ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 10
  • 11
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
მესამე დაბადება გადაიდო

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 3:28 PM | შეტყობინება # 16
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
ჩემო ძვირფასო, ძალიან მხატვრულად და ლამაზად გაქვს დაწერილი.ჯერ მარტო დასაწყისი ასეთი შთაბეჭდილებიანი რომ იქნება.წარმომიდგენია შემდეგი.იამაყე საკუთარი თავით,ასეთი ნიჭიერი რომ ხარ და შენს მკითხველად მიგულე. happy


ROBsessedთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 8:06 PM | შეტყობინება # 17
***
1111
54  +
   ±
Offline
yochag deida biggrin
martla magaria
au me su gvian rato vigeb yvelafers :X
dzaan magaria da ase gaagrdzele :*




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

Natt♥Booთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 10:00 PM | შეტყობინება # 18
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
smileysmiley, didi madlobaa, :*
ROBsessed, genacvalos deidasheni madloba sayvare"l"iooo gavagrdzeleeeb biggrin gvian ar gagigia mec ar mqondes ra 10 tavi gamowimuliiii biggrin



Natt♥Booთარიღი: ორშაბათი, 2011-01-31, 9:43 PM | შეტყობინება # 19
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
1 თავი.
დაძაბული ვიდექი. თავში ათასი რამ მიტრიალებდა და წინ, დაუსაბამო და უსასრულო სიბნელეში უაზროდ და უშედეგოდ ვცდილობდი რამის გარჩევას. უკვე საშინლად ვიყავი დაღლილი ამ ერთფეროვნებით და თითქოს ეს რამეს მიშველიდა, თვალები დავხუჭე და თვალები დავხარე. არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, ალბათ ვინმეს შევებრალე და ყურში რაღაც უცხო მელოდია ჩამჩურჩულა. თავი ავწიე და დავინახე, რომ სიბნელეში ერთადერთი ნათელი წერტილი საცოდავად ანათებდა. შემეშინდა არ გამქრალიყო და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი მისკენ.
მივრბოდი სწრაფად, როგორც არასდროს. ირგვლივ კი ყველაფერი ინგრეოდა. უცებ მიწამაც შლა დაიწყო, მე პანიკამ მომიცვა და გაუაზრებლად გადავხტი სადღაც. უცებ ვიგრძენი, რომ ფეხზე აღარ მეცვა. სილა თბილი იყო, მე ის მუჭით ავიღე და მივაჩერდი. ვუყურებდი, ნელ-ნელა როგორ იცლებოდა და ჩემდა უნებურად ავმოძრავდი.
რაღაცას ვაკეთებდი, რაღაც ისეთს, რისთვისაც კარგა ხნის წინ დამენებებინა თავი. კარგა ხნის მერეღა მივხვდი, რომ... ვცეკვავდი... უფრო სწორად მე კი არა მელიტა ცეკვავდა, ნამდვილი მელიტა და არა ის ვინც მე დღეს ვიყავი.
მერე დედაჩემი დავინახე, შეშლილი და სასოწარკვეთილი სახით. უცებ მან ყურისწამღებლად დაიწივლა: ”მელანი! შეწყვიტე ეს საშინელება! ნუღარ მტანჯავ!”-მისმა ცივმა და გამკივანმა ხმამ შემაღონა და გავშეშდი...
თვალები გავახილე-ზურგზე ვიწექი. წამოვჯექი და რაღაცის დავარდნის ხმა გავიგონე. დავხედე-დღიური იყო. რა თქმა უნდა! ისევ წერაში ჩამეძინა! დღიური ავიღე და იქ გადავშალე, სადაც წერა შემეწყვიტა. მერე საათს დავხედე ჯერ ექვსი არ იყო, საწოლს მივეყრდენი და დღიურს ფურცვლა დავუწყე. ყველგან ერთი და იგივე თემაზე იყო ნაწერი: დედისა და მამის ჩხუბის, ძმის უხეშობისა თუ მარტოსულობისა და გაბეზრების შესახებ. ეს ყველაფერი უკვე ყელში მქონდა ამოსული. ან სხვა რაზე უნდა მეწერა, განსხვავებული არც არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ბებია მყავდა ყველაზე ჩემეული და ისიც სამი თვის წინ გარდაიცვალა. ყოველთვის მიყვებოდა ჩემი ბავშვობის ამბებს ან თუ ამას არა, რაიმე დადებითს მაინც.
მისგან ვიცოდი, რომ დედა და მამა პატარები იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. მათ ამ ნაბიჯს ყველა ნაადრევად მიიჩნევდა და მუდამ კონფლიქტი იყო მათ შორის. თუმცა ჩემი მშობლები ერთად ბედნიერები იყვნენ და ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებდათ. მამა მოცეკვავე იყო, ხშირად დადიოდა გასტროლებზე და რა თქმა უნდა დედაც თან მიჰყავდა. მერე მე გავჩნდი და ჩემთნ ერთად ჯერემიც. დიახ, ჯერემი ჩემი ტყუპისცალია. ჩვენ ნამდვილად კარგად ვიზრდებოდით. დედა მხატვარი იყო, მამა ცეკვავდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენც გვიყვარდა ხელოვნება. ყოველ საღამოს მამა რაღაცას გვასწავლიდა მე და ჯერემის. მამა ამაყობდა: ”კარგად გამოსდით, მე მგვანანო” და დედას უღიმოდა. დედაც წამსვე ხვდებოდა მამიკოს ნათქვამის აზრს და მასთან ცეკვის სურვილს გამოთქვამდა იმის დასამტკიცებლად რომ არც თვითონ იყო მამაზე ნაკლები. აი მაშინ კი, იწყებოდა ზღაპარი! ეს ცეკვა ჩვენთვის იდეალი იყო და კარგი კონკურენტებივით ოთხი წლისები ვიწყებდით აქეთ-იქით ბრონციალს.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერი კარგად იყო, სანამ მამა ისევ არ წავიდა ტურნეზე. დედას უკვე ჩვენ ვყავდით, თანაც მოვლა გვჭირდებოდა და მამას ვეღარ გაჰყვა. მამა სამ თვეში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, როცა სამივენი სასტუმრო ოთახში ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით, საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ ცნობილი მოცეკვავე დოი ჯონსი, ცეკვის დროს მიღებული სერიოზული ტრავმის გამო უკან, ლოს ანჯელესში მოჰყავდათ. ჩვენ დავინახეთ, როგორ გამოიყვანეს მამა საკაცით და სასწრაფო მანქანაში ჩასვეს. მე და ჯერემიმ ტირილი დავიწყეთ-მამა ისეთი ფერმკრთალი იყო! არ ვიცოდით რა იყო ”ტრავმა” არც ”სერიოზული”, მაგრამ ვხვდებოდით რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა და ტირილს ვუმატეთ. ამ დროს დედაც მოგვეხვია. ნენე ჩვენს დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ თვითონ ჩვენზე უფრო ცუდად იყო. ვგრძნობდი, როგორ მეცემოდა თავზე მისი ცხელი ცრემლები.
ორი მშფოთვარე დღის შემდეგ გავიგეთ, რომ მამა ჩამოეყვანათ და ახლა ქალაქის მთავარ საავადმყოფოში იწვა. დედამ მაშინვე ჩაგვაცვა და წავედით. მას შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ საავადმყოფოს მოსაცდელში ვიჯექი თვალცრელიანი. პალატის ღია კარში ვხედავდი მისუსტებულ მამას, რომელსაც დედა და ჯერემი ეხვეოდნენ. მე ვერ შევდიოდი, მეშინოდა. მამამ გამომხედა, სუსტად გამიღიმა და თითით თავისთან მიხმო. მივედი მან მხოლოდ შუბლზე კოცნა მოახერხა და გული წაუვიდა. არ ვტიროდი, ამას უკვე ბღავილი ერქვა. ჩემს ძმასაც უნდოდა ტირილი, მაგრამ თავი დიდი კაცივით ეჭირა. როგორ შეეძლო?! მერე ექიმი შემოვიდა და გარეთ გასვლა გვთხოვა. ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა და დედა მოშორებით გაიყვანა. ვუყურებდი, როგორ ელაპარაკებოდა სათვალიანი კაცი დედას რაღაცას და ამ უკანასკნელს სახე ტანჯვით ევსებოდა. ახლა ბევრ აღარ გავაგრძელებ-მამა დაინვალიდდა.
ერთი თვის შემდეგ, სახლში წამოვიყვანეთ. მაშინ მამა თავის ოთახში უკვე სავარძლით შეგორდა და კარგა ხანი აღარც გამოსულა. მესმოდა მისი, ძნელი იყო, ასე აღმავალი კარიერა წამში რომ ენგრეოდა კაცს. იმ ამბის მერე აღარ გვიცეკვია. ოჯახში მუდამ სიჩუმე იდგა და ნათესავებიც თავს აბეზრებდნენ დედას: ”აჰა, დაგენგრა ოჯახი, რა გინდოდა, რას მირბოდი მაგ ბიჭთანო”. ნენეს უკვე ყელში ჰქონდა ეს ყველაფერი, მამასაც სიწყნარე უნდოდა, ამიტომ ხმაურიანი და მუდამ მხიარული ლოს ანჯელესიდან წვიმიან და მოღუშულ ლონდონში გადავედით ბებიასთან-მამის დედასთან. აი სწორედ აქ დაედო დასაბამი ჩემს მარტოსულობას, ჩაკეტილობასა და ოცნებების დამსხვრევას.
ცეკვა ჩვენს ოჯახში აკრძალულ ხილად იქცა. მართალია, მამა უარს არასდროს გვეუბნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ნენე იყო სასტიკად წინააღმდეგი; ეშინოდა, ჩვენც ისე არ დაგვემთავრებინა ეს საქმე, როგორც მამას.
ხანდახან, როცა განერვიულებული ჩემს ოთახში შევიკეტებოდი, ცეკვას უმუსიკოდ ვიწყებდი, მაგრამ იმის შიშით, რომ რაღაცას ვაშავებდი, მალევე ვჩერდებოდი. დრო გავიდა და ახლა მე ამას მხოლოდ ვიხსენებდი. მაგრამ ის, რომ ყოველ დღე ჩხუბის მეტი არაფერი მესმოდა, უკვე მღლიდა და ჭკუიდან მშლიდა. ხან დედა და მამა ჩხუბობდნენ, ხან ჯერემი მოდიოდა მთვრალი და ამაზე წიოდა ნენე. მოკლედ თორმეტი წელი ამისმა ყურებამ დამღალა და სწორედ დღეს ვაპირებდი, გადამედგა საბედისწერო ნაბიჯი და ყველასთვის მეთქვა, რომ ლოს ანჯელესში, მამიდა ელენასთან, რომელიც მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო და თანატოლად მიმაჩნდა, მსურდა დაბრუნება და ცხოვრების ნათელი ფერებით დანახვა. არ ვიცოდი ეს რამდენად გამოვიდოდა, მაგრამ ჩემს პრინციპებს ბოლომდე დავიცავდი. მანამდე კი ჩვეულებრივი დღე და სკოლა მელოდა, ამიტომ ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და საათს დავხედე. ღმერთო ჩემო! ფიქრში მთელი საათი გამეტარებინა! კიბეებზე საჩქაროდ ჩავირბინე და სამზარეულოს კარი შევაღე.




შეტყობინება შეასწორა Breee - ორშაბათი, 2011-01-31, 9:44 PM

♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-31, 10:01 PM | შეტყობინება # 20
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
wauuuuuuuuuuu dzaan magari tavi aris momewona yochag ra happy happy happy xo gitxari ro shen da shen daikos tyvilad ar giwvaliat tqo biggrin biggrin aman ukve saboolood damarwmuna da darwmunebuli var ro shemdegshic ar gamicruvdeba imedi smile smile smile yochag dzalian kargia da ase gaagrdzele biggrin biggrin biggrin

Natt♥Booთარიღი: ორშაბათი, 2011-01-31, 10:20 PM | შეტყობინება # 21
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
madlobaa renesme, didi madloba da aucileblad ufro metad saintereso tavs davwer mere biggrin


♥izabella♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-31, 10:45 PM | შეტყობინება # 22
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
Breee, echvic ar mepareba happy happy happy happy

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-31, 11:20 PM | შეტყობინება # 23
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian dzalian dzalian kargi tavi iyo, martla emociuri da iseti, rom advilad igeb ra gidevs shignit happy axali tavi rodis iqneba?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Natt♥Booთარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 1:51 PM | შეტყობინება # 24
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
natuka, renesme, madlobaaa, happy shabat-kviraas iqneba axali tavi.


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 1:57 PM | შეტყობინება # 25
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
Breee, wow dzaan magari tavi iyo grdznobebic da absoliturad yvelaperi dzaan magrad gqonda gadmocemuli dzaan kargad wer ase gaagrdzele happy


bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 2:20 PM | შეტყობინება # 26

206
19  +
33  ±
   ±
Offline
hmm...momwons zaan kargat wer:*

Natt♥Booთარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 2:33 PM | შეტყობინება # 27
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
madlobaaa happy happy happy



შეტყობინება შეასწორა Breee - სამშაბათი, 2011-02-01, 2:37 PM

ROBsessedთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 8:50 PM | შეტყობინება # 28
***
1111
54  +
   ±
Offline
Breee, magaria dzaan..ori glonti cuds ro ar dadebda vicodi magram es martla magaria..
tan cekvazea da nu icode rom sheni mkitxveli var kiss




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

Natt♥Booთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 9:07 PM | შეტყობინება # 29
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
ROBsessed, madloba deiiii biggrin xo sheni dediko misworebs xolme kargaad biggrin biggrin biggrin tore me dzaan kargad ver vkrifav kai betaa ninii biggrin


Renesmeeთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:41 PM | შეტყობინება # 30
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
ძალიან მომეწონა!
არ დავიწყებ ახლა ქება დიდებას და ბლაბლა..
ახალ თავს ველოდები!


♥.. Renesmee..♥
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 10
  • 11
  • »
ძებნა: