მესამე დაბადება გადაიდო
|
|
Natt♥Boo | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-25, 2:56 PM | შეტყობინება # 1 |
''Little Dreamer With Big Dreams''
124
Offline
| სახელწოდება: მესამე დაბადება გადაიდო ავტორი: Breee ბეტა:Rob♥Sten დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება მაქვს მე რეიტინგი: G (General) ჟანრი: Romance, Hurt, Lifeful... პეირინგი: ... სტატუსი: წერის პროცესშია. სამარი: ყველაფერი გოგონაზე რომელსაც ბავშვებოდან დიდი სირთულეების დაძლევა მოუწია, მას ჩაუხშეს ერთადერთ ოცნება და ახლა ის შეიძლება კვლავ დაუბრინდეს მას, თუმცა ამაში მას ვინმეს თანადგომა სჭირდება. ავტორისგან: წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხავს და თუ ეს მოთხრობა ცოტათი მაინც მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას, ესე იგი ტყუილად არ მიწერია. პროლოგი ადამიანი სულ სამჯერ იბადება. პირველად მაშინ, როცა არსებებს შორის გროძნობა ჩნდება, როცა ორი ერთმანეთს თვალებში ჩახედავს, იგრძნობს, რომ წამოწითლდა და მთელი სისხლი სახეზე მოაწვა და იტყვის ”შემიყვარდა”. პირველად სწორედ ეს ”შემიყვარდა”, ”მიყვარხარ” და სიყვარულია ადამიანი. დრო გადის და ამ უმანკო, თოვლივით თეთრ და სპეტაკ სიყვარულთან ერთად ჩნდება ვნება; ბრდღვიალა, წითლად აელვარებული, გიჟური, დაუოკებელი და არანორმალური და მაშინ, როცა ეს ორი უკვე ერთი ხდება, მაშინ, როცა მათთვის უკანასკნელი, ერთმანეთისგან დამალული სიშიშვლეც ქრება, უკვე მეორედ იბადება ის... პატარა, უმწეო, დიდლოყება ბავშვი, რომელმაც ეს-ესაა თვალები გაახილა და მათგან გამოწვეული ლურჯი შუქი შეანათა ვის? უკვე ”მშობლებს” რომლებსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ ჯერ კიდევ პატარა გოგონა და ბიჭი ერქვათ, რომელთა ერთად ყოფნას ყველა ნაადრევ ნაბიჯსა და მატრაკვეცობას ეძახდა. მეორედ დაბადებული, თითქოს დიდის შთაბეჭდილებას იწვევს-ადამიანის, რომელმაც ერთი ცხოვრება უკვე განვლო, დაბერდა მოკვდა და ახლა ხელმეორედ დაიბადა, მაგრამ არა! ის სულ პატარაა, ეს გოგონა სულ სხვაა, პაწია ხელის მტევნებითა და პეხის ტერფებით, რომლებსაც თათები უფრო ჰქვიათ. თეთრზე თეთრია გოგონა და შავზე შავი თმები აქვს, ზღვაზე ლურჯი თვალები თამამად იპრანჭებიან, ტუჩები კი სიწითლეს იმუქრებიან. აი, მის სწორ, პაწია ცხვირზე ცრემლი ჩამოცურდა. ეს იმიტომ, რომ მან შეისუნთქა-აქაური ჰაერის სურნელი იგრძნო. მაგრამ თითქოს მეტს ელოდაო (წინა ცხოვრების მსგავსად) იმედგაცრუებულმა ტირილი დაიწყო და დედას მიეკრა. ეგონა ის ერთადერთი იყო ვინც იქ დააბრუნებდა, საიდანაც მოვიდა, მაგრამ როცა მიეხუტა და მისი დედობით აღელვებული თრთოლვა იგრძნო, მოეწონა და სიამოვნებით მოპრუწა ტუჩები. ალბათ იფიქრა მესამე დაბადებაღა დამრჩაო და მის მოლოდინში გაირინდა. მაგრამ ის დაბადება გადაიდო, მასთან ერთად ზევითა ცხოვრებაც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვინ იცის, იქნებ ამ მესამეს უკვე ჩართული ჰქონდა წამზომი. გოგონას კი მალე რძის სუნი აუვიდოდა...
შეტყობინება შეასწორა Breee - ოთხშაბათი, 2011-01-26, 6:43 PM | |
|
|
|
|
------ | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-25, 9:14 PM | შეტყობინება # 4 |
from porcelain, to ivory, to steel.
1183
Offline
| Breee, ძალიან ლამაზად გაქვს აღწერილი ნატა <3 მომეწონა ძალიან! Quote (Breee) მაგრამ როცა მიეხუტა და მისი დედობით აღელვებული თრთოლვა იგრძნო, მოეწონა და სიამოვნებით მოპრუწა ტუჩები. ალბათ იფიქრა მესამე დაბადებაღა დამრჩაო და მის მოლოდინში გაირინდა. მაგრამ ის დაბადება გადაიდო, მასთან ერთად ზევითა ცხოვრებაც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვინ იცის, იქნებ ამ მესამეს უკვე ჩართული ჰქონდა წამზომი. გოგონას კი მალე რძის სუნი აუვიდოდა... ეს განსაკუთრებით <3 ველოდები გაგრძელებას :* ყოჩაღ :*
| |
|
|
|
|
bachia_bachia555 | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-26, 2:14 PM | შეტყობინება # 7 |
206
Offline
| dasawyisi zaan momweona, da damainteresa...velodebi axal tavs:***
| |
|
|
|
|
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-27, 7:36 PM | შეტყობინება # 13 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
|
|