიწყეთ. ამის მერე აღარაფერი მახსოვდა.
მივხვდი, რომ სრიალი დავამთევრეთ. აღარც მუსიკის ხმა ისმოდა, მხოლოდ ტაშის ხმა იყო და მაიკის გაბადრული სახე. გამოდის, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნიკს გავხედე, ოდნავ იღიმოდა. ცოტა სუნთქვაც უჭირდა. ყინულიდან გამოვედით. მაიკთან მივედი და ჩავეხუტე. მან ხელში ამიტაცა.
- ძალიან მაგრები იყავთ, - გახარებულმა თქვა მაიკმა. მე ძირს დამსვა და ნიკს გადაეხვია.
- ყოჩაღმ ნიკ, პირველი გამოსვლისთვის არაჩვეულებრივი იყო, - მინდოდა რამით მესიამოვნებინა. თან ძალიან გახარებული ვიყავი და ემოციების დამალვა მიჭირდა.
- გმადლობ, _ მითხრა უემოციოდ. ჯანდაბა! Aამ ბიჭს ხომ არაფერი ახარებს. მაიკი სტუმრებში გაერია.
- ემა, ულამაზესი იყავი ყინულზე, - ჩემთან მოვიდა ბობი. ნიკი სწრაფად მოგვშორდა.
- დიდი მადლობა, ბობ, - გავიღიმე, - ახლა ოთახში უნდა ავიდე და გამოვიცვლაო, - ვცადე მისგან თავი დამეძვრინა.
- მიგაცილებ, - რაში მჭირდება ამის გაცილება, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი. ნიკს გავხედე, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო და იცინოდა. ესეიგი მარტო ჩემთან უნდა იყოს უხეში, ხომ!
- რატომაც არა, წავიდეთ ბობ, - ნაძალადევად გავიღიმე. ოთახებისკენ გავემართეთ. ბობი რაღაცეებს მელაპარაკებოდა, რაც საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ იძულებული ვიყავი მომესმინა.
- ემა, ხვალ სადმე გავიაროთ, - შემომთავაზა მან.
- რა ვიცი, თუ მოვახერხე, - ტუჩზე ვიკბინე. ამასთან სეირნობაღა მაკლდა. შეამჩნია, რომ ვიტყუებოდი.
- რატომ? ჩვენ კარგი წყვილი ვიქნებოდით, - ოჰო, ეს უკვე გეგმებს აწყობს.
- ბობ, მგონი ბევრი დალიე და არც კი იცი რას ამბობ, - ოდნავ გავიღიმე.
- ბევრი მართლაც დავლიე, მაგრამ მე მართლა ძალიან მომწონხარ, - მითხრა მან. ჩემსკენ გადმოიხარა, თან ჩემს ტუჩებს მიშტერებოდა.
- არც იფიქრო, - უკან გავიწიე. უკვე ოთახთან ვიყავით. - რატომ? – თვალებში მომაშტერდა.
- მე შევალ, გამოვიცვლი, - არ იყო საჭირო მის კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოვბრუნდი და ოთახში შევედი. ღრმად ჩავისუნთქე. კაბა უნდა გამეხადა, როდესაც კარის ხმა გავიგონე. ბობი მომიახლოვდა. მუხლები ამიკანკალდა. წელზე ხელები შემომხვია და კოცნა დამიწყო.
- მომშორდი! - დავიკივლე ბოლო ხმაზე. ბობი ჩემს კოცნას არ წყვეტდა. მისი ხელები ჩემი კაბის ელვას მისწვდა.
- ხელები მომაშორე, - ყვირილს არ ვწყვეტდი. საწოლზე დამაგდო.
- თავი დამანებე, - ყველანაირად ვცდილობდი მომეშორებინა, მაგრამ ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. ცრემლები წამომცვიდა. უცბად კარების დაჯახუნების ხმა გავიგონე და ამ დროს ბობიც მომშორდა, უფრო სწორად მომაშორეს. ნიკი ბობს გამწარებით ურტყამდა. შემეშინდა, კიდეც არ მოეკლა.
- ნიკ, გეყოფა! არ შემოგაკვდეს! გთხოვ, - ატირებული ვემუდარებოდი მას.
- სწორედ რომ სიკვდილის ღირსია, - ცემას არ წყვეტდა.
- ნიკ, გთხოვ, - ვცდილობდი ბობისთვის მომეშორებინა. მოულოდნელად ნიკი ბობის ქვეშ მოექცა და ახლა ეს ურტყამდა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ ვერც ბობს მივცემდი იმის უფლებას ნიკისთვის რამე დაეშავებინა. სიტუაცია არ იცვლებოდა. რამე უნდა გამეკეთებინა! მაგიდაზე დადებული შამპანურის ბოთლიდა ვინახე, ხელში ავიღე, ბობს მივუახლოვდი და დავარტყი. ნიკი მისგან განთავისუფლდა. ბობი ძირს უგონოდ ეგდო.
- ემა, ემა! კარგად ხარ? – ნიკი ჩემთან მოვარდა. ნატეხები ხელიდან გამივარდა და ძირს დავვარდი. ნიკი მუხლებზე დადგა და გულში ჩამიკრა. ლაპარაკის უნარი დაკარგული მქონდა. თავს საშინლად ვგრძნობდი. ნუთუ მოვკალი, მე ადამიანი მოვკალი!
- ნიკ, მე ის მოვკალი, - წავილუღლუღე, - გესმის ნიკ, მე ის მოვკალი, მე ადამიანი მოვკალი, სიცოცხლე წავართვი, - საშინლად ავღრიალდი.
- ემა, დამშვიდდი! გთხოვ, - ნიკმა თვალებში შემომხედა, თან ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- ნიკ, მოვკალი, გესმის მოვკალი! - მკერდზე მივეხუტე.
- დამშვიდდი, მან შენი… - აღარ დაამთავრა. ხელები ძლიერად მომხვია.
- მოვკალი, მოვკალი, - მაინც იგივეს ვიმეორებდი. ვგრძნობდი, რომ ძალა მეცლებოდა. საშინელი შეგრძნება იყო, როცა იცოდი, რომ შენ ვიღაცას სიცოცხლე წაართვი. ის, რაც ღმერთმა უბოძა. გულში ისევ ვიმეორებდი: მოვკალი. ვიგრძენი, როგორ გადმომვარდა ბოლო ცრემლი.


bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 10:09 PM | შეტყობინება # 43

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime ra tavi iyo surprised surprised moic ra emam martla moklaa?? surprised ise bobs mec davartyamdi siamovnebit ert ors biggrin mara sikvdili ar minda mag tipiss dry axali tavi male dade ra zaan mainteresebs kiss

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 11:01 PM | შეტყობინება # 44
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeeee!!!!!!!!!!!!!!!1 dzaan magari tavi iyoo ai umagresii. yinulze ro unda gasuliyvnen eseni ki ara mec vnerviulobdi da boloze xo vafshe. uuf, gamixarda nikma ro xetqa karga gemrielad biggrin ragaca aramgonia mkvdari iyos. imedia axali tavi male iqneba tore vegar vitmen


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 11:51 PM | შეტყობინება # 45
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeeeeeeeee surprised surprised surprised surprised surprised ra magari iyoooooooooooooooooooooooooooooooooooooo happy happy happy happy venacvale ra avtors umagresiaaaaaaaaaaaaa.......da gagrdzelebas velodebi imedia yvelaperi kargad iqnebaaaaaaa happy happy happy happy
ძებნა: