ohoo gaviqceee? ai iqnebit tqvenc magal klasshi da...
mokled ai axali taviiiic gagirset rogorc iqnaa, xan me ar mecala da xan betas, amito gagvewela da bvodishiii. axla kii tanananaaaaaaaaaaaaaaaaa...... 3 თავი
დილით რომ გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ ღამით უამრავი რამ მომხდარიყო; სამსახურიდან მოსულ დედას თურმე მამა ელაპარაკა,თავიდან მთელი ამბები გაუმართავს დედას, მიკვირს, რომ ვერ გავიგე. მერე დაწყნარდა და დილით ახლა მე დამიწყო ხვეწნა-მუდარა, რომ წასვლა გადამეფიქრებინა. მესმის, რომ დედის ინსტიქტით მოქმედებდა და ჩემი ელენასთვის მინდობა არ უნდოდა, მაგრამ მაინც არ დავნებდებოდი. ბოლოს როგორც იქნა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და მოლბა. მთხოვა, თავის ოთახში ავყოლოდი, იქ კი გვერდიდან არ მომცილებია. მეხუტებოდა, ბავშვობის ამბებს იხსენებდა, ეტყობოდა, რომ უნდოდა ვესიამოვნებინე. მოკლედ ერთგვარი გულახდილი საუბრები გვქონდა.
რომ მოსაღამოვდა და ბარგის ჩალაგების დრო მოვიდა, მითხრა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, უჩემოდ როგორ უნდა გაეძლო. მერე ბარგი ჩავალაგეთ და ამ დროს ჯინიც მოვიდა. ჩემს ოთახში ავიყვანე და დედამ მარტო დაგვტოვა.
-ესე იგი მიდიხარ!-შეჰკივლა ჯინიმ-რა მაგარია! ნეტავ მეც მეღირსებოდეს ლოს-ანჯელესის ქუჩები, მაღაზიები, კლუბები... მაგრამ უშენოდ რა ვქნაა?-ლამის აცრემლებული თვალებით მიყურებდა.
-ნუ ღელავ, ჯინ, დაგირეკავ ხოლმე, თან ელენას ორი კომპიუტერი აქვს, ერთი ჩემია და ვიდეოთვალითაც ვისარგებლებთ.
ჯინი ჩამეხუტა, მერე ტელეფონმა დაურეკა. ისე ლაპარაკობდა, აშკარად ვიღაც ბიჭი იყო, ამიტომ ხელი არ შემიშლია.
-მელ, უნდა წავიდე რაა, ბოდიშიი-ბავშვური ღიმილით მითხრა.
-რა თქმა უნდა, წადი, ის ხომ ერთადერთია-დავიჭყანე.
ჯინიმ ენა გამომიყო, გადამეხვია და წავიდა. ის დღე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნამდვილად წყნარად გავატარე. მე, დედამ და მამამ ერთად ვივახშმეთ, ჯერემიც კარგ ხასიათზე იყო და ჭამაზე დაგვთანხმდა. მოკლედ დღემ ფურორით ჩაიარა! ანუ ყოველგვარი კამათის გარეშე. მალევე დავწექი, რათა ხვალ არ დავღლილიყავი მგზავრობით.
დილით გავიღვიძე, ჩვეულებისამებრ ჩავიცვი, მოვწესრიგდი და სარკეში ჩავიხედე-არა მიშავდა; შარვალში, მოხერხებულ მაისურში და სნიკერებში ვიყავი გამოწყობილი. ქვემოთ ჩამოვედი და სამზარეულოში შევედი. ყველა ფეხზე იყო და ისეთი სახეები ჰქონდათ (დოის გარდა, მხოლოდ ის იღიმოდა) თითქოს ფრონტზე მიშვებდნენ.
უსიტყვოდ ჩაიარა საუზმემ, ასევე უსიტყვოდ გამოვედით გარეთ, მაგრამ აქ უკვე ჩუმად ვეღარ ვიქნებოდი რადგან ჯინი დავინახე! ჩემთან დასამშვიდობებლად დილის ექვს საათზე ამდგარიყო! გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე.
-ძალიან მომენატრები!-წავილუღლუღე ცრემლებში.
-მაგაში მე მაინც ვერ მაჯობებ- გამიცინა.
-მიყვარხარ! ძალიან, ძალიან, ძალიაააან!!!-ხელს აღარ ვუშვებდი, ისევ ვეხუტებოდი. ვერ წარმომედგინა, იქ, იმდენ უცხო ხალხში ჯინის გარეშე როგორ უნდა გამეძლო?!
-მეც მიყვარხარ და ეგ შენც იცი. ახლა კი წადი, თორემ დაგაგვიანდება. ელენას ნომერი ვიცი და დაგირეკავ.
დოი ვერ მოდიოდა, ამიტომ მივედი და ისე ჩავეხუტე, როგორც არასდროს.
-აბა შენ იცი, არ შემარცხვინო.-მითხრა ყურში.-თორემ მერე ნენეს რა გაუძლებს.
გამეცინა. ახლა ჯერემის გადავეხვიე. ვერ ვიტყვი, რომ დიდად გულთბილი გამომშვიდობება მომიწყო, მაგრამ ვიცოდი, რომ გულის სიღრმეში ძალიან განიცდიდა ჩემს წასვლას. მანქანაში ჩავჯექით მე და დედა. ავტომანქანა დაიძრა და პირველად მაშინ გავაანალიზე სად მივდიოდი. ეს არ იყო რეალობა, ეს ჩემი სიზმარი იყო რომელიც ახდა და თორმეტწლიანი წყვდიადიდან გამომიყვანა. ახლა სწორედ იმ ნათელი წერტილისკენ მივრბოდი, უიეცრად რომ გაანათა სიბნელეში. მალე ცაში ავხტებოდი დააა ლოს-ანჯელეშში ჩავხტებოდიი!!! აქ კი დაიწყებოდა ნათელი, ფეხშიშველი და რაც მთავარია ჩემი ცხოვრება! ღმერთო, როგორ ვღელავდი! როგორ შევეგუებოდი იქ იმდენ უცხო ხალხს? სკოლაში როგორ მიმიღებდნენ? მივაღწევდი რამეს, თუ ფუჭი იყო ჩემი მგზავრობა? მეშინოდა, მაგრამ მაინც ამაყად მეჭირა თავი, რომ ნენეს არაფერი შეემჩნია. აეროპორტში მივედით, ყველა პროცედურა გავიარე და ახლა უკვე თვითმფრინავის მოლოდინში აღელვებული დავდიოდი აქეთ-იქით. დედა თვალს მაყოლებდა.
-მოდი, დაჯექი-მითხრა-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
-არა, დე, მე უბრალოდ ვღელავ, რადგან არ ვიცი, როგორ გამომივა...
-მელიტა, შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემს შვილებს კი ყველაფერი გამოსდით, რაც ძალიან უნდათ. მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ჭკვიანად იქნები.
-კარგი, დე, გპირდები.
’’მესამე რეისის მგზავრებს გთხოვთ გაემზადოთ’’-გამოაცხადეს.
გული ლამის ამომიხტა საგულიდან. წამოვდექი, დედას ჩავეხუტე.
-მიყვარხარ დე...
-მეც ჩემო სიხარულო, არ დამივიწყო, დამირეკე ხოლმე.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და თვითმფრინავში ავედი. მერე უკვე აღარ მახსოვს რა მოხდა, ან როგორ აღმოვჩნდი ცაში. ორ საათში უკვე ლოს-ანჯელესში ვიყავით და როცა ფეხი მიწაზე დავდგი, ისეთმა მღელვარებამ მომიცვა, რომ ყირამალაზე გადავედი! მერე ხალხში უხერხულად მიმოვიხედე-არავინ მიყურებდა, აქ ეს არავის უკვირდა, რადგან ეს ლოს-ანჯელესი იყო! ბარგი ავიღე და საათს დავხედე. ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო, ელენას ალბათ ეძინა და მისი გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ ჩემი ჩემოდნით ქალაქში სეირნობა დავიწყე. მერე მაღაზიაში შევედი წყლის საყიდლად და როცა ჩანთა გავხსენი, კონვერტი ძირს მძიმედ დაეცა. ეს ჩემი ნამდვილად არ იყო. გავხსენი და დოის ხელნაწერი ვიცანი. ალბათ რამეს მარიგებდა, ჭკვიანად მოიქეციო, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზა წავიკითხე.
’’გართობა ყველგან საჭიროა.
დოი.’’
კონვერტში ჩავიხედე და... ო, ღმერთო! ფულით იყო გამოტენილი! სიხარულისგან იმხელა დავიკივლე გამყიდველმა ალბათ გიჟად ჩამთვალა. ბარგი ავიღე და გამოვვარდი გარეთ. პირდაპირ ელენას სახლისკენ მივრბოდი. როგორ გაუხარდებოდა ჩემი ნახვა! ალბათ რამდენი რამ ჰქონდა ჩემთვის შეკერილი! ის ხომ ლოს-ანჯესში და მთელს კალიფორნიაში ცნობილი დიზაინერი იყო! ახლა უკვე ფულიც მქონდა და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. მართალია, ჩვენს ოჯახს ფული არასდროს აკლდა, მაგრამ მისი დამოუკიდებლად ხარჯვის შესაძლებლობა არასდროს მქონდა, ჯერემისგან განსხვავებით. როგორც იქნა სახლში მივედი. ელენამ კარი რომ გააღო და მე დამინახა, ჯერ კარგა ხანს გაშტერებულმა მიყურა, შემდეგ კი დაიკივლა და ხტუნვა დაიწყო. მეც გავიმეორე მისი საქციელი. პატარა გოგონებივით ვხტუნაობდით და ერთმანეთს ვეხვეოდით. თუმცა რა, არ ვიყავით პატარები?
-მეელ! არ მჯერა რომ აქ ხაარ!!!-იცინოდა ელენა.
-ჰო, ეგ ჯერ ვერც მე დავიჯერე.
-რამდენი ხნით რჩები?
-სანამ არ გამაგდებ-გავიკრიჭე.
-აჰაა! ანუ სამუდამოდ!-შეჰკივლა-არაფერი არ თქვა! ეხლა მაღაზიებში მივდივართ, თან მაინტერესებს, შანელის ახალი კოლექცია, ხომ იცი მჭირდება ეგეთი რამეები. იქიდან ყველაფერი მოგვაქვს! -ამას არ ტყუოდა, ნამდვილად ყველაფერს ყიდულობდა ხოლმე.-მერე სკოლაში შევივლით და შენს საბუთებს შევიტანთ, იქიდან კი წავალთ ახალ კლუბშიი! დღეს იხსნება და დაპატიჟებული ვარ, როგორც ცნობილი სახე.-გაიჯგიმა.-კლუბს Janet–ი ჰქვია, და ჩვენ დღეს მას თავზე დავიმხობთ!
-აბა რააა!!! აქ აბა რისთვის ვაარ! ოღონდ გაითვალისწინე, რომ არ ვცეკვავ.
-მაგასაც ვნახავთ. მგონი ისე აცეკვდები, რომ ვეღარ გაგაჩერებ.-ჩაიცინა.-ჰე, ადექი, რაღას ზიხარ!
მოვიარეთ მთელი ქალაქის მაღაზიები. უამრავი რამ ვიყიდეთ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა აქსესუარები. ელენა დიდ ხანს აკვირდებოდა ყველაფერს, რათა შემდეგ თავის კოლექციაში გაეთვალისწინებინა. მერე სკოლაშიც შევიარეთ. მიმიღეს, ის კი არა საკლასო ოთახებსაც კი მოვკარი თვალი. მაგრამ მთავარს, თუ როგორი ბავშვები სწავლობდნენ აქ, ხვალ გავიგებდი. მანამდე კი Janet-ში გართობა მელოდა!
ის დღე მართლაც რომ ყველაზე მაგარი იყო ჩემს ცხოვრებაში. კლუბში ელენამ მანამდე მასვა კოქტეილი, სანამ ცეკვის სურვილი თვითონ არ გამოვთქვი. ცხოვრებაში პირველად არ მადარდებდა, რას ვაკეთებდი, პირველად ვიგრძენი, თუ როგორი უნდა ყოუფილიყო მელიტა. ამაყი ვიყავი და ეს სასმელის ბრალი არ იყო. ვამაყობდი ჩემი თავით, რომ მე შევძელი საკუთარი პირინციპებიასა და პრიორიტეტების დაცვა, წინააღმდეგობა გავუწიე ყველას და ყველაფერს, რაც წინ გადამეღობა და ჯილდოც მივიღე-მე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში ვიყავი და ვცეკვავდი! თითქოს ისევ ბავშვობა დაბრუნდა! ვიხსენებდი ყველაფერს, რაც თავის დროზე მამამ მასწავლა და უბრალოდ ვაძლევდი სხეულს თავისუფლად მოძრაობის უფლებას. უცებ დარბაზის შუაგულში აღმოვჩნდი, ირგვლივ ხალხი შემომხვეოდა და მათ გავნცვიფრებულ სახეებს ვხედავდი.
’’შეხედეთ!’’, ’’ამას როგორ აკეთებს’’, ’’რა მაგარია’’, ’’ალბათ მოცეკვავეა’’, ’’კი მაგრამ ვინ არის?’’-ხალხისგან უამრავი რამ ისმოდა და მე მიხაროდა. მიხაროდა რადგან ყველაფერი კარგად იყო. შეძახილები არ წყდებოდა და არც მე ვწყვეტდი მოძრაობას სანამ...
არ გამოჩნდა ვიღაც. ბნელოდა და მისი სახე ვერ დავინახე, მაგრამ გავარჩიე, რომ ბიჭი იყო. ხალხი მიმოიფანტა, უცნობი წრეში შემოვიდა. თავჩაღუნული იდგა და უცებ ცეკვა დაიწყო.
აი ეს მესმიიიიიის! მართლაც რომ მაგრად ცეკვავდა! მე უკან დახევა გადავწყვიტე, მაგრამ არ გამიშვეს. სხვა გზა არ იყო, უნდა მეცეკვა. ჰოდა ვიცეკვებდი! აღარ გავჩერდებოდი!
ასეც მოხდა. ვცეკვავდი და მხოოოლოდ ვცეკვავდი. უნდა ვაღიარო, რომ ერთობლივი ნამუშევარი კარგი გამოგვივიდა მე და იმ უცნობს; ხალხი აღფრთოვანებული იყო! მუსიკა შეწყდა. ვიცოდი, რომ თუ კიდევ დავრჩებოდი, აუცილებლად გაირკვეოდა ჩემი ვინაობა. მე კი ეს ახლა ნამდვილად არ მაწყობდა; ვერ ავიტანდი, რომ რახან დოი ჯონსის შვილი ვიყავი, ჩემთან ყველას უნდა ელაქუცა. ლონდონშიც საკმარისად ვიწვნიე! ამიტომ აღარ დავაყოვნე და მაშინვე გამოვძვერი წრიდან. კლუბიდან გამოვედი. ნაბიჯების ხმა მესმოდა-ელენა მომსდევდა.
-მელ! რა დაგემართა? ასე გიჟივით ნუ მირბიხარ!-მეძახოდა.
მუხლებში ძალა მეცლებოდა. უცებ ჩავიკეცე. ამ დროს ელენაც დამეწია და ჩაიმუხლა.
-კარგად ხარ? რა სულელი ვარ! ამდენი რატომ დაგალევინე?!
-ელენა...კარგი იყო?
-რა?
-ცეკვა...მე ხომ ვიცეკვე?..-გაღიმებული ვლუღლუღებდი.
-კი, მელიტა, იცეკვე და თანაც მსოფლიოში ყველაზე მაგრად!-თვალები აუცრემლიანდა, თან იღიმოდა.
გავიცინე.
-მე...ვიცეკვე...
ამის თქმა იყო და თვალთ დამიბნელდა...