ჩემთვის მონიჭებული უფლებით, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალი თავი. სიუჟეტის გამო 16 წლამდე მოზარდებს გთხოვთ ნუ წაიკითხავთ, მაგრამ საბოლოო არჩევანი თქვენზეა. ●თავი 20 ●+16
ერთმანეთისვის ხელები გვქონდა ჩაკიდებული, ახალი ცხოვრებისკენ ვდგამდით ნაბიჯს. ჩვენი ახალი ცხოვრებისკენ. რამდენი რამეა მოსაყოლი და გასაკეთებელი. ვუთხრა, როგორ ჩაისახა ჩემში ის გრძნობა, რომელმაც მთლიანად მშთანთქა, როგორ გადავიდა სამყაროში ყველა ადამიანი მეორე პლანზე და ჩემს ფიქრებში მხოლოდ ის დატოვა. გავუმხილო, როგორ გახდა ის ჩემი არსებობის აზრი და რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. ამაღამ ის გამაცოცხლებს, ნაწილებად შეაგროვებს ჩემს სულს და დამაჯერებს, რომ არ უნდა მეშინოდეს სიყვარულის, რომელსაც ამდენ ხანს გავურბოდი. ჩვენი თითები გადაიხლართა. ედვარდმა ძლიერად მომიჭირა ხელი და თითით ხელის ზურგზე დამიწყო ფერება. რამდენიმე წამის შემდეგ მივხდი, რომ ის მასზე ჩემი სახელის ყოველ ასოს ხატავდა. კარები როგორც ჩანს უკვე ღია იყო. სიბნელე გველოდა სასტუმროს ნომერში. მან იცოდა, რომ მოვიდოდით ამ ღამეს. ალბათ ამიტომ არ იყო ის შემაშინებელი. იმ ოთახში ჩამოწოლილი ბინდი, რომელშიც ჩვენ შევედით, გარე სამყაროსგან გვიცავდა. კალენი ადგილზე გაჩერდა, ჩვენს უკან კარი დახურა. მის ხელს ისევ ეჭირა ჩემი ხელი, როდესაც მე წინ წავედი, ნომრის სიღრმეში შევედი. ისიც ჩემთან ერთად წავიყოლე. ამ მომენტში ჩემი ყველაზე დიდი სურვილი მისი ახლოს შეგრძნება იყო, მისი გულის ცემის მოსმენა. და ეს რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, მე მინდა ის მთლიანად, შესვენების გარეშე. ედვარდი და მე საძინებლის შუაში ვიდექით, ერთმანეთის პირისპირ, ერთი სიტყვის წარმოთქმისაც კი გვეშინოდა. ხოლო ამ შიშის მიზეზი კი ის იყო, რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა, სიზმარს ჰგავდა. ყველაზე მშვენიერ, განუმეორებელ და არაჩვეულებრივ სიზმარს, რომელიც შეიძლებოდა კვამლივით გამქრალიყო. მაგრამ ახლა გულის ძგერა ბევრად უფრო ბევრისმთქმელი იყო ვიდრე სიტყვები, ხოლო მისი ნაზი სუნთქვა, რომელსაც სახეზე ვგრძნობდი, ყველაფერს გადმომცემდა, რისი თქმაც მას უნდოდა. ედვარდმა ხელი კისერზე დამადო და თავი ჩემი შუბლისკენ დახარა. - შენზე ვარ - დაიჩურჩულა მან. - დამოკიდებული. შენი ხმის მელოდიაზე. შენი კანის შეუდარებელ სურნელებაზე, - მისი ხელები აუჩქარებლად დაეშვნენ ჩემს მხრებზე. ბრმებივით, შეგრძნებებით შევისწავლიდით ერთმანეთს რეაქციებს, სხეულის იმპულსებს, როდესაც ასე განსაკუთრებულად ვეხებოდით ერთმანეთს. თითები მის ძლიერ მხრებზე გადავატარე, ქვევით ჩავყევი: ხელები, მტევნები, თითები... ისევ მხრები, კისერი, სახე... - ისე მჭირდები, - წარმოვთქვი მე, სანამ ედვარდის ტუჩები გზას აგრძელებდნენ, მკოცნიდნენ იქ, სადაც მანამდე მისი თბილი ხელი იყო. მე ვერც კი შევამჩნიე, როგორ გაიხლართნენ ჩემი თითები მის თმებში, ედვარდი სახეს ჩემ სახესთან უფრო ახლოს სწევდა. ერთი წამიც და მისი ტუჩები ჩემსაზე აღმოჩნდა, ხელები კი წელზე შემომხვია და ძლიერად მიმიზიდა მისკენ.
- მე არსად აღარ გავქრები, - თქვა მან, გაჩერდა და თვალებში შემომხედა. მის მზერაში გარკვევით იკითხებოდა სურვილი, სინაზე და... ყოყმანი. მას ჩემსავით ეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის. ერთია, ჩემი გონება უბრალოდ ყვიროდა, რომ დროა შიში დავძლიოთ და ბოლოს და ბოლოს ბედნიერები ვიყოთ. მისი ხელი ავიღე და ჩემი კაბის ერთ-ერთ თასმასთან მივიტანე. აბრეშუმი ნაზად ჩამოცურდა კანზე. კალენმა თავი გვერდზე გასწია, დაძაბული სახე ჰქონდა. თან მეორე თასმას ხსნიდა, ოდნავ მეხებოდა კანზე. ედვარდმა ხელში ამიყვანა, მარცხენა ხელი ფეხებზე შემომხვია, ხოლო მარჯვენა თმებში შეაცურა, თმისამაგრებს მხსნიდა. წაბლისფერი კულულები მხრებზე ჩამომეყარა. მან ფრთხილად დამიშვა საწოლზე, ცივ, შავი ფერის ატლასზე დამაწვინა. ედვარდმა ღიმილით შეხედა ჩემს სახეს ქვევიდან ზევით, თითქოს არ ჯეროდა თავისი ბედნიერების. იდაყვებზე წამოვიწიე და ნელა გავიწიე უკან, მისთვისაც ვანთავისუფლებდი ადგილს. მაგრამ ის არ ჩქარობდა, კალენმა გულწრფელად და მტკიცედ კიდევ ერთხელ შემომხედა თვალებში. სიტყვის უთქმელად გაიხადა მაისური და ჯინსები და ისინი სადღაც იატაკზე გაგზავნა. სუნთქვა გამიორკეცდა აღფრთოვანებისგან, რომ მე ამ მამაკაცის ვარ, ვიქნები... - ბელა, - ედვარდი სულ ახლოს მოვიდა და ხელი კისერზე დამადო. - ამას არ ინანებ? - და შენ? - ღიმილით ვკითხე მე და როდესაც პასუხადაც ღიმილი მივიღე, კალენს ნიკაპზე ხელი მოვკიდე და ხარბად მოვწიე მისი ტუჩები ჩემსკენ. მან ხელი ჩემს ფეხებზე გადაატარა, სხვადასხვა მხარეს გასწია ისინი. მისი ცხელი ტუჩები ჩემს კისერზე მოძრაობდნენ, ამავდროულად ედვარდი ოდნავი შეხებით ეფერებოდა ჩემს მუცელს. ის ერთ ხელზე გადაიხარა, თან თავისუაფლი ხელის თითებს ნაზად ატარებდა ჩემი მკერდზე არსებულ შავ მაქმანზე. - ახლავე, - ვეცადე ჩემი ლიფის გასახსნელს მივწვდომოდი, მაგრამ კალენმა შემაჩერა, ხელი დამიჭირა და ის საწოლზე, ჩემი თავის ზემოთ დამადებინა. - ჩ-შ-შ... - მისმა ცხელმა სუნთქვა კისერი დამწვა, გონება გამითიშა. - ახლა მე თვითონ, - დაიჩურჩულა მან და წამებში გაუმკლავდა შესაკრავს. - რა ძლიერ მიყვარხარ, - ედვარდი ჩემს სხეულს კოცნით ფარავდა, კანზე მსუბუქ ნაჩხვლეტებს ტოვებდა. ცეცხლი, რომელმაც ჩემი გული მოიცვა, შიგნით სითბოს ავრცელებდა, მაიძულებდა სხეული უფრო მაღლა ამეწია, რომ მასთან რაც შემეძლო ახლოს ვყოფილიყავი. - წაიღე ჩემგან ყველაფერი, - ვთხოვდი მე, ვგრძნობდი, რომ ვეღარ ავიტანდი ამ უბრალო შეხების წამებას. კალენმა ფართოდ გაიღიმა, უკანასკნელად შეჩერდა, რომ ჩვენს შორის არსებული უკანასკნელი ბარიერი მოეშორებინა. ჩემს ტუჩებს ხმადაბალი „აჰ“ დასცდა. თითებით ატლასის თეთრეულს ჩავეჭიდე, როდესაც ედვარდი ჩემში ვიგრძენი. ამ მომენტში შევწყვიტე საკუთარ თავთან იმაზე კამათი, თუ რას ვაკეთებ. გული წარმოუდგენელი სიჩქარით აძგერდა, ხოლო სისხლმა, რომელიც ვენებში პულსირებდა, დუღილი დაიწყო. ედვარდმა ოდნავ ასწია ჩემი ფეხები საწოლიდან, ჩვენი სხეულები იდეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენი სახეები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. მან თითები ჩემს ტუჩებზე გაატარა, ჩემი მარჯვენა ხელი თავისაში მოიმწყვდია. როდესაც სახიდან ჩამოყრილი თმების მოშორებას შევეცადე, თითები გადახლართა და საწოლზე დადო. ედვარდის ყოველი ნაზ და ძლიერ მოძრაობას ჩემი სხეული აღფრთოვანებაში მოჰყავდა. თავი უკან გადავწიე, რომ კოცნისგან ამომესუნთქა და მაშინვე დავუბრუნდი საყვარელი ადამიანის ტუჩებს, ჟანგბადი ორივესთვის შევავსე. ერთმანეთს შუბლებით შევეხეთ და სახეზე მისი წყვეტილი სუნთქვა ვიგრძენი. - ჩემი სახელი თქვი, - გახსნილ ტუჩებში ჩამჩურჩულა მან. მისი თავი უკან გავწიე და ენა მის კისერზე გავატარე. - ედვარდ, - ამოვიკვნესე მე. - კიდევ, - ის ტუჩებით ჩემს ლოყას შეეხო. მისი სუნთქვისგან წამოსული სიცხე მთელს სხეულში გაიფანტა. - ედვარდ! - მე თითქმის ვყვიროდი, ნეტარებაში ჩაძირული. - კიდევ, ბელა, - კალენმა თვალები დახუჭა და ქვედა ტუჩზე იკბინა. - მიყვარხარ, - ამოვიკვნესე მე სიამოვნებისგან... ედვარდი უღონოდ დამეცა, თან იდაყვი დაიხვედრა, რომ ჩემთვის რამე არ ეტკინა. ჩვენ ასე რამდენიმე წუთი ვიწექით, სუნთქვას ვიმშვიდებდით, გულების ხმას ვუსმენდით, რომლებიც ერთდროულად ძგერდნენ, ხოლო სულები გაერთიანდნენ. - გმადლობ, - ყურში ჩავჩურჩულე და თვალები გავახილე. - სასიამოვნო იყო. ედვარდმა სიყვარულით სავსზე მზერით შემომხედა. - ჩემთვისაც, - სახიდან სველი თმები მომაშორა და ნაზად მაკოცა. გვერდზე გადაბრუნდა და ჩემი სხეულიც თავისკენ წაიყოლა, კოცნას არ წყვეტდა. სანამ ჩამეძინებოდა ვიგრძენი, როგორ დაეშვა ჩემს წელზე თბილი ხელი, ხოლო ყურთან ახლოს, კანზე ედვარდის ჩუმმა ჩურჩულმა მომიღუტუნა. - მალე დავბრუნდები, - ლოყაზე მაკოცა. - დაიძინე. ხელი ინსტინქტურად გავიშვირე მისკენ, ხოლო თავი იმ მხარეს შევაბრუნე, საიდანაც მისი ხმა მომესმა. - არა, - თითქმის ბავშვივით დავიჟინე მე, თვალებს არ ვახელდი, სადღაც ძილსა და რეალობას შორის ვიყავი. - ჰო, - უხმოდ გაიცინა ედვარდმა და საბანი მაღლა აწია, საიმედოდ შემახვია. აპრილის მზის სხივები დაჟინებით შემოიჭრნენ ოთახში, წარსულს წყვდიადში და სიმშვიდეში ტოვებდნენ. ფანჯრიდან ლონდონის საქმიანი ცენტრის ხმაური მესმოდა. ეს ხმები იმაზე ფიქრებს შეერივნენ თუ რა საოცარია იმ ადამიანთან ერთ საწოლში გაღვიძება, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე აღარ წარმოგიდგენია. მე მეორე მხარეს გადმოვბრუნდი და თვალები გავახილე იმ იმედით, რომ ედვარდის სახეს დავინახავდი. მაგრამ ამის მაგივრად დაჭმუჭნული ბალიში, გვერდზე მიგდებული საბანი და მის მხარეს საჩქაროდ გასწორებული ლოგინი მელოდა. ამოვიოხრე და გარშემო მიმოვიხედე - საძინებელში ყოველი ნივთი წინა ღამეს მახსენებდა, მაგრამ მთავარი არ იყო - ედვარდი. საწოლზე წამოვჯექი, საბანში გავეხვიე და ხმებს დავუგდე ყური სასტუმრო ოთახში, რომელიც ჩვენი დამცველი გახდა პატივმოყვარე სამყაროსა და მისი მცხოვრებლებისგან. გული სიხარულით შემიფრთხიალდა, როდესაც სრულ სიჩუმეში, შემოსასვლელი კარის საკეტის ხმა გაისმა. ის დაბრუნდა! მინდოდა ადგილიდან მოვმწყდარიყავი, რომ მას შევხვედროდი, მაგრამ გავიყინე, როდესაც მივხვდი, რომ ის მარტო არ იყო. - ჰო, მადლობა, - უთხრა ედვარდმა ვიღაცას. - არა, აქ დატოვეთ, დანარჩენს თვითონ მივხედავ. მე მგონი გარკვევით აგიხსენით. არ არის საჭირო მისი შიგნით შეტანა! - მკაცრად თქვა მან. - ნახვამდის. მე ოდნავ წინ წავიწიე ისე, რომ გაღებული კარიდან მისაღები დამენახა. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, ძალიან მინდოდა გამეგო ვის ელაპარაკებოდა ედვარდი და რისი და სად შეტანა არ იყო საჭირო. ასეთ პოზაში, კარში გაჭედილი გამომიჭირა კალენმა. მის ხელში ვარდისფერი ტიტების უზარმაზარი თაიგული იყო. ორმოცდაათზე ნაკლები არ იქნებოდა, შეიძლება მეტიც. - უკვე ადექი, - გამიღიმა ედვარდმა, მომიახლვოდა. მან თაიგული საწოლზე, ჩემთან ახლოს დააგდო და ახლა მთელ მის ყურადღებას მხოლოდ მე ვიპყრობდი. ედვარდმა კანონიერი მფლობელივით დაადო მარცხენა ხელი ჩემს ფეხს, მარჯვენათი კი კეფით მიმიზიდა და მაკოცა. - დილა მშვიდობისა, - ვუთხარი, ვცდილობდი სუნთქვა აღმედგინა. - დილა მშვიდობისა, - ის კიდევ ერთხელ დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ, გამიღიმა და წამოდგა. - ახლავე მოვალ. რა, ისევ? ის ისევ მიდის? - ედვარდ, სად მიდიხარ? - ნაღვლიანად ვთქვი მის ზურგს უკან, როდესაც ის სასტუმრო ოთახში გადიოდა. მან ხმის ამოუღებლად, ხელით გააკეთა ჟესტი, რომ სანერვიულო არაფერი იყო. მე ყვავილების თაიგულს მივუბრუნდი და ის დილა გამახსენდა, როდესაც ოფისში ცხრამეტი ვარდისფერი ტიტა არმოვაჩინე. ახლა ყველაფერი ირკვევა და ჩემთვის გასაგებია, როგორ მოხვდნენ ისინი იქ და ყველაზე მთავარი - ვისი გამოგზავნილი იყო. - ბოლოს როდის ჭამე? - ედვარდმა საძინებელში პატარა მაგიდა შემოაგორა, რომელზეც ჩვენ ორისთვის საუზმე იყო გაშლილი. - ო, რა რომანტიულია, - ავღელდი მე, ხელი გულთან მივიდე. ეს მართლაც ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა - მე და ედვარდი საუზმეს ვინაწილებდით, თან ამავდროულად მე სრულიად შიშველი, მხოლოდ საბანში გახვეული. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ეს ჩემსა და კალენს შორის მოხდებოდა, პასუხად ჩემი ისტერიული სიცილის გარდა ვერაფერს მიიღებდა. ედვარდმა მაგიდა საწოლის იმ მხარისკენ მოაგორა, რომელზეც მე ვიჯექი. იქვე მდგარი სავარძელი მოსწია და ჩემს წინ დაჯდა. - რით აპირებ ჩემს გამოკვებას? - ვკითხე მე, საჭმლიანი ლანგარი შევათვალიერე. - ნუ, - ჩაილაპარაკა მან, პროდუქტებს ჩემთან ერთად ათვალიერებდა. - აქ არის ბურღული, კრუასანები, ყავა, რაღაც კარაქისმაგვარი, - მან ცნობისმოყვარედ დაატრიალა ხელში პლასტმასის ქილა და ადგილზე დააბრუნა. - ა, არა, ეს ჯემია. კიდევ არის წვენი. აი, მთელი ჩვენი საუზმე. - მე ეს მომწონს, - გავიღიმე მე. - კონკრეტულად რა? - მომწონს, როგორ ამბობ „ჩვენი საუზმე“, - მე ცალი თვალი მოვჭუტე და ედვარდს შევხედე. მან პასუხად გაიცინა და კრუასანი გამომიწოდა, რომელსაც მე პატარა ნაჭერი მოვატეხე და პირში ჩავუდე. - არც კი ვიცი რითი დავიწყო საუბარი, -თქვა ედვარდმა და ცხელი ყავა მოსვა. უნდა ვაღიარო, ჩემთვისაც უხერხული იყო საუბრის დაწყება იმაზე თუ, როგორ მივედით ჩვენ ასეთ ურთიერთობამდე. განსაკუთრებით იმ ყველაფრის შემდეგ რაც ამ ღამით იყო. ჩვენი პირველმა სიახლოვემ ეს ნებისმიერ სიტყვაზე კარგად გააკეთა. - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, რაც წუხანდელ ღამემდე იყო, - განაგრძო მან. - მთავარია, რომ შენ ახლა ხარ ჩემს ცხოვრებაში. და არა უბრალოდ ხარ, შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ, რასაც მე. მაგრამ მე მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელზე პასუხი მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ნებას მომცემ? - კი, - დავთანხმდი მე. - მაშინ მეც მექნება ჩემთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმის უფლება? შევთანხმდით? ედვარდმა თავი დამიქნია, მაგრამ სანამ პირის გაღებას მოასწრებდა, რომ მისი პირველი კითხვა დაესვა, მე თითი მის ტუჩებთან მივიტანე, გავაჩუმე. - და კიდე ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, - ვთქვი მე. კალენმა წარბები ასწია და თვალებში შემომხედა. - ეს არასწორია, რომ ჩვენ შორის ეს მაგიდაა. მინდა, რომ შენ სულ ახლოს მყავდე. ედვარდმა გამიღიმა და ხელის ერთი მოქნევით საუზმე გვერდზე გაწია. ის საწოლზე დაწვა და ჩამეხუტა, მასთან ერთად გამხვია საბანში. - ასე კარგია? - მკითხა მან. -მაშინ დავიწყოთ. დამისახელე მომენტი, როდესაც შენი ჩემდამი ზიზღი სიმპათიამ შეცვალა? და არა უბრალოდ სიმპათიამ, არამედ ნამდვილად გულწრფელმა და ღრმა გრძნობამ. მე ერთი წამით დავფიქრდი. - ნუ, შენ ვერ გაიხსენებ ამ მომენტს, რადგან გეძინა. - მეძინა? - გაუკვირდა მან. - შენ რა ჩემს ბინაში შემოიპარე? - არა, - გადავიხარხარე. - ეს საავადმყოფოში იყო იმ დღეს, როდესაც ელისს ოპერაციას უკეთებდნენ. არ ვიცი, რამ მომიყვანა იმ ღამეს იქ, მაგრამ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო. და როგორც მერე გაირკვა, ტყულიად არა! მე შენ პერსონალის ოთახში მძინარე აღმოგაჩინე, ისეთი საყვარელი, სრულიად არ იყავი ისეთი კრეტინი როგორიც მანამდე. ნუ, სახეზე შეგეხე და იმ წამსვე მივხვდი, როგორ შეიცვალა შენდამი დამოკიდებულება. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს იმ გარდამტეხ წერტილად, მაგრამ ზუსტად იმ ღამეს საავადმყოფოში გაერთიანდა ჩემი სულიერი და ფიზიკური მიდრეკილება შენდამი. - მოიცადე, - თქვა კალენმა. - ე.ი. ჯერ კიდევ თითქმის ერთი თვის წინ ჩვენ უკვე შეგვეძლო ერთმანეთით გვესიამოვნა, მაგრამ არ ვაკეთებდით ამას? - ეს შენი შემდეგი კითხვაა? ედვარდი გაჩუმდა, ფიქრობდა უნდოდა თუ არა ამაზე პასუხის ცოდნა. - არა, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, - წარმოთქვა მან. - ახლა შენი ჯერია. - მე უფრო ადვილი კითხვები მაქვს. შენ ყოველთვის გულწრფელი იყავი ჩემდამი შენი გრძნობების შესახებ? - ოჰ, არაფერიც არ არის „ადვილი“! - ამოიოხრა მან და ხელი თმაზე გადაისვა. - მაგრამ კარგი, გიპასუხებ. კი, მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, ექვსი წლიდან დაწყებული. - გეყოფა, -ხელი ავუქნიე მე. - შენ ხუმრობ! - რატომ? არ ვხუმრობ. სერიოზულად, ბელა! - და შენ გინდა მითხრა, რომ ცეკვის წრიდანვე მოგწონდი? - ნუ, მომწონდი - არც ისე შესაფერისი სიტყვაა, უფრო ჭკუიდან მშლიდი. მაგრამ იმ მომენტში - ჰო, შენ მე მომწონდი. ბელა ჰეილი ყველაზე საოცარი გოგონა იყო იმათ შორის, ვისაც მე ცეკვის წრეზე ვხედავდი, მას ისეთი ლამაზი გრძელი კულულები ჰქონდა. და ყველანაირად ვცდილობდი მისი ყურადღება მიმექცია. როგორც შემეძლო. - შენ მე ფეხებზე მაბიჯდებდი, ხელებს მიგრიხავდი, - თითები მოვმუშტე, მზერა სხვა მხარეს გადავიტანე, მაგრამ ედვარის გულრწფელ თვალებში ნათლად ჩანდა, რომ მისთვის უსიამოვნო იყო ამის გახსენება. - შენ მე ცრემლებამდე მიგყავდი და არა მარტო ცეკვის წრეზე. სკოლაში ედვარდ კალენზე საშინელება ჩემთვის არაფერი არ იყო! შენ მე დამცინოდი, ცნობისთვის. ედვარდს სახე დაუნაღვლიანდა. მან თვალები დახარა და ხელი ძლიერად მომიჭირა ხელზე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ეჭირა. მე თითქმის შეუჩერებლად მივაყარე და ველოდებოდი მის პასუხებს, რომელიც დანარჩენებზე არანაკლებად მაინტერესებდა. - მაპატიე, - თქვა მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. - მე მაშინ მართლაც იდიოტი ვიყავი. ყველაფერში დამნაშავე გარდატეხის ასაკი და თინეიჯერული ცნობისმოყვარეობა იყო, თუ რა იქნებოდა ასე რომ გამეკეთებინა. მე დღემდე მრცხვენია იმის გამო, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციე. ახლა ედვარდი ელოდა ჩემს საპასუხო სიტყვას მის მობოდიშებაზე, თითს ხელის ზურგზე მისვავდა. - იცი, ამ ყველაფერს ჩემთვისაც აღარ აქვს მნიშვნელობა, - ვუთხარი მე. - რაღაც მხრივ ჩვენ ბარი-ბარში ვართ, თუ იმას გავითვალისწინებთ როგორ ვიქცეოდი მე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. - გავსწორდით, - გაიღიმა კალენმა. - მე აღარ დამრჩა კითხვები. - მაგრამ შენ ხომ მხოლოდ ერთი დასვი! - ჩემთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენები - გაქრა. - მაგრამ მე ხომ შემიძლია განვაგრძო? - რა თქმა უნდა, კიდევ რისი გაგება გინდა? - რატომ შეიცვალე გადაწყვეტილბა ჯასპერთან დაკავშირებით? - ვკითხე მე. ედვარდმა ჩაახველადა, ვერ გადაეწყვიტა ეპასუხა თუ არა. თითქოს ვაიძულებდი რაიმე საშინელი საიდუმლო გაემხილა. - ნუ, მე უბრალოდ თავი მის ადგილას წარმოვიდგინე. რა მომივიდოდა ჩემთვის შენთან ყოფნა რომ აეკრძალათ, მითუმეტეს როდესაც გრძნობა საპასუხოა. - საიდან გაიგე, რომ ჯასპერსაც უყვარს ელისი? - გამიკვირდა მე და უკან გავიწიე, რომ ედვარდის სახე კარგად დამენახა. - ჩემმა ინფორმატორმა მომიყვა, - წყნარად წარმოთქვა მან. - რა?! - მე საწოლზე წამოვჯექი, გაკვირვებული ვუყურებდი.- შენ ინფორამტორი გყავს? ვინ არის? ვიცნობ? - თან როგორ, - კალენმა გამიღიმა, ცალი თვალი ჩამიკრა და საბანში გახვეული ჩამიხუტა. ჩემი ყურისკენ დაიხარა და დაიჩურჩულა: - ეს შენი დაა. არა, ასეც ვიცოდი, რომ როზალი ადრე თუ გვიან გამცემდა! მოღალატე! - და დიდი ხანია შენი ინფორმატორია? – ვკითხე მე, ედვარდს თვალებში ვუყურებდი. - შენი მარცხის შემდეგ მაშინვე დამირეკა. - შენ ესეც იცი... - ჰო და მე მადლობა უნდა გადავუხადო როუზს იმის გამო, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. მე გადავუხდი მადლობას. ისე გადავუხდი, რომ მთელი საკუნე არ დაავიწყდება!!! - და მე ვიცი როგორც! - იდუმალი ტონით წარმოთქვა მან. - ის და ემეტი ხომ ჯერ კიდევ ნაჩხუბრები არიან! - ოჰ, ჰო, - შუბლზე ხელი მივირტყი. - მე ხომ შევპირდი ემეტს, რომ დავითანხმებდი როზალის მასთან დალაპარაკებაზე. - არ გინდა, - შემაჩერა ედვარდმა. - მე უკეთესი გეგმა მაქვს, მაგრამ ამას მერე გაიგებ, რადგან ჯერ, - მან ხელი ჩემს ზურგზე გაატარა, საბანში შემოძვრა. არ იყო ძნელი იმის მიხვედრა თუ რა უნდოდა. მისი ხელები ნაზად მოძრაობდნენ ჩემს სხეულზე. - ედვარდ, - ვცდილობდი გონება მომეკრიბა, ამასთან ერთად მისი შეხებით ვტკბებოდი. - ედვარდ ჯერ მინდა, რომ ვიბანავო და კბილები გამოვიხეხო. - მე შემიძლია მოგეხმარო, - გამიღიმა მან და თავისი მოქმედება გააგრძელა. - წინააღმდეგი არ ვარ. ნომერში დილამდე დავრჩით, ჩვენი ტელეფონები გამოვრთეთ და სასტუმროს თანამშრომლებს ჩვენი შეწუხება ავუკრძალეთ. ედვარდთან ისე ახლო იყო პრობლემების, ვალდებულებების დავიწყება. ის აღმოჩნდა პირველი კაცი, რომლიც ნამდვილად ზრუნავდა ჩემზე. მასთან თავს საჭიროდ ვგრძნობდი. მისთვის არ იყო სულერთი ჩემი სურვილი. და მე ზუსტად ვიცოდი, რომ მე ის არავითარ შემთხვევაში არ მიმატოვებდა. ურთიერთობა კალენთან, რომელიც, ერთი შეხედვით მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, სინამდვილეში უკვე დიდი ხანია დაწყებული იყო. გაბედულად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს წვეულებებზე, ელისის დაბადების დღეებზე და ჩვენს შეხვედრებს უზნეო ფორმა ჰქონდა ხოლმე. მე ჯასპერის სიტყვები გამახსენდა, როდესაც ის ედვარდ კალენის მიმართ ჩემი უზარმაზარი გრძნობის საზღვრებზე მელაპარაკებოდა. დიახ, ჩემი ძამიკო სრულიად მართალი აღმოჩნდა. ახლა ჩემთვის გასაგები იყო ედვარდის თამაში, რომელსაც ის ბოლოს დროის განმავლობაში თამაშობდა, მისის კალენს მეძახდა და მარწმუნებდა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით. მე ბრმა ვიყავი და ვერ ვამჩვნევდი სრულიად ცხად რამეებს - ყოველ ჩემ ქმედებას, სრულიად შემთხვევით წარმოთქმულ სიტყვასაც კი ედვარდ კალენთან მივყავდი. კრის უიმსიც კი, რომლსაც გაუგებარი მიზეზით ვხვდებოდი, ამაში არც ისე მცირე როლს თამაშობდა - ამ იდიოტის წყალობით მე ვისწავლე ნამდვილი გრძნობის დაფასება, რომელიც მხოლოდ სექსზე არ არის დაფუძნებული. მხოლოდ ახლა, კრისის და ედვარდის შედარებისას ვხვდები, რომ უკანასკნელი ყოველთვის ერთი თავით მაღალი იყო მოწინააღმდეგეზე. რაც შეეხება ჩემს ავადმყოფურ ჩვევას "იმოქმედო სწრაფად " ანუ სიტუაციაში გარკვევის გარეშე მოვახდინო რეაგირება, აქ ედვარდი ძალიან სერიოზული იყო. მან ამიკრძალა რაიმე დასკვნების გაკეთება, რომელიც მხოლოდ იმაზე იყო დაფუძნებული თუ რას ვხედავ მე ამ კონკრეტულ მომენტში. პირველი რაც უნდა გავაკეთო ისეთ სიტუაცებში, როგორიც იყო სამი კვირის წინ ჩემი უკვე ყოფილი უფროსის კაბინეტში, არის ის, რომ უნდა დავურეკო ედვარდს. - მე ყოველთვის მისაწვდომელი ვარ, ძვირფასო, - მითხრა კალენმა, თან ჩემს წინ ნოკიას მობილურ ტელეფონს ატრიალებდა. ჩვენ სასტუმრო ოთახში დივანზე ვისხედით და თეთრ ღვინოს ვსვამდით. - ეს ჩემი ტელეფონია, ედვარდ, - გავიცინე მე, ხელიდან აპარატი გამოვართვი, - შენი ესაა. - აბსოლიტურად ერთნაირები არიან და ვერ ვარჩევ. თუმცა ეს არც არის საჭირო. ახლა როცა ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ, ყველაფერს თანაბრად გავიყოფთ, სულერთი იქნება დილით მაგიდიდან რომელი ვის ტელეფონს მოკიდებს ხელს. იმედი მაქვს, შენ მე მენდობი, რადგან მე შენში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. - დარწმუნებული რაში? - ვკითხე მე, ედვარდთან უფორ ახლოს დავჯექი. - იმაში, რომ აღარ დაპატიჟებ რესტორანში უამრავ გოგოს. ჩვენ გადავიხარხარეთ, ის დილა გაგვახსენდა როზალის და ემეტის რესტორანში. მე მოვუყევი, როგორ გავუკეთე ყველაფერს ორგანიზება ჯასპერის დახმარებით, ხოლო ედვარდმა იმავე საღამოსვე გაწმინდა თავისი ჩანაწრების წიგნაკი მისთვის უსარგებლო ნომრებისგან. - როგორ ფიქრობ, დაიწყეს უკვე ჩვენი ძებნა? - ვიკითხე მე, კალენს ზევიდან დავაწექი და ხელი თავზე, მისი სახისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დავადე. - ვფიქრობ, რომ არა, - მიპასუხა მან, ხელებით თმები გადამიწია. - მე მგონია, რომ ჩვენმა ოჯახმა მშვენივრად იცის ჩვენი გრძნობების შესახებ და ახლა სიხარულისგან ჭერამდე ხტიან. - განსაკუთრებით ელისი, - ერთდროულად ვთქვით ჩვენ და ერთმანეთს გავუღიმეთ. - ისე ზრუნავდი მასზე მთელი ამ დროის განმავლობაში, - ვუთხარი მე. - რომ, შენგან ნამდვილად არაჩვეულებრივი მამა გამოვა. როდესაც ბოლო ფრაზა წამროვთქვი, მაშინვე ენაზე ვიკვინე. ოღონდ არ შეეშინდეს, ედვარდს ხომ ალბათ არც უფიქრია ამაზე - ქალაქგარეთ ლამაზ სახლი, მინივენი, ოქროსფერი რეტრივერი. - ხოლო შენგან - არაჩვეულებრივი დედა, - მოულოდნელად მიპასუხა მან. - მართლა? - ჰო. - მაგრამ შენ არ იფიქრო, რომ მე სიტყვა გადაგიკარი ან რამე... - ბელა, - ედვარდმა სახეზე ხელები შემომხვია. - გთხოვ, მომისმინე. მე შენ მიყვარხარ. და მინდა, რომ სიბერეს შენთან ერთად შევხვდე, თუნდაც შენ სულ ნაოჭებით იყო დაფარული, - გაიცინა მან. - მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. მე არავითარ შემთვევაში არ გამოვრიცხავ ბავშვებს ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ვთვლი, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს. და თუ ეს დრო ერთი წლის შემდეგ დადგება, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. მაგრამ მე და შენ თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ ეს თემა, ერთმანეთს ყველაფერი გავუზიაროთ. შევთანხმდით? ზურმუხტისფერ თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ გამოისახა ჩემს სახეზე ბედნიერი ღიმილი. - შევთანხმდით, - ვუპასუხე მე, ტუჩები მისი სახისკენ გავიწვდინე. ედვარდმა არ დააყოვნა - მის კოცნას ყოველ ჯერზე გამოვყავდი რეალობიდან. და ჯანდაბას, რომ მე ჰაერი მჭირდება! ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად მე მზად ვიყავი არ მესუნთქა, ოღონდ ის არასოდეს არ გაჩერებულიყო და გაეგრძელებინა ჩემი კოცნა, მაგრამ ედვარდი როგორც ნამდვილი ბრიტანელი და ჯენტლმენი, გაჩერდა. ჩემი ხელები უკვე სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ისინი ედვარდის მაისურის ქვეშ იყვნენ, ეფერებოდნენ მას. მაისური ზევით ავწიე, მოქმედებისთვის უფრო დიდი ადგილი გავინთავისუფლე... ამიხსენით, როგორ მეყო ჭკუა, რომ ამის წინ მობილური ტელეფონი ჩამერთო? მე ხომ მშვენივრად ვიცი „უნამუსობის კანონები“! ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მე კბილებით ვცდილობდი ედვარდის ჯინსების ქამრისგან განთავისუფლებას, სასტუმრო ოთახში ჩემი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. - აიღე ყურმილი, - ვთხოვე ედვარდს, თან საქმიანობას არ ვწყვეტდი. ედვარდმა, რომელსაც თვალები სიამოვნებისგან დახუჭული ჰქონდა, ხელი გაიწვდინა ჟურნალების მაგიდისკენ, სადაც რომანტიკის პატარა „მკვლელი“ იდო და ყურმილის აღების ღილაკს დააჭირა. - დიახ? - უპასუხა მან. - არა, ის დაკავებულია, - კალენმა თვალები გაახილა და გაიღიმა. მე მისი კისრიდან სახეზე გადავედი: ყვრიმალები, ნიკაპი, ცხვირი, თვალები. ტუჩებს ჯერ არ ვეხებოდი - მას ხომ იმ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა, რომელსაც ვიღაც უსვამდა. - რა გადავცე? - ჰკითხა ედვარდმა მოსაუბრეს, ყურადღების მოკრებას ცდილობდა. ამის გაკეთება ჩემი ქმედებების გათვალისწინებით საკმაოდ რთული იყო. - დღეს? ვერ მოიცლის... კარგი, გავიგე. გმადლობთ. ნახვამდის. მან მოუთმენლად დააგდო ტელეფონი, წელზე ორივე ხელი შემომხვია და ახლა უკვე მე ავღმოჩნდი მის ქვემოთ. - შენთვის არ უთქვამთ, რომ არ არის ლამაზი უფროსების საუბრისთვის ხელის შეშლა? - ედვარდმა ხალათი გამაძრო და ყვირილი აღმოხდა, როდესაც დაინახა, რომ ხალათის ქვეშ არაფერი არ მეცვა.. - მე ძალიან ცუდად ვარ აღზრდილი, - ვუპასუხე მე, თან მაისურს ვხსნიდი. - ზრდილობაზე წარმოდგენაც არ მაქვს! - ჩემი თითები მისი ჯინსის ღილებისკენ დაეშვა, სანამ კალენი ჩემს სხეულს კოცნებით ფარავდა. - ვინ რეკავდა? - რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე მე. - ბელა!!! ახლა არა! - ღიმილით მიყვირა მან და თავისკენ უფრო ახლოს მიმიზიდა. როგორც ჩანს, ის ვინც ახლა მირეკავდა დაცდა მოუწევს. როგორც მინიმუმ ხვალამდე.
ძალიან მაგარი თავი იყო . ნუ დასაწყისი ცოტა ეროტიული ქონდა მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი თავი გამოვიდა. ედვარდი და ბელა უსაყვარლესი წყვილია . ყოჩაღ ძალიან კარგი ნათარგმნი იყო უმაგრესად თარგმნი და ბატაც უმაგრესი გყავს ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე იქნება.
ohohoohooooh! es ra iyooo dedaaa! mokled am tavis pirvel da sul sul bolo nawilze komentars ar gavaketeb, ai shuashi ki, konkretulad iq rodesac saubrobdnen (!) dzalian sayvarlebi iyvnen dzalian kargi da gabeduli mtargmneli da betuna yavs am fiks da orive dzalian miyvars! chemi chkviani gogoebi imedia axal tavshi cota miwynardebian esenii da ise xom ar icit rodistvis shedzlebs dadebas?
♥Damon♥, +16 ki aweria magram waikitxes vin uyurebda magas )) me aghar wamikitxia rusulad mqonda wakitxuli da es tavi imat ricxvshi ar shedis romelic bevrjer unda waikitxo...magram darwmunebuli var kargad geqneba natargmni )) imedia gamojanmrteldebi bolomde ))