სიცივიდან სიცხეში გადავინაცვლე. თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი იწვოდა,თითქოს ხელახლა ვიბადებოდი...
არ მინდოდა სიკვდილი. ოღონდ ახლა არა. არ შემეძლო იმედი გამეცრუებინა დედასთვის და მამასთვის.
ვგრძნობდი,ნელ-ნელა როგორ მოიცავდა ცეცხლი ჩემს კიდურებს. პირველად განვიცადე ასეთი რამ... ეს ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობდი,რომ არ ვკიოდი მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო.
ვკიოდი... მათი ხმა მესმოდა..ჩემი ოჯახი - კალენები. მესმოდა მათი რბილი, ჟღერადი ხმა. ისინი მე მეძახდნენ.
მეგონა,რომ თითქოს დინებით მივდიოდი იმ ადგილისკენ, საიდანაც მესმოდა მათი ხმები. ხმა ვიცანი... - ეს ედვარდი იყო,ბიძაჩემი...
ვგრძნობდი,რომ რბილზე ვიწექი. ვიღაცას ჩემი ხელი ეჭირა და მიმეორებდა:
-ბელა,საყვარელო,თვალები გაახილე. ყველაფერი კარგადაა. ჩვენ აქ ვართ.
მაგრამ არ შემეძლო. ტკივილი ჩემს გულზე იყო კონცენტრირებული. ის თრთოდა. მოვიკუნთე,იმ ღრიალისგან რომელიც ყურებში მესმოდა. შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა. რატომ აღარაფერი მტკიოდა?განა არ მომტყდა ნეკნი,თითები,ყველაფერი რაც შეიძლებოდა მომტყდომოდა?! სად გაქრა ჩემი სისხლჩაქცევები,რატომ აღარ მაქვს გულძმარვის შეგრძნება?!
ჩემს შიგნით სიცარიელე იყო. არაფერი არ მტკიოდა.
- ბელა? - უცებ დედა როზალის ხმა მომესმა.
კონცენტრირება მოვახერხე და ქუთუთოები გავამოძრავე.
ყველაფერს გასაოცარი სისუფთავით ვხედავდი. შემეძლო,თითოეული მტვრის ნამცეცი დამენახა. დავინახე ჩემს თავზე,თეთრი ჭერი,რომელზედაც მიკროსკოპული ზომის ბზარები გაჩენილიყო. მშვენივრად მესმოდა ტელევიზორის ხმა... მანქანის რეკლამა იყო. ხალხი ნაცნობი სუნით,ფოთლების შრიალი...დიახ,მე სახლში ვიყავი.
-ბელა?
-დედა... - ჩემი ხმა ძალიან ლამაზად ჟღერდა. ზარების წკრიალს ჰგავდა. - რა მოხდა?
-ძვირფასო,ჩვენ სახლში ვართ.
საწოლიდან წამოვიწიე. ჩემს ოთახში ვიმყოფებოდი,საწოლზე. უცებ კარი აწრიალდა. ჩემი რეაქცია ძალიან უცნაური იყო. წელში მოვიხარე და თავდაცვითი პოზიციით იატაკზე დავხტი.
კარებთან მამა იდგა და იღიმებოდა.
-აბა როგორ ხასიათზე ხარ? ახლა უფრო კარგად ხარ? როდის მიდიხარ პირველ ნადირობაზე?
დედამ დაუღრინა:
-ემეტ,იდიოტი ხარ! მან ხომ ჯერ არ იცის...
-ოჰ,- თავში ხელი შემოირტყა. -მან ხომ არ იცის რომ ახლა ვამპირია! -დედამ,აშკარად მოთმინების პიკს მიაღწია. დედამ მამიკოს ხელი მოჰკიდა და უცებ ისინი პირველ სართულზე,კარებთან გაჩნდნენ. თითქოს მესმოდა როგორ ურტყავდა ვიღაცა ქვებს ჩემს მამიკოს.
- კი მაგრამ,საყვარელო,ხომ გინდა ბავშვის დატოვება? ...აუ...მტკივაა!
-ახლა იცოდე მიწაში დაგმარხააავ!!! - ყვიროდა დედა.
-არა!!!
-არავითარი სექსი ერთი კვირა... – დედა ძალიან ულმობელი იყო.
-რაა?! არა,გთხოვ, გევედრები ოღონდ ეს არა,როგორი შეუბრალებელი ხარ! უმჯობესია მომკლაა!
-მადლობა რომ შემახსენე...
ფიქრობთ დავინტერესდი,რას ლაპარაკობდა მამა ვამპირებზე? ან რატომ მესმის და ვხედავ საუკეთესოდ და რატომ არაფერი მტკივა?ან როგორ ჰქონდათ ასეთი სისწრაფე დედიკოს და მამიკოს? არა,თქვენ ცდებით...
-რა არის სექსი? - ვკითხე დიდი ინტერესით,ჩემს საწოლთან ჩამომჯდარ ედვარდს.