ai bavshvebo axali tavi da axali personajebis suratebiic ^_^
4 თავი
თვალები გავახილე. ჩემს ოთახში ვიწექი და მზის სხივები სახეში მანათებდა. წამოვჯექი და დავინახე, რომ ელენა ვიღაც თეთრხალათიან კაცს ესაუბრაბოდა. ალბათ ექიმი იყო. ხუთ წუთში, კაცი წავიდა და ელენაც თან გაჰყვა გასაცილებლად.
-ელ, რა ხდება?-ვკითხე, როცა ისევ შემოვიდა ოთახში.
-არაფერია, გუშინ გადაიღალე. ისე მეც რა სულელი ვარ, ახალი ნამგზავრი რას გაგაქანე კლუბში.
-არა, ელ, მე არ ვნანობ. გუშინდელი დღე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.
-მელ, იცი რა მაგრა იცეკვე?! ხალხი შოკში იყო!-მითხრა ელენამ და ისეთი სახით შემომხედა, მივხვდი, ახლა რა კითხვითაც შემომიტევდა.
-მელ... ის ბიჭი ვინ იყო? ვინ იყო? ვინ იყოოო?-(აი ხომ ვამბობდი) პატარა გოგოსავით დაიწყო ხტუნვა.
-კარგი ახლა არ დაიწყო რაა-თვალები ავატრიალე-უბრალოდ ვიცეკვეთ და მორჩა, მისი სახეც კი არ დამინახავს. ისე რომელი საათია?
-ცხრის ნახევარი.
-რააა? სკოლაში მაგვიანდებაა!!!
-შენ რა სულ გარეკე? ექიმმა თქვა დაისვენოსო და შენ სკოლაში მირბიხარ?!
-აუ მინდა რაა წასვლაა.
-კარგი ჰო. რაც მამა ის შვილი! კი ბატონო წადი, მაგრამ ეცადე რომ იქიდან შენი ფეხით მოხვიდე და არ მოგიტანონ.
ავდექი და მოვემზადე. ჩემი ყოველდღიური ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, მაგრამ უკან ამომაბრუნეს. (ელენამ რომ დამინახა დაიკივლა, ხელი მტაცა, ამიყვანა ოთახში და თვისი შექმნილი თანსაცმელი გადმოყარა).
-ესენი რისთვის შეგიკერე?! თუ ახალი ცხოვრების დაწყებას ლოს-ანჯელესის ხალხში აპირებ, მაშინ ამათი ჩაცმა მოგიწევს და წინააღმდეგობა არც გაბედო!!!
ელენამ რაღაც ცისფერი და უაღრესად მოკლე ქვედა კაბა, თეთრი ბლუზი და დაწინწკლული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოიღო. ოღონდ ეს არაა! ჩამაცვა, შემდეგ თმები დამვარცხნა და გამიშალა, უამრავი აქსესუარით შემკაზმა და ბოლოს რაღაც შავ-თეთრ-ზოლიანი შემოსაცმელი მომცა, რომელსაც დიდი საყელო და ჯიბეები ჰქონდა. ეს ბოლო მართლაც ლამაზი იყო.
-ესეც უნდა ჩავიცვა?-ვკითხე.
-არა მხარზე გადაიდე, ასე უფრო მოდაშია-გაიცინა ელენამ.
-ოჰ, შენ და შენი მოდა რაა.-ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი. პირველი ზღართანიც სწორედ მაშინ მოვადინე მიწაზე. როგორც ჩანს წინ ’’მშვენიერი’’ დღე მელოდა. ელენა სულ გადაბჟირდა ჩემი სახის დანახვაზე და გადაწყვიტა სკოლაში მანქანით გავეყვანე. ეს კარგი იყო. ხალხი მას მიაჩერდებოდა და მეც უპრობლემოდ, ყოველგვარი ზედმეტი ყურადღების გარეშე შევძვრებოდი შენობაში. არა, მთლად უიღბლოც არ ვყოფილვარ. ***
სკოლის ეზოში ვიდექი ბიჭებთნ ერთად. ხვალინდელი თამაშის გეგმას უკვე მეათასედ ვიხილავდით. ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა. უცებ ბავშვები გაიყვნენ და გოგონები გამოატარეს. ჩემი და-კეტრინი და მისი მეგობრები-სამანტა და ჯუდი. ეს უკანასკნელი მაშინვე ყელზე მომეხვია.
-რონ, როგორ ხარ ჩემო საყვარელო?
-ვცდილობ კარგად ვიყო-უკმაყოფილო სახით ვუთხარი.
ჯუდი ჩემი შეყვარებული იყო და ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ზედმეტად მაბეზრებდა თავს.
-გოგონებო, იცით ელენასთან ვიღაც გოგო გადმოვიდა საცხოვრებლად. ალბათ მისი ერთ-ერთი მოდელი ან მეგობარია-თქვა კეტრინმა.-თან გუშინ სკოლაში ყოფილან და საბუთები შემოუტანიათ.
-ანუ დღეს მოვა?-იკითხა სემმა ცნობისმოყვარე სახით.
-ოჰოო! ახალი გოგო სკოლაში? ეს უკვე კარგია!-გავიკრიჭე. მაშინვე ჯუდის მუჯლუგუნი მომხვდა.
-მე აქ ვერ მხედავ?-გამებუსხა.
-კარგი ჰო, ხომ იცი რომ ვხუმრობ.
სწორედ ამ დროს სკოლის წინ მანქანა გაჩერდა.
-ღმერთო ჩემო, ეს ხომ ელენა ჯონსია!!!-დაიწივლეს გოგონებმა და მაშინვე იქით გავარდნენ. მათ თითქმის მთელი სკოლა მიჰყვა.
ელენა მანქანიდან გადმოვიდა და ვიღაც გოგოს გაუღო კარი. ვერ მოვიტყუები, მართლაც კარგი გოგონა იყო. ელენამ მას ხელი გადახვია და დაიძახა.
-ბავშვებო! ეს ჩემი ძმ...-ამ დროს გოგონამ მუჯლუგუნი წაჰკრა და გამეცინა. საყვარელი იყო. ალბათ რამე შეუსწორა.-ეს ჩემი მეგობარია და დღეიდან თქვენი სკოლელიც.
დავინახე, რომ ჩემი და მაშინვე მივიდა მასთან და გამოელაპარაკა, ალბათ ელენას უთხრა, კარგად მივხედავთო. ელენა ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა და კეტრინითან ახლოს იყო. ხუთ წუთში ჩემმა დამ ახალ გოგონას ხელი ხელში გაუყარა და წამოიყვანა. სემი და ჯუდი უკან გამოჰყვნენ. მიკვირს ჯუდი რატომ არ დაიბოღმა ამ ახალზე. ყოველთვის ასე ხდებოდა და ბოლოს ეს ახლები სკოლიდან მიდიოდნენ. მაგრამ არც ახლა იყო გამონაკლისი. ახალი გოგონას ფეხის გვერდით მალე ჯუდის ფეხი გაჩნდა და გოგონამ მიწაზე მოადინა ზღართანი.
თავიდან გამეცინა, მაგრამ შემდეგ ნერვები მომეშალა ჯუდიზე. მის ჯინაზე გოგონასთან მივედი და ჩავიმუხლე.
-მოგეხმარები-ვუთხარი.
-მადლობა.-წამოვაყენე და როცა სახეზე შევხედე გავშეშდი. ისეთი ლამაზი იყო! ცისფერი კი არა ზღვაზე ლურჯი თვალები ჰქონდა, ისედაც წითელი ტუჩები კი თეთრ კანზე კიდევ უფრო ელვარებდნენ. თან რა სურნელი ჰქონდა. ძლივს გამოვერკვიე რადგან კიდევ უფრო მეტ ხანს მიშტერება უხერხული იქნებოდა.
-ჯუდის მაგივრად ბოდიშს მე მოგიხდი-და ჯუდის სასტიკი მზერა ვესროლე-ხშირად ერღვევა წონასწრობა და...
გოგონამ გაიცინა. ახლა თუ არ მოვცილდებოდი, უსათუოდ სასწრაფო დამჭირდებოდა.
-კარგი, დროებით-ვუთხარი და გავეცალე.
ჩემმა დამაც მოიცალა მისთვის და შენობაში შევიდნენ.
***
ელენამ კინაღამ ჩამიშვა. კიდევ კარგი დროზე ვკარი მუჯლუგუნი თორემ მთელი სკოლის წინაშე გამოაცხადებდა, რომ მისი ძმიშვილი ვიყავი. აი მერე კი ვაი შენს მელიტას. სამი გოგონა გავიცანი; კეტრინი, სემი და ჯუდი. ეს გოგონები სკოლის ელიტას წარმოადგენდნენ. კეტრინი ქერა და ცისფერთვალა იყო, სპორტული აღნაგობა ჰქონდა და გემოვნებით ეცვა. სემი ჩალისფერთმიანი გოგონა იყო თაფლისფერი თვალებით და საქმიანი ქალის იმიჯი ჰქონდა. აი ჯუდი კი კეტრინიოვით ქერა იყო მაგრამ მისგან განსხვავებით ძალიან გამომწვევად ეცვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ქცევა მაღიზიანებდა. თან ამას ჩემი ’’შემთხვევით’’ წაქცევაც დაემატა...
გოგონებმა ხელი მტაცეს და სკოლაში შემიყვანეს.
-ესე იგი, ეს არის ჩვენი სკოლა.-დაიწყო კეტრინმა.-ელენამ მთხოვა, რომ მოგხედო, თორემ აქ გადაგრევენ. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ჩვენს კლასში მოხვდი. იმედია დავმეგობრდებით. ისე ელენას საიდან იცნობ?
-ემ... მისი ერთ-ერთი მოდელი ვიყ...
-აი ხომ ვამბობდი გოგონებო!-ტაში შემოჰკრა კეტრინმა და მეგობრებს გახედა.
-ნამდვილად კარგი გარეგნობა აქვს-გამიღიმა სემმა.
-ჰო, მაგრამ ამ სკოლაში ბიჭები უკვე დარიგებულები არიან.-გადაიკისკისა ჯუდიმ.
-იცით, მე აქ ბიჭს მაინც და მაინც არ ვეძებ, მისაღწევად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი მაქვს.-ვთქვი ბოლოს.
სამივემ გაკვირვებულმა შემომხედა.
-რა მიზანი?-მკითხა სემმა.
ჯუდიმ ჩემი პასუხის მოლოდინში ტუჩი მოიკვნიტა, მაგრამ ამ დროს ზარი დაირეკა და თემის შეცვლის საბაბიც მომეცა.
-რომელი კლასია ჩვენი?-ვიკითხე.
-წამოდი გაჩვენებ.-ხელი ჩამკიდა კეტრინმა.
დერეფნის ბოლოს მდებარე დიდ კლასში შევედით. სემი პირველ მერხზე დაჯდა, ჯუდი უკან წავიდა და იმ ბიჭს მიუჯდა გვერდზე მე რომ ადგომაში მომეხმარა. კეტრინმა კი ხელი გადამხვია და ორი თავისუფალი ადგილი დავიკავეთ.
როგორ ჩანს აქ მასწავლებლებს ბავშვები იშვიათად უსმენდნენ. კეტრინიც მიყვებოდა სკოლის ამბებს და უამრავ რამეს მიხსნიდა. ეს გოგო ძალიან მომწონდა. მიხაროდა, რომ ამ უცხო გარემოში ვიღაც ვიპოვე. დრო და დრო თვალს უკან ვაპარებდი; ჯუდის და რონს მთელი გაკვეთილი ენა არ გაეჩერებინათ. ბოლოს მასწავლებელი შეწუხდა მათი კურკურით და კეტრინს მიმართა:
-მის ლამბერტ, იქნებ გაუცვალოთ ადგილი თქვენს ძმას? თუ არ შეწუხდებით რა თქმა უნდა.
-არა რა პრობლემაა.-თქვა კეტრინმა და ჯუდისკენ წავიდა.
მისი ადგილი მალე რონმა დაიკავა. ჩვენს შორის დაძაბული და საშინლად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ისევ მან ამოიღო ხმა:
-გამარჯობა... მე რონი მქვია, არ მეგონა ჩემს კლასში თუ იყავი.
დაბნეული მეჩვენა.
-ჰო, არც მე.-გ ავიღიმე-მადლობა წეღან რომ მომეხმარე.
-არაფერია. რა გქვია?
-მელანი, მაგრამ ყველა მელიტას მეძახის.
-მელიტა, მელიტა... ლამაზი სახელია და რაც მთავარია შეგეფერება.
-მადლობა.-გავწითლდი. ასეთ რამეებში გამოუცდელი ვიყავი და არ ვიცოდი კომპლიმენტი როგორ უნდა მიმეღო.
-აქ საიდან ჩამოხვედი?
-ლონდონიდან. აქ დავიბადე, მაგრამ მერე იქ გადავედით საცხოვრებლად.
-ლონდონიდან? ელენას ძმას ხომ არ იცნობ?-სუნთქვაშეკრულმა მკითხა.
ამან ცოტა დამაბნია.
-ააა... არაა... რა იყო?-ძლივს მოვაბი თავი სათქმელს.
-არაფერი, ბავშვობაში მის გაცნობაზე ვოცნებობდი. ისე ამბობენ, ტრავმის შემდეგ ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და შვილებს ცეკვა აუკრძალაო.
ეხლა რაღაცას ჩავარტყამდი!!!
-არამგონია.-გამოვცერი კბილებში.-მოდი გვეყო ამაზე საუბარი.
-ოჰო! ცეკვასთან უბრად ხარ?-გაიცინა.
-თანაც როგორ!-ხმაში ირონია შემეტყო.
-კი მაგრამ რატომ? ცეკვა ხომ ყველას უყვარს?
ამ დროს ზარი დაირეკა. მეც მაშინვე წამოვხტი და რონს მივუბრუნდი:
-ცეკვა ყველას სულაც არ უყვარს! აი მაგალითად მე! არვის სძულს ეგ რაღაც ჩემზე მეტად! არავის!
ბიჭს ეცინებოდა. ამაზე სულ მთლად გავცოფდი. ნეტავ საერთოდ რატომ დაიწყო ამთემაზე საუბარი? ან მე რატომ მოვიტყუე? ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვვარდი. დავინახე, რომ კეტრინმა და რონმა გაშტერებულებმა გამომაყოლეს თვალი.
სკოლიდან გამოვედი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ რონი უკან მომსდევდა.
-მელიტა საით? რა გეწყინა? ნუ მირბიხარ!-მეძახოდა.
თვალებიდან ცრემლები წამსკდა; რატომ არ შეიძლებოდა ჩემი საყვარელი საქმე მხოლოდ ჩემთვის მეკეთებინა და ამაზე არავინ ჩამძიებოდა?!
-თავი დამანებე-დავიკივლე და სირბილს ვუმატე, მაგრამ ნელ-ნელა თითქოს მთელი სხეული დაიცალა ენერგიისგან და მუხლები მომეკვეთა.
მელიტა!-დაიძახა რონმა და ჩემთან მოირბინა. წამომაჯინა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-ელენა...-ძლივს ამოვიდგი ენა.
რონი ასეთ ნათქვამს ამ მომენტში არ ელოდა და დაიბნა.
-რა ელენა? დავურეკო?-მგონი უკვე გიჟად მთვლიდა. მართალიც იყო! რატომ არ დავუჯერე ელენას? რატომ მოვედი სკოლაში? ჯუდიმ გამაღიზიანა, რონიც რაღაც სისულელეზე დავცოფე. მშვენიერია ახალი იმიჯისთვის. მაგრამ ახლა მთავარი ელენას რეაქცია იყო.
-ელენა მომკლავს...-მხოლოდ ესღა ვთქვი.
რონმა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გადაეხარხარა. ნუთუ ასეთი სასაცილო ვიყავი?!
-წამოდი, სახლში წაგიყვან.-რონმა ხელში ამიყვანა. მე ჩემი თავი უკანასკნელი 200 კილოიანი ქალი მეგონა, ამან კი ისე მომიგდო ზურგზე ვითომც არაფერი.
-რას აკეთებ?! ახლავე დამსვი!!!-ვყვიროდი და მუშტებს ზურგზე ვუბრახუნებდი, მაგრამ ამაოდ.
-ფეხით სიარული არ შეგიძლია, ასე რომ ამაზეც მადლობა თქვი.-იცინოდა რონი.
მანქანაში შემსვა და ტრასას გაუყვა. გზაში არ გვისაუბრია, მხოლოდ ზოგჯერ თუ წავაწყდებოდით ერთმანეთის მზერას და უხერხულად ვიშმუშნებოდით.
-შენ სახლში არ დაგაგვიანდება?-დავარღვიე ბოლოს სიჩუმე.
-შენი სახლიდან ჩემამდე სულ ოცი მეტრია, მელიტა-გაიკრიჭა რონი.-შენს პირდაპირ ვცხოვრობ.
თვალები დავაჭყიტე. ამასაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე სიცილი ატეხა.
-უკვე ნერვებს მიშლი.-ვუთხარი.
-ოჰ, მომიტევეთ.-რონმა მანქანა გააჩერა და ეშმაკურად შემომხედა.
-არც იფიქრო! არა!-დავიწყე კივილი.
-როგორ არა!-გაიცინა რონმა მანქანიდან გადმომსვა და ისევ ზურგზე მომიგდო.
-იცოდე ელენა ამას თუ დაინახავს, მთელი კვირა ენას არ გააჩერებს და შენ ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებ! დამსვი!
ჩემს კივილზე ელენა გამოვარდა, მაგრამ რონის ზურგზე წამოსკუპებული რომ დამინახა, სიცილით კინაღამ კარშივე ჩაიკეცა.
-ელ, ამ გოგონას მიხედე, ძალიან უხეშია.-გაიცინა რონმა.
-კარგი მადლობ, მაგრამ რა მოხდა?-სულს ითქვამდა ელენა.-არ შემოხვალ?
-არა, ელენა, რონი დაღლილია-კბილებში გამოვცერი.
-რატომაც არა!-თქვა რონმა რა სახლში შევიდა.
-მარჯვენა ფეხით შედი!-შევუბღვირე.
მან ისევ უდარდელად გამიღიმა.
-მელიტა, ხომ გითხარი, ეცადე, სახლში არ მოგიტანონ-მეთქი.-გაიცინა ელენამ და სავრძელში მოკლათდა.-უი, იცი რომ რონი ჩვენი მეზობელია?
-ჰო, მქონდა მაგის გაგების ბედნიერება.-ჩავიბურდღუნე.
რონი უკვე ძლივს იკავებდა სიცილს.
-მე ჩემს ოთახში ავალ, ხელს არ შეგიშლით.-თავი ავწიე და კიბეებს ავუყევი.
-ხვალამდე მელიტა!-მომაძახა რონმა.
-ოოოხ! ნეტავ ხვალინდელი დღე სულ არ გათენდებოდეს!
ოთახში შევედი, საწოლზე მივწექი და ტელევიზორი ჩავრთე. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.-ავიღე ყურმილი.
-მელ! როგორ ხარ?-ჯინი იყო.
-საშინლაად!-ამოვისლუკუნე.-შენთან მინდაა!
-ხომ ყველაფერი კარგადაა?
-კი მაგრამ... -და დავიქოქე.
მოვუყევი ყველაფერი. ლოს-ანჯელესის მიწაზე ფეხის დადგმიდან ამ საწოლზე გაშხლართვამდე. ჯინი სიცილით მოკვდა.
-კარგი რა, მელ, არ იდარდო. ეგ ბიჭი კაი ვინმე ჩანს!-ისევ იცინოდა.
-ეხლა შენც არ დაიწყო რაა.
ჯინი ისევ რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მე აღარ ვუსმენდი. ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებაში ნაცნობი სახე დავინახე. გავფითრდი.
-ჯინი... მერე დაგირეკავ.-ხმის კანკალით ვუთხარი და ყურმილი გავთიშე.
მაშინვე ჩავვარდი ქვემოთ. რონი ისევ იქ იყო და ალბათ ელენას ჩემს ამბებს უყვებოდა, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო. ელენამ რომ დამინახა დასერიოზულდა.
-მელიტა, რა ხდება?
-ელ... ჯერემი დაიჭირეს!!!...
tqvens komentarebs velii tavzec da suratebzeec :*********