[size=14]<span style="font-family:Arial">გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი გაერთიანება არავის არ გაკვირვებია. ყველაფერი ისე საჭიროდ და ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის, რომ ახლობლბებიდანაც კი არავის არ დაუსვამს კითხვა „ოჰ, ასე მალე?“. რა ხდება აქ? არავინ არ იყო გაკვირვებული, როდესაც მე და კალენი ხელიხელ ჩაკიდებულები მივედით მისი მშობლების სახლში, რომ უბრალოდ ჩაი დაგველია. ესმე, კარლაილი და ემეტი სრულიად მშვიდად უყურებდნენ ჩვენს იდილიას, როდესაც მაგალითად, ედვარდი საუბრის დროს ასეთ ფრაზებს ამბობდა „მე და ბელამ გადავწყვიტეთ“, „ჩვენ დასასვენებლად მივდივართ“, „ჩვენი სახლი“. საღამოს კარლაილმა თქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ქალიშვილი სახლში იყო, თავის ოთახში. და მე და ედვარდი მაშინვე მასთან ავედით.
იმ სცენის დანახვაზე, რომელიც იქ დაგვხვდა, გავწითლდი,გული კი სიხარულისგან მზად იყო მკერდიდან ამომხტარიყო. ფართო ორსაწოლიან საწოლზე, რომელიც ოთახის შუაში იდგა, ელისი და ჯასპერი იწვნენ. ჩემი ძმა გოგონას ეხვეოდა და დაუსრულებლად კოცნიდა სახეზე. მათ ყურებში ყურსასმენები შევამჩნიეთ, რომელიც ერთ ფლეიერში იყო შეერთებული, სწორედ ამიტომ ვერ გაიგეს, როგორ შევედით ელისის საძინებელში. ისინი ჩვენ არანაირ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაკავებულნი. თვალებიც დახუჭული ჰქონდათ.
- ეჰუ-ეჰუ, - ედვარდმა შეამჩნია ჩემი გაწითლებული სახე და არაორაზროვნად ჩაახველა, იმედი ჰქონდა, რომ მტრედები თავისი ქმედებებით შეწყვეტდნენ ჩემს შერცხვენას. მაგრამ ამან სიტუაცია არ შეცვალა. კალენმა უკვე ხმამაღლა გაიმეორა თავისი ქმედება. - ელის! - ის დას ფეხზე შეეხო, რისგანაც გოგონაც შეკრთა და ჩვენსკენ შემობრუნდა.
- მოხვედით! - წამოიყვირა მან და საწოლიდან წამოხტა. მისმა უწესრიგო ქმედებებმა გამართო - ელისი ან მკერდზე ისწორებდა საშიანო კაბას, გაწითლებულ ტუჩებს იწმენდა, ან თმებს იწორებდა. ჯასპერიც წამოდგა, თან ყურსასმენები მოიშორა.
ჩვენ ოთხნი ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, არ ვიცოდით, რა გვეთქვა. ედვარდი თვალებით ბურღავდა ჩემს ძმას, მაგრამ მე მშვენივრად მესმოდა, რომ ის ამას არც სიბრაზისა და არც მტრობის გამო არ აკეთებდა, უბრალოდ არ შეეძლო კიდევ ერთხელ არ ეჩვენებინა თავისი ჰიპეტროფიული მე. ჯასპერი ვალში არ დარჩა - მან ელისს წელზე შემოხვია ხელი, დემონსტრირებას უკეთებდა, რომ გოგონა მხოლოდ მას ეკუთვნოდა და თვალისდაუხამხამებლად უყურებდა კალენს თვალებში.
მე და ელისი უკვე ავნერვიულდით ამ ორისუხმო თამაშისგან, მაგრამ უცებ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ველოდით. ედვარდმა ჯასპერს ხელი გაუწოდა.
- ჯასპერ, - თქვა კალენმა მშვიდად.
- ედვარდ, - ჩემმა ძმამ ხელი ჩამოართვა და ჩვენც მშვიდად ამოვისუნთქეთ. ნუ მორჩა, უკანასკნელი ბარიერი დაიმსხვრა და იმისათვის, რომ ეს დაძაბულობა მომეხსნა, ფუტკარს ჩემი ხელი გავუწოდე.
- ელის, - კალენს იმიტირება გავუკეთე.
- ბელა, - გოგონა სწრაფად მიხვდა ჩანაფიქრს და სერიოზული სახით ჩამომართვა ხელი, მერე თავისკენ მიმიწია და ჩამეხუტა. თვალის კუთხით დავინახე, როგორ აატრიალა თვალები ჩემმა ძმამ, ედვარდისკენ შებრუნდა და თქვა: „ქალები“. დარწმუნებული ვარ, რომ ისიცეთანხმებოდა, მაგრამ არ გაუხმოვანებია.
- ძლივს, - ყურში ჩამჩურჩულა ელისმა. დაზუტებით იმის თქმა, თუ რაზე ამბობდა, რთული იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, მე ასევე ჩუმად ვუპასუხე „ასევე“.
ჩვენ მხოლოდ ორი დღე დაგვჭირდა, რომ ჩემი და კალენის საერთო ბუდე მოგვეწყო. მის ბინაში გადასვლაზე უარი ვთქვი, რადგან ფიქრიც კი იმაზე, რომ მას შეეძლო შეხვედროდა და ალბათ ხვდებოდა კიდეც იქ სხვა გოგოებს, ჩემთვის უსიამოვნო იყო. ხოლო ბინა, რომელშიც მე ვცხოვრობდი დაქირავებული მქონდა და ხეკშეკრულებას ვადა რამდენიმე დღეში გასდიოდა. ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ლონდონის მშვიდ რაიონში პატარა ბინის დაქირავება აღმოჩნდა. მე, როგორც უმუშევარ ქალბატონს, ახლა უამრავი დრო მქონდა, რომ აქ კომფორტი და სიმყუდროვე შემექმნა, სანამ ედვარდის ქალაქგარეთის სახლი, რომელშიც მასთან გადასვლას დავთახმდი, არ გარემონტდებოდა.
რაც შეეხება ჩემს რთულ საქმიანობას, აქ პერსპექტივა ნაკლებად წარმტაცი იყო, ვიდრე პირად ცხოვრებაში. კომპანიასთან მხოლოდ ერთი წვრილმანი მაკავშირებდა - ჩემი ნივთები, რომლის წამოღებაც ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი. ისინი თითქოს იმედი იყო იმისა, რომ მე უკან მიმღებდნენ. მაგრამ ეს წვრილმანი გაქრა, როდესაც მე ოფისიდან ჩემი ნივთები წამოვიღე. ზუსტად ამის გამო რეაკავდა ვიღაც "Green Life"-დან, რომელსაც ედვარდი ელაპარაკა სასტუმროში, როდესაც ჩემს ტელეფონს უპასუხა. მაგრამ უნდა ვაღიარო პერსპექტივა, რომ არასდროს არ დავბრუნდები ლანდშაფტის კომპანიაში, რომელშიც ერთი წელი ვიმუშავე, სრულიადაც არ მაღელვებდა. ბოლოს და ბოლოს მე არსად არ წავსულვარ და ჩემი ნიჭს ყოველთვის ვუპოვი სარგებელს - კალენის ტერიტორიას ჯერ კიდევ ესაჭიროება კომპეტენტური და მზრუნველი ხელი. ამიტომ ედვარდის სახლის პროექტით დაკავება, სახლის დალაგებასა და საყვარელი მამაკაცისთვის საჭმლის მომზადებას შორის, სრულიად მაკმაყოფილებდა. ახლა უკვე ყოფილი სამსახურის ჰოლში მე ამაყად თავაწეულმა შევაბიჯე.
მე დანა დავარტყი ბოლო ყუთს და ბასრი წვეროთი თავსახური ორ ნაწილად გავჭერი. ჩემს სახეზე ბედნიერი ღიმილი თამაშობდა რადგან ეს ჩემი წიგნების ყუთი ბოლო იყო იმ უამრავი ნივთებიდან, რომელიც ახალ სახლში გადმოვიტანე. ბოლოს და ბოლოს მშვიდად ამოვისუნთქავ საკმაოდ დამღლელი გადმობარგების შემდეგ.
ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ყველა თარო ჩემი წიგნებით იყო გავსებული, მე სავარძელში ჩავეშვი და ნასიამოვნები სახით, მიაუმს ზურგზე დავუწყე ფერება, თან ჩემი წვალების შედეგს ვათვალიერებდი. ჰო, მე თვითონ ნამდვილად უკეთესად გავუმკლავდი ამ ყველაფერს. ედვარდმა პირველივე დღეს შემომთავაზა დახმარება, რაზეც მე დავთანხმდი. მან მაშინვე გასრისა ორი ჩემი საყვარელი საშანდლე და ყვავილის ქოთანი ჩამოაგდო. შემდეგ განაცხადა, რომ წვრილმანებთან მუშაობა სამისო საქმე არ არის და რომ ის უფრო დიდ ნივთებს არჩევს, მაგალითად კარადის ან დივნის გადაადგილებას. საბოლოოდ ამ წამების შემდეგ (არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როგორ ანადგურებს კალენი ჩემს ნივთებს), მე განვუცხადე ედვარდს, რომ მხოლოდ მაშინ დავკავდები ნივთების ამოლაგებით, როდესაც ის იქ არ იქნება. მან ფართოდ გამიღიმა და მითხრა, რომ ამ შემთხვევაში მე საქმე არაფერი მქონდა და შემომთავაზა, რომ მისი ხელები საწოლზე შეგვემოწმებინა. უნდა ვაღიარო, რომ ლოგინამდე იმ საღამოს ვერ მივაღწიეთ - სახლში საკმაოდ იყო ინტერიერის სხვა ნაწილებიც.
- ბელა! -გავიგე ედვარდი ხმა, შესასვლელი კარები ოდნავ მიჯახუნდა. ის რაღაცას ხმაურობდა ჰოლში და მე ვერაფრით ვერ გავიგე რას, ამიტომ მის შესახვედრად წავედი, მიაუმს წამოვედე, რომელიც თავის ახალ პატრონთან ჩემზე სწრაფად გავარდა. მთელი ჰოლი უცნაური ტომრებით იყო სავსე, ორი ყველაზე დიდი იატაკზე იდო, ხოლო მესამე ედვარდს ეჭირა ხელში.
- ძვირფასო, - ვუთხარი მე, კისერზე ხელები შემოვხვიე და ცხვირზე ვაკოცე. კალენი გაკვირვებული მომაშტერდა.
- და მორჩა? - მკითხა მან. - შენი მამაკაცი რთული დღის შემდეგ მოვიდა და ყველაფერი რასაც ის იღებს ცხვირზე მსუბუქი კოცნაა?
- ჩემი მამაკაცი მაშინ მიიღებს მეტს, როდესაც ამიხსნის ეს რა არის? - მე თითი ტომარასკენ გავიშვირე.
- საჭიროა.
- ვის ჭირდება?
- ბელს, წინ ნუ უსწრებ მოვლენებს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჰო ისე, მოემზადე, - ედვარდმა მესამე ტომარა იატაკზე დააგდო და სამზარეულოსკენ წავიდა, ქურთუკიც კი არ გაუხდია. მე მას გავყევი.
- ჩვენ სადმე მივდივართ? - სკამი გამოვიწიე და დავჯექი.
- ჩვენი გეგმის ამოქმედების დრო მოვიდა, - იდუმალად წარმოთქვა კალენმა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
- ემეტი და როზალი?
ედვარდმა თავი დამიქნია და მე ხუთი წლის გოგონასავით დავიწყე ხტუნვა სიხარულისგან, რითაც ჩემი მამაკაცის, რომელიც მე მიყურებდა, სიცილი გამოვიწვიე.
ათი წუთის შემდეგ მე უკვე მზად ვიყავი ყველა ეშმაკური გეგმის შესასრულებლად. შემთხვევა, როდესაც ჯასპერი შეუმჩნევლად მივიყვანე ელისთან საავადმყოფოში, ახლა ზედმეტად ბავშვური მეჩვენა. რაც ედვარდმა მოიფიქრა ადვილად შესასრულებელი და გენიალური იყო. რა თქმა უნდა, მე მქონდა დეჟა-ვუს ეფექტი, მაგრამ ეს კარგიცაა, მე ასი პროცენტით მეცოდინება, რას გრძნობს როზალი.
წასვლის წინ ჰოლში უზარმაზარ სარკესთენ შევჩერდით და გადავიწყვიტეთ, რომ ორი საიდუმლო აგენტივით გამოვიყურებოდით - შავი ტყავის ქურთუკები, ლურჯი ჯინსები და კედები, კმაყოფილები დავრჩით ჩვენი ჩაცმულობით.
- იქნებ ჩემი კოსმეტიკა წამოვიღო? - ვკითხე მე, კარებში გავჩერდი. ედვარდი უკნიდან შემასკდა.
- რატომ? - მკითხა მან.
- ნუ, მებრძოლებივით, რომ დავიხატოთ, - ორ-ორი თითები თვალების ქვეშ ლოყებზე გავისვი ისე, როგორც მეომრები აკეთებდნენ.
- წადი წადი, - გაიცინა ედვარდმა და ზურგზე მომაწვა. ხელში ის უცნაური ტომრები ეჭირა.
ჩემი მანქანა ჩემი მშობლების სახლის შესასვლელთან გავაჩერე და გარეთ გამოვედი, ლონდონის მძინარე რაიონის ჰაერი ჩავისუნთქე, რომელიც ცენტრისგან განსხვავებით, ჯერ არ იყო ასე დაბინძურებული. როდესაც შორი-ახლოს მდგარი როზალის მერსედესი დავინახე, კმაყოფილმა გავიღიმე.
მთელს სახლში სიჩუმე იყო, მხოლოს სამზარეულოდან მოდიოდა რენეს და როუზის დაბალი ხმა, რომლებიც რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ფრაზის რამენიმე ცალკეული ნაწილისგან შევძელი გამეგო, რომ ისინი ემეტზე საუბრობდნენ. გადავწყვიტე, რომ ჩემი და ედვარდის საიდუმლო ოპერაციას ხელს არ შეუშლის ცოტა ინფორმაცია, ამიტომაც შესასვლელთან შევჩერდი და ყურები დავცქვიტე.
- არ გეჩვენება, რომ ყველაფერი ძალიან გაიწელა? - ჰკითხა დედამ.
- არ ვიცი, დე, - როუზის სიტყვების გარჩევა ყველაზე რთული იყო - მას თითქოს არ უნდოდა, რომ საერთოდ ვინმეს გაეგო. - რა თქმა უნდა, მან კარგი გაკვეთილი მიიღო, მაგრამ ყველაფერი უკან როგორ დავაბრუნო, აზრადაც არ მომდის.
მე აღელვებისგან ხელი მკერდზე მივიდე და გამეღიმა. ე.ი. როუზს თავადაც მობეზრდა უდრეკი ამაზონელის როლის თამაში, რომელიც არაფრით არ აპატიებს თავის ქმარს დანაშაულს. მაგრამ არაუშავს, ჩვენ დღეს დაგეხმარებით ამ თამაშის დასრულებაში.
- რა როგორ? -წამოუყვურა რენემ. - უბრალოდ დაელაპარაკე!
- ჩემი სიამაყე არ მაძლევს უფლებას, რომ მივიდე და „უბრალოდ“ დაველაპარაკო.
- შვილო, შენ თვითონ სვავ შენს თავს რაღაც უსარგებლო ჩარჩოებში. ყველაფერი მამაშენისგან გაქვს.
- რას ადარებ? - გაუკვირდა დას. - მამა სამსახურის გამო უნდა იყო სერიოზული და მკაცრი თნამშრომელი. ხოლო ეს გენეტიკური სისულელე, -პაუზა. - სრული სისულელეა!
მათ გაიცინეს. მივხვდი, რომ დრო იყო გამოვსულიყავი და სამზარეულოსკენ წავედი.
- ხმამაღალი სიცილი უწესობაა, დედა, - საყვედურით ვუთხარი, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. როუზი მაგიდასთან იჯდა და ხელში წითელი ვაშლი ეჭირა, ხოლო რენე ქვაბში რაღაცას ურევდა, რომლიდანაც მსუბუქი ბოლი ამოდიოდა. სუნისგან შუბლი შევკარი - ისევ ჩემთვის აუტანელი ბროკოლი.
სიცილი შეწყვიტეს და ორივე ჩემსკენ შემობრუნდა.
- გამარჯობა, ლამაზო! - როზალიმ ინტერესით შეათვალიერა ჩემი გარეგნული ხედი. - ნუთუ გადაწყვიტე შენი სტუმრობით დაგვდო პატივი?
- მთლად არა, - ჩემ დასთან ახლოს დავჯექი და ვაშლი ავიღე. - შენ გამოგიარე.
- ანუ? - გაუკვირდა მას.
- ანუ მოემზადე. მე პატარა წვეულებას ვაწყობ ჩემი... ეეე... სახლის გათბობასთან დაკავშირებით. ასე, რომ აუჩქარე.
- და კიდევ ვინ იქნება?
- მარტო შენ, მე და ელისი. ეს რაღაც პიჟამოს წვეულაბასავითაა, მაგრამ არა ფართხუნა შარვალში და მაისურში. რაიმე ლამაზი და სექსუალური აარჩიე.
- ბელა, შენ მე მაშინებ. რატომ სექსუალური? იქ რა სტრიპტიზიორები იქნებიან? და ედვარდი ამის გამო თავს არ მოგაწყვიტავს?
რენეს, ჩვენი ასეთი საუბრის გამო შერცხვა, სამზარეულოდან გავიდა და მოიმიზეზა, რომ საწყობიდან ბოსტნეული უნდა ამოეტანა.
- პირველი, ედვარდმა თვითონ შემომთავაზა ეს, - როდესაც დავინახე როზალი გაფართოებული თვალები, მისი დაწყნარება დავაჩქარე. - არა სტრიპტიზორები, არამედ წვეულება. ის მის ქალაქგარეთის სახლში იქნება. ხოლო მეორე, შენ ხომ არ გინდა ელისის ფონზე„ლურჯ წინდად“ ჰგავდე?
მე ვიცოდი ამას რა მოჰყვებოდა - როუზი არ დაუშვებს, რომ ვინმე მასზე კარგად გამოიყურებოდეს. მხოლოდ უარესად! მაგრამ დას და საუკეთესო მეგობარს უფლებას აძლევს, რომ მის დონეზე იყოს, მაგრამ არა მაღალზე.
- კარგი, - დამეთანხმა ის, ერთი წუთით რაღაც მოიფიქრა და ადგილიდან წამოდგა. - კიდევ გვინდა რამე?
- არა, მხოლოდ შენი თავი.
ქუჩაში უკვე ჩამობნელდა, როდესაც ჩვენ Josepha Arthura-ს , მუსიკაზე ქალქიდან გავედით. აქ ჩემი უკანასკნელად ყოფნის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თუკი ადრე აქ ქუჩის ფანრები უბრალოდ იყო გამოკიდული, ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე განათებული ბოძები იყო. ჰო და ასევე რამდენიმე სახლი ისე გამოიყურებოდა, რომ მათში ცხოვრება შესაძლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში ღობეები ჰქონდათ.
როზალი თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, ვერ ხვდებოდა, როგორ შეძლებდა ელისი ედვრდის სახლის მოძებნას ამდენ სახლებს შორის. მაგრამ მე დავაწრმუნე ის, რომ ჯასპერი როგრომე იზრუნებს თავის გოგოზე და უმცროს კალენს უპრობლემოდ მოიყვანს. შეიძლება ის უკვე სახლშიცაა.
უკან ედვარდის მანქანა ვერ შევამჩნიე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სახლისკენ კიდევ ერთი მოსასვლელია მეორე მხრიდან და ალბათი იმას გამოიყენებს.
ჩემი მანქანა დავაყენეთ და გარეთ გამოვედით. საინტერესოა კალენის მუშების უფროსი ისევ აქ არის? თუმცა ალბათ არა. ედვარდი ალბათ მოიშორებდა ხელისშემშლელმოწმეს.
ჩემი ქურთუკის ჯიბეში მობილურის ხმა გაისმა, სანამ ჩვენ მთავარი სახლისკენ მივდიოდით
- ალო? -ეკრანისთვის არც კი შემიხედავს, ისე ვუპასუხე მე.
- საყვარელო, ყველაფერი ნორმალურად გაქვს? - იდუმალი ხმა ჰქონდა ედვარდს, მაგრამ მე ზუსტდ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ სიგნალი იყო. მასთან ერთად ახლა ემეტი იყო და ღიად ლაპარაკი არ შეეძლო.
- ჰო, ჩემო სიხარული, - ვუპასუხე მე, როუზს შევხედე. - ჩვენ უკვე მივედით. შენი საქმე, როგორ არის?
- ჩვენ ინციდენტების გარეშე მოვაღწიეთ და უკვე ადგილზე ვართ. ჰო, ბელა, შენ ხომ მიცნობ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შევთანხმდით.
როზალიმ შემომხედა და ხელით სახლისკენ მანიშნა.
- იქ შუქი ანთია, ეს ნორმალურია? - საუბარში ჩაერია ის.
- ეს ალბათ ელისია, - ვუპასუხე მე, მშვენივრად მესმოდა ვინც იყო იქ სინამდვილეში.
- ამბობ, რომ ვნახო? - განაგრძო თამაში ედვარდმა. - ჰო, ახლავე. სად დევს? ემეტ, აქ დარჩი. - თქვა მან თავისი ძმის მიმართულებით. - მე ახალვე მოვალ. აჰა, ვიპოვე. კარგი ახლავე მანქანაში წავიღებ, რომ არ დამავიწყდეს.
- კლოუნი ხარ, - გავიცინე მე. ამ ჩემმა სიტყვებმა კინაღამ გახსნეს ჩვენი კარტები. - მორჩა, ძვირფასო. ჩვენ აქ გასართობად მოვედით ასე რომ, მაპატიე.
- მიყვარხარ, - მიპასუხა მან.
- მეც.
ჩვენ შესასვლელ კართან მივედით, მე ის ჩემი გასაღებით გავაღე და როზალი წინ გავატარე. ჩემი იქ შესვლა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. შესასვლელთან დავდექი, თითქოს რაღაც ცუდი ვიგრძენი, როუზი უკან შემობრუნდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
- აქ ხომ ავეჯი არ არის, ბელა, - ნელა ალაპარაკდა ის და ისევ შეათვალიერა სახლი, ადგილიდან არ იძვროდა. - როგორ აპირებ აქ რამის აღნიშვნას?
- და არავის არაფერი არ უთქვამს ავეჯზე. - მე თვალები ავატრიალე, ჩემი დის კრიტიკის გამო, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადადგა ნაბიჯი. ახლა შემოსასველელი კარის მოხურვა და მისი სახლში ჩაკეტვა თავისუფლად შეიძლებოდა.
ჩემს პირთან უცებ ვიღაცის თბილი ხელი აღმოჩნდა, სიტყვის თქმის უფლებაც არ მომცა.
- ჩუ, - ედვარდის მსუბუქმა სუნთქვამ, რომელსაც პირდაპირ ჩემს ყურთან ვგრძნობდი, სიამოვნებისგან თვალები დამახუჭინა. ის მთელი ტანით მომეხუტა, ამ დროს მისი ხელი კარების სახელურისკენ წავიდა.
- და ჩემი აზრით ელისიც არ არის აქ, თორემ...
რეპლიკის ბოლო ჩვენ ვერ გავიგეთ. ედვარდმა უხმოდ მიხურა კარები და გასაღები საკეტში სამჯერ გადაატრიალა. მე სახიდან მისი ხელი მოვიშორე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩემი ხელიდან არ გამეშვა. მე და ედვარდმა ჩუმად გავიცინეთ, ერთმანეთს შუბლებით შევეხეთ. უცებ კალენი გაჩუმდა, თვალებში მიყურებდა... მისი ტუჩები ჩემსაზე დაეშვნენ, ნორმალურად სუნთქვის და აზრონვების საშუალებას მართმევდა. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერში არ გჭირდება, როდესაც შენ ისეთი კაცი გკოცნის, როგორიც ედვარდ კალენია. მან ამოიკვნესა, როდესაც შესასვლელ კარებთან ზურგით მიმაყრდნო.
- შენ ისეთი სექსუალური ხარ! - მან ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები, ძალა არ ჰქონდა ჩემს ტუჩებს მოწყვეტოდა. პასუხად მე უფრო ძლიერად ჩავარჭე ზურგში ფრჩხილები, უკვე მოვასწრე ხელი ქურთუკისა და მაისურის ქვეშ შეყოფა. ედვარდმა ხელი წელზე შემომხვია და იატაკიდან ოდნავ ამწია. მისი სხეული დაიჭიმა, როდესაც მე ერთი ხელი ჩემი პერანგის გახსნა დავიწყე.
- ბელა!!! - გავიგეთ ჩვენ ჩემი დის ველური ყვირილი კარებიდან და გავიყინეთ. მე თავი მოვაბრუნე და სახლიდან გამომავალ ხმებს დავუგდე ყური. საინტერესოა, როზალი და ემეტი უკვე შეხვდნენ? ალბათ, რადგან ის ხომ ავიდა მეორე სართულზე, სადაც ედვარდს ჯერ კიდევ ელოდება მისი უფროსი ძმა.
უცებ კარებს ისეთი ძალით დაარტყეს, რომ ვიბრაციამ ჩემს სხეულში გაიარა და ედვარდმა ნაბიჯი უკან გადადგა, გადამარჩენდა..
- აჰ შე არამზადა! - იყვირა ემეტმა! ჰა! შეხვდნენ! - ახლავე გააღე ეს ჯანდაბა კარები ან გამოვამტვრევ!!!
- აბა, სცადე! - უპასუხა ედვარდმა, გაიცინა - და საერთოდ, რა აუცილებელია ჩემი სახლის დანგრევა! ხომ ხედავ, რომ ახლახან არის გაკეთებული კოსმეტიკური რემონტი?
- ეს თქვენ სახეებს დასჭირდება კოსმეტიკური რემონტი იმის შემდეგ, რასაც გიზამთ! - განაგრძო როუზმა. მათი მუქარები ისეთი, ეეე, დაუჯერებელი იყო, რომ მათი სერიზულად მიღება უბრალოდ სისულელე იყო.
- დროა დაწყნარდეთ, - მეც მივარტყი კარებს, მაგრამ ემეტისნაირ ეფექტს ვერ მივაღწიე. - ასე თქვენ გამო მოვიქეცით.აჯობებს ძალები დღევანდელი ღამისთვის შემოინახოთ, ჰო მართლა, თქვენ მისი მარტო გატარება მოგიწევთ. და სანამ არ შერიგდებით არ გამოგიშვებთ.
- ჰო, - მხარი დამიჭირა ედვარდმა. - სასტუმრო ოთახში ყველაფერია რაც გჭირდებათ. კონიაკის ორი ბოთლი...
- ჩემი კონიაკი! - დაიგრგვინა როზალიმ, ხმი მიხედვით გაუგებარი იყო სად იმყოფებოდა ის, მაგრამ ალბათ სასტუმრო ოთახში ამოწმებდა თუ რა მოვუმზადეთ მას.
-აჰა, შენი. კიდევ მანდ არის რაღაც საჭმელი. ბუზარი, მატრასები, CD-ფლეიერი დისკების კოლექციით, არომატული სანთლები... მოკლედ, სამოთხე!
- და მადლობა თქვით, რომ სახლში თბილა, - ვთქვი მე. -მე და ედვარდს ჩვენ ღამეს ასე არ გაგვიმართლა - საშინელი ქარბუქი იყო! -მაშინვე ჩუმად დავამატე: „მგონი“.
კარების იქით რაღაც ალიაქოთის ხმა გაისმა. რაუკვე შერიგდნენ? ასე უცებ?
- ანუ შენ აქ უკვე იყავი? - როზალის რისხვა ცნობისმოყვარეობამ შეცვალა. ვაღიარებ, მეც მაინტერესებდა, რა მოხდა იმ ღამეს.
- ჰო, ვიყავი. შენ კონიაკებთან ერთად ედვარდთან მოვედი სტუმრად. როზალი, იმ ღამემ ძალიან ბევრი რამ შეცვალა, - მე კალენისკენ შევბუნდი და ყოყმანით ვკითხე: - ხომ ასეა?
მან პასუხად თავი დამიქნია და ძლიერად მომეხვია წელზე. იმის გათვალისწინებით, რომ სახლში უკვე აღარ იყო მუქარის გამომხატველი ყვირილი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო თავი დაგვენებებინა ცხელი წყვილისთვის და სტუმრების სახლისკენ წავედით.
- იმედია, ჩემი სახლი ამ ღამის შემდეგ მთლიანი დარჩება, - ნაღვლიანად თქვა კალენმა, თან კარებს აღებდა. - თითქმის ორთვიანი თავშეკავება, - ის რაღაცაზე ჩაფიქრდა და მერე განაგრძო. - ნამდვილი გმირია! მე ამას ვერ შევძლებდი.
- როგორ ვერ შეძლებდი? - გამიკირდა მე, ხელები მუშტად შევკარი. - და ის ნახევარი თვე, რომელიც ელისის წვეულებიდან შენი დუბლინში გამგზავრების შემდეგ იყო? შენ ხომ თქვი, რომ ბოლო მოუღე შენს„სიას“!
- ძვირფასო, - მან ქურთუკი იატაკზე დააგდო და თავისკენ მიმიზიდა. - ორ თვესა და ნახევარ თვეს შორის დიდი განხვავებაა! - მაგრამ იგრძნო, რომ ასეთი პასუხი არ მაკმაყოფილებს, ჩემ სახეს ხელები შემოხვია და თავის სახესთან ახლოს მიმიზიდა, თან ოდნავ მეხებოდა ტუჩებით. - ნუთუ შენ ფიქრობ, რომ რესტორნის წინ იმ კოცნის შემდეგ მე შემეძლო შენი ტუჩები გარდა სხვა რამეზე მეფიქრა? ის დილა ღრმად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში. მე დღემდე მახსოვს ისთითოეული წამი.
უცებ შემრცხვა. ედვარდი დავადანაშაულე იმაში, რომ მას შეიძლებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვა გოგოებთან ჰქონოდა კავშირი, ხოლო მე თვითონ! გონებაში ჩემი ცხოვრების ის ეპიზოდები ამოტივტივდა, როდესაც მე კრის უიმსს ვხვდებოდი, ჩვენი კოცნა და ა.შ. ასე რომ არც მე არ გამოვირჩევი ერთგულებით. თუმცა მე გამართლება მქონდა - კალენთან მაშინ პრაქტიკულად არაფერი არ მაკავშირებდა.
- მაპატიე, - მე დამნაშავედ დავხარე თვალები. მაგრამ ედვარდმა ნიკაპზე მომკიდა ხელი და მაიძულა, რომ მისთვის შემეხედა.
- ბელა, მე ხომ არ მწყენია. მართლა. უბრალოდ შენ უნდა გაიგო, რომ ორივესჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა სასტუმროში გატარებულ იმ ღამემდე. და ორივეს გვაქვს უფლება გადავწყვიტოთვინანოთ თუ არა იმ ცხოვრების დეტალები. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის რაც აქ და ახლა ხდება, გესმის?
მე სწრაფად დავუქნიე თავი, ედვარდის ყოველ სიტყვას ვეთანხმებოდი.
- აქ და ახლა კი მე მინდა, რომ შენ სასტუმრო ოთახში წამოხვიდე ჩემთან ერთად, - გამიღიმა მან, ჩემი ხელი აიღო და სახლის სიღრმისკენ წავიდა.
სტუმრების სახლი მთავართან შედარებით ძალიან პატარა იყო, მაგრამ ღამის გასათევად საკმაოდ მოსახერხებელი. დაბუნებრივია აქ ძალიან სასიამოვნო იყო იმის ლოდინი, როდის შერიგდებოდნენ როზალი და ემეტი, მითუმეტეს, რომ ედვარდმა ამისთვის ყველაფერი იღონა. სასტუმრო ოთახში ავეჯი არ იყო. ზუსტად ოთახის შუაში ის ტომრები იდგა, რომლიდანაც ედვარდმა უზარმაზარი ბალიში და კიდევ უამრავი რამ ამოიღო. ყველაფერი იმ ღამეს მახსენებდა.
- მემგონი კიდევ, რაღაც იყო, - ჩაილაპარაკა მან, გარშემო მიმოიხედა. მისი ყურადღება ძველმა რადიომიმღებმა მიიპყრო, რომელიც კუთხეში იდგა. ედვარდი მასთან ახლოს ჩამოჯდა და საჭირო ტალღის ძებნას შეუდგა. - სად არის?
მე უკან მივუჯექი, ფეხები მის გვერდით დავაწყვე, ხელები წელზე შემოვხვიე და თავი მხარზე დავადე.
- სიმღერა, რა თქმა უნდა, იგივე არ არის, - ალაპარაკდა ის, თავი ჩემსკენ მოაბრუნა, როდესაც დინამიკიდან ჩემი საყვარელი ფილმის სიმღერა, Hey baby გაისმა. - მაგრამ არაუშავს, ესეც გამოდგება. მოგწონს?
- რის მიღწევას ცდილობ? - ვკითხე მე, ფეხზე წამოვდექი.
- იმ საღამოს აღდგენას ვცდილობ, - მიპასუხა მან, ქვევიდან ზევით მიყურებდა. - მინდა ყველაფერი გავიმეოროთ, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ გაიხსენე რა ხდებოდა მაშინ.
- ო! მაშინ გმადლობ! და რა ხდებოდა?
ედვარდიც წამოდგა ფეხზე, შუქი ჩააქრო და ახლოს მოვიდა.
- ნუ, დავიწყოთ იმით, რომ შენი ხელები აქ იყო, - ამ სიტყვებზე მან ჩემი ხელები აიღო და წელზე დაიწყო. - შენ ძალიან ახლოს იყავი ჩემთან, - წამიც და ჩემი სხეული მასზე მიკრული აღმოჩნდა. ტანსაცმლის შიგნით მისი სრულყოფილი ფიგურის ყოველ ნაკვთს ვგრძნობდი.
- ასე ახლოს? - გავიღიმე და ცალი წარბი ავწიე.
- ჰო, ასე, - დაიჩურჩულა მან, ხელები ჩემი მაისურის ქვეშ შეყო. - მე ზურგზე გიყურებდი.
მუსიკის ტაქტში ამ მოქმედებების გამო შიგნიდან ელექტრულმა დენმა დამიარა. ეს გახსენების თამაში რომ არ ყოფილიყო, ედვარდი უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩემს ქვეშ ბალიშზე და ჯანდაბა, გავაუპატიურებდი. მაგრამ მე ვუძლებდი, ვხვდებოდი, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო.ერთადერთი რისი უფლებაც ჩემ თავს მივეცი - ცხვირი მის ყელში ჩავრგე.
- შენ, როგორც ჩანს იწყებ გახსენებას, - მე ვიგრძენი, რომ ის იღიმოდა.
- ყველაფერი ასე იყო?
-ჰო, - მან ხელი ჩემს წელზე გაატარა. ედვარდმა ზურგზე მომკიდა ხელი, ჩემი კანის არომატი ჩაისუნთქა, გაშიშვლებული მუცლიდან კისრისკენ დაიძრა და ტუჩებით შემეხო.
- და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ერთად არ ვიწექით? - გაკვირვებულმა წარმოვთქვი მე, როდესაც კალენმა ჩემი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში მოაქცია.
- წარმოიდგინე, ჩემი იმედგაცრუება, - ღიმილით თქვა მან. - სამაგიეროდ ამის შემდეგ ჩემი საყვარელი მომენტი იყო. შენ მთხოვე, რომ მეკოცნა.
- არა! - ამოვიკვნესე მე, წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ეს. მაგრამ ყველაზე მეტად თავად ფორმულირებამ გამაკვირვა. მე ვითხოვე.
მე არ შემეძლო უბრალოდ მეთხოვა ეს, მე ხომ მშვენივრად ვიცოდი რაზე ვიყავი წამსვლელი ასეთ მდგომარეობაში.
- ეს ყველაფერი არ არის, - თქვა ედვარდმა. ნუ, კიდევ რა იყო? ვთხოვე ჩემზე დაქორწინებულიყო? ბავშვის გაკეთება?
- მე შენ სიყვარულში გამოგიტყდი, ხოლო შენ, როგორც ვვარაუდობდი, დილას არც კი გაგახსენდა ეს. შენი ჯანმრთელობა უფრო გადარდებდა ვიდრე ედვარდ კალენის აღიარება.
მე თვალებში შევხედე, ყურებს არ ვუჯერებდი.
- ახლა ზუსტად ისე მიყურებ, როგორც მაშინ. საშინლად პროგნოზირებადი ხარ, ბელა ჰეილ, - თქვა მან.
- აჰ, პროგნოზირებადი? - წამოვიყვირე მე, ჩემგან მოვისროლე პირდაპირ ბალიშზე. - ვნახავთ ამაზე რას იტყვი...
ერთი მოძრაობით ქურთუკი და პერანგი გავიხადე, რომლის რამდენიმე ღილი უკვე გახსნილი იყო.
- ახლა განახებ რა იქნებოდა იმ საღამოს ნასვამები რომ არ ვყოფილიყავით, - ამ სიტყვებით ედვარდის მაისური ჩემს ნივთებთან ერთად იატაკზე დავარდა.
- ცნობისმოყვარეობისგან ვიწვი, - თქვა მან.
- ვგრძნობ, როგორ იწვი, - ვუპასუხე მე, მის სხეულს ვკოცნიდი იქ, სადაც შემეძლო, კალენს ზევიდან ვეჯექი.
წინ, დიდი სახლიდან მუსიკის ხმა გაისმა, რომელზედაც ჩვენ ერთდორულად შევაბრუნეთ თავი. ეს ხმები ნიშნავდა, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და როუზის და ემეტის ბოლომდე შერიგება მხოლოდ დროის საკითხი იყო. და იმის გამო, რომ ჩემს ნათესავებს კარგად ვიცნობდი შემეძლო დარწმუნებით მეთქვა, რომ მათ ძალიან, ძალიან ცოტა დრო დასჭირდებოდათ.
- ბელა, - დამიძახა ედვარდმა. - ნუ გადაერთე!
მე მისკენ შევბრუნდი და რაღაც დროის განმავლობაში მზერა მის სახეზე შევაჩერე.
- რომ იცოდე რა ძლიერ მიყვარხარ, - დავიჩურჩულე მე.
კალენმა ჩემ კეფას ხელი მოკიდა და ჩემი ტუჩები თავისკენ ხარბად მიიზიდა, ამავდროულად ზურგზე გადამაბრუნა.
- და მე როგორ მიყვარხარ! - თქვა მან, ჩემს ჯინსებს ხსნიდა. - მე შენ და მხოლოდ შენ მინდიხარ. და გეფიცები, რომ ყოველთვის ასე იქნება.
ჩემმა თითებმა ადვილად გახსნეს მისი ქამრის შესაკრავი და მისი ჯინსის შესაკრავებისკენ დაიძრნენ. მან თავისი სხეულით დამფარა...
ახლა ჩვენთვის გარშემო ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, ყველა პრობლემა და საზრუნავი მეორე ადგილზე გადავიდა, დრომ კი შეწყვიტა არსებობა. იყო მხოლოდ „ის“ და მხოლოდ მე. და საყოველთაო სიჩუმე ჩვენს გარშემო, რომელსაც „მისი“ კვნესა და ჩემი ყვირილი არღვევდა.
და მერე იყო დილა, რომელიც ნიშნავდა ახალ დღეს „მასთან“ ერთად...
</span>