ღამემ ნიუ-იორკს შავი სუდარა გადააფარა, მუქი იასამნისფერი ცა ვარსკვლავებით მოხატა. მთვლემარე ბინაში სიჩუმე სუფევდა. ბუნდოვანი შუქი თამაშობდა შიშველ სხეულებზე. ორი ჩრდილი ერთ მთლიანში იყო გადახლართული, არეულად ცეკვავდა მოპირდაპირე კედელზე. საშინლად მგრძნობიარე ტუჩები ვნებიანად ფარავდა მგზნებარე სხეულს. ბელამვერ გაუძლო აუტანელ ნაღველს, რომელიც ედვარდისგან ტალღებით მოდიოდა და მის ოთახში შევიდა საჭმლით სავსე ლანგრით. - რამე უნდა ჭამო. - არ მინდა! - მე არ გეკითხები გინდა თუ არა. - არ მშია. - პატარა ბავშვივით ნუ იქცევი! - ჯობია წახვიდე! - რომ არა? მასში ისეთმა საშინელმა ვნებამ გაიღვიძა, რომ ბელას ხელიდან ლანგარი გააგდებინა და ძლიერად ჩაეხუტა. მისი ტუჩები დასეირნობდნენ მის სახეზე, თმებზე, კისერზე, ისევ ტკბილ ტუჩებს უბრუნდებოდნენ. ბელას სხეული პასუხობდა მის ალერსს. მათ ეჩვენებოდათ, რომ ისინი მუდამ ერთმანეთს ეკუთვნოდნენ. მათ ეჩვენებოდათ, რომ მათთვის სხეულის ყოველი ნაწილი ნაცნობი იყო, მაგრამ ეს არ უშლიდა მათ ხელს ახლიდან შეესწავლათის. ვნება სინაზეში გადაიზარდა. ედვარდი ბელას სხეულის ყოველ ნაწილს ტუჩებითიკვლევდა და ამით არამიწიერ სიამოვნებას ანიჭებდა. ედვარდი ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ადრე მისი არომატის, მისი სინაზის გარეშე ცხოვრება. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ბელა ის ქალი იყო, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ეძებდა. ბელას ფიქრები პეპლებივით დაფრინავდნენ, როდესაც მან ედვარდის ტუჩების გემო შეიგრძნო. მას არ ესმოდა, როგორ აძლევდა სხვა კაცებს მისი კოცნის უფლებას. მაგრამ ეს ედვარდამდე იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ღამის სინათლის ლაქები მათ თმებზე თამაშობდნენ, საიდუმლოებას მატებდნენ. ყოველივე მომხდარი ზღაპარივით იყო, რომელსაც ეს ორი ერთმანეთს ჩუქნიდა. ეს ღამე მათთვის ახალი აღმოჩენა გახდა. აქ არ იყო სირცხვილი, ალერსს კი საზღვარი არ ჰქონდა. შეწყობილი გულისცემა წამით გაჩერდა, როდესაც მათი სამყარო ათასობით სხვადასხვაფერ ცეცხლად აფეთქდა, მათ თავებზე ნეტარების ღრუბელი ჩამოწვა.
*** ჩვენ ჩახუტებულები ვიწექით და სუნთქვის აღდგენას ვცდილობდით. ბელას გული მშვიდად ძგერდა ჩემი მარცხენა ხელის ქვეშ. ვუყურებდი მის დახუჭულ თვალებს, საფეთქლებს, რომლებიც ზოგჯერ ირხეოდნენ. მარცხენა ხელი ჩემს მკერდზე ედო, თან თმებზე მეთამაშებოდა. ჩემთვის სამყაროში არ არსებობდა იმაზე დიდი სიამოვნება ვიდრე ჩემს კანზე მისი რბილი სხეულის შეგრძნება. ნაზად ვაკოცე ბელას თმებს, ღრმად შევისუნთქე მისი არომატი, საშუალება მივეცი მას, რომ ჩემს სხეულში გაჟღენთილიყო. - იცი, ედვარდ, მიხარია, რომ შენ ხარ ის მამაკაცი, ვისთანაც ჩემს უკანასკნელ დღეებს გავატარებ. - ჯანდაბა! იცის ბელამ რაღაც შეუფერებელისსათქმელად დროის შერჩევა. - რა უბრალოდ ლაპარაკობ შენს სიკვდილზე! - მე განვაგრძე ნაზად მის ხელზე თითებით გზის გაკვლევა, თუმცა გაბრაზებამ შემიპყრო. - თუ სიკვდილს შენთან ერთად შევხვდები, მე მისი არ მეშინია. - მე არ მოგცემ სიკვდილის უფლებას. - მის გადარწმუნებას შევეცადე. - მე შენ არ დაგტოვებ, ედვარდ! - არა, დამტოვებ! შენ არ უნდა დაკავშირებულიყავი ჩემთან! ეს არასწორია! ჩვენ არ უნდა… - თითქოს ეს რამეს შეცვლიდა! ბელა საბანში გახვეული გავარდა ოთახიდან და გაურკვევლობაში დამტოვა.
«თითქოს ეს რამეს შეცვლიდა!» რისი თქმა სურდა მას ამით?
მე მესმოდა, რომ ეს არასწორი იყო. ახლა ეს ღამე. თუმცა შეიძლება იფიქრო, რომ მეშევძლებდი ბელას ასე უბრალოდ გაშვებას. მეშინოდა იმის აღიარების, რომ რაღაც გრძნობა, რომელსაც მე ვერ ვარკვევდი რა იყო, წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდებოდა ჩემში. ის ყოველდღე იზრდებოდა, ყოველ წუთს ავსებდა ჩემს გულს. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავთან მარტოდავრჩი მდუმარე ოთახში, შემეძლო გამოვტყდომოდი საკუთარ თავს. მე მიყვარდა ბელა. მიყვარდა ის ჩემი აკრძალული სიყვარულით. ამ გრძნობამ ჯერ კიდევ მაშინ შემიპყრო, როცა ის პირველად დავინახე, პარკში. ეს გრძნობა იმ დღიდან უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ყურადღებას არ აქცევდა ჩემს წინააღმდეგობას. და ბელა. მას იზიდავდა ჩემსკენ. მან ჩემს ცხოვრებაში სინაზე შემოიტანა, ჩემს გულს სიცოცხლე შთაბერა. მივხვდი, რომ გოგონა გავანაწყენე, შარვალი ჩავიცვი და მის მოსაძებნად გავემართე. ბელა ჩემგან ზურგით იდგა, ხელებით სამზარეულოს მაგიდას ეყრდნობოდა, რომელსაც ბარის მაგიდის ფორმა ჰქონდა. იმის მიხედვით, როგორ შეკრთა მისი სხეული, მივხვდი, რომ მან გაიგო ჩემი შემოსვლის ხმა. მაგრამ ბელა არ ჩქარობდა შემობრუნებას. - ბელა, მე... - ვერ გადამეწყვიტა მასთან მისვლა, ასე ვიდექი მისგან რამდენიმე სანტიმეტრში. - არ გინდა. ყველაფერი კარგადაა. - არა, არ არის კარგად! - მასთან მივედი, ჩავეხუტე და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. - მაპატიე. მე ის მაშინებს, რაც შეიძლება მოხდეს. ვერ გადავიტან ასეთ დანაკარგს. ბელა მკვეთრადშემობრუნდა ჩემს მკლავებში, თხელი თითები მოხვია ჩემს სახეს. - არ მინდა იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც შენ არ იქნები. - მაგრამ შენ...მმმ...მე... - მე შენ მიყვარხარ, ედვარდ. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ჩემთვის რთულია ვისუნთქო იმ სამყაროში, სადაც შენ არ ხარ. შენ ჩემი ჰაერი გახდი, შენ საკუთარი თავითშემივსე მთელი სამყარო. და მე არ მინდა იმ სიცარიელეში ცხოვრება, სადაც შენ არ ხარ. - ბელა. – თავისი აღიარებით მან მთელი ჩემი უკარება ხასიათი ერთ საათში დაანგრია, ნაწილებად დაშალა. - შენ - ჩემი სული, ჩემი გული ხარ. და მე შენ ჩემი კრიმინალური სიყვარულით მიყვარხარ. პირველი დანახვიდან მიყვარხარ. ჩემი ცხოვრება წვიმასავით ნაცრისფერია, სიკვდილივით ჩუმი. მაგრამ შენ ის ნათელი სხივით გაანათე. შენ ჩემი გზის მანათობელი ცისარტყელა ხარ, შენ მე გადარჩენის იმედს მაძლევ, თუმცა შენ თავად ხარ ჩემი გადარჩენა. ჩემი გული იქამდე განაგრძობს ძგერას, სანამ შენი იძგერს. და მე არ დავნებდები სანამ შენ ისუნთქებ. ეს ყველაფერია რაც მე შემიძლია შეგპირდე, მიყვარდე ჩემი კრიმინალური სიყვარულით. - კრიმინალური სიყვარული... ხოლო მე შენ ჩემი სასოწარკვეთილი სიყვარულით მიყვარხარ. მეტი ვეღარ შევიკავე თავი, ბელა მაგიდის ცივ ხეზე მივაჭირე, ვნებიანად ვაკოცე, ამის გარეშეც გაბერილ ტუჩებზე. მან მიპასუხა ჩემს ალერსზე, თითები ჩემს თმებში შეასრიალა, მეჩურჩულებოდა, რომ ვუყვარდი და მხრებს ცრემლებით მისველებდა. ბელა ხელში ავიყვანე და საძინებელში წავიყვანე. ჩვენი ლოჟა, ჩვენი კრიმინალური სიყვარულის სავანე,პერიოდი, რომელსაც აუცილებლად გაუვიდოდა ვადა, აძლიერებდა ჩვენს გრძნობებს, აახლოვებდა მის დასასრულს. დღეები უზარმაზარი სისწრაფით მიქროდნენ, ღამეებს დღეები ცვლიდნენ, შემოდგომის შემცვლელად ზამთარი მოდიოდა. ჩვენი ცხვორება უფრო და უფრო რთულდებოდა. უკვე მეოთხე კვირაა ბელა სახლიდან არ გასულა, ეს არ იყო უსაფრთხო. დილით მას თავბრუ ეხვეოდა ხოლმე, მაგრამ ექიმის ნახვაზე უარს ამბობდა, სუფთა ჰაერის უკმარისობას იმიზეზებდა. - მე შენ მიყვარხარ. - ბელამ როგორც ყოველთვის დილით ადრე გამაღვიძა. - მე კი შენ. – ნამძინარები საყვარელი ადამიანის ტუჩებს დავეწაფე. - შეწყვიტე. უნდა გამიშვა, სანამ შენს მობილურზე მრეკავს ნერვები საბოლოოდ არ დაწყდომია. -ტელეფონი რეკავს? მერე რას გაჩუმებულხარ? - შენ სიტყვის თქმა არ მაცალე! გაღიმებულ ბელას ვაკოცე და ხელით მოვძებნე ტელეფონი. - ჯეიკობ ბლექ? - საკუთარი პერსონით, ძმაო. დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია, ზედმეტი კითხებს ნუ დამისვამ. გახსოვს ჩვენი ადგილი? ხვალ დილით, ხუთზე, იქ დაგელოდები. ეცადე „კუდების“ გარეშე იყო. - უჰუ! – ერთადერთი რისი თქმაც ამ მომენტში შემეძლო. - ვინ იყო? - ჯეიკი. გახსოვს, მასზე გიყვებოდი? - და რა უნდოდა? - შეხვედრა. – ბელას სახეზე დაბნეულობის წაკითხვა შევძელი. - და შენ არ ფიქრობ, რომ… - დარწმუნებული ვერ ვიქნები. მაგრამ წავალ, უნდა გავერკვე. ჯეიკი ყოველთვის მეხმარებოდა. - და თუ არ გაგიშვებ? - ღიმილით მკითხა ბელამ და სააბაზანოსკენ წავიდა. - აბა,სცადე! –გავეკიდე, „დუშკაბინაში“ შევაგდე და წყალი მოვუშვი. თავიდან ბელა შეკრთა მის ზურგზე ცივი წყლის შეხებისგან, მაგრამ შემდეგ მიიღო თამაშის წესები, ცივ მინაზე მიმაჭირა და თბილი წყალი მოუშვა.
*** ჩვენი თბილი ბუდე რომ დავტოვე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მკაცრ რეალობაში გადავეშვი. ჩემი ტუჩები ჯერ კიდევ ინახავდნენ ბელას არომატს,რომელიც ადგა, რომ ჯეიკობ ბლექთან შეხვედრაზე გავეცილებინე. ჩვენი ღამე გამახსენდა, აბრეშუმივით ნაზი და ათასი ანთებული სანთელივით ცხელი. მე უკვე მენატრებოდა მისი კანი, კოცნა, ცხელი ჩახუტება, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მისი გულისცემის ხმის გარეშე. ცხოვრება მორიგ სულელურ თამაშს მეთამაშებოდა, დანის წვერზე მაყენებდა. ადრე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობოდი, მხოლოდ საკუთარ ბედზე ვფიქრობდი. მაგრამ ახლა ბელას სიცოცხლე ჩემთვის მთელ სამყაროზე მნიშვნელოვანი იყო. სამი კვირა, რომელიც ნამდვილად უკანასკნელი გახდებოდა ჩემს სიცოცხლეში, ჩემთვის ყველაზე ბედნიერად დარჩება. ჩემი მდუმარე გული, რომელიც არ ცნობდა სიყვარულს, გალღვა. ახლა ის ბელას გულთან ერთად ცემდა. ბელა - ჩემი სული, ჩემი სამყარო იყო. რა უსამართლოა ბედი! გაძლევს და მერე გართმევს - ეს მისი პრივილეგირებული უფლებაა. ის უფრო მეტს გართმევს, ვიდრე გაძლევს,ფესვებს გითხრის, სულს გიკლავს. უკვე მივეჩვიე „კუდებს“, რომლებიც შეუცვლელად დამყვებოდნენ, სადაც არ უნდა წავსულიყავი. მათგან თავის დაღწევა უფრო და უფრო რთულდებოდა, მათ უკვე იცოდნენ ყველა ჩემი ტრიუკი. მაგრამ მე გამჭრიახი ვიყავი, პროფესიონალი. შეხვედრის ადგილას მისვლა იოლად გამომივიდა, ნიუ-იორკის სამხრეთ ნაწილის ყრუ სკვერში. სკვერის შორეულ კუთხეში გადაყირავებულ ხეზე ჯეიკობი იჯდა. - პუნქტუალური ხარ. - მხარზე მივარტყი ხელი. - შენ კი გაფუჭდი. - ჯეიკობმა ხელი ჩამომართვა. - მამაშენის ბიჭები არ მაძლევენ მშვიდად ამოსუნთქვის საშუალებას. ჩემსიტყვებზე ჯეიკობის სახემ პირქუში გამომეტყველება მიიღო. - სწორედ ამაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება. - რა მოხდა, ძმაო? - მამაჩემი და შენ ახლა ბარიერის სხვადასხვა მხარეს ხართ. - არ ინერვიულო, მე შენგან არაფერს არ ვითხოვ. მესმის, რომ ის მამაშენია. - საქმე ამაში არ არის ედვარდ. მე არ მინდა იმ მხარეს ყოფნა. - რა? რას ამბობ ჯეიკობ? - არ მეგონა თუ საუბარი ასე შემოტრიალებოდა. - მამაჩემის მეთოდები არ მაწყობს. შენზე კარგად არავინ არ იცის როგორი მიუღებელია ჩემთვის ასეთი ცხოვრება. - ბილის შენთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა. - ჰო. ის მე საცოდავი არსებობისთვის მწირავს, ჩემგან მკვლელს ქმნის. შენ იცი, რომ მან ამ ქვეყნიდან მომაშორა, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო? წესით აქ არ უნდა ვიყო. არავინ არ იცის ჩემი ნიუ-იორკში ყოფნის შესახებ. - შენ რა, ბილის მითითების გარეშე მოქმედებ? - ვაშლი ვაშლის ხისგან. ედვარდ შენ უნდა გაიქცე. შენზე ნამდვილი ნადირობა იწყება, ხუმრობები დამთავრდა. მოშორდი ამ ქალაქს, მე დაგეხმარები. - არ შემიძლია! და ყველანაირ შემთხვევაში ბილი არ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს. - ის შენს წინააღმდეგ არის. ყველაფერი იციან. - რა იციან? - გეყოფა ედვარდ. მათ დიდი ხანია ყველაფერი იციან, უბრალოდ მომენტს ელოდებიან და თქვენც ჩავარდებით. მათ დაინახეს ის. - მაგრამ… - გუშინ საღამოს ბილის ხალხმა დაინახა, როგორ გავიდა ის შენი სახლის სადარბაზოდან, მაგრამ იქ ბევრი ხალხი იყო და არ გარისკეს. - დაინახეს? - ჰო. თითქოს თავში კონდახი ჩამარტყეს. ბელა სახლიდან გავიდა. მაგრამ რატომ? მე რატომ არ მითხრა? რა ჩაიფიქრა? გამახსენდა, რომ გუშინ ცოტახნით გავედი, რომ რამდენიმე საქმე მომეგვარებინა. უცნურად მომეჩვენა ბრწყინვალება მის თვალებში, მისი სიჩუმე. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ მივანიჭე, ბოლო დროს ის ხშირად გრძნობდა თავს ცუდად. ღმერთო! ის შეიძლება დაეჭირათ! სიბრაზემ დამარტყა თავში, საფეთქლების ფეთქვას ვგრძნობდი! რა ჯანდაბაა, რას აკეთებს?! - რად გინდა ის, ძმაო! - ჯეიკმა თავისი შავი თვალები მომაპყრო სახეზე. - ეს რთული… - იქნებ, ამიხსნა? ვიცოდი, რომ ჯეიკობი ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ არ შემეძლო ბოლომდე ვნდობოდი. მესმის, რომ იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთადერთმამეგობარმა შეიძლება გაგცეს,შეურაცხმყოფელი იყო. მაგრამ ვერ გავრისკავდი. - არ ვიცი, რა გითხრა. მაპატიე. - შენ ის გიყვარს? - რა? – ბიჭის გამჭრიახობამ გამაკვირვა. - ბრმა ხომ არ ვარ, მეგობარო. ერთიანად ანათებ და თან ასეთ რთულ სიტუაციში. ყველაფრის მიუხედავად,გახარებული ვარ შენ გამო. - მადლობა. - მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, თქვენ საფრთხე გემუქრებათ. ახლა შენ მასთან ხარ, ახლა შენ მტერი ხარ. - ვერ ვხედავ გამოსავალს. ჯერ. ყოველ ღამე, როდესაც მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენ, მეზიზღება ჩემი თავი იმის გამო, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობ. - გამოსავალი ყოველთვის არის. ეს შენც იცი! მე მინდა, რომ დაგეხმარო. - არა, ჯეიკ. მე არ გაგხვევ ამაში. ისიც საკმარისია, რომ ჩვენი სიცოცხლეა საფრთხეში. - ეს ცხოვრება არ არის, ედვარდ. ძალიან დავიღალე. ეს ჩემი ერთადერთი შანსია ტყვეობიდან თავის დასახსნელად, ერთადერთი საშუალებაა ამ წყეული კარუსელიდან ჩამოსასვლელად. სანამ შესაძლებლობა გაქვს… - ისროლე! – დავამთავრე მის მაგივრად. – ჯეიკ, ეს პირდაპირი სიკვდილია. მე არ შემიძლია შენ ეს გთხოვო. - შენ არც მთხოვ, მე თავად გთხოვ, რომ ასეთი ბედისგან მიხსნა. - შენ გესმის, რომ საკუთარი მამის წინააღმდეგ მოგიწევს წასვლა? - მესმის. ის მას შემდეგ აღარ არის ჩემთვის მამა, რაც ამ სისხლიან ბიზნესში ჩამრთო. ალბათ ვერასდროს ვერ შევძლებ მისთვის ამის პატიებას. ჯეიკობი მართალი იყო. ბილიმ თავის ვაჟს ცხოვრება დაუნგრია, სამუდამო მკვლელობებისთვის გაიმეტა. - რა გეგმა გვაქვს? - უკვე მხიარულად მკითხა ჯეიკობმა. - გეგმა არ არსებობს. - ცუდია.შეუმჩნევლად უნდა ვიმოქმედოთ. და რადგან შენ გეგმა არ გაქვს, მე ავიღებ ჩემ თავზე თქვენი კრიმინალური სიყვარულის გადარჩენას, თქვენი კრიმინალური კუპიდონი გავხდები, იარაღით ხელში. - შენც გაქ რა ხუმრობები. - დავტუქსე ის და მისი გეგმის ყურადღებით მოსასმენად მოვემზადე.
- რას ჩადიხარ, იზაბელა სვონ? რატომ მექცევი ასე? - შევედი თუ არა სახლში მაშინვე ამოვაფრქვიე მთელი ბრაზი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მახრჩობდა. - არაფერი მესმის, ედვარდ. - არ გესმის? - არა. – გულრწფელად მიპასუხა მან და ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გაშეშდა. - შენ იცი მაინც, რომ ახლა ჩვენ გვითვალთვალებენ? შენ გითვალთვალებენ. - ეს ისედაც ასე იყო. მე აქ რა შუაში ვარ? - სად იყავი გუშინ? რატომ არაფერი არ მითხარი? შეიძლებოდა დაეჭირე მათ, მოეკალი...არრრ...-ხმა ამიკანკალდა. სასოწარკვეთილების ახალმა ტალღამ მოიცვა ჩემი გონება, მთელს სხეულში მტკივნეულად გაიჟღინთა. - აფთიაქში. ის გზის მოპირდაპირე მხარესაა. იქ ხალხი იყო, ვერაფერს გაბედავდნენ… - შენ გესმის, რომ გაგვეცი? ახლა აქ ყოფნა უსაფრთხო აღარაა. - გეყოფა, ედვარდ! როდის იყო ბოლოს უსაფრთხო ჩვენი ცხოვრება? მითხარი, როდის გეძინა ბოლოს მშვიდად? შენ საშხაპეშიც კი პისტოლეტით შედიხარ. - მაგრამ შენ საკუთარ თავს უზარმაზარი რისკის ქვეშ აყენებ. - გეყოფა, ედვარდ, ეს მხოლოდ აფთიაქია. ყველაფერმა ჩაიარა. - შენ წარმოგიდგენია მაინც, რა მომივიდოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო. - მაგრამ არ მომხდარა. - დაინახა, რომ მე ვნებდებოდი და ბელა ჩამეხუტა. - მოიცა. რაში დაგჭირდა აფთიაქი? ჩემმა კითხვამაანერვიულა ბელა, ხელები გამიშვა და ფანჯრისკენ შებრუნდა. - თავს ცუდად ვგრძნობდი. წამალი უნდა მეყიდა. - არ შეგეძლო, ჩემთვის გეთხოვა? - ბელას სახე ჩემსკენ შემოვაბრუნე. - არა. – უცებ მიპასუხა მან, რითაც ჩემში ბრაზის ახალი ტალღა გამოიწვია. - რა ჯანდაბა ხდება? რა ჩაიფიქრე ისეთი, რომ ჩემთვის თქმა არ შეგიძლია? - გეყოფა, ედვარდ. შეწყვიტე ჩემთვის ყვირილი! - რახდება? რამიზეზია ამისთანა! - მეუკვემართლაგადავედიყვირილზე. - ის მიზეზია, რომ მე შენგან ბავშვს ველოდები, ედვარდ კალენ!!! - მიყვირა ბელამ და ჩემი ხელებიდან თავი დაიხსა. - შენც ნახე რა მიზე... რა??? შენ რა??? - ბავშვს ველოდები! შენგან!!! მომეჩვენა, რომ შიდაქალისწნევამ ისე მოიმატა, რომ საკუთარ თავში მეხის ხმა მესმოდა. საყვარელი ქალის სიტყვები ჩემთვის ის ენა გახდა, რომელიც არ მესმოდა. - მე...ჩვენ...შენ... - ჩემი პირი უაზრო ხმებს გამოსცემდა, უარს ამბობდა მათ სიტყვებად გადაქცევაზე. - ჰო! ჰო! ჰო! შენ - მამა, მე - დედა, ჩვენ - მშობლები. - ბელამ ყოველი სიტყვა დამიმარცვლა. - ბელა!!! ბელა ხელში ავიყვანე და დავატრიალე. ის მეხვეწებოდა, მარწმუნებდა, რომ ძირს დამესვა, მაგრამვერვჩერდებოდი. ფიქრი იმაზე, რომ მე მამა გავხდები, შთამაგონებდა და მინდოდა, რომ ჩემი გაფრთიანება ბელასთვისაც გამეზიარებინა. სიყვარული იმ ქალის მიმართ, რომელიც შვილს მაჩუქებდა ჩემს გულს ავსებდა და გარეთ ამოფრქვევას იმუქრებოდა. სამყარო ჩემთვის მილიონობით ნათელ ფერად ბრწყინავდა, გარშემო ყველაფერი ანათებდა. ჩემს ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა და თავისი ფერებით თვალებიდამიბრმავა.ცისარტყელა, რომელიც ადრე ჩემი სიცოცხლის დასასრულის სიმბოლო მეჩვენობდა, ახლა ის ახალი სიცოცხლის, ახალი დასაწყისის, ახალი მცდელობის სიმბოლოდ იქცა. წამით ყველაფერ დამავიწყდა, ბელას ტუჩებს დავეწაფე, მის სხეულს ვეალერსებოდი, მუცელს ვკოცნიდი. - ედვარდ რის გაგებას ცდილობ მანდ? - გაიცინა ბელამ და მუხლებიდან წამომაყენა. - ჩვენი შვილის გაცნობას! - ჯერ ძალიან პატარა დროა გასული. დაახლოებით მხოლოდ ცამეტი დღე. - მოიცა და რაში დაგჭირდა აფთიაქი? როგორც ჩანს ჩემი კითხვა იმდენად სულელური იყო, რომ ბელამ თავი ვერ შეიკავა და თვალები აატრიალა. - უნდა დავრწმუნებულიყავი. - და როდის აპირებდი ჩემთვის ამის თქმას? - მშვენიერ თვალებში ჩავხედე. - არ ვიცი. მე ისე მეშინოდა. ჩვენ თვითონაც ნაღმზევდგავართ, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა ასაფეთქებლად. გარშემო იმდენი ხალხია, რომლებიც შესაფერის მომენტს ელოდებიან, რომ ასანთსგაკრან და დაგვღუპონ. და ახლა კიდევ… - რას გულისხმობ? - ედვარდ, ჩვენ არ ვიცით გვექნება თუ არამომავალი. რა შეგვიძლია მივცეთ ამ ბავშვს? - თქვენ, - ბელას შემოვხვიე ხელები, ყურადღება მუცელზე გავამახვილე, - მომავალი ნამდვილად გექნებათ. გეფიცები. - ოჰ, ედვარდ, მე შენ მიყვარხარ. - მე კი შენ მიყვარხარ ძალიან ძლიერად. თქვენ. «ჩვენ». ახლა ჩვენ სამნი ვიყავით. მე ზუსტად ვიცოდი, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემი ოჯახისთვის ღირსეული მომავალი უნდა შემექმნა. ჰო მართლა, ოჯახზე გამახსენდა. - ბელა, ცოლად გამომყვები? - რა? - ცოლად გამომყევი. - მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ სიტუაციიდან გამოვძვრებით. - უკვე სტიმული მაქვს. და სტიმული მართლაც იყო. ახლა ჯეიკობის გეგმა ისეთი აუცილებელი მეჩვენა, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, ბედი მაგებინებდა, რომ მე უნდა მებრძოლა. ის ახალ-ახალ სტიმულს მაძლევდა, თითქოს მაქეზებდა, რომ ბრძოლა არ შემეწყვიტა. და მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, ძალიან ბევრი რამ იდო სასწორზე. იმ მომენტში, როცა მე ნაზად ვეთამაშებოდი ბელას თმებს, რომლებიც არეულად ეყარა ბალიშზე, ჩემმა ტელეფონა დარეკა. - ბილი. – თითქოს მუქარით ვთქვი მე. - მეც მიხარია შენი ხმის გაგონება, ედვარდ. - რა გინდა? - მინდა მეგობრული რჩევა მოგცე. - ჩვენ მეგობრები ვართ? შენ არ მითხარი, რომ ახლა უკვე მტრები ვართ? - შენ სხვა გამოსავალი არ დამიტოვე. - რა გინდა? – კითხვის გამეორება მომიწია. - დაგვითმე ეგ გოგო და ჩვენ მშვიდად წასვლის საშუალებას მოგცემთ. შენ ხომ ჭკვიანი ხარ. ნუთუ ის ამად გიღირს? დაფიქრდი, ედვარდ. - წადი შენი! - მე შენ გაგაფრთხილე, ჩემო ბიჭო, მაგრამ… არ მივეცი მას დამთავრების საშუალება, ტელეფონი გამოვრთე და დაფუქრებლად ავკრიფე სხვა ნომერი. - ჯეიკ? ჩვენ მზად ვართ, მოდი. - რა ხდება? – ბელამ თავი წამოწია. - ყველაფერი კარგად იქნება, პატარავ. - მე ნაზად ვაკოცე მას, ვიცოდი, როგორ მოქმედებდა მასზე ჩემი კოცნა. - ახლა კი გაემზადე, ძვირფასო, სხვაგან გადავდივართ. ამ სახლში დარჩენა აღარ შეგვეძლო. ყველამ იცოდა მასზე და დღეს თუ არა ხვალ შეიძლებოდა მოვენახულებინეთ დაუპატიჟებელ სტუმრებს. ჩემი სახლი საიმედოდ იყო დაცული, მაგრამ ხალხისთვის, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს არანაირი ბარიერი არ არსებობდა. დიდხანს ვფიქრობდი ჯეიკის წინადადებაზე, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისი თავდასხმისგან დაცვას, მაგრამ უკანასკნელმა მომხდარმა მაიძულა მისი გეგმის მიღება. ბილი, როგორც ყოველთვის, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. კარზე ზარმა ნივთების შეგროვებას მოგვწყვიტა. ხელი ძლიერად მოვუჭირე პისტოლეტს, ვიდეოდაკვირვების მონიტორს შევხედე. კარები გავაღე და შვებით ამოვისუნთქე. - მეგობარო, შემოდი! - ყოველთვის გამოირჩეოდი სტუმართმოყვარეობით. - ჯეიკმა პისტოლეტზე მანიშნა. - ცხოვრება ასე წავიდა. ბილიმ დარეკა, დამემუქრა. - მალე მოქმედებებზეც გადავა. ყოჩაღ, რომ გადაწყვიტე. გამარჯობა. - ჯეიკობმა დაუფარავი ინტერესით შეხედა ბელას. - გაიცანით. ჯეიკობ, ბელა. ბელა, ჯეიკობი. - აი, თურმე ვის გამო ხდება ეს ყველაფერი. - აბაა. – ბელა მორცხვად დახარა თვალები. - შეწყვიტე ბელას გაწითლება. - ჩემს გოგონას მოვეხვიე და დავტუქსე ჯეიკი. - კარგი. გასაგებია. ჯეიკობა პაკეტიდან ბელასთვის პარიკი ამოიღო და მას გადასცა. - ეს რა არის? - შენი ახალი ვარცხნილობა. - მხრები აიჩეჩა ჯეიკობმა. - და თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ამაში ვერ მიცნობენ? - იმედია, ისინი ვერ დაგვინახავენ. - დავაწყნარე ბელა და თავზე პარიკი დავახურე. - მე ყველაფერი შევამოწმე. სათადარიგო გასასვლელი სუფთაა. იქ არავინ არ არის. მე უკვე დავტოვე მანქანა. უნდა ვიჩქაროთ. - სხვენის გავლით წავალ, მერე კი მეზობელი სადარბაზოდან გამოვალთ. შენ მანქანა უნდა დაძრა. - მშვენიერია. თქვენ უბრალოდ ცალ-ცალკე გამოსვლა მოგიწევთ. ჩემს აქ ნახვას არავინ არ ელოდება. - არა. – ერთხმად გავაპროტესტეთ ჩვენ. - არ გაბრაზდეთ, მეგობრებო, მე უბრალოდ შემოგთავაზეთ. - მე ედვარდთან ერთად წავალ. - ბელამ თავისი უკვე ქერა თავი დამადო მხარზე. - კარგი. გავდივართ. როდესაც ყველა აუცილებელი ნივთი შევაგროვეთ, ჩემს საცხოვრებელს მოვავლე თვალი. რამდენი გრძელი დღე და უძილო ღამე გამიტარებია აქ. პროფესიის გამო მე ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელს, მაგრამ ეს ბინა ჩემთვის ნამდვილ სახლად იქცა. ჩემთვის დიდი განსხვავება იყო ამ სიტყვებს შორის. ეს ბინა რომ ჩემთვის ნამდვილი სახლი იყო, ამაში დიდი წვლილი ბელას მიუძღვოდა. სწორედ აქ ვუყურებდი მე მის ძილს, აქ მივიღე ბელას გადარჩენის გადაწყვეტილება, ამ ბინაში მიყვარდა მე ის, მას კი მე ვუყვარდი, აქ ვთხოვე მე მას ხელი, აქ ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა და აქ გავიგე, რომ მამა გავხდებოდი. ვინ იცის დავბრუნდებით კი ჩვენ აქ ოდესმე, რომ ვუამბოთ ჩვენ შვილს იმ ადგილის შესახებ, რომელიც ჩვენთვის სიყვარულის ბუდედ იქცა. - მოდიხართ? - კი, ჯეიკობ. ბელას მოვკიდე ხელი, რომელიც, ჩემსავით უხმოდ ემშვიდობებოდა ჩვენს საცხოვრებელს. ლოყაზე ცრემლიც კი ჩამოუცურდა. - ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო. -ჰო. – მოკლედ მიპასუხა მან და ცრემლი მოიწმინდა. ჩენთვის არანაირ სირთულეს არ წამოადგენდა სხვენზე ასვლა და მეზობელ სადარბაზოში გადასვლა. ჯეიკობი, რომელიც პირველი გამოვიდა, მანქანის მოსაყვანად წავიდა. ბელასთან ერთად მოხერხებულად მოვეწყვე უკანა სავარძელზე და მგზავრობისთვის მოვემზადე. - სად მივდივართ? - რამდენიმე წუთის შემდეგ იკითხა ბელამ. - ჯეიკობ ბლექის საიდუმლო ადგილზე. ჯეიკმა გაცხარებულმა შემოგვხედა უკანა ხედვის სარკიდან, რის გამოც ბელამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო, მე კი ამაზე მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. «ჯეიკობ ბლექის საიდუმლო ადგილი» - ეს ქალაქგარეთის სახლია, მიყრუებულ სოფელში, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. პატარა ტბა და ხშირი ტყე - ეს ყველაფერია რაც შეიძლება ასი კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინო. პირველად ამ ადგილს მაშინ გავეცანი, როდესაც საშინლად მცემეს ბლექის ვილაზე. დაუძლურებული და ნაცემი დამსვეს საჭესთან, მაგრამ მე მხოლოდ ბილის ვილიდან გასვლა შევძელი. იმის ძალა არ მქონდა, რომ მოძრაობა გამეგრძელებინა ერთ ადგილზე გავჩერდი და გავითიშე. საოცარ ადგილას გავიღვიძე ჯეიკის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც გადამარჩინა. სწორედ მაშინ გაჩნდა ჩვენი მეგობრობა. ამ ადგილის შესახებ არავინ არ იცოდა, ბილიმაც კი. ჯეიკის დედამ ააშენა ის ქმრისგან საიდუმლოდ. ესადგილი მის თავშესაფრად იქცა, სადაც მას შეეძლო საშინელ რეალობას და მკვლელთან ცხოვრებას გაჰქცეოდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ადგილი ჯეიკობის თავშესაფრად იქცა. ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო, ჯეიკმა მანახა მე ეს ადგილი, მან გამანდო თავისი საიდუმლო ისე, რომ სრულიად არ მიცნობდა. ზოგჯერ ჯეიკობს ვართმევდი გასაღებს და აქ მოვდიოდი, ფიქრებსვალაგებდი. მე აქ ნამდვილად ვცხოვრობდი. - ეი, ჯეიკ, არ შეგიძლია ტელეფონის ჯიხურთან გააჩერო? - ვის უნდა დაურეკო? - მკითხა ბელამ. - ელისს. დღეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც მე და ჯასპერი შევთანხმდით, რომ დაგვერეკა. არ მინდოდა გარისკვა და გადავწყვიტე უძრავი ტელეფონის აპარატით მესარგებლა. მაშინვე მიპასუხეს, მელოდებოდნენ. - გამარჯობა, ჯასპერ. როგორ არის საქმე? - ყველაფერი მშვენივრადაა, ედვარდ. ის სრულიად უსაფრთხოდაა. - სასწრაფოდ დამარწმუნა მეგობარმა. - სადმე ახლოსაა? - კი. - ალო? ედვარდ? მე ისე ვნერვიულობ. როგორ ხარ? ბელა როგორ არის? - ყველაფერი მშვენივრადაა, პატარავ! არ ინერვიულო. - როდის გნახავ? არ ვიცოდი რა მეპასუხა ამ შეკითხვაზე. უბრალოდ აპარატის ცივ პანელზე შუბლმიჭერილი გავჩუმდი. - შენ შემპირდი!!! - ვერ მოითმინა ელისმა და მისი ხმა შეკრთა. - მიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი… ყურმილი დავკიდე, პასუხს არ დავლოდებივარ. ვიცოდი, რომ ახლა ელისს ტკივილს ვაყენებდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, იმისთვისაც კი, რომ შეიძლება ვერასდროს ვერ შევძლო ჩემი პირობის შესრულება. დავალებიდან დავალებამდე, ყოველ ჯერზე ელისს უარესისთვის ვამზადებდი. მე მას ამ დღისთვის ვამზადებდი. ახლა მას სტკიოდა, მაგრამ მას უნდა გაეგო, მითუმეტეს მასთან ჯასპერი იყო. ის უნდა დახმარებოდა მას ამ ყველაფრის გადატანაში. მე ჩვენი უკანასკნელი საუბარი გამახსენდა. ადრე არასოდეს არ მითქვამს მეგობრისთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, მაგრამ ბოლო ჯერზე მასთან გულახდილი ვიყავი. ქერა, ცისფერთვალება ჯასპერი ყურადღებით მისმენდა, ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. - შენ სწორად მოიქეცი. - იყო ერთადერთი რაც მითხრა მან ჩემი ისტორიის დასასრულს. როცა ის შემპირდა, რომ ელისზე იზრუნებდა, მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი. იმედია ისინი შეაფასებენ ჩემს მადლიერებას, როცა მე აღარ ვიქნები. იმ დღეს, როცა მე სუნთქვას შევწყვეტ, ელისი უზარმაზარი რაოდენობითფულს მიიღებს თავის პირად საბანკო ანგარიშზე. იგივე ელოდება ჯასპერსაც. იმედია ფული, რომელიც მე სისხლიანი ბიზნესით გამოვიმუშავე საკმარისი იქნება, რომ მათ უზრუნველად იცხოვრონ. ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იქნება მათთვის. - როგორაა ელისი? - გველოდება. ბელამ ამაზე არაფერი არ მიპასუხა,უბრალოდ მუცელზე მიიდო ხელი. მეც მას მივბაძე, მისი ხელი ჩემსაში მოვაქციე. მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ, ყველა თავისას ფიქრობდა. როგორც ჩანს ეს სიამოვნებას მხოლოდ ჯეიკობს ანიჭებდა. რადიოსთან ერთად მღეროდა, სულ რაღაცაზე იღიმებოდა. «ვიღაც მაინც არის კარგად» გავიფიქრე მე, როცა მანქანა გაჩერდა. - ვაუ! – ბელამ გარშემო მიმოიხედა. - რა სილამაზეა. ბელამ თავისი მზერა ბრწყინავ ტბაზე შეაჩერა. წყალში მილიონობით მზის სხივი ირეოდა. სუსტი ქარი ქროდა. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - ჯეიკომა მიწიდან წითელი ფოთოლი აიღო და ბელას მიაწოდა. სახლი სიცივით შეგვხვდა. ბელა ჩვენს ოთახში გავგზავნე, მე კი ბუხრის ანთება დავიწყე, სანამ ჯეიკობი ავეჯს გადაფარებულ შალითებს ხსნიდა. ჰაერში სასიამოვნო სითბო გაჩნდა, სახლმა გათბობა დაიწყო. მიმოვიხედე და უკვე მერამდენედაღვნიშნე, რომ სწორედ ასეთ სახლს წარმოვიდგენდი სიბერისთვის, რომელიც მე ცხადია არ მექნებოდა. სწორედ ასეთი სახლი მინდოდა ბელასთვის და ჩვენი შვილებისთვის ამეშენებინა. მაგრამ დრო არ მაძლევდა ამის გაკეთების საშუალებას. ბავშვის სიცილი წარმოვიდგინე, რომელიც ხის შენობაში გაისმებოდა, მისი ნაბიჯების ხმა, რომელიც ექოდ გაისმა ჩემს თავში ბელას მტკიცენაბიჯებთან ერთად. - მიყვარხარ. - ჩაფიქრებულმა ვერც შევამჩნიე, როგორ გადავიდა ოცნება რეალურ ცხოვრებაში. ჩემი სიყვარული, ჩემი ცხოვრება ძლიერად მეხვეოდა წელზე, ცივ ხელებს ჩემი მაისურის ქვეშ ითბობდა. - მე კი შენ. ბელას ფერმკრთალი სახე მივიზიდე და ვაკოცე. მაგრამ მან გაჩერების საშუალება არ მომცა და კოცნა გააღრმავა. - ოჰო. ასეთი ტემპით ბუხარი არ დაგვჭირდება. - ჯეიკობმა ჭიქები გამოგვიწოდა, რომელიდანაც არომატული ყავის სუნი ამოდიოდა. - ჯეიკობ, რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა ბელამ და პატარა ყლუპი მოსვა. - ვფიქრობ იმდენის, რამდენისაც შენ. ჯეიკობის პასუხმა ბელა დააფიქრა. ისიც ბელასავით ოცდაექვსი წლის იყო, მაგრამ მასზე ცოტათი დიდს გავდა. რა უნდა ვთქვა, ის ჩემზე უფროსიც კი ჩანდა. ახალგაზრდა კაცის შავ თმებს უკვე შერეოდა ჭაღარა, მზერა კი ყველაფრისგან დაღლილი კაცისას მიუგავდა. ცხოვრება მას ბავშობიდანვე აწვალებდა, ამას დედის სიკვდილიც დაემატა. არასოდეს განმისჯია იმის გამო, რომ მამამისი ეზიზღებოდა, პირიქით, სრულიად მესმოდა მისი. - შენი ძილის დროა. - შევამჩნიე, როგორ დაამთქნარა ბელამ. - მხოლოდ შენს შემდეგ. - დროა ყველანი დავწვეთ. - დაამთავრა ჯეიკობმა და კარების კლიტე შეამოწმა. - არ ინერვიულო, აქ უსაფრთხოდ ვიქნებით. - ბიჭისგან დამალული არ აღმოჩნდა ჩემი ყურადღებიანი მზერა. - ყველაფერზე ხვალ ვილაპარაკოთ, ჯეიკ. - აჰა. ღამე მშვიდობისა. მეორე სართულის ერთადერთ ოთახში შევედით და თბილ საწოლში ჩავწექით. ბელა ნაზად მომეხუტა და ცივი ცხვირი ჩემს მკერდში ჩარგო. - დაიძინე, ჩემო საყვარელო. ის იავნანა გამახსენდა, რომელსაც დედა ბავშვობაში გვიმღეროდა ხოლმე.როცა მამამ მიგვატოვა, ეს ჩვენ ყველამ რთულად გადავიტანეთ. დედას ბევრი მუშაობა უწევდა, სწორედ ამან შეამცირა ორჯერ მისი სიცოცხლე. და მხოლოდ გრძელ ბნელ საღამოს ვიკრიბებოდით ხოლმე ერთად, ბუხრის წინ ვსხდებოდით, დედას ვეხუტებოდით, მის ზღაპრებს ვუსმენდით. ყოველი ისტორიის შემდეგ ის იავნანას გვიმღეროდა. ელისი ყოველთვის პირველი იძინებდა, მე კი ბოლომდე ვუსმენდი, ვცდილობდი ყოველი ნოტი დამემახსოვრებინა. შემდეგ ელისი თავის ოთახში მიმყავდა ხოლმე.დედა ყოველთვის თავზე მეფერებოდა და ლოყაზე ნაზად მკოცნიდა. ჩვენ გვეძინა, დედა კი მომდევნო დღისთვის ემზადებოდა, ხარჯებს ითვლიდა, ჩვენთვის საჭმელს ამზადებდა და ბალიშში ჩუმად ტიროდა, რომ არავინ არ დაენახა. მან ვერაფრით შეძლო მამის წასვლასშეგუებოდა. ამ მელოდიას იმ შემთხვევის შემდეგ ყოველღამე ვუმღეროდი ელისს. ეს სიმღერა მამშვიდებდა, მადუნებდა. ბელას ჩაეძინა, მე კი მის მშვიდ გულისცემას ვუსმენდი და გამოსავალას ვეძებდი. იმ მომენტში, როცა მზის პირველი სხივები გამოჩდნენ ბნელ ღამეში, თავში ერთი იდეა მომივიდა. სულელური იდეა, რომელიც სასწრაფოდგანვდევნე და ძილში ჩავიძირე.
ვაიმე ძალიან მაგარი თავები იყო . ვაიმე რა კარგია ბელლა რომ ბავშვს ელოდება ეხლა უფრო მეტი მიზეზი აქვთ რომ გადარჩენისთვის იბრძოლონ. აუ ის მომენტი ძალიან მომეწონა ედვარდმა რომ გაიგო ბელას აფთიაქში გასვლის მიზეზი იმედია ჯეიკობს ბელა არ შეუყვარდება. ყოჩაღ ძალიან მაგარი ნათარგმნია ასე გააგრძელე
vaiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii guli migrdznobs bellas ki arada jacobs bella sheuyvardeba da me amas ver gadavitaaaaaaaaaaaaaaan mashin edwardis da jacobis megobrobac damtavrdebaaaaaaa auuu arc ki vici ra vtqva me emociebis dmalava ar mexerxeba
Quote (♥Damon♥)
იმ მომენტში, როცა მზის პირველი სხივები გამოჩდნენ ბნელ ღამეში, თავში ერთი იდეა მომივიდა. სულელური იდეა, რომელიც სასწრაფოდგანვდევნე და ძილში ჩავიძირე.
au ra magariaaaaaa ori tavi ertad wavikitxe da dzalian dzalian dzalian momewona. dzalian sayvarlad weria da gamixarda rom bella orsuladaa, axla mat danebebis ufleba agar aqvt es ertaderti fikia, romelshic me jeiki momewona is martlac rom kargi adamiani da megobaria bolo nawilma damaintriga da imedia axal tavs maleve vnaxavt