სამივე თავი ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა უმაგრესი ფიკია ედვარდი მეცოდება ძნელია როცა მასეთი ცხოვრება გაქვს . ელისი როგორც ყოველთვის საყვარელია . ძალიან მაინტერესებს როდის გამოჩნდება ბელა და როგორ განვითარდება მოვლენები ველოდები შემდეგ თავს
სახლის სხვენში რომ აღმოვჩნდი და რესტორნის შესასვლელთან 165 გრადუსიანი კუთხე შევქმენი, მივხვდი, რომ ჩემ ამპლუაში ვიყავი. ყველანაირი უსიამოვნო წინათგრძნობა იმ მომენტშივე გაქრა, როგორც კი იარაღი ხელში ავიღე. «ყოჩაღ, ედვარდ» ახლა საქმემ, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ წარმოუდგენლად რთული შესასრულებელი მეჩვენა, ჩვეულებრივი სახე მიიღო. უამრავი წელი დამჭირდა იმ დონეზე მისასვლელად, რომელზეც ახლა ვიყავი. უბრალოდ არ შემეძლო ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დამენგრია რაღაც სულელური წინათგრძნობისა და ჭკუიდან შეშლილი მდიდარი კლიენტის გამო. ფული აფუჭებს ადამიანს - ეს წმინდა წყლის სიმართლეა. ისინი ტყუილ გრძნობას უსაზღვრო თავისუფლებას აძლევენ. თავისუფლებას რისგან? ცრურწმენისგან. მაგრამ თუ ხალხისგან დამოუკიდებელნი ვხდებით, სამაგიეროდ უფრო საიმედო მატერიალის მახეში ვებმებით. კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი მსხვერპლის არისტოკრატული ნაკვთები - მოკლე მუქი ფერის თმები, თავდაჯერებული მზერა - კარებს შევხედე, სამიზნე გავასწორე. ერთი შანსი, ერთი გასროლა, ერთი სიცოცხლე, მისი ან ჩემი. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. რესტორნის კარები ფართოდ გაიღო და მასში ორი ადამიანი შევიდა, მამაკაცი და ქალი. კაცის სახე ზუსტად შეესაბამებოდა იმას, რასაც სურათზე ვხედავდი. თითი სასხლეტზე დავდე, ფიქრებში გამიკვირდა, რომ დაცვა არ არსად ჩანდა. ის იყო სასხლეტს თითქმის ბოლომდე დავაჭირე, რომ გოგონამ ნაბიჯი გადადგა და ჩემ მსხვერპლს გადაეფარა. «ჯანადაბა! რას აკეთებ?» როცა ქალი ისევ გაიწია, მცველები გამოჩნდნენ და თავიანთ უფროსს გარშემო შემოეხვივნენ. «შენის შანსი გაუშვი, რომელზეც ბილი გეუბნებოდ» აზრობრივად უკვე გამოვემშვიდობე საკუთარ სიცოცხლეს, ზუსტად ვიცოდი, რომ შანსი მხოლოდ ერთხელ მეძლეოდა. მაგრამ ბედი ჩემს მხარეს აღმოჩნდა. გოგონამ დატოვა თავისი უფროსი თუ საყვარელი, არ ვიცი, და ერთ-ერთმა მცველმა შეცდომა დაუშვა. მისი მხარი კაცის მკერდს ფარავდა, მაგრამ მან თავი გვერდზე გასწია, რომ რაციაში რაღაც ეთქვა. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა შანსი, რომ ჩემი წინდაუხედავობა გამომესწორებინა. ერთი წამი. ერთი ამოსუნთქვა. ერთი დაჭერა. ერთი სიკვდილი. მისი სიკვდილი. კიდევ ერთხელ შევამოწმე ჩემი ნამუშევარი, დავრწმუნდი იმაში, რომ არავინ არ იხედებოდა ჩემს მხარეს. ყველა უკვე მკვდარი სხეულის თვალიერებით იყო გართული. დაშლილი იარაღის ნაწილები შევაგროვე და სხვენიდან ჩამოვედი. გადავამოწმე, რომ ვერავინ ვერ მამჩნევდა, თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე ჩემი მანქანისკენ. მაგრამ სადარბაზოდან გასვლაც ვერ მოვასწარი, რომ ვიღაც შემოფრინდა და მკერდზე მომასკდა. შეშფოთებულმა თვალები დავხარე და მომაჯადოვებელ წაბლისფერ თვალებს შევხვდი, რომელიც ნაცნობი მომეჩვენა. ამ თვალებმა განმგმირა. მათ ვუყურებდი, არ ვინძრეოდი, სუნთქვას ვერ ვბედავდი, რომ ეს მშვენიერი ჩიტუნა არ შემეშინებინა. გოგონამ უკან დაიხია და ჩემს ხელში მყოფ შავ სახვევს შეხედა, რომელიც ჩოგანის ჩასადებს გავდა. - თქვენ… - დაიწყო მან, მაგრამ მე შევაწყვეტინე. - ცნობილი სპორტსმენი? ჰო, თქვენ მე შემაშინეთ, ფანებისგან ვიმალები. - არა, ეს თქვენ, ახლახან...ო, ღმერთო... - გოგონას თვალები ცრემლებით აევსო, როდესაც მან მზერა ჩვენგან რამდენი მეტრით დაშორებულ მკვდარს მიაპყრო, რომელსაც მცველები ჰყავდა შემოხვეული. - რა? – მისკენ ნაბიჯი გადავდგი. მის სახეზე შიში აისახა. - თქვენ... თქვენ... მკვლელლი… - მოკეტე! იდაყვში ჩავავლე ხელი და ბნელი სადარბაზოსკენ წავათრიე. მისი სუსტი სხეული კედელს მივაყრდნე და პირზე ხელი მივაფარე. მის ხშირ სუნთქვას და ძლიერ, ჯიუტ, ახალგაზრდა გულის ცემას ვგრძნობდი. - თუ ჩუმად იქნები, ცოცხალს დაგტოვებ. გასაგებია? პასუხად ძლიერი კბენა მივიღე. ამოვიგმინე, პირზე მეორე ხელი მივაჭირე, თან იარაღი დავაგდე. - მაპატიე, მაგრამ შენ მე გამოსავალს არ მიტოვებ. ყელზე ნემსის წვერი მივადე, ვუჩხვლიტე, რამდენიმე წამით გავაჩერე, სანამ მისი სხუელი არ მოდუნდა ჩემს ხელში. ქალთან არასდროს არ მიჩხუბია, მაგრამ ახლა თავდაცვის ინსტიქტმა მშვენივრად იმუშავა. საიდან გაჩნდა ის და რატომ გამოიქცა მაინდამაინც აქეთ? არ გამომრჩენია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ გოგონამ არ მომცა მსხვერპლის მოკვლის საშუალება პირველივე ჯერზე. იმ კაცთან ერთად იყო, დაცვა იცნობს მას და მოაკითხავენ კიდეც. - ჯანდაბა! აქაურობას უნდა მოვშორდე. მაგრამ მას აქ ვერ დავტოვებდი, მან სახე დამინახა. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ რთული სიტუციიდან ის იყო, რომ ახლავე და აქ მომეღო მისთვის ბოლო. ჩემს თავს მორიგი სისუსტის უფლება მივეცი და გოგონას მშვენიერ სახეს შევხედე. დახუჭული თვალები, ფერმკრთალი სახე, უკან გადაყრილი წაბლისფერი თმა. ციდან ჩამოსული ანგელოზივით მშვენიერი იყო. მაგრამ ამასთან ერთან ის დემონიც იყო, რომელიც იმისთვის გამოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრება გაანადგუროს, დაანგრიოს ის ყველაფერი, რაც გამაჩნია. «ამას არ დავუშვებ» მაგრამ მისი მოკვლა არ შემეძლო. ჩემი პირადი დემონი იყო, მაგრამ მას ეს განზრახ არ გაუკეთებია. ნამდვილი შემთხვევითობა, ჩემი წინდაუხედავობა, მისი სიცოცხლე. მე არამზადა ვიყავი, სულის წარმთმევი, მაგრამ არ შემეძლო ამ მშვენიერი ანგელოზის მოკვლა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, მე არ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი. ხელში მისი სხეული ავიტაცე და მისი არომატი ჩავისუნთქე. ვანილი, ვაშლი და კიდევ რაღაც. ამ სუნისგან სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. უბრალო გოგონა, ის ხომ ჯერ კიდევ ახლაგაზრდაა, რომელმაც ჩემში უამრავი სხვადასხვა ემოცია გამოიწვია. მე დამავიწყდა, რა არის ჩაეხუტო ქალს და არ ელოდო მისგან რაიმეს სანაცვლოდ. არ მახსოვდა ეს მათრობელა ჟრჟოლა პირველი შეხებისგან. მე დამავიწყდა, რას ნიშნავს გსურდეს ქალი, მხოლოდ ერთადერთი. ის ვინც შენში ვულკანივით დაუმორჩილებელ სხვადასხვა ემოციებს და შეგრძნებებს აღვიძებს. «ღმერთო, რას ვამბობ!» მე მკვლელი ვარ, ხოლო ის... ის ახლა ჩემი მსხვერპლია... ჩვენ ორივე ბედის მძევლები ვართ, რომელმაც ჩვენ ცუდ დროს შეგვახვედრა. «რატომ გამოიქეცი აქეთ?» ვეკითხებოდი სასოწარკვეთილი, თან გოგონას გულზე ვიხუტებდი, რომ ამ ბინძური სადარბაზოდან გამეყვანა, სანამ მის არყოფნას შეამჩნევდნენ. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც თავში მომივიდა იყო ის, რომ აქედან წამეყვანა, ჩემს ბინაში მიმეყვანა და უკვე მერე მომეფიქრებინა რა მექნა. დიდი იმედი მქონდა, რომ ბილი მეტყოდა რა უნდა მექნა. ამ მშვენიერი და უცოდველი ქმნილების მოკვლა არ მინდოდა. კიდევ ერთხელ შევამოწმე გასასვლელი და ჩემი მანქანისკენ წავედი. ფიქრებში გადავუხადე მადლობა საკუთარ თავს, რომ მანქანა ძალიან შორს არ დავაყენე. რა თქმა უნდა, გოგონა მსუბუქი იყო, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მსუბუქიც, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ მინდოდა. აი, ის მომენტიც, როცა მისი სხეული მანქანაში მოვათავსე და ერთ-ერთმა გამვლელმა თავი მოაბრუნა და შემომხედა. წამით მომეჩვენა, რომ მისი სახე სადღაც მქონდა ნანახი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე სად. ჰო და თან ასეთ წვრილმანზე დაფიქრების დრო არ მქონდა. მანქანა დავქოქე და ადგილს მოვწყდი. ჩემი ბინა მკვლელობის ადგილიდან შორი-ახლოს მდებარეობდა, ამიტომ მოსაფიქრებლად სულ რამოდენიმე წუთი მქონდა. ბილისთან დარეკვას ჯერ არ ვაპირებდი, ეს რაც შეიძლება უსაფრთხოდ უნდა გამეკეთებინა. ჯანდაბა! მუშტი საჭეს დავარტყი, ბედს ვწყევლიდი იმის გამო, რომ ეს გოგონა იმ დაწყევილი სახლის სადარბაზოში მოიყვანა. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თავს უკვე მოდუნების საშუალება მივეცი და დავრწმუნდი, რომ ჩემი ცხოვრება საფრთხეში არ არის, ის გამოჩნდა. უკანა ხედვის სარკიდან გოგონას ვუყურებდი, რომელიც მშვიდად იწვა უკანა სავარძელზე. ის რამდენიმე წამში მოვა გონს. ვიცოდი, რომ მისი სხეული ტკივილისგან დაიტანჯებოდა, მაგრამ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ეს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არა ჩემთვის. მე ჩემს თავს იმის უფლება მივეცი, რომ ის ცოცხალი დამეტოვებინა. კიდევ ერთხელ შევხედე მის სახეს, შევამჩნიე, რომ ის დაახლოებით ელისის ასაკის იყო. ალბათ ისიც ვიღაცის დაა. ვიღაცას უყვარდა ის და სახლში ელოდა, მაგრამ დღეს ამას ასრულება არ ეწერა. ჩემი დაიკო, ელისი. დღეს ვერ გნახავ, ისიც კი არ ვიცი, როდის დადგება ჩვენი შემდეგი შეხვედრა ან დადგება თუ არა საერთოდ. შესვენების დრო მოვიდა. მოხდა ის რის თავიდან აცილებასაც დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი. ედვარდ კალენმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. სხვა ჩემს ადგილზე იმედოვნებდა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევდა გოგონას გაქრობას. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მთელი ეს დავალება უწყვეტი უსიამოვნებათა ჯაჭვია, ნამდვილი შეცდომა. მართლა მოწყობილია. მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ გამოიქცა ამ დაწყვევლილი სახლისკენ. სწორედ ეს იყო მოწყობილი. ის გამოგზავნეს, რომ მე ვემხილე, რომ დაენახა ნამდვილი პროფესიონალი ქილერი, რომელმაც ქალაქის ვიცე-პრეზიდენტი მოკლა. კიდევ ერთხელ შევხედე ამ მშვენიერი ნაკვთებს და მიხვდი, სად მენახა ის ადრე. გამახსენდა ის დღე, როდესაც მე და ელისი პარკში გამოვემშვიდებეთ ერთმანეთს. გოგონა უზარმაზარი შოკოლადისფერი და სევდით სავსე თვალებით. ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ მომენტში არ ხარობდა, როდესაც გარშემო ამდენი სიხარული და სიცილი იყო. ჯერ კიდევ მაშინ მომინდა მასთან მივსულიყავი და მენუგეშებინა. ნუთუ მოგზავნილი იყო? მითვალთვალებდა? და თუმცა ფაქტები ამტკიცებდნენ ამ ყველაფერს, არ მინდოდა ამის დაჯერება. ჩემთვის უფრო ადვილი იყო ის მერწმუნა, რომ რაღაც უხილავმა ძალამ შეგვახვედრა ჩვენ, რომ ამ უხილავმა ძალამ მოიყვანა ის პარკში და იმ სადარბაზოში. მაგრამ ხდება კი ასეთი დამთხვევები? თუ „კი“, მაშინ რატომ მაინცდამაინც ჩემთან? და რატომ მაინცდამაინც მასთან? წამით წარმოვიგინე, რა მოხდებოდა ჩვენ რომ სხვა დროს, სხვა სამყაროში შევხვედრილიყავით, მაშინ მე ნამდვილად დავინტერესდებოდი ამ გოგონათი. ახირებული ბავშვის ტუჩები, მსუბუქი სიწითლე, უზარმაზარი შოკოლადისფერი თვალები, ეს ყველაფერი ჩემთვის სილამაზის იდეალად იქცა. მაგრამ ეს ოცნებებში. ხოლო ახლა, ახლა, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია. არც კი ვიცი რით დამთავრდება ეს საბედისწერო შეხვედრა. თითქოს ჩემს აზრს ემოწმებოდაო, ჯიბეში ტელეფონმა დარეკა. აპარატის ყურთან მიტანაც კი ვერ მოვასწარი, რომ იქიდან ბილის გაცოფებული ხმა გაისმა. - კალენ, რა ჯანდაბას აკეთებ? - მეც მიხარია შენი ხმის გაგონება, ბილი. - ნუ სულელობ! სად არის ის გოგო? - მზად ვიყავი დამეფიცა, რომ ბილიმ გადააფურთხა. - რომელი გოგო? – ვკითხე მე, სარკეში ჩავიხედე, შევამოწმე მომყვებდოდა თუ არა ვინმე. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ახლა მომივიდა თავში ეს აზრი. გზა სუფთა იყო. - მოკლულის ასისტენტი. ის შენთან ერთად გაქრა! - მე არ გავმქრალვარ, ბილი. უბრალოდ სუფთად შევასრულე ჩემი სამუშაო. - დაგინახა? - არა. – მოკლედ მოვიტყუე მე, მშვენივრად ვიცოდი, რა ელოდა არასასურველ მოწმეს. - დამკვეთმა დამირეკა, მას სჭირდება ეს გოგო, იზაბელა სვონი, რომელიც გასროლის შემდეგ სადღაც გაქრა. მისმა ხალხმა დაინახა, როგორ გამოიქცა ის რომელიღაც სახლისკენ და მეც გავიფიქრე, რომ მან დაგინახა. - მესმოდა, როგორ ჩაუცხრა ბილს სიბრაზე, მაგრამ ჯერ კიდევ დაძაბული იყო. - მე კარგად გაგისწორე ანგარიში, ბლექ. ზედმეტი ტვირთი არაფერში მჭირდება. - სად ხარ? - ცოტა ხნით ქალაქიდან მივემგზავრები, როგორც შენ თქვი. - ვუპასუხე მე, განაწყენებული კილო გავითამაშე. - ახლა ვერ გაემგზავრები, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. - რა პრობლემას, ბილი? ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. - არა, კალენ. თუ ამ გოგომ დაგინახა, ეს დიდი პრობლემაა. ის დამკვეთს სჭირდება. - მაპატიე, მოძებნით არ დავკავდები. - შენ ვერ გამიგე, ედვარდ. შენ არ დატოვებ ქალაქის საზღვრებს. ამაზე მე ვიზრუნებ. აჰ, შე ბებერო მელა! ყურმილი დავკიდე. ვიცოდი, რომ ბილის შეეძლო მუქარის შესრულება. მეტისმეტად კარგი კავშირები ჰქონდა. - ასე რითი გააბრაზე დამკვეთი, გოგონა? - უკანა სავარძელზე მყოფ გოგონას მივმართე მე. - თუ იმის გაგება უნდა ვინ ვარ მე? მაპატიე, მაგრამ შენ ამას არ ეტყვი. ჩემი სახლის წინ გავჩერდი. წინ რთული დავალება მქონდა - გოგონა მესამე სართულზე, ბინაში უნდა ამეყვანა. მთავარი იყო, ეს არავის შეემჩნია, მაგრამ ამის შანსი მცირე იყო. ბილისთან ლაპარაკის შემდეგ ერთი სახე გამახსენდა, იმ კაცის, რომელიც მკვლელობის ადგილზე გამოჩნდა. ის მითვალთვლაებდა, ამოწმებდა რამდენად სუფთად შევასრულე სამუშაო. დამკვეთი არ მენდობოდა, მე კი მას არ ვენდობოდი. მაგრამ მე მოგებული ვრჩებოდი, რადგან არავინ არ მიცნობდა, ჯერ. არავის არ შეუმჩნევია, რომ თანაშემწე ჩემთან ერთად წამოვიყვანე. სანამ ის აქ არის, შემიძლია თავისუფლად ვისუნთქო. ახლა ჩვენი გზები გადაიკვეთა. ჩვენი სიცოცხლე ერთმანეთზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა საწყენი იყოს, ახლა ჩემი სიცოცხლე ამ სუსტი, ჩემთვის უცნობი და საშინლად ლამაზი გოგონას ხელში იყო, რომელიც იმაზე ადრე მოვიდა გონს ვიდრე ველოდი. - სად ვარ?
- სად ვარ? – იკითხა მან,თან ძლიერად მოიჭირა თავზე ხელები. პირადი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ მას ახლა არც ისე სასიამოვნო შეგრძნება ჰქონდა. უბრალოდ ყურადღებით შევხედე, ჩუმად ვიყავი, არ მსურდა მასთან საუბარი, მეშინოდა არ მეუხეშა. ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღო, ხელის ცეცება დაიწყო კარის სახელურის საძებნელად. მე წყნარად ვუყურებდი მის ქმედებას, ძლივს ვიკავებდი სიცილს ჩაკეტილი კარების გაღების მცდელობის ყურებისას. მცირე დაფიქრების შემდეგ, მან მორჩილადმიადო თავი სავარძლის საზურგეს. მან თვალები დახუჭა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, რის შემდეგაც მისმა სახემ თავშეკავებული გამომეტყველება მიიღო. - ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? - უკვე მშვიდად მკითხა მან. - თუმცა არ მიპასუხოთ, მე ისედაც ვიცი. თქვენ მკვლელი ხართ. ჰოდა რას ველოდებით. მოდით ბარემ ბოლო მოვუღოთ ამ ყველაფერს. - ასეთი ახალგაზრდა ხარ და მზად ხარ ასე უბრალოდ გამოემშვიდობო სიცოცხლეს? - ჩემს არსებობას უკვე დიდი ხანია ცხოვრება აღარ ქვია. -მწარედ ჩაიჩურჩულა მან, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩემი გაოგნება. მე მისკენ შევბრუნდი და მის შოკოლადისფერ თვალებში ჩახედვას შევეცადე, რომლებსაც ის ჩემგან მალავდა. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელია ასეთმა ახალგაზრდა ლამაზმა გოგონამ, იცოდეს, რომ ახლა მოკვდება და ასე წყნარად იჯდეს, განაჩენს ელოდებოდეს. - სიკვდილი არ არის ყველა პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, ეს გაქცევაა, სისუსტე. - თუნდაც. თქვენ რა მქადაგებელი ხართ? სიკვიდილის წინ აღსარების მიღება გინდათ? - გოგონამ გაკვირვებით აწია წარბები ზევით. ეს გამომეტყველება მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. ახლა მან მომაპყრო მზერა, პასუხს ელოდა. თვალებში ცეცხლი ენთო, მაგრამ ეს არც სიძულვილი და არც შიში არ ყოფილა. ამ ხანძრისთვის სახელის დასარქმევად შესაფერისი სიტყვა არ მომეპოვებოდა. ვულკანისთვის, რომელიც იმუქრებოდა, რომ სადაცაა ამოხეთქავდა და ჩამითრევდა ჯოჯოხეთის ცეცხლში. სწორედიქ არის ჩემი ადგილი. - ვინ ვარ მე, რომ შენ ცოდვებისგან გაგანთავისუფლო?! - ამ ძალიან სახალისო პერსპექტივამ-რომ მკვლელი თავის მსხვერპლს ცოდვებისგან ანთავისუფლებს- ღიმილი მომგვარა. - ე.ი. იზაბელა სვონ… - უბრალოდ ბელა. - შემისწორა გოგონამ. - კარგი, „უბრალოდ ბელა“, რა უნდა შენგან იმ ადამიანს, ვისი სახელიც მე არ ვიცი? - გააჩნია, ვისზეა ლაპარაკი. - ჩემს დამკვეთს შენი მიღება სურს! ის გეძებს! შენ იმისთვის გამოგგზავნა, რომ გაიგოს ვინ ვარ? - დავსვი კითხვა მე. - მე არავის არ გამოვუგზავნივარ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მე სუფთად და ნამდვილად ვემსახურებოდი ახლა მკვდარია. მკვდარი. თქვენ მოკალით ის. - კარგი. მაშინ რატომ გამოიქეცი იმ სადარბაზოსკენ? - არ ვიცი. მესმის, რომ ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ მე რომ მკვლელი ვყოფილიყავ შევეცდებოდი ისეთი ადგილი შემერჩია, სადაც ძებნას არავინ დამიწყებდა. ვინ თქვა, რომ ქალები სულელები არიან?! მე პირადად ენას ამოვაჭრიდი ამის მთქმელს. ჩემს წინ ისეთი ეგზემპლარი იჯდა, რომელიც უნდა შეისწავლო, როგორც ყველა ჭკვიანი ქმნილება, მე კი მისი მოკვლა მევალებოდა. - რაში გჭირდება იმის ცოდნა თუ ვინ მოკლა შენი უფროსი? - მე არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. - მუხლები ნიკაპთან მიიტანა, პატარა ჯიუტი ბავშვივით იმეორებდა. - უბრალოდ გულმა მიგრძნო თუ რაღაც. უბრალოდ მომინდა ამ ადილისკენ გამოქცევა, არც კი მახსოვს როგორ აღმოვჩნდი სადარბაზოსთან. - რა უნდა შენგან ამ ადამიანს? - არ ვიცი. არ ვიცი ვისზეა ლაპარაკი. - იცი, - მე ჩემი კარები გავაღე და მასთან მივედი, - ჩემთვის კი ეს სულერთია. -საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნების გეგმა გაჩნდა ჩემს თავში. – მანქანიდან გადმოდი! - რა? – გაკვირვება კვლავ აისახა მის მშვენიერ სახეზე. - გადმოდი! - მე არსად არ წამოვალ! - როდესაც გოგონას მანქანიდან გადმოყვანას ვცდილობდი, ის ცდილობდი ფრჩხილებით ჩაჭიდებოდა ტყავის სალონს. ყურადღების მიქცევაარ მინდოდა, მაგრამ ის ჯიუტად არ აპირებდა მანქანიდან გადმოსვლას, არ მომყვებოდა. - წამოხვალ. დღეს ჩემთან დარჩები, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, ხვალ კი შენ თავს იმ ადამიანს გადავცემ, ვისაც ასე სწყურია შენთან შეხვედრა. ბილიმ თქვა, რომ არაფრის არ უნდა შემშინებოდა. ეს გოგონა დამკვეთს პირადი ინტერესებისთვის სჭირდებოდა, რომელიც მე არ მაინტერესებდა. მას სურს ის და მიიღებს კიდეც. - არ მინდა! - შენ არავინ არ გეკითხება. ბელამ განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და მე უკვე გავიწვდინე ხელი ნემსისკენ, დღევანდელი ნომრის გამეორებას ვაპირებდი. - გთხოვთ, არ გინდათ. არ გააკეთოთ ეს, მე არ მინდა გონების დაკარგვა. ჩემით წამოვალ. ისევ ეს თავშეკავება თვალებში. ხალხის ნდობას გადაჩვეული ვარ, გოგონას ხელი იდაყვში წავავლე,ბარგი ამოვალაგე და ის იმ სახლისკენ წავიყვანე, რომელშიც ვცხოვრობდი . - საღამო მშვიდობისა, ბატონო კალენ. მიხარია თქვენი ნახვა. - კონსიერჟი, როგორც ყოველთვის, სითბოს ასხივებდა. - საღამო მშვიდობისა, სმიტ. სმიტმა, სანამ ჩვენს წინ კარებს გააღებდა, ბელას შეავლო მზერა. - სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. - დამშვიდობების მითხრა სმიტმა, რის გამოც ბელამ ამოიქშინა. - მადლობ. კარები დაიკეტა და ჩვენ სიჩუმეში ჩავიძირეთ, ორივე ჩვენ-ჩვენთვის ვფიქრობდით. მე არ გამომრჩენია, როგორმათვალიერებდა ბელა ჩუმად, სანამ მე ჯიბიდან გასაღების ამოღებას ვცდილობდი. - კარგად დამათვალიერე? - ვკითხე მე, როდესაც მესამე სართულზე ლიფტის კარები გაიღო. ბელა სახეზე გაწითლდა და თვალები მორცხვად დახარა, თუმცა არაფერი არ მიპასუხა. ღმერთო, როგორ მოუხდა გაწითლება. ვერც წარმოვიდგენდი,რომ ამ სამყაროში, რომელიც ცინიზმით და თვალთმაქცობითაა სავსე, ახალგაზრდა ადამიანი შეიძლება რაიმემ გააწითლოს. - შემოდი, მაგრამძალიან ნუგაშინაურდები, შენ აქ ცოტა ხნით ხარ. გასაღები მაგიდაზე დავაგდე, მაგრამ გადავიფიქრე და უკან ჯიბეში ჩავიდე, თან კარებზე სიგნალიზაცია დავაყენე. აი, გამომადგა კიდეც. ადრე არასდროს არ გამომიყენებია ჩემი საცხოვრებლის ეს დაცვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავად შევძლებდი საკუთარი თავი დაცვას, მაგრამ ახლა სხვა დრო დადგა. არ ვიცოდი რა შეიძლებოდა შემდეგ წუთში მომხდარიყო. ამიტომ ზედმეტი წინდახედულება ხელს არ შემიშლიდა. მითუმეტეს არ ვიცოდი რას უნდა მოველოდე ბელასგან. მე ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე მასში ბოლომდე. ან როგორ უნდა გავრკვეულიყავი? როცა მასზე ერთი შეხედვითაც კი ჩემში დიდი ხნის დავიწყებული ინსტინქტები იღვიძებს. ყველაფრისდა მიუხედავად, მე კაცად დავრჩი, ჩემში მონადირის ინსტინქტმა გაიღვიძა. ის ჩემი ნადავლი იყო, მიუწვდომელი და სასურველი. მაგრამ არ ვაპირებდი ემოციებს ავყოლოდი, ახლა საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხებოდა, მე ვერ მივცემ საცოდავ სურვილს იმის უფლებას, რომ მშვენიერი გოგონა დაიპყროს და დამღუპოს. - ეს თქვენი საცხოვრებელია, ბატონო კალენ? - ედვარდ, ჯერ-ჯერობით შეგიძლია ასე მომმართო. - და მერე? – ჩემი საცხოვრებლის თვალიერებას მოეშვა და მკითხა ბელამ, თან თავისი უზარმაზარი თვალები მომაპყრო. - რა მერე? - მერე რა იქნება? - ჯერ არ გადამიწყვეტია. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ შენი დიდხანს აქ ყოფნა არ შეიძლება. და საერთოდ შენთვის უკეთესია დაივიწყო ვინ ვარ, როდესაც ამ ადგილს დატოვებ. - შენ გინდა, რომ მას, როგორც ნივთი ისე გადამცე. - მისი ასაკისდა მიუხედავად, მას მშვენივრად ესმოდა რა და რისთვის. ის მართალი იყო, მე მას საკუთარი ტყავის გადასარჩენად ვიყენებდი. როგორც ჩანს სვონმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ ბუნებაში არ არსებობს სამართლიანი ურთიერთობა. მთელი ჩვენი ცხოვრება - დაუსრულებელი გარიგებაა. ჩვენერთს ვაძლევთ მეორეს სანაცვლოდ. ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცის ასე უბრალოდ მიღება. ამ ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, თავად ცხოვრებისთვისაც კი გიწევს გადახდა. - სხვა გამოსავალი არ მაქვს. - გულწრფელად ვუპასუხე მე, მთლიანად ტიკივლითა და წუხილით სავსე თვალებში ვუყურებდი. ისე უბრალოდ შემეძლო მის თვალებში ემოციების წაკითხვა. ბელა იმდენად გახსნილი იყო ჩემთვის, რომ მე არ მჭირდებოდა ჯადოქარი ვყოფილიყავი, რომ მისი ფიქრები მცოდნოდა. - ამაზე შენი ცხოვრებაა დამოკიდებული. მესმის, ჩემი სიცოცხლე შენის სანაცვლოდ. ყველაფერი სამართლიანია. - რა შორსმჭვრეტელი ხარ. საიდან მოიტანე, რომ შენი მოკვლა უნდათ? - ვკითხე მე, გოგონა დასაჯდომად ჟესტით დავპატიჟე. ის დამემორჩილა. როდესაც მე მის წინ სავარძელში მოვეწყვე, მან მიპასუხა, თან რაღაცას მიშტერებოდა. - მე უკვე ვთქვი, რომ სიკვდილი - საუკეთესო გამოსავალია. მე მზად ვარ, თუკი ყველაფერი ასე მოხდება. - ბელამ თითები შეაერთა და თვალები დახუჭა. - მაგრამ ცხოვრება ასეთი ადვილი არ არის, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენება. ის არასდროს არ გაძლევს იმას, რაც გინდა. - ვინ არის ეს ადამიანი? - ვერ გეტყვი. შენთვის უკეთესია არ იცოდე, ასე გადარჩენის შანსი გექნება. შენ ხომ ეს გინდა? უცნაურია, მაგრამ პირველად ელისის გარდა ვიღაც ზრუნავდა ჩემზე. ეს სუსტი გოგონა მზად იყო იმ ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაეღო საკუთარი, ვინც მისი უფროსი მოკლა. - კი მაგრამ რაში ჭირდები? - მე ბომბა ვარ შენელებული მოქმედებისთვის. მექანიზმი, რომელსაც შეუძლია მისი კარგად დაგეგმილი და გათვლილი ცხოვრება დაანგრიოს. მას ჩემი მოშორება უნდა, რომ მშვიდად იცხოვროს. ის ძალიან გავლენიანია, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ჩემს თავში ინახება, მას ასუსტებს, ის კი ამას არ არის მიჩვეული. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ სამყაროში არსებობა. - მაგრამ რატომ არ შეგიძლია გაუზიარო ეს ინფორმაცია და ამით სიცოცხლე შეინარჩუნო? - არ შემიძლია, პირობა მაქვს დადებული - ისევ ნაღვლიანად მიპასუხა ბელამ. - სულელური პირობა ვერ გადაგარჩენს,სამაგიეროდ სრულიად თავისუფლად შეიძლება მოგკლას. - ის ნებისმიერ შემთხვევაში მომკლავს. არჩევანი არც ისე დიდია: ან მტანჯველი სიკვდილი ან უბრალო. მე პირველს ვირჩევ. ახლა კი მაპატიე, დავიღალე. შეიძლება შენი აბაზანით ვისარგებლო? -რა თქმა უნდა. - არც ისე კარგად მესმოდა ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ ჩემში ამ დაუცველი გოგონას მიმართ სიბრალული გაჩნდა. ცხოვრება უსამართლო რამაა. ასეთ ახალგაზრდა ასაკში ბელას არ აქვს გადარჩენის შანსი. მეორე მხრივ კი მან უნდა იცხოვროს, გაერთოს, გათხოვდეს, ბევრი შვილი გააჩინოს, ის კი ქილერის ბინაშიცხოვრობს და სიკვდილს ელის. გულის თითოეული დარტყმა მისთვის შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. მას კი არც კი ვძულვარ. ის ჩემთან ერთად ზის, ადამიანთან, რომელმაც მის თვალწინ მისი უფროსი მოკლა, ერთ ოთახში და ჩემს სააბაზანოში წასასვლელად ემზადება. იქნება მას თავში რაღაც პრობლემა აქვს და ამ წამებით დაიღალა? იქნებ სიკვდილი მისთვის საუკეთესო გამოსავალია. ღმერთო, რას ვამბობ!!! სიკვდილი არავისთვის არ შეიძლება იყოს გამოსავალი! - ედვარდ? – ჩუმად დამიძახა ბელამ. - ჰო? რამე გჭირდება? - მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. როდის აპირებ ჩემს წაყვანას. - მზად ვარ დავიფიცო, რომ მის თვალებში ცრემლები გამოჩნდა. ჰო, ცრმელები. მისმა წამწამებმა ვერ გაუძლო მათ სიმძიმეს და რამდენიმე წვეთი მის ლოყაზე ჩამოიღვენთა. არც ისე ნათელ ჰოლში მისი ცრემლები კრისტალებს ჰგავდნენ, სუფთას და უმანკოს. თითქოს ისინი მისი სულის ანარეკლი იყო, უცოდველი, უბადლო. საცოდავი გულის მსგავსი რაღაც, რომელიც ჩემს მკერდში იყო შეიკუმშა. თავი ვერ შევიკავე და გოგონასთან მივედი, რომელიც გაუნძრევლად იდგა და ჩემს პასუხს ელოდა. მისი კედელზე მიდებული თითები ავიღე ჩემს ხელში და ოდნავ მოვეფერე. ხელები ყინულივით ცივი ჰქონდა. დაღლილი მზერა მის სახეზე გადავიტანე, ფერმკრთალ და უსიცოცხლო სახეზე. მის თვალებში რომ ჩამეხედამომიწია ბელასთვის ნიკაპზე ხელი მომეკიდა და მისი სახე ჩემსკენ მომებრუნებინა. დაველოდე სანამ მისი ცრემლით სავსე თვალები ჩემსას არ შეხვდა და ვთქვი: - ალბათ, ხვალ. ერთ ადამიანს უნდა შევხვდე. მაპატირე. - შენ შენი სამუშაო შეასრულო, მე ყველაფერი მესმის. მე წავალ. მე კიდევ დიდხანს ვიდექი კედელზე შუბლით მიყრდნობილი, რომელიც ბელას არომატს ინახავდა. თვალები დავხუჭე ვცდილობდი თავიდან ცრემლებით დასველებული მისი ლოყები ამომეგდო. ხელები, რომლებიც მის თხელ თითებს უჭერდა, მეწვოდა. მის ცივ შეხებას ჯერ კიდევ ვგრძნობდი ჩემი თითების წვერებზე. გავიგონე, როგორ წამოვიდა შხაპიდან წყალი,მესმოდა წყნარი ტირილი, რომელიც ქვითინში გადიდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მე სუსტი ვარ. ლაჩარი. ადამიანს, რომელიც გულგრილადგამოჰკრავსთითს სასხლეტს, მორიგ მსხვერპლს სიცოცხელს ართმევს, არ ყოფნის ძალა, რომ კარებზე დააკაკუნოს, პატიება სთხოვოს, უთხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე უბრალოდ არ შემეძლო. მე ვიცოდი, რომ კარგად უკვე არაფერიცაღარ იქნება აღარასოდეს. არც მისთვის და არც ჩემთვის. ნებისმიერი გამოსავალი ტრაგიკული იქნება ჩვენთვის. მე ვიცოდი, რომ ვერასოდეს ვერ შევძლებდი საკუთარი თავისთვის ამ საქციელის, ამ სისუსტის პატიებას. მხოლოდ ჩემი სიცოცხლე რომ ყოფილიყო სასწორზე მისთვის დაუფიქრებლად გავიღებდი. ჩემი სიცოცხლე ხომ უკვე დიდი ხანია აღარაფერი არ ღირს. მე ის მაშინ მივეცი ეშმაკს, როდესაც პირველად წავედი დავალებაზე. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბილი, რომელიც წლების განმავლობაში მამას მიცვლიდა და უკეთესი ცხოვრების იმედს მაძლევდა. ჯეიკობი ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდაა. მას სჯერა, რომ ერთხელაც შეცვლის თავის ცხვორებას და თავისუფლებას მიიღებს. მე არ შემიძლია წავართვა მას ამის იმედი. ელისი - ყველაზე ძვირფასი რაც კი დამრჩა. ოღონდაც ის არა, მან უნდა იცოცხლოს. მე ხომ ასე დიდხანს ვაშენებდი ამ ცხოვრებას მისთვის, იმდენ ხანს ვკურნავდი მის ჭრილობებს, რომ არ შემიძლია სუსტ ნიავს იმ ყველაფრის დანგრევის უფლება მივცე, რაც ახლა მას ჰქონდა. ის უკეთესი ცხოვრების ღირსია. თუნდაც ამ ცხოვრებაში მე არ ვიყო. ბელა, უცნობი, რომელიც სრულიად შემთხვევით ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, ყველაზე ნაკლებადბოროტი იყო. და მე ის ავირჩიე. არ შემეძლო ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრების გარისკვა მხოლოდ მის გამო. მესმოდა, რომ უკანასკნელი ნაძირალასავით ვიქცეოდი, მითუმეტეს იმის მერე, რაც ის ჩემს დაცვას ცდილობდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო. მას ესმოდა ვინ ვიყავი მე და ჩემგან ბევრს არ ელოდა. მე არ ვაძლევდი მას ცარიელ იმედებს, ვფიქრობდი, რომ უკეთესს ვაკეთებდი. მაგრამ უკეთესს ვისთვის? უცნაური კითხვაა. ხვალ ბილისთან წავალ, რომ გავიგო სად ვიპოვო დამკვეთი და როგორ შევხვდე მას. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელის შეცვლაც არ მსურდა. მაგრამ ეს ხვალ, ახლა კი საწყალ ბელასუნდა ვაჭამო რამე. შეიძლება ეს დანაშაულის გამოსყიდვას გავდეს, რომლის რეალურად გამოსყიდვაც არასდროს არ გამომივა, მაგრამ მე მისი ცხოვრების უკანასკნელი წუთები ნორმალური უნდა გავხადო. რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს ეს, მე ვიქნები უკანასკნელი ადამიანი ბელას ცხოვრებაში, რომელიც შეძლებს მასზე ზრუნვას. ბელა. «უცნაურია, ამდენ ხანს რომ არ გამოვიდა, წყლის ხმა უკვე დიდი ხანია შეწყდა?»
ვაიმე რა მაგარი თავია . მიხარია ბელა და ედვარდი ერთმანეთს რომ შეხვდნენ . ძალიან დაძაბული სიუჟეტია . ველოდები შემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს ბელას რა მოუვა .
- ბელა! ბელა. ახლავე გამიღე კარები!!! - უკვე ხუთი წუთია შეუჩერებლად ვურტყავ მუშტებს სააბაზანო ოთახის ჩაკეტილ კარებს. ყვირილზე და ბრახუნზე პასუხად მხოლოდ სიჩუმეს ვიღებდი. ეს სიჩუმე ჩემს გონებას ამსხვრევდა, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა. - ბელა, კარებს ვამტვრევ! ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა კარის მეორე მხარეს, მაგრამ ვიცოდი, რომ გოგონა ცოცხალი იყო. ის სუნთქავდა, ტიროდა, მე მესმოდა ეს. კარების შემტვრევის მეტი არაფერი დამრჩენოდა. ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ მეტი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. რამდენიმე წიხლი საკეტთან და შესასვლელი თავისუფალია. წლობით ვარჯიშმა და ასობით დავალებამ რობოტად მაქცია. ამქვეყნად უკვე აღარაფერი მიკვირდა, მაგრამ სცენამ, რომელიც ჩემ თვალწინ გადაიშალა, საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო. ახალგაზრდა გოგონა სისხლის გუბეში, სველი თმები თეთრ ფილაზე დაყრილი. ის სუფთა და უცოდველ ანგელოზს გავდა. მშვენიერი ქერუბიმის მაგალითს მხოლოდ ჩემი ძველი სამართებელი და მისი გადაჭრილი ვენა აფუჭებდა. სისხლით დასვრილი პირსახოცი ვენაზე ჰქონდა მიჭერილი, სასოწარკვეთილი იმედით სისხლის შესაჩერებლად. - რა ჩაიდინე! - გოგონას შიშველი სხეული პირსახოცით დავფარე, თან ვყვიროდი, თან მის ნახევრად გახელილ თვალებს ვუყურებდი. - არ მინდა სიკვდილი. - ჩუმად დაიჩურჩულა მან და თვალიდან ჩამოწვეთილი ცრემლები მოიწმინდა. - სულელო, რატომ იქცევი ასე? - პირსახოცი ჭრილობაზე ოდნავ ზევით ავწიე, თან ვცდილობდი წამომეყენებინა, მაგრამ ის არ მაძლევდა ამის საშუალებას, მხოლოდ ძლიერად ჰქონდა მიჭერილი ფეხები მკერდთან. - დამტოვე, მე მეტი აღარ შემიძლია! უბრალოდ წადი, მომეცი დაწყებულის დამთავრების საშუალება. - მითხრა მან. - შენ ხომ არ გინდა სიკვდილი! - მე მოვასწარი იმის შემჩნევა, რომ ჭრილობა ღრმა არ იყო, რამაც ეჭვგარეშეა მისი სიცოცხლე იხსნა. მას შეეშინდა. მისი სიმამაცე მხოლოდ იმას ეყო, რომ კანი გაეჭრა, ხოლო ვენამდე ვერ ჩააღწია. კიდევ რამდენიმე მილიმეტრიც და მე უკვე ხელში უსიცოცხლო სხეული მეჭირებოდა. მაგრამ გოგონა დროულად მოვიდა გონზე, პირსახოცი მიიჭირა, იმ იმედით, რომ სისხლს შეიჩერებდა.ანდა პირიქით, ცდილობდა ტანჯვა გაეგრძლებინა, ელოდებოდა წვეთ-წვეთად როგორ დატოვებდა სისხლი მის სხეულს. - საიდან შეიძლება შენ ეს იცოდე? - ახლა ის უკვე თვითონ წამოჯდა, სველ მკერდზეპირსახოცი მიიფარა. - შენ ყოველ დღე კლავ ხალხს, არ ფიქრობ იმაზე უნდათ თუ არა, მზად არიან თუ არა ისინი სიკვდილისთვის. შენ ადამიანი ჩემს თვალწინ მოკალი. შენ აპირებ ჩემი თავი იმას გადასცე, ვინც ყველაზე საშინელი სიკვდილი მოიგონა. და შენ ახლა ამბობ, რომ მე არ მინდა სიკვდილი? ვის ადარადებს მე რამინდა? ყველაფერი გადაწყვეტილია! შენ ხომ უკვე მიიღე გადაწყვეტილება! - უნდა ადგე. - მის ბრალდებებს ყურადღება არ მივაქციე და გულგრილობის ნიღაბი შევინარჩუნე. - მე დაგეხმარები. - რატომ? შენთვის ხომ სულერთია? შენ რობოტი ხარ, უგრძნობი მანქანა, მკვლელობისთვის შექმნილი. - რა გინდა ჩემგან? ყველაფერი რაც შენ თქვი, მე შენ გარეშეც ვიცი. მე ამას საკუთარ თავს ყოველ დილით ვუმეორებ. შენ ჩემთვის არაფერი ახალი არ გაგიმხელია. წამოდექი. - მე ხელი გავუწოდე, მაგრამ ის მხოლოდ გაიწია ჩემგან. ნებისმიერი მოძრაობა მისი ჭრილობიდან სისხლის დინებას აძლიერებდა, მაგრამ ის ამას ყურადღებას არ აქცევდა, ან ცდილობდა, რომ არ მიექცია. - არ შემეხო. მე თვითონ. - ის წამოდგა, იმ გუბეს შეხედა, რომელშიც ხელი ჩადო და დაიჭყანა. როგორც ჩანს მიხვდა, რაც ჩაიდინა. სწორად ვერ შევაფასე ეს გოგონა. მან კიდევ ერთხელ დახედა იატაკს და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა, ფეხები არ ემორჩილებოდა. სარეცხი მანქანის კუთხეს მოკიდა ხელი და ნელ-ნელა დაიწყო ძირს დაშვება. «მშვენიერია! გონება დაკარგა!» ხელში ავიყვანე, მთელი ძალით ვცდილობდი მკერდისთვის არ მიმექცია ყურადღება, რომელიც პირსახოციდან გადმოვარდა და გათიშული ბელა სააბაზანოდან გამოვიყვანე. მისი თმები ჩემს პერანგს ასველებდა და მუქ ლაქებს ტოვებდა. სისხლი ისევ სდიოდა ჭრილობიდან. ბელა ჩემს ოთახში საწოლზე დავაწვინე და აფთიაქის ძებნას შევუდექი. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ჩემს სახლში ყოველი შემთხვევისთვის ინახებოდა. დღეს ეს შემთხვევა დადგა. ჭრილობა დავუმუშავე, ბაქტერიების საწინააღმდეგო დასაკრობი დავაკარი, ვცდილობდი კარგად მიმეხედა ახალგაზრდა თვითმკვლელისთვის. რა თქმა უნდა, ის პროფესიონალს უნდა ენახა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. ამიტომაც მომიწია ჩემი გონებით და გამოცდილებებით მემოქმედა. - მიდი, ბელა, გონს მოდი. - რამდენიმე წამის შემდეგ ჩემმა პაციენტმა ცხვირი აიბზუა უსიამოვნოსუნის გამო. ბელამ ნელ-ნელა გაახილა თვალები. - ვერ ვიტან სისხლის ყურებას. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მან. - შენგან უსარგებლო თვითმკვლელი გამოვა. - მომავლისთვის გავითვალისწინებ. - მაგრამ ცოტა დაფიქრდა და დაამატა. - რომელიც არ მაქვს. ტუჩები მოვკუმე და თვალები დავხარე. - მაპატიე, მართლა. ვიცი, რომ ეს შენ არ გეხება, მე შენ არ გადანაშაულებ. ყველა თავის თავს იცავს. უბრალოდ ნერვების ბრალია, ყოველდღე არ ხდება, რომ ცხოვრობდე და იცოდე, რომ ეს დღე უკანასკენლია. რა შეიძლებოდა, რომ ამაზე გეთქვა? არაფერი. და აი, მეც ჩუმად ვიყავი. - და ყოველდღე არ ხვდები ქილერის საწოლში. - გაიხუმრა ბელამ დაშეეცადა ამდგარიყო. - გახსოვდეს, პირველმა ცდამ შედეგი არ გამოიღო. იქნებ, ჯერ-ჯერობით ჯობია აქ იწვე? - არ მინდა კიდევ შეგაწუხო. ჩემი ადგილი სასტუმრო ოთახშია. დამეხმარები? - ბელამ საღი ხელი გამომიწოდა. - იქნებ არ ღირს? ამ გოგონას ჯიუტობას საზღვარი არ ჰქონდა. მისი მცდელობებით, რომ ძლიერი გამოჩენილიყო, ის უფრო დაუცველი და დაჭრილი ჩანდა. მე მისი ჯანმრთელი ხელი ავიღე, ლოგინიდან ადგომაში დავეხმარე, ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე სწორი შიშველი ფეხი გადმოდგა ძირს, ბელა გაწითლდა, როდესაც ჩემი მზერა შეამჩნია - გმადლობ, რომ გადამაფარე. ის ისევ ფეხზე დადგა, მაგრამ ვეღარ გაუძლო და ნელ-ნელა დაიწყო ჩემი ხელიდან გასხლტომა. ჩემმა ხელება მას დავარდნის უფლება არ მისცეს, დროულად წაეშველნენ მას. ბელამ თავი ამოწია და თვალებში შემომხედა. - შენი თვალები... ისეთი მწვანე და ლამაზია. - ჩუმად დაიჩურჩულა მან. - მადლობა. მე მის შოკოლადისფერ თვალებს ვუყურებდი და ჩავიძირე მათ მორევში. არასოდეს არ შევხვედრივარ ადამიანს ასეთი მზერით. ჭკუა, სილამაზე, ტკივილი, ნაღველი, სიძულვილი ეს ყველაფერი ამ შოკოლადისფერ თვალებში იყო თავმოყრილი. დარწმუნებული ვარ, ის მხოლოდ ერთი მზერითაც კი მუხლებზე დააყენებდა უამრავ მამაკაცს. და არც მე ვიყავი გამონაკლისი. სადღაც შიგნით ჩემში ვნების ვულკანი თუხთუხებდა. ლავა ნებისმიერ მომენტში მზად იყო ამოსაფრქვევად და ჩემი ნახევრად მკვდარი გულიდან გადმოსაღვრელად. ვგრძნობდი როგორ ეხვეოდა გარს ჩემს გულს ცხელი ნაკადი და სწრაფად ძგერას აიძულებდა. სუნთქვა მიჭირდა.მისი კანის შეხების, მის წაბლისფერ თმებში თითების შესრიალების და მისი ჩახუტების, მისი წითელი ტუჩების გემოს გაგების, მისი თავის ჩემთვის ჩუქების სურვილს ვებრძოდი. სხეულზე მის სითბოს ვგრძნობდი, მის თვალებში მისი სულის ანარეკლს ვხედავდი, მისი გულისცემა მესმოდა.ფიქრიც კი იმაზე, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ეს გული ძგერას შეწყვეტდა, საშინლად მხდიდა. - უნდა ჭამო რამე. - ბელას მოვშორდი, მაგრამ ხელი არ გამიშვია, ვიჭერდი. მან ღრმად ჩაისუნთქა და მე მივხვდი, რომ სანამ მე მისი სურნელით ვტკებობდი, ის საერთოდ არ სუნთქავდა. - არ მინდა, გმადლობ. - ცილები გჭირდება და არ მეკამათო. - კარგი. –თავი დამიქნია მან და ჩემი ხელისგან თავი გაინთავისუფლა. მისი მსუბუქი შეხებისგან ზურგში სიცივემ დამიარა. - სამზარეულოში წავალ, რაიმეს მოვამზადებ. - მოდი, ჯობია მე თვითონ. შენ ისედაც დიდი დროის კარგვა გიწევს ჩემზე. - როგორც გინდა. მე კი რამეს გიპოვი, რომ ჩაიცვა. - მე კიდევ ერთხელ მივეცი თავს მისი ნახევრადგაშიშვლებული სხეულის შეხედვის უფლება. გამხდარი, მოხდენილი ფეხები, წვრილი წელი, თხელი ყელი და მკვრივი, ოდნავ შესამჩნევი მკერდი. ვფიქრობ ეს გამოსახულებები კიდევ დიდხანს დარჩება ჩემს გონებაში. - ა, გმადლობ. - ისევ გაწითლდა ის. - სამზარეულო იქ არის? - ჰო. მე ვიდექი და ჩემი ბინის იატაკზე მერყევი ნაბიჯების ხმას ვუსმენდი და ვფიქრობდი ტანსაცმლიდან მისთვის რისი მიცემა შემეძლო. ნებისმიერი ჩემი მაისური მას ღამის პერანგივით ექნებოდა. ბელას წარმოდგენა ჩემს მაისურში, ნახევრად გაშლილი ფეხები, თანაბარი მკერდი, ჩემს სხეულს აღაგზნებდა. « შხაპი მჭირდება» პირეველად რაც ხელში მომხვდა, ის მაისური ავიღე და სამზარეულოსკენ წავედი, შემეშინდა ბელას მარტო დატოვება უამრავ დანასთან ერთად. ზუსტად იმ მომენტში გამოვჩნდი, როდესაც ის ბეკონს ბასრი დანით ჭრიდა. - ომლეტის წინააღმდეგი არ ხარ? – მკითხა ბელამ. - არა, არანაირად. დახმარება ხომ არ გჭირდება? - თავად გავუმკლავდები. - მაისური მოგიტანე, შეგიძლია ჩაიცვა. - მადლობა. - მე სააბაზანოში შევალ. -ჰო, რა თქმა უნდა. მე მანამდე ვახშამს მოვამზადებ. - და შენი მარტო დატოვება შეიძლება? ბელამ თავიდან დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ შემდეგ თვალი ჩემს მზერას გააყოლა, რომელიც დანისკენ იყო მიპყრობილი და გაიცინა. - აღარ ვაპირებ სიკვდილის დაჩქარებას. შეგიძლია მშვიდად იყო. თავი დავუქნიე და თეთრი მაისური დავდე, მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება მაისურის ფერს. ჩემს ოთახში შევედი და ჩემი და გამახსენდა. ალბათ ელისი ახლა ადგილს ვერ პოულობს. წიგნაკში საჭირო ნომერი ვიპოვე და ჩხუბის მოსასმენად მოვემზადე. - ედვარდ კალენ, თავს რის უფლებას აძლევ? ვინ აგებს პასუხს ჩემს თავზე ყოველი თეთრი თმისთვის!? - ყვიროდა ჩემი დაიკო. - მეც მიხარია შენი ხმის გაგონება, დაიკო. - ედვარდ, - უკვე სერიოზულად მკითხა მან. - რა ხდება? ახალამბებსვუყურე. მოკლულია ვიცე-მერი ჩარლი სტინგი, მკვლელი ვერ იპოვეს. - სწრაფად მუშაობენ. - ედვარდ, მისი თანაშემწე გაქრა, მაგრამ მასზე ძებნა არ გამოცხადებულა.ეს რას ნიშნავს? - ძებნა არ გამოცხადებულა? - ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა. - საქმეც ამაშია. რაღაცაში საქმე. ედვარდ, ის ხომ შენთან არის? - ელისი ყოველთვის გამჭრიახი იყო. - ჰო. - რატომ? – მის ხმაში განგაშის ნოტები გაისმა. - მან დამინახა. - უნდა მოკლა? - მისი მოკვლა რომ შემეძლოს, დიდი ხანია მკვდარი იქნებოდა. - მაშინ რატომაა შენთან? - მან მე დამინახა, ელის. დამკვეთს ის სჭირდება. ეს ჩემი ერთადერთი შანსია გადასარჩენად, გესმის? - ეს უნამუსობაა. - ვიცი, დაიკო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. - შენს დამკვეთს, - გავიგონე როგორ დაიჭყანა ელისი ამ სიტყვაზე, - და ამ გოგონას მოკლულ უფროსს ხანგრძლივი ომი ჰქონდათ. შენ არ უნდა ჩაერიო ამ საქმეში. - შენ რა იცი? შენ იცი ვინ არის დამკვეთი? - ამის გაგება რთული არ არის. - ელის, არ ჩაერიო. მე ტყავიდან ვძვრები, რომ როგორმე გადავრჩეთ, შენ კი თვითონ იგდებ თავს საფრთხეში! - ედვარდ, მე უფრო მეტი ინფორმაციის გაგებაც შემიძლია და ის შეიძლება დაგეხმაროს. ელისის სიტყვებზე დავფიქრდი. ის მართალი იყო, დამკვეთის სახელი ჩემთვის აუცილებელი იყო. რაც უფრო მეტი ინფორმაცია მექნება, მით უფრო დიდი იქნება გადარჩენის შანსი. - ელის, უნდა შევხვდეთ. მე თვითონ მოსვლა არ შემიძლია. - მე მოვალ. - არა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდებით. - ედვარდ, შენ შეიძლება გითვალთვალებდნენ. - წლების განმავლობაში სწავლებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ელისი მშვნივრად გაერკვა სიტუაციაში და ყველაფერი ესმოდა. - კარგი. ხვალ საქმეებზე უნდა წავიდე. სადილის შემდეგ ჩემს სართულზე შევხვდეთ. ჩემს გარეშე სახლში არ შეხვიდე, არ თქვა ვისთან მოხვედი. - კარგი, ძამიკო. - და ელის, ფრთხილად იყავი, გთხოვ. თავს არ ვაპატიებ, თუ... - არანაირი „თუ“ არ შეიძლება, რომ იყოს. - გაიმეორა მან ჩემი სიტყვები. - შეხვედრამდე. - ედვარდ? – ყოყმანით დამიძახა ელისმა. - ჰო, ელის. - გოგონა როგორ არის? - ბელა ჰქვია, ის თავის მოკვლას ცდილობდა, „ჩემი“ ძველი სამართებლით ვენები გადაიჭრა, ახლა კი ვახშამს ამზადებს „ჩემს“ სამზარეულოში „ჩემს“ მასურში გამოწყობილი. - შენ ყოველთვის კარგად ერკვეოდი ქალებში. - ელისმა ვერ შეძლო სიცილის შეკავება, მეც მას მივბაძე. - ის ჩვეულებრივი არაა. - არ შეგიყვარდეს, ძამიკო! – „გვიანია“ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ამის გამოტყდომა ჩემი თავისთვისაც კი მეშინოდა. - ტანსაცმელი ხომ არ სჭირდება? - ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ მე საერთოდ ვერ ვერკვევი ქალის ტანსაცმლის ზომებში. - და როგორია ის? - ლამაზია. უზარმაზარი თვალები, რძიანი შოკოლადისფერი, გრძელი წაბლისფერი თმები, გრძელი ფეხები და მგრძნობიარე ტუჩები... - მე ელისის სიცილმა შემაჩერა. - რა??? - გასაგებია. ედვარდ, მე ვაფასებ შენ დაკვირვებულობას, მაგრამ მე უფრო მისი სიმაღლე და აღნაგობა მიანტერესებს. - ა! ეს! ის დაახლოებით შენნაირია, უბრალოდ ოდნავ მაღალი და გამხდარი. - მშვენიერია. რამეს შევარჩევ. კარგად, ედვარდ, გკოცნი. წარმოვიდგინე, როგორ გაუხარდა ელისს, როცა გაიგო, რომ მაღაზიებში წასვლა მოუწევდა გოგონასთვის ტანსაცმლის ასარჩევად. ნელა გავიხადე და სააბაზანოსკენ წავედი, გონებაში მადლობა გადავუხადე ბელას, რომ სტუმრების სააბაზანო გამოიყენა. სისხლან სააბაზანოში წყლის პროცედურების მიღება სასიამოვნო პერსპექტივას არ მგვრიდა. როდესაც თბილი წყლის პირველი წვეთები დაეცნენ ჩემს სხეულს, მივხვდი, თუ როგორ დავღლილვარ ამ დღეს. დიდხანს ვიდექი თბილი წყლის ქვეშ, ჩემს გონებას არასასიამოვნო მოგონებებისგან ვანთავისუფლებდი. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა იმის შემდეგ, რაც ბოლოს და ბოლოს გადავკეტე წყალი, შეიძლება ერთი საათი ან მეტიც. არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვიმშრალებდი სხეულს წყლის წვეთებისგან. როგორ მინდოდა, რომ თავი მოგონებებისგანაც გამეწმინდა. დამევიწყებინა ეს დღე, არ მხსომებოდა ვინ ვარ. დავიწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან, პრობლემებისა და სირთულეების გარეშე.მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. რამდენი ახალი გვერდიც არ უნდა დამეწყო, ყველგან იყო ჩანიშნული, რომ მე მკვლელი ვარ. უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩავიცვი და ჩემი ოთახის კარები გავაღე. სასტუმრო ოთახი სასიამოვნო არომატით შემეგება, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა. ვიცოდი საჭმლის მომზადება, მაგრამ იშვიათად ვიყენებდი საკუთარ შესაძლებლობებს, რესტორანში ან კაფეში ჭამას ვამჯობინებდი, უკიდურეს შემთხვევაში, კი ელისთან. - ბელა, მე… სამზარეულოში შევედითუ არა ჩემი ყურადღება ლამაზად გაწყობილმასუფრამ მიიპყრო, ბელა იქ არ იყო. ჭურჭელი გარეცხილი დამხვდა, ომლეტი თეფშზე მელოდა. რომელიც სალათის ფურცლებით იყო მორთული შიში არ მტოვებდა, სანამ სასტუმრო ოთახში მივდიოდი. ის შემპირდა, რომ თავს არ მოიკლავდა, მაგრამ არ მჯეროდა მისი. თავი დავიწყევლე იმის გამო, რომ ის მარტო დავტოვე და რომ შხაპს ამდენ ხანს ვიღებდი. საკუთარ თავსშევპირდი, რომ მას სიკვდილის უფლებას არ მივცემდი და სიტყვა არ შევასრულე. მე მარტო დავტოვე სუსტი გოგონა სიკვდილზე ფიქრებით. ნებისმიერი რამის ნახვისთვის ვიყავი მზად, მაგრამ, სურათმა, რომელიც დავინახე, გამაოცა. მშვენიერი ანგელოზი ჩემს დივანზე იწვა, უზარმაზარ ბალიშს ჩახუტებოდა და მუხლები მკერდთან ჰქონდა მიჭერილი. მშვიდი სახის და ნელი სუნთქვის მიხედვით შემეძლო მეთქვა, რომ გოგონას ეძინა. ახლა ისმოდურ ჟურნალებზე გამოსახულ ლამაზმანებზე ათასჯერ ლამაზი იყო. ბუნებრივი, შეშინებული და მძინარე. როგორც ჩანს, მას სიზმარი ესიზმრებოდა. ის ოდნავ იღიმოდა. გადასაფარებელი გადავაფარე, იმედი მქონდა, რომ სიზმარში იმ ადგილს ხედავდა, სადაც ბედნიერი იქნებოდა. მსურდა, რომ თავის სიზმრებში მაინცყოფილიყო ბედნიერი. წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავემართე, რომ ცოტა დამელია. მაგრამ ჩუმმა ხმამ ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მომცა. - არ წახვიდე! მძინარე ანგელოზის სახეს დავხედე და გამეღიმა. მას ეძინა და ძილში ლაპარაკობდა. ვერ შევძელი არ დავმორჩილებოდიმისთხოვნას და სავარძელში ჩავჯექი, ჩემს წინ წარმოდგენილი სურათით ვტკბებოდი, შედევრით, რომელიც ხელოვანმა, სახელად „ბუნებამ“, შექმნა. - სიამოვნებით. – ჩუმად ვუპასუხე მე და უფრო მოხერხებულად მოვეწყვე.
არავითარი გზა არ არსებობს ბედნიერებისთვის გასაღებს ვერ იპოვი. ადამიანი არაფერს არ წყვეტს, სიყვარულის მახეში ებმევა. Lolla
მზის პირველი სხივები იმედდაკარგული ქურდებივით შემოიჭრნენ ჩემს ბინაში. ისინი მილიონობით სხვადასხვა ფერის ცეცხლებივით თამაშობდნენ ფარდებზე, ჭერზე და სარკეებზე. ერთ-ერთი მათგანი, აშკარად ყველაზე ძლიერი, ბატონ-პატრონივით მოკალათდა ბელას ცხვირის წვერზე. როდესაც ბელამ მისი სითბო იგრძნო ხელი სახისკენ წაიღო, უშედეგოდ ცდილობდა გამაღიზიანებელი სითბო მოეშორებინა. ღიმილი ვერ შევიკავე,როცა ბელამ რაღაც ჩაიბუზღუნა. მას ეძინა. ამ ღამეს თვალიც არ მომიხუჭავს, განსაცვიფრებელი ანგელოზის ძილს ვიცავდი, რომელიც ბედის განგებით ჯალათის ხელში აღმოჩნდა. ღამით რამდენჯერმე შევძელი ბელას ხმადაბალი ლაპარაკის გაგება. ეს ისეთი ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. რამდენჯერმე მე დამიძახა, მთხოვდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. მაგრამ ამის გამო არ გამიტარებია მთელი ღამე მის წინ. საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი, რომ არ შემეძლო ამ ქალის დატოვება. რვა საათზე, სანამ ბელას ეძინა, ვწყვეტდი თუ რას გავაკეთებდი შემდეგ. მის გულწრფელ სახეს ვუყურებდი, მისი ხმა მახსენდებოდა, მისი სხეულის სურნელს ვგრძნობდი და ვერ წარმომედგინა რა უნდა გამეკეთებინა. ეს უსამართლო გარიგება იყო. სასწორზე აუცილებლად ვინმეს სიცოცხლე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ყველაზე ნაკლებად ჩემი საკუთარი მადარდებდა, ეს ყველაზე პატარა ფასი იყო, რისი გადახდაც მე მომიწევდა. მაგრამ ელისის ცხოვრებით ვერ გავრისკავდი, მე დავიფიცე. ის ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. თავს უკანასკნელ ნაძირალად ვგრძნობდი. მაგრამ თუ ელისის და ბელას სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, მე უკანასკნელს ავირჩევდი. კი, ის ახალგაზრდა იყო, მისკენ რაღაც მექაჩებოდა, ისე როგორც არასდროს ჩემი ოცდათოთხემტი წლის განმავლობაში, მაგრამ ელისი ჩემ დად რჩებოდა. ყველანაირი სახის სიყვარულს შორის, ოჯახური ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. - მაპატიე. – ჩუმად დავიჩურჩულე მე, ადგილიდან წამოვდექი და გაშეშებული სხეული გავშალე, გავიზმორე. ბოლოჯერ დავხედე მძინარე გოგონას და ჩემი ტელეფონი ვიპოვე. იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ადრე იყო, ბილი ბლექმა ზარს მალე უპასუხა. - ედვარდ, შენც უძილობა გტანჯავს? - უნდა შევხვდეთ. - მოკლედ ვუთხარი მე, ჯერ კიდევ მახსოვდა მისი მუქარა. - შენ იცი, სად შეგიძლია ჩემი პოვნა. - მალე მოვალ. ტელეფონი გამოვრთე და ჩემი ოთახისკენ წავედი. სწრაფად მივიღე შხაპი, გამოვიცვალე და სასტუმრო ოთახში გამოვედი. ბელას ისევ ეძინა, მაგრამ მის პოზაში რაღაც შეცვლილიყო. ის უფრო დაძაბული იყო. მოკლე წერილი დავწერე, ბინიდან გამოვედი და სიგნალიზაცია დავაყენე. არ მადარდებდა, რომ გოგონა შეიძლებოდა გაქცეულიყო, სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ის ასეც მოიქცეოდა. მეშინოდა, რომ მის წასაყვანად მაშინ მოვიდოდნენ,როცა მე მასთან არ ვიქნებოდი. მაგრამ რაში მჭირდება მე აქ ყოფნა? რომ მისი ცრემლიანი თვალები ვნახო? რომ ვნახო, როგორ უხეშად მოექცევიან? არა, ამას ვერ გავუძლებდი. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა გახდებოდა. მიუტევებელი ფიქრები და სცენები თავიდან განვდევნე, ფანჯარა ფართოდ გავაღე. ცივი ქარი სახეში მეცა, ჩემს ურჩ თმებს ეთამაშებოდა. ძალიან ადრე იყო, მაგრამ ტრასაზე ბევრი მანქანა მოძრაობდა. ყველა სამსახურში და მნიშვნელოვან შეხვედრებზე მიიჩქაროდა. თავიანთი ყოველდღიური საქმით ისე იყვნენ გართულები, რომ გარშემო ვერავის არჩევდნენ. მეც მათ შორის ვიყავი. დღეს არაფერი მახარებდა. წესით სულ ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ დღეს ასე რატომ მერევა გული? რატომ ნიშნავდაჩემთვის ამდენს ერთი სიცოცხლე, ერთი არც ისე კარგად ნაცნობი გოგონას სიცოცხლე? პასუხი თავისითგაჩნდა გონებაში, ის უცებ მომადგა ენის წვერზე, მაგრამ მე ვცდილობდი მის იგნორირებას. ახლა არ იყო ამის დრო. და არც არასდროს იქნებოდა. რამდენიმე საათი შეუმჩნევლად გაფრინდა. მაგრამ მე არ მიმიქცევია ყურადღება იმისთვის, რომ უკვე ბილის ღობესთან ვიდექი. ვერ შევამჩნიე როგორ წამოვიდა ჩემსკენ დაცვა და მშვიდობიანი დილა მისურვა. მე ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, გონებაში წარმოვიდგენდი ჩემი და ბილის საუბარს. და აი, ისიც დგას ჩემს წინ და თავისი ყავისფერი თვალებითმბურღავს. - დილა მშვიდობისა, ედვარდ! - შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, ბილი.
***
ამ დროს ნიუ-იორკის ცენტრის ცარიელ ბინაში, გოგონა რძიანი შოკოლადისფერი თვალებით და ურჩი წაბლისფერი თმებით, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, რაც ბინაში გადაადგილებას ურთულებდა. ის ყველაფერს ედებოდა, ეცემოდა, თავის მოუხერხებლობას წყევლიდა. ის ოთახიდან ოთახში დადიოდა რაიმე ისეთის ძებნაში, რასაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. იმაშიდარწმუნებულიც არ იყო, რომ ნამდვილად სურდა თავისი არსებობის გაგრძელება. ბელა უკვე დიდი ხანია გახდა უამრავი გარემოებისმსხვერპლი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი სიცოცხლე ალბათ ერთი წუთითაც არ ყოფილა მის ხელში. ის უაზროდ აჭერდა სიგნალიზაციის ღილაკებს ხელს, იმ დღეს იხსენებდა, როდესაც ახალ სამსახურში მივიდა. ბელა სვონი, პასუხისმგებლობით სავსე გოგონა, რომელსაც ბევრი კარიერისტად თვლიდა, ყოველთვის ცდილობდა, რომ ბევრისთვის მიეღწია. მაგრამ მხოლოს მისთვის ნაცნობი მიზეზის გამო, მან მთლიანად მიუძღვნა თავი სამუშაოს. ის აივანზე გავიდა, მიწამდე მანძილს ამოწმებდა და იმ საბედისწერო წუთს იხსენებდა, როცა მას უცნობმა ადამიანმა დაურეკა და უამრავი ფული შესთავაზა იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელსაც ის ფლობდა. ქალაქის ვიცე-მერის მარჯვენა ხელს დამრეკავისთვის ბევრი რამის თქმა შეეძლო, მაგრამ ბელამ ბანალური პატივმოყვარეობის და კიდევ ერთი უფრო თბილი, მის სულში ჩასახლებული გრძნობის გამო, უარი თქვა ინფორმაციის გაცვლაზე. შემდეგ დაიწყო მუქარები. მისმა უფროსმა და ასევე მისმა მამამ, ჩარლიმ, იცოდა, რომ ბელას უთვალთვალებდნენ. მან ასევე იცოდა, რომ მასზე ნადირობა დაიწყო, მაგრამ დამატებითი ზომების მიღებას არ ჩქარობდა. მთელ ამ სიტუაციაში მას მხოლოდ თავისი სიცოცხლე ანაღვლებდა, არ დარდობდა მისი ქალიშვილის სიცოცხლეზე, რომელთან ურთეირთობაც მხოლოდ ბიზნესზე იყო დაფუძნებული. ბელას არც კი ახსოვს, დედამისის სიკვდილის შემდეგ მამაშვილურად ბოლოს როდის ისაუბრეს. ჩარლის უბრალოდ არ რჩებოდა დრო თავისი ქალიშვილისთვის, რომელიც თავს მარტოსულად და უმწეოდ გრძნობდა ამ უზარმაზარ ქალაქში, რომელიც სისხლს მოწყურებულიზვიგენებით იყო სავსე. ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები დაედვარდის ოთახისკენ წავიდა. ედვარდ კალენი, დაქირავებული მკვლელი, მამამისის მკვლელი, მისი მხსნელი და ჯალათი, ადამიანი, რომელზეც ბელას ცხოვრება იყო დამოკიდებული. უნდოდა, რომ ამ კაცის მიმართ სიძულვილი ეგრძნო, მაგრამ არ შეეძლო. ყოველ წამს უფრო და უფრო იზიდავდა ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც კი არ იყო რაც იცნობდა. მაგრამ ბელას მისი მშვენიერი არისტოკრატული სახის ყოველი ნაკვთი ახსოვდა, მისი გრძელი თითები, ურჩი თმები და არამიწიერი სურნელი. მან ის ორჯერ გადაარჩინა. მან ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, გაადაარჩინა ის თავისივე ტყვიისგან. ბელას თვალებიდან სიბრაზის ცრემლები გადმოსცვივდა, როცა გაახსენდა, როგორ სთხოვა მამამისმა მას, რომ პირველი შესულიყო. ცხადია ჩარლიმ იცოდა, რომ ის „დაუკვეთეს“, შეუძლებელია არ სცოდნოდა. მაგრამ ამან არ შეაჩერა ის, რომ საკუთარი თავი თავისი ქალიშვილის სხეულით დაეფარა. აი, ასეთი ფასი აქვს მამობრივ სიყვარულს. ზუსტად ასეთი სახით უნდოდა ჩარლის თავისი ქალიშვილისთვის მადლობის გადახდა. ქილერის ტყვია მას უნდა მოხვედროდა, მაგრამ მან გადარჩინა ის და გვიან გაისროლა. ედვარდმა ბელას სიცოცხლე შეუნარჩუნა და ამით თავისი არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ახლა ორივე საფრთხეში იყო. ბელამხელი წითელ ლოყაზე მოისვა და საწოლზე ჩამოჯდა. მისი ყურადღება ჩარჩოში ჩასმულმა ფოტოსურათმა მიიპყრო. მშვენიერი მწვანეთვალება მამაკაცი, ედვარდი, ლამაზ ახალგაზრდა ზღარბისთმებიან გოგონას ეხვევა. ისინი ბედნიერებისგან ანათებენ, ისეთი ახალგაზრდები და უზრუნველები არიან. ბელამ მისიმწვანე თვალები წარმოიდგინა და სასოწარკვეთილებისგან ყვირილი მოუნდა. რატომ მიანდამაინც ეს კაცი? და რატომ მიანდამაინც თვითონ? მას უკვე აღარ შეეძლო იმ ფაქტის უარყოფა, რომ მას რაღაც იზიდავდა ედვარდში.მსხვერპლს ჯალათი შეუყვარდა. ამაზე უარეს ისტორიას ვერ მოიფიქრებ. ბელამ იცოდა, რომ ის ახლა ალბათ უკვე გარიგების დეტალებს აზუსტებდა. მისი სიცოცხლე ედვარდის სიცოცხლის ნაცვლად. ყველაფერი სამართლიანია. მაგრამ მაშინ რატომ ეკუმშება რაღაც მკერდში? სად გაქრა სიმამაცე? რატომ არ უნდა მას სიკვდილი მაინცდამაინც ახლა. ის მზად არის იბრძოლოს. მაგრამ ვის წინააღმდეგ? ბელამ იცოდა, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ის იქ მოხვდა საიდანაც ცოცხლები ვერ გამოდიან. ცოდნამ დაღუპა ის. ყველაფერმა, რის მიღწევასაც ამდენ ხანს ცდილობდა, მის წინააღმდეგ შემობრუნდა. საკუთარმა მამამ დაუშვა ნაჯახი გილიოტინაზე, რომელზედაც ბელას თავი იდო. სწორედ ამიტომ არ ადანაშაულობდა ის ედვარდს მკვლელობაში. მას ესმოდა, რომ ჩარლიიმსახურებდაასეთ ბოლოს. ისინი ჰგავდნენ ერთმანეთს. ბელას გარდა არავის არ შეეძლო მისი გაგება! როდესაც მიხვდა, რომ გაქცევით ედვარდს საფრთხეში ჩააგდებდა და მის სიცოცხლეს მოსპობდა, ბელამ გამოსავლის ძებნა შეწყვიტა. მან იცოდა, რომ წასვლის საშუალებას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდნენ. გამოსავალი მხოლოდ ერთი და მისთვის არც ისე სასიამოვნო იყო. ხელმა მექანიკურად ამოიღო ედვარდის პატარა მაგიდიდან რევოლვერი. გრძელ თითებს შორის მოიქცია იარაღი. მას არ უნდოდა იმ ადამიანის საფრთხეში ჩაგდება, რომელმაც გადაარჩინა. ბელას შეეძლო მამის სიკვდილის შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება. როცა ის თავისუფალი იყო. მაგრამ ჩარლი თხემიდან ტერფამდე ეგოისტი იყო.რადგან თვითონ მთლიანად ჩაფლული იყო ამ ყველაფერში, თავისი ქალიშვილიც ჩაითრია. ზოგჯერ ბელა ვერ ხედავდა გამოსავალს. სურათზე მამაკაცს აკოცა და აივნისკენ წავიდა. წყვდიადის წინ უკანასკნელი ჩასუნთქვა. საბრძოლველად ძალები აღარ შერჩა.
***
- ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! საჭეს მუშტებს ვურტყამდი, თავს ვიწყევლიდი, რომ დახმარების საძიებლად ბლექთან წავედი. უნდა მცოდნოდა, რომ ჩემს მტრებს შორის ის იყო „ნომერიპირველი“. ადამიანი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მიმტკიცებდა, რომ ის ჩემი მოკავშირე, ჩემი მხარში ამომდგომი იყო, ახლაზურგი შემაქცია. არა, მასეს ღიადარ უთქვამს, უბრალოდ მაგრძნობინა, რომ ამ ყველაფრიდან თავად უნდა გამოვძვრე. ბელა. ბელა. ბელა. მისი სახელი ჩემს საფეთქლებში ფეთქავდა, ჩემს გულში ირეკლებოდა, ვენებს მიხურებდა, მთელს სხეულში იფანტებოდა. ბელა მართალი იყო, იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ის ფლობდა, მას მშვიდად წასვლის საშუალებას არ მისცემდნენ. ბილის სიტყვები მტკივნეულად მირტყამდა საფეთქლებში. - ამ გოგონას ბედი გადაწყვეტილია, ედვარდ. მას არ აქვს მომავალი. - ბილი მშვიდად განიხილავდა იმ გოგონას სიკვდილს, რომელსაც არც კი იცნობდა. - შენ სხვის საქმეში ერევი, ბიჭო! ეს ჩვენი თამაში არ არის! ჩვენ უბრალო პაიკები ვართ! - ჩემს თავში ბილის გაბრაზებული ხმა ექოსავით გაისმა. არ ვარ მიჩვეული პაიკის როლის თამაშს. მე ყოველთვის თავად წარვმართავდი ყველაფერს. - შენ დავალების ნაწილი ჩაშალე, ედვარდ! - მე ყველაფერი სუფთად გავაკეთე! - სად არის გოგონა? - არ ვიცი! უკანასკნელი ფრაზით საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე. შეიძლება ბილმა დამიჯერა კიდევ, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მალე სიმართლე გამჟღავნდება, მაგრამ მე არ მინდოდა ამაზე ფიქრი. მთელი ჩემი ფიქრები ბელასკენ იყო მიპყრობილი. მე უნდა დავიცვა ის, ნებისმიერ ფასად. რამდენიმე საათი, რომლის განმავლობაშიც მისი თვალები არ მინახავს, ჩემთვის გადამწყვეტი გახდა. ვერ ვიცხოვრებდი თუ მეცოდინება, რომ ბელა მკვდარია. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ სწორედ მე გავხდები მისი სიკვდილის მიზეზი. მთავარია, რომ ის აღარ იქნება. უცაბედმა შთაგონებამ მიპოვა და მე მივხვდი, რომ ჩემი სამყარო ნორმალური აღარ იქნება, თუ კი მასში ის არ იქნება. დილანდელი ნიავივით შემოიჭრა ის ჩემს ცხოვრებაში. მისი მშვენიერი თვალები,რძიანი შოკოლადისფერი, ჩემთვის ყველაფერი გახდა. ის ჩემი სამყაროს ნაწილი გახდა. სამყარო, რომელშიც არავის შეშვება არ შეიძლებოდა. ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, მან კარგად ჩარაზული კარების გასაღები ჩაიგდო ხელში და თან დიდი ხნის დავიწყებული გრძნობაც შემოიტანა. მან ჩემი გულის გარშემო ყინული დაამსხვრია. ახლა არ შემეძლო ვინმესთვის იმის უფლებამიმეცა, რომ მისთვის წაერთვა სიცოცხლე, ვინც ასე მიზიდავდა. ჯალათს თავისი მსხვერპლი შეუყვარდა. - კალენ, გახსოვდეს, ბიჭო, იმედი არ გამიცრუო! დამკვეთი ძალიან სერიოზულია. - მახსოვს, ბილი! - ფიქრებით ისევ საუბარს დავუბრუნდი. - შენ იცი მაინც, რომ ქალაქის ვიცე-მერი მოკალი? - უცებ მკითხა მან. - უკვე საქმის კურსში ვარ. - და შენ იცი, რომ ეს გოგონა, როემლსაც ახლა დამკვეთი ეძებს, მისი ქალიშვილია? - ქალიშვილი??? მაგრამ მათ ხომ სხვადასხვა გვარი აქვთ. - ის დედის გვარს ატარებს. მას და მამამისს რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ჩარლი სტინგი ცდილობდა ისე მოეწყო ყველაფერი, რომ შენ მისი ქალიშვილი მოგეკლა. მაგრამ შენ გოგონას სიცოცხლე აჩუქე. რატომ, ედვარდ? - იმიტომ, რომ თქვენ ჩარლისსიკვდილი დამიკვეთეთ, სწორედ მისი სურათი იდო კონვერტში. მე მთელ საუბარს ვატრიალებდი გონებაში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, რომ მამა თავის გადარჩენას საკუთარი ქალიშვილის სიცოცხლის ფასად ცდილობდა. მე გადავარჩინე ის ისე, რომ თვითონაც ვერ მივხვდი. როგორც ჩანს ბედს ჩვენს შესახებ თავისი გეგმები აქვს. მე ბელას მამა მოვკალი, მაგრამ მას ისტერიკა არ მოუწყვია, არ უცდია ჩემი პოლიციისთვის გადაცემა. რატომ? მე პასუხს ვეძებდი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი მის პოვნას. უკვე მივუახლოვდი ქალაქს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე გამოსავალი რთული სიტუაციიდან. მახეში გავები,რომელსაც საკუთარი ხელით დავხურე თავსაფარი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი: მე ხაფანგში გავები და უკან დასახევი გზა არ იყო. ამაში საბოლოოდ ბილის სიტყვებმა დამარწმუნა. - დაიმახსოვრე, ედვარდ, თუ მიღალატებ, ამას არასდროს გაპატიებ. - შენ ჩემში ეჭვი გეპარება, ბილი? - ბოლომდე თამაში გადავწყვიტე. - მე გაფრთხილებ. სანამ ყველაფერი არ დაწყნარდება, თვალწინ მეყოლები. გითვალთვალებ. არ მეთამაშო. ბლექმა რაღაც იეჭვა. ის არავის არ ენდობოდა, მაგრამ ჩემთან ასე არასდროს არ ულაპარაკია. თითქოს იცოდა, რომ ვატყუებდი. მე უკვე დიდი ხანია აღარ მეშინია მუქარების. მხოლოდ ორი რამ იყო, რაც ყველაზე მეტად მაღელვებდა. კონკრეტულად ჩემი დაიკოს და იმ მშვენიერი გოგონასსიცოცხლე, რომელიც ისევე, როგორც ჩემი, სასწორზე იდო. მაგრამ უკან დასახევი გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია. ასეთი, არც ისე სასიამოვნო ფიქრებით დამძიმებული შევედი ქალაქში. ნაცნობი ატმოსფერო დაცულობის შეგრძნებას მაძლევდა. მაგრამ ახლა ჰაერში კიდევ რაღაც იყო. რაღაც, რისი შემჩნევაც მხოლოდ მე შემეძლო. საშიშროება. ახლა ის ყოველ კუთხეში მელოდა. მშვიდობით, წყნარო ცხოვრებავ, რომელიც მე არასდროს არ მქონია. სასაცილოა. ყველა ადამიანი სიმშვიდისკენ მიისწრაფის. მე კი პირიქით, თავს ყოველ წამს საშიშროებაში ვიგდებ. როგორც ჩანს ეს ჩემი სტიქიაა, ჩემი წყევლა. მორიგ კვარტალს ჩავუარე და ელისის მანქანა შევნიშნე. ჩემმა ჭკვიანმა დამ თავისი ცხოველი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით დააყენა. «ჭკვიანი!» გავიფიქრე მე. გარშემო მიმოვიხედე და მანქანა სადარბაზოსთან ახლოს დავაყენე. შესანახი განყოფილებიდან იარაღი ამოვიღე და შარვლის ქამარში ჩავიდე. - შუადღე მშვიდობისა, ბატონო კალენ. არ დამინახავს, როგორ გახვედით. - შუადღე მშვიდობისა. უბრალოდ ადრე წავედით. სტივ, არავის არ ვუკითხივარ? - არა, ბატონო კალენ. - კარგი. აჰ, ჰო! კიდევ, სტივ, თუ ვინმე გკითხავს, მე აქ არ ვარ და გოგონა, რომელიც გუშინ მოვიყვანე არ გინახავს. - რა თქმა უნდა, ბატონო კალენ. ეჭვიანი ქმარი? - ძალიან მიხვედრილი ხარ. - ვუთხარი კონსიერჟს. ლიფტიდან რომ გამოვედი, გარშემო მიმოვიხედე. ელისის არსად არ იყო. სად გაქრა ეს აგენტი?! მაგრამ მე მოფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ კუთხესთნ შრიალის ხმა გავიგე. ხელი მექანიკურად წავიღე ქამრისკენ, მაგრამ დროულად დავიჭირე ნაცნობი სურნელი. - გამოდი, აგენტო! აღმოჩენილი ხარ! - ეს უსამართლობაა, ედვარდ! - ჩაილაპარაკა ელისმა და კუთხიდან უამრავი პაკეტით ხელში გამოვიდა. - როგორ მიხვდი? - თაგვივით შრიალებ, მაგრამ ჩემი დისნაირი სუნი გაქვს! - ელისს თავზე ვაკოცე. - ჩვენი ბავშვობის სუნი. – მიპასუხა მან და ლოყაზე მაკოცა. - მოიცადე! ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა სხეულის ყოველი ნერვი,როცა სიგნალიზაციის კოდს ვკრეფდი. - რა მოხდა? - ვიღაც შიფრის გატეხვას ცდილობდა!!! - მე დამატებითი კოდის აკრეფა მომიწია, რომ სიგნალიზაცია გამომერთო. - ა? მაგრამ კონსიერჟს ჩემი შემოშვება არ უნდოდა. მე მისი გაცურება მომიწია! - არა, გახსნას სხვა მხრიდან ცდილობდნენ. ზურგში სიცივემ დამიარა, როცა სახლში შევედი. ბინის დათვალიერება დავიწყე, ბელა არსად არ იყო. ბინაში გამეფებული სიჩუმე მაშინებდა. - ამჯერად რა ჩაიდინა ამ გოგომ! - ედვარდ, და კარები? - ჩაკეტე! – ბრძანება გავეცი მე და ჩემს ოთახში შევედი, რომლის კარებიც ღია დამხვდა. ბელა არ იყო აქ. მაგრამ ჩემი ყურადღება პატარა მაგიდამ მიიპრო, უფრო ზუსტად, ყუთმა, რომლის თავსახური ახსნილი იყო. ჩემთვის უჩველო გულისრევას ვებრძოდი და ყუთში ვიხედებოდი, რომ დავრწმუნებულიყავი, მაგრამ იარაღი იქ არ იყო. - ჩემი რევოლვერი. გაქრა. - წრიპინის ხმა გავიგე, რომელიც ელისმა გამოსცა, თან პირს ხელით იფარავდა. ელისი ქოშინით მომყვებოდა, როცა აივნისკენ წავედი - ერთადერთი ადგილისკენ, რომელიც ჯერ არ შემიმოწმებია. ფსიქოლოგიურად ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მაინც საუკეთესოს იმედი მქონდა. ნუთუ ერთმა წარუმატებელმა მცდელობამ არ შეაჩერა ის! ის ხომ შემპირდა. დროს ვწელავდი, არ მინდოდა აივანზე გასვლა, მეშინოდა იმის, რაც იქ მელოდა. ჩვენ გავხევდით, როცა აივნიდან ტირილის ხმა მოისმა. - ბელა! – ამოვისუნთქე მე და მზით განათებულ აივანზე გავედი. - არ მომეკაროთ!!! - ჩაილაპარაკა მან, ხელში რევოლვერი ეჭირა, რომელიც შემართა და ნამტირალებ სახესთან მიიტანა.