სახელწოდება: კრიმინალური სიყვარული ავტორი: Lolla ორიგინალი: http://twilightrussia.ru/forum/37-800-1 გადათარგმნის უფლება: მიღებულია. მთარგმნელი: ♥Damon♥ ბეტა: AnasteishA დისკლეიმერი : ყველა უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს. რეიტინგი: R-13 პეირინგი: ედვარდი/ბელა ჟანრი: რომანტიკა., კრიმინალი, დრამა. სამარი: და რა თუ ის პროფესიონალი ქილერია, ცივსისხლიანი და წინდახედული? სიყვარული მისთვის აკრძალული ხილია, რომლის გემოც მას არასოდეს გაუსინჯავს და ალბათ ვერც შეიცნობს. ვინ შეძლებს შეიყვაროს ადამიანი, რომელიც სხვებს ართმევს სიცოცხლეს. ან სჭირდება კი მას ეს? ის ხომ ქალს, რომელსაც შეიყვარებს სამუდამოდ გაანადგურებს. რა თუ ის ქალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის მდივანია, რომელიც მან უნდა მოკლას? პრობლემა არაა. მაგრამ ის გახდება მკვლელობის თვითმხილვევლი და მან უნდა მოკლას ის. მაგრამ მას არ შეუძლია. სიყვარული დაუპატიჟებელი სტუმარივით დააკაკუნებს მათ გულებზე და ისინიც შეუშვებენ მას, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამან შეიძლება დაღუპოს ისინი. მათ წასვლა უნდათ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. გოგო - ძალიან მნიშვნელოვანი თვითმხილვევლია, ბიჭმა ძალიან ბევრი იცის... ახლა სასწორზე მათი სიცოცლხე დევს. რა უნდა ქნას ბიჭმა? რა თუ გამოსავალი არ არის და ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულნი? როგორ აიცილონ თავიდან მათთვის უკვე გარდაუვალი დასასრული? როგორ გაიხანგრძლივონ ხანმოკლე ბედნიერება, რომელიც მათ ბედმა აჩუქა? ისინი ერთადერთ სწორ გადაწყეტილებას იღებენ: ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ისინი ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წავლენ, მხრებზე ამაყად ატარებენ თავიანთ სიყვარულს. ორივეს ესმის, რომ ყოველი ამოსუნთქვა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს, მაგრამ არ ნებდებიან. ისინი გულის უკანასკნელ ფეთქვამდე ერთად იქნებიან, უკანასკნელ „მიყვარხარ“-ამდე. მტრისა და ბედის ჯინაზე.
სტატუსი: ორიგინალი-დასრულებულია. თარგმანი-პროცესშია. განთავსების უფლება: მარტო twifans
შეტყობინება შეასწორა ♥Damon♥ - ხუთშაბათი, 2011-04-14, 0:40 AM
yes! ai es mesmis! ra yochagi bavshvi xar, abonenti xelmisawvdomia jer sul axlaxans daasrule da ukve axlis targmna daiwye. darwmunebuli var, rom shesanishnavi iqnebaaa da rac mtavaria, pirveli var!
საკუთარი თავი, ჩემი ცხოვრება და ჩემი პროფესია მეზიზღება. არ ვიცი, რატომ ავირჩიე ზუსტად ეს გზა. ქილერობაზე არასდროს მიოცნებია, უბრალოდ მოვლენები ასე განვითარდა. მამაჩემის სახლიდან წასვლით დაიწყო ყველაფერი,შემდეგ დედის სიკვდილი დაემატა. ეს ყველაფერი არ შეიძლებოდა ჩემს მომავალს არ შეხებოდა. მე მარტოსული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ხალხის სიკვდილი სიამოვნებას მანიჭებს. თავს ღმერთად არ მივიჩნევ, მე უბრალოდ ამისთვის ფულს ვიღებ. რაღაცით ხომ უნდა ვიცხოვრო. სხვა არჩევანი არ არსებობს.მათ სიკვდილს ჩემთვის დიდი მოგება მოაქვს. მე მხოლოდ ყველაზე რთულ დავალებებს ვასრულებ, მსხვერპლი პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გრძნობს. უცაბედი ტკვილი. და მორჩა. სიცარიელე. ისეთები, როგორც მე ვარ, ოჯახს არ ქმნიან. ეს ძალიან საშიშია. ასეთი პროფესიის არჩევით სისხლით მოვაწერე ხელი მარტოხელას სტატუსს. მაგრამ მე არც ვიყავი ამის წინააღმდეგი. ქალები არ მაინტერესებს. უფრო სწორად, არც ერთ ქალს არ დავუინტერესებივარ ისე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მასთან ერთად გამეტარებინა. მხოლოდ ერთი ღამე, მეტი არა. ეს არ ყოფილა ჩემი ახირება. უბრალოდ, გრძელი ურთერთობის გაბმით ქალს უზარმაზარ რისკის ქვეშ ჩავაგდებ. და თან ვინ დათანხმდება თავისი ბედის ქილერთან დაკავშირებაზე? ალბათ მხოლოდ გიჟი. ჩემმა დამაც კი ვერ შეძლო ჩემს პროფესიასთან შეგუება. მას ეშინოდა ჩემი, თუმცა იცოდა, რომ ცივსისხლიანი მკველილის ნიღაბქვეშ სრულიად სხვა ადამიანი იმალება. მაგრამ ესადამიანი ყოველდღე უფრო და უფრო ქრება. მე თანდათან ჩავახშე ის. მკვლელი ცივსისხლიანი, წინდახედული და დაკვირვებული უნდა იყოს. ჩემს საქმეში გრძნობა - დიდი ფუფუნებაა და საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. ამაზე ჩემი ცხოვრებაცაა დამოკიდებული. ყოველ ჯერზე, როცა მორიგ დავალებაზე მივდივარ, ის მთხოვს შევპირდე, რომ ეს უკანასკნელი იქნება. მაგრამ მე არ შემიძლია არაფრის შეპირება. ეს ნარკოტიკია, რომელიც გიჭერს, თითქოს ჭაობში ხარ ჩაფლული და არ გიშვებს. ვიცოდი, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ. ღრმად შევტოპე და გამოსავალი მხოლოდ ერთია. მაგრამ მე არ ვარ თანახმაასეთდასასრულზე. ჯერ. ოცდათოთხმეტი წელი - ნორმალური ასაკია ქილერისთვის. მაგრამ მე ვიცოდი, რომ რამდნიმე წლის შემდეგ მომიწევდა პროფესიასთან და მასთან ერთად სიცოცხლესთან გამომშვიდობება. ის დავალებები, რომლებასაც მე ვასრულებდი ყველაზე რთული და გასაიდუმლბული იყო. არცერთხელ არ მინახავს დამკვეთის სახე, ეს არ მევალებოდა.ჩემსმსხვერპლს მხოლოდ სურათებით ვიცნობდი, დანარჩენს,ჩვეულებრივ,ახალი ამბებიდან ვიგებდი, სადაც მორიგი მკველობის შესახებ აცხადებდნენ.ასეთი მკვლელობები გაუხსნელი რჩებოდა. მე არ ვტოვებდი კვალს. სწორედ ამიტომ ვასრულებდი ასეთ დავალებებს, მე პროფესიონალი ვიყავი. ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. დღეები გადიოდა, მაგრამ მე განსხვავებას ვერ ვამჩნევდი. ცხოვრების ყველა სიამოვნება გვერდს მივლიდა. მე იმ მომენტებისგან ვიღებდი სიამოვნებას, რაც მქონდა. ამ ყველაფერს მიჩვეული ვიყავი, არაფრის შეცვლა არ მინდოდა. მაგრამ ასე მანამდე იყო.ასე იყო ჩემს ცხოვრებაში მანამ, სანამ ის არ გამოჩნდა. მან ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდი. მან მე გამტეხა, ის ბარიერი დაანგრია, რომელსაც გულმოდგინედ ვაგებდი. რატომ მაინდამაინც ის? რატომ მაინდამაინც ჩემთან? ახლაც კი, ამ მომენტში, როდესაც მთელმა ცხოვრებამ თვალწინ უნდა ჩამიაროს, მე მხოლოდ მის სახეს ვხედავ. მისი სახე. და მეტს მე არაფერს არ ვითხოვ. მე ბედნიერი ვიყავი. თუნდაც მხოლოდ დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელიც ჩვენ რაც შეგვეძლო გავიხანგრძლივეთ. მაგრამ ვერაფერს იზამ. ეს უკვე მოხდა. ბედნიერება დასასრულს უახლოვდება.
ვაუ ძალიან მაგარი ფიკია მაგრად მომეწონა . სიუჟეტი ხო საერთოდ ყველასგან განსხვავებულია ძალიან დამაინტერესა. აბა ველოდები პირველ თავს იმედია მალე იქნება.
რა მშვენიერია უუუჰ როოგრც იქნა დავიწყებ მთელი გულისყურით ერთი დიდი გრძელი ფიკის კითხვას. სასიამოვნოა რომ ეს აღმოჩნდება. მართლა ძალიან მომეწონა,და ყოჩაღ ასე კარგად რომ თარგმნი!