ki da ukve bolo tavi da epilogi gadavtarmgne da gavugzavne betas
arc ki vici gamixardes tu ara mixaria, rom male wavikitxav, magram mwyins, rom male morcheba :'( ra ucnaurobaaa, tan minda axali tavebi da tan ara magram shen yoveltvis iset magar fikebs archev da tan ise magrad targmni, rom imedia amaze ar shecherdebi. darwmunebuli var amis epilogs rom dadebs axali fikis pirveli tavis targmna geqneba ukve dawyebuli. xom asea? chemi nichieri bavshvunia
♥vampiressa♥, samwuxarod imedi unda gagicruo radgan skolis damtavrebamde albat agar daviwkeb, ragan gamocdebi mewkeba da... mara darmwunebulic ar var sheidzeba uceb momindes da daviwko targmna :))) da shen rodis ganagrdzob shen fiks?
- მშვენიერი იდეაა, ედვარდ. - ასე ვერ მოვიქცევი. ჩემი ქალაქგარეთ გადმოსვლის სამი დღის შემდეგ იდეა, რომელიც პირველ ღამეს მომივიდა, ჯეიკობს გავუზიარე. დარწმუნებული ვარ, ის მოიწონებდა მას, რისი თქმაც საკუთარ თავზე არ შემიძლია. ახლა მე ფანჯარასთან ვიდექი, აღტაცებით ვუყურებდი ბელას, რომელსაც ყვითელი ფოთლებით თაიგული შეეკრა, ნავში იჯდა და ტბას უყურებდა. საკმარისი დრო გავიდა, მაგრამ მე მაინც ვერვძღებოდი მისი სილამაზის ყურებით. ჩემთვის ცოტა იყო დრო, რომელსაც მასთან ერთად ვატარებდი და ვცდილობდი რაც შეიძლება გადამეწია დაშორების მომენტი. მაგრამ დრო არ ჩერდებოდა და ერთად ყოფნის საშუალებას თანდათან გვართმევდა. - უნდა ვცადოთ! - ფანჯარას მოვშორდი და ჯეიკობისკენ შევბრუნდი, რომელიც ოთახში გრძელი ნაბიჯებით დადიოდა. - არ შემიძლია გავრისკო ბელას სიცოცხლე და... - შევყოყმანდი, ჯეიკმა ხომ არ იცოდა ბავშვის შესახებ. - და თქვენი ბავშვის. ის ფეხმძიმედაა, ხომ? - საიდან მოიტანე? - იატაკს მივაშტერდი. - და სხვა რას შეიძლება ნიშნავდეს ხმები, რომლებიც ყოველ დილით სააბაზანოდან გამოდის? სულ გული ერევა, სრულიად ნორმალურ სუნზეც კი, ფერი მისდის, ხშირად ეხვევა თავბრუ. შენ აზრით, სრულიად ვერ ვაზროვნებ, მეგობარო? - დაკვირვებული ხარ. - ჩემს მამიკოსთან სხვანაირად არ გამოდის. - მამის ხსენებაზე ჯეიკობის თვალებში ბრაზის ნაპერწკლები გაჩნდა. - ნამდვილად. - მითუმეტეს, ედვარდ, რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტო ეს პრობლემა. თან ახლა ბელასაც შეუძლია ჩვენი დახმარება! - მე არ მინდა მისი ამაში გარევა!!! - ჩემი რაშიგარევაარ გინდა? - ვერც კი შევამჩნიე, როგორ შემოვიდა ბელა სახლში. - არაფერში! – მოვუჭერი მე, რითაც ბლექის სახეზე ღიმილი გამოვიწვიე. - ედვარდ? – მომმართა ბელამ, მაგრამ მე განვაგრძე ჩუმად ყოფნა. - ჯეიკ? - ედვარდს მშვენირი იდეა გაუჩნდა. - შეწყვიტე, ბლექ! - და მე შემიძლია დახმარება. - თქვა ბელამ და დივანზე ჩამოჯდა. - კი! - არა! - გასაგებია. ჯეიკ არ გინდა შენ მიამბო ამის შესახებ, რადგან ედვარდი ჩუმადაა? - ჯეიკობი არ გეტყვის. - ვიცოდი, რომ ბელა ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ დამხმარებოდა. მაგრამ ჩემი იდეა, რომელსაც მართლაც სულელურად ვთვლიდი, მას საფრთხეში აგდებდა. სწორედ ამიტომ ვიყავი ჩუმად სამი დღე, სანამ ბილის მუქარები ყოველდღიურ კოშმარად არ იქცა. - რატომ? – ჯეიკმა მხრები აიჩეჩა და ბელას წინ სავარძელში ჩაჯდა. – გესმის, ბელა, დამკვეთს და მამაჩემს შენ სჭირდები… - მოკეტე, ჯეიკ! - განაგრძე, ჯეიკობ. - ბელამ იგნორირება გამიკეთა და მის წინ მჯდარს შეხედა. - მოკლედ. ბილი ბლექი ედვარდს თავისუფლების გარანტიას აძლევს შენს სანაცვლოდ. ვფიქრობ, შენ ეს იცი. - ბელამ ოდნავ დაუქნია თავი და ხანმოკლე მზერა მესროლა. ის რამდენჯერმე გახდა ჩემი ბილისთან ლაპარაკისთვითმხილვევლი. ბილი დღეში რამდენჯერმე მირეკავდა ხან იმუქრებოდა, ხან იტყუებოდა. მაგრამ უცვლელად მპირდებოდა თავისუფლებას ბელას სიცოცხლის სანაცვლოდ. მაგრამ მე თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ასეთ ფასად თავსიუფლება არ მჭირდება. - ედვარდს თავში ერთი გეგმა მოუვიდა, რომელსაც სრულ სისულელედ თვლის. ჩვენ გვინდა მათ თვალი ავუხვიოთ. თუ ჩვენ ბილის აქ შემოტყუება გამოგვივა,ჩვენ შევძლებთ მას და დამკვეთს გავუმკლავდეთ. უბრალოდ კარგად მომზადება დაგვჭირდება. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული მიზეზი უნდა გვქონდეს, რომ ისინი აქ შემოვიტყუოთ. - და თქვენ მე სატყუარად გჭირდებით? - ვფიქრობდი, რომ ეს გააბრაზებდა ბელას, მაგრამ ის სრულიად მშვიდად მიყურებდა და პასუხს ელოდა. - ჰო. – ჩემს მაგივრად უპასუხა ჯეიკობმა. - თანახმა ვარ. მის თვალებში სრულ სიმტკიცეს ვხედავდი, რაც ჩემში შიშსიწვევდა. ბილისგან მისი რამდენიმე მეტრის რადიუსში ყოფნის წარმოდგენაზეც კი მინდებოდა, რომ მისთვის ხელი მომეკიდა და ისე შორს დამემალა, სადაც ვერავინ ვერ იპოვიდა. - არა, ჯანდაბა, არა! შენ „არ“ ხარ თანახმა! – მუშტი მივარტყი კედელს, რის გამოც ფანჯარაში მინდადაზანზარდა. - ედვარდ, ეს კარგი იდეაა. - არა, არა და არა. ეს „არაა“ კარგი იდეაა. შენ ხვდები, ბელა, როგორ საფრთხეში აგდებ საკუთარ თავს და ბავშვს? - ბელამ კითხვით სავსე მზერით შეხედა ჯეიკობს. - მან ყველაფერი იცის! - ვუპასუხე მის ირიბად მომართულ კითხვას. - არ შემიძლია თქვენი ასეთ საფრთხეში ჩაგდება. ეს არასწორია. უნდა ვეცადო, რამე სხვა მოვიფიქრო, რაიმე ისეთი, რაც თქვენგადაგარჩენთ. - და შენ მოგკლავს? - ბელას თვალებში ცრემლები გამოჩდა, ხმა კი შეუკრთა. - ჩემთვის სულერთია! ჩემთვის მთავარი თქვენ ხართ. - მე არ ვიცხოვრებ იმ სამყაროში, სადაც შენ არ იქნები! არავინ არ მჭირდება, მთელი სამყარო ცარიელი იქნება შენს გარეშე! - გეყოფა, ბელა! შენ განაგრძობ ცხოვრებას, თუნდაც ჩემ გარეშე! შენ ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდება, თუ საქმეცუდად წავა. - სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, ედვარდ. ბავშვი ყოველდღე იზრდება, მალე მუცელი შესამჩნევი გახდება. ახლავე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. - ედვარდ, ჩვენ უნდა ვცადოთ. - გეყოფათ. - დავიყვირე მე, როცა ეს ორი ერთად დამესხა თავს. ჯეიკობის დარწმუნება იქნებ შემძლებოდა, მაგრამ ბელას გადარწმუნება შეუძლებელი იყო. ის ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდაც ჩვენ ყველანი ცოცხლები გადავრჩენილიყავით. - ედვარდ… - არა. თავი ბელას ხელებისგან გავინთავისუფლე, რომელიც ცდილობდა, რომ მომხვეოდა და სახლიდან გავვარდი. არ ვიცი სად მივდიოდი, ჩემთვის სულერთი იყო. ყველანაირად ვცდილობდი ბელას მტრებისგან მოშორებას და მე ეს გამომივიდა. მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო თუ ის თვითონ გახდა საკუთარი თავის მტერი? ჩემთან ყოფნის სურვილით დაბრმავებული ივიწყებდა საკუთარ თავს და ჩვენ ბავშვს. საკუთარი უსაფრთხოების გრძნობა სიყვარულის და ერთგულების ნიღბის ქვეშ იმალებოდა. - ჯანდაბა! – ხელი სქელ ბოძს მივარტყი, რომელმაც გონზე მომიყვანა. - მისი ბრალი არ არის. - გაისმა ბელას მტკიცე ხმა. - რატომ გამომყევი? - ჩემი ადგილი იქ არის, სადაც შენ ხარ. - შენ არ გესმის, ძვირფასო. - მე მხოლოდ ერთი რამ მესმის, ედვარდ, შენ ჩემი ცხოვრება ხარ. მე არ შემიძლია შენ გარეშე სუნთქვა. დავიხრჩობი იმ სამყაროში, სადაც შენ არ იქნები - და მე თუ ვერ შევძლებ შენს გადარჩენას, რამე რომ ისე არ წავიდეს? როგორ ვიცხოვრო? როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე, თქვენს გარეშე? - არანაირი „თუ“ არ შეიძლება, რომ იყოს. - ჯეიკობი მავნე ზეგავლენას ახდენს შენზე. - მიყვარხარ, ედვარდ, და სანამ მილიონიდან ერთი შანსი მაინც იქნება, რომ ჩვენ ერთად გადავრჩებით, მე ყველაფერზე წავალ. მე არ მეშინია, მე მჯერა შენი. - ეს უსამართლობაა. - ბელა ჩემსკენ მოვიზიდე და მის თმებში ჩავიჩურჩულე.
***
- მაგრამ როგორ შევძლებთ ბილის დარწმუნებას, რომ დაცვა არ მოიყვანოს? იმავე დღის საღამოს, თბილი, გემრიელი ვახშმის არომატის თანხლებით გეგმის დეტალებს ვაზუსტებდით. - ეს მისივე ინტერესებშია. მან ხომ არ იცის, რომ მე ქალაქში ვარ.გაუკვირდება როცა გაიგებს, რომ მე შენს მხარეს ვარ. მას შეეშინდება ჩემი სიცოცხლის გარისკვის. - შანტაჟი? – ვიკითხე მე. - თავის დაზღვევა. - და რაც შეეხება დამკვეთს? მისთვის ეს სულერთია! - აღნიშნა ბელამ. - მან და მამამ დამეგობრება მოასწრეს, საერთო საქმე აახლოვებს. ვფიქრობ, ბილი შეძლებს მის დარწმუნებას. - შეიძლება. იარაღი დაგვჭირდება, რისკი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. - ბელას ანერვიულებულმა შევხედე. - ჩემს სარდაფში იარაღის კარგი კოლექციაა, მოგეწონება. - ჩემგან რა არის საჭირო? - ჩუმად იკითხა ბელამ. - არაფერი. შენ მსხვერპლის როლს ასრულებ. - უპასუხა ჯეიკმა. - მხოლოდ ბილის დარწმუნებაა საჭირო, რომ თქვენს შორის ყველაფერი დასრულდა. რომ შენი სიცოცხლე შენთვის, ედვარდ, ბელაზე ძვირფასია. - ვფიქრობ ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ბილისთვის უცხოა რაიმე ემოცია. - შემდეგ დავფიქრდი და დავამატე. - მაპატიე. - ყველაფერი კარგადაა, ედვარდ. ეს ჩემთვის ახალი ამბავი, უკვე რვა წელია აღარაა. - მშვიდად მიპაუსხა ჯეიკობმა და ტელეფონი მომაწოდა. - დარეკე. - ახლა? - აბა, როდის? ადრევე უნდა შევუთანხმდეთ, რომ მზად ვიყოთ. მაგრამ შეხვედრის ადგილზე არაფერი უთხრა, ხვალ შევატყობინებთ ორი საათისთვის „პაემნის“ შესახებ. ჯეიკის ხელიდან ტელეფონი ავიღე და ნომერი ავკრიფე. - შვილო? მიხარია შენი ხმის გაგონება. - ბილი, ედვარდი ვარ. - რა? ჯეიკობი სადაა? - ნუ ნერვიულობ, ბლექ, მას ყველაფერი კარგად აქვს...ჯერ-ჯერობით. - დავიწყე თამაში. - დანარჩენი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. - რა ჩაიფიქრე, ლეკვო? ჩემთან თამაში გადაწყვიტე? - ბილის ნერვიულობა დაეტყო, მის ხმაში განგაშის ნოტები გაისმა. - თამაში დასრულდა, ახლა ყველაფერი სერიოზულადაა! - რა გინდა, კალენ? იმის თქმის სურვილი მახრჩობდა, რომ მისი და დამკვეთის სიკვდილი და ბოლოს და ბოლოს ჩემს ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრება მინდოდა. მაგრამ ხმამაღლა სხვა რამე ვთქვი. - მზად ვარ გადმოგცეთ ის, რაც გინდათ იმის სანაცვლოდ, რომ წასვლის საშუალება მომცეთ. - გაერთე, ბიჭო? მოგბეზრდა გოგო? ყოჩაღ. მაგრამ რაში გჭირდება ჩემი ვაჟი? მე ხომ ისედაც შეგპირდი თავისუფლებას. - მე შენ დიდი ხანია გიცნობ, ბლექ, მაგრამ დამკვეთს არა. ასე შემიძლია დარწმუნებული ვიყო! არ ინვერვიულო, არაფერს დავუშავებ ჯეიკს, ის მხოლოდ ცოცხლად წასვლაში დამეხმარება. - მოხერხებული ხარ, კალენ! ჯეიკი დამალაპარაკე. - ჩემი არ გჯერა, ბილი? - მე არავისი არ მჯერა. ყურმილი ჯეიკს მივაწოდე. - ჰო, ბილი. - სად ხარ, შვილო? - მაშინვე ჰკითხა უფროსმა ბლექმა, მაგრამ მე დროულად მოვასწარი ტელეფონის აღება. - არა, ბილი! ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ. აქ პირობებს მე ვაყენებ, ახლა შენ ხარ პაიკი. - სად? – ფოლადის ხმით მკითხა ბლექმა. - ხვალ შეგატყობინებ, ზარს დაელოდე. ოღონდ, ბილი, სისულელე არ ჩაიდინო. შენ დაცვის გარეშე მოხვალ, მე გოგოს მოგიყვან, - ბოლო სიტყვაზე კბილები გავახრჭიალე, მაგრამ ბელამ მოწონების ნიშნად დამადო ხელი და მე განვაგრძე, - შენს ვაჟს დავაბრუნებ და თქვენ მშვიდად წასვლის საშუალებას მომცემთ. - სიტყვას გაძლევ, მაგრამ დამკვეთის მაგივრად ვერ მოგცემ გარანტიას. - ჩემთვის სულერთია, ბილი, როგორ გაუკეთებ ყველაფერს ორგანიზებას. შენი ვაჟის სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. დაფიქრდი. - მემუქრები, კალენ? - რაც გინდა, ის იფიქრე! მე რაც მინდოდა, გითხარი. კავშირამდე. - კალენ… მეტი აღარ მომისმენია, ტელეფონი დივანზე დავაგდე, თითქოს მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველი ყოფილიყოს. - ყოჩაღ.– მითხრა ბელამ. - მსახიობთა დასი დიდ ტალანტს კარგავს შენი სახით! - ჩემი მთელი ცხოვრება სულელური პიესაა, სცენიდან ჩამოსვლის დრო მოვიდა! - კარგად თქვი, ძამო! ახლი კი წავედით, ჩემი კოლექცია ვნახოთ. ჯეიკის კოლექცია - ნებისმიერი ქილერის ოცნება აღმოჩნდა. სარდაფის სამი კედელი სხვადასხვა ფირმის, ძველი და ახალი მოდელის პისტოლეტებით, რევოლვერებით და სნაიპერებით იყო სავსე. მე ვიცოდი ჯეიკობის ცეცხლსასროლი იარაღების ჰობის შესახებ, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეიძლებოდა ასეთი კოლექცია ჰქონოდა. მან ყველა იარაღის გამოყენება იცოდა, მაგრამ არ უყვარდა მათი ხმარება, მათი შეგროვებას, გაწმენდას და კოლექციის გაკეთებას არჩევდა. - ჰო, მეგობარო, შენ დროს ტყუილად არ კარგავ. - ვუთხარი მე. - რათ გინდა ამდენი იარაღი? - ბელამ თვალი მოავლო მრავალრიცხოვან თაროებს. - ეს უბრალო იარაღი არაა! ეს ისტორიაა! - უანგაროდ თქვა ჯეიკობმა, მე კი მძიმედ ამოვიოხრე, ვიცოდი, რომ ახლა ლექცია დაიწყებოდა „იარაღის ისტორიის“ კურსიდან. და მე მართალი აღმოვჩნდი. - აი, ეს, - ჯეიკმა რევოლვერზე მიუთითა, - კაცობრიობის მიერ შექმნილი ცეცხლსასროლი იარაღისწინამორბედია. ეს პირველი რევოლვერია „პატერსონი“ 45 კალიბრიანი, 1836 წელს გამოშვებული, ამერიკელი სამუელ კოლტომის მიერ. ეს ნამდვილი ამერიკული იარაღია. - და არაამერიკულიც არსებობს? - რა თქმა უნდა! – ჯეიკობმა გაკვირვებულა დააჭყიტა თვალები და სხვა რევოლვერი აიღო. - არის კიდევ ევროპული. ეს ნაწილი მაშინ შეემატა მას, როცა ფრანგები და ინგლისელები ცდილობდნენ ამერიკული ვარიანტი სრულყოფილი გაეხადათ. - და რა განსხვავებაა? - არ წყნარდებოდა ბელა. - ამერიკული რევოლვერისთვის მრგვალ აალებად ვაზნებს იყენებდნენ და ერთჯერადი იყო. - გამოამჟღავნა თავისი ცოდნა ჯეიკობმა. - ევროპელებმაცენტრალური ვაზნები გაუკეთეს. მართალია ასეთი რამ დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე ევროპულ და ამერიკულ რევოლვერს შორის განსხვავება გაქრა. მათი გარჩევა მხოლოდ განსაკუთრებული ნიშნებით არის შესაძლებელი. - კარგი, ჯეიკ, საკმარისია. მოდი ავირჩიოთ, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. ჯეიკომა განაწყენებულმა გამოწია ტუჩები იმის გამო, რომ ლექცია შევაწყვეტინე და ყუთების გახსნა დაიწყო, თან სხვადასხვანაირ იარაღებს აკომენტარებდა და ზოგის ისტორიასაც უღრმავდებოდა. მისგან მშვენიერი ლექტორი გამოვიდოდა. წლების განმავლობაში ქილერად მუშაობისას, მე შევიძულე იარღი, ისე როგორც სტაჟიან გლეხს ეზიზღება ხვნა. - აი, ედვარდის საყვარელიც.სნაიპერის შაშხანა. - ედვარდს შაშხანა უყვარს? - სნაიპერის. – შეუსწორა ჯეიკმა. - ძმაო, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მაპატიე, მინდოდა ის დაბადების დღეზე მეჩუქებინა.ცოტა ადრე მომიწევს. - ჯეიკობმა შავი ჩანთა გახსნა და მაიძულა შოკში ჩავვარდნილიყავი. - ეს შეუძლებელია. არ თქვა, რომ ეს ХМ – 109-აა! – ხელში იარაღისკენ გავიშვირე, რომელიც 21 კილოგრამს იწონიდა და პატარა ბავშვივით ავიყვანე, მეშინოდა ეს სასწაული არ დამეზიანებინა. - ისაა. ბელა ეს შენი მოწინააღმდეგეა - ნახევრად ავტომატური შაშხანა. ტყვიები ტყვიაგაუმტარ ჟილეტში 5სმ-მდე ჩადის 2კმ-მდე დაშორებით. - 25მმ-იანი კალიბრი. - ყურადღებით დავაკვირდი იარაღს და ვთქვი მე. - მაგრამ როგორ შეძელი? ის ხომ მხოლოდ ათია მსოფლიოში! - უნდა ვიეჭვიანო? - ბელამ ცალი წარბი აწია. - არა, საყვარელო, ის შენ არაფრით არ შეგედრება. - იარაღის შეფუთვაში დაბრუნება დავიწყე. - ჯეიკ, არ შემიძლია. - სპეციალურად შენთვის ავარჩიე. ჩვენი მეგობრობის სამახსოვროდ. იარაღი დავდე და ძლიერად მოვეხვიე მეგობარს. - კარგი – კარგი, წავიდეთ დავიძინოთ, ხვალ ყველაზე გრძელი და რთული დღე გვექნება.
***
მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ჯეიკობმა ჩვენი ოთახის კარებზე დააკაკუნა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამ ღამეს თვალიც არ მოგვიხუჭავს, ჩვენი სიყვარულით ვტკბებოდით. ვფიქრობ ჩვენ ყველას გულის სიღრმეში იმედი გვქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ მშვენივრად გვესმოდა, რომ ეს დღე შეიძლებოდა ჩვენთვის უკანასკნელი გამხდარიყო. ხარბად დავეწაფე ბელას ტუჩებს, ვცდილობდი ყოველი მილიმეტრი დამემახსოვრებინა. ბელას ჩემი სიყვარულით და სინაზით დატკბობის საშუალებას ვაძლევდი. და მხოლოდ მაშინ, როცა კარებზე დააკაკუნეს,მის მშვენიერ ლოყაზე ერთადერთი ცრემლი ჩამოვარდა. ტუჩებით შევაგროვე და ნაზად ჩავჩურჩულე ყურში: - რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ მეყვარები. - ჩვენ ამას შევძლებთ. შემდეგ ყველაფერი ავტომატურად ხდებოდა. არ ვლაპარაკობდით, მხოლოდ მოკლე ფრაზებს ვცვლიდით, უმეტესად თვალებით ვსაუბრობდით. ბელას სულ ხელს ვკიდებდი, რითაც საკუთარ თავს უფრო ვამშვიდებდი. აი, ისიც ჩემი ქალი. ძლიერი, მამაცი, ჩემი დასაყრდენი. - დროა. – ბილისთან დარეკვის შემდეგ ორი საათში ამოიოხრა ჯეიკობმა. - ჯეიკ, შენ უნდა იცოდე, თუ რამე მე ბოლომდე მივიყვან საქმეს. - ბილის სიცოცხლე არ მადარდებს, თუ ამას გულისხმობ. საუბარი შეწყდა. ჯეიკი შებრუნდა, რომ დაენახა რა ხდებოდა გარეთ, მე ბელა ჩემსკენ მოვიზიდე. ოთახში სიჩუმე და დაძაბულობა ჩამოწვა, როცა გარეთ მანქანის საბურავების ხმა გაისმა. - დროა. – ისევ წარმოთქვა ჯეიკობმა. - მიყვარხარ. - დაიჩურჩუალ ბელამ და ჩამეხუტა. - სიცოცხლეზე მეტად. - ამოვისუნთქე მის ტუჩებში. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ცივიგრძნობისთვის, რომელიც გარდაუვალ სიკვდილს მაუწყებდა. ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა. ჩემი ინტუცია, რომელიც ამ წლების განმავლობში სრულყოფილი გახდა, მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი არასწორია, რომ მე სადღაც შეცდომა დავუშვი. ენაზე მარილის გემო ვიგრძენი მანამ, სანამ მივხვდებოდი, რომ ტუჩზე სისხლის წამოსვლამდე ვიკბინე. ნელა წავედი ფანჯრისკენ, ვცდილობდი შიში გამედევნა. ოთახში გამეფებული სიჩუმე სასიკვდილო მეჩვენა. მე ვრძნობდი სიკვდილს, იქ არ იყო, კულისებში იდგა და თავის გამოსვლას ელოდებოდა. და მხოლოდ სამი ადამიანის გულის ცემა აგვიანებდა მისი ტრიუმფის მომენტს. მანქანის სიგნალის ხმა გაისმა. ფარდა გავწიე და ბილის მზერას შევხვდი. მისგან მარჯვნივ საშუალო ასაკის მამაკაცი იდგა. მათ სახეებზე ცივსისხლიანობა და გულგრილობა იყო. - ჯერ გოგო გამოუშვი! - დაიძახა ბილიმ. - რა გარანტიის მოცემა შეგიძლია ჩემთვის? - მაშინ წახვალ, როცა ჩვენ ჩვენსას მივიღებთ. - მარტონი ხართ? - რა თქმა უნდა, ედვარდ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემ სიტყვას. - შენ აქ შემოხვალ, ბილი. ჩვენ მხოლოდ ასე შევძლებთ იმის მიღებას, რაც გვინდა. ბილი ცოტა დაფიქრდა ჩემს შემოთავაზებაზე და ოდნავ დამიქნია თავი. თამაში უნდა დაწყებულიყო. როგორც კი ბილი სახლში შემოვა, ჩვენ მას მოქმედების ყველანარის საშუალებას მოვუსპობთ.ასე ბილის მძევლად აყვანასშევძლებ, ამასობაში კი ჯეიკობი დამკვეთს გაუმკლავდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ბელა ზევით იქნება, ოთახში, რომლის ფანჯარაც საწინააღმდეგო მხარეს გადის. ბილი კარებს მოუახლოვდა, რომელიც მე გავუღე, როგორც კი ბელას ასვლის ხმა გავიგე კიბეებზე. -ედვარდ, არა… შენელებული კადრივით ვხედავდი მის ფერმკრთალ ატირებულ სახეს, აკანკალებულ ფეხებს. უზარმაზარი შოკოლადისფერი თვალები დაჟინებით მიყურებდნენ. თვალის კუთხით დავინახე, როგორ შემოვარდა ფანჯრიდან შავებში ჩაცმული ადამიანი. მისი მარჯვენა პისტოლეტიანი ხელი ბელას მიმართულებით გაიწია. თითქმის მექანიკურად ვიხურავ ჩემს უკან კარს, ხელი ვწევ და ვესვრი, წამით ვაგვიანებ გასროლას. მკვდარი სხეულის იატაკზე დაცემის ხმა ბელას ყვირილმა და მის წინ მდგარი ჯეიკის სიტყვებმა ჩაახშო. - კარებს მოშორდი. თავში მეხი დამეცა, უსიცოცხლო ფეხები ბელასკენ წავიღე, ფიქრებში ვემუდარებოდი მას, რომ არ მომკვდარიყო. ის იატაკზე იწვა, ჩუმად ტიროდა, თეთრ კაბაზე სისხლის კვალიც კი არ იყო. - ბელა, ბელა, ბელა. ყვირილი შევიკავე, რომელიც მახრჩობდა და მისი სხეულის დათვალიერება განვაგრძე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი იმის პოვნა, თუ სად იყო დაჭრილი. კარებში ყრუ გასროლა გაისმა, იმ ადგილას სადაც მე ახლახან ვიდექი. წამით მოვაშორე თვალი საყვარელ ადამიანს და ჯეიკი დავინახე. ის იდგა და უხმოდ უყურებდა კარებს, მარცხენა ხელი მუცელზე ჰქონდა მიჭერილი. ნელნელა დავიწყე იმის გააზრება, თუ რა ხდებოდა. კიდევ ერთხელ დავათვალიერე ბელას უვნებელი სხეული და ჯეიკს მივვარდი. - ჯეიკობ, არა... ძმაო...შენ...არ შეგიძლია… - წადით. – ამოიხრიალა მან, იატაკზე დაჯდა. ის ბელას გადაეფარა და ახლა ჩემს ხელებში კვდებოდა. ის ჩვენს გამო კვდებდოა. - ჯეიკ! – ვიყვირე მე, თან ვცდილობდი ხელში ამეყვანა. - დამტოვე. შენ იცი, რომ ასეთი ჭრილობით, - მან ხელი მოაშორა ჭრილობას, - ვერავინგადარჩება. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ წასვლა. - შენი აქ დატოვება არ შემიძლია. - არა, შეგიძლია. მომეცი საშუალება, რომ სამაგიერო გადავუხადო. წადი, ძმაო. - არა, ჯეიკ, არა. - არ შემეძლო მეგობრის მიტოვება, რომელმაც ჩვენთვის სიცოცხლე გაწირა. - ათამდე დაითვალე, კალენ. - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, სანამ ჯიბიდან ბომბა არ ამოიღო და კბილებს შორის მისი თავი არ მოიქცია. - ერთი. - დაიჩურჩულა მან, თვალებით კარებზე მანიშნა. მივხვდი რისი გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ ეს ჩანაფიქრი შეურაცხმყოფელად მეჩვენებოდა. - სამი. – დაიყვირა მან, როცა მე ხელში გონებადაკარგული ბელა ავიყვანე. - ედვარდ? ვაჟს ჩემი სახელი დაარქვი. - საიდან იცი? - გაგუდული ხმით ვკითხე მე. - თავს გაუფრთხილდი...და...მათ... «ექვსი» სწორედ იმ მომენტში, როცა ბელათი ხელში ფანჯრიდან გადმოვედი, კარების შემომტვრევის ხმა გავიგე. - შვილო!!! – ხმამაღლა დაიყვირა ბილიმ იმ დროს, როცა ბელა მანქანის უკანა სავარძელზე დავაწვინე. - ათი. – გავიფიქრე მე, როცა უკანა ხედვის სარკეში დავინახე როგორ გაჩნდა ცაზე მოწითალო ღრუბელი. - მშვიდობით, ძმაო. არასოდეს არ დაგივიწყებ.
ლამაზი გოგონა წაბლისფერი თმით და ოდნავშესამჩნევი მომრგვალებული მუცლით, მარტო აუჩქარებლად სეირნობდა ვატიკანის ცენტრში. სადღაც მის უკან შადრევანი „ოთხი მდინარე“ ჩუხჩუხებდა, რომლის შემქმნელიც ლეგენდის მიხედვით თავად ბერნინი იყო. მოედანზე უამრავი ტურისტი სეირნობდა. ბელა ზანტადგაჰყურებდა მსოფლიოს ოთხი მთავარი მდინარის გამოხატულებას და ბიბლიური სამოთხის ოთხი მდინარის ანალოგს. სწორედ ამ ფანტანზე უყვებოდა მას ედვარდი. როგორც ბერნინის შემოქმედების ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი, ის ყოველთვის ოცნებობდა რომში მოხვედრაზე, რომ თავისი თვალით ენახა მისი ნამუშევარი. უნებურად გოგონას გონებაში მათი უანასკნელი საუბარი, უფრო სწორედ კი, მათი დამშვიდობება გაჩნდა. - ედვარდ, შენ გარეშე არსად არ გავფრინდები. - ისევ გაჯიუტდა ბელა. - ასე უფრო უსაფრთხო იქნება.ჯასპერი მოგხედავთ. - ედვარდი თვალმოუშორებლად უყურებდა მის სახეს, მის ყოველ ნაკვთს იმახსოვრებდა. - ჩემთან ერთად რატომ არ მოფრინავ? უკვე ხომ ყველაფერი დამთავრდა. - უნდა დავრწმუნდე, რომ სრული სიმშვიდეა. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ბედნიერებასთან, არ შემიძლია ხელიდან გავუშვა. სინამდვილეში ყველაზე რთული ედვარდისთვის იყო. მხოლოდ ერთი დღე გავიდა იმ მომენტიდან, რაც თავის მეგობარს დაშორდა. ჯეიკობ ბლექი ბელას გადაეფარა, მისი შვილი გადაარჩინა, ედვარდს მომავლის იმედი მისცა, სანაცვლოდ კი მხოლოდ ვაჟისთვის მისი სახელის დარქმევა ითხოვა. ედვარდ არ შეეძლო ხელიდან გაეშვა ის პატარა იმედი, რაც ისევ ჩაესახა. ოდესღაც მას არაფერი არ ჰქონდა პირქუში და ზანტი ცხოვრების გარდა. ის იყო „ყასაბი“, „ლიკვიდატორი“, „ჯალათი“, „გამსუფთავებელი“, „მკვლელი“ ან ინგლისურად რომ ვთქვათ, ქილერი. ცხოვრებაში არანაირი ინტერესი არ გააჩნდა, სანამ ბელა არ გამოჩნდა. რამდენიმე კვირაში სიყვარული შეიცნეს, ერთმანეთი იპოვეს და ბავშვი ჩასახეს. ყველაფერი რაზეც მხოლოდ ოცნება შეეძლო ედვარდს, ასრულდა. და ახლა უცნაური გრძნობა იმისა, რომ ეს ყველაფერი არარეალურია, ზღაპარია, არ ტოვებდა მას. მთელი ძალით ცდილობდა მოეშორებინა მიუტევებელი აზრები, როცა თავის საყვარელ ადამიანს თვითმფრინავში სვამდა. ისინი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვალდებულნი იყვენენ. მაგრამ რა მოუმზადა მათ ამჯერად ბედმა? ედვარდს არ შეეძლო ეს სცოდნოდა. ამიტომ, როცა ედვარდი მის რძიან-შოკოლადისფერ თვალებს უყურებდა, ღმერთს მისი და მისი შვილისთვის ლამაზი ცხოვრება სთხოვა.საკუთარი თავისთვის მან არაფერი არ ითხოვა, რადგან ყველაფერი ჰქონდა, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ორი, ახლა კი უკვე სამი, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი უსაფრთხოდ იყო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მათი სიცოცხლე შეენარჩუნებუნა. რისთვისაც ბევრ რამეში ჯეიკის მადლობელი იყო. „მშვიდობით“ დაიჩურჩულა გაფრენლი თვითმფრინავის მისამართით ედვარდმა და იმ ქალაქგარეთის სახლისკენ გაემართა, სადაც თავსიუფლება მოიპოვა. მან იცოდა, რომ იქ უკვე არავინ არ იყო ამიტომაც უსაფრთხოდიქნებოდა. მშენიერი სახლის ნაცვლად დამწვარი ნანგრევები დახვდა. ედვარდმა გარშემო მიმოიხედა. იმ ადგილას, სადაც მისი მეგობარი მოკვდა, მან იპოვა ის, რასაც ეძებდა- ჯეიკობის ბეჭედი, მისი თილისმა. მან აიღო ბეჭედი და ფერფლის გორას მოჰკრა თვალი, რომელიც ადამიანის სილუეტს ჰგავდა, იმას, რაც ჯიეკობისგან დარჩა. «შენი ადამიანურად დასაფლავებაა საჭირო, მეგობარო» გაიფიქრა ედვარდა. «როგორც კი მოვახერხებ» გონებაში დაამატა მან და მსუბუქად გაიღიმა.
*** ბელამ განაგრძო ობელისკის, მტრედის სკულპტურის ყურება. «მტრედი - მშვიდობის სიმბოლო» - გაიფიქრა ბელამ. იქნებ ედვარდს ტყუილად არ აურჩევია ეს ადგილი. სასოწარკვეთილებამ მოიცვა, როცა ოცი ზედმეტი წუთი გავიდა. ედვარდი აგვიანებდა. მოაღალატე ცრემლი ჩამოვარდა იმ მომენტში, როცა ყველაფერი გაახსენდა, რაც მათ გადახდათ. მას უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ბედნიერება, რომელიც ასე ახლოს იყო და რომელსაც ასე დიდიხანს ელოდნენ, შეიძლებოდა ასე უბრალოდ გაეშვათ ხელიდან. თითქოს მის დაჭერას ცდილობსო, ბელამ მუშტი შეკრა, თითქოს უჩინარ ძაფს იჭერდა, რომელსაც ედვარდთან მიჰყავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ბელას შიშები მზად იყო გარეთ ამოფრქვეულიყო, მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, ნაცნობი, მაგრამ შორი. თავდაჯერებული სიარულის მანერა დაღლილით შეცვლილიყო, ფართე მხრები მოეხარა. ბრინჯაოსფერი თმები დაღლილ სახეზე ეწყო. მაგრამ ეს ის იყო. ის მას ათასიდან, მილიონიდან გამოარჩევდა. მისი ოდნავ დანაოჭებული თვალები ჯერ კიდევ ინახავდნენიმ ნაპერწკალს, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა ხოლმე, როცა მას უყურებდა. „ასე“ ის მხოლოდ „მას“ უყურებდა. და ამას არ შეცვლის არც წლები, არც მღელვარება.
*** - მამა! მამა! ვისია ეს საფლავი? - ხუთი წლის ბიჭი, მუქი წაბლისფერი თმით და მწვანე თვალებით, მამას ქურთუკზე ექაჩებოდა. - ჯეიკობ ბლექის. - ჩემი სეხნია იყო? - გაუკვრიდა ბიჭს. - შენ მის საპატივცემულოდ გქვია ეს სახელი. - უკვე საკმაოდ შესამჩნევად გამობურცული მუცლით უპასუხადედამ. - ის ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი იყო. მან მთხოვა, რომ შენთვის მისი სახელი, ჯეიკობი დაგვერქმია. - და რატომ მოკვდა ის, მამა? - არ მშვიდდებოდა ბიჭი. - ის მოკვდა სიყვარულის გადასარჩენად, ის თავისუფლებისთვის მოკვდა. - როგორც გმირი? - ის არის კიდევაც გმირი, ჯეიკობ. - თქვა ედვარდმა და ნაზად აკოცა თავის ცოლს. სასაფლაოზე მანქანის სიგნალის ხმა გაისმა. ედვარდმა ხმაზე თავი მოაბრუნა და თავისი და დაინახა, რომელიც ძლივს გადმოდიოდა მანქანიდან. - საწყალი, როგორ უშლის ხელს მუცელი. - თანაგრძნობით წარმოთქვა ბელამ და მეგობრის შესახვედრად წავიდა. - ელის, ელის! - ახმაურდა ჯეიკობი. - როდისღა განთავისუფლდები ამ მუცლისგან, რომ როგორც ადრე ისე გავერთოთ. - მეთვითონაც ამაზე ვოცნებობ, პატარავ! უი! - ელისმა ხელი მუცელზე მიიდო. - ისევ. ფეხი მომარტყა. - ფეხბურთელები გვეყოლება! და ნუ ლაპარაკობ მათზე ასე, მათ ეს არ სიამოვნებთ! - ჯასპერმა ქერა თავი დახარა, რომ ცოლისთვის მუცელზე ეკოცნა. - მეც ძალიან მიყვარს ისინი. მაგრამ ფეხბურთელები არ იქნებიან, ჯასპერ, არ შემეკამათო. - მამა, როდის მომცემ იმ სნაიპერის შაშხანასთან მიკარების საშუალებას, რომელიც კედელზე გვიკიდია? - ჯეიკობ, საიდან გაქვს შენი ასეთი ლტოლვა იარაღების მიმართ? - გაუკვირდა ელისს. - მართლაც, საიდან? - ეშმაკურად გაუღიმეს ერთმანეთს ბელამ და ედვარდმა და ხმამაღლა გაიცინეს და ჯეიკობს თმაზე ხელი გადაუსვეს.
vaime ra dzalian dzalian magari iyoooo rom icode ramdeni vitiree ra ketili iyo jeiki, ra sayvareli, rogori ertguli megobari epilogi iyo ragaca usayvarlesi, sul bednierebisgan megimeboda da ise vkitxulobdi, dzalian dzalian kargi iyo. shenze agar vambob, isedac yvelam icis, rom unichieresi mtargmneli xar da sauketesota shoris sauketeso fikebs archev. miyvarxar da veli axal fiks!
ძალიან მაგარი დასასრული ქონდა . თავიდან მეგონა რომ ბელა მოკვდებოდა და კინაღამ ტირილი დავიწყე ისე ჯეიკობიც ძალიან შემეცოდა მაგარი მეგობარი და ერთგული ადამიანი იყო. ედვარდის და ბელას შვილი ძალიან საყვარელია ყოჩაღ ძალიან მაგარი ხარ