ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:35 PM | შეტყობინება # 196
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
bella-vampire, miyvarxaaaaaaaaaaaaaaaar love love love love

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:42 PM | შეტყობინება # 197

267
66  +
69  ±
   ±
Offline
clap kiss am kvirashii?kaiaaa dzaaaaaaaaaaaaaan specool first

eeekთარიღი: შაბათი, 2011-03-19, 12:59 PM | შეტყობინება # 198

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime es kvira ar gavidaa? biggrin biggrin biggrin

SLYTHIთარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 10:01 PM | შეტყობინება # 199

259
11  +
   ±
Offline
movitxov axal tavs ! dry biggrin

♥izabella♥თარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 7:46 AM | შეტყობინება # 200
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
tamoooooooooooooooooooo axaliiiiiiiiiiii taviiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry cry cry cry cry sad sad sad

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 1:57 PM | შეტყობინება # 201

842
83  +
   ±
Offline
axali tavi dges tu ara xval iqnebaa smile
samwuxarod chqara weras ver vaxerxeb. xan xasiati da muza araa da xan dro dry

♥izabella♥თარიღი: სამშაბათი, 2011-03-22, 1:57 PM | შეტყობინება # 202
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
tamooooooo ver gadamirchebi icode angry angry angry angry angry afro admin admin admin admin admin admin alucard alucard alucard alucard bash bash bash bash bash bangin bangin bangin butcher butcher butcher butcher death death death devil devil dwarf dwarf dwarf evil evil fudge fudge gunsmilie gunsmilie sniper sniper sniper

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-24, 10:21 AM | შეტყობინება # 203

267
66  +
69  ±
   ±
Offline
axali tavi minda cry

soniaთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-24, 9:42 PM | შეტყობინება # 204

118
5  +
25  ±
   ±
Offline
ramdenjer shemovdivar aq axali tavis daxvedris imedit magrammm cry cry cry interesit mklav ra sad sad sad

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-24, 9:50 PM | შეტყობინება # 205

842
83  +
   ±
Offline
bavshvebo me axlai tavi ki davwere(dzlivs ra biggrin ) mara axla anis velodebi. ar scalia etyoba. xval tu shemovida sadme gavugzavni rom gaasworos happy

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 3:19 PM | შეტყობინება # 206

842
83  +
   ±
Offline
მეთვრამეტე თავი
სტუმრები ლონდონიდან

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც შიგნიდან ჩაქუჩს მიკაკუნებდა. განძრევის თავი არ მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გამეგო სად ვიყავი, ან რომელი საათი იყო. გუშინდელი საღამოდან თითქმის არაფერი არ მახსოვდა. თავი ფრთხილად, ოდნავ მარჯვნივ გადავწიე და მაშინვე ტკივილის ახალი ტალღა ვიგრძენი.
_ ვაი, თავი, _ დავიწუწუნე.
_ ღირსი ხარ, _ გავიგონე ემილის ხმა.
ცალი თვალი გავახილე და როცა დავრწმუნდი, რომ ეს მოძრაობაც არ მაყენებდა ტკივილს, მაშინ მეორე თვალიც გავახილე. თვალებდაჭყეტილმა ოთახს მოვავლე მზერა. ეს ნამდვილად ჩემი საძინებელი იყო. მერე ემილიც აღმოვაჩინე, რომელიც დოინჯშემოდებული თავზე დამდგომოდა და თავს აქეთ-იქით თეატრალურად იქნევდა. უნდოდა ბრაზიანი სახე მიეღო, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა.
_ ტყუილად ნუ წვალობ, ბრაზიანი დედიკოს როლის თამაში არ გამოგდის, _ პირდაპირ ვუთხარი. ემილიმ კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეწყინა, მაგრამ ამ ,,წყენამ” მალევე გადაუარა და მის სახეზე ღიმილი გამოისახა.
_ თავი მისკდება, _ დავიწუწუნე.
_ აი, აიღე, _ მან ერთი ჭიქა წყალი და წამალი გამომიწოდა.
წამალი რომ დამელია, უნდა წამოვმდგარიყავი. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. რაც მალე დავლევდი, მით უფრო მალე გამიყუჩდებოდა ტკივილი. ამიტომ, რაც შეიძლება ფრთხილად შევასრულე ეს მოძრაობა. საწოლში წამოვჯექი და უკან ბალიშებს მივეყუდე, რომელიც ემილიმ გამისწორა.
_ მომეცი, _ ხელი გავუწოდე. მან წყლიანი ჭიქა და წამალი გამომიწოდა. სწრაფად დავლიე.
_ გმადლობ, _ მადლობა გადავუხადე და გავუღიმე.
_ არაფერს, _ მანაც გამიღიმა.
_ ნეტავ ასე ძალიან რატომ მტკივა თავი. არადა, ბევრი არ დამილევია, _ ვბურტყუნებდი.
_ სამაგიეროდ ძალიან ძლიერი ალკოჰოლური სასმელები დალიე, _ შემახსენა მან. _ არა, მაინცარ მესმის. სამი ჭიქა ტეკილა რამ დაგალევინა? _ შეშფოთებული ხმით მითხრა.
_ კარგ ხასიათზე ვიყავი, _ მხრები ავიჩეჩე. _ ჯეინი სადღაა? _ უცბად გამახსენდა. ისიც ჩემნაირ მდგომარეობაში იყო და ალბათ ახლაც ჩემნაირად იქნებოდა.
_ მან შენზე ადრე გაიღვიძა და წამალი დავალევინე. ახლა უკვე თითქმის აღარ ტკივა თავი, _ შემატყობინა ემილიმ.
_ კარგია, _Pგამიხარდა, რომ ჯეინი ჩემნაირად საშინელ მდგომარეობაში არ იყო.
_ გუშინ კარგად გაერთე, არა? _ მკითხა ემილიმ.
_ რას გულისხმობ? _ თავი მოვისულელე.
_ ვერ ხვდები? _ თვალები აენთო.
_ ემილი, თავი დამანებე, _ ენა გამოვუყავი.
_ არც იოცნებო! ვიცი, რომ რობთან ერთად იყავი. აბა, ყველაფერი დეტალურად მომიყევი. სად იყავით? _ მომაყარა მან.
_ რობთან ერთად მე არსად არ ვყოფილვარ, _ გადავწყვიტე ჩემი მსახიობური ნიჭისთვის მეხმო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
_ იცოდე, ახლა ჯეინს დავუძახებ და ხომ იცი, მერე უკვე სიმართლეს ნამდვილად გათქმევინებთ, _ დამემუქრა. მართლა მინდოდა მათთვის მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ ამ დონეზე ვერ გავრისკავდი. ამ სიტუაციაში ჩემს დაქალებს ვერ ვენდობოდი და ვერ ვეტყოდი რა ხდებოდა ჩემსა და რობს შორის. გული ძალიან მტკიოდა, რომ მათი მოტყუება მიწევდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ადრე თუ გვიან ყველაფერს ვეტყოდი.
_ ვისაც გინდა იმას დაუძახე, _ მხრები ავიჩეჩე.
_ უნამუსო ხარ, _ გამკიცხა მან.
Aამის გაგონებაზე თავი დავხარე. ვიცოდი, რომ ახლა ემილი ამას ხუმრობით მეუბნებოდა, მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი. ეს სრული სიმართლე იყო. მე ჩემს საუკეთესო დაქალებს სიმართლეს ვუმალავდი. იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, სიმართლის გაგების უფლება ჰქონდათ. ემილი მართალი იყო. მე უნამუსოდ ვიქცეოდი! თვალებში ვუყურებდი ჩემს საყვარელ ადამიანებს და ვიტყუებოდი. ისინი ჩემგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებდნენ! ცხოვრების მძიმე წუთებში გვერდით მედგნენ და მარტო არ მტოვებდნენ, მამხნევებდნენ, ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიჰქონდათ. მე კი როგორ ვუხდი სამაგიეროს. ტყუილით! მე ყველას ვატყუებდი! ჯეინსაც, რომელმაც უკვე იცოდა ნახევარი სიმართლე. რა დაშავდებოდა, რომ მეორე ნახევარიც გაეგო? არაფერი. მაგრამ მე ზედმეტად ეგოისტი ვარ.
_ ბელს, გეწყინა? კარგი რა, ვიხუმრე, _ ემილი შეშფოთებული მომიჯდა გვერდით. ეტყობა ეგონა, რომ მაწყენინა.
_ არა, რა მეწყინა, _ გავიცინე. _ უბრალოდ თავი ამტკივდა,_ ისევ მოვიტყუე.
_ არ ინერვიულო, მალე გაგივლის, _ თბილად გამიღიმა. მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე.
_ ახლა წავალ, ჯეინს დავხედავ როგორაა. შენ კი გამოკეთდი.
_ ჰო, _ ამოვილუღლუღე.
ემილი ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა. მე კი თავი ბალიშებზე დავდე, თვალები დავხუჭე და მოვდუნდი. აღარ მინდოდა ჩემს უნამუსობაზე და ტყუილებზე მეფიქრა. ამიტომ, ფლეიერი ავიღე და ADAM LAMBERT - Mad World
მალე თავის ტკივილმაც გამიარა და საწოლიდან სწრაფად წამოვდექი. აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. წყალმა ბოლომდე გამომაფხიზლა. შემდეგ ჩემი გარდერობიდან უბრალო, მოსახერხებელი ტანსაცმელი ავირჩიე და საჩქაროდ ჩავიცვი. ამ დროის განმავლობაში ძალიან მომშივდა და ამიტომ სამზარეულოში აღმოჩენას ვჩქარობდი. ოთახიდან გამოვედი და კიბეები სირბილით ჩავიარე. სირბილი არც მისაღებ ოთახში შემიწყვეტია. ოთახიდან ნახევრად გასული ვიყავი, როცა სიცილი შემომესმა. გავჩერდი და უკან მივბრუნდი. ემილი, ჯეინი, ერიკი და ენრიკე დივანზე ისხდნენ და იცინოდნენ.
_ რა გაცინებთ? _ მათკენ წავედი.
_ სად გეჩქარება ასე რომ გარბიხარ? ვერც კი შეგვამჩნიე,_ გაიცინა ჯეინმა.
_ სამზარეულოში მივდივარ, _ გზა განვაგრძე და ხელით ვანიშნე, რომ წამომყოლოდნენ.
სამზარეულოში შევედი და ნინას მივესალმე.
_ როგორ ხარ, ძვირფასო? _ მკითხა თბილად.
_ გმადლობ, ახლა უკეთესად, _ გავუღიმე.
_ მაპატიე, რომ ვერ ამოგაკითხე. ბევრი საქმე მქონდა, _ მომიბოდიშა მან.
_ ოჰ, არაუშავს. მაგაზე ნუ დარდობ, _ გავუღიმე, _ სამაგიეროდ, ახლა ყავა მომიმზადე და გაპატიებ, _ სიცილით დავამატე.
_ ახლავე, ქალბატონო, _ გაიცინა მან.
დანარჩენები მაგიდასთან ისხდნენ და ნამცხვარს ჭამდნენ.
_ რისი ნამცხვარია? _ მადისამღძვრელად გამოიყურებოდა.
_ ბელა, ჯერ შენ საჭმელი უნდა ჭამო, _ მითხრა ნინამ.
_ ნამცხვარი რა, საჭმელი არ არის? _ გავიბუსხე.
_ დესერტი მერე, _ გამიღიმა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
მე კი მაცივარში შევყავი თავი, რაიმე მადისამღძვრელი საჭმლის ძებნაში, მაგრამ ნამცხვარივით ჩემი ყურადღება ვერცერთმა ვერ მიიქცია.
_ მელ, რამე გემრიელი მომიმზადე, რა, _ ვთხოვე ერთ-ერთ მოახლეს. მანაც გამიღიმა და რაღაცის მზადება დაიწყო.
ნინამ ჩემი ყავა მომაწოდა და სამზარეულოდან გავიდა. მე კი მაგიდას მივუჯექი და ყავა მოვსვი.
_ თავი აღარ გტკივა? _ მკითხა ერიკმა.
_ არა, _ გავიღიმე.
_ ბელა, ამდენი არ უნდა დაგელია, _ გამკიცხა მან.
_ ძალიან ბევრი სულაც არ დამილევია, _ თავი დავიცავი.
მან მკაცრად გაიქნია თავი.
_ არა, რაზე ფიქრობდი? ამსთრონგების სახლში მთვრალი, უგონო იყავი. მაინც რა გქონდა მაგ თავში? _ საშინლად გაბრაზდა.
_ ერიკ, ახლა ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებ, კარგი? თანაც უგონოდ სულაც არ ვიყავი.
_ სწორედაც, რომ ჭკუის სწავლება გჭირდებათ. შენ და ჯეინი ფეხზე ვერ იდექით. კიდევ კარგი, ემილის მაინც ეყო ჭკუა, _ ჩაერია ენრიკე.
_ ფეხზე იმიტომ ვერ ვიდექით, რომ გვეძინა. ბოდიში, მაგრამ ძილის დროს სიარული არ შემიძლია, _ გაბრაზდა ჯეინი.
_ გეყოთ რა, _ დაიწუწუნა ემილიმ.
_ სხვა დროს ამსთრონგებთან აღარასოდეს წახვალთ, _ წერტილი დასვეს მათ.
_ ენრიკე, მე გასაგებად გითხარი, რომ ვერაფერს ვერ დამიშლი. ვითომ პირველად დავლიე რა, _ თვალები გადაატრიალა ჯეინმა.
_ სისულელეა ამ თემაზე ჩხუბი. მორჩით კამათს! _ ემილიც გაღიზიანდა.
_ მართალია, _ თავი დავუქნიე და თან ჭამას შევუდექი.
_ ახლა თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს, _ ხელი ჩაიქნიეს. მე კი გამარჯვებული სახე მივიღე.
ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ჩუმად ვჭამდით. სიჩუმეს მხოლოდ ჩანგლების ხმა და სამზარეულოში მოფუსფუსე მოახლის ხმები არღვევდა.
_ ლილე სადაა? _ ცოტა ხნის შემდეგ ვიკითხე.
_ სკოლაში, ალბათ მალე მოვა, _ მიპასუხა ერიკმა.
_ თქვენ რატომ დარჩით, _ მიმართა ჯეინმა ჩვენს ძმებს.
_ ჩვენს გასაკონტროლებლად, _ ირონიულად ვთქვი.
_ გამოიცანი, _ მითხრა ერიკმა.
_ მეც მოვედი, _ სამზარეულოში ლილე შემოვარდა.
_ გამარჯობა, ლილ, _ გავუღიმე მას.
_ პრივეტ. ოხ, ნაბახუსევზე ხართ? _ იკითხა სიცილით.
_ უკვე აღარ, _ თვალი ჩაუკრა ჯეინმა.
_ ცუდი ქენით, რომ დღეს სკოლა გააცდინეთ, _ ის ბარის სკამზე შეხტა და იქვე დადებული ტკბილეულების ჭამა დაიწყო.
_ რატომ, რა მოხდა? _ იკითხა ემილიმ.
_ ოჰ, ის იკითხე რა არ მოხდა, _ მან ეშმაკურად ჩაიცინა.
_ აღარ იტყვი, ლილ? _ ისე დავინტერესდი, რომ ნამცხვრის Qჭამასაც შევეშვი.
_ დღეს ყველა გუშინდელ წვეულებაზე ლაპარაკობდა. ეტყობა მართლა მაგარი იყო, _ ბოლო სიტყვები სინანულით თქვა. ეტყობა გული დაყწდა, რომ იქ არ იყო. _ მთელი დღე ყურადღების ცენტრში ელა იყო. ამაზე ბლერი ძალიან გაღიზიანდა და ელას უხეშად ექცეოდა. რა თქმა უნდა, ისიც პასუხობდა. მაგრამ შემდეგ ბლერს უკვე ზედმეტი მოუვიდა. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ისე ქნა, რომ ელა სკოლის შუა დერეფანში წაიქცა. ეტყობა რობი და დენიელი ძალიან გაბრაზდნენ და ბლერს რაღაც-რაღაცეები კარგად უთხრეს. ბლერი კი ტომის რომელიღაც ძმაკაცმა დაიცვა. კიდევ კარგი, დირექტორი დროზე მოვიდა, თორემ ჩხუბს ვერ აიცილებდნენ, _ მოყვა ლილემ.
საწყალი ელა. ბლერი საშინლად მოიქცა. ერთია როცა მე მამცირებს, მაგრამ ჩემს მეგობრებს უხეშად მოექცეს და დაამციროს, ვერ დავუშვებ. ეს უკვე მეტისმეტია.
_ ოჰო, _ მარტო ამის თქმა მოახერხა შოკირებულმა ემილიმ.
ყველანი შოკირებული სახეებით ვისხედით. ერიკი და ენრიკეც კი. ეტყობა არც ისინი არ ელოდნენ მოვლენების ასე განვითარებას.
_ მოიცა, მოიცა, _ ახლაღა გამოვერკვიე. _ შენ თქვი, რომ ბლერი ტომის ძმაკაცმა დაიცვა? _ ვკითხე ლილეს.
_ ჰო, _ თავი დამიქნია.
_ ერიკ, _ მივმართე ჩემ ძმა. მან უკვე იცოდა რა მინდოდა. მას ჩემთვის ყველაფერი უნდა აეხსნა. იმედია ხვდებოდა, რომ ამჯერად თავს არ დავანებებდი.
_ მე თვითონაც ვერაფერს ვხვდები, ბელა, _ დაბნეულმა მიპასუხა. ენრიკესაც მისნაირი დაბნეული სახე ჰქონდა. ორივეს კარგად დავაკვირდი და მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდნენ. მათაც ჩვენნაირად უკვირდათ.
_ არა, ეს უკვე მეტისმეტია. რამდენის უფლებას აძლევს თავის თავს ეგ ბარბი, _ გაბრაზდა ჯეინი.
_ მალე ვეღარ მისცემს, _ ვთქვი და სამზარეულოდან გამოვედი. ყველანი უკან გამომყვნენ.
_ ბელა, რას აპირებ? _ შეშფოთებულმა მკითხა ენრიკემ.
_ ჯერ კონკრეტულს არაფერს. მერე ვნახოთ, _ ვუპასუხე.
კიბეები ავიარე და ჩემს ოთახში შევედი. ემილი და ჯეინიც უკან მომყვებოდნენ.
_ რას აპირებ? _ ენრიკეს კითხვა გაიმეორა ემილიმ.
_ ელას უნდა დავურეკო. ალბათ ცუდად იქნება. ბლერს კი მერე მოვუვლი.
საწოლზე კარგად მოვკალათდი, მობილური ავიღე და ელას ნომერი ავკრიფე.
_ გისმენთ, _ გაისმა ელას ნაღვლიანი ხმა.
_ ელ, ბელა ვარ. როგორ ხარ?
_ ბელა, _ მხიარულად წარმოთქვა. _ შენი ხმის გაგონება მიხარია. გუშინდელს მერე როგორ ხარ? _ ცდილობდა მხიარული ხმა ჰქონოდა.
_ თავი მტკიოდა, მაგრამ უკვე გამიარა. შენ როგორ ხარ? _ მრავალმნიშვნელოვნად ვკითხე.
_ კარგად. დილით არცერთ ჩვენგანს არ ტკიოდა თავი და სამივე წავედით სკოლაში, _ ნუთუ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ხმას არ ამოიღებდა?
_ სკოლაში რა მოხდა? _ ვკითხე.
_ ეემმ... _ ცოტათი დაიბნა. _ განსაკუთრებული არაფერი.
_ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბლერმა მთელი დღე ჩაგაშხამა და ამის გამო შენს ძმებსა და ტომის ერთ-ერთ ძმაკაცს შორის თითქმის ატყდა ჩხუბი, არა? _ გაბრაზებულმა ვკითხე.
_ შენ საიდ... _ ფრაზა აღარ დაუმთავრებია. _ ლილე! _ შემდეგ მიხვდა.
_ ჰო, ლილე. მას რომ არაფერი ეთქვა შენ არ მეტყოდი? _ ცოტათი მეწყინა კიდეც. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რატომაც არ მეუბნებოდა ამ ამბავს, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ სიმართლის ცოდნის უფლება მქონდა.
_ ბელა, ისედაც ბევრი პრობლემა გაქვს. ჩემი რაღატომ დაგიმატო? _ დაღლილი ტონით მკითხა.
_ ჩემი მეგობრების პრობლემები ჩემი პრობლემებია! _ მტკიცედ ვთქვი.
_ კარგი, _ ამოიხვნეშა მან. _ მაგრამ რა გინდა, რომ გითხრა? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისედაც იცი.
_ მე კი არ ვარ დარწმუნებული, _ შევეპასუხე.
_ კარგი. მიდი, დაიწყე შენი დაკითხვა, _ გაეცინა მას.
_ დარწმუნებული ხარ, რომ ბლერი მხოლოდ იმიტომ გადაგეკიდა, რომ მთელი დღე ყურადღების ცენტრში შენ იყავი?
_ იცი, მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც ვერ გამოვიტანე. ისიც მაფიქრებს, რომ ტომის ერთ-ერთმა ძმაკაცმა დაიცვა. აქამდე ისინი ერთად შემჩნეული არავის არ გვყავდა. რობი და დენიელი ძალიან გაბრაზდნენ. კიდევ კარგი დირექტორი დროზე მოვიდა.
_ როგორ არის? _ თითქმის დავიჩურჩულე. მისი სახელი არ მითქვამს, რადგან ემილისა და ჯეინს არ გაეგოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ელა მიხვდა ვისაც ვგულისხმობდი.
_ კარგად, ოღონდ გაბრაზებულია. რაც სკოლიდან მოვედით, იმის შემდეგ ეგ და დენი ჩაფიქრებული სახით დადიან. ალბათ კვანძის გახსნას ცდილობენ, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის.
_ მართალი ხარ. ასე მგონია, ლაბირინთში ვარ, _ ემილის და ჯეინს გავხედე. ჩემ საუბარს ყურადღებით უსმენდნენ და დავეჭვდი, რომელიმე რამეს ხომარ მიხვდა-მეთქი. მაგრამ საბედნიეროდ, სახეზე არცერთს არაფერი არ ეტყობოდა.
_ ბელა, ხომარ დაგალაპარაკო? _ მკითხა ელმა.
_ ჯეინი და ემილი ჩემთან ერთად არიან, _ რაც შემეძლო გულახდილად გავიღიმე, რომ მათ არაფერი ეეჭვათ.
_ კარგი, გასაგებია. მაგრამ მათთვის სიმართლის დამალვას როდემდე აპირებ? ჯეინმაც კი არ იცის ყველაფერი. ეს არც ისე კარგ შედეგებს მოგიტანს, _ გამაფრთხილა მან.
_ ვიცი, ელ, ვიცი. მაგრამ სულ ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა, _ დავაიმედე.
_ იმედია.
_ ელ, ახლა უნდა წავიდე. მალე ჩემი ნათესავები მოვლენ.
_ ჰო, რა თქმა უნდა. ხვალ სკოლაში ხომ წამოხვალ?
_ აბა რა, _ გავიღიმე.
_ კარგად და გოგოები მომიკითხე.
_ აუცილებლად, _ ტელეფონი გავთიშე.
_ ელამ მოგიკითხათ, _ მივმართე გოგონებს. ამ დროს ეზოში მანქანის სიგნალის ხმა გაისმა.
_ მგონი უკვე მოვიდნენ, _ მხიარულად წამოვიყვირე და პირველ სართულზე გავქანდი. გოგოებიც უკან მომყვებოდნენ. კიბეებიდანვე დავინახე ჰოლში შემოსული ბიძაჩემი, რომელიც ერიკს ეხვეოდა. მეც პირდაპირ მისკენ გავვარდი.
_ ბიძია! _ სიხარულისგან წამოვიყვირე და მაგრად ჩავეხუტე.
_ გამარჯობა, ჩემო მზეთუნახავო, როგორ ხარ? _ ბიძიაც საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო.
_ ახლა უკვე ძალიან კარგად, _ გავუღიმე.
ჰოლში კლერი და ერიკაც შემოვიდნენ. კლერმა როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემსკენ გამოვარდა.
_ ბელა, როგორ მომენატრე, _ ერთმანეთს გადავეხვიეთ.
_ აჰა, ესე იგი, მე არ მოგენატრე არა? მე უფრო დიდი ხანია რაც არ გინახივარ, _ გაბუტული ბავშვივით თქვა ერიკმა.
_ ოჰ, რა თქმა უნდა შენც მომენატრე, _ კლერი ახლა ერიკს გადაეხვია.
_ ბიცოლა, _ ახლა მასთან მივედი და გადავეხვიე.
_ ბელა, როგორ ხარ? რაღაც შენი სახის ფერი არ მომწონს,_ შემათვალიერა ერიკამ.
_ არაფერია. უბრალოდ, გუშინ წვეულებაზე ვიყავი, _ გავიღიმე.
_ წვეულებაზე? მაშინ არაფერია. ეტყობა ნაბახუსევზე ხარ,_ მან უდარდელად აიქნია ხელი. ეტყობა ძალიან გაუხარდა, რომ წვეულებაზე ვიყავი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ასე თუ ისე ჩემს ძველს ცხოვრებად დავუბრუნდი.
_ ლილე სადაა? _ იკითხა ბიძიამ.
ყველამ აქეთ-იქით მიმოვიხედეთ ლილეს ძებნაში. უცბად კიბეებზე საშინელი ბრახა-ბრუხი გავიგონეთ. ყველამ იქითკენ გავიხედეთ და დავინახეთ როგორ ჩამორბოდა კიბეებზე ლილე.
_ უკვე მოხვედით? რა მაგარია! _ ის პირდაპირ ბიძიას შეახტა. რაზეც ყველამ სიცილი დავიწყეთ. თითქმის იგივე განმეორდა კლერთან და ბიცოლასთანაც. შემდეგ ჩვენი მეგობრებიც მიესალმნენ მათ და ყველანი მისაღებ ოთახში რბილ დივანზე მოვკალათდით.
_ წავალ, ნინას დავუძახებ, _ ლილე სამზარეულოში გავარდა და მალე ნინასთან ერთად დაბრუნდა. მათ შორისაც თბილი შეხვედრა მოხდა და ნინაც ჩვენთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
_ აბა, ნინა, ხომარ გაბრაზებენ? _ სიცილით იკითხა ბიძიამ, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მართლა აინტერესებდა.
_ რას ამბობთ. რა თქმა უნდა, არა, _ გაიღიმა მან. ამ ბოლო დროს არცერთს არაფერი დაგვიშავებია, მაგრამ რომც რამე ცუდი გაგვეკეთებიდა, ნინა ბიძიასთან არ ჩაგვიშვებდა თუ ეს რამე სერიოზული არ იყო.
კლერის მობილურის ხმა გაისმა და მანაც სიხარულით უპასუხა.
_ ჰო, მაიკლ, _ მას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.
_ ჩემგან მოიკითხე, _ გადავუჩურჩულე მას.
კლერმა თავი დამიქნია და ცოტა მოშორებით გავიდა. ლილემ და ერიკმა ერთმანეთს გადახედეს.
_ მგონი, ჩვენ რაღაც არ ვიცით, _ უთხრა ლილემ ერიკს.
_ ოჰ, მაიკლი უბრალოდ კლერის შეყვარებულია, _ ავუხსენი მათ და გავიღიმე.
_ უბრალოდ შეყვარებული? _ შეიცხადა ლილემ. _ მე რატომ არაფერი ვიცოდი? _ გაბუტული სახე მიიღო.
_ დაგერეკა ჩემთვის და ყველაფერს გაიგებდი, _ დაბრუნებული კლერი ლილეს თავზე ხუმრობით მოეფერა.
_ მე? _ იკითხა ერიკმა.
_ შენც იგივე, _ დამაბრმავებლად დაუღიმა კლერმა.
_ სხვათაშორის, ყველას საჩუქრები ჩამოგიტანეთ, _ გვითხრა ბიცოლამ. _ ბავშვებო, საჩუქრები თქვენთვისაცაა,_ემილის, ჯეინს და ერიკს მიმართა.
_ გმადლობ, _ გაუღიმეს მათ.
_ სუფრა უკვე გაშლილია, _ ოთახში მოახლე შემოვიდა.
_ მშვენიერია. გზაში მართლაც მომშივდა, _ გაუხარდა ბიძიას.
ყველანი სასადილო ოთახში შევედით და მაგიდას მივუსხედით. ფეხზე მხოლოდ ბიძია იდგა და ყველას ღიმილით გვიყურებდა. შემდეგ მან იმ ადგილს შეხედა, სადაც წესით, ახლა მამა უნდა მჯდარიყო. მისი სახიდან ღიმილი გაქრა და ადგილი ნაღველს დაუთმო. მთელი მისი ტკივილი სახეზე გამოიხატა. ალბათ ჩემ სახეზეც იგივე და უარესი ემოციები იყო, როდესაც მეც შევხედე იმ ადგილს. ეს სკამი, მაგიდის თავში, 10 სექტემბრიდან თავისუფალი იყო. მასზე აღარ იჯდა ჩემი მომღიმარი მამიკო და აღარ ამბობდა, რომ ჩვენი ერთად ნახვა ძალიან უხაროდა. ეს ადგილი სამუდამოდ დაცარიელდა. ასეთ სიტუაციებში, როდესაც მთელი ოჯახი ვიყავით შეკრებილი და ის სკამი ცარიელი იყო, ტკივილისგან გული ყოველთვის მეკუმშებოდა. და ახლაც სწორედ ასეთი გრძნობა მქონდა. ჩემს გულში, სულში და მთლიანად ცხოვრებაში დიდი დანაკარგი იყო და ახლა ამას მე მთლიანად ვგრძნობდი. ვგრძნობდი იმ დანაკარგს, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს ვერ შემივსებდა. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
სკამიდან ავდექი, ბიძაჩემთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე. მანაც ძლიერად ჩამიკრა გულში. ახლა ორივეს ერთმანეთის თანადგომა გვჭირდებოდა. ვიგრძენი, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. ცრემლების არასდროს მრცხვენოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ახლა ეს უადგილო იქნებოდა. არ მინდოდა ეს მხიარული სიტუაცია გამეფუჭებინა. ცალი თვალით ჩემს ოჯახს და მეგობრებს შევხედე და დავინახე, რომ ისინი ერთმანეთში მხიარულად საუბრობდნენ. არ მინდოდა ჩემი ცრემლებით მათი მხიარულება ჩამეშალა. ცრემლები, სინანული და ჩემი ტკივილი ყოველთვის მოიცდის. ამისთვის ყოველთვის მქონდა ღამე. წყნარ ღამეში, ჩემი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, თბილ პლედში გახვეული, როდესაც მთვარეს შევცქეროდი, თავს უფლებას ვაძლევდი, რომ ჩემი მთელი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ასე მწვავდა, გარეთ გამომეშვა და მისთვის თავისუფლება მიმეცა. ეს იყო ჩემი მშველელი. ემოციების გარეთ გამოტანა და მათგან განთავისუფლება... სულ ცოტა ხნით მაინც... რადგან დაიწყებოდა ახალი დღე და ჩემი ტკივილიც ისევ ჩემთან დაბრუნდებოდა. ეს ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყოველ დილით, როცა თვალს გავახელდი და გავაცნობიერებდი, რომ დაიწყო ახალი დღე და მე ის რაღაცნაირად, დიდი ძალისხმევით უნდა გადამეგორებინა, ჩემი ტკივილი მაშინვე ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. არ ვიცოდი ის ოდესმე თუ დამტოვებდა, მაგრამ ჯერ მგონი ამას არ აპირებდა. ალბათ ჭეშმარიტი ბედნიერების ლოდინი დიდხანს მომიწევდა. ან საერთოდ თუ მეღირსებოდა?...
ძალა მოვიკრიბე, ბიძიას მკლავებისგან თავი გავითავისუფლე და რაც შემეძლო უდარდელად გავუღიმე. თუმცა, მგონი არც ისე დამაჯერებლად გამომივიდა. მისი მოტყუება არც მინდოდა და არც მჭირდებოდა. მან იცოდა, რომ ცუდად ვიყავი და მეც ვიცოდი რას განიცდიდა ის.
_ კარგად ხარ? _ მზრუნველურად მკითხა მან.
_ კი, ნუ ნერვიულობ. შენ?
_ მე არამიშავს, ძვირფასო. არამიშავს...
ორივენი ჩვენს ადგილებზე დავსხედით და დანარჩენების საუბარში ჩავერთეთ. საბედნიეროდ ჩვენი ხასიათის შეცვლა ვერავინ შეამჩნია... თითქმის ვერავინ. ბიცოლაჩემი ხშირად გამომხედავდა ხოლმე ნაღვლიანი თვალებით. მერე ბიძიას გახედავდა იგივე მზერით და თვალი ცარიელი სკამისკენ გაექცეოდა. მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი და ისეთ გამომეტყველებას ვიღებდი, თითქოს საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ იქცეოდა ასე. ვიცოდი, რომ ბიცოლა ჩემზე ძალიან ღელავდა. მამას ჩვენგან წასვლა ასე თუ ისე, ყველამ გადაიტანა. ლილემაც კი, რომელიც ისეთი სათუთი იყო გარეგნობითაც და შინაგანადაც, რომ სულს თუ შეუბერავდი, მაშინვე წაიქცეოდა. მაგრამ ერთი სულის შებერვა რა არის, მის ცხოვრებაში დაუნდობელი ქარიშხალი დატრიალდა, რომელიც მის გატეხვას ცდილობდა. მაგრამ ჩემი პატარა დაიკო ამ დაბრკოლებასაც გაუმკლავდა.
სადილობას მოვრჩით და ახლა ისევ ჰოლში გადავინაცვლეთ. გოგოები რბილ პუფებზე დავსხედით. ყველანი ერთად, მხიარულად ვსაუბრობდით. შემდეგ ბიძია ერიკს და ენრიკეს ელაპარაკებოდა რომელიღაც კომპანიაზე. გოგოებს ეს ამბავი ნაკლებად გვაინტერესებდა და ამიტომ ცალკე დავსხედით. ბიცოლაც ჩვენ შემოგვიერთდა და თავის ამბებს გვიყვებოდა. მას ლონდონში მაღაზიების ქსელი ჰქონდა, სადაც ტანსაცმელს და სუნამოებს ყიდდა. უნდოდა, რომ ნიუ იორკშიც გაეხსნა მაღაზია.
_ ძალიან მაგარი იდეაა! _ წამოიძახა ემილიმ.
_ თუ გინდა, ჩვენც მოგეხმარებით, _ შევთავაზე მას.
_ ძალიან კარგი იქნება, ბელა. ლონდონიდან ყველაფრის გაკონტროლება გამიჭირდება და აქ თუ შენ იქნები და მიხედავ საქმეებს, უფრო მშვიდად ვიქნები, _ მითხრა ერიკამ.
_ ბელას ჩვენც დავეხმარებით, _ თქვა ჯეინმა.
_ ჰოდა, მაშინ, ხვალვე დავიწყებ ამ საქმეების მოგვარებას,_გაუხარდა ბიცოლას.
_ ქალაქის ცენტრში ერთი კარგი ადგილი ვიცი, სადაც დიდ ფართს ყიდიან. ბელა, ეს ადგილი შენც იცი. გვერდზე ჩვენი საყვარელი პიცერიაა, _ მომმართა ჯეინმა.
_ მგონი ვხვდები, რომელ ადგილზეც ამბობ, _ მე, ჯეინი და ემილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ამ პიცერიაში დავდივართ. იქ ყველა გვიცნობს.
_ მაშინ ხვალ წავიდეთ და ეს ადგილი დავათვალიეროთ, _ შემოგვთავაზა კლერმა.
_ სიამოვნებით, _ დაეთანხმა ბიცოლა.
_ მეც წამოვალ, _ მხიარულად წამოიძახა ლილემ.
_ რა თქმა უნდა, შენც წამოხვალ, ძვირფასო, _ მოეფერა ბიცოლა ლილეს.
_ ჯეინ, სახლში წასვლის დროა, _ ჩვენთან ენრიკე მოვიდა.
_ კარგი, _ უცბად დაეთანხმა ჯეინი და პუფიდან წამოდგა. მას ემილიც მიყვა.
_ უკვე გვიანია, ჯობია მეც წავიდე, _ თქვა მან. საათს დავხედე. უკვე შვიდის ნახევარი იყო. ვერც გავიგე, ისე გავიდა დრო. სამივე გასასვლელისკენ წავიდნენ. ჩვენც მათ გავყევით, რათა გაგვეცილებინა.
_ ხვალ სკოლაში ხომ მოდიხართ? _ გვკითხეს მე და ერიკს.
_ კი, _ მან თავი დაუქნია.
_ დღეს სკოლაში არ ყოფილხართ? _ დაინტერესდა ბიძია.
_ გუშინდელი წვეულების მერე თავი მტკიოდა და ერიკმა ჩემთან დარჩენა გადაწყვიტა, _ უცბად ვუპასუხე.
მათ, რა თქმა უნდა, დამიჯერეს. ჯერ ერთი: მე საკმაოდ კარგი მსახიობი ვიყავი და მეორეც: ადრე ერიკი ასე ხშირად იქცეოდა. როდესაც მე ან ლილე ცუდად ვიყავით, ყოველთვის ჩვენთან რჩებოდა და გვანუგეშებდა. ამიტომ, ეს არ გაკვირვებიათ. ჯეინი და ემილი ენრიკეს მანქანაში ჩასხდნენ და სახლის ეზოდან გავიდნენ. ჩვენ კი ისევ სახლში შევბრუნდით.
_ დავიღალე, _ დაიწუწუნა კლერმა და დაამთქნარა.
_ წამოდი, დაგეხმარები, _ კლერს ხელი ჩავავლე და კიბეებისკენ წავიყვანე, მაგრამ შუა გზაზე გავჩერდით და ყველას დავემშვიდობეთ.
_ არ მითხრათ, რომ უკვე დაწოლას აპირებთ, _ გაიცინა ერიკმა.
_ დაწოლას არა, ლაპარაკს, _ გაიცინა კლერმა.
მე და კლერი მეორე სართულზე ავედით და ჩემს ოთახში შევედით. ორივენი დაღლილები ვიყავით და მაშინვე ჩემს საწოლაზე წამოვკოტრიალდით.
_ ბელს, მგონი სალაპარაკო ბევრი გვაქვს, არა? _ მკითხა მან.
_ კი, _ დავეთანხმე. _ ტელეფონზე ამ ყველაფერს ვერ მოგიყვებოდი. რომ იცოდე აქ რა ხდება, _ თავი გავიქნიე.
_ მაინც რა მოხდა? _ მკითხა დაინტერესებულმა.
_ კლერ, ახლა რასაც გეტყვი, საიდუმლოა. თანაც ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია. შემპირდი, რომ არავის არაფერს ეტყვი.
_ რა თქმა უნდა, გპირდები. ამაზე არ ინერვიულო, _ პირობა მომცა მან.
რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კლერი ჩემს საიდუმლოს არავის ეტყოდა, მაგრამ ამ პირობის შემდეგ მაინც უფრო დავწყნარდი. მე მას ყველაფერი სულ თავიდან მოვუყევი. დაწყებული ჩემი სტუდიაში მედთან მისვლისა, დამთავრებული დღევანდელი დღით. ის ამ ამბებით ძალიან შეშფოთდა. შიგადაშიგ აფორიაქებული კითხვებს მისვამდა. კლერს რობზეც მოვუყევი. თითქმის არცერთი დეტალი არ გამომიტოვებია. უსამართლობა იყო ის, რომ მხოლოდ მას ვუყვებოდი და ემილის და ჯეინს არა, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც უნდა მყოლოდა, ვისაც ყველაფერი ეცოდინებოდა და გვერდში დამიდგებოდა. მით უმეტეს, რომ კლერმა ჩემი საიდუმლოც იცოდა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის იყო ცნობილი.
_ ნუთუ ბლერი აქამდე დაეცა? _ აღშფოთდა ის, როდესაც მოვუყევი რა მითხრა ელას წვეულებაზე. _ მან ის გაგახსენა რაც...
_ ტკივილს მომაყენებდა, _ მის მაგივრად დავამთავრე. _ მას სწორედ ეს უნდოდა და გამოუვიდა კიდეც, _ ამ ამბის გახსენებაზე თვალები ცრემლებით ამევსო.
_ ბელს, დაწყნარდი, _ ჩემი დაწყნარება სცადა კლერმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ მოგონებამ თავიდან მატკინა გული და ისევ ის გრძნობა დამეუფლა ახლა, რასაც მაშინ, 3 წლის წინათ ვგრძნობდი. დანაშაულის გრძნობა.
_ ეს... ეს საშინელებაა, კლერ, _ ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა სახეზე. _ მე მას... იმ ადამიანს... ყველაფერი გავუფუჭე... ყველაფერი... _ და ავქვითინდი. ემოციების დამალვა აღარ შემეძლო. მე ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ვიყავი. როგორც მაშინ, ახლაც ვერ წარმომედგინა როგორ უნდა ჩამეხედა სარკეში, როგორ უნდა დამენახა ჩემი სახე და დანაშაულის გრძნობა არ მეგრძნო. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. გავაცნობიერე, რომ ყველა იმ ტკივილთან ერთად, რომელთაც ახლა ვგრძნობდი, კიდევ ერთი, დავიწყებული ტკივილი დაემატა. სწორედ ეს უნდოდა ბლერსაც და თავისას მიაღწია კიდეც. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ტკივილი როგორც ადრე, ღამითაც არ დამანებებდა თავს და მოსვენებას დამიკარგავდა.
_ ჩშშშ... ბელა, დაწყნარდი. ყველაფერი კარგადაა. ეს უკვე წარსულშია, _ მაწყნარებდა კლერი.
_ მაგრამ ის ადამიანი... ის ხომ დღესაც... ან იქნებ უკვე აღარ... ჩემი დამსახურებით... _ ტირილის გამო ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვლაპარაკობდი და აზრებს ვერ ვალაგებდი.
_ ბელა, დაწყნარდი, გთხოვ, _ მეხვეწებოდა კლერი.
_ ცოტა ხანი მაცალე, _ ტირილ-ტირილით ვუთხარი.
ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათი ტირილში გავატარე. ემოციებისგან ვთავისუფლდებოდი. კლერი ჩემს გვერდით იყო და თავზე ხელს მისვამდა. ორივენი ვდუმდით. მან არ იცოდა რითი დავემშვიდებინე. მე კი ლაპარაკის თავი არ მქონდა. ცოტა ხანში, ასე თუ ისე, ოდნავ მაინც დავწყნარდი. ახლა უკვე აღარ ვტიროდი შეუჩერებლად. უბრალოდ, გულზე საშინელი ლოდი მაწვა. წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ლოდს მალე და ადვილად მოშორება არ ეწერა. ჯერ კარგად დამტანჯავდა და მხოლოდ მაშინ გაქრებოდა. ჩემი მობილურის ხმა გაისმა. აქეთ-იქით მიმოვიხედე და ბოლოს კომოდზე შევამჩნიე. კლერი საწოლიდან ადგა და მობილური მომიტანა. ეკრანს დავხედე, რობი მირეკავდა. ღრმად ჩავისუნთქე და ზარზე ვუპასუხე.
_ გისმენთ, _ რაც შემეძლო წყნარად ვთქვი.
_ ბელა, როგორ ხარ? _ თბილად მკითხა რობმა.
_ მე კარგად. შენ როგორ ხარ?
_ ხმაზე რა გჭირს? _ პასუხის გაცემის მაგივრად კითხვა დამისვა.
_ არაფერი, _ მოვიტყუე.
_ ბელა, ნუ მატყუებ, _ მკაცრად თქვა მან.
_ მართლა არაფერია. უბრალოდ, დაღლილი ვარ. ლონდონიდან ნათესავები ჩამომივიდნენ, _ ვეცადე კარგად მომეტყუა.
_ შენი არ მჯერა, _ წარმოვიდგინე როგორი უკმაყოფილო სახე ექნებოდა ახლა მას.
_ შენი პრობლემაა, _ ვეცადე უდარდელად მეთქვა, მაგრამ მგონი კარგად არ გამომივიდა.
_ იტირე? _ ზედმეტად წყნარი ხმა ჰქონდა.
_ უბრალოდ ახლა მე და კლერი კინოს ვუყურებდით, _ ისევ ვიცრუე.
_ მართალია შენი არ მჯერა, მაგრამ ახლა თავს დაგანებებ. დაიმახოვრე, ბელს, ახლა, _ გაიმეორა მან.
_ დავიმახსოვრებ, _ გამეღიმა.
_ როგორ გაატარე დღე? _ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და ამიტომ მისი მადლობელი ვიყავი.

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2011-03-25, 3:24 PM

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 3:22 PM | შეტყობინება # 207

842
83  +
   ±
Offline
_ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, მაგრამ მალევე გადამიარა. თუმცა რაღა დილით. 2-ის ნახევარი იყო, _ ჩამეღიმა.
_ ძილისგუდა, _ გაიცინა. _ მე კი დილით ადრე ავდექი და სკოლაშიც წავედი. მეგონა იქ იქნებოდი. რატომ არ მითხარი, რომ არ აპირებდი სკოლაში წასვლას. არც მე წავიდოდი, _ გაბუტული ბავშვივით მელაპარაკებოდა.
_ გეკითხა და მეც გეტყოდი, _ გავიცინე. შედარებით უკეთეს ხასიათზე დავდექი.
_ ჰმ, _ ჩაიცინა მან. _ ის ორი ბიჭიც ჩამოვიდა? _ მკითხა რობმა. მე კი მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჯასტინი და ბრედი არ ჩამოსულან. ნუთუ ლონდონში მარტო დატოვეს?
_ უი. ისინი არ ჩამოსულან და სიმართლე რომ გითხრა, ისინი არც გამხსენებია, _ თავი ცოტა დამნაშავედ ვიგრძენი. ბოლოსდაბოლოს ჯასტინი ჩემი მეგობარი იყო.
_ მგონი ნელ-ნელა სკლეროზი გემართება, ძვირფასო, _ დამცინა მან, მაგრამ ბოლო სიტყვა, ,,ძვირფასო” მართლაც ძალიან მესიამოვნა.
_ სულაც არა, _ ახლა რობი ჩემს წინ რომ ყოფილიყო, ენას აუცილებლად გამოვუყოფდი.
_ რობ, _ გავიგონე ვიღაც კაცის ხმა.
_ ბელს, ახლა უნდა წავიდე, მამაჩემს ვჭირდები.
_ კარგი, _ მასთან დამშვიდობება არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
_ ძილინებისა, _ თბილად მითხრა მან.
_ ძილინებისა, _ მეც დავემშვიდობეე და უკვე ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, რომ მისი ხმა გავიგე.
_ ბელს?
_ ჰო?
_ დამპირდი, რომ აღარ იტირებ.
_ მე არ... _ შევეცადე შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ მან გამაწყვეტინა.
_ უბრალოდ შემპირდი, რომ ამაღამ ყველაფერი კარგად გექნება, _ მთხოვა მან.
_ გპირდები, _ ჩუმად ვუთხარი.
_ ახლა წყნარად ვიქნები. ხვალამდე, _ და უცბად გათიშა ტელეფონი.
მობილური საწოლის გვერდით დავდე და ბალიშებს მივეყუდე. კლერს შევხედე, იღიმოდა.
_ რა გაცინებს თუ საიდუმლო არაა? _ ღიმილით ვკითხე.
_ კარგ ხასიათზე დადექი არა? _ კითხვით მიპასუხა.
_ თქვენ რა, ყველას ჩვევად გაქვთ კითხვაზე კითხვით პასუხი? _ დავინტერესდი.
_ ეს მხოლოდ ახლა გაიგე? _ გაეცინა.
_ არა.
_ ესე იგი, კარგ ხასიათზე ხარ, არა? _ თავს არ მანებებდა.
_ შედარებით, _ თავი დავუქნიე.
_ და ეს რობის დამსახურებაა, _ მან კითხვა კი არ დასვა, არამედ დარწმუნებით თქვა ეს.
_ საიდან მიხვდი, რომ ის იყო? _ დავინტერესდი.
_ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, _ გაეცინა. _ მისი ხმა რომ გაიგე, თვალები გაგიბრწყინდა და საერთოდ, მასთან საუბარმა კარგად იმოქმედა შენზე, _ დასკვნები გამოიტანა მან.
_ მერე?
_ რაღა მერე, ბელა? _ გაოცდა ის. _ მითხარი, რობი გიყვარს? _ ფრთხილად მკითხა.
ამ კითხვაზე პასუხი თითქოს ვიცოდი, თითქოს არა... დარწმუნებით ვიცოდი ის, რომ რობის მიმართ ნამდვილად ძლიერი გრძნობები მქონდა და ეს არ იყო რაღაც უბრალო გატაცება. მაგრამ ვიყავი თუ არა მზად, რომ მეღიარებინა მიყვარდა თუ არა რობი? ამაზე აქამდე არასდროს მეფიქრა.
_ კი, _ ცოტა გაუბედავად ვთქვი და ჩემ თავზე გავბრაზდი.
_ ბელს, კიდევ ბევრი ფიქრი გჭირდება, _ კლერმა ლოყაზე მაკოცა და საწოლიდან ადგა.
_ საით? _ ვკითხე.
_ დავიღალე და მეძინება. თანაც, შენც არ გაწყენს ძილი. დღეს მძიმე დღე გქონდა, _ გამიღიმა.
_ ჰო, მართალი ხარ, _ ახლაღა ვიგრძენი, რომ ძალიან მეძინებოდა და ცოტაც და გავითიშებოდი.
_ დაიძინე, ბელს, _ მან თბილი პლედი დამაფარა პატარა ნათურა ჩააქრო, რომელიც ოდნავ ანათებდა ოთახს. შემდეგ ბუნდოვნად გავიგონე კარის გაღების და დახურვის ხმა.

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:05 PM | შეტყობინება # 208
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ძაან ლამაზი და საყვარელი თავი იყო happy happy . ბლერი ნერვებს მიშლის ელას რაღას ერჩოდა ან ტომის მეგობარმა რატო დაიცვა. ძაან მაინტერესებს ბელას ეგეთი რა საიდუმლო აქვს, ამ თავის წაკითხვის შემდეგ რაღაც მოსაზრებები გამიჩნა თუმცა ჯერ დარწმუნებული არ ვარ. რობი ძაან საყვარელია . კარგია ბელას ნათესავები რომ ჩამოვიდნენ მაგრამ ჯატინი და ბრედი რატომ არ ჩამოყვნენ ეგ მაინტერესებს. თამო ძაან მაგრად წერ ახალი თავი იმედია მალე იქნება და ამდენ ხანს აღარ მოგვიწევს ლოდინი .


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:10 PM | შეტყობინება # 209

842
83  +
   ±
Offline
★Gvanca★, მადლობა გვაანც kiss
Quote (★Gvanca★)
ძაან მაინტერესებს ბელას ეგეთი რა საიდუმლო აქვს, ამ თავის წაკითხვის შემდეგ რაღაც მოსაზრებები გამიჩნა თუმცა ჯერ დარწმუნებული არ ვარ

ხომ არ გამიზიარებ? ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობ. იქნებ სწორია... biggrin
Quote (★Gvanca★)
კარგია ბელას ნათესავები რომ ჩამოვიდნენ მაგრამ ჯატინი და ბრედი რატომ არ ჩამოყვნენ ეგ მაინტერესებს.

აქ დიდი არაფერია, მაგრამ მათ ჩამოსვლას რაღაც პატარა ინციდენტი მოყვება.
Quote (★Gvanca★)
ახალი თავი იმედია მალე იქნება და ამდენ ხანს აღარ მოგვიწევს ლოდინი .

ნამდვილად არა. უკვე დაწყებული მაქვს ახალი თავის წერა და საკმაოდ მალე იქნება happy

♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:10 PM | შეტყობინება # 210
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeeeee chemi nanatri tavi biggrin biggrin biggrin biggrin tam xo kinagam gaglaxe am tavis gulistvis tongue tongue tongue biggrin biggrin
vaime dzalian kargi iyo da taaaaan dzalian diiiiiiiiiiiidiiiiiiiiiiiiiii biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
axxxxx exa amanac daiwyo intriganoba ra dry dry dry ra gaaxsena aseti blerma???????? dry dry dry dry

vici mainc ar gamcem pasuxs magram mainc davsvi kitxva yovel shemtxvevashi biggrin biggrin biggrin

vaime kide ra sayvarlebi arian ertmanets rom elaparakebian happy happy happy happy
madloba rom ase dagvianebit magram mainc rom dade tavi da imedia ase agar gvalodineb da uaxloes momavalshi iqneba axali happy happy happy happy kiss :*

ძებნა: