ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მესამე დაბადება გადაიდო

Vampire_GvaberiDzeთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-09, 5:53 PM | შეტყობინება # 106
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
dzaan kargiaa happy


aNs_VolTuriთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 3:34 PM | შეტყობინება # 107
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Natt♥Boo, hah gvagirse xom shen mosaklavo axali tavi : D dzalian kargia :**


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 5:50 PM | შეტყობინება # 108

267
66  +
69  ±
   ±
Offline
jer pirvel rigshi judis poto momewona angry puf ver vitan eset gogoebs raa dry
DZALIAN MOMEWONA RA SAYVARELIA ES RONI RAAA happy happy UKVE SHEMIYVARDA happy MAGRAM MELITAS RATO UNDODA AM YVELAPRIS DAMALVAA?? wacko neta yvelaperi utxras matyuara gogo es biggrin ORIVES PIQREBI smile AI ES MESMIS UKVE smile smile smile happy UMAGRESOOOO:d

Natt♥Booთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 6:27 PM | შეტყობინება # 109
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
gvanca1, madloba madlobaa :***
aNs_VolTuri, ecade ar momkla, madloba :***
dodo, diiiiidi madloba chemo kargoo, xo roni mec momwons da imitoa egeti ro maseti biwebi momwons biggrin melitas rac sheexeba damalva imitom unda, rom skolashi yvela bavshvis namdvili saxe ar dainaxon (aba warmoidgine shen rom mamamisis nairi shvili iyo bevri xom mogicucqdeboda da mogatyebda ragac-rugaceebshi???) ase rom es sawiroa, melitas unda rom yvelaferi kargad iyos da cekvasac chumad, tavistvis mixedos mara chaechara es roni da gaufuwa gegma :))) mokled diiiiiiidiiiii madloba su su yvelas da miyvarxart dzaan <3<3<3



dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 5:30 PM | შეტყობინება # 110

267
66  +
69  ±
   ±
Offline
Natt♥Boo, ahh biggrin biggrin mivxvdi biggrin xoda axal TAVS male dadeb? biggrin smile "qrtamisti var"

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 7:40 PM | შეტყობინება # 111
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Natt♥Boo, ეხლა წავიკითხე სამი თავი ერთად და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი happy happy საინტერესოდ გიწერია ყველაფერი მოსაწყენი და გაწელილი არ არის. მელიტა ნამდვილად მხიარული და საყვარელი გოგოა. ეჭვი მაქვს, რომ რონს ეცეკვა კლუბში და მაგიტომ ეცინებოდა ვაჟბატონს biggrin მაგრამ ამ შემთხვევაში არ მესმის ელენა რატომ ეკითხებოდა ვინ იყო ის ბიჭიო. გამიკვირდა პირველად ნანახ გოგოს ასე რომ გაუთამამდა რონი და ზურგზე მოიგდო biggrin biggrin საყვარელი ბიჭია, მაგრამ თუ შეყვარებული ყავს, რომელიც უყვარს დაეტიოს თავის ტყავში. მოოკლედ, მომწონს ეს ფიკიი. საინტერესოა ძალიან და შემდეგ თავს დაველოდებიი. ჭკვიანო შენ happy


Natt♥Booთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 8:10 PM | შეტყობინება # 112
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ra ucnauri komentariaa biggrin madloba dzaaalian didii :******


Natt♥Booთარიღი: შაბათი, 2011-03-12, 4:10 PM | შეტყობინება # 113
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
bavshveboo shemdeg tavs cota agviandeba da amitom ragac-ragac posterebs gtavazoobt, dzalian didi bodishi rom galodinebt magram veranairad ver viclii. sad :( sad

imedi maqvs mogewonebat happy




შეტყობინება შეასწორა Natt♥Boo - შაბათი, 2011-03-12, 4:12 PM

dodoთარიღი: შაბათი, 2011-03-12, 6:48 PM | შეტყობინება # 114

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaimemeeee momewona dzaliaannn happy happy happy happy meore mitumetes gamorcheulad happy smile dzalian ar daigvianooo smile happy

dodoთარიღი: კვირა, 2011-03-20, 6:54 PM | შეტყობინება # 115

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au momenatra sad

♥izabella♥თარიღი: კვირა, 2011-03-20, 9:13 PM | შეტყობინება # 116
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
Natt♥Boo, rodis iqneba axliiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry

Natt♥Booთარიღი: კვირა, 2011-03-20, 9:23 PM | შეტყობინება # 117
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
bavshvebo mgoni axla davdeb, tu betas ecala biggrin


Natt♥Booთარიღი: კვირა, 2011-03-20, 9:56 PM | შეტყობინება # 118
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
ai bavshvebo axali tavii

5 თავი

ღამე არ მიძინია. როგორც კი საშუალება მომეცა, მაშინვე დედას დავურეკე.
-დედა, როგორ ხარ?
-როგორ ვიქნები, მელიტა?-ნამტირალევი ხმა ჰქონდა.
-დე, დაწყნარდი რაა, ყველაფერი მოგვარდება.
-რა მოგვარდება? არაფერიც არ მოგვარდება! დაინგრია ცხოვრება ამ უტვინო ყეყეჩმა!
’’კარგი ნენე დამშვიდდი’’-მოისმა დოის ხმა. მამამ დედას ყურმილი გამოართვა.
-მამა, როგორ ხარ, ჩამოვიდე?
-რა უნდა ჩამოხვიდე, გაგიჟდი? ნენე აბუქებს ყველაფერს-მითხრა მან.
-რა ქნა ასეთი ჯერემიმ?-გულისფანცქალით ვკითხე. ღმერთო ოღონდ რამე სერიოზული არა და ახლა არა!
-სკოლაში ვიღაც ბიჭი დაჭრეს და შენს ძმას დაბრალდა. თვითონ ამბობს, არაფერი ჩამიდენიაო, მაგრამ ისე აქვს სახელი გატეხილი, არავინ უჯერებს.
-მოგვარებადია ეგ საქმე?-ვკითხე.
-ალბათ. ყოველ შემთხვევაში ფულს გადავიხდი და წინასწარ პატიმრობას მოუხსნიან. მერე ალბათ რამე გაირკვევა.
-ჰო, შეიძლება, მაგრამ ჯერემი როდის ისწავლის ჭკუას?
-დამიჯერე ახლა ისაა ყველაზე ცუდად. მგონი ნანობს კიდეც ყველაფერს. ვნახოთ იქნებ ამ შემთხვევამ შეცვალოს.
-კარგი, მამა, უნდა წავიდე, ძალიან მიყვარხარ და ჯერემისაც უთხარი რომ მენატრება და არ ინერვიულოს.
ტელეფონი გავთიშე. ჯერემის მოვკლავდი! ჯერ სად იყო! ერთხელ და სამუდამოდ მივახვედრობდი რომ სრული იდიოტი ბრძანდებოდა! ელენაც ძალიან ნერვიულობდა მასზე და ამ სატელეფონო საუბარმა ცოტა დაამშვიდა. ამჯერად გადავრჩით, მაგრამ დავიფიცე, რომ ჩემს ძმას აუცილებლად დავანახებდი ცხოვრების ნათელ მხარეს.
ხვალ სკოლაში უნდა წავსულიყავი, ამიტომ მოვწესრიგდი და დავწექი. ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, ვითომ რაღაც ზღურბლს გადავაბიჯე და ჩემს წინ უშველებელი დარბაზი გადაიშალა. ბნელოდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ სცენაზე ავედი. უცებ შუქი აინთო. მე სცენის თვალიერება დავიწყე. გაკვირვებული ვაცქერდებოდი ყველაფერს. ეს გარემო ძალიან მეცნობოდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი საიდან. შუქი სახეში მანათებდა და მხედველობა მიჭირდა ამიტომ წვალებ-წვალებით მივაღწია სცენის შუაგულს და ჩავიმუხლე. გონებას ვძაბავდი, მინდოდა ტვინის ყველა უჯრედი გამომეყენებინა ამ ადგილის გასახსენებლად. უცებ დარბაზი ხალხით აივსო და რამდენიმე წამში ისევ დაიცალა. მერე ისევ აივსო და დაიცალა. ასე ივსებოდა და იცლებოდა ხალხით დარბაზი, თანაც საოცარი სიჩქარით, თითქოს მახვედრებდა-დრო გადისო. მე კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დავიხარე და იატაკი დავყნოსე. ჩემი საყვარელი და საოცრად ნაცნობი-სცენის სურნელი აუდიოდა. ღმერთო, როგორ მეცნობოდა ეს ყველაფერი! თითქოს დიდი ხნის წინაქ მოთხრობილ და მივიწყებულ ზღაპარს ვისმენდი! მაგრამ ვერ ვიხსენებდი! მარტო ვიყავი. თუმცა რატომ მარტო? სცენაც იქ იყო, მისი სურნელიც და თეთრი შუქიც. მხოლოდ მე, სცენა და თეთრი შუქი. მე, სცენა და თეთრი შუქი. მე, სცენა და...

დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. თავი მისკდებოდა. მამას დავურეკე და გავიგე, რომ ჯერემი დროებით გაეთვისუფლებინათ, ახლა კი ნენეს მიერ მისჯილ პატიმრობაში იმყოფებოდა. მერე ავდექი და პირდაპირ ელენას მიერ ჩემთვის მოცემული ტანსაცმელი ჩავიცვი, მერე ისევ უკან რომ არ ამოვებრუნებინე. მან საკმაოდ მომიწონა. ჩანთა ავიღე და გადავწყვიტე, სკოლაში წავსულიყავი. გზაში უამრავ რამეზე ვფიქრობდი; ჯერემიზე, მშობლებზე, ჯინიზე, რომელიც უზომოდ მენატრებოდა და რაც ძალიან გამიკვირდა... ბიჭზეც. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი... რას? სიმპატიას? საკუთარ თავთან უხერხულობას? ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო! მე სხვა მიზანი მქონდა და ბიჭისთვის არ მეცალა! ჩემი სიზმარიც ძალიან მაფიქრებდა; ძალიან რეალური იყო, ხილვასაც კი ჰგავდა. თითქოს თავისკენ მიხმობდა. ნუთუ მართლა არსებობდა ეს დარბაზი? საშინლად ვგრძნობდი თავს-ცეკვა მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, სად მეცეკვა. რაღაც მყუდრო ადგილი მჭირდებოდა, სადაც წლების წინ ნასწავლს გავიხსენებდი. სასწრაფოდ უნდა მემოქმედა, რადგან დრო არ დამიცდიდა, ერთი წელი კი ძალიან ცოტა იყო. სკოლაში მივედი. რონი არ იყო და ამიტომ მასწავლებელმა ნება დამრთო, ისევ კეტრინთან ვმჯდარიყავი. მასთან საუბარმა ცოტა გამომაფხიზლა. ეს გოგონა ძალიან მომწონდა, ახლოს გავიცანი და მისი დაქალებისგან განსხვავებით უამრავი კარგი თვისება აღმოვუჩინე. სემი და ჯუდი მთელი დღე დაბოღმილები ისხდნენ და ცდილობდნენ კეტრინი გაერთოთ და ჩემთვის მოეცილებინათ, მაგრამ საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.
-მელ, იცი რაღაც მინდა გითხრა.-მითხრა კეტრინმა დასვენებაზე.
-გისმენ.
-შეიძლება ცანცარა გოგოდ მოგეჩვენო, როგორც უმრავლესობა ფიქრობს ჩემი ჩაცმულობისა თუ ქერა თმის გამო. შეიძლება იფიქრო, რომ ადამიანზე უცბად მექმნება შთაბეჭდილება, მაგრამ იცი, მე ძალიან მიხარია, რომ გადმოხვედი, ჩემს კლასში მოხვდი და ახლა ჩემს გვერდით ზიხარ. მართალია სულ ორი დღეა რაც გიცნობ, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შენში უამრავი კარგი რამ და თანაც ჩემეული დამენახა.
გავწითლდი. მისგან ასეთ გულახდილობას არ ველოდი. თავი ვეღარ შევიკავე და ჩავეხუტე.
-არც კი ვიცი რა გითხრა-წავილუღლუღე.-ძალიან გამახარე, სიმართლე გითხრა, მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ შენზე.
კეტრინმა გამიღიმა, უცებ თვალები გაუბრწყინდა და მითხრა:
-ამ საღამოს ჩემთან გპატიჟებ. არ მითხრა ვერაო, სულ ოცი ნაბიჯი გაქვს გადმოსადგმელი. მშობლები სამოგზაუროდ არიან. მხოლოდ მე, შენ და ჩემი ძმა ვიქნებით. ისიც ხელს არ შეგვიშლის.
ამ უკანასკნელის ხსენებაზე ჩემი აბრდღვიალებული სახე რომ დაინახა, კეტრინმა ძმასავით ჩაიცინა, მერე გამომცდელი მზერა მომაპყრო და მკითხა:
-რა მოხდა გუშინ? რამე ხომ არ გაწყენინა რონმა?
-ააა... არა რას ამბობ არაფერია...
-ვითომ?
ამ დროს ზარი დაირეკა. კიდევ კარგი! უკმაყოფილოდ დარჩენილმა კეტრინმა კი მითხრა:
-ამ საღამოს მაინც ვერსად გამექცევი. ასე რომ მოემზადე დაკითხვისთვის ქალბატონო!-თვალი თვალში გამიყარა და წავიდა. მეც სახლში მოვედი თუ არა ოთახში ავედი და ჯინის დავურეკე.
-ჯინი, როგორ ხარ?
-როგორ მოხდა რომ გამიხსენე? ძალიან მოვიწყინე უშენოდ!
-მეც უსაზღვროდ მენატრები ჯინ. რა ხდება შენსკენ ახალი.
-ყველაფერი კარგადაა. ერთად ერთი ბობი მიშლის ნერვებს, ხომ იცი როგორი გამაღიზიანებელია. ვერ მოვიშორე. წარა მარა სიყვარულს მიხსნის და თავი მომაბეზრა. მაგრამ ახლა შენ უნდა მოყვე ყველაფერი! როგორი სკოლაა? ბავშვები მოგწონს? კარგი ბიჭები სწავლობენ? უკვე გამოჰკარი ვინმეს ხელი თუ კიდევ ქალიშვილი ხარ?
-მოიცააა! ჰოოო! კარგიი! -შევაწყვეტინე-ამოისუნთქე თორემ გასკდები. არაფერიც არ ხდება. სკოლა მართლა კარგია. ერთი გოგო გავიცანი, კარგი გოგოა. კეტრინი ჰქვია.
-შენ რა, მღალატობ?-გადაიკისკისა ჯინიმ.
-რეებს ბოდიალობ გოგო!
-აბა ორიენტაცია დაგერღვა?-უკვე ბჟირდებოდა.
-მოგკლავ!
-კარგი, კარგი, მეტყვი ახლა ბიჭზეც რამეს თუუ... ელენას დავურეკოო?-გამომწვევად მკითხა.
-ოოოხ! შენ ვინა ხარ ვინც არ გიცნობს! ერთი ბიჭი მართლა გავიცანი. კეტრინის ძმაა, რონი.
-ოჰოო! ეს უკვე კარგია! უი, დღეს შენი ძმა მოვიდა სკოლაში.-გაიცინა.
-რაოოო? მართლა?
-არ გატყუებ. თან რაც მართლა გასაკვირია, ყველა საგანში გამომცდელი ვადა აიღო, რომ მოემზადოს და ჩააბაროს.
-ყოჩაღ ნენეს, კარგად შეუფერთხავს!-წამოვიძახე-ჯინ, ჯერემისთან ახლოს ხარ?
-აბა ეგ რა კაითხვაა, ლამის ძმად მყავს. ერთად არ გავიზარდეთ სამივენი?-მითხრა.-ისე რატომ მეკითხები?
-მინდა, რომ ჯერემის დავეხმაროთ. იქნებ მივახვედროთ, რომ ასე ცხოვრება არ ვარგა და უნდა შეიცვალოს. მე კი დავეხმარები ფსიქოლოგიურად, მაგრამ ასე შორიდან გამიჭირდება.
-მერე მე აქ რისთვის ვარ! მაგაზე არ იდარდო, ყველაფერში შევუწყობ ხელს! ოღონდ ახლა უნდა წავიდე, დედა მეძახის. მიყვარხარ მელ!-და გათიშა.

ნამდვილად სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჯერემის საქციელით, ამიტომ გადავწყვიტე, მისთვის წერილი მიმეწერა და ინტერნეტით გამეგზავნა. კომპიუტერს მივუჯექი და წერას შევუდექი.
’’ძმაო, (ვიცოდი, უყვარდა ასე რომ ვეძახდი)
წესით, ეს წერილი ცხარე და საყვედურებით აღსავსე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შენივე ბედად, დღეს სკოლაში წასულხარ და ამით გული მომილბე. თან ალბათ ლექციები არ დაგაკლეს. მინდა იცოდე, რომ მიუხედავად შენი იდიოტიზმისა, მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ანდერძიდან არ ამოგშლი. (თუმცა ჯერ არც სიკვდილით გაგახარებ) თანაგიგრძნობ ძმაო, ჯერ მარტო იმიტომ ხარ დასაფასებელი, რომ დედას უძლებ. მაგრამ ჯერემი, ამით საქმე ხომ არ გვადება? მე კი მჯერა შენი უდანაშაულობის, მაგრამ ხალხი ხომ არ გიცნობს? მათ შენ ისეთი ჰგონიხარ, როგორსაც ცდილობ რომ იყო. მაგრამ შენ სულ სხვანაირი ხარ. უბრალოდ ჩემსავით ჯერ კიდევ სქელი ნიღამი გაქვს აფარებული სახეზე. ამ ნიღბის მოხსნა კარგი რომ არის, ჯერაც ვერ მიმხვდარხარ და ამიტომ არც გინდა. თუმცა რომც გინდოდეს ნიღაბი სქელია, 12 წლისგან შემდგარი და მის ფენა-ფენა მოხსნას დრო დასჭირდება. მესმის შენი. მესმის, რატომ აირჩიე ეს გზა. მეც ხომ იგივე დღეში ვიყავი?! მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ცხოვრებაში უამრავი კარგი რამ არსებობს და ჩვენ მათთან მისაღწევად მხოლოდ ოდნავი სურვილი, ძალისხმევა და რაღაც ბარიერის გადალახვა გვჭირდება. მე ამას უკვე მივხვდი ჩემო ძმაო და ვიბრძვი კიდევაც ჩემი ოცნებისთვის. შენც ხომ გაქვს ოცნება? ჰოდა დაფიქრდი, იქნებ მოსწინდა მხოლოდ ოცნებად ყოფნა და ახდენა უნდა? დაფიქრდი, ოღონდ მართლა. თუ ამას არ იზამ, შენზე 15 წუთით პატარა დაიკო იძულებული გახდება ჩამოვიდეს და თავისი გეგმები გადადოს. შენ ხომ ეს არ გინდა? შენ ხომ მზრუნველი ძმა ხარ? (არ მცემო, ვხუმრობ) ისე თუ რამე დაგჭირდება, ხომ იცი რომ მაშინვე უნდა მითხრა? მაგრამ ჯერ მთავარია ამაზე დაფიქრდე. ჰო, მართლა! ჯინის ხომ კარგად იცნობ? ხომ ერთად გავიზარდეთ? ჰოდა შეგიძლია დახმარებისთვის მასაც მიმართო; ძმასავით უყვარხარ და აუცილებლად დაგიდგება გვერდში. ახლა კი მეტს ვეღარ მოგწერ, სამეცადინო მაქვს.
მიყვარხარ და შენს პასუხს ველი,
მელიტა.’’

წერილი გავაგზავნე. მერე გაკვეთილები სწრაფად მოვამზადე და კეტრინთან წასვლა გადავწყვიტე. ელენამ კი რატომღაც აღიქვა, რომ რონთან ვაპირებდი შეხვედრას და ჩემი ’’შეკაზმვა’’ გადაწყვიტა. თუმცა ჩემი საწყალი თვალების დანახვაზე სპორტულ, მაგრამ გემოვნებიან ჩაცმულობას დასჯერდა. ტელეფონი ავიღე და სახლიდან გამოვედი. კეტრინის სახლიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, კარი რონმა გამიღო.
-არ ვიცოდი, ასე თუ მოგენატრე.-გაიკრიჭა და სახლში შემიპატიჟა.
-ჰო, ცდუნებას ვერ გავუძელი, შენი ღვთიური სახე რომ არ მენახა. რატომ არ ბრძანდებოდი დღეს სკოლაში?
-არ მეცალა.
-მმმ, ხო დაკავებული იქნებოდი.-გადავიკისკისე-შეიძლება გკითხო რას აკეთებდი?
-ვფიქრობდი.-სრული სერიოზულობით მითხრა.
პირი დავაღე. არ მეგონა, რონისნაირი ბიჭები თუ ფიქრობდნენ საერთოდ. მაგრამ მე რა ვიცოდი რაზე ფიქრობდა! ალბათ გოგონების სიას ადგენდა სილამაზის მიხედვით.
როგორც ყოველთვის, ახლაც ჩემმა მიმიკებმა ჩამიშვა; რონს რომ შევხედე, გაწითლებულიყო. ალბათ ფიქრისას ისეთ სახეებს ვიღებდი, რომ ახლა ეს ვაჟბატონი სადაცაა სიცილით მოკვდებოდა. ამიტომ დავასწარი და ვკითხე:
-შენი და სახლშია?
რონმა თითით ზევითკენ მანიშნა და მითხრა:
-აბა შენი აზრით სახლს სახურავს ვინ ხდის?
გამეცინა და კიბეებს ავუყევი. მუსიკის ხმა კეტრინის ოთახიდან გამოდიოდა.

es kide jeremia happy happy happy




★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-03-20, 10:39 PM | შეტყობინება # 119
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
როგორც იქნა ნანატრი თავი წავიკითხე და ძალიან მომეწონა ყველაფერი უმაგრესად გეწერა. მელიტა ძალიან საყვარელია. კიდევ კარგი ჯერემი გაანთავისუფლეს იმედია ამის მერე მართლა ისწავლის ჭკუას. ყოჩაღ უმაგრესად წერ ველოდები შემდეგ თავის და იმედია ასე აღარ გვალოდინებ.


♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 7:32 AM | შეტყობინება # 120
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
nu nu arvici ra dzalian magari tavi iyo happy happy happy happy happy
jeremis ratomgac me am adamians warmovidgendi da gamimartla biggrin biggrin biggrin
-არ ვიცოდი, ასე თუ მოგენატრე.-გაიკრიჭა და სახლში შემიპატიჟა.
-ჰო, ცდუნებას ვერ გავუძელი, შენი ღვთიური სახე რომ არ მენახა."""
ra magari adgili iyoooooooooooooooooooooooo happy happy happy happy

Quote (Natt♥Boo)
შენი და სახლშია?
რონმა თითით ზევითკენ მანიშნა და მითხრა:
-აბა შენი აზრით სახლს სახურავს ვინ ხდის?
გამეცინა და კიბეებს ავუყევი. მუსიკის ხმა კეტრინის ოთახიდან გამოდიოდა.
amaze xo gemrielad vicinre dzalian biggrin
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
martla dzalian magari da magrad wer,imedia ase agar gvalodineb smile smile smile
ძებნა: