ჩემი ტელეფონი უკვე რამდენიმე წუთია რეკავს. მაგრამ არაფრით არ მინდოდა იმ სიამოვნების შეწყვეტა, რომელსაც ახლა ჩემი სხეული განიცდიდა. ჩემთან ახლოს უკმაყოფილოდ ქშინავდა რიგითი გოგონა. ის მობილურის ყოველ სიგნალზე ხტებოდა. - ჯანდაბა, აიღე ეს ტელეფონი! - ნახევრად მძინარემ თქვა მან. უცნაურია, მაგრამ გუშინ ის უფრო სასიამოვნო მეჩვენა. ან სპირტიანმა სასმელმა გამოიწვია ეს. - ახლავე. – ვთქვი მე, ჩქარა წამოვდექი ლოგინიდან და თან გადასაფარებელი შემოვიხვიე, გოგონა თეთრ თეთრეულზე სრულიად შიშველი დავტოვე. «მოითმენს» - გავიფიქრე მე. - ალო! – ჩავახველე. - კალენ. ნახევარ საათში კუთხეში რომ კაფეა იქ გელოდები, სამუშაო გვაქვს. - თავიდან ვერ ვიცანი უფროსის ხმა. როგორ შეიძლება დილის რვა საათზე ასეთი ენერგიული იყო? - ოფისში არა? – ე.ი. საქმე, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფროსს მისი ოფისში განხილვა არ მოუნდა. „უფროსი“ გავიფიქრე და ამოვიოხრე ამ სიტყვაზე. რა ჩემი უფროსი ის არის??? მხოლოდ დამკვეთია. მე უფროსობა არ მყავდა, კიდევ ერთი ჩემი პროფესიის პლიუსი. - არა. სერიოზული სალაპარაკო მაქვს. - გასაგებია. მოვალ. ეს ჩვენი ჩვეული საუბარია. იშვიათად იყო ის სხვანაირი. უამრავი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა. - ადექი, შენი წასვლის დროა. - მე მომრგვალებული საჯდომზე მივარტყი ხელი, რომ გამეღვიძებინა. - არსად მეჩქარება. - ძლივს გავარჩიე მისი სიტყვები. მისი აზრით საშინლად მიმზიდველია ბალიშში ლაპარაკი. - მე მეჩქარება. ადექი ახლა! - უკვე წყობილებიდან გამოვდიოდი. - მაგდებ? ფიქრობ, რომ გაერთე და მორჩა? - რა გასაკვირია. ვითომ ასე არ იყო? - აჰა. – ვუთხარი და სააბაზანოსკენ წავედი. - სააბაზანოში მივდივარ. ათი წუთში გამოვალ და აქ არ დამხვდე. ტაქსისთვის ფული აიღე, საწოლთან დევს. ნახვამდის. - კრეტინი ხარ. – მომაძახა გოგონამდაკეტილკარს მიღმა. - მეძავი კი არ ვარ. გაირჭე შენი ფული... - მე წყალი მოვუშვი, რომ გაბრაზებული გოგოს ჩხუბის ხმა ჩამეხშო. თბილი წყლის ქვეშ ვიდექი, თავს უფლება მივეცი, რომ იმ სასიამოვნო მორევში ჩავძირულიყავი, რომელსაც ჩემი გონებისთვის ჰარმონია მოჰქონდა. როგორ მინდოდა ახლა რომ ზღვის სანაპიროზე ვყოფილიყავი, სადაც ცხელი ქვიშა და თბილი ჰაერია. წარმოვიდგინე, როგორ ეხეთქებოდა თბილი წყლის ტალღები ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს. ღმერთო, რამდენია ხანი არ დამისვენია! შხაპის მიღებას არ ვჩქარობდი, აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდი, რომ როდესაც ოთახში დავბრუნდებოდი, გოგონა უკვე წასული იქნებოდა. ყოველთვის ასე იყო და არც ის იყო გამონაკლისი. წყლის პროცედურები რომ დავამთავრე, სააბაზანოდან გამოვედი. როგორც ვვარაუდობდი ბინა ცარიელი დამხვდა. სწრაფად გავემზადე, თვალი მოვავლე ჩემს საცხოვრებელს და ქუჩაში გამოვედი. შემოდგომის ქალაქი სიცივით შემხვდა. ქუჩა სავსე იყო მილიონობით სხვადასხვა რაღაცეების ჩრდილებით. მე მიყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით ამ ქალაქში. ოქროსფერი უხდება ნიუ-იორკს. ბევრისთვის შემოდგომა - ეს მხოლოდ წვიმა და სიცივეა. ჩემთვის კი შემოდგომა - ცხოვრების განსახიერებაა. ბუნება სხვადასხვა ფერებით ირთვება.რაც არ უნდა თქვათ, ცხოვრებაც სავსეა უამრავი სხვადასხვა ფერით. ზოგჯერ თავს სრულ არარაობად ვგრძნობ, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს ართმევს. მე მშვენივრად მესმის, რომ მე არ მაქვს განგების ნებაში ჩარევის უფლება, მაგრამ რადგან შემიძლია ეს ვაკეთებ კიდეც. ამგვარად ვცდილობ გადავურჩე ამ დაუნდობელ სამყაროს. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე ქალაქის მათრობელა არომატი და კაფეს კარები შევაღე, რომელშიც უფროსთან „სერიოზული“ საუბარი უნდა მქონოდა. - ედვარდ, პუნქტუალური ხარ. ნუ, როგორც ყოველთვის. - მაღალი, ფართო მხრებიანი ყავისფერთმიანი მამაკაცი ღამესავით შავი ფერის თვალებით, წამოდგა და თავისი უზარმაზარი ხელი გამომიწოდა. - ჯეიკობ, შენც გაგიკვირდა რა! - მის მამასთან მრავალწლიანი სამუშაოს განმავლობაში, ჩვენ დამეგობრება მოვასწარით. თუმცა, მეგობრულ ურთიერთობას ამას ვერ უწოდებ, მაგრამ სისხლიან ბიზნესში, სხვანაირად ვერ იტყვი. - ბილმა დამირეკა. შენ რატომ მოხვედი? - და შენ არ გიხარია? – განაწყენებულივით გამოწეული სავსე ტუჩებით მკითხა მან. - საქმე არცისე სერიოზულია. - რა ჩაიფიქრეთ ბლექებმა? მე ვიცი რასაც ნიშნავს ასეთ შენობაში შეხვედრა. - მე სერიოზულად შევხედე ბიჭს. არასოდეს არ მიყვარდა გამოცანები და შავბნელი საქმეები. - თქვი. - კარგი, კარგი, არ გაბრაზდე. - შეშინებულმა შემომხედა თვალებში - ნუ გეშინია, „შიშველი“ ვარ - ბლექი მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი და დამშვიდდა. „შიშველი“ ჩვენს წრეში უიარაღოს ნიშნავდა. არსებობს წესები, რომელიც ყველა ქილერმა უნდა იცოდეს, რომ თავი არ გაყიდოს. - მამა სერიოზულ მოლაპარაკებაზე წავიდა. ედვარდ, - ბიჭი შეჩერდა, როცა ახალგაზრდა ოფიციანტმა ჩემი ყავა მოიტანა. როდესაც ის წავიდა, მან განაგრძო. - ხვალ ერთი დავალება უნდა შეასრულო. არა უინტერესო, მაგრამ … - მაგრამ??? – ვკითხე და ყავა მოვსვი. ძლიერმა, ცხელმა სასმელმა სხეული გამითბო, სასიამოვნო შეგრძნება მომგვარა. - ეს შემოწმება იქნება. – ყოყმანით დაამთავრა ჯეიკობმა. -შემოწმება??? მამაშენთან ოცი წელი მუშაობა საკმარისი არ არის? და როდის აქედან ვკლავთ ხალხს შემოწმების მიზნით? - მე ჩურჩულზე გადავედი. - მისმინე, ედვარდ. ეს დავალება ძალიან გავლენიანი კლიენტისთვის უნდა შეასრულო. თვითონაც გესმის, რომ შენ უბრალო დავალებებს არ გაძლევენ. - ვთქვათ, მესმის. - მოკლედ. ეს ადამიანი, რომლის სურათიც ამ კონვერტშია, - ბლექმა მაგიდაზე უკვე ნაცნობი თეთრი კონვერტი დადო, - მხოლოდ დამაკავშირებელია. არავინ. უბრალოდ დამაკავშირებლებიდან ერთ-ერთი ყველაზე თავგზააბნეული. მისმა წასვლამ ჩვენ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აგვიყვანოს. გესმის? - მესმის. მერე? - ჯერ-ჯერობით შენთვის ამის ცოდნაც საკმარისია. დანარჩენს მერე გაიგებ. - თუ ის უმნიშვნელო დამაკავშირებელია, მაინდამაინც მე რატომ უნდა მივხედო? - მე ვფიქრობდი, რომ ამ დავალებას ახალბედაც გაუმკლავდებოდა. - ადამიანი, რომელიც ამ საქმეს უკვეთავს, ძალიან გავლენიანია. ის არ პატიობს შეცდომებს. ამიტომაც გეუბნები, რომ ეს შენთვის შემოწმება იქნება. - ვინ არის? -ჩვევად არ მქონდა დამკვეთებზე ან მსხვერპლებზე რამის გაგება. „ცოტა იცი, უკეთესად გძინავს და დიდხანს ცოცხლობ“ - ეს ჩემი პროფესიის კრედო იყო. მაგრამ ახლა ცნობისმოყვარეობას ვერ მოვერიე. ბლექთან მუშაობის პირველ წლებში, ასეთ ჩახლართულ საქმეს არაერთხელ შევეჯახე. მესმოდა, რომ ბევრ მსხვერპლთან დიდი თამაში იგეგმებოდა. - არ ვიცი. მამა დღეს ხვდება მათ. - ახლა მივხვდი, რატომ ნერვიულობდა დღეს უმცროსი ბლექი. ის ჩემზე პატარა იყო, მაგრამ ის, ისევე, როგორც მამამისი უკვე საკმაოდ ღრმად იყო ამაში ჩათრეული. მე ვიცოდი, რომ ეს ბიზნესი არ ანიჭებდა მას სიამოვნებს. ისიც, ისევე როგორც მე, ვერ იტანდა ასეთ ცხოვრებას, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მას უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდა. - ყველაფერი კარგად იქნება, ჯეიკ. - რაღაც გული მიგრძნობს, რომ დიდი თამაში იქნება. ფასი საკმაოდ დიდია. მასშტაბური ცვლილებები იწყება. ვშიშობ, რომ ჩვენ ყველას ამ დღის შემდეგ გაფრენა მოგვიწევს. - კოპები? - უარესი! მაფია. კრიმინალები. - ჯეიკობი უაზროდ იყურებოდა ფანჯარაში - არ მინდა ამაში გარევა. -ჩვენ ყველას უკვე მანდ გვაქვს ცალი ფეხი. - დაიჩურჩულა მან. - სად და როდის მაქვს ხვალ „პაემანი“? - ჯეიკმა გაიღიმა, მაგრამ რაღაც შეწუხებულმა. - კონვერტში ყველაფერი მითითებულია. - მან თითით კონვერტზე მიანიშნა. - შენც არ იცი? - გამიკვირდა მე. როგორც ჩანს, თამაში მართლაც სერიოზული იქნება. - არა. რაც უფრო ცოტა იცი... - მით უფრო დიდხანს ცხოვრობ, – დავამთავრე მე. - ჩემი წასვლის დროა. მამა უნდა წამოვიყვანო. წარმატებები ხვალ. თავს გაუფრთხილდი. - შენც გაუფრთხილდი თავს. - ეს ფრაზა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა. ვიღაცისთვის ეს ცარიელი სიტყვებია, მაგრამ ჩვენს წრეში ეს ბევრს ნიშნავს. ყოველ ჯერზე, როდესაც დავალებაზე მიდიხარ, არ იცი, დაბრუნდები თუ არა იქიდან. ეს ყოველ დავალებას ეხება, რადგან უბრალო არცერთი არ არის. ყოველ ნაბიჯზე ვიღაცის ცხოვრებაა დამოკიდებული. ერთი არასწორი მოძრაობა და მონადირიდან მსხვერპლად იქცევი. აქ ასეთი წესია: „თუ არ კლავ, შენ გკლავენ“. როგორც ცნობილია, შენი სიცოცხლე უფრო ძვირფასია. ნუ შემოწმება, რაც არის არის. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. დაურწმუნებლობა -ეს იყო კიდე ერთი პირდაპირი ნაბიჯი სიკვდილისკენ. სწორედ ამიტომ არ ვკითხე ჯეიკობს თუ რა მოხდებოდა შემოწმება რომ ვერ გამევლო. მე ვიცი, რომ არანაირი „თუ“ არ შეიძლება. ყავა დავლიე და მაგიდიდან კონვერტი ავიღე. ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო. მე დავალებისთვის ყოველთვის მარტო ვემზადებოდი, ეს რიტუალად იქცა. ტკივილამდე ნაცნობი ნომერი ავკრიფე და შეხვედრაზე შევუთანმხდი. მანქანა სკვერისგან მოშორებით დავტოვე, გადავწყვიტე, რომ ცოტა გამესეირნა. ჰაერი გათბა და მზის თბილი სხივები ჩემს თმებს ეთამაშებოდნენ. ცივი ასფალტი ხეებიდან ჩამოცვენილი სხვადასხვა ფერის ფოთლებით იყო დაფარული. ყველაფერს აქვს დასასრული. ჩემი არაფრით გამორჩეული ცხოვრების მორიგიწლის დასასრული ახლოვდებოდა. ის არაფრით არ განსხვავდებოდა დანარჩენი განვლილი წლებისგან. ისეთივე მოსაწყენი, ისეთივე მონოტონური. თუმცა მივეჩვიე ამ ყველაფერს, უკვე გვიანია რაღაცის შეცვლა. ჩემს გარშემო ბედნიერი ბავშვები დარბოდნენ, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ახლა დაიწყო. ყვითელი და წითელი ფოთლები მათ სიხარულს ანიჭებდა. ისინი ფოთლებს აგროვებდნენ და თაიგულებს აკეთებდნენ. გარშემო ყველა ღიმილით უყურებდა ამ სურათს. ჩემი ყურადღება მარტოხელა გოგონამ მიიპყრო, რომელიც სკამზე იჯდა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მონაწილეობას არ იღებდა ამ ყველაფერში. მთელ ამ მხიარულებაში ის ზედმეტი ჩანდა. ზედმეტად მას ნამტირალები თვალები, რომელთა ქვეშაც სილურჯეები ეტყობოდა და მოწყენილი სახე ხდიდნენ. ჩაწითლებული თვალებითაც კი მშვენიერი იყო. გრძელი წაბლისფერი ტალღოვანი თმები, მშვენივრად მიდიოდა მისის სახის კანის რძისფერ ფერზე. უზარმაზარი თვალები მუქი შოკოლადის ფერით, სრულიად ავსებდნენ მას. მე მეზობელ სკამზე ჩამოვჯექი, ჩემს დას ველოდი და გოგონას გავხედე. ის არავის არ აქცევდა ყურადღებას, მზერა წითელ ფოთოლზე ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც თავის გამხდარ ხელებში ეჭირა. - ედვარდ! – ჩემი პატარა დაიკოს ხმა გავიგე. - ელის! – ხელი დავუქნიე, ვანიშნებდი, რომ ჩემთან დამჯდარიყო. ახლა მე მხოლოდ მას ვუყურებდი. ჩემი და ჩემი უაზრო ცხოვრების ერთადერთი აზრი იყო. მას ჩემთვის ყოველდღე სიხარული მოჰქონდა. მართალია, გარეგნულად პატარა და გამხდარი ჩანდა, მაგრამ შინაგანად ძლიერი იყო. ჩვენ ერთად ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა. ჩვენს შორის რვაწლიანი სხვაობა არ იგრძნობოდა. სრულიად მარტონი ვიყავით მთელს სამყაროში. ერთმანეთზე ვზრუნავდით, როდესაც მამამ დაგვტოვა, შემდეგ კი დედა მოკვდა. მთელს სამყაროში ჩემთვის ელისზე ახლობელი ადამიანი არ არებობდა. - გამარჯობა, ძამიკო. - ყოველთვის ასეთი მხიარული იყო; მან ლოყაზე მაკოცა და პატარა ბავშვივით კალთაში ჩამიჯდა. - ჩემი კნუტი. - თმაზე მოვეფერე. - დღეს რაღაც ადრე მოგივიდა, არ ველოდი, რომ დამირეკავდი. - თქვა მან, ჩემ თმებზე თავისი თითები გაატარა. - რაღაც საქმე მქონდა. - გასაგებია. – ელისის მშვენიერ სახეზე ტკივილი აისახა. - დაიკო, არ დაიწყო, გთხოვ. - შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვნერვიულობ შენს გამო. არც კი გესმის, რამხელა ტკივილი მოაქვს ჩემთვის ჩვენს ასეთ შეხვედრებს. - მაპატიე, ელის. - ჩემი გული, რომ მქონოდა, შეიკუმშებოდა, როდესაც ელისის შავ თვალებში ცრემლები აკიაფდა. - მშვენივრად მესმის, ყოველ ჯერზე შენ იმისთვის მოდიხარ, რომ დამემშვიდობო. შენ ვერც კი წარმოიდგენრა გრძნობაა, ედვარდ, გიყურო და ვფიქრობდე, რომ უკანასკნელად გხედავ.ისიც კი არ ვიცი, ხვალ იქნები თუ არა ცოცხალი. - ელისმა მიანც ვერ შეიკავა ტირილი. სახიდან ცრემლები მოვწმინდე. - ეგ არც მე ვიცი. - რატომ? - ჩუმად მკითხა მან. - ეს ჩემი ცხოვრებაა. ვერაფერს ვერ შევცვლი. - შეცვლი, თუ მოინდომებ. -გაჯიუტდა ელისი და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო. - შენც იცი, რომ ეს შეუძლებელია. - ვიცი, მაპატიე, უბრალოდ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ჩემთვის ძვირფასია. შენს გარდა არავინ მყავს, ედვარდ. ჩვენ მარტონი ვართ ამ სამყაროში. - ყველაფერი კარგად იქნება, პატარავ. გპირდები. - მპირდები? – ელისმა ნდობით შემომხედა თვალებში. - გენდობი. მე შევპირდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემზე არაფერი არ იყო დამოკიდებული. უბრალოდ არ მინდოდა, რომ მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. «ჩვენ მარტონი ვართ ამ სამყაროში» ეს ჩვენი ბავშვობის ფრაზაა. როდესაც მან ტირილი შეწყვიტაეს გავუმეორე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ვიყავით მარტო, ანუ „ჩვენ“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მე ვიცოდი, რომ თუ საქმე ცუდად წავიდოდა, ჩემი პატარა მთელს სამყაროში მარტოდმარტო დარჩებოდა. რა თქმა უნდა, არის ჯასპერი, ოჯახის მეგობარი, რომელსაც დიდი ხნის წინ ვთხოვე ელისზე ეზრუნა, თუ მე რამე მომივიდოდა. ჯასპერმა არ იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ, ამიტომაც მან ჩემი თხოვნა სერიოზულად არ მიიღო. მაგრამ ვიცოდი, რომ ის აუცილებლად იზრუნებდა ელისზე. - ელის, ჩემი წასვლის დროა. - მე თავი გავაქნიე, არასასიამოვნო ფიქრები თავიდან მოვიშორე. - კარგი. როდის უნდა შეასრულო დავალება? - ხვალ საღამოს. - დამირეკავ ხვალ ღამით? - იმედით მკითხა დაიკომ. - ვერაფერს დაგპირდები, ელის. - არა, შენ დამირეკავ ხვალ ღამით, ედვარდ კალენ. თუ არადა მიწიდან ამოგიღებ. - როდესაც მიხვდა რაც თქვა, ელისმა პირზე ხელები მიიფირა. - არც ისე კარგი მუქარაა. - ღიმილით ვუთხარი მე. - მაპატიე, დაუფიქრებლად ვთქვი. - დამნაშავად დაიჩურჩულა ელისმა. - არაუშავს. ელის, შენ ხომ იცი, როგორ უნდა მოიქცე? - კი. მახსოვს. - ტკივილშეპარული ხმით თქვა მან. - მაშინ, მშვიდობით. - შეხვედრამდე, ედვარდ. როგორ მინდოდა, რომ მეც ელისივით დარწმუნებული ვყოფილიყავი. ჩემმა დაიკომ მშვენივრად იცოდა, რა უნდა ექნა, თუ ჩემგან ზარს ვერ მიიღებდა. ეს მას კარგად ჰქონდა შესწავლილი. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, რომ რისკი მინიმუმამდე შეგვემცირებინა. ჩემი სფეროს პროფესიიდან არავინ იცოდა, რომ მე და მყავდა, ასე თავს ვიზღვევდი. ელისი მართალი იყო. მასთან შეხვედრა ყოველი ახალი დავალების წინ უკვე რიტუალადიქცა. მე არ ვიცოდი, რით შეიძლებოდა დასრულებულიყო მორიგი საქმე. რა თქმა უნდა, მე უკეთესისიმედი მქონდა, მაგრამ შედეგი ზუსტად ვერ მეცოდინებოდა. რისკი უზარმაზარი იყო. და მე არ შემეძლო არ მენახა ჩემი პატარა. ელისმა იცოდა, რომ ჩვენი ყოველი შეხვედრა შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო; ყოველ ჯერზე, როდესაც მას „მშვიდობით“-ს ვეუბნებოდი, ახალი შეხვედრის იმედით. ჯერ-ჯერობით მიმართლებდა. მაგრამ მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა. ყოველი ჩემი დღე შეიძლებოდა უკანასკელი ყოფილიყო. ყოველი ჩემი „მშვიდობით“ უკანასკნელი გამხდარიყო. ელისს ეს ესმოდა. მე ვიცოდი, რომ ამ დამშვიდობებით მას ტკივილს ვაყენებდი, მაგრამ მასთან დამშვიდობების გარეშე წასვლა არ შემეძლო. იმაზე ფიქრი, რომ ჩემს დას უკანასკნელად არ მოვეხვიე, ვიცოდი, ტკივილს მომაყენებდა. კიდევ ერთხელ შევხედე ელისის სილუეტს და მანქანაში ჩავჯექი. ამ დავალებისთვის ისე უნდა მოვმზადებულიყავი, როგორც საჭირო იყო,მითუმეტეს შეიძლებოდა ის ჩემი უაზრო ცხოვრების დასასრულიცაღმოჩენილიყო.
ადამიანის ცხოვრება ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი რამაა. ეს დაზუსტებით ვიცოდი. დღეს ისე ცხოვრობ, რომ შენს გარშემო არაფერს არ აქცევ ყურადღებას. ხვალ კი შეიძლება გაიგო, რომ სასიკვდილოდ დაავადება გჭირს. და მაშინ ყველა წვრილმანი მშვენიერი გეჩვენება. შენ იწყებ შენი ცხოვრების, მისი ყოველი წუთის დაფასებას. საყვარელი ადამიანის თვალებს, მის ღიმილს შენთვის სიხარული მოაქვს, სრულიად ჩვეულებრივ რაღაცეებსაც კი სხვანაირად უყურებ. ბავშვის სიცილი, მისი პირველი ნაბიჯი, პირველი წარმოთქმული სიტყვა. უკვე მერამდენედ ვნანობ ამას, რომ ასეთი არაფერი მაქვს და არც შეიძლება რომ მქონდეს. მე არ შემიძლია საკუთარ თავის ასეთი სიხარულის უფლება მივცე. ამ ყველაფერს ჩამოშორებული ვიყავი. თითქოს უჩინარი წყევლა, ზუსტად, რომ ვთქვათ დამღა მედო. მე თვითონ დავასვი ჯვარი ჩემს ცხოვრებას. მაგრამ იმ მომენტში ეს უბრალოდ აუცილებელი იყო. ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ ამ უზარმაზარ, ულმობელ სამყაროში გადავრჩენილიყავი. როცა მარტო დავრჩით, მივხვდი, რომ - ეს დიდი ოკეანეა, სისხლმოწყურებული ზვიგენებით სავსე, რომლებიც შენს ხელში ჩაგდებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ. მათთვის სულერთია, რომ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და არ იცი ამ სამყაროში გადასარჩენი ყველა კანონი, ეს უკეთესიც კია... მათთვის. ერთადერთი საშუალება საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ ასეთ ზვიგენად ქცევაა. მეც ასე მოვიქეცი. ვნანობ, რომ მაშინ არ მყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა აეხსნა ჩემთვის, რომ რაც უფრო ბევრ სისხლს გასინჯავ, მით უფრო მეტი მოგინდება. ეს უსასრულო კარუსელია, რომლიდანაც გადმოსვლა, რაიმეს მოტეხვის გარეშე, შეუძლებელია. ეს კარუსელი სავსეა სხვადასხვა სირთულეებითა და პერსონაჟებით. მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მოსაწყენნი ხდებიან და კარუსელზე ქანაობა უინტერესო ხდება. მაგრამ გამოსავალი არ არის. შენ მაინც ასე აგრძელებ წრეზე ტრიალს, სანამ კარუსელი თვითონ არ გადმოგაგდებს და შენს ადგილას რიგით მსხვერპლს არ დასვამს. სრულიად ადვილად მოვსპე სხვისი ცხოვრება, არ მივეცი ადამიანს თავისი ცხოვრების უკანასკნელი წუთებით ტკბობის საშუალება. ასეთია წესი, მსხვერპლი თვალის დახუჭვასაც კი ვერ ასწრებს. ეს პროცედურა მსხვერპლისთვის რაც შემეძლო უმტკივნეულოდ გავაკეთე. მე სადისტი არ ვიყავი. ზოგჯერ, პირველ ხანებში, ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილის შეკვეთებს მაძლევდნენ. ასეთი იყო წესი, ასეთმა ხალხმა ან ძალიან გააბრაზეს დამკვეთი, ან დამკვეთი ისეთი სადისტი იყო, რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას იღებდა სიკვდილის წინ ტანჯვის წარმოდგენით. მაგრამ მე არასდროს არ ვთანხმდებოდი ასეთ შეკვეთებს, თუმცა ისინი ჩვეულებრივზე ძვირი ღირდნენ. მე არ ვიყავი სადისტი. ვიცოდი, რომ თუ გასროლა გარკვეულ ადგილს ასცდებოდა და ოდნავ ქვევით მუცელთან მოხვდებოდა, ადამიანს ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი ელოდა. მას დიდი ტკივილის გადატანა მოუწევდა. მაგრამ ეს არ იყო ჩემი ხვედრი. - აი, ჩვენი კლიენტიც. - მე რაღაც სხვენის მტვირან იატაკზე ვიწექი. იარაღი გამზადებული იყო. და აი, შენობიდან მორიგი მსხვერპლი გამოდის. კიდევ ერთხელ შევხედე იატაკზე დაგდებულ სურათს, უნდა ავღნიშნო, რომ ამდენი დაცვა იმ ადამიანისთვის, რომელიც დიდს არაფერს წარმოადგენს, ზედმეტია. მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში უკვე მოვასწარი იმის შემჩნევა, რომ ჩემი ბევრი მსხვერპლი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ სიკვდილს. ახალი ამბებიდან ვიგებ ხოლმე, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მსხვერპლმა თავისი დაცვა გააძლიერა. მაგრამ ის ამან ვერ იხსნა. მე მხოლოდ ერთი წამი მჭირდება, მეტს არ ვითხოვ. უცნაურია, ერთმა წამმა შეიძლება შენი ბედი გადაწყვიტოს. ერთი თვალის დახამხამება შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. აი, ვხედავ, როგორ ხსნის კარს მცველი თავისი უფროსისთვის, მის მხარს ჩემთვის ხსნის. - მადლობა. – ტკაცანი და მამაკაცი იმავე მცველის ხელებში ვარდება. დანარჩენები იმის გარკვევას ცდილობენ საიდან მოხდა გასროლა. ისინი სახურავზე და მოპირდაპირე სახლის ფანჯრისკენ იხედებიან. მაგრამ ცდებიან. საკმაოდ გამჭრიახი ვარ. ყოველთვის ისეთ პიზიციას ვიკავებ, რომლიდანაც ნორმალურ ადამიანს სპილოს მოკვლაც კი არ შეუძლია. პირადი მცველები და პოლიცია არასოდეს არ განიხილავენ იმ შესაძლებლობას, რომ ქილერმა შეიძლება ძალიან შორეული კუთხიდან გაისროლოს. სწორედ ამიტომ ვერ დამიჭირეს ჯერ. - შემოწმებამ წარმატებით ჩაიარა. - ჩავილაპარე მე, იარაღი შავ შალითაში გავახვიე, რომელიც ტენისის ჩანთას გავდა. მხიარული მელოდიის ღიღინით, რომელიც ამ დილით ავიკვიატე, აუჩქარებლად დავტოვე სამალავი. თავის მოჩვენება არ მჭირდება, ისედაც ვერავინ მამჩნევს. იმ სახლს, რომლიდანაც მე გამოვედი, ყურადღებას არავინ არ აქცევს. იარაღი მანქანის საბარგულში ჩავდე და იმ ადგილს მოვშორდი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეკრანს დავხედე და სწრაფად ვუპასუხე ზარს. - დღეს რაღაც მალე მოგივიდა. რეკორდებს ხსნი, ბილი. - საღამო მშვიდობისა ედვარდ. შენ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებ. ძალიან სუფთა ნამუშევარია. - ვერაფერს იტყვი, ჩვენს სამყაროში ხმები სინათლის სიჩქარით ვრცელდება. - გმადლობ, ვცდილობ. მერე რა იქნება, ბილი? - მოითმინე, შვილო. ხვალ შევხვდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. - კაფეში? - არა. შენ ჩემს ვილაზე მოხვალ. გახსოვს სად არის? - რა თქმა უნდა. – ყურმილის ბოლოს კმაყოფილი სიცილის ხმა მომესმა. - დაისვენე. იმის შემდეგ, რაც ბილიმ ტელეფონი დაკიდა, მე ფიქრებში ჩავიძირე. მთელი ეს სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ჯერ ერთი, ბილს არასდროს არ უთხოვია ჩემთვის კვირაში ერთზე მეტჯერ დავალების შესრულება. ეს დაუწერელი კანონი იყო ჩვენს სამყაროში. მეორე, მე ბილის ვილაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. და ეს ვიზიტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ეს ბილის თავშესაფარი იყო, მისი საიდუმლო ადგილი. იქ არც ერთ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი, რომელიც დღემდე ცოცხალია, ჩემს გარდა. თავში წარსულის სურათი გამიჩნდა. მე მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯს ვდგამდი სისხლიან ბიზნესში. ბილისგან მეოთხე დავალება მივიღე. ბევრად უფრო პატარა, საკუთარ თავში დარწმუნებული და დაუფიქრებელი ვიყავი. მაშინ ავაცილე. ერთ-ერთ მცველს გავარტყი. მეორე გასროლისთვის დრო აღარ მქონდა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, გასროლის ხმა გავიგე, რომელმაც მთელი სამუშაო ჩემს ნაცვლად გააკეთა. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. სახლის სახურავი დავტოვე და ჩემი მანქანისკენ წავედი, მაგრამ გადამასწრეს. ფართომხრებიანმა მამაკაცმა ხელები შემიკრა და მანქანის საბარგულში ჩამაგდო. გზა გრძელი იყო. მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენჯერ ვთხოვე მას, ჩემთვის სწრაფი სიკვდილი. ძალიან გამიკვირდა ბილი ბლექის სახე რომ დავინახე თავახდილი საბარგულიდან. მაგრამ ჩემი სიხარული მომენტალურად გაქრა, როდესაც მისი ძლიერი მუშტი მომხვდა და მთელ თავში საშინელმა ტკივილმა დამიარა. - რას აკეთებ, ლეკვო! - ყვიროდა გაცეცხლებული ბილი, სანამ მისი ბიჭები შეუჩერებლად მირტყამდნენ. შემდეგ კი ოთხი დამქანცველი დღე იყო მისი ვილის სარდაფში. მე ვითიშებოდი და მერე ისევ გონზე მოვდიოდი. - ეს გაკვეთილი იქნება შენთვის. არ უნდა ააცილო. - ამ სიტყვებით ბილმა ჩემი მანქანის გასაღები მომაწოდა. აზრზე მოსასვლელად დიდი დრო დამჭირდა. მაშინ ელისი კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. - ჯანდაბა! – უცებ თავში ჩემი დის გაბრაზებულმა სახემ გამიელვა. ნაცნობი ნომერი ავკრიფე და ლოდინისთვის მოვემზადე. მაგრამ ელისმა ყურმილი მეორე ზარზევე აიღო. - ედვარდ? – აღელვებულმა მკითხა მან. - შენ სხვას ელოდი? - ახლა შემეძლო მეხუმრა. - რა ბედნიერი ვარ, რომ შენი ხმა გავიგე. სად ხარ? - ახლა შენთან მოვდივარ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - არა, რა თქმა უნდა, სულელო. - მეც მიყვარხარ, დაიკო. მალე მოვალ. როდესაც საუბარი დავამთავრე, უახლოსი სუპერმარკეტისკენ შევუხვიე. - ახლა ვაჭრობაც შეიძლება. ჯიბიდან თეთრი კონვერტი ავიღე, რომელიც ჯეიკობმა მომცა. - ოჰო! გულუხვი კლიენტია! - დავუსტვინე კიდეც, როდესაც ფული დავითვალე. ჩვევად მექცა ჯამაგირის მანამდე შენახვა, სანამ დავალებას არ შევასრულებ. კონვერტიდან მხოლოდ სურათს და კოორდინატებს ვიღებდი, ფულს მერე. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ თუ საქმე ჩავარდებოდა, მე შევძლებდი ფულის დაბრუნებას და ცხოვრების გაგრძელებას. მაგრამ ცივი მოგონება მარწმუნებდა, რომ ფული ვერ გადამარჩენდა. საჭმელი ვიყიდე, სუპერმარკეტიდან გამოვედი და გზად ყვავილების მაღაზიაში შევიარე. დაიკოს გაუხარდება. თუმცა ვიცოდი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ამ ფულის მიმართ. ვიღაც იტყვის, რომ ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ელისისთვის მას ყველაზე საშინელი სუნი ჰქონდა. მაგრამ ის ჭკვიანი გოგონა იყო და ესმოდა, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ელისის სახლს რომ მოვუახლოვდი, შეუმჩნელად მიმოვიხედე, შევამოწმე ვინმე ხომ არ მითვალთვალებდა. ესეც რიტუალივით იყო ჩემთვის. - მოხვედი! – იყვირა ელისმა და კისერზე ჩამომეკიდა. - ყოველთვის ისე მხვდები. შენს ქმარს გაუმართლებს. - თმები ავუჩეჩე მას. - არამგონია ჩემთვის ვინმე შენზე ძვირფასი გახდეს. - მითხრა მან და ნაზად მომეხვია. - დავიმახსოვრებ ამას. - ღამე დარჩები? - იმედიანად მკითხა მან. - როდის აქეთ ეშინია გაბედულ ელფს სიბნელის? - მე უკვე სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე პროდუქტებს ვალაგებდი. - გმადლობ ყვავილებისთვის, ლამაზია. - ელისმა ცხვირი თაიგულში ჩაყო. - ყველაზე ნაკლებად სიბნელის მეშინია. - პატარავ, შენ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მე არავის არ მივცემ შენი წყენინების უფლებას. - მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია, ედვარდ. ვერ გადავიტან... მე არ შემიძლია შენს გარეშე... - ელის, ასე ნუ ამბობ. - ვიყვირე მე. - არასდროს აღარ გაიმეორო, გესმის. შენ იცხოვრებ, ყველაფრისდა მიუხედავად. თუნდაც მე აღარ ვიყო. გასაგებია? ელისი ჩუმად იყო, თავის ფეხებს დაჰყურებდა. - გასაგებია? – მე ნაზად მოვეხვიე მას და მკერდთან მივიხუტე. ჩემი პატარა ჩემივე ნაწილია. - მიყვარხარ, ძამიკო. მოდი ვივახშმოთ - უკვე დამშვიდებულმა თქვა მან. მე ვიცოდი, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მას, რომ მთელი თავისი შიში დაემალა ჩემთვის. მაგრამ ჩემი პატარა დაიკო მთელი ძალით ცდილობდა. რის გამოც მე მისი მადლიერი ვიყავი.
*** ელისის სახლიდან მხოლოდ მას შემდეგ წამოვედი, რაც მან გაიღვიძა. - ასე ადრე სად მიდიხარ? - ნამძინარევი ხმით მკითხა მან. ელისი იყო ერთადერი გოგო, ვის ატანაც დილას შემეძლო. - საქმეზე. - ასე მალე? - ჰო, პატარა. დაგირეკავ. შენთვის ჯობია არ მკითხო. - შუბლზე ვაკოცე მას. - რაც ნაკლები იცი, მით უფრო დიდხანს ცხოვრობ, ვიცი-ვიცი. კარები ჩაკეტე. - ჩაიბურტყნა ელისმა და გვერდზე გადაბრუნდა. - შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც დილითაც კი მიყვარს. ეს ვუთხარი და ჩემი მანქანისკენ წავედი, რომელიც მაღაზიის სადგომზე მელოდა. ანუ იქ სადაც გუშინ დავტოვე. ბილის ვილამდე გზამ დიდი დრო წაიღო. ვფიქრობ, რომ აქ ჩემი პირველი და ამ შემთხვევამდე უკანასკნელი ვიზიტი ყველაზე გრძელი იყო. არაფერი არ შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენს სიკვდილს ელი და არ იცი, როდის მოვა ის. ეს ელექტროსკამზე ჯდომას გავს. ზიხარ და არ იცი, როდის გაივლის დენი შენს სხეულში. ადამიანმა არ იცის, როდის დადგება ეს ტკივილი, თავის ცხოვრებაში უკანასკნელი. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ შიში და ტკივილი გამახსოვრდება. უკანასკნელი მოგონებები ყველაზე ძლიერია. ტკვილი და შიში აი, რას მიჰყავს ადამიანი ამ სამყაროდან.
ელისის ბინა რომ დავტოვე, ძველი „მეიარაღისკენ“, მაიკისკენ, ბილის შემოწმებული ადამიანისკენ გავეშურე. ჩვენ ერთმანეთთან არასდროს არ გვილაპარაკია, ის მხოლოდ ამაზრზენი მზერით მაჯილდოვებდა. მე არ ვიცოდი რატომ მუშაობდა ის ბილისთან და არც მაინტერესებდა. მხოლოდ მკვლელობისთვის საჭირო მორიგ იარაღს ვართმევდი. მაიკი უცნაური მოხუცი იყო, ჩუმი და პირქუში. მაგრამ მან ერთ დღეს ჯვარი მაჩუქა, იმ იარაღისგან ამოჭრილი, რომელიც რიგით დავალების შემდეგ ჩავაბარე, არ ვიცი, როგორ გააკეთა მან ეს, მაგრამ მისი ნამუშევარი ნამდვილი შედევრი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ მაიკი ასეთი უსიტყვო დაბადებიდან არ ყოფილა. ასეთად ის ცხოვრებამ აქცია, უფრო ზუსტად კი მისმა ჯალათმა, ბილი ბლექმა. ამის შემდეგ მე ყოველთვის თან ვატარებ ამ ჯვარს, უბრალო, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი წარწერით „თავს გაუფრთხილდი“. მაიკთან ჩემი ვიზიტი განსაკუთრებული არ ყოფილა. ჩემი იარაღი ჩავაბარე, დავემშვიდობე და წამოვედი. ნაცნობ სალონში ჩავჯექი და მგზავრობისთვის მოვემზადე. მზის სხივები ჩემი მანქანის კაპოტს ანათებდა, მაიძულებდა გამეღიმა. მივეჩვიე, რომ ჩემი თავისთვის ბევრ რამეზე მეთქვა უარი, ამიტომაც ისეთი წვრილმანიც კი, როგორიც ჩემს კაპოტზე დაცემული მზის სხივი იყო, გამოუთქმელ სიამოვნებას მანიჭებდა. მე ვისწავლე ყოველი დღით გამეხარა. მე არ მჯერა ღმერთის, მაგრამ მადლობელი ვარ იმის, ვინც ყოველ ახალ დღეს მჩუქნის. ოცდაცამეტი წლის განმავლობაში ვერ შევძელი ვერც ერთი საუცხოო რომანის გაბმა. მე ქალი ნამდვილად არასდროს არ მყვარებია. მე არ ვლაპარაკობ და-ძმურ სიყვარულზე. სიყვარული სიკვდილის შიშსა და ტკივილს აქრობს. ის გაიძულებს დაუფიქრებელი რაღაცეების ჩადენას, ხოლო მე საკუთარი თავისთვის ამის უფლების მიცემა არ შემიძლია. პროფესიის გამო. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. ადრე მინდოდა, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და ამ ქალაქიდან რაც შეიძლებოდა შორს გავქცეულიყავი. მაგრამ ასე უბრალოდ სისხლიანი ბიზნესიდან ვერ გადიან. მე სამუდამოდ ჩავეფალი ამ ჭაობში. კრიალა ცისფერი ცა, ადრე მზის სხივებით განათებულ იმ ახალ ცხოვრებაზე მაძლევდა იმედს, რომელიც არასდორს არ მექნება. მაგრამ უკვე დიდი ხანია შევეშვი ცარიელ იმედებს. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მინდოდა, ბავშვი იყო. ჩემი ვაჟი, ჩემი მემკვიდრე. ზოგჯერ ჩუმი „მამა“ მესმის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას არასოდეს არ დაიძახებენჩემიმისამართით. ჩემს თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ. მე არ შემიძლია ჩემს ბავშვს უზრუნველი ბავშვობა და ბედნიერი ახალგაზრდობა მივცე. ჩემი ყოველი მომდევნო დღის იმედი არ მაქვს. ჩემგან არასდროს არ გამოვა კარგი მამა. მე დაწყევლილი ვარ. შემოდგომის ნათელი მზე ჩემი ავტომობილის ტყავის სალონზე ციალებდა. მხოლოდ რამდნეიმე წუთი დარჩა ბილი ბლექთან შეხვედრამდე. მთელი ეს სიტუაცია თავიდანვე არ მომწონდა. გაურკვევლობა მაეჭვებდა, არ მომწონდა დამკვეთის მხრიდან უნდობლობა. და ეს ადგილი. მაღალი კედელი, წითელი აგურისგან აგებული, რამდენიმე კილომეტრიდან ჩანდა. ყოვლისშემძლე ბილი ბლექის საიდუმლო თავშესაფარი. ადამიანს, რომელმაც ბევრ ადამიანს წაართვა სიცოცხლე, საკუთართან განშორების ეშინია. რა ვერაგია ბედი. ვილა მრავალრიცხოვანი დაცვით, მომღერალი ჩიტებით და მოჩუხჩუხე შადრევანით? შემხვდა. ბილის უყვარს ასეთი მიმზიდველი რაღაცეები. - ბილისთან მაქვს დანიშნული შეხვედრა. - ფანჯარა ჩავწიე და სათვალე მოვიხსენი. წარდგენა საჭირო არ იყო. - უკვე გელოდებიან. მანქანა მოლაპარაკების ადგილიდან მოშორებით დავაყენე და მანქანიდან გადმოვედი. დიდი დაკვირვება არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ათობით თვალი და უამრავი კამერა მიყურებდა. - ედვარდ, შვილო, დილა მშვიდობისა! - სადღაც ზურგთან მომესმა მამაკაცის ნაბიჯების ხმა. - დილა მშვიდობისა, თუ ეს ასეა. - მე ხელი გავიწვდინე, რომ ბლექისთვის ჩამომერთმია. ხელის ჩამორთმევა - ეს ჩვენი წრის ხალხის მოგონილი ნიშანია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვანახებთ ერთმანეთს, რომ უიარაღოდ ვართ. - ნუ ხარ დაძაბული. ცოტა მოდუნდი, ბიჭო. ეს მშვენიერი საქმეა. ბლექს თვალებში ჩავხედე, ახლაც კი მათში ენთუზიაზმი და გამჭრიახობა ირეკლებოდა. ოდესღაც მან მამა შემიცვალა, მხარში ამომიდგა. ზუსტად ასე ვფიქრობდი, როცა ბილი პირველი ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარა, ვალები მომაშორა. საშუალო სიმაღლის, გრძელი, ყოველთვის კუდად შეკრული თმით, ორმოცდაათი წლის კაცი, მზერითმბურღავდა. - მე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მინდოდა. - ნუ ნერვიულობ ედვარდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც კარგმა მასპინძელმა, საუზმეზე უნდა დაგპატიჟო. წამოდი, ჯეიკობი უკვე გველოდება. ბილიმ ხელი ჩამავლო და ბაღისკენ წამიყვანა. ფართო ხის მაგიდასთან უმცროსი ბლექი იჯდა. მას სახის გამომეტყველება შეეცვალა, როცა მე დამინახა. ზიზღი სიმპატიით შეიცვალა. მხოლოდ მას შეეძლო იმის გაგება, როგორ ვგრძნობდი თავს. და შესაბამისად მხოლოდ მე მესმოდა მისი. - გამარჯობა, ჯეიკ. კარგად გამოიყურები! - მივესალმე ბიჭს. - გაგიმარჯოს, ედვარდ. თუმცა შენზეც იგივეს ვერ ვიტყვი. - ფართოდ გამიღიმა ბიჭმა, თავისი თეთრი კბილები გამოაჩინა. - ბიჭებო, არ იჩხუბოთ, მოდით ვისაუზმოთ. - მე არ მშია. - უწინდელი ზიზღი დაუბრუნდა ჯეიკის სახეს. - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ედვარდ. ჯეიკობს ძალიან უყვარდა ჩემი ცოლის მომზადებული საჭმელი. ვერადავერ გადაეჩვია.იმ ქალმა ძალიან გააფუჭა. - გეყოფა, ბილი. ხომ იცი, როგორ ვუყვარდით.- უცოდველი ბავშვივით გამოწია ქვედა ტუჩი ჯეიკობმა. - აბა, რა საქმეა? - არ მიყვარს გაურკვევლობა. - ჯეიკობ, რადგან ჭამა არ გინდა, წადი, გაისეირნე. - ეს მეც მეხება. - არა, შვილო. მე ვთქვი, რომ ეს შენი საქმე არ არის. ასე, რომ წადი. ჯეიკმა უკამყოფილოდ ამოიოხრა,მამის ბრძანება შეასრულა. გზაში ხელის შემშლელი მაგიდა გადააგდო და ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. მოსამსახურეებმა მაგიდა გაშალეს და წავიდნენ. მარტონი დავრჩით. - ალბათ უკვე მიხვდი, ედვარდ, რომ თამაში დიდი იქნება. - მე თავი დავუქნიე და ბლექმა განაგრძო. - ერთ გავლენიან ადამიანს დახმარება სჭირდება. - ახლა ამას ასე ჰქვია? - ამოვიოხრე მე. - ეს ჩვენი საზრუნავი არ არის. ძალაუფლებისთვის მიდის ბრძოლა, ჩვენ აქ მხოლოდ პაიკები ვართ. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და მშვიდად ვცხოვრობთ. - ტარიფი ამდენად მაღალია? - ჰო. - ვინ არის ეს ადამიანი? - ცნობისმოყვარობამ მძლია. - შენთვის უკეთესია არ იცოდე. ის ჩემი მეშვეობით იმოქმედებს. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერს თვითონ გაიგებ. - როგორც ყოველთვის. როდის? - დღეს შუადღეს. - დღეს? თან დღისით??? - მე ჩემს ყურებს არ დავუჯერე.ჩვეულებრივ სერიოზულ დავალებებს დილით არ მიკვეთავდნენ. - კანონი არ იცის? - საქმეც იმაშია, რომ მშვენივრად იცის. მაგრამ იმ ადამიანმაც იცის, რომელიც შენ უნდა მოკლა. სხვა შანსი უბრალოდ არ გექნება. - სად? - აიღე. და შენც იცი რა უნდა უქნა ამას. კონვერტი, რომელიც ბილიმ მაგიდაზე დადო ჩვეულებრივზე მსხვილი აღმოჩნდა. -ბარაქიანია. - შენ იცი შენი საქმე. - არ ინერვიულო, ბილი, ყველაფერი კარგად იქნება. - ამ სიტყვებით წამოვდექი. - ედვარდ, შვილო, მე თვითონაც არ ვიცი ყველაფერი, მაგრამ ამ დავალების შესურლების შემდეგ აქედან გამგზავრება მოგვიწევს. - დამკვეთმა გირჩია ეს? - გულწრფელად გამიკვირდა მე. - არა, ჩემს ყნოსვას ენდე. -კარგი, ბილი, შეხვედრამდე. - „იმედი მაქვს“. -მოიცადე, შენ ხომ არაფერი არ გიჭამია. - არ მშია. - ნუ მაშინ... თავს გაუფრთხილდი. - შენც. ბილის ხელი ჩამოვართვი და მისი კომპანია დავტოვე. ჩემი მანქანისკენ წავედი, კიდევ ერთხელ გამახსენდა სულელი დამკვეთი. არასდროს არ ასრულებენ ასეთ რთულ დავალებებს დღისით. და თან ეს სიჩქარე. ერთი დავალება მეორეს მიყოლებით, მომზადებისთვის დრო აღარ არის. მაჯის საათს შევხედე და მივხვდი, რომ ელისთან შეხვედრის დრო აღარ მაქვს. სახლში უნდა გავიარო და საჭირო ნივთები ავიღო. მანქანასთან ჯეიკობი მელოდებოდა. -ეი, ჯეიკ, მეჩქარება. - მაგრამ ბიჭი არ ჩქარობდა მანქანის გაწევას, უბრალოდ მაღლა ამოიხედა. - დათანხმდი? - გამოსავალიმაქვს? - გამოსავალი ყოველთვის არის. - ჯეიკმა დაღლილი მზერა მომაპყრო. - არა, ძმაო და ეს შენც იცი. ეს ჩემი სამუშაოა. - ბიჭს მხარზე მივარტყი ხელი. - ეს ხომ თვითმკვლელობაა, ედვარდ. ნუთუ არ გესმის?! - ბიჭმა ძლიერი ხელები ჩამავლო პერანგზე. - გამიშვი! ყველაფერი კარგად იქნება. - მის თითებს ხელი მოვუჭირე და ავაღებინე. - და თუ არა? - „თუ“ არ შეიძლება, რომ იყოს, გასაგებია? - ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მეგობარო. არ წახვიდე, უარი თქვი. - თუ უარს ვიტყვი, საკუთარ თავს განაჩენს გამოვუტან. ასე კი შემიძლია თავის გადარჩენას შევეცადო. მე უნდა გავაკეთო ეს. სანამ შესაძლებელია… - ისროლე! – ჩემს მაგივრად დაამთავრა უმცროსმა ბლექმა. - სწორად აზროვნებ. კიდევ შევხვდებით, მეგობარო. - თავს გაუფრთხილდი, ძმაო!!! - ჯეიკობი ძლიერად მომეხვია. - შენც. კიდევ ერთხელ გავუღიმე ბიჭს და ჩემი მანქანის სალონში ჩავჯექი. მხოლოდ აქ დაკეტილი, ჩამუქებული ფანჯრების ქვეშ შემიძლია მივცე საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. ჯეიკობი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უსიამოვნო შეგრძნება ღრღნიდა. გულიდან ამოგლეჯილი მქონდა რაიმე სახის გრძნობა, მაგრამ ახლა რაღაც უსიამოვნოიზრდებოდაჩემში. მაგრამ არ მივეცი თავს ამ წვრილმანისთვის ყურადღების მიქცევის უფლება. წინ რთულ სამუშაო მელის. უკვე აღარც მახსოვს, როდის მივიღე ბოლოს ასეთი რთული დავალება. არ უნდა ვმერყეობდე, არანაირი „თუ“ არ შეიძლება, რომ დავუშვა. მაგრამ მაშინ რატომ ვგრძნობ ტკივილს სადღაც შიგნით? უსიამოვნო წინათგრძნობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ქალაქს მივუახლოვდი. ქალაქში რომ შევედი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ეს სამყარო განსხვავდება იმისგან, რაც ბილის ვილაში იყო. აქაურობა პატივმოყვარეობით, ქაოსით და ცინიზმით იყო სავსე. ქალაქში ყველაფერი სიცივით და განკერძოებით იყო გაჟღენთილი. არავის არ ადარდებს სხვისი პრობლემები. კონვერტის გახსნისას გონებაში შევიკურთხე. ფიქრმა იმაზე, რომ ეს დავალება მოწყობილია, ბლექის ნომრის აკრეფა მაიძულა. - ედვარდ? რამე დაგავიწყდა? - ეს ხუმრობაა, ბილი? თუ უბრალოდ ვერ მეუბნები, რომ ქილერების დრო წავიდა? შენ ჩემს მოშორებას ასეთი საშუალებით აპირებ? - რა სისულელს ამბობ, კალენ? - ვიცე-მერის მკვლელობა შუადღეს, თან ქალაქის ცენტრში, ყველაზე პოპულარული რესტორნის შესასვლელთან - ეს სისულელეა! - მე დაბნეულმა შევხედე ქაღალდის ფურცელს. - ჩემი მოშორება გადაწყვიტე? - ჯანდაბა, ედვარდ! ასეთი რამ როგორ იფიქრე!!! შენ გაგიჟდი, როგორ შეიძლება ასეთი რამის ტელეფონით განხილვა!!! - ჩემთვის სულერთია!!! - მისმინე, ბიჭო! შეკვეთა სერიოზულია. შენი მესმის, ჩვენ ყველანი შენზე არანაკლებ შეშინებულები ვართ. მაგრამ შენ... შენ პროფესიონალი ხარ, ოსტატი ხარ. შენ ერთადერთი ხარ, ჯანდაბა, რომელსაც ჩვენი საჯდომების გადარჩენა შეუძლია!!! და შენ ამას გააკეთებ!!! ეს უკანასკნელი შანია, ერთადერთი შესაძლებლობა, უნდა ისროლო, შვილო. - მაგრამ ეს სისულელეა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება სხვა, უფრო შესაფერის დროს. - ასეთი დრო არ იქნება. გააკეთე შენი სამუშაო. - გავაკეთებ, არ ინერვიულო. მაგრამ ეს მოწყობილი ხომ არ არის? - ასეთი ხალხი ასეთ წვრილმანებზე არ იცვლებიან. ადამიანი, ვინც ეს საქმე შეუკვეთა ასეთი რამისთვის არ შეიწუხებს თავს, დამიჯერე, შვილო. - გავიგე. ტელეფონი გამოვრთე, არ დავლოდებივარ ბილის მონოლოგის გაგრძელებას. მას ყოველთვის ფული ადარდებდა. ის იმ ხალხს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ფული არასდროს არ ყოფნიდა. მას ჯეიკის და მისი მომავლის გარდა არავინ არ ადარდებდა. სამწუხაროდ მას არ ესმოდა, რომ ასეთი მომავალი არცერთ შვილს არ ენდომებოდა. დრო ცოტა რჩებოდა. ტკივილმადე ნაცნობი ნომერი ავკრიფე და საყვარელი ხმა გავიგე. - ედვარდ, ოღონდ არ მითხრა რომ... - ჰო. შენ ნახვას ვერ ვასწრებ. უკვე ვაგვიანებ. - მაგრამ შენ ხომ გუშინ… - ვიცი, პატარავ. მიყვარხარ. შეხვედრამდე. - მეც მიყვარხარ, ედვარდ. თავს გაუფრთხილდი, გთხოვ. შენს ზარს ველოდები. - მშვიდობით, პატარავ. ტელეფონს ხელი მოვუჭირე, ბინისკენ წავედი, რომ რამდენიმე ნივთი ამეღო. ეს დავალება დანარჩენისგან არაფრით არ განსხვავდებოდა. იყო რისკი, საშიშროება. მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი წინათგრძნობაც ემატებოდა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს, მაგრამ გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთო. ჩემი დაიკოსთვის, ჩემი ნაწილისთვის. ფული, იარაღი, ხელთათმანები, ქურთუკი. ეს ყველაფერი საბარგულში ჩავაწყვე და საჭესთან დავჯექი. სანამ გაზის პედალს დავაჭერდი ფეხს, კიდევ ერთი ნომერი ავკრიფე. - გამარჯობა, ედვარდ! რა მოხდა? - ჯასპერ, ქალაქში ხარ? - რა თქმა უნდა! რა მოხდა? - განსაკუთრებული არაფერი. მალე დამჭირდები. ჩემს ზარს დაელოდე. - კარგი. არ ვიცი, რატომ დავურეკე მას. უბრალოდ სასოწარკვეთილება. აი, რა მაწამებდა მთელი დღის განმავლობაში.
რა სწრაფად თარგმნი ბრავო,არაჩვეულებრივი თავი იყო , არაჩვეულებრივი თარგმანი,თუ გვსურს შევაფასოთ ფიკი,შევაფასოთ ადამიანი,რომელიც მას გვაწვდის და შევაფასოთ ადამიანი,რომელიც მას ამზადებს რათა თვალში სიტყვათა გაუმართაობა არ მოგვხვდეს. ასე რომ, მადლობა ♥Damon♥, AnasteishA, –ს და კიდევ ამ ფიკის ავტორს.