«ცოცხალია» გაისმა ჩემს თავში, სანამ მე გოგონას ვუყურებდი, რომელიც კუთხეში იყო მიყუჟული და ფეხები მკერდთან ჰქონდა მიჭერილი. ჩასიებული თვალები, გაწითლებული ცხვირი და გალიაში გამომწყვდეული ცხოველის მზერა - ბელა ახლაც კი მშვენიერი იყო. - ყველაფერი კარგადაა, სულელო! - გოგონასკენ ხელი გავიწოდე, პასუხად უფრო ძლიერად მიაწყდა კუთხეს. იარაღი ძლიერად აწვებოდა ხელზე, თხელ თითებს უთეთრებდა, ალაგ-ალაგ წითელ კვალს ტოვებდა. - არ მომეკარო, ედვარდ! ამას თვითონ გავაკეთებ! - ბელამ თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - გაჩერდი, პატარავ! იარაღი დაუშვი, ეს ჩემი დაა. არაფერს დაგიშავებ. - და? როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა მიაღწიეს ბელამდე, მან თვალები გაახილა და ყურადღებით შეათვალიერა ელისი. ჩემი „მამაცი“ დაიკო კარებთან იდგა, ცალი ხელი პირზე ჰქონდა აფარებული და არ სუნთქავდა. - ჰო, და. - ბელა, იარაღი დადე, სისხლს ვერ ვიტან!!! – თქვა ელისმა. - ცნობისთვის, ვერც ეგ იტანს. თავით ბელასკენ ვანიშნე, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა. - დამკვეთმა შენს შესხებ არაფერი იცის. მე ვერ შევძელი. ამის აღიარება გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ერთადერთი რამე იყო, რომელსაც ახლა შეშინებული ბელას გონზე მოყვანა შეეძლო. სიტყვებმა იმოქმედა. დავინახე, როგორ შეკრთა მისი ხელი, თითებიდან სისხლი ჩამოეღვენთა, მაგრამ რევოლვერს არ უშვებდა. ბელა ნამტირალები თვალებით მიყურებდა და მე მათში ყოყმანი დავინახე. ნელა, ჩიტის დასაჭერად მომზადებული კატასავით წავედი ბელასკენ. ის მიყურებდა და ვერ წყვეტდა ამოესუნთქა თუ არა. - პატარავ, მომეცი იარაღი. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე. მათ ასე ადვილად არ დავუთმობ შენ თავს. ბოლო სიტყვებმა იმოქმედა, ბელამ უღონოდ დაუშვა ხელი, უფლება მომცა, რომ მასთან დავმჯდარიყავი. რევოლვერი გამოვართვი. - ო. ედვარდ! ისე მეშინოდა! მეშინოდა, რომ… - ბელა ჩამეხუტა, ხელები კისერზე შემომხვია. - შ-შ-შ…ყველაფერი კარგადაა...შენ უსაფრთხოდ ხარ … კალთაში ჩავისვი და პატარა ბავშვივით ვამშვიდებდი. თმებზე, ზურგზე, ხელებზე ვეფერებოდი და დამამშვიდებელ სიტყვებს ვეუბნებოდი. - რამე უნდა დავლიო! –ელისის ხმა მომესმა. წავიდა, მარტო დაგვტოვა. ბელას ქვითინმა იკლო, ცრემლების ნაკადი შემცირდა, რომლებიც ჩემს პერანგზე მუქ ლაქებს ტოვებდა. მას ისევ ჰქონდა ხელები ჩემს კისერზე შემოხვეული, მეხუტებოდა. ვერ შევამჩნიე, როგორ შევაცურე ხელი მის თმებში და იქ დავტოვე. მათი სრიალით, ურჩობით და სასიამოვნო სურნელით ვტკბებოდი. არომატი სრულიად შეესაბამებოდა მის პატრონს. ბელა დამშვიდდა, მაგრამ ვერცერთი ჩვენგანს ვერ გადაეწყვიტა სიჩუმის დარღვევა, წამოდგომა. ჩემს კისერში ცხვირჩაყოფილი ბელა ღრმად სუნთქვდა. - უნდა ავდგეთ! - ჰო. – ჩუმად მიპასუხა ბელამ. ხელში ავიყვანე და იმ დივნისკენ წავიყვანე, რომელზეც მას ეძინა. - მადლობა. მე უხალისოდ გავანთავისუფლე ჩემი ჩახუტებისგან და გამოვიწიე. მან ხელები კისრიდან მომაშორა და მუხლებზე დაიწყო. - ასე! ჩემს გარდა ვინმე დალევს? - ელისი ოთახში შემოვიდა და ღვინის ბოთლი ჩვენს წინ დადგა. - მე არა, ბელას კი ჭირდება დალევა. - არ მინდა. - ნუ კამათობ, ბელა. იმედია, ღვინო შეგიფერადებს ფერმკრთალ სახეს. - ელისი ბელას გვერდით დაჯდა და მეორე ჭიქა შეავსო. ბელამ ჭიქა აიღო და მოსვა, მაგრამ ჩვენი გაკვირვებული სახეები რომ დაინახა, თქვა: - როგორც ჩანს, მართალი იყავი. - ბელამ ელისს მორცხვად გაუღიმა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. მე ხომ ყველანაირად ვცდილობდი ჩვენი თვალების შეხვედრას გავქცეოდი. - ისე, მე შენ მომწონხარ, ბელა!!! - ელისმა ვერ გაუძლო და კომენტარი გააკეთა. - მადლობა! ედვარდ! - დამიძახა ბელამ, როდესაც ფანჯრისკენ შევბრუნდი, იქ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვეძებდი. - ჰო? – არ შემოვბრუნებულვარ ისე ვუპასუხე. - როდის მოვა დამკვეთი? - იმედი ვიქონიოთ, რომ არასდროს. ეს ნაკლებად შესაძლებელია. სანამ მათ არ იციან, სად ხარ. - შენ არ უთხარი? - ბელასგან ზურგით მდგომსაც კი შემეძლო იმის თქმა, რომ მან ცალი მშვენიერი წარბი ასწია. - არა. – მოკლედ ვუპასუხე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. - უნდა გამოვიცვალო. ელისმა მოწონების ნიშნად შემომხედა, ბელა კი ამ დროს იატაკს უყურებდა. - შენთვის რაღაც მაქვს, ბელა! - მხიარულად თქვა მან, როდესაც მე ჩემს ოთახში შევედი და კარები მივხურე. ბრაზით შევხედე მარჯვენა ხელში შერჩენილ რევოლვერს და თავის ადგილას დავდე. «რაზე ფიქრობდა ეს გოგო!» საშინლად გაბრაზებული ვიყავი ბელაზე. მას ვერც კი წარმოუდგენია რა მემართება იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ის ამ სამყაროში აღარ იქნება, რომ მე აღარ შემეძლება მის შოკოლადისფერ თვალებში ჩაძირვა. ის მზად არის ასე უბრალოდ გამოემშვიდობოს საკუთარ სიცოცხლეს, არ ფიქრობდეს, არ ესმოდეს. ვცდილობდი ფიქრები მომეწესრიგებინა, საწოლზე ჩამოვჯექი და საფეთქლების მასაჟი დავიწყე. სადღაც შორიდან გოგონების ხმა ჩამესმოდა. ელისი ყოველთვის ოცნებობდა კარგი მეგობრის ყოლაზე, მაგრამ ის ცუდად ეწყობოდა ხალხს. უბრალოდ არ ენდობოდა მათ. მაგრამ მისმა ფრაზამ, რომ მას მოსწონს ბელა, შემაწუხა. მათ არასდროს არ შეეძლებათ მეგობრები იყვნენ. მათი გზები არასდროს არ გადაიკვეთება. ახლა მე ელისზე უნდა მეზრუნა. ამ ორი დღის განმავლობაში მეორედ ავკრიფე ნაცნობი ნომერი. - უნდა შევხვდეთ. ნახევარ საათში ჩვენს ადგილას. მზის სათვალეები წამოიღე. პასუხად ერთი კითხვაც კი არ გამიგია. მოსაუბრე მხოლოდ მოკლე „უჰუ“ და „აჰა“-თი მპასუხობდა. მე სასტუმრო ოთახში შევედი, რომელიც ელისმა პოდიუმად გადააქცია და რომელზეც მერყევი ნაბიჯებით დადიოდა ბელა. თეთრი გამჭვირვალე კაბა გამხდარ ფიგურაზე ეფინებოდა, სასიამოვნოდ უსვამდნენ ხაზს მის მშვენიერ ფორმებს. კაბა ქვევით იშლებოდა და მის გამხდარ ფეხებს აჩენდა. ეს კაბა საშინლად უხდებოდა მას. ჩემს დანახვაზე ბელა უცებ შეჩერდა, თვალები ძირს დახარა და გაწითლდა. - მშვენივრად გამოიყურები, ბელა. კარგად გიმუშავია, ელის. - გმადლობ. – ერთდროულად მიპასუხეს გოგოებმა. - მიდიხარ? – ელისმა ჩემს ხელში შერჩენილ გასაღებების ასხმაზე მიმითითა. - საქმეზე უნდა წავიდე, ერთი საკითხი მაქვს გადასაწყვეტი. ბელასთან დარჩები? - რა თქმა უნდა! შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი? - არა, რა თქმა უნდა. - ბელამ მოსაბოდიშებელად შემომხედა. - გაერთეთ. ოღონდ, ელის, სახლიდან ფეხი არ გაადგა. მე ჩაგკეტავთ. სიმართლე რომ ვთქვა, სანამ ბელა ელისის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მშვიდად ვიქნებოდი. ის სრულიად არაპროგნოზირებადი იყო. მე არ შემეძლო მისი შემდეგი ნაბიჯის წინასწარმეტყველება, რის გამოც ჩემი დავალება- მისი სიცოცხლის შენარჩუნება- უფრო რთული ხდებოდა. «ესღა მაკლდა!» შავი BMW უკვე რამდენიმე კვარტალია მომყვებოდა. ეს ნამდვილად დევნა იყო, მაგრამ იმის გაგება, ვის შეეძლო მისი ჩემთან „გამოგზავნა“, ჯერ არ შემეძლო. ვირტუოზულად გავძვერი მანქანებს შორის, „კუდის“ მოშორებას ვცილობდი. ჯერჯერობით ეს ცუდად გამომდიოდა. სიგნალები, რომლებიც შეუჩერებლად ისმოდა, კონცენტრირების საშუალებას არ მაძლევდა. «კუდი» დაუფარავად მომყვებოდა უკან. უცებ მანქანებს შორის სუსტი სინათლე დავინახე, რომელსაც ჩემი გადარჩენა შეეძლო. მოძრაობას მარცხენა რიგში ვაგრძელებდი, ყველანარიად გამოვხატავდი, რომ წინ წავიდოდი. მაგრამ საკმარისი იყო მომეხვია, რომ „კუდმა“ კანონი დაარღვია და ძველ AUDI-ს გადაუჭრა გზა, მე მარჯვნივ მკვეთრად შემოვბრუნდი, BMW-ს ვაიძულე წინ წასულიყო. თავისუფალი დროით ვისარგებელე, კიდევ ერთხელ შემოვბრუნდი და უკანა მიმართულებით წავედი, თვალთვალი დასრულდა. «ერთით ნოლი, ბიჭებო» მესმოდა, რომ უნდა მეჩქარა. სანამ დათქმულ ადგილას მივიდოდი, ორჯერ შევამოწმე გზა. სუფთა იყო. მანქანა სანაპიროს კაფესგან შორი-ახლოს დავტოვე, გადავწყვიტე, რომ სანაპიროზე ცოტა გამესეირნა. გზაში შეყვარებული წყვილი შემხვდა, რომელთაც ძლიერად ჰქონდათ ერთმანეთისთვის ხელები ჩაჭიდებული, თითქოს ერთმანეთის დაკარგვის ეშინოდათ. სათვალეები მოვირგე, თან ტალღების ხმაურით ვტკბებოდი, რომელიც ნაპირს მთელი ძალით ეჯახებოდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ახლობლების ცხოვრება რაც შეიძლება უზრუნველი იყოს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ცისფერ ფერებში გადაწყვეტილ ნათელ კაფეში რომ შევედი, მაშინვე ვიპოვე მიმზიდველი ქერა მამაკაცი შავი სათვალეებით. მან სულელური ღიმილით დამაჯილდოვა და ლუდის ჭიქა ამიწია, დასაჯდომად დამპატიჟა. ჩვენი პაროლი. - ნუ, გამარჯობა, ედვარდ. - თქვა ქერამ და ადგა, რომ ძლიერად მომხვეოდა. - გამარჯობა, ჯასპერ. შენი დახმარება მჭირდება. - ყველაფერს გავაკეთებ, რაც არ უნდა იყოს.
***
ამ დროს ორმა გოგონამ ტანსაცმლის მოზომვა დაამთავრა და დაღლილები დივანზე ჩამოსხდნენ. ასე ბედნიერად მათ თავი დიდი ხანია არ უგრძვნიათ. ცხოვრება ორივე მათგანისთვის ისე წარიმართა, რომ არცერთ მათგანს არ ყავდა საუკეთესო მეგობარი. ბელას საუკეთესო მეგობარი დედამისი, რენე სვონი იყო, რომლის გვარსაც ის ატარებდა. მხოლოდ დედას ანდობდა ბელა თავის ყველა საიდუმლოს და ნერვიულობას, მისთვის დედაზე ახლო ადამიანი არ არსებობდა. ამიტომ ბელასთვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა, რომ რენე ამდენი წლის განმავლობაში მალავდა, რომ კიბოთი იყო დაავადებული. ბელა ფიქრობდა, რომ ისინი ენდობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეცდა. რამდენიმე კვირის შემდეგ რენე მოკვდა. ბელამ არა მარტო დედა და მეგობარი, არამედ ადამიანების ნდობაც დაკარგა. ყოველთვის ოცნებობდა, რომ ვინმეს მეგობარი გამხდარიყო, მხარდაჭერას და გაგებას ეძებდა. მაგრამ ღალატის და გულისტკენის ბავშვური შიში ყოველთვის უშლიდა ხელს ხალხის ნდობაში. ბელა უყურებდა ელისს და ხვდებოდა, რომ სწორედ ასეთ მეგობარზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება. რა უსამართლობაა იპოვო ის ერთადერთი სიკვდილის წინ რამდენი საათით ადრე. გოგონები უყურებდნენ ერთმანეთს და როგორც ჩანს, უსიტყვოდ საუბრობდნენ. ორივე იმაზე ფიქრობდა, მათი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო, ისინი შეიძლება კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ. - ედვარდი ძალიან გაბრაზდა ჩემზე? - ბელამ პირველმა დაარღვია სიჩუმე. - არ ვიცი, მე ყოველთვის მიჭირდა მისი განწყობის გარჩევა. - შენ ძალიან გიყვარს ის. - დაასკვნა ბელამ ცხადი ფაქტი. - ჩვენ მარტონი ვართ ამ სამყაროში. ჩვენ მეტი არავინ არ გვყავს. - მოკლედ უპასუხა ელისმა და უზრუნველი ბავშვობა გაახსენდა. - და შენ არასდროს არ დაფიქრებულხარ, რატომ დაადგა ამ გზას? - ყოველდღე, ყოველ წუთს. მაგრამ მე კი არ ვფიქრობ, უბრალოდ თავს ვიდანაშაულებ. - შენ თავს? მაგრამ ეს ხომ ის აყენებს რისკის წინაშე არა მარტო მის, არამედ შენ სიცოცხლესაც? - ბელა აღშფოთდა. - ის ყველაფერს აკეთებს, რომ დამიცვას. «აბა როგორ» გაიფიქრა ბელამ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი არ თქვა, რომ ელისი არ გაენაწყენებინა. - ეს ჩემს გამო გახდა ედვარდი მკვლელი. - დაიჩურჩულა ელისმა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. - რა? – ბელა უყურებდა გოგონას და ცდილობდა მისი სიტყვების აზრს ჩასწვოდმოდა. ელისს ესმოდა, რომ ბელას გაუკვირდა. ხალხი მას უყურებდა და მშვენიერ ელფს ხედავდა, როგორც ედვარდს ეძახდა მას. ის იზიდავდა ხალხს თავისი სიცოცხლის ხალისითა და გულგახსნილობით. ის ატყვევებდა გარშემომყოფთ თავისი ღიმილით. ვერავინ ვერც კი გაიფიქრებდა, თუ რა იმალებოდა მის სულში. ყოველდღე ელისს უწევდა დაემტკიცებინდა საკუთარი თავისთვის, რომ ის იმსახურებს ცხოვრებას. უკვე უამრავი წელი გავიდა იმ შემთხვევის შემდეგ, მაგრამ ის ისევ იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ედვარდს ასეთი ცხოვრებით სიცოცხლე აიძულა. - ელის? –ბელამ ელისი შეაჯანჯღარა, რომ გამოეფხიზლებინა. - ეს მე ვარ დამნაშავე, რომ ედვარდს ხალხის კვლა უწევს. - ვერ ვხვდები. - ამოისუნთქა ბელამ, ელისს ანიშნა, რომ გაეგრძელებინა. ელისმა გადაწყვიტა, რომ გაეზიარებინა თავისი საიდუმლო, რომელიც მას არცერთი ცოცხალი არსებისთვის არ გაუმხელია. ეს საიდუმლო მის ცხოვრებას აუტანელს ხდიდა. გოგონას მუქი თვალები ნაღველმა მოიცვა. ელისი იმ დროში დაბრუნდა, როდესაც ის ახალი გამხდარი იყო თექსვმეტი წლისა. ელისი თავის ახალგაზრდობას და სილამაზეს გრძნობდა და მან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო. მას აღიზიანებდა ედვარდის მუდმივი ზრუნვა, გოგონას სურდა, რომ ამ ცხოვრებაში თავად მიეღწია რამისთვის. მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა დედის სიკვდილმა მოახდინა, რომელიც ელისს მეგობარს და დას უცვლიდა. და-ძმა მარტო დარჩა ამ უზარმაზარ სამყაროში. ის უფრო და უფრო დიდ დროს ატარებდა კლუბებში, ამით ამტკიცებდა, რომ საკმაოდ დიდი იყო, რომ საკუთარ თავზე ეზრუნა. მისმა საუკეთესო მეგობარმა, ყოველ შემთხვევაში, ის ასე თვლიდა, ერთხელ ელისს სამუშაო შესთავაზა, რომელიც მათ დიდ ფულს მოუტანდა. „იოლმა ფულმა“ მიიზიდა ელისი და ის დათანხმდა, თვითონაც არ ესმოდა რაზე. სტრიპტიზორის სამუშაო პირველ დღეებში მოსწონდა გოგონას, ის წარმოუთქმელ სიამოვნებას იღებდა იმ ყურადღებისგან, რომელსაც მას სტუმრები ჩუქნიდნენ. აურაცხელი ფულით ივსებოდა მისი წითელი ტყავის საცვალი, რომელიც მას შემდეგ შეზიზღდა. ელისს ერჩივნა თავისი გამოსვლების შესახებ ძმისთვის არაფერი ეთქვა. მათი ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ერთხელ იქამდეც მივიდა, რომ ელისმა შეწყვიტა ძმასთან ლაპარაკი, როცა ის დაინტერესდა, თუ სად ატარებდა ღამეებს მისი პატარა დაიკო. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ერთმა საღამომ ელისს აიძულა გაეგო, რომ მას ედვარდზე ახლობელი არავინ ჰყავს. იმ საღამოს ის, როგორც ყოველთვის ცეკვავდა. ყველა დიდ ყურადღებას აქცევდა, რაც მას არამიწიერ სიამოვნებას ანიჭებდა. გამხდარი, ლამაზი გოგონა, ბრწყინავი თვალებით ბევრს უყვარდა, ის ყოველთვის პროგრამის ვარსკვლავი იყო. წარმოდგენის შემდეგ ელისთან საშუალო ასაკის მამაკაცი მივიდა. - შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, ლამაზო! - კაცმა ხელი ჩაავლო და ტუჩებით მის ყელს შეეხო, რითაც ელისის აფეთქება გამოიწვია. - არსადაც არ წამოვალ. - მე შენს უფროს გადავუხადე, შენ ამინაზღაურებ ამ საფასურს. - როგორ? - მე განახებ. – მტკივნეულად მიარტყა ხელი ელისს საჯდომზე კაცმა და მეორე ხელი მის შორტებში შეაცურა. - არა! – ის უშედეგოდ ცდილობდა მისი ბინძური თათებიდან თავის დახსნას. - პრობლემაა? - ო, ემეტ, შენ უნდა აუხსნა! - ელისი იმედიანად მივარდა უფროსს, რომელიც ყოველთვის კარგად ექცეოდა. - რა ავუხსნა? – ჰკითხა ემეტმა და კაცს გადახედა. - რომ მე მეძავი არ ვარ! - არა? – ემეტმა ფართო გაიღიმა, თეთრი კბილები გამოაჩინა. შემდეგ ელისი გვერდზე გაიყვანა, ძლიერად მოუჭირა ხელი და უთხრა: - შენ გამოიმუშავებ ამ ფულს. შენს გამო გადაიხადეს, შენ ამ ბიძას მთელი ღამე ასიამოვნებ. იმუშავე. ამ სიტყვებით ემეტი წავიდა, გზაში კაცს მხარზე დაარტყა ხელი. - წამოდი, პატარავ. მოკუნტული ელისი კაცმა კლუბიდან გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. მთელი გზა ელისი ლოცულობდა, ერთი შესაძლებლობა მაინც მისცემოდა, რომ ედვარდისთვის დაერეკა. «მჭირდები ძამიკო» ფიქრობდა ელისი ყოველ ჯერზე, როდესაც კაცის უხეში ტუჩები მის სხეულს ეხებოდა. მისი ლოცვები შესმენილი იქნა. სასტუმროს შესანიშნავ ნომერში რომ შევიდნენ, ელისი მაშინვე სააბაზანოში შევარდა და კარები ჩაკეტა. შიშისგან აცახცახებულმა თითების გრეხვით აკრიფა ნომერი, იმ იმედით, რომ ყველაზე ახლობელ ხმას გაიგონებდა. დასახელებულ მისამართზე ედვარდი სასწრაფოდ მოვიდა. ელისი სააბაზანოში იჯდა და ესმოდა, როგორ ჩხუბობდა დიდხანს და ხმამაღლა ედვარდი იმ კაცთან. შემდეგ გაისმა ხმამაღალი დატყმის ხმა... კიდევ... და კიდევ… ელისმა პირზე ხელი აიფარა, ყვირილის შეკავებას ცდილობდა, ცდილობდა ისტერიკას გამკლავებოდა. მაგრამ ყვირილი მაინც აღმოხდა, როცა სააბაზანოს კარებზე დააკაკუნეს. ელისმა თავზე ხელები შემოიხვია და ხმამაღლა ქვითინი დაიწყო. - ნუ გეშინია, პატარავ! მე ვარ. გააღე კარები. მისთვის ისეთი სასიამოვნო იყო ჩახუტებოდა ძმის ასე ძლიერ და საიმედო მკერდს. - უნდა წავიდეთ, სანამ გონზე მოსულა. - თქვა ედვარდმა, თან ძლივს იკავებდა თავს, რომ არ მოეკლა ეს ადამიანი. ის უყურებდა თავის მას და ვერ ცნობდა მაკიაჟის მიღმა საკუთარ დას. ყოველთვის ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა ელისი არასდროს არ იყენებდა კოსმეტიკას. მაგრამ ყველაზე მეტად მისმა ტანსაცმელმა შეაშინა. წითელი მოკლე შორტები და შავი გამომწვევი ტოპი. - ასე უბრალოდ არ გამიშვებენ, ედვარდ! ამ ადამიანმა გადაიხადა ჩემთვის. - აი, თურმე რითი ხარ დაკავებული, ელის? - ედვარდი გაბრაზებული იყო დაზე, მაგრამ ის ახლაც კი იკავებდა თავს იმის გამო, რომ უყვარდა ის. ელისი ჩუმად იყო, არ სურდა ძმასთან დებატების გამართვა. - შემდეგ კი ყველაფერი ასე წავიდა. - ელისმა მზერა ნამტირალევი ბელას სახეს მიაპყრო, რომელიც ძლიერად ხუტებოდა მას. - ჩვენ „გადასახადი“ დაგვადეს. ფული, რომელსაც ედვარდი გამოიმუშავებდა საერთოდ არ გვყოფნიდა. ჩვენ ძალიან დიდი თანხა უნდა შეგვეგროვებინა, მაგრამ არ ვიცოდით როგორ. ერთხელ ედვარდმა ერთი ადამიანი, ბილი ბლექი გაიცნო. სწორედ ის დაეხმარა ედვარდს, სროლების ყოფილ ჩემპიონს, პროფესიონალი ქილერი გამხდარიყო. საუკეთესო თავის საქმეში. თავიდან ედვარდს არ ეგონა, რომ დიდხანს გაჩერდებოდა სისხლიან ბიზნესში, უნდოდა მხოლოდ ვალი გაესტუმრებინა. მაგრამ შემდეგ აუხსნეს, რომ მისთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს. და ასე თანდათან, ნელა, მაგრამ შეუჩერებლად, ედვარდი ამ ჭაობში გაიჭედა. - ოჰ, ელის, მე ისე ვწუხვარ! – ბელამ ვერ შეიკავა თავი მორიგი ქვითინისგან. - და იცი რა არის ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში? - ჩუმად იკითხა ელისმა და მაშინვე უპასუხა. - რომ მე არ ვიცი ისუნთქებს თუ არა ედვარდი მომდევნო წუთს, მე არ ვიცი დაბრუნდება თუ არა ის მორიგი დავალებიდან, გავიგებ კი მის ხმას კიდევ ერთხელ. ის უკვე აღარ არის ის ედვარდი, რომელსაც ადრე ვიცნობდი. წლების განმავლობაში ის ცინიკოს მკვლელად იქცა და მხოლოდ ჩემთან ცდილობს იყოს რაც სინამდვილეში არის. ის ფიქრობს, რომ დაწყვევლილია, თავისი სული დაასაფლავა, არც კი სჯერა, რომ საერთოდ აქვს ასეთი. - ნუ იდანაშაულებ თავს, ელის. - იმ ტონით, რომლითაც გოგონა ლაპარაკობდა, ბელა მიხვდა, რომ ამ ყველაფერში ელისი საკუთარ თავს ადანაშაულებდა. - ედვარდიც ასე ამბობს. მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი, მე ყოველდღე, ყოველ წუთს ამით ვცხოვრობ. ძალდატანებით ვიღიმები, რომ ედვარდს არ ვაწყენინო, რომელიც ყველაფერს ჩემთვის აკეთებს. ჩვენ არავინ არ გვყავს. - და აბა, სხვა ქალები არ ჰყოლია? - ედვარდი თვლის, რომ ნებისმიერს საფრთხეში ჩააგდებს, თუ მასთან ერთ ღამეზე მეტხანს დარჩება. და ის მართალია. რამდენიმე წუთი სიჩუმის შემდეგ, გოგონები ხელიხელჩაკიდებულები წავიდნენ სამზარეულოსკენ, რომ ვახშამი მოემზადებინათ იმ ადამიანისთვის, რომელიც ორივე მათგანისთვის მფარველი ანგელოზი იყო. მან გადაარჩინა ისინი, გადაეფარა მათ. მაგრამ მას ვინ გადაეფარება? ედვარდის სულს ვინ გადაარჩენს?
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - პარასკევი, 2011-04-29, 0:39 AM
ძალიან მაგარი იყო . ელისი შემეცოდა რამდენი რამის გადატანა უწევს და სულ ტყუილად იდანაშაულებს თავს მისი ბრალი ნამდვილად არ არის რომ ედვარდი ქილერი გახდა . ველოდები შემდეგ თავს ^_^
Magari Fikia Sul Bolomde Wavikitxe )) Dzalian Magari iyo tan arc ise didi )) rogorc alice )) au martla magari iyo da jeiki shemecoda (( eh eh (( chemi sicocxleebi rogor uyvart ertmaneti peiringshi marto bella da edwardi ar unda eweros )) nu magram tqven natargmns ratqmaunda mainc wavikitxav ))
- შენ მიემგზავრები, ელის, და ეს განხილვას არ ექვემდებარება! - მე არასოდეს არ ამიმაღლებია მასთან ხმა. მაგრამ ჩემი და ჯასპერის შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. ელისს არ შეეძლო კიდევ დარჩენილიყო ნიუ-იორკში. მისი აქ ყოფნა უფროდაუფრო საშიში ხდებოდა. ჯერ ერთი, ამ დღეების განმავლობაში გავარკვიე, რომ ჩემი ფეხდაფეხ დევნა ორი ფრონტიდან ხორციელდებოდა. ეჭვგარეშეა, ერთ-ერთი „კუდი“ ბილი ბლექი იყო. მისი ხალხი ყველგან დამყვებოდა, სახლის სადარბაზოსაც კი სდარაჯობდნენ. მაგრამ ცოტა ხნის წინ ახალი „კუდი“ გამოჩნდა. ანალიტიკური აზროვნების ქონა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ამ დევნას დამკვეთი ატარებდა. მას ზუსტად ვერ ეცოდინებოდა, რომ ბელა ჩემთან იყო, მაგრამ მამოწმებდნენ, შეცდომის დასაშვებად ძალიან პატარა შანსსაც კი არ მიტოვებდნენ. ჯეიმს ტრევერსონი, მნიშვნელოვანი ფიგურა, პოლიტიკოსი, სიბინძურისგან თავდახსნილი და გვირგვინის მორგებაზე მეოცნებე. ელისმა ბევრი რამ მიამბო ამ ადამიანზე. ამჟამად გარდაცვლილი ჩარლი სტინგი, ქალაქის ვიცე-მერი, ბელას უფროსი და ამასთან ერთად მამა, ჯეიმსთან ერთად სწავლობდა და იმ დროს ახლო მეგობრები იყვნენ. ისინი ერთად მუშაობდნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ მაგრამ ჩარლი მარდი აღმოჩნდა. ერთხელაც მან ჩაუშვა ჯეიმსი, ცილი დასწამა მას და ჯეიმსმა ყველაფერი დაკარგა. მაგრამ ყველაზე მეტად ჯეიმსი იმან დაჭრა, რომ გოგონამ, რომელიც მას ასე უყვარდა ჩარლი აირჩია. ცნობილი ტრიო დაიშალა. ჯეიმსი მარტო დარჩა. თანდათან ჩარლის კარიერა უმჯობესდებოდა იმ დროს, როცა ჯეიმსს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა. მან სისხლით შენიღბა ძველ მეგობარზე განაწყენება. გავიდა წლები, ისინი იცვლებოდნენ, მაგრამ სამაგიეროს გადახდის სურვილი მაინც არ ტოვებდა ჯეიმსის გულს და გონებას. ჩარლი პოლიტიკით დაკავდა, ყოველდღე ჩნდებოდა ტელევიზორის ეკრანებზე და გაზეთის ფურცლებზე. ჯეიმსი კრიმინალიზმში გადაეშვა, გახდა, როგორც იქ უწოდებდნენ, „ნათლია“. მას არ მოსწონდა, რომ ჩარლი ხელისუფლებაში იყო, მას ერთი სული ჰქონდა როდის გამოასწორებდა ამ „წინდაუხედავობას“. ჯეიმსი მთელი ოცი წელი ადგენდა სამაგიეროს გადახდის გეგმას. ამ დროის განმავლობაში ჩარლიმ მოასწრო ოჯახის შექმნა, ქალიშვილის გაჩენა და ცოლის დასაფლავება. ჯეიმსს არაფრად უღირდა ბელა სვონზე გასვლა, რომელიც ეჭვგარეშეა ჩარლის შვილი იყო. ის ისე გავდა დედამისს. ისეთივე მშვენიერი, მხრებზე ჩამოყრილი თმები, გამჭვირვალე კანი, სუსტი სხეული. ისე გავდა რენეს, რომელიც ჯეიმსს მთელი ცხოვრება უყვარდა და რომელსაც ჩარლი არ გაუფრთხილდა. მაგრამ მან ის იდიოტი აირჩია. ჯეიმსს ეზიზღებოდა ჩარლი და მისი ქალიშვილი, რომელიც ისე გავდა დედამისს, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა. უზარმაზარი ყავისფერი თვალები კი ზუსტად ჩარლისნაირი ჰქონდა. მას ორივე ეზიზღებოდა. ბელა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჯეიმსს ეგონა. მან კატეგორიული უარი თქვა იმ ინფორმაციის მიცემაზე, რომელსაც ჩარლის ჩაძირვა და ჯეიმსისთვის ძალაუფლების მიცემა შეეძლო. ის ძლიერი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩარლი სტინგი გაეტეხა. მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა, ჯერ სტინგის მოკვლა, ხოლო შემდეგ მისი ქალიშვილის ხელში ჩაგდება. ორი კურდღელი ერთი გასროლით. მხოლოდ ის იყო, ჯეიმსს ვერ წარმოედგინა, რომ ამ თამაშში ვიღაც ჩაერეოდა. ბედის სურვილით მე ბელას მხსნელი გავხდი, თუმცა ჯალათი უნდა ვყოფილიყავი. და მეორე, ჩემგან არ დაფარულა ის ფაქტი, რომ ბელა და ელისი უფროდაუფრო ახლოვდებოდნენ. ვიცოდი, რომ ელისი ოცნებობდა ნამდვილ მეგობარზე. ვხედავდი სრული გაგებით და ერთგული თვალებით როგორ უყურებდნენ ისინი ერთმანეთს. და ჯერ-ჯერობით ვერ ვპოულობდი ისეთ გამოსავალს, რომ ყველას სიცოცხლე შემენარჩუნებინა, მე არ შემეძლო ელისისთვის ბელასთან მიჩვევის საშუალება მიმეცა, რომ მერე ისიც და საკუთარი თავიც არ დამეკარგა. - ედვარდ, მისმენ? - ელისმა თვალების წინ ხელი ამიქნია. - ეს განხილვას არ ექვემდებარება, პატარავ! აქ საშიშია, მე მითვალთვალებენ! და შენ, ზუსტად შენ, ყველაზე ნაკლებად გაქვს შეხება ამ ყველაფერთან. -შენ მშვენივრად იცი, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. - ელისის ლოყებზე ცრემლები ჩამოიღვენთა. - ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, ძვირფასო! შენ წახვალ. ჩვენ კი როცა აქ ყველაფერს მოვაგვარებთ, მერე შემოგიერთდებით. - არ მიყვარს დის მოტყუება, მაგრამ ახლა ეს უბრალოდ აუცილებელი იყო. აი, ისიც მხსნელი ტყუილი, მაგრამ არა საკუთარი თავის მხსნელი, არამედ შენი ახლობლების. - შენ თვითონ მაინც გჯერა ამის? არ ვიცოდი რა მეპასუხა. - ედვარდი მართალია, ელის! შენ უნდა გაემგზავრო. ჩვენ გაკვირვებულებმა შევხედეთ ბელას, რომელიც ამ მომენტამდე ჩუმად იყო. ბოლო დროის განმავლობაში ის არ მელაპარაკებოდა, მხოლოდ ხანმოკლე მზერას მესროდა ხოლმე, რომლის მნიშვნელობასაც ვერ ვხვდებოდი. ჯასპერთან შეხვედრის შემდეგ რომ დავბრუნდი, ელისს ეძინა. ბელა კარებთან შემხვდა, ნამტირალები თვალებით. ის ჩუმად შემომყვა ოთახში და კარები დაკეტა. - ვწუხვარ, ედვარდ! ელისმა მომიყვა შენი ისტორია. - არ უნდა ექნა ეს. - მაპატიე, რაც შენზე ვთქვი. - რატომ არ მითხარი, რომ ის მამაშენი იყო? - მამა შვილთ არ დაიფარავდა თავს. - ვწუხვარ. საუბარი არ გამოგვივიდა. ბელა უხმოდ იდგა კარებთან, მე კი ფანჯარასთან ვიდექი. - ჩემზე გაბრაზებული ხარ, ედვარდ? - უნდა ვიყო? როგორც ჩანს ამ უბრალო კითხვით ბელაში ცეცხლი ავაგიზგიზე. ის ჩემსკენ წამოვიდა, მკვეთრად შემომაბრუნა თავისკენ და თვალებში შემომხედა. - ასე რატომ მელაპარაკები? რა დავაშავე? - ჯობს მკითხო, რა „არ“ გააკეთე! არ გააკეთე ორჯერ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე დროულად მოგისწარი! შენ ფიქრობ, რომ სამართებლის უბრალო მოძრაობით, სასხლეტზე თითის უბრალოდ დაჭერით ყველა პრობლამას გადაჭრი? - ახლა უკვე მე დავკარი ხელი ბელას მხარზე. - შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მეშინოდა! - ვერა? და შენ წარმოიდგენ „მე“ როგორ მეშინოდა, როდესაც სააბაზანოს კარებს ვამტვრევდი? როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდი აივნისკენ? მე შენი ყოველი გულის ცემისთვის ვიბრძვი, შენ კიდევ ასე უბრალოდ ნებდები! - მაგრამ რატომ? რატომ? რატომ? - იმეორებდა ბელა ცრემლებში. - არ ვიცი. - მაპატიე. ბელა ისევ ტიროდა, ძლიერად ისუნთქავდა პირით ჰაერს. მე ჩავიხუტე ის, კიდევ ერთხელ ვამშვიდებდი. მან სახე ჩემს მკერდში ჩარგო, კიდევ ერთხელ მისველებდა პერანგს თავისი ცრემლებით. - ყველაფერი კარგადაა. დამშვიდდი. არ ვიცოდი რა აგდებდა მას ასეთ მდგომარებოში. ჩემი ქმედებები, მის გამოსვლებზე ჩემი რეაქცია თუ ის, რომ მკვლელთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრება უწევდა. ბელა საწოლზე დავსვი, მაგრამ ის გადაბრუნდა და დაწვა, სახე საბანში ჩარგო. ისე საცოდავად და უმწეოდ გამოიყურებოდა, რომ თავი ვერ შევიკავე მივუწექი და ჩავეხუტე. ხელზე ვეფერებოდი, ვაწყნარებდი, სველი სახიდან თმებს ვაშორებდი. ის ისე გავდა ელისს, როდესაც ის კოშმარი მოხდა. მასთან ყოველ ღამეს ასე ვატარებდი, ვაწყნარებდი მის ჩუმ ქვითინს. ბოლოს, მე უბრალოდ მოვეხვიე ბელას, მხარზე ხელი დავადე. ამ უხმო ჟესტით მივახვედრე, რომ მე არ მივატოვებ მას. არასოდეს. დილით მარტომ გავიღვიძე, თავი ბალიშზე მედო და საბანი მეფარა. ამ დღის შემდეგ აღარ გვილაპარაკია, მხოლოდ მოკლე ფრაზებს ვცვლიდით. - თქვენ რა, მოილაპარაკეთ? - ვერ მოითმინა ელისმა. - ასე უკეთესი იქნება. ჩვენთვის. ყველასთვის. - უბრალოდ უპასუხა ბელამ. - არა. მე არ მინდა! შენ ჩემი მეგობარი ხარ! - ჯიუტი ბავშვივით გაიმეორა ელისმა. - სწორედ ამიტომ უნდა გაემგზავრო! ჩვენი მეგობრობის გამო! მომავალზე იმედის გამო. ბელას სიტყვებმა აიძულა ელისი დაფიქრებულიყო. ის დიდხანს დუმდა, ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს იქ, ცაზე იყო დაწერილი რაღაც, რასაც მხოლოდ ის ხედავდა. - შემპირდით, რომ შევხვდებით! - ელის… -დავიწყე მე. - შემპირდით!!! - გპირდები!!! – პირველი ბელა ალაპარაკდა. მტკიცე ხმა ჰქონდა. - გპირდები!!! – გავიმეორე მე და ყურადღებით ჩავხედე თვალებში ბელას. - სად და როდის? - ვატიკანში. ხვალ. ბილეთები უკვე მზადაა. ჯასპერი მოდის შენთან ერთად. - ვატიკანი? ხვალ? ჯასპერი? - შენ იქ მიემგზავრები, სად მოხვედრაზეც მე ვოცნებობდი. შენ ჩემს ოცნებას შეასრულებ! - ედვარდ, მაგრამ … - ჯასპერმა ბილეთები თავის სახელზე იყიდა. ის გაგაცილებს და მერე დაბრუნდება. თვითმფრინავი ხვალ საღამოს მიფრინავს. - რა იცოდი, რომ დავთანხმდებოდი? - ვიცოდი, რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებდი. - ავდექი, ელისს მხარზე მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე. - მაგრამ მე არ მინდა შენს გარეშე. - ჩვენ ამაზე მილიონჯერ ვილაპარაკეთ, პატარავ! მომეცი იმის საშუალება, რომ შენზე ვიზრუნო, ჩემზე მაინც არ შემიძლია. მომისმინე. შენ - ერთადერთი ხარ, რის გამოც მზად ვარ სიკვდილისთვის! მე ვერასოდეს ვერ შევძლებ საკუთარი თავისთვის იმის პატიებას შენ რომ რამე დაგემართოს. - მაგრამ... მე როგორ ვიქნები შენს გარეშე??? - ხმის კანკალით თქვა ელისმა. - ჯასპერი იზრუნებს შენზე. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, მე ხომ შეგპირდი. ელისი მკვეთრად შემობრუნდა სკამზე და მომეხვია. - მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ერთად გაემგზავროთ! - ხმას აუმაღლა ბელამ. - როგორ? - უნდობლად ჰკითხა ელისმა. - ბევრი ვარიანტი განვიხილე, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ დაგვეხმარება. - მაგრამ შენ არ მოგსვლია თავში ის ვარიანტი, რომ მეთვითონ წავიდე დამკვეთთან. თქვენ შეძლებთ წყნარად წასვლას, სანამ ის მთელ ყურადღებას ჩემზე გადმოიტანს. - ბოლო სიტყვაზე ბელას ხმა შეკრთა. - რას ბოდავ, იზაბელა სვონ? - ვერ მოითმინა დაიკომ. - შენ გინდა, რომ ჩვენ შენ ამოგეფაროთ? ჩვენი საჯდომები გადავარჩინოთ და მშვიდად ვიცხოვროთ და თან ვიცოდეთ, რომ შენ მოგკლეს? - მაგრამ ეს ხომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე! - ბელას ხმაში სასოწარკვეთილებამ გამომაფხიზლა. - ჩვენ ვართ დამნაშავენი, ბელა!!! - შევუსწორე მე. - მე რომ შემეძელოს, ეს რომ იყოს ჩემს ძალებში, ელისთან ერთად გაგგზავნიდი. მაგრამ ჯერ არ შემიძლია ამის გაკეთება. უახლოეს მომავალში მოვიფიქრებ გამოსავალს, მაგრამ არა ახლა. - არ მიგატოვებ! - თქვა ბელამ, მაიძულა გავჩუმებულიყავი. მხოლოდ ღმერთისა და ბელასთვის არის ცნობილი, რისი თქმა სურდა მას ამით. მან ის სიტყვები წარმოთქვა ხმამაღლა, რის თქმასაც მე ვერ გავბედავდი მისთვის. მაგარამ ეს უფრო ართულებდა ყველაფერს. მე გამოსავალს, ბელას გადარჩენის შესაძლებლობას ვეძებდი. ორივე ვერ წავიდოდით, მაგრამ მე შემეძლო მისი გადარჩენა მაინც მეცადა, მაგრამ ის ართულებდა ჩემს მიზანს. მთელი საღამო ყველანაირად ვცდილობდი მასთან ურთიერთობას გავქცეოდი. არ მინდოდა, უფრო სწორად, არ შემეძლო საკუთარი თავისთვის მასთან დაკავშირების საშუალება მიმეცა. ამის გარეშეც ძლიერად მიზიდავდა თავისკენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანით დავიწყე მისი ახლოს ყოფნის შეგრძნება. ჩემი სხეული უფრო ადრე რეაგირებდა, ვიდრე გონება იაზრებდა ბელას ოთახში ყოფნას. ჩვენ სასტუმრო ოთახში ვისხედით, ელისის გაფრენის გეგმას განვიხილავდით. დილით ის თავის ბინაში უნდა წასულიყო და აუცილებელი ნივთები შეეგროვებინა. აეროპორტამდე მისვლას ცალ-ცალკე ვაპირებდით, ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა. ჩემი ყოფნა აეროპორტში საერთოდაც არ ღირდა, მაგრამ არ შემეძლო არ გამეცილებინა ჩემი დაიკო, არ შემეძლო არ მეთქვა მისთვის უკანასკნელი „მშვიდობით“. ვიცი შევპირდი მას, რომ აუცილებლად შევხვდებოდით, მაგრამ საღი გონება მარწმუნებდა, რომ ამას არ ეწერა ასრულება. მაგრამ თუ ეს ტყუილი ელისის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, მე ბოლომდე გავაგრძელებ ტყუილს. - მე დასაძინებლად წავალ! - ელისმა ფართოდ დაამთქნარა და დივნიდან ადგა, რომელზედაც ის და ბელა ისხდნენ. - გამოიძინე, როგორც საჭიროა, პატარავ. - ღამე მშვიდობისა, ძამიკო. - ელისმა ლოყაზე მაკოცა. - ღამე მშვიდობისა, ბელა. - ღამე მშვიდობისა, ელის. - ერთხმად ვუთხარით ჩვენ. ბელამ თვალები დახარა. - თქვენგან მშვენიერი ბანდა გამოვა. - კუთხეს მიფარებულმა ელისმა დატოვა თავისი კომენტარი. მზერა ბელასკენ გადავიტანე. ის ისევ დანაღვლიანდა. მესმოდა, რომ რთულ სიტუაციაში ეს ნორმალური ადამიანური რეაქციაა, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მე მიყვარდა მისი ღიმილი, მომწონდა მისი სიწითლე. თრთოლვით და შიშით მივხვდი, რომ მზად ვიყავი ყველაფერზე წავსულიყავი, ოღონდაც ის ბედნიერი მენახა. - ყველაფერი კარგად იქნება, ხომ? - იატაკიდან თვალის მოუშორებლად, ძლივსგასაგონად მკითხა ბელამ. - არ ვიცი. - ყველაფერი ასე ცუდადაა? - ახლა ბელა ყურადღებით მიყურებდა თვალებში, რითაც მორიგი ტკბილი ტყუილის მოფიქრების პროცესს ართულებდა. - რისი მოსმენა გინდა? - მე მესმის, რომ პირობა, რომლის მიცემაც ელისისთვის მოგვიწია, შესრულებას არ ექვემდებარება. - მაშინ, რა გინდა ჩემგან? - ჯერ კიდევ არ მესმოდა, რისთვის იყო წამოწყებული ეს საუბარი. - მე უბრალოდ მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. - საკუთარი თავის მოტყუება გინდა? - მე ყურადღებით შევხედე ბელას, კიდევ ერთხელ ვაიძულე გაწითლებულიყო. - უფერო საკუთარი თავის გამხნევება! დარწმუნება! - შენ უნდა გესმოდეს, რომ სიტუცია მარტივი არ არის. ჩვენი ყოველი ნაბიჯი კონტროლდება. სანამ მათ არ იციან სად ხარ, კიდევ არაუშავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხვდებიან. ჩვენ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რა შეიძლება მოხდეს ყოველ მომდევნო წუთში. ისინი ძალიან ბევრნი არიან ჩვენ ორისთვის. - ორივეს მოგვკლავენ? - მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ გავოგნებულიყავი, როგორ მშვიდად ლაპარაკობდა ის საკუთარ სიკვდილზე. - ალბათ. - მაგრამ შენ ხომ შეგიძლია გადარჩენა. - თუ შეიძლება გამაგებინე, როგორ? - ჩემი კითხვა სარკასტულად ჟღერდა. მე ვიცოდი, რომ ბელამ დაიჭირა უხეში ნოტები ჩემს ხმაში. - შენ იცი! - ჩუმად მიპასუხა მან. - ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო! შენ ვერ გაბედავ! მათთან არ გაგიშვებ! - კი მაგრამ, რატომ არ მაძლევ შენი გადარჩენის საშუალებას? ბელა უცებ ადგა და იატაკზე ჩამოჯდა. ის ჩემს წინ იჯდა და თვალებში მიყურებდა. - შენ არ გესმის! - რა არ მესმის? რომ საკუთარი თავი მხსნელად გამოგყავს? რომ შენ გინდა შენი ცხოვრება პირველი შემხვედრისთვის გაწირო, რომელსაც შენთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს? და შენ ფიქრობ ელისზე? რა მოუვა მას? - და შენ? შენ გინდა შენი ცხოვრება იმ ადამიანის გამო გასწირო, რომელმაც მამაშენი მოკლა? - შენ არ გესმის! – ბელამ ისევ დახარა თვალები, იატაკის მორიგ წერტილს აკვირდებოდა. - მისმინე, – ფრთხილად ავაწევინე თავი ნიკაპით. - ვერაფერს ვერ იზამ. ვიღაცამ ზევით გადაკვეთა ჩვენი ბედი ისე, რომ ჩვენგან მხოლოდ ერთი ვერ გადარჩება. ორივენი უნდა გადავრჩეთ. ჩვენ ხომ შევპირდით! - ელისი მიწიდან ამოგვიღებს, პირობას თუ არ შევასრულებთ! - ბელამ ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა. - ზუსტად. იმ ღამეს ვერაფრით ვერ შევძელი დაძინება. ბელა სტუმრების ოთახში რომ წავიდა, მე საწოლში ვიწექი და მესმოდა. გამეფებულ სიჩუმეში ხმების გარჩევას ვცდილობდი, რომ მისი თანაბარი სუნთქვის, მისი ჩუმი გულისცემის ხმა გამეგო. ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ არც მას ეძინა. მაგრამ ალბათ ამ ბინაში საერთოდ არავის არ ეძინა. თვალს ვადევნებდი, როგორ შეიცვალა ღამე დილით, როგორ შემოიჭრნენ ჩაკეტილ ჟალუზებში მზის პირველი სხივები. მჯეროდა, რომ ერთხელ ჩვენს ბნელ ღამეს მშვენიერი დილა შეცვლიდა, სადაც არ იქნებოდა ცრემლები, შიშები, სიკვდილი. მე სტიმული მქონდა, ბელამ მაიძულა მერწმუნა. - შეხვედრამდე, ბელა. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, რომელიც არასდროს მყოლია. არ დამივიწყო. გაუფრთხილდი ჩემს ძამიკოს, კარგი ბიჭია. - ელისი ცრემლებს იკავებდა. - შეხვედრამდე, ედვარდ. ბელას გაუფრთხილდი. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც მყავს. თავს გაუფრთხილდით. - მშვიდობით, ელის! - ბელა ფრთხილად ჩაეხუტა ელისს, რომელმაც ტირილი დაიწყო ამ სიტყვებზე. - აეროპოტში შეხვედრამდე, დაიკო. კარებს ვკეტავდი, როცა ელისმა თავისი ჯიუტი თავი დარჩენილ პატარა ღრიჭოში შემოყო. - მე კიდევ გავისერინებ თქვენს ქორწილში! - და ამ სიტყვებით ის გაიქცა, უაზროდ ჩამომდგრები დაგვტოვა. - იცი, რა არის ყველაზე საშიში? - ვკითხე მე, როცა გონს მოვედი. - რა? -ზოგჯერ ელისის ნათქვამი ხდება ხოლმე! - ვიცოცხლებთ და ვნახავთ! - გაიღიმა ბელამ და სამზარეულოსკენ წავიდა. - დროა მეც გავემზადო. ორი საათი შეუმჩნევლად გაფრინდა. ყოველ ნახევარ საათში ვურეკავდი ელისს ახალი მობილურით, ვამოწმებდი მას. აეროპორტისკენ მივდიოდი, როცა მორიგი „კუდი“ შევამჩნიე. - აი, თქვენც, ბიჭებო! გადავწყვიტე წინა წარმატებული საშუალებით მესარგებლა, მკვეთრად შევუხვიე მოსახვევში, მაგრამ აქ კიდევ ერთი „კუდი“ შემხვდა. - მოემზადეთ, ბიჭებო! ხუმრობები დამთავრდა. ჩემზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ბილის სიტყვები გამახსენდა, რომ ის არ მომცემდა ქვეყნის დატოვების საშუალებას და ის ასრულებდა კიდეც თავის პირობას. მაგრამ როგორ ავუხსნა ამ უტვინო გორილებს, რომ მე არ ვაპირებ გაფრენას. ტელეფონმა დარეკა. - ედვარდ, სად ხარ? ჩასხდომა გამოაცხადეს. - მალე მოვალ, პატარა! „კუდების“ მოშორებას ვცდილობ. - დროზე, ძამიკო. ვგრძნობდი, რომ აეროპორტამდე არ მიმიშვებდნენ. მაგრამ არ შემეძლო არ გამოვმშვიდობებოდი ელისს. არ შემეძლო არ მეკოცნა მისთვის უკანასკნელად, არ შემეძლო არ მეთქვა მისთვის „მშვიდობით“. ახლა ხომ ყველაფერი სერიოზულადაა, ახლა მხოლოდ ეს სიტყვები ამჟღავნებდნენ თავიანთ აზრს. ყველაფერი რასაც ელისს ვეტყვი, უკანასკნელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ეს იქნება ის, რასაც ის ჩემზე დაიმახსოვრებს. ეს იქნება ის, რასაც მე საფლავში წავიღებ. მე უნდა მენახა ჩემი დაიკოს ჩაწითლებული და ნამტირალები თვალები. ჩემთვის აუცილებელი იყო მისი კანის სურნელის ჩასუნთქვა, რომელიც უზრუნველ ბავშვობას მახსენებდა. ეს ის ერთადერთი იქნება, რის თან წაღებასაც შევძლებ, დავიმახსოვრებ. სასოწარკვეთილებამ მომიცვა, როცა მლაშე ცრემლები გარეთ გამოვიდნენ. ბლოგბასტერის გმირივით დავტოვე ჩემი ავტომობილი აეროპორტის შორი-ახლოს და შიგნით შევვარდი. არ მახსოვს, როგორ გადავახტი ტურნიკეტს, დავუსხლტი ბლექის ერთ-ერთი დაცვის თათს, არ მახსოვს, როგორ გადავკვეთე მოსაცდელი დარბაზი . ერთადერთი, რაც კარგად დავიმახსოვრე, ერთ-ერთი დარბაზის შუშის კედლის უკან ელისის ცრემლებით სავსე სახე იყო. მისი თვალებში ნაღველი სინაზემ შეცვალა, როცა მე შუშის კედელთან მივირბინე და ხელები მივადე. კედლიდან ვხედავდი მის თითებს, მის სახეს ვეხებოდი, ვცდილობდი მისი ყოველი მილიმეტრი დამემახსოვრებინა. ვცდილობდი მისი ცრემლები მომეწმინდა. შუბლი კედელს მივაჭირე, ელისს დავუძახე, რომ იგივე გაეკეთებინდა. ჩემთვის სულერთი იყო, რას ფიქრობდა ხალხი, რომელიც ჩვენ გვიყურებდა, როცა ჩვენ შუშის კედლის სხვადასხვა მხარეს ვიდექით მასზე შუბლ და ხელებ-მიდებული. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მე ელისის ხელების სითბოს ვგრძნობდი, რომელიც კედელში ატანდა. - მიყვარხარ! - მშვიდობით! - შენ შემპირდი! - თავს გაუფრთხილდი! - შენც! ელისმა თავისი ცელქი ღიმილით გამიღიმა და ჯასპერისკენ წავიდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ გვიყურებდა. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ მერე, თვითმფრინავის სალონში, ელისი ჯასპერის მხარში სახეჩარგული ხმამაღლა იტირებს, მიხვდება, რომ ეს დასასრულია. მე მას ასეთს დავიმახსოვრებ, მხიარულს, ცელქს და მომღიმარს. სწორედ ამას წავიღებ მე უსასრულობაში. ნელა მოვდიოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ და მშვენივრად ვიცოდი, რომ ხალხმრავალ აეროპორტს ვკვეთდი. არ მაღელვებდა შავებში გამოწყობილი ნავარჯიშები ხალხი, რომლებიც ჩემ ყოველ მოქმედებას აკვირდებოდნენ. ჩემთვის სულერთი იყო. მე ახლახან ჩემი ნაწილი ჩავსვი თვითმფრინავში, მე ჩემი სულის ნახევარს გამოვემშვიდობე. სახლამდე მიმაცილეს, არც ცდილობდნენ შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ. არც მე ვცდილობდი დამალვას, ბრძოლა დაიწყო. არ ვიცი, რა დაინახა ბელამ ჩემს თვალებში, როცა სახლში შევედი, მაგრამ ამან შუა გზაში გააშეშა ის. იმან, რაც მან დაინახა, არ მისცა ჩემთან მოსვლის საშუალება, როცა მე ჩემს ოთახში ჩავიკეტე. მან მარტო დამტოვა საკუთარ თავთან, თითქოს იცოდა, რომ უკეთესი ასე იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად, დედის სიკვდილის შემდეგ, ტუჩებზე მლაშე ცრემლების გემო ვიგრძენი.
vaimeee sawylebiiii ramdeni vitire am tavze es degenerati bili, ro kitxo shvilivit uyvars da, idioti! is momewona edma rom tqva elisis sityvebi xdeba xolmeo velodebi axal tavs da imedia ase agar daigvianebs