ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:10 PM | შეტყობინება # 226

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ise var amis mweralze gabrazebuli jobia ar damenaxos wink ra ari qalo mgupav? wink

I Hate This FuCkinG Life <3

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:32 PM | შეტყობინება # 227
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, romeli orshabati igulisxme??? 2 kviris win ro iyo is??? angry >( angry >( dwarf



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2011-04-09, 2:33 PM

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:35 PM | შეტყობინება # 228
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
AnasteishA, mec getanxmebi angry angry angry angry admin admin admin admin admin admin
chagcxrilaaaaaaaaaaav angry angry admin admin admin
snaipers daviqiraveb da mogkklav chumat sniper sniper sniper sniper sniper sniper biggrin biggrin biggrin

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:51 PM | შეტყობინება # 229
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
AnasteishA, renesme, getanxmebit bavshvebo gadavidet shetevaze ? WIIIN !

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:53 PM | შეტყობინება # 230
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Quote (renesme)
snaipers daviqiraveb da mogkklav chumat

egre ki ara, "shen klons gavaketeb da shen klonsac movklav!!!!" ai ase biggrin biggrin biggrin biggrin
renesme, ucnobiucnobi2, shevesieeeeeeeet? biggrin biggrin biggrin biggrin



RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 2:56 PM | შეტყობინება # 231

572
28  +
48  ±
   ±
Offline
moica mec damicadet ra sad ha mzadyopnashi xart?

I Hate This FuCkinG Life <3

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 3:11 PM | შეტყობინება # 232
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
RoB-dOd, mzad vart ...wiiin !! bax bax !! ee ver vklavt horizontze ar chans aqitlebs offlinzea )))) au martla raaa minda me axali tavi ))

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 5:25 PM | შეტყობინება # 233

842
83  +
   ±
Offline
vaimeee bavshveboo mcxrilaavt? ar gecodebiit? sad biggrin
ara ra, martlas vambobdi chamcxrilaven-tqo biggrin :S es komentarebi wegan daqalisgan vnaxe da gamiskda guli, megona mashayirebda biggrin
ai dzalian dzalin didi bodishii ro ase davagviane(wina tavma ufro daigviana biggrin ) magram martla ver vaxerxeb chqara weras. mitumetes am bolo dros tvalebic mtkiva xolme. :S mokled, movrchi exla me tavismartlebas. axali tavi vecdebi, rom dges sagamoti iyos, tu arada xval aucileblad iqnebaa. martlaaa smile kiss

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 5:32 PM | შეტყობინება # 234
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
egre ki ara, "shen klons gavaketeb da shen klonsac movklav!!!!" ai ase biggrin biggrin biggrin biggrin

ese da kide unda damaato
"shen klons gavaketeb ,shni klonisagan kidev klons,imat movklav da mere shenc migayoleb zedtqo" happy biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
bella-vampire, me ase maxsovda rom ukve dawerili gqonda smile smile smile
Quote (bella-vampire)
mitumetes am bolo dros tvalebic mtkiva xolme.

mashin gepatieba,mase martla sasikvdilod ki ar memetebi biggrin biggrin biggrin biggrin

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 6:08 PM | შეტყობინება # 235

842
83  +
   ±
Offline
Quote (renesme)
"shen klons gavaketeb ,shni klonisagan kidev klons,imat movklav da mere shenc migayoleb zedtqo

biggrin biggrin klonebis idea martla kargia biggrin :D
Quote (renesme)
bella-vampire, me ase maxsovda rom ukve dawerili gqonda

ui, dawerili ro mqondoda xo davdebdi biggrin neta martla dawerili mqondes raa biggrin smile
Quote (renesme)
mashin gepatieba,mase martla sasikvdilod ki ar memetebi

me kide echvi shemepara raa biggrin biggrin tongue

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 7:38 PM | შეტყობინება # 236

572
28  +
48  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
axali tavi vecdebi, rom dges sagamoti iyos, tu arada xval aucileblad iqnebaa. martlaaa smile kiss
vnaxot erti biggrin


I Hate This FuCkinG Life <3

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 9:34 PM | შეტყობინება # 237
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire,
Quote (bella-vampire)
biggrin biggrin klonebis idea martla kargia biggrin biggrin

me saertod amit xshirad vimuqrebi biggrin biggrin biggrin biggrin
Quote (bella-vampire)
ui, dawerili ro mqondoda xo davdebdi biggrin neta martla dawerili mqondes raa biggrin smile

me ese maxsovda da mito gamikvirda rom ar dade wink wink wink wink wink wink
Quote (bella-vampire)
me kide echvi shemepara raa biggrin biggrin tongue

ahaaa eseigi shegepara xo dry dry dry dry dry dry dry dry

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-04-09, 9:48 PM | შეტყობინება # 238

842
83  +
   ±
Offline
Quote (RoB-dOd)
vnaxot erti

vnaxot-vnaxot biggrin tongue
Quote (renesme)
ahaaa eseigi shegepara xo

biggrin biggrin nu erti wamit ra biggrin

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-04-09, 10:03 PM | შეტყობინება # 239
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire,
Quote (bella-vampire)
biggrin biggrin nu erti wamit ra biggrin

magas kide gadavitan biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin tongue tongue

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 0:59 AM | შეტყობინება # 240

842
83  +
   ±
Offline
მეცხრამეტე თავი
წარსული აწმყოში და მამიკოს მონახულება

_ ბელა! ადექი! _ ვიღაც დაუნდობლად მაჯანჯღარებდა.
_ თავი დამანებე! _ ჩემი საწყალი თავი ბალიშის ქვეშ დავმალე.
_ ბელა, სკოლაში გვაგვიანდება, _ თავს არ მანებებდა ლილე.
_ აუტანელი ხარ რა! _ როგორღაც მოვახერხე და საწოლში წამოვჯექი.
_ კლერმა ტანსაცმელი გაგიმზადა, _ მითხრა ლილემ და დივანზე სათუთად დაფენილ ტანსაცმელზე მანიშნა.
_ ნეტავ რატომ არ მიკვირს, _ ჩავიბურტყუნე.
_ დროზე, თორემ მართლა დავაგვიანებთ, _ ოთახიდან გავიდა.
როგორც კი ჩემმა დამკარი გაიხურა, მაშინვე დავხუჭე თვალები და თავი ბალიშებზე დავდე. მაგრამ ერთი წუთიც არ გასულა, რომ ჩემს ოთახში კლერი შემოვიდა.
_ ასეც ვიცოდი! აბა, ადექი დროზე, _ მან საბანი გადამაძრო.
_ კლერ, გაგიჟდი? ნუთუ სულ ოდნავადაც არ გეცოდება შენი საწყალი ბიძაშვილი? _ საცოდავი სახე მივიღე.
_ არა! _ გადაიკისკისა და ჩემი ხალათის ძებნა დაიწყო.
_ გაგახსენებ ამას, _ ვბურტყუნებდი და თან ლოგინიდან ვდგებოდი.
საწოლიდან ნელ-ნელა ავდექი, ხალათი მოვიცვი და აბაზანაში შევედი. შხაპი მივიღე და მთლიანად გამოვფხიზლდი.ისევ ოთახში გამოვედი და კლერის მიერ მომზადებულ ტანსაცმელს დავუწყე ყურება. შავი მოკლე კაბა, რომელიც გრძელ მაისურს უფრო გავდა და შავი ზამშის ჩექმები.მათ ქუსლებს დავხედე, 10 სანტიმეტრზე მაღალი იქნებოდა. მიუხედავად ჩემი პატარა უკმაყოფილებისა, ყველაფერი ჩავიცვი, რადგან ვიცოდი, რომ ამას თუ არ გავაკეთებდი, კლერი მომკლავდა. ჩანთა ჩავალაგე, შავი, თბილი ტყავის ქურთუკი ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი. სასადილო ოთახში შევედი, ყველანი უკვე იქ იყვნენ და საუზმობდნენ.
_ დილამშვიდობისა, _ მივესალმე მათ.
_ დილამშვიდობისა, ძვირფასო, _ მომესალმა ბიძია.
_ როგორ გეძინა? _ მკითხა ბიცოლამ.
_ კარგად, _ ოდნავ გავიღიმე.
სკამზე დავჯექი, ბლინები გადმოვიღე თეფშზე და ჭამა დავიწყე. ერიკი და ლილე ჩემზე ადრე მორჩნენ ჭამას და ახლა მხოლოდ მეღა მელოდებოდნენ.
_ ბელა, დროზე, თორემ კიდევ დავიგვიანებთ, _ წუწუნებდა ლილე.
_ შენ ერიკს გაჰყევი, მე კი მარტო წამოვალ, _ შევთავაზე.
_ კარგი. ერიკ, წამოდი, _ ერიკს ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
_ კარგად, _ ორივემ ერთად დაიყვირა და გავიდნენ.
_ ბელს, ძალიან გეჩქარება? _ ფრთხილად მკითხა კლერმა.
_ რა გინდა? _ მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც უნდა ეთხოვა.
_ შეგიძლია გზაზე სავაჭრო ცენტრში წამიყვანო?
_ რა თქმა უნდა. მაინც გზაზეა და არ გამიჭირდება, მაგრამ იქ რატომ მიდიხარ? _ დავინტერესდი.
_ ისეთი არაფერია. ჩათვალე, რომ სიურპრიზს გიწყობ.
_ კარგი, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს, _ გავაფრთხილე.
_ მაგაზე არ ინერვიულო. ჩანთას ავიღებ და წავიდეთ, _ კიბეებზე სწრაფად აირბინა და თავის ოთახში შევიდა.ამასობაში მე ჭამა დავამთავრე. ქურთუკი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და კლერს დავუწყე ლოდინი.
_ წავედით, _ უცბად ჩემს გვერდით გაჩნდაკლერი.
ბიძიას და ბიცოლას დავემშვიდობე და ორივენი გარეთ გავედით. ავტოფარეხიდან მანქანა გამოვიყვანე, კლერი გვერდით მომიჯდა და სახლის ეზოდან გავედით. მანქანა სწრაფად დამყავდა, რადგან სკოლაში მაგვიანდებოდა და თანაც კლერი უნდა მიმეყვანა სავაჭრო ცენტრში. გზაში მე და კლერი დღევანდელ გეგმებს განვიხილავდით.
_ ბელა, დღეს სკოლის შემდეგ შენს მეგობრებთან ერთად კაფეში მოდი, კარგი? _ მკითხა მან.
_ კარგი, მაგრამ მეგობრებში ვის გულისხმობ? _ შევეკითხე, რადგან მან არ დააზუსტა.ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ ჯეინს და ემილის იცნობდა.
_ რობი და მისი და-ძმა. მგონი მათ კიდევ ერთი მეგობარი ჰყავთ, არა?
_ შენ მაიკლი არ გყოფნის? _ გავეხუმრე.
_ მაიმუნობას მორჩი და მომისმინე, კარგი? _ მითხრა მან, მაგრამ შევატყვე, რომ იღიმოდა.
_ ოჰ, კარგი, _ ხელები ავწიე.
_ ბელა! საჭეს ხელი მოკიდე, _ იმხელა იყვირა კლერმა, რომ შევხტი და საჭეს ხელი კი არ მოვკიდე, პირიქით, მისგან უფრო შორს წავიღე.
ამ დროს მანქანამ მიმართულება დაკარგა და ჩვენს მარჯვნივ, ვიტრინებიანი მაღაზიებისკენ წავიდა. საჭეს ხელი სასწრაფოდ მოვკიდე და მკვეთრად გადავწიე მარცხნივ. მაგრამ დავინახე, რომ ჩემს წინ გზაზე ახალგაზრდა გოგო გადადიოდა, რომელსაც ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. პედალს ფეხი დავაჭირე და მანქანა პირდაპირ გოგონას წინ გავაჩერე. ალბათ მასა და მანქანას შორის სულ რამდენიმე სანტიმეტრი დაშორება დარჩა. საწყალი გოგო ადგილზე გაიყინა და მის ხელებში მოქცეულმა პატარა ანგელოზმა ტირილი დაიწყო. კლერს გავხედე, გაფითრებული სახით მიყურებდა.
_ ბელა, კარგად ხარ? _ აფორიაქებულმა მკითხა.
ხმის ამოღება ვერ შევძელი. საქარე მინის მიღმა გავიხედე და შიშისგან აკანკალებულ გოგოს შევხედე.
ყველაფერი ერთმანეთში აირია... წარსული, მოგონებები, ტკივილი... ვხედავდი ჩემს თავს, როდესაც ჩემ სარბოლო მანქანაში ვიჯექი და ტრასაზე საშინლად მაღალი სიჩქარით მივქროდი. ირგვლივ ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. მხოლოდ ადრენალინს ვგრძნობდი ჩემს სისხლში და ამით სიამოვნებას ვიღებდი. იმდენად ჩქარა მივდიოდი, რომ თვალი აღქმას ვერ ასწრებდა და ამიტომ საქარე მინიდან მხოლოდ ნაცრისფერ ფონს ვხედავდი და მის შუაში გრძელ, ყვითელ ხაზს. დავინახე, რომ მოსახვევი მოდიოდა, მაგრამ სიჩქარეს არ მოვუკელი. ნახევარი მოსახვევი უკვე გავლილი მაქვს... არ ვიცი როგორ, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემს წინ, ცოტათი მოშორებით მანქანა დგას და მის ახლოს გოგო, რომელიც ვიღაც ბიჭს ელაპარაკება. მანქანა უნდა გავაჩერო, მაგრამ...
_ ბელა, ბელა! _ მაჯანჯღარებს კლერი.
თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და კლერს შევხედე.გაფითრებული მიყურებდა.
_ კარგად ხარ? _ აფორიაქებულმა მკითხა.
_ კი, _ თავი დავუქნიე. შემდეგ მანქანიდან გადავედი და იმ გოგონასთან მივედი, რომელსაც კინაღამ დავეჯახე.
_ მაპატიეთ. ძალიან დიდი ბოდიში.საჭე ვეღარ დავიმორჩილე. ხომ კარგად ხართ? თუ გინდათ საავადმყოფოში წაგიყვანთ, _ აღელვებული ვლაპარაკობდი.
_ არაფერია, კარგად ვარ, _ ცოტათი აკანკალებული ხმით, მაგრამ მაინც წყნარად ლაპარაკობდა. მის ხელებში პატარა ბავშვს შევხედე, რომელიც თავისი დიდი მწვანე თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა.
_ ბელა, _ ჩვენთან კლერმა მოირბინა. _ უკაცრავად, კარგად ხართ? _ ისიც შეწუხებული იყო.
_ ყველაფერი კარგადაა, _ ახლა უფრო დაწყნარებული ჩანდა გოგონა.
_ ძალიან ვწუხვარ.კიდევ კარგი დროზე გავაჩერე, _ თვალები ამიცრემლიანდა. ხომ შეიძლებოდა მე ამ ადამიანისათვის ცხოვრება დამენგრია. სამუდამოდ... და ამ პატარა ანგელოზისთვისაც, რომელსაც ჯერ კარგად არ აღუქვია მის გარშემო სამყარო და მე შემეძლო მისთვის ეს შანსი წამერთმია. ის წამერთვა ადამიანისათვის, რაც ღმერთმა მიანიჭა. სიცოცხლე... არა, მე ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებდი. ეს... ეს... ღმერთო, გმადლობ, რომ დროზე გავაჩერე მანქანა და უბედურება არ დატრიალდა.
ვიგრძენი, რომ ლოყა დამისველდა. ეს ჩემი ცრემლების კვალი იყო. ცრემლი მოვიწმინდე და პატარა ბავშვს შევხედე, რომელმაც ჩემსკენ გამოიშვირა თავისი პატარა ხელები.
_ შეიძლება? _ ფრთხილად ვიკითხე.
_ რა თქმა უნდა, _ გამიღიმა უცნობმა გოგონამ.
ბავშვი ხელში ავიყვანე და ჩავეხუტე. ის ძალიან საყვარელი და დაუცველი იყო. პატარა ბავშვები ყოველთვის მიყვარდა.
_ რაჰქვია? _ ვკითხე.
_ ენდრიუ, _ მიპასუხა მან.
_ გამარჯობა, ენდრიუ. მე ბელა ვარ, _ პატარას გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. მან კი საპასუხოდ თავისი ბავშვური, სუფთა ღიმილი მაჩუქა.
_ უკაცრავად, თქვენ რა გქვიათ? _ იკითხა კლერმა. მე აზრადაც არ მომსვლია, ამ გოგოსთვის სახელის კითხვა.
_ ვერონიკა, _ კლერის კითხვას უპასუხა მან.
_ სასიამოვნოა, მე კლერი ვარ. დარწმუნებული ხართ, რომ არ გინდათ საავადმყოფოში წაგიყვანოთ? თქვენ თუ არა, ბავშვს მაინც გასინჯავენ, _ შესთავაზა კლერმა.
_ არა, ნუ შეწუხდებით. ენდრიუ თავს ძალიან კარგად გრძნობს, _ სამივემ ენდრიუს შევხედეთ, რომელიც ჩემს თმებს ეთამაშებოდა და თან იღიმოდა.
_ მართალია, _ გაიცინა კლერმა.
_ მაშინ, ჩვენ წავალთ, გვაგვიანდება, _ ენდრიუს კიდევ ერთხელ ვაკოცე და ვერონიკას დავუბრუნე. პატარამ მაშინვე დედის კისერს შემოხვია ხელები.
_ ნახვამდის, _ გაგვიღიმა მან.
_ ძალიან დიდი ბოდიში, _ კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე. _ კარგად ენდრიუ, _ ბავშვს ხელი დავუქნიე და მანაც დამიქნია თავისი პატარა ხელი.
მე და კლერი მანქანასთან დავბრუნდით და ჩავსხედით.
_ უჰ, _ ამოვისუნთქე.
_ კიდევ კარგი კარგად არიან, _ თქვა კლერმა.
_ ჰო, ეს მთავარია, _ დავეთანხმე.
_ ბელა, მანქანის მართვა შეგიძლია? იქნებ მე დავჯდე საჭესთან? _ მკითხა კლერმა.
_ არა, კარგად ვარ. სკოლაში უკვე დამაგვიანდა და ახლა ნელა ვივლი. სავაჭრო ცენტრი ახლოსაა, _ მანქანა დავქოქე.
ამჯერად მანქანას ნელა ვატარებდი და დაძაბული ვიყურებოდი აქეთ-იქით. საერთოდ მანქანას ყოველთვის თავისუფლად ვატარებ საცობებშიც კი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ უფრო მეტი წინდახედულება და გაფრთხილებაა საჭირო. კლერი ხედვდა, რომ დაძაბული ვიყავი და რამდენჯერმე შემეკითხა, ხომარ გინდა მე დავჯდე საჭესთანო, მაგრამ უარი ვუთხარი. სკოლაში წასვლა მაინც მარტო მომიწევდა. მანქანა სავაჭრო ცენტრის წინ გავაჩერე და იქაურობა შევათვალიერე. არც ახალი კოლექცია იქნებოდა ახლა სადმე და არც არაფერი ისეთი, რომ კლერი დაინტერესებულიყო. ნეტავ რას აპირებს?
_ ბელა, ფრთხილად იყავი, კარგი? _ მუდარით მკითხა კლერმა.
_ არ ინერვიულო, _ გავუღიმე. _ მაინც ვერ ვხვდები, რამ დაგაინტერესა სავაჭრო ცენტრში? ლონდონის მაღაზიები არ გყოფნის?
_ ტყუილად ცდილობ, მაინც არაფერს არ გეტყვი, _ ენა გამომიყო. _ სკოლის მერე კაფეში მოსვლა არ დაგავიწყდეს.
კლერი მანქანიდან გადავიდა და ხელი დამიქნია.
_ ფრთხილად იყავი, არავინ არ მოგიტაცოს, _ მივაძახე და ადგილს სწრაფად მოვწყდი... ჯანდაბა! ისევ ჩქარა მივდივარ. სიჩქარეს სასწრაფოდ დავუკელი და ახლა ნორმალური სიჩქარით მივდიოდი სკოლისკენ. არა, ნორმალური არა, ძალიან ნელა მივდიოდი და ეს მაღიზიანებდა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ჩქარა სიარულს ვერ დავუშვებდი.
15 წუთში ჩემი სკოლის შენობაც გამოჩნდა.პირველ გაკვეთილზე უკვე საკმაოდ დავიგვიანე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირდაპირ მეორე გაკვეთილზე მივსულიყავი. სკოლის ეზოში შევედი და დავინახე, რომ თითქმის მთელი სკოლა გარეთ იყო. ეზო ბავშვებით მთლიანად სავსე იყო. ამის გამო, მანქანის დასაყენებლი ადგილი ძლივს მოვძებნე. ჩანთა ავიღე და მანქანიდან გადავედი.ჩემგან ცოტა მოშორებით Aston martin V12 Vanquish-ი დავინახე.მაშინვე მივხვდი, რომ ეს რობს ეკუთვნოდა და ამ მანქანის გარშემო მყოფი ხალხი ჩემი მეგობრები იყვნენ. აი, მოპირდაპირე მხარეს კი ნამდვილად არ იყვნენ ჩემი მეგობრები. იქ ტომი და მისი მეგობრები იდგნენ. ერიკმა გამოიხედა, შეამჩნია, რომ ვუყურებდი და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
_ ბელა, რატომ დაიგვიანე? _ მკითხა მან.
_ კლერი სავაჭრო ცენტრში მივიყვანე, _ ავუხსენი.
_ ა, კარგი, გასაგებია. _ შემდეგ სახეზე დამაკვირდა.მე კი ყველანაირად ვცდილობდი, რომ არაფერი არ შემემჩნია.
_ რა გჭირს? _ თვალები მოჭუტა მან.
_ რა უნდა მჭირდეს? _ გავიკვირვე.
_ სახეზე ფერი არ გადევს, ბელა, _ უნდობლად შემომხედა.
_ უბრალოდ... _ გონება დავძავე, რომ რამე ტყული მომეფიქრა, მაგრამ ვიგრძენი, რომ თვალები ამიცრემლიანდა. ერიკი ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა და ხელები მხრებზე დამაწყო.
_ რა მოხდა, ბელა? _ დაძაბული პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
_ არაფერი, _ თავი გავაქნიე და თვალებიდან რამდენიმე ცრემლი ჩამოგორდა ლოყაზე. ჩემი დაუნდობელი ,,ჩამშვებები” მუჭით მოვიწმინდე.
_ ბელა! მითხარი რა მოხდა, _ ხმა გაუმკაცრდა მას.
_ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თანაც შეუფერებელი ადგილია, _ ვეცადე თავი დამძვრინა.
_ კარგი, მაშინ წავიდეთ. პირველი გაკვეთილი მაინც გვიცდება, _ თავს არ მანებებდა ჩემი ძმა.
_ არა, ერიკ! _ ცოტა ხმამაღლა მომივიდა და თვალის კუთხით დავინახე, რომ რობმა ჩვენსკენ გამოიხედა.
_ მე უბრალოდ შენი დახმარება მინდა, _ ახლა ჩემს წინ ნამდვილი ერიკი იდგა, რომელსაც აქამდე ვიცნობდი და რომელსაც ვენდობოდი. თავი ვეღარ შევიკავე, ერიკს მაგრად ჩავეხუტე და ჩუმად ავქვითინდი. ის დასაწყნარებლად თავზე ხელს მისვამდა და გულში მაგრად მიკრავდა.
_ ჩჩშ... ბელა, დაწყნარდი, _ მაგრამ მისი სიტყვები ჩემზე არ მოქმედებდა.
_ რატომ? მითხარი, რატომ მემართება ეს ყველაფერი მე? ასეთი რა დავაშავე? _ უფრო მეტად ავქვითინდი და ერიკის ქურთუკს მუშტი ჩავავლე.
_ დაწყნარდი, გთხოვ, _ ჩემი სახე ცოტათი გაწია, რომ კარგად შემოეხედა. შემდეგ ცრემლები მომიწმინდა და მზრუნველი სახით შემომხედა. _ რა დაემართა ჩემს საყვარელ, პატარა დაიკოს? _ იკითხა მან.
_ სუნთქვა ეკვრის, გული ეკუმშება და მეტი აღარ შეუძლია,_ ისევ წამომივიდა ცრემლები.
_ წამოდი, _ მან ხელი გადამხვია, მე კი წელზე შემოვხვიე ხელები. ასე წავედით პატარა ბაღისკენ, რომელშიც მე, ჯეინს და ემილის გვიყვარდა ხოლმე ყოფნა. სკოლის დაწყებამდე ან შემდეგ ცოტა ხნით ყოველთვის ვსხდებოდით ხოლმე აქ. ბაღის ბოლოში წავედით და უკანასკნელ სკამზე დავსხედით.
_ აბა, რა მოხდა? _ კითხვა გამიმეორა მან.
_ დღეს კინაღამ გოგო გავიტანე, _ სლუკუნით ვთქვი.
_ რა? _ ერიკი შეეცადა აღშფოთება დაემალა, მაგრამ არც ისე კარგად გამოუვიდა.
_ ჰო, სავაჭრო ცენტრთან ახლოს. საჭე ვეღარ დავიმორჩილე და როდესაც მკვეთრად შევცვალე მიმართულება, ლამის გოგოს დავეჯახე, რომელსაც ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. ერთი წამითაც რომ დამეგვიანა გაჩერება... _ სიტყვა ვეღარ დავამთავრე, მთელ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
_ ჩუუ... მთავარია, რომ დროზე გააჩერე მანქანა, _ მამშვიდებდა ძმა.
_ მაგრამ რომ არ... _ დავიწყე მე, მაგრამ გამაჩერეს.
_ არანაირი მაგრამ, ბელა. რატომ ფიქრობ სულ უარესზე?
_ სულ უარესზე არ ვფიქრობ, _ თავი გავაქნიე. _ როგორ შეგიძლია ეს ამბავი ასე მშვიდად მიიღო? _ გავვოცდი.
_ შენ გგონია, მიხარია, რომ ასე მოხდა? რა თქმა უნდა, არა, _ თავი გაიქნია. _ იმ გოგოს და მის ბავშვს ხომ არაფერი არ დამართნიათ? _ მან მე შემომხედა. მე კი უარის ნიშნად თავი გავაქნიე. _ ხომ ხედავ? ყველაფერი კარგად დასრულდა. ამიტომ, არ ღირს ამაზე ნერვიულობა, _ შუბლზე მაკოცა.
_ ვიცი, მაგრამ მაინც ვერ ვწყნარდები. ვერ ვხვდები, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს? მე ხომ შეიძლებოდა მკვლელი გავმხდარიყავი... მე... კიდევ ერთხელ გამეკეთებინა ეს... საშინელი ადამიანი ვარ... _ სუნთქვა მიჭირდა. ერიკი წამოიწია და თვალებში ჩამხედა.
_ ბელა, ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი და შეწინააღმდეგება არც გაბედო! შენ არავინ არ მოგიკლავს. თვითონ ამბობ, რომ ის გოგო და მისი შვილი არ დაშავებულან. ხოლო რაც შეეხება 3 წლის წინ მომხდარ შემთხვევას, ეს უნდა დაივიწყო. უბრალოდ წარსულს გაატანე. და არ გაბედო იმის თქმა, რომ საშინელი ადამიანი ხარ! პირიქით, ვამაყობ, რომ შენნაირი კეთილი ადამიანი ჩემი დაა. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ შენი ძმა ვარ და მიყვარხარ. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე და იგივეს გიპასუხებს. თვით ბლერმაც კარგად იცის, რომ ძალიან კეთილი ხარ და ამით უბრალოდ სარგებლობს.გაცნობიერებულად სხვას რამეს არ დაუშავებ. 17 წელია გიცნობ და მითხარი, ამ წლების განმავლობაში ვინმესთვის განზრახ რამე დაგიშავებია? _ პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ მან არ დამაცადა. _ არმიპასუხო, ეს რიტორიკული შეკითხვა იყო. ორივემ კარგად ვიცით ამ კითხვაზე პასუხი. პასუხი კი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ახლა დაწყნარდი, კარგი?ტყუილად ნერვიულობ, _ ერიკი თავზე ბავშვივით მომეფერა.
მისმა ასეთმა სიტყვებმა კიდევ უფრო ამიჩუყა გული. ვიფიქრე, რომ ძველი ერიკი დამიბრუნდა და ახლანდელი, უხეში და გამაღიზიანებელი ერიკი აღარასოდეს დაბრუნდებოდა. Yოველშემთხვევაში, ოჯახში და ნამდვილ მეგობრებთან მაინც იქნებოდა ძველებურად.
_ გმადლობ, _ ძლიერად გადავეხვიე. _ შენთან ლაპარაკი მართლა მაკლდა.
_ ხომ იცი, რომ როცა ჩემთან ლაპარაკიდაგჭირდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე, _ გამიღიმა.
_ ვიცი, _ ჩავილუღლუღე.
_ რა მოხდა? _ დაინტერესდა ის.
_ არაფერი, უბრალოდ... _ სიტყვებს ვეძებდი. _ დიდი ხანია, რაც ასე აღარ გვილაპარაკია მე და შენ.
_ ამ პრობლემას გამოვასწორებთ, _ თვალი ჩამიკრა, რითაც ჩემი სიცილი გამოიწვია.
_ ერიკ, ბლერი თქვენთან ერთად რატომ იყო? _ დავსერიოზულდი.
_ ზუსტად არც მე არ ვიცი, ბელს. ტომს უნდა ვკითხო. სიმართლე გითხრა, იმის შემდეგ, რაც შენ გაგიკეთა, მასთან სიახლოვე არ მსიამოვნებს. წარმოდგენა შემეცვალა, _ ერიკი დაიჭყანა.
_ მე უკვე დიდი ხანია, რაც მასზე წარმოდგენა შემეცვალა,_გავიცინე. გასაკვირია, მაგრამ ახლა ამ თემაზე შედარებით წყნარად ვლაპარაკობდი. არ მწყდებოდა იმაზე გული, რომ მე და ბლერი დაქალები აღარ ვიყავით და ნორმალური ურთიერთობაც კი აღარ გვქონდა.
_ დღეს დაისვენებ, _ მახარა.
_ რას გულისხმობ? დღეს ბიცოლას უნდა გავყვე, რომ მაღაზიისთვის ფართი შევარჩიოთ.
_ უკვე აღარ, _ თავი გააქნია. _ ეგ საქმე გადადო.
_ რატომ? _ დავინტერესდი.
_ არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა.
_ ალბათ რამე სხვა დაგეგმა, _ ვივარაუდე.
_ ბელა, ათ წუთში გაკვეთილი დაიწყება, ჯობია წავიდეთ,_ის სკამიდან წამოდგა.
_ კარგი, მაგრამ პირველი გაკვეთილი რატომ გაცდა?
_ დირექტორმა კრება ჩაატარა მგონი, ზუსტად არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა.
_ კარგი, წავედით, _ სკამიდან ავდექი და ერიკს გავყევი უკან, რომელიც უკვე ბაღის შუაგულში იყო.
_ წავედი, ბელს, _ როდესაც ბაღიდან გამოვედით მითხრა მან, შუბლზე მაკოცა და შემდეგ ზურგი შემაქცია-ტომთან და მის მეგობრებთან მივიდა. საბედნიეროდ ბლერი მათთან ერთად არ იყო. მე ჩემი მეგობრებისკენ გავეშურე და ყველას მივესალმე.
_ პრივეტ, _ ოდნავ გავიღიმე. ყველამ, ვინც იქ იყო, მე შემომხედა.
_ ბელა, რა მოგივიდა? _ აფორიაქებულმა მკითხა ელამ.
_ რა მომივიდა? _ ვერ მივხვდი.
_ ჰო, მართლა ბელა, რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს,_ემილიმაც იგივე მკითხა.
_ არაფერი, რა უნდა მჭირდეს? _ გავიკვირვე. არ მეგონა, თუ სახეზე კიდევ რამე მეტყობოდა.
_ ბელა, რა მოხდა? _ რობი ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელზე ოდნავ შემეხო.
_ ბელა! _ ჩემი სახელი ჯეინმა მკაცრად წარმოთქვა.
_ რა ბელა? _ გავბრაზდი. _ ხომ ვთქვი, რომ არაფერი მჭირს? არ შეგიძლიათ თავი დამანებოთ? _ ცოტა ხმასაც ავუმაღლე.
_ არა, ნამდვილად რაღაც სჭირს, _ დაასკვნა ჯეინმა.
_ მართალია, _ თავი დავუქნიე. ყველამ იმედიანი მზერით შემომხედა. ეგონათ, რომ რაღაცას ვეტყოდი, მაგრამ მე სულ სხვა რამ მქონდა ჩაფიქრებული. სიმართლეს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი, რადგან ემოციებს ვერ დავძლევდი და შეიძლება ძველი ამბავიც გამხსენებოდა. ეს კი მათარ უნდა სცოდნოდათ. ალბათ ემილისა და ჯეინს მოგვიანებით მოვუყვებოდი დღევანდელ ამბავს, მაგრამ არა ახლა და არა აქ.
_ თავი მომაბეზრეთ, _ გაბრაზებულმა ხელი ავუქნიე და ზურგი ვაქციე-სკოლის შენობისკენ წავედი.
_ ბელა! _ უკან მხოლოდ ჯეინი და ემილი დამედევნენ.
_ რა? _ მივტრიალდი. დანარჩენები ჩვენ გვიყურებდნენ. რობი განსაკუთრებით დაინტერესებული ჩანდა. ეტყობოდა, რომ მოსვლა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. მისი ჩემთან მოსვლა ასეთ სიტუაციაში მართლაც უცნაური და საეჭვო იქნებოდა სხვებისთვის.
_ რა გჭირს? _ ერთად მკითხეს.
_ ა-რა-ფე-რი, _ დავუმარცვლე.
_ ნუ ხარ ასეთი გაღიზიანებული, _ შემომიბღვირა ჯეინმა.
_ მაშინ, ნუ მაღიზიანებთ, _ ტკბილად გავუღიმე.
_ ბელა, საშინლად გამოიყურები, _ მომახალა ემილიმ.
_ გმადლობ კომპლიმენტისთვის, _ ცოტა მეწყინა კიდეც. _ ამას კლერს ვეტყვი და მერე ვნახოთ რას გიზამთ, _ სიცილით დავემუქრე.
_ კლერი რა შუაშია? _ ვერცერთი ვერ მიხვდა.
_ კლერის შერჩეული ტანსაცმელი მაცვია, _ ხელით ჩემს ჩაცმულობაზე ვანიშნე.
_ ოხ, ეს, _ ორივემ სიცილი ატეხა.
_ რა გაცინებთ? _ ცალი წარბი ავწიე.
_ ბელა, შენ გეგონა ტანსაცმელზე გეუბნებოდით? _ სიცილი თავიდან დაიწყეს, მაგრამ ჩემი გაბრაზებული სახე რომ დაინახეს, მაშინვე შეწყვიტეს.
_ ჩვენს შენს სახეს ვგულისხმობდით, ბელა, _ ამიხსნა ემილიმ.
_ ჩემს სახეს რა სჭირს? _ დავიჭყანე.
_ ახლა თითქმის აღარაფერი, მაგრამ საშინელი ფერი გედო. ერიკთან ბაღში რაზე ილაპარაკე? _ მკითხა ჯეინმა.
_ ისეთზე არაფერზე, _ შევეცადე გამეღიმა.
_ ბელა! _ ორივემ ერთად დაიყვირა.
_ კარგი, ჰო, კარგი, _ დავნებდი. _ დღეს საღამოს ჩემთან მოდით და ყველაფერს მოგიყვებით, _ შევპირდი მათ.
_ ჯეინ, ყველაფერს, _ თვალებში შევხედე და შემდეგ მზერა ემილიზე გადავიტანე.
_ ააა, _ მარტო ამის თქმა მოახერხა.
_ რა ყველაფერს? _ იკითხა დაბნეულმა ემილიმ.
_ საღამოს გაიგებ, _ ამასობაში ზარიც დაირეკა. სამივენი სკოლაში შევედით და ჩვენი კაბინეტებისაკენ წავედით. პირველი ისტორია მქონდა, სადაც ბლერიც უნდა ყოფილიყო. მისი ნახვა არ მინდოდა, მითუმეტეს იმიტომ, რომ გოგოებმა მითხრეს ცუდად გამოიყურებიო. ის ამაზე რამე კომენტარს აუცილებლად გააკეთებდა ან არადა იფიქრებდა, რომ გაიმარჯვა. პირველ შემთხვევაში, მის კომენტარებს ვერ მოვითმენდი და რაღაც ისეთს ვეტყოდი, რაც აურზაურს გამოიწვევდა. მეორე შემთხევვაში კი მას სიამოვნებას მივანიჭებდი, რაც ძალიან არ მინდოდა. თანაც ეს ტყული იქნებოდა.ბლერს ომი თუ უნდოდა, ამას მიიღებდა კიდეც. შეიძლება ეს ძალიან მკაცრად ჟღერს, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.მე და ჩემს მეგობრებს თავს თუ არ დაგვანებებს, ამას ნამდვილად ინანებს. მითუმეტეს მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. ჩემი მეგობრების წყენინებას არავის არ ვაპტიობ, ეს კი განსაკუთრებით ბლერზე ვრცელდება.დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე და საკლასო ოთახში შევედი. საბედნიეროდ ჩემთვის ზედმეტი ყურადღება არავის არ მოუქცევია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბავშვს, მაგრამ მათაც მალევე მომაშორეს მზერა.ბლერი ჯერ არ იყო შემოსული კლასში და ეს მახარებდა. ჩემს მერხს მივუჯექი და წიგნი გადავშალე.ამ ბოლო დროს სწავლა სულ მივატოვე. მართალია ეს მასალა შარშან ექსტერნად მქონდა ჩაბარებული, მაგრამ გადამეორება არ მაწყენდა. გადავწყვიტე, რომ პრობლემებისგან თავის ასარიდებლად სწავლას უფრო დიდ დროს დავუთმობდი. ამიტომ, დღევანდელი გაკვეთილის კითხვა დავიწყე. ეს თემა კარგად ვიცოდი და ერთი გადაკითხვის შემდეგ მთლიანად გავიხსენე, რაც კი მასთან იყო დაკავშირებული. ამასობაში ზარიც დაირეკა და მასწავლებელი კლასში შემოვიდა. ზუსტად მის უკან ბლერიც გამოჩნდა. ფაქტიურად ერთად შემოვიდნენ. მე მესამემერხზე ვიჯექი, ბლერი კი მასწავლებლის წინ-პირველზე. ასე რომ, მქონდა იმის ბედნიერება, რომ მთელი გაკვეთილი მისთვის მეყურა. გამიკვირდა, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მას ჩემსკენ არც გამოუხედავს, თავი წიგნში ჰქონდა ჩარგული. მასწავლებელი კითხვებს მისვამდა, რომლებზეც მე უპრობლემოდ ვპასუხობდი. მაგრამ ბოლოს ჩემმა ტვინმა მუშაობაზე უარი განმიცხადა და მასწავლებლის დასმულ შეკითხვაზე არასწორი პასუხი გავეცი. ვიცოდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ პირველი თავში რაც მომივიდა, ის ვთქვი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედა ბლერმა ჩემსკენ. მომეჩვენა, თითქოს მისი თვალები რაღაცნაირად ანათებდნენ, ავისმომასწავლებლად. მასწავლებელმა კიდევ დამისვა კითხვა, რომელზეც არასწორი პასუხის თქმაც ვერ მოვახერხე. უბრალოდ გონება გამეთიშა. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად ვიცოდი. ვერ ვხვდებოდი რა დამემართა. მასწავლებელს უკვე შენიშვა უნდა მოეცა ჩემთვის, რადგან კითხვებს ვერ გავეცი პასუხი, მაგრამ ჩემი გადამრჩენელი ზარი დაირეკა.
_ მის მონტერ, თუ შეიძლება რამდენიმე წუთით დარჩით,_მომმართა მან და თავის მაგიდასთან დაჯდა. ბლერმა კმაყოფილი სახით შეაგროვა თავისი ნივთები და მაღლა აწეული ნიკაპით გავიდა კლასიდან. და რას ნიშნავს ეს? ჩანთა ჩავალაგე და მასწავლებლის მაგიდასთან მივედი.მან თავი ასწია და მე შემომხედა.
_ ბელა, რა ხდება? _ მკითხა მან.
_ რას გულისხმობთ? _ ნამდვილად ვერ მივხვდი.
_ ბოლო დროს სწავლას ძალიან შეეშვი. არადა კლასში საუკეთესო მოსწავლე იყავი. საახალწლო არდადეგების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა და მინდა, რომ
შენ გაგიშვა.
ოჰო, ოლიმპიადა. ასეთი რაღაცეების მოყვარული არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც მიშვებდნენ ხოლმე.
_ დარწმუნებული ხართ? იქნებ სხვა გაუშვათ... _ დავიმანჭე.
_ არა, შენ უნდა წახვიდე, _ ჯიუტად იმეორებდა.
_ მაგრამ თქვენ თვითონ თქვით, რომ ჩავარდნა მაქვს, _ შევეცადე გადამერწმუნებინა.
_ ეს მასალა ხომ უკვე გავლილი გაქვს? _ თავი ოდნავ დავუქნიე. _ ასე რომ არ გაგიჭირდება, _ ეს ისეთი ტონით მითხრა, რომ გამაგებინა-საუბარი დამთავრებული იყო.
_ კარგით, _ თავი დავუქნიე და ოთახიდან გამოვედი.
ჩემს მასწავლებელზე ცოტათი გაბრაზებულიც კი ვიყავი.რატომ უნდა გამიშვას მაინცდამაინც მე? იქნებ რამე მოვიმიზეზო და არ წავიდე? თუმცა ეს ხომ საახალწლო არდადეგების შემდეგაა.ამიტომ, გადავწყვიტე, ამ საკითხზე მერე მეფიქრა. ჩემს კარადასთან მივედი და ისტორიის წიგნი შევდე.ემილი და ჯეინიც მალე მოვიდნენ.
_ როგორ ჩაიარა ისტორიამ? _ ხალისიანად მკითხეს მათ.
_ ნორმალურად. მასწავლებელმა მითხრა, რომ ოლიმპიადაზე უნდა გავიდე, _ თვალები გადავატრიალე.
_ მერე შენც რამე მოიფიქრე და უარი თქვი, _ შემომთავაზა ემილიმ.
_ მეც სწორედ მაგას ვფიქრობ, მაგრამ იქამდე ბევრი დროა. იქნებ გადავიფიქრო კიდეც.
_ რაღაც ეჭვი მეპარება, _ სიცილით თქვა ჯეინმა.
_ მართალია, _ მეც გავიცინე.
კარადიდან წიგნი გამოვიღე და კარები ხმაურიანად მივხურე. ახლა ტრიგონომეტრია მქონდა. ამასობაში ზარიც დაირეკა, გოგოებს დავემშვიდობე და კლასისკენ გავეშურე.
ტრიგონომეტრიამ ჩვეულერბივად ჩაიარა. გაკვეთილზე თითქმის ისეთი ბავშვები იყვნენ, ვისთანაც არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ეს კარგი იყო, რადგან ახლა არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ შემდეგი გაკვეთილი ბიოლოგია იყო, რომელიც ელასთან ერთად მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი დილანდელი საქციელის მიზეზებს გამომკითხვდა, მაგრამ მთლიანად სიმართლის თქმას არ ვაპირებდი, ჯერ-ჯერობით... ჯეინისა და ემილის გარდა ჯერ-ჯერობით სიმართლეს არავის არ ვეტყოდი. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომარკვია. ნივთები შევაგროვე და ისევ ჩემს კარადასთან მივედი, რადგან ბიოლოგიის წიგნის აღება დამავიწყდა. ტრიგონომეტრიის წიგნი კარადაში შევდე და ბიოლოგიისა და ინგლისური ლიტერატურის წიგნები გამოვიღე. გვერდზე საბრინამ ჩამიარა და რაღაცაზე ჩაიხითხითა. რატომღაც ამან ძალიან გამაღიზიანა და კარადის კარები მთელი ძალით მივაჯახუნე.
საკლასო ოთახში რომ შევედი, უკვე ყველანი თავის ადგილას ისხდნენ და მასწავლებელს ელოდებოდნენ. ელა ჩემს გვერდით იჯდა და მე მელოდებოდა. მასთან მივედი და სკამზე დავჯექი.
_ ჰაი, _ მხიარულად გავუღიმე და წიგნი გადავშალე, მაგრამ მან მაშინვე დამიხურა.
_ აბა, ქალბატონო, ახლა არ მეტყვი დილით რა გჭირდა?
_ არაფერი არ მჭირდა, _ ოდნავ გავიღიმე.
_ კი, როგორ არა, დაგიჯერე, _ ირონიულად თქვა.
_ ელა, ახლა ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, კარგი? გპირდები, რომ სიმართლეს აუცილებლად გაიგებ, _ გადავწყვიტე პირდაპირ მეთქვა მისთვის.
_ კარგი, _ უკმაყოფილო თქვა, მაგრამ მაინც დაწყნარდა.
_ ჰო, მართლა, სკოლის შემდეგ კაფეში უნდა წავიდეთ,_ვახარე.
_ წავიდე-თ? _ ბოლო ასო გამოყო.
_ ჰო. მე, შენ, რობი, დენიელი და თუ გინდა ბობიც წამოიყვანეთ.
_ ემილი და ჯეინი? _ გაუკვირდა მას.
_ ემმ... ისინი არ მოდიან, _ ოდნავ დავიბენი. _ კაფეში ჩემი ბიძაშვილი-კლერი დაგვხვდება და გაგაცნობთ, _ ავუხსენი.
_ ჰო, რობი ამბობდა, რომ ლონდონიდან ნათესავები ჩამოგდიოდნენ. მაგრამ ჯეინი და ემილი რატომ არ მოდიან?_ამ კითხვას თავს არ ანებებდა.
_ ელ, მე კლერს ყველაფერი მოვუყევი, არაფერი არ გამომიტოვებია. ჯეინმა რაღაცეები არ იცის, ემილიმ კი საერთოდ არაფერი. თუმცა უახლოს მომავალში მოვუყვები,_ავუხსენი.
_ კარგი, გასაგებია, _ გამიღიმა.
ამასობაში მასწავლებელიც შემოვიდა და მე და ელას მოგვიწია ჩვენი საუბარი შეგვეწყვიტა. მთელი გაკვეთილი თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დამძინებოდა. ბიოლოგია საშინლად მოსაწყენი საგანი იყო. საბუნებისმეტყველო საგნები არასდროს მიყვარდა. როგორც იქნა ჩემი მხსნელი ზარი დაირეკა და მტანჯველი გაკვეთილიც დასრულდა. წიგნები სწრაფად შევაგროვე, ელას დავემშვიდობე და ლიტერატურის კაბინეტისკენ გავეშურე. თან დაგითხვისთვის წინასწარ ვემზადებოდი, რადგან ეს გაკვეთილი რობთან ერთად მქონდა და ვიცოდი, რომ ჩემს დილანდელ საქციელს აუცილებლად გაიხსენებდა. კლასში შევედი და დავინახე, რომ რობი თავის ადგილას იჯდა- ბოლო მერხზე. მივედი და მის გვერდით დავჯექი, გაკვეთილის დაწყებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი.
_ ბელა, კარგად ხარ? _ შეწუხებულმა მკითხა.
_ არაფერი მიჭირს, _ მხიარულად გავიღიმე.
_ დარწმუნებული ხარ? შენ და ერიკმა რაზე ილაპარაკეთ?_თავს არ მანებებდა.

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2011-04-11, 1:03 AM
ძებნა: