Rob♥Sten | თარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 2:15 PM | შეტყობინება # 121 |
MrS.Cullen
1458
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
bachia_bachia555 | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 2:35 PM | შეტყობინება # 127 |
206
Offline
| eseigi...sheni fiki gushin wavikitxe magram komis dawera ver movaswari : ( es tavic rogorc yoveltvis momewona Quote (Natt♥Boo) -არ ვიცოდი, ასე თუ მოგენატრე.-გაიკრიჭა და სახლში შემიპატიჟა. -ჰო, ცდუნებას ვერ გავუძელი, შენი ღვთიური სახე რომ არ მენახა. es momenti gansakutrebit momewona
| |
|
|
|
Rob♥Sten | თარიღი: კვირა, 2011-03-27, 3:32 PM | შეტყობინება # 133 |
MrS.Cullen
1458
Offline
| 6 თავი (რონი) ჩემს ოთახში ვიჯექი. გარეთ წვიმდა. უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში; სკოლა და ხვალინდელი თამაში, კეტრინის დაბადების დღე, რომელიც 1 კვირაში იყო, ჯუდი, რომელთან ურთიერთობაც თანდათან იძაბებოდა. ის რომ გავიცანი უწყინარი და საყვარელი გოგონა იყო. ახლა კი სულ შეიცვალა; დაბოღმილ, შურიან და სერიოზულ ქალს დაემსგავსა. მე კი ასეთებთან ურთიერთობა არ შემეძლო. არ ვიცოდი როგორ გაგრძელდებოდა ჩვენს შორის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო: ჯუდი მღლიდა. მისი კაპრიზების, პრეტენზიებისა და დრამატულობისაგან საშინლად ვიყავი გათანგული. სამაგიეროდ აღმოვაჩინე გოგონა, რომელიც ძალიან მიზიდავდა. მელიტა რაღაც საოცრება იყო. ისეთი ლამაზი, თოვლივით თეთრი და მუდამ მომღიმარი სახე ჰქონდა. საკმარისი იყო რამე ეთქვა ჩემთვის, ან თუნდაც მხოლოდ შემოეხედა, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა. გოგონებთან ურთიერთობა არასდოს მიჭირდა. მოკლედ მათთან ზედმეტად თამამიც კი ვიყავი. ჩემზე გიჟდებოდნენ და მეც გოგონების მუსუსად მიცნობდა ყველა. მაგრამ მელიტას ამას ვერ ვუბედავდი. ვერც სერიოზულად ვესაუბრებოდი-მუდოდ რომ არ ჩავეთვალე. ამიტომ მრჩებოდა ერთადერთი გზა-უნდა მემასხარა, რომ მელიტას გასცინებოდა და ამით დავკმაყოფილებულიყავი. ამ იმედგაცრუებას ისიც დაემატა, რომ კეტრინმა გამიმხილა-შეყვარებული ვარო. როგორც შევატყვე იმ ბიჭზე გიჟდებოდა და არ მესიამოვნა. ეს ხომ ჩემი და იყო! და რაც ყველაზე საშინელებაა, ეს ბიჭი ჩემი მეგობარი ენდრიუ აღმოჩნდა. ამ ფიქრებში გართულმა ვერც შევამჩნიე როგორ ჩამეძინა. მელიტა დამესიზმრა. ცეკვავდა და თან მიღიმოდა. მეც იქვე ვიჯექი და ვუყურებდი. მელიტამ ერთი ბრუნი გააკეთა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე... თან აღტაცებით იცინოდა და არ ჩერდებოდა. უცებ ფეხი დაუცდა და დაეცა. მეც მაშინვე მივირბინე მასთან. მელიტას თავი ჩაღუნული ჰქონდა. როცა მივედი და ასაყენებლად ხელი მოვხვიე, ხელი მკრა და იყვირა: ’’დამანებე თავი! არავის დახმარება არ მჭირდება! დამტოვე მარტო სცენასთან!’’ ხელი მაინც არ გავუშვი, მაშინ მელიტამ თავი ასწია და თვალებში ჩამხედა. ტანჯული სახე ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა საშინელი დანაშაული ჩაიდინაო. უცებ თვალებში ნისლი ჩაუდგა, დაიძაბა და მაგრად ჩამეჭიდა. შველას ითხოვდა მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მელიტა ნელ-ნელა მოეშვა და უღონოდ მიესვენა ჩემს მკლავზე... ჩემივე ყვირილმა გამაღვიძა. ერთიანად სველი ვიყავი. ღმერთო ასეთი კოშმარი ჯერ არ მენახა. ერთი კარგად შევიკურთხე და წამოვდექი. -რა სისულელეა! მელიტა ცეკვას ვერ იტანს! იდიოტი ხარ, რონ!-წამოვიძახე. მერე ჩავიცვი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. იმედია დღეს მელიტას ვნახავდი. (მელიტა) დილით გაღვიძება საშინლად გამიჭირდა. ელენამ რომ ვერაფერი იღონა, ბოლოს ცივი წყალი გადამასხა. -ნორმალური ხარ?-ვკითხე როცა აძაგძაგებული წამოვჯექი და ჩაცმა დავიწყე. -დიახაც! მალე ქენი, სკოლაში გაგვიანდება!-მითხრა ელენამ და ოთახიდან გავიდა. მოვემზადე, ჩანთა ავიღე და ელენას გავძახე: -ელ, წავედი და საღამოს გნახავ! სკოლაში დამაგვიანდა. კლასში რომ შევედი დავინახე, რომ რონი ჩემს მერხთან იჯდა და მიღიმოდა. ძლივს შევიკავე თავი რომ არ გავწითლებულიყავი. -მის ჯონს, რატომ დააგვიანეთ? დაბრძანდით და ეს აღარ გაიმეოროთ.-მითხრა მასწავლებელმა. ადგილზევე გავიყინე. ჩემი გვარის ხსენებაზე გაოცებული ბავშვები მომჩერებოდნენ. განსაკუთრებით კი რონს ეწერა შოკი სახეზე. მივედი და მის გვერდით დავჯექი. -ჯონსი? ელენას ძმიშვილი ხარ? დოის შვილი?-გაოგნებულმა მკითხა. ახლა რაღა ვქნა? ძალიან დავიბენი, სუნთქვაც კი გამიჭირდა. -ეეე...არა, უბრალოდ გვარები ემთხვევა და სწორედ ამან დაგვაახლოვა.-მოვიგონე ძლივს რაღაც. -ვითომ?-წარბი აწია. თავი დავუქნიე და თმებში ჩავმალე. რონს გაეცინა. თავბრუს მახვევდა ეს ბიჭი. მაგრამ მას შეყვარებული ჰყავდა და ალბათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მე ზედმეტი ვიყავი. ჯუდი რონის წინ იჯდა. დრო და დრო მოიხედავდა რონს გაუღიმებდა, მე ზიზღით სავსე მზერას მაჩუქებდა და მიბრუნდებოდა. სწორედ ამ დროს, კლასის კარი გაიღო და ოთახში ბიჭი შემოვიდა. მის დანახვაზე რონმა ჯერ თვალები დააჭყიტა, შემდეგ კი ერთი მაგრად შეიგინა. ნეტა რა მეხი მიახტა? -აჰ! მობრძანდით ყმაწვილო.-თავი ასწია მასწავლებელმა და ბიჭი თავისთან იხმო.-ბავშვებო, ეს თქვენი ახალი კლასელია...ეეე...-სახელი და გვარი დაავიწყდა და ჟურნალს დახედა.-კევინ რეი. -მშვენიერია.-ჩაილაპარაკა ჯუდიმ-ჯერ ეს სულელი მელიტა, ახლა ეს მურთხი კევინი. თავი ჯოჯოხეთში მგონია! ამაზე რონმა უჯიკა: -მელიტას რას ერჩი? აი კევინი კი... -იცნობ?-ვკითხე, რადგან კევინის გამოჩენით მისმა უხასიეთობამ გამაკვირვა. -ისე რა-ჩაიბურდღუნა-მაგრამ საკმარისად კარგად ვიცნობ იმისთვის, რომ ვიცოდე რა ნაგავიცაა. გაკვეთილზე მეტი აღარაფერი გვითქვამს. კევინი ჩემს პირდაპირ დაჯდა და დავინახე როგორ ჩაუკრა რონს თვალი, ეს უკანასკნელი კი ისე დაიძაბა, რომ მეგონა ახლა სკამს გადაამტვრევდა თავზე. ზარი რომ დაირეკა, გოგონების ტუალეტისკენ გავწიე. იქ რიგი დამხვდა, ამიტომ იძულებული გავხდი პირველი სართულის მიყრუებული ტუალეტით მესარგებლა. რამდენიმეჯერ მომეჩვენა, თითქოს ვიღაც მომყვებოდა და უკანაც მოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე. ტუალეტიდან გამოვედი და სწორედ მაშინ როცა კაბას ვისწორებდი, ვიღამ წელზე ხელი მომხვია. -ამის გასწორება რად გინდა, ასეც მშვენივრად გაქვს.-მომესმა ვიღაც ბიჭის ხმა. მუხლები ამიკანკალდა. მოვტრიალდი და კევინი დავინახე. -ოჰო! ჩვენს რონს გემოვნება ძველებურად კარგი აქვს!-ჩაიცინა მან. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მაშინვე წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მან დამიჭირა. -დამანებე თავი!-წამოვიკივლე და ისევ გასაქცევად გავიწია, მაგრამ ვერაფერს გავხდი. კევინმა გაიცინა. ისეთი ამაზრზენი იყო, ენა ჩამივარდა! ბიჭი ხელით ნელნელა დაუყვა ჩემს წელს და უცებ მაკოცა. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ჩემზე ბევრად ღონიერი იყო. -თავი დამანებე! გამიშვი! - ვყვიროდი, მუშტებს ვურტყავდი, მაგრამ ისეთ მიყრუებულ ადგილას ვიყავით, ჩემს ხმას ვერავის მივაწვდენდი. ბიჭი კი არ ჩერდებოდა. და სწორედ მაშინ როცა ძალაგამოლეულს გული მიმდიოდა, ვიგრძენი, რომ ბიჭი მომაცილეს. თითქოს თვალთ დამიბნელდა და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ ხმებს ვარჩევდი. -კევინ... ახლა რაღა ჩაიფიქრე?..-ამას დარტყმის ხმა მოჰყვა. როგორც იქნა გავარჩიე ყველაფერი. კევინი ძირს ეგდო, რონი კი გამეტებით ურტყამდა. -იცოდე! თუ...ერთხელ...მაინც...გაეკარები...მელიტას...მოგკლავ! ჩემი ხელით მოგკლავ!-გამწარებული ყვიროდა რონი. შეშლილი სახე ჰქონდა. ახლა თუ არ შევაჩერებდი, დიდ შარში გაეხვეოდა. ამიტომ ძალა მოვიკრიბე და წამოვდექი. -რონ! გაჩერდი გთხოვ! აღარ გინდა!-ვყვიროდი და თან ცრემლები მომდიოდა. რონმა შემომხედა და ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა გაჩერდა. ადგა და მომეხვია. მეც უღონოდ მივეკარი გულზე და ავქვითინდი. -წამოდი, სახლში წაგიყვან.-მითხრა ბოლოს. -მოიცა, კევინს რა ვუყოთ?-ვკითხე და ბიჭს დავხედე; სახე ერთიანად დასისხლიანებოდა და ახველებდა. -იპოვის ვინმე.-ზიზღნარევი ხმით თქვა რონმა და წამიყვანა. მის მანქანაში ჩავჯექით. მე ჯერაც ვერ გავრკვეულიყავი ბოლომდე, რა მოხდა. ძალიან შემეშინდა. რონი კი ასეთი გამწარებული ჯერ არ მენახა. -რონ...-დავარღვიე სიჩუმე. -რა იყო?-ძალიან ანერვიულებული იყო. -მადლობთ.-ვუთხარი და ისევ წამსკდა ცრემლები.-რომ იცოდე როგორ შემეშინდა! შენ რომ არ მოსულიყავი... -ნუღარ იხსენებ. მთვარია მოგისწარი, ხვალ კი მოვუვლი იმ იდიოტს. -აღარ გინდა. კევინმა თავისი უკვე მიიღო. -რას ქვია მიიღო? მელიტა წარმოგიდგენია მაინც რა მოხდებოდა ორი წუთით რომ დამეგვიანა? როცა დავინახე, რომ კევინი უკან გამოგყვა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაცას აპირებდა და მეც გამოვედევნე. რონის სიტყვებზე შიშით ნერწყვი გადავყლაპე. -საიდან იცნობ კევინს? ან ასეთი ცუდი ურთიერთობა რატომ გაქვს მასთან?-ვკითხე. რონმა ჩაიცინა. -ეგ დიდი ხნის ამბავია, მელიტა. ბავშვობაში ვმეგობრობდით. ის ღარიბი ოჯახიდან იყო, მე არა. მე ყველაფერი მქონდა, მას არა. კევინზე ახლო არავინ მყავდა და ყველაფერს ვაძლევდი, რომ თავი ცუდად არ ეგრძნო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვატყობდი, რომ ჩემი შურდა. მერე ორივეს ჯუდი შეგვიყვარდა. ჯუდიმ მე ამირჩია და მას მერე გადამეკიდა კევინიც. თვით ჯუდიც კი არ დაინდო და ისეთი რაღაცეები გაუკეთა, გახსენებაც აღარ მინდა. სულ ცდილობდა ჩემთვის სიცოცხლე გაემწარებინა, დღეს შენთან ერთად რომ დამინახა იმიტომ გაგიკეთა ასე. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ისედაც მოეწონე.-გაიცინა და თბილად შემომხედა-შენ ხომ ასეთი ლამაზი ხარ. ვიგრძენი რომ გავწითლდი. სახლში მალე მივედით. რონმა კარამდეც კი მიმაცილა. -მმ, მგონი აქ უნდა დაგემშვიდობო ხო?-გაიცინა. -ხო, ინამუსე ახლა და წადი.-დავიჭყანე. -კარგი ხვალამდე, მელ და არ იდარდო ხო იცი მოევლება იმას-გამიცინა, შემდეგ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა. რონს დავემშვიდობე და სახლში შევედი. ელენას ყველაფერი მოვუყევი და კინაღამ გაგიჟდა. ისიც კი ვიფიქრე, რომ უკან, მშობლაბთან დამაბრუნებდა, მაგრამ შემპირდა, ჩვენს შორის დარჩებაო და დამაწყნარა. მერე ჩემს ოთახში ავედი, გაკვეთილები მოვამზადე და კომპიუტერი ჩავრთე. ჯერემის პასუხი მოეწერა. სანამ წერილი წავიკითხე ჩემი დამემართა. ნეტავ რას მწერდა? ისევ უხეშობდა თუ მართლა იფიქრა ყველაფერზე? წერილის კითხვა დავიწყე: ’’მელ, რომ იცოდე როგორ მენატრები. (ეს უკვე კარგი იყო, ესე იგი წერილში არ ჩხუბობდა) ჩემო ტყუპისცალო, რაც წახვედი, ესე მგონია ჩემი ნაწილი მომაცალესო. უკვე გეთანხმები! ნამდვილი იდიოტი, ყეყეჩი, უტვინო და ბატი ვარ! ნენემ მართლაც არ დამაკლო ჩხუბი. დოიც გამინაწყენდა, მაგრამ მერე როგოც მამამ, გამიგო და შემირიგდა. უშენოდ ძალიან მიჭირს. მხოლოდ შენ მიგებდი აქამდე, იმიტომ რომ შენც ჩემნაირად იყავი. მაგრამ უნდა ვაღიარო, შენ ჩემზე ძლიერი სულის პატრონი ხარ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, შენ დასძლიე პრობლემები, მე კი ვერა. მე სასოწარკვეთილმა სასმელს მივაკითხე და გავლოთდი. მერე ამას სკოლის პრობლემებიც მოჰყვა და ცხოვრებაზე სულ ჩავიქნიე ხელი. სიმართლე გითხრა, მარტო შენი წერილი ვერ გამომაფხიზლებდა. ჰო, მე მგონი მართლა გამოვფხიზლდი, მაგრამ ეს დედას ტანჯული სახისა და მამას იმედგაცრუებული გამომეტყველების დამსახურებაა. აქამდეც ბევრს მელაპარაკებოდნენ, შენც ხომ გახსოვს! ნენე თითქმის ყოველ დღე ტიროდა მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებდა. ახლა კი, როცა მათ სახეებს წავაწყდი-წყნარ, მაგრამ უემოციო და ათჯერ უფრო ტანჯულ სახეებს ვიდრე აქამდე, თავი უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. გამოსწორება მართლაც მინდა, მაგრამ როგორ მოვახერხო არ ვიცი. დღეს ჯინი იყო ჩვენთან და ველაპარაკე. დახმარებას დამპირდა. მისი იმედი მაქვს, მაგრამ სკოლაში სტატუსს როგორ აღვიდგენ? თუ არაფერი გაირკვა, დიდი-დიდი 2 წლით ჩამსვან. შენ მაგაზე არ იდარდო, უარესებიც გადამიტანია. ჩამოსვლა არც იფიქრო, პირიქით! რაც შეიძლება მეტად ეცადე, რომ შენი ოცნება აიხდინო. ალბათ მალე შემოგიერთდებით. მენატრები დაიკო, ჯერემი.’’ -ალბათ მალე შემოგიერთდებითო??-წამოვიძახე-ეს რას ნიშნავს? ოხ ჯერემი! რა ინტრიგანი ხარ! ეს ’’თ’’ რაღააა? ძმის აღიარებამ ნამდვილად ძალიან გამახარა და ყველაფერი მოვუყევი ელენას, მაგრამ იმან, რაც დღეს სკოლაში დამემართა საშუალება არ მომცა მემხიარულა. საღამოს, როცა მე და ელენა ტელევიზორს ვუყურებდით, მას ტელეფონმა დაურეკა. მთელი ათი წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ვიღაც კაცს. ბოლოს ტელეფონი გათიშა და მომიბრუნდა. -მელ! ვერ წარმოიდგენ რა მაგარი ამბავი მაქვს!-გახარებული ადგილზე ხტოდა-პარიზის მოდის კვირეულზე ჩემი ტანსაცმლის წარმოდგენაც იქნება! -რაა? გილოცააავ!!! ღმერთო რა მაგარია ელ!-წამოვიყვირე და ჩავეხუტე. -ხო, ოღონდ ერთი რამ არ მოგეწონება. -რატომ რა ხდება? ლონდონში მიშვებ?-შეშფოთებულმა ვკითხე. სიხარული სადღაც გაქრა. -არა სულელო! იქ რომ მოვკვდე არ გაგიშვებ! კეტრინთან დარჩები ორი კვირით.-გამიცინა ელენამ. -რაოოოო????
| |
|
|
|