bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 1:00 AM | შეტყობინება # 241 |
842
Offline
| _ ისეთზე არაფერზე, _ მან ცალი წარბია ასწია. _ უბრალოდ, როგორც და-ძმამ ისე ვილაპარაკეთ. ცოტა გული ამიჩუყდა, რადგან ასე დიდი ხანია არ გვისაუბრია, _ დავამატე. რობს მთლიან სიმართლეს არ ვეუბნებოდი, მაგრამ ეს ნაწილობრივ მაინც იყო სიმართლე. _ და რაზე? _ საშინლად დაინტერესებული ჩანდა. _ მნიშვნელოვანზე არაფერზე, მერე მოგიყვები, _ როცა დრო მოვიდოდა, მე მართლაც მოვუყვებოდი მასაც და დანარჩენებსაც სრულ სიმართლეს. _ კარგი, _ როგორც იქნა დანებდა. _ მაგრამ გუშინ რა გატირებდა? _ ახლა სხვა საკითხზე გადავიდა. _ ხომ მითხარი, რომ ამ საკითხზე თავს დამანებებდი? _ შევახსენე. _ მე ვთქვი ჯერ-ჯერობით-მეთქი, _ გამისწორა მან. _ იცი რა? მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს. ახლა კარგ ამბავს გეტყვი, _ ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი. _ მაინც რას? _ უკმაყოფილოდ მითხრა, მაგრამ ეტყობოდა, რომ დაინტერესდა. _ სკოლის შემდეგ კაფეში უნდა წავიდეთ. _ რამე განსაკუთრებული მიზეზია? _ დაინტერესდა. _ რაღაც მაგდაგვარი. იქ ჩემი ბიძაშვილი დაგვხვდება. მთხოვა შენი მეგობრები წამოიყვანეო, თან რაღაც სიურპრიზს მიწყობს, _ მხრები ავიჩეჩე. _ ანუ ყველანი მივდივართ? _ მგონი მოეწონა იდეა. _ არა, ჯეინი და ემილი არ მოდიან, _ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. _ გუშინ კლერს აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი. ამიტომ, თქვენი გაცნობა უნდა. ამას კი ჩემს სახლში ვერ მოვახერხებთ, _ ავუხსენი. _ კარგი, _ დამეთანხმა. _ ვინ მივდივართ? _ მე, შენ, ელა, დენიელი და ბობი.მან ხომ ყველაფერი იცის? _ კი, ყველაფერი, _ თავი დამიქნია. _ კარგი, მაშინ კლერს დავურეკავ და ვკითხავ რომელ კაფეში გველოდება, _ პასუხად თავი დამიქნია. საკლასო ოთახში მასწავლებელი შემოვიდა და მე და რობს საუბრის გაწყვეტა მოგვიწია. ინგლისური ლიტერატურა მგონი ერთადერთი საგანი იყო, რომლის გაკვეთილზე ჯდომა მსიამოვნებდა. ამიტომ აქ არც მთქნარება ამიტეხავს და არც ძილს ვეწინააღმდეგებოდი. პირიქით, გაკვეთილზე ვაქტიურობდი კიდეც. კლასში მგონი ყველას უკვირდა ჩემი გამოცოცხლება, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. გაკვეთილის დამთავრების ზარი დაირეკა და მგონი ცხოვრებაში პირველად დამწყდა გული, რომ ზარი დაირეკა და გაკვეთილი დამთავრდა. მე და რობი ერთად გამოვედით კლასიდან და კაფეტერიისკენ გავემართეთ. გზაში თითქმის არ ვლაპარაკობდით, ხანდახან თუ ვიტყოდით რამეს. აქ ყველგან ტომის ძმაკაცები იყვნენ და ერთად რომ დავენახეთ, მაშინვე ერიკს ეტყოდნენ. მე კი მასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა არ მინდოდა. მგონი ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა გამოკეთებისკენ მიდის და არ მინდოდა, რომ ყველაფერი გამეფუჭებინა. როგორც რობმა თქვა, აქ ყველგან ტომის ,,ჯაშუშები” იყვნენ. კაფეტერიაში ერთად შევედით, მაგრამ ის პირდაპირ ჩვენი მაგიდისკენ გაემართა, მე კი საჭმლის ასაღებად წავედი. გადავწყვიტე მხოლოდ ნამცხვარი და კოლა ამეღო, რადგან სკოლის შემდეგ კაფეში მივდიოდით. საჭმელი რომ ვიყიდე, მაგიდისკენ გავემართე, სადაც ჩემი მეგობრები ისხდნენ. გზაში ერიკს შევეჯახე და მან ხუმრობით თმა ამიჩეჩა. _ ეი, _ ცალი ხელით გავისწორე თმა, რადგან მეორეში ლანგარი მეჭირა. _ უკაცრავად, ქალბატონო, _ ერიკმა თავი დამიკრა და შემდეგ სიცილი ატეხა. ეტყობოდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. _ კარგ ხასიათზე ვართ? _ ღიმილით ვკითხე. _ აჰა, _ თავი დამიქნია. _ მისმინე, სკოლის შემდეგ კლერს კაფეში უნდა შევხვდე და ლილე შენ წაიყვანე, კარგი? _ ჯობდა წინასწარ მეთქვა. _ და მე არ დამპატიჟეთ, არა? _ ნაწყენი ხმით თქვა. _ თუ გინდა წამოდი, გოგოების ჭორაობას მოუსმენ, _ ვიცოდი, რომ მაინც არ წამოვიდოდა. _ ოჰ, არა, გმადლობთ, არ მინდა, _ ხელები გაასავსავა, რაზეც მე სიცილი დავიწყე. _ ერიკ, _ ჩემი სიცილი ტომის ხმამ შეწყვიტა. _ გამარჯობა ბელა, _ ჩვენთან ახლოს მოვიდა. ერიკს შევხედე, მის სახეზე მხიარულობის ნასახიც აღარ იყო. _ გამარჯობა, _ ცივად ვუპასუხე და გამოტრიალება დავაპირე, მაგრამ გამაჩერეს. _ შენი დაქალი როგორ არის? _ ეს რომ გავიგე, ადგილზე გავიყინე. რას გულისხმობდა ტომი? _ ვის გულისხმობ? _ მკვეთრად შევტრიალდი. _ ბელა, _ ჩემი გაჩერება სცადა ერიკმა. _ აქ რა ხდება? _ ენრიკე შემოგვიერთდა. _ არაფერი, უბრალოდ ბელას დაქალების ამბებს ვეკითხებოდი, _ უემოციოდ თქვა ტომმა. ენრიკეს შევხედე, დაძაბული იყო და მუშტები ჰქონდა შეკრული. ჩემს ძმას გავხედე და ისიც თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა. _ ვის გულისხმობ ტომ? _ კბილებში გამოვცარი. _ ოჰ, ასე ნუ გაღიზიანდები, _ ჩაიცინა. _ ბელა, ჯობია მეგობრებთან წახვიდე, _ ერიკმა ხელი მომკიდა და სცადა მაგიდისკენ წავეყვანე, მაგრამ შევეწინააღმდეგე. თვალის კუთხით დავინახე, რომ მეგობრები ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ. რობი განსაკუთრებით დაძაბული ჩანდა. თითქოს ყოველ წამს მზად იყო ჩვენსკენ გამოქანებულიყო. _ კითხვაზე არ მიპასუხებ? _ ისევ ტომს შევუბრუნდი. _ მგონი გავბრაზდით, არა? _ გადაიხარხარა ტომმა. _ ტომ, მორჩა! _ მკაცრად თქვა ერიკმა და ცოტა ხმასაც აუმაღლა. _ ცუდი არაფერი ხდება, _ მხრები აიჩეჩა მან. _ ჯობია იქით წავიდეთ, _ ენრიკემ ტომს მხარზე ხელი მოკიდა. _ რა თქმა უნდა, _ უცბად დათანხმდა ტომი. _ ერიკ? _ ენრიკემ დაუძახა. _ ახლავე, _ უპასუხა მან და ჩემსკენ შემოტრიალდა. პირი გავაღე, რომ მისთვის კითხვები დამეყარა, მაგრამ მან დამასწრო. _ ამაზე სახლში ვილაპარაკებთ, ახლა დაწყნარდი, კარგი?_მუდარით სავსე მზერით შემომხედა. _ იცოდე, ვერ გადამირჩები. ჩემს რომელიმე დაქალს თუ შეეხება, ჩემი ხელით მოვკლავ. შეგიძლია ასე გადასცე, _ საშინლად გაბრაზებული ვიყავი. იმდენად, რომ ხელებიც კი მიკანკალებდა. რას ნიშნავდა ტომის ეს გამოხტომა? ეს აუცილებლად უნდა გამეგო! რამდენადაც მივხვდი, ჩემმა ძმამ და ენრიკემ ამაზე ყველაფერი იცოდნენ და ამასთან დაკავშირებით ჩემი დაკითხვისგან თავს ვერ დაიძვრენდნენ. _ ახლა იმაზე არ ფიქრობ? _ თვალებგაფართოებულმა მკითხა ძმამ. _ ეჭვი მეპარება, რომ ტომი ადამიანი იყოს, _ ზურგი შევაქციე და მეგობრებისკენ წავედი. მაგიდაზე ლანგარი ხმაურიანად დავახეთქე და თავისუფალ სკამზე დავჯექი. _ რა მოხდა? _ ყველამ ერთდროულად დამისვა ეს კითხვა. _ არაფერი, _ ჭამა დავიწყე. _ ბელა, მთლიანად კანკალებ, _ შეამჩნია ბობმა. _ არაფერია, _ თავი გავაქნიე. ჩემს გვრედით მჯდომ რობს შევხედე, დაძაბული იჯდა და მაგიდის ქვეშ მუშტები ჰქონდა შეკრული. ცალი ხელი ქვემოთ ჩავყავი და მის ხელს დავადე. ერთი წამით შემომხედა და ნელ-ნელა მოდუნდა. _ დაივიწყეთ, ისეთი არაფერი არ მომხდარა, _ ყველას მივმართე და ჭამა განვაგრძე. ცალი ხელი ისევ რობის ხელზე მეკიდა, რომელიც საპასუხოდ მიჭერდა. ამის შემდეგ ამ თემაზე ხმა არავის აღარ ამოუღია, სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობდით. მაგიდასთან სადაც ჩემი ძმა, ენრიკე და ტომის მეგობრები ისხდნენ, ყველა რაღაცას არჩევდა. მგონი ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ და ერთმანეთს არ აცდიდნენ ხმის ამოღებას. რამდენიმე ხნის შემდეგ, ზარიც დაირეკა და კაფეტერია ნელ-ნელა დაცარიელდა. ჩვენც დანარჩენებს მივყევით და საკლასო ოთახებისკენ გავეშურეთ.იმედიმქონდა, რომ გაკვეთილებზე გადავიტანდი ყურადღებას და სულ ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ცოტა ხნით მაინც დავივიწყებდი. დანარჩენი ოთხი გაკვეთილი საშინლად გაიწელა, მეგონა აღარაროდეს დამთავრდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ დაირეკა ჩემი გადამრჩენელი ზარი. სწრაფად ჩავალაგე ჩანთა და მაშინვე სკოლის გასასვლელს მივაშურე, აქ დარჩენა აღარ მინდოდა. შენობიდან რომ გავედი, ტელეფონი ამოვიღე და კლერს დავურეკე. _ გისმენთ, _ სიცილით მიპასუხა კლერმა. _ რა გაცინებს?_ ძალაუნებურად გამეღიმა. _ რომ მოხვალ- გაიგებ, _ ჩაიხითხითა მან. _ კარგი. ახლა მითხარი, რომელ კაფეში მოვიდეთ? _ ვკითხე მას. _ სკოლიდან რომ წამოხვალ, პირდაპირ სავაჭრო ცენტრამდეა. რომ დაინახავ, მიხვდები რომელზეც გეუბნები. _ არ შეგიძლია პირდაპირ სახელი მითხრა? _ თვალები გადავატრიალე და თან ელასკენ წავედი, რომელიც რობის მანქანასთან იდგა. _ უნდა შევამოწმო, რამდენად მიხვედრილი ხარ, _ ისევ ჩაიხითხითა. _ ოჰ, კარგი, ვნახოთ. _ დროზე მოდი, სიურპრიზი უკვე აქ არის. _ კარგი, თხუთმეტ წუთში მანდ ვარ, _ შევპირდი. _ ბელა, ნელა იარე, _ გამაფრთხილა მან. _ კარგი, _ დავეთანხმე და მობილური გავთიშე. _ ელ, რობი სადაა? _ ვკითხე ელას. _ბოლო ფიზკულტურა ჰქონდა და ახლა მალე გამოვა. ამის თქმა იყო და ზუსტად იმ წამს გაჩნდა რობი ჩემს გვერდით. მას უკან დენიელი და ბობიც მოჰყვნენ. _ მოკლედ, ახლა მე ჩემი მანქანით წავალ კაფეში, თქვენ კი უკან გამომყვებით, _ ვუთხარი მათ. _ არის, მემ, _ ბობმა მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიდო. ამით ყველას სიცილი გამოიწვია. ჯეინს და ემილის ერთი და იგივე მესიჯი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, რომ კლერთან შესახვედრად მივდიოდი. ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სკოლის ეზოდან სწრაფად გავედი.სარკიდან დავინახე, რომ რობის მანქანა უკან მომყვებოდა. სიჩქარეს ოდნავ მოვუმატე, მაგრამ ისე ძალიან არა, რომ საჭე ვეღარ დამემორჩილა. დანიშნულ ადგილას მალე მივედით და კაფის წინ გავაჩერეთ მანქანები. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის კაფე იყო, რომელზეც კლერი მეუბნებოდა. მანქანიდან გადავედი და უკან მივბრუნდი, უკვე ყველა გადმოსული იყო მანქანიდან. რობი ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამკიდა. მეც საპასუხოდ მოვუჭირე მის ხელს და ასე შევედით კაფეში. _ კარგი კაფეა, _ აღნიშნა დენიელმა. _ კი, მართალია, _ უკან მივბრუნდი და ვუპასუხე. შემდეგ ისევ წინ გავიხედე, რომ კლერი მომეძებნა, მაგრამ მის მაგივრად სხვა, მომღიმარი ადამიანი დავინახე. _ ჯასტინ! _ რობს ხელი გავუშვი და მისკენ გავექანე. მან თავის მკლავებში მომაქცია და ჰაერში დამატრიალა. _ მომენატრე პატარავ, _ როგორც იქნა ფეხზე დამაყენა და ლოყაზე მაკოცა. _ მეც მომენატრე, ბებერო, _ საპასუხო მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. _ ესეიგი, მე ვარ ბებერი, არა? _ მას თვალები გაუბრწყინდა და ღუტუნი დამიწყო, რაზეც მე სიცილი ავტეხე. _ ჯაას, ხომ იცი, რომ ამის მეშინია, _ შევეცადე მისი მკლავებისგან თავი დამეხსნა. _ ბებერი ხომ? _ თავს არ მანებებდა. _ კარგი ჰო, _ ისევ ისტერიულად ვიცინოდი. _ ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიური, _ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. _ ასე ჯობია, _ მან ხელი გამიშვა. _ ბელა! _ ჩემსკენ ბრედი გამოექანა. _ ოჰო, შენც აქ ხარ? _ ბრედს ჩავეხუტე და თავზე მოვეფერე. _ აბა, უჩემოდ ეს სად წავა? _ ხელით ჯასტინზე მანიშნა. _ რა თქმა უნდა, უშენოდ რისი მაქნისია, _ მეც მხარი ავუბი ბრედს, მაგრამ ჯასტინის სახე რომ დავინახე, მაშინვე ხელები ავწიე. _ ვჩუმდები, _ პირზე ხელი ავიფარე. _ უკვე მოხვედით? _ ჩვენთან კლერი მოვიდა და გადამეხვია. _ ეს იყო შენი სიურპრიზი? _ ვკითხე აღფრთოვანებულმა. _ ჰო, _ თავი დამიქნია. _ ჩვენზე უკეთეს სიუპრიზს ელოდი, ბელს? _ მკითხა ჯასტინმა. _ ოჰ, არა. შენზე უკეთესი სადღა არსებობს, _ სიცილით ვუპასუხე. ამ დროს ჩემს გვერდით ვიღაცამ ჩაახველა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ აქ მარტო არ მოვსულვარ. იქით გავიხედე, სადაც ჩემი ემგობრები იდგნენ და რობის გაბრაზებულ მზერას შევეჯახე. ის ისე უყურებდა ჯასტინს, რომ მზერით ადამიანის მოკვლა შესაძლებელი რომ ყოფლიყო, ჯასტინი ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა. _ უი, სულ დამავიწყდა, _ დამნაშავეს სახე მივიღე. _ მოდით, ერთმანეთს გაგაცნობთ, _ რობს ხელი მოვკიდე და სკამზე დავსვი, თვითონაც მას მივუჯექი გვერდით. _ ეს ჩემი ბიძაშვილი კლერია. ეს კი რობი, მისი და-ძმა ელა და დენიელი და მათი მეგობარი ბობი, _ თითოეულზე ხელით ვანიშნე. _ ძალიან სასიამოვნოა, _ კლერმა ყველას თბილად გაუღიმა. თვალი ბობისკენ გავაპარე, ის კლერს თვალებში შესციცინებდა და 32-ვე კბილით იღიმოდა. _ ემმ... და ის დაკავებულია, _ ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი. ბობი რა თქმა უნდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ კლერს მაიკლი უფრო შეეფრებოდა. თანაც არ მინდოდა, რომ ბობს ტყუილი იმედი ჰქონოდა. _ ბელა მართალია, _ გადაიკისკისა კლერმა. _ აი, მე კი თავისუფალი ვარ, _ გაიღიმა ჯასტინმა. _ შენ, როგორც ყოველთვის, ჩვენი ცნობილი მექალთანე, თავისუფალი იქნები, აბა რა, _ გაიცინა კლერმა. _ მექალთანე, _ უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა მან. ამის შემდეგ ჩემს მეგობრებს ჯასტინი და ბრედიც გავაცანი და მათი ისტორია მოკლედ მოვუყევი. მაგიდასთან ოფიციანტი მოვიდა და ჩვენი შეკვეთები ჩაიწერა. თითქმის ყველამ პიცა და დესერტი შევუკვეთეთ.მხიარული საუბარი გავაბით. კლერმა, ჯასტინმა და თვით პატარა ბრედმაც იპოვეს ყველასთან საერთო ენა. ჯასტინმა რამდენჯერმე სცადა მასთან საუბარში რობი აეყოლიებინა, მაგრამ ეს უკანსასკნელი ისე ცივად და ისე მოკლედ პასუხობდა, რომ გაწბილებული ჯასტინი თავს ანაბებდა. _ ჯასტინს ასე რატომ უბღვერ? _ ჩუმად ჩავჩურჩულე რობს ყურში. _ ჯერ შენ მიპასუხე ერთ კითხვაზე, _ მანაც ჩუმად მიპასუხა. _ რომელ კითხვაზე? _ შენ და ჯასტინი მართლა მეგობრები ხართ თუ?.._ ფრაზა აღარ დაასრულა. ეს რომ გავიგე, სიცილი ამიტყდა, მაგრამ ჩემთვის ყურადღება არავის არ მოუქცევია, რადგან დანარჩენებიც რაღაცაზე იცინოდნენ. _ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მეგობრები ვართ, _ გავიღიმე. _ ჰმ, მეგობრებს ასე ხვდებიან? _ ირონიულად იკითხა მან. _ მე-კი, _ თავი დავუქნიე. _ რობ, არ მითხრა, რომ ეჭვიანობ, _ მგონი თვალები გამიფართოვდა. _ უბრალოდ, ჩემ გოგოს ხელებს სხვა რომ უთათუნებს, არ მსიამოვნებს, _ განმიცხადა მან. _ ,,ჩემ გოგოს?” _ ცალი წარბი ავწიე. _ ჰო, ჩემ საყვარელ გოგოს, _ ლოყაზე ნაზად მაკოცა. კაფეში კიდევ ერთი საათი დავრჩით და ნაყინს შევექეცით, მაგრამ ჯასტინი და ბრედი ფრენის გამო ძალიან დაღლილები იყვნენ და გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით. _ კლერ, თქვენ ტაქსით წადით, კარგი? მე რაღაც საქმე მაქვს, _ მივმართე მას. _ რა საქმე? _ დაინტერესდა ის. _ ისეთი არაფერი, მალე მოვალ. _ კარგი, _ დამეთანხმა ის. ყველას დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქალაქგარეთ წავსულიყავი. იმ ადგილას, სადაც მისვლა ყველას ეშინია, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს. გზაში წითელი ტიტები ვიყიდე და სასაფლაოსკენ წავედი. კაფეში ყოფნის დროს საშინლად მომინდა მამაჩემთან საუბარი. როდესაც ცარიელ ტრასაზე გავედი, სიჩქარეს საგრძნობლად მოვუმატე. თავისუფლების გრძნობა დამეუფლა. მანქანა ჩქარა მიმყავდა, ამიტომ სასურველ ადგილას სწრაფად მივედი და მანქანა დიდ კარიბჭესთან გავაჩერე. გადმოვედი და თან ყვავილებიც გადმოვიტანე. დიდი რკინის კარიბჭე შევაღე, რომელიც დაჟანგებული იყო და ამის გამო საშინელი ხმა გამოსცა. შიგნით შევედი და აქეთ-იქით მიმოვიხედე.გარშემო სრული სიჩუმე და საფლავები იყო. ბევრს აქ მარტო ყოფნა ძალიან შეეშინდებოდა, მაგრამ მე ამ კატეგორიაში არ შევდივარ. ნაბიჯი წინ გადავდგი დაიმ ადგილისკენ წავედი, სადაც ყოფნა ახლა ყველაზე მეტად მინდოდა. იმ ადამიანთან მივდიოდი, რომელმაც დამტოვა, მაგრამ ის ჩემს გულში ყოველთვის იცოცხლებდა. სხვა საფლავებს შორის გზას ვიკვლევდი და მამაჩემის საფლავისკენ მივდიოდი. ამ გზას თვალდახუჭულიც იოლად გავივლიდი. მისი სიახლოვე ვიგრძენი და გულის ცემა ამიჩქარდა. შავ მარმარილოს ქვასთან მივედი, სადაც ის წარწერა იყო, რომლის წაკითხვაც გულს მწვავდა. ,,ბილ მონტერი. 1970-2010წწ.” ეს მარმარილოს ქვა რომ არ არსებობდეს, მასზე ეს ბოლო წელი რომ არ ეწეროს, ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი. გონებაში ძველი, ბედნიერი ცხოვრების მომენტები წარმომიდგა. სურათები ერთმანეთს ცვლიდნენ... მადლიერების დღე, რომელიც სულ მალე დადგებოდა. ეს დღე ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი ზეიმით აღინიშნებოდა. მამაჩემის მომღიმარი სახე და თბილი დახვედრა, როდესაც საზღვარგარეთიდან ვბრუნდებოდი. საფლავის წინ მუხლებზე დავდექი და შავ მიწაზე წითელი ტიტები დავდე. მიყვარდა აქ, ჩემს მამიკოსთან მოსვლა და მასთან ლაპარაკი. თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ის ჩემს ხმას ვერ გაიგებდა და პასუხსაც ვერ გამცემდა. _ გამარჯობა მამა, _ მივესალმე მას. ცოტა ხნით გავჩუმდი. თითქოს სადღაც, გულის კუნჭულში იმედი მქონდა, რომ მის ხმას გავიგონებდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ ფოთლების შრიალი და ცის ქუხილი გავიგე, რომელიც იუწყებოდა, რომ მალე წვიმა წამოვიდოდა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ წვიმა მჭირდებოდა. მის მიმართ საშინელი მონატრება ვიგრძენი. _ ერიკი და ლილე კარგად არიან, _ დავიწყე ამბების მოყოლა. _ ლონდონიდან ბიძია, ბიცოლა და კლერი ჩამოვიდნენ მადლიერების დღისთვის. ყველას ძალიან ენატრები... მე... მე მენატრები... _ თვალები ცრემლებით ამევსო. _ იცი, დღეს ადამიანი კინაღამ სიცოცხლეს გამოვასალმე. ხომ შეიძლებოდა მომკვდარიყო... _ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა. _ ძალიან მომენატრე... როგორ მინდა შენთან ლაპარაკი, _ ცხელი ცრემლები კანს მიწვავდა. _ უკვე აღარ შემიძლია... ვეღარ ვძლებ... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც ბოლომდე ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს_ჩემი დახრჩობა უნდა, _ ახლაც ზუსტად ასე ვიყავი, სუნთქვა მეკვროდა და ჰაერი აღარ მყოფნიდა. _ არ მესმის, რატომ მე? რატომ? რატომ დამტოვე? _ უკვე ვქვითინებდი. ისეთი გრძნობდა მქონდა, თითქოს ჩემი გული ვიღაცას მუჭში ეჭირა და მთელი ძალით უჭერდა. ვიგრძენი, როგორ დამეცა თავზე წვიმის პირველი წვეთი. შემდეგ კიდევ ერთი... მეორე... და საშინელი წვიმა დაიწყო.უკვე 15 წუთი ვიყავი ასე. მე, წვიმა და მამაჩემის საფლავი. _ რატომ? _ ჩემი ცრემლები წვიმას შეერია. _ რატომ დამტოვე მამა? შენ ამისუფლება არ გქონდა... მე, ლილე, ერიკი... ყველას ძალიან გვჭირდები... _ თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი, მხედველობაში თვალებში მოგროვილი ცრემლები მიშლიდა. ჩემი აქ მოსვლა ყოველთვის ასე მთავრდებოდა. ცრემლები, უთვალავი ცრემლები... ცრემლების ზღვა, რომელიც მახრჩობდა... თითქოს ჰაერის ჩემს წილს სხვა იპარავდა და მე აღარ მიტოვებდა.ჰაერს პირით ვიჭერდი, ვცდილობდი არ დავმხჩვრალიყავი. ხელი წინ გავწიე და შავ, ცივ მარმარილოს თითის წვერებით შევეხე. ასეთივე ცივი იყო მამაჩემის სხეული, როცა უკანასკნელად შევეხე. უკანასკნელად დავინახე მისი სახე, მაგრამ ამას ადამიანის სახეს ვერ დაარქმევდი. მასზე არ იყო მამაჩემისთვის ასე დამახასიათებელი ღიმილი. ეს... ეს არ იყო ჩემი საყვარელი მამიკო... ამის დაჯერება არ მინდოდა... ვხედავდი ჩემს წინ დასვენებულ ლურჯ სხეულს და არ მჯეროდა, რომ ეს მამაჩემის ცხედარი იყო. მისი შეხება მეშინოდა... მისი დანახვა მეშინოდა... ამის გააზრება მეშინოდა... ის, რომ ჩემი საყვარელი მამიკო დავკარგე და ახლა მას ვეღარასოდეს ვნახავდი... ამის გააზრება გულს მიწვავდა და სუნთქვის შესაძლებლობას მიკარგავდა. მახსოვს როგორ დავიწყე ყვირილი და ძალაგამოცლილი მუხლებზე დავვარდი მამაჩემის ცხედართან. ეს წუთები ჩემთვის ყველაზე აუტანელი იყო. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ამ მოგონებებს ჩემი მეხსიერებიდან ვერავინ და ვერაფერი ვერ წაშლის.Eეს უბრალოდ შეუძლებელია... ეს მომენტები ისე ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ მათი იქიდან ამოგდება შეუძლებელია... ამის ძალა არავის არ შესწევს... _ მამიკო, როგორ მენატრები... _ ჩემი ხმა ტირილის გამო ჩახლეჩილი იყო. _ რატომ დამტოვე ასე მარტო ამ უზარმაზარ პლანეტაზე? ახლა ვის ვკითხო რჩევა? ვის დავეყრდნო? ვისი იმედი მქონდეს გასაჭირში? აღარავინ დამრჩა... _ ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ლოყაზე. _ ერთხელ მითხარი, რომ შენ თუ რამე მოგივიდოდა, მე არ უნდა დავნებებულიყავი, უნდა მებრძოლა... მაგრამ შენ დაგავიწყდა გეთქვა რისთვის. რისთვის ვიბრძოლო? გარშემო სულ პრობლემები მახვევია... ვის დაველაპარაკო? მინდა... მინდა, რომ მეც ვიღაცამ დამიცვას, მყავდეს ისეთი ვიღაც, ვის ზურგს უკანაც დავიმალებოდი და ვისთანაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი... _ მამა! გეხვეწები ხმა გამეცი! _ მთელი ძალით დავიღრიალე. ჩემი ხმა სასაფლაოზე ექოდ გაისმა, წვიმამ შთანთქა ჩემი სიტყვები... თავი მიწაზე დავდე და ქვითინი დავიწყე. თან გაურკვევლად ვბურტყუნებდი რაღაცეებს... _ მძულხარ... მძულხარ, რომ მიმატოვე და მარტო დამტოვე... მძულხარ იმიტომ, რომ ასე გიყვარდი და ჩემზე ასე ზრუნავდი... თავი ავწიე და თვალები მუჭით მოვიწმინდე. _ გოგონა უკაცრავად, _ თავზე ვიღაც მოხუცი კაცი დამაგდა. _ თქვენ ვინ ხართ? _ ფეხზე წამოვხტი და კაცს მოვშორდი. _ ნუ გეშინია, მე სასაფლაოს დარაჯი ვარ. ამ წვიმაში აქ რა გინდა? _ მკითხა მან. _ ვერ ხედავთ რაც მინდა? _ საშინლად გაბრაზებული ვიყავი. არ შეეძლო უბრალოდ გვერდით ჩაევლო? რატომ შემაწუხა? _ უბრალოდ საშინელი ქარბუქი ახლოვდება და მერე აქედან წასვლა გაგიჭირდებათ, თან სულ დასველდით,_კაცმა ხელები ჩემსკენ გამოიშვირა და ერთი ნაბიჯი გადმოგდა. _ იქ იდექით, სადაც დგახართ, _ თვალებში ვუყურებდი, თან მიწიდან ჩანთან ავიღე და მხარზე გადავიკიდე. _ თუ გინდათ, გაგაცილებთ, _ შემომთავაზა მან. _ გასასვლელს თავადაც მივაგნებ, _ უხეშად მივახალე. ამ დროს საშინელი ჭექაქუხილის ხმა გაისმა და ძალაუნებურად შევხტი. _ ხომ ხედავთ... _ დაიწყო მან. _ მარტო დამტოვეთ! ორ წუთში წამოვალ. კაცი შეტრიალდა და წავიდა. მარმარილოს ქვის წინ მუხლებზე დავდექი და დავიჩურჩულე. _ მაპატიე... ძალიან მიყვარხარ მამიკო...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2011-04-11, 1:02 AM | |
|
|