სახელწოდება :ბავშვური ბინდი ავტორი :ЭлисКаллен8051 ორიგინალი:http://twilightrussia.ru/forum/40-5640-1 გადათარგმნის უფლება:მიღებულია. მთარგმნელი:Karkusha=] ბეტა:elle____ დისკლეიმერი :ყველა უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს. რეიტინგი :PG-13 პეირინგი :ედვარდი/ბელა, როზალი/ემეტი, ელისი/ჯასპერი, ესმე/კარლაილი. ჟანრი:POV,რომანტიკა. სამარი:როდესაც შეგიყვარდება, იგრძნობ რომ ბედნიერი ხარ. და თუ არა? თუ არ შეგიძლია იყო შენს სიყვარულთან, იმიტომ რომ არ შეიძლება? თუ არ შეგიძლია მიანიშნო რომანტიულ ურთიერთიბებზე,რათა არ შეაშინო? რა მოხდება თუ ვამპირის შეყვარებული 5 წლის ბავშვი აღმოჩნდება?! სტატუსი :ორიგინალი-დასრულებულია. თარგმანი-პროცესშია. განთავსების უფლება: მარტო twifans.ucoz.com
Karkusha=], karkuush. chemi yochagi gogo es fiki nanaxi ar mqonda da mixaria rom targmnii. dziritadad sul adamianebze vkitxulob xolme siujetma dzalian damainteresaaa. ase gaagrdzele da warmatebebii :* imedia mal-male dadeb xolme
bella-vampire, genacvale diiidi madloba! ki 1 tavi gadatargmnilia ukve. redaktura da vso davdeb elle____, aucileblad Tako, bachia_bachia555, dzaalian male iqneba gagrdzeleba
saaali, ukve mzad makvs targmani,magram samwuxarod erti-ori detali maklia...originali teksti ar mqonda pirdapir vtargmnidi saitidan. axla ki im saitshi teqnikuri mushaobebia... xval shuadghes davdeb aucileblad...sheidzleba amaghamac...
დამატებულია (2010-12-28, 11:20 PM) --------------------------------------------- chairto saiti! da ai axali taviiiic!!! (party) imedia mogewonebat! gisurvebt isiamovnot!
დამატებულია (2010-12-28, 11:20 PM) --------------------------------------------- 1 თავი.
კივილმა გამომაფხიზლა. -შშშ...არ გინდა ტირილი...- უხერხულად ვეუბნებოდი. ღმერთო,რა იდიოტი ვარ, თვალწინ მამა მოვუკალი და ახლა ვეხვეწები არ იტიროს! მთლად გაგიჟდა,როცა თმებზე შევეხე. -პატარავ, ნუ გეშინია,არ გაწყენინებ. - უცებ დაწყნარდა. ხელით ლოყაზე მოვეფერე. ვიგრძენი პატარას კანის სინაზე. ის ინტერესით შემომყურებდა. ამ დროს შევამჩნიე რომ კანკალებდა,ან სიცივისგან, ან შიშისგან. ასე თუ ისე, მისი აქ დატოვება არ შეიძლება. ეს გადაწვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც ვნახე, რომ მამამისის გარშემო სისხლის გუბე დგებოდა. არ შემეძლო დამეტოვებინა ასეთ საშიშ ადგილას, ამიტომაც ხელში ავიყვანე და სახლისაკენ გავიქეცი. გზაში გოგონა ადრინდელზე მაგრად აყვირდა, მაგრამ მე უკვე ვეღარაფერს ვიზამდი. როდესაც სახლში შევვარდი,ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული. ესმი მაშინვე მომიახლოვდა: -ედვარდ,რა გაქვს მანდ?ღმერთო ჩემო! რა უქენი ამ ბავშვს?! რატომ ყვირის?რატომ მოიყვანე? -ესმი...მამამისი მოვკალი!-ვუპასუხე. სიჩუმე ჩამოწვა. სახლში მარტო ესმი და ელისი იყვნენ. როზალი დანარჩენებთან ერთად სანადიროდ იყო. ამიტომაც რამოდენიმე წამი მქონდა, რათა ამეხსნა ყველაფერი. -მას მისი მოკვლა უნდოდა, ძალა ვეღარ გავთვალე მისი გადარჩენისას და მამამისი შემომაკვდა! ბავშვს შეეშინდა, მთელი გზა ღრიალებდა... - თითქოს საბუთად ჩემი ნათქვამისა, გოგონამ რომელიც აქამდე მისმენდა, ველურად იკივლა... ესმიმ მაშინვე ჩამომართვა ბავშვი. ის და ელისი რიგრიგობით ეღუღუნებოდნენ ბავშვს. პირველ რიგში მას ჭუჭყი მოაცილეს და მაშინვე გასაგები გახდა,რომ ბავშვი შიმშილობდა - კანთან შეუხებლად შეიძლებოდა ნეკნების გადათვლა. მისი ძველი ტანსაცმელი გადაყარეს - ქვედაბოლო ისეთი გაცრეცილი იყო,რომ ნახვრეტები ჩანდა, მაისური კი ისეთი ბინძური ,რომ მისი დალაქიანებული ფენიდან ძვლივს გაარჩევდი მიკი-მაუსს... თბილი ტანსაცმელი ჩააცვეს,აჭამეს, ესმი შეეცადა დასაძინებლად დაეწვინა პაწია, მაგრამ ბავშვი სულ ყვიროდა. ალბათ მას ძლიერი სტრესი აქვს მიღებული და შეშინებულია. როგორც არ უნდა იყოს,გოგონამ მთელი ღამის და შემდეგი დღის განმავლობაში იტირა. რატომღაც მემძიმებოდა მისი ყვირილის სმენა,გული მეწვოდა მისი ქვითინის გაგონებაზე. ესმი ბავშვის დაწყნარებით გამოიფიტა და დაბნეული,ელოდებოდა კარლაილს სასტუმრო ოთახში. ელისმა გოგონა მეზობელ ოთახში წაიყვანა, იქიდან გამუდმებით მესმოდა ბავშვის ტირილი და ელისის საუბარი: -ყველაფერი კარგადაა...ტსს...არ იტირო,ყველაფერი კარგადაა... - პარალელურად ის ცდილობდა მისთვის სათამაშო მიეცა. ამ დროისთვის სახლს ჯიპი და მერსედესი მოადგა. ისინი დაბრუნდნენ ნადირობიდან. ელისი შემოვიდა სასტუმრო ოთახში მტირალა ბავშვით. მას მოენატრა ჯასპერი, მაგრამ არ შეეძლო მტირალი გოგონა მარტო დაეტოვებინა. კარლაილი,რომელიც პირველი შემოვიდა გაკვირვებით დააშტერდა ბავშვს. -ელის რა მოხდა? ეს ვინ არის? -ჩვენ არ ვიცით.ედვარდმა შემთხვევით მამამისი მოკლა,არ შეეძლო იქ მარტო დაეტოვებინა. - ჩუმად უპასუხა ესმიმ. -ოჰო! ჩვენს პოლკში მობრძანდა! - აროხროხდა ემეტი (მთარგმნელის შენიშვნა. Ржать -ჭიხვინს ნიშნავს. ამიტომ აჭიხვინდას დაწერას, ვამჯობინე აროხროხდა დამეწერა.) და დივანზე დაესვენა. გოგონა,რომელიც გაჩუმებული ოჯახს ათვალიერებდა, კვლავ აღრიალდა. -ნუ გმადლობ ემეტ!-იყვირა ელისმა. -ღმერთო!- აღმოხდა რიზალის.- რა საყვარელი გოგონაა! ფიქრებში ის ხედავდა თავის თავს და ემეტს, ამ გოგოს მშობლების როლში. ღრიალი აღმომხდა.-ის მხოლოდ ჩემია!ის როზალისთვის არაა განკუთვნილი,ის მხოლოდ ჩემია! როზალიმ ყურადღება არ მომაქცია,რადგან გოგომ შეწყვიტა ყვირილი, ჩამოსრიალდა ელისის ხელებიდან იატაკზე და როზალის მიმრთულებით გასწია. გოგონა ფეხებს ძვლივს მიათრევდა,5 წლის ბავშვისთვის ეს საკმაოდ უცნაური იყო. ის წაბორძიკდა და როზალის მუხლებს ცხვირი მიარტყა... ყველა ელოდებოდა რომ ბავშვი დაიყვირებდა,მაგრამ ის ჩუმად იყო. და შემდეგ პაწია როზალის ხელებისკენ გაიწია. -გასაოცარია! -ამოისუნთქა ესმიმ, როდესაც გოგონამ დაიძინა,როზალის მხარზე დაყრდნობილმა. -როუზ,ბოლო დღე ის სულ ყვიროდა,და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეწვინა ლოგინში... -ის იცნობს როზალის. როდესაც მან ის დაინახა,იცნო... - თქვა ჯასპერმა,თან ელის აკოცა. -მაგრამ მე მას არ ვიცნობ!..ახ, არ აქვს მნიშვნელობა! ალბათ შეეშალა...- დაიჩურჩულა როზალიმ, რომელიც პატარას აქანავებდა. -ელის,ხვალ მე და შენ ქალაქში წავალთ.მისთვის ლოგინი,სათამაშოები და ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ. ესმი,თუ შეგიძლია საბავშვო ოთახის დიზაინი მოიფიქრე,გთხოვ! ემეტ,ხვალ როდესაც ყველა ზრდასრული და სრულყოფილი ვამპირი საქმით იქნება დაკავებული, შეეცადე ფეხებში არავის გაებლანდო. ჯასპერ,ემეტს და ბავშვს მიხედე. ედვარდ,ჯასპერს მიეხმარე.მარტო ამ იდიოტს ვერ გაუმკლავდება... - როზი,ბავშვს რატომ ლანძღავ ? -იკითხა ემეტმა. -და მე რამე ბავშვზე ვთქვი? -გაუკვირდა როზალის. -როზალი, ნუ ჩქარობ!-თქვა კარლაილმა.- მას შეიძლება ნათესავები ჰყავდეს.... -წარმომიდგენია რა ნათესავებიც ჰყავს,რომლებმაც დაუშვეს რომ ბავშვი დახეულ ტანსაცმელში დადიოდეს და შიმშილობდეს! - ჩაიფრუტუნა როზალიმ. -არ გამაცინო!კარლაილ, შეგიძლია ჩვენი ოჯახის წევრად გააფორმო?გთხოვ...იმდენი ხანი ვოცნებობდი ქალიშვილზე! -როზალი მოდი რა, სხვა უფრო ჯანმრთელი ბავშვი ავიყვანოთ!-ემეტი შეეცადა თავისი სიტყვა ეთქვა.და ტყუილად. -რაა?! -აფეთქდა როზალი. - მე არ მჭირდება სხვა ბავშვი,მე ჩემი შვილი მინდა.ჩვენი შვილი.შენ გინდა უარყო შენი შვილი,მხოლოდ იმიტომ რომ ის ავადმყოფობს?! - როზალი გამხეცებულ ლომს ჰგავდა ,რომელიც გააფთრებით იცავდა თავის ნაშიერს. ასეც იყო. -არა,მაგრამ... -ხოდა მოკეტე!-შესძახა როზალიმ და ზემოთ ავიდა,რათა ბავშვი საწოლში ჩაეწვინა. ყველა შოკირებული ადევნებდა თვალს.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
Karkusha=], martla shokshi var dzalian magaria! martla ar velodi, rom movlenebi ase ganvitardeboda. netav bavshvi rozalistan ase ratom dawynarda? velodebi shemdeg tavs :*
yvelas uzarmazari madloba :)) dzalian mixaria,rom mogwont :)) 2 tavi dzaaaalian male iqneba :)) ragha male am saghamos davdeb ukve :D didi madloba komentarebistvis
დამატებულია (2010-12-29, 6:48 PM) --------------------------------------------- redaqturas movrchi da vdeb axal tavs :)) imedia mogewonebat, jer-jerobit umnishvnelo tavebia...bumi male daiwyeba :D
დამატებულია (2010-12-29, 6:51 PM) --------------------------------------------- 2 თავი
-ღმერთო, ეს საყოველთაო ფსიხოზია! - ამოიკვნესა ემეტმა,რომელიც დივანზე მიესვენა. სისხამ დილით, როზალი და ელისი გაემგზავრნენ „ბავშვთა სამყაროში“.- გაიგონე გუშინ როგორ გამლანძღა? -ემეტ,არ გეწყინოს,მაგრამ ის მართალია, შენ- გონებით ჩამორჩენილი ხარ. ზღაპრის დასასრული. შენ იმდენად ბრიყვი ხარ,რომ როზალის ბავშვზე უარის თქმა შესთავაზე. - გაღიზიანებულმა ვუპასუხე. მაგიჟებდა იმაზე ფიქრი ,რომ პატარა შეიძლებოდა ჩვენი ოჯახიდან წასულიყო. -მაგრამ ის მისი შვილი არაა! - აწუწუნდა ემეტი. -გაიგე, როზალის უკვე წარმოედგინა პარკში მოსეირნე თქვენი ოჯახი, და შენ კი ფაქტიურად თქვი რომ ბავშვი არ გჭირდება. რათქმაუნდა ამან გაანაწყენა ის -ამოვიოხრე. ემეტმა იმაზე დაიწყო ფიქრი თუ როგორ მოეხადა ბოდიში ცოლისთვის.ესმე ფიქრობდა რომელი შპალერი გაეკრა საბავშვო ოთახში - ვარდისფერი თუ ლიმონისფერი და საჭიროა თუ არა ფარდები. ის ასევე ფიქრობდა ხომ არ დააშინებდა ბავშვს,ღამე დაბურული ტყის ხედი,ხომ არ აჯობებდა მინის მაგივრად ჩვეულებრივი კედლის გაკეთება, ჩვეულებრივი ფანჯრით? კარლაილი საბუთებს აგვარებდა და ფიქრობდა რამდენი ბლანკის შევსება დასჭირდებოდა ბავშვის შვილად აყვანას. ჯასპერი გულისტკივილით ცდილობდა წარმოედგინა ჩვენს ოჯახში ბავშვის გამოჩენა.პატარას ზედა სართულში,ემეტისა და როზალის ოთახში ეძინა. მე ზემოთ ავედი და ოთახში შევიპარე. გოგოს ეძინა,მაგრამ ჩემი გამოჩენისას ამოიოხრა,რაღაცა ჩაიბურდღუნა და გვერდზე გადაბრუნდა. საწოლთან ჩამოვჯექი და მის უშფოთველ სახეს დავაკვირდი. მისმა ფაფუკმა ლოყებმა,ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი სიწითლე შეიძინეს,ქუთუთოები მუქ წამწამებში თრთოდნენ,ქორფა,სისხლისფერი ტუჩები ოდნავ გაპობოდა,მათ შორის გამოდიოდა და შედიოდა ჰაერი. მხრებამდე თმები ჩამოშლოდა, დილის სინათლეში ისინი ერწყმოდნენ მზის სხივებს. ბავშვს უშფოთველად ეძინა. მე ვეცადე მის ფიქრებში შემეღწია,რათა უფრო დავახლოვებოდი. მარტო მისი სუნთქვის რიტმი კი არ შემეგრძნო, არამედ ასევე ჩამეხედა მის ფიქრებში,შიშში,ოცნებებში,წარსულში...მისი გრძნობებით ცხოვრება ჩემთვის მნიშვნელოვანი,აუცილებელი გახდა...შეიძლება,იმიტომ რომ გუშინ ღამე, მე ისტორიის სვლა შევცვალე. მისი ისტორიის. ის უნდა მომკვდარიყო,მაგრამ არ მოკვდა. კარგია ეს თუ ცუდი არააქვს მნიშვნელობა, ის ახლა წევს სითბოში,უსაფრთხოდ,სიმყუდროვეში,მასზე სეყვარებული არსებების გარემოცვაში,მისი ცხოვრება გრძელდება. გოგონას არ გაუმართლა წინა ცხოვრებაში,მაშინ ამ ცხოვრებაში გაუმართლებს. იქ, ზემოთ,ვიღაცამ შეიწყალა და მისცა მეორე შანსი. უეცრად,სიცივემ ამიტანა. რა მოხდებოდა რომ იმ რაიონში არ წავსულიყავი,არამედ პარკში გამესეირნა და უკან დავბრუნებულიყავი,როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ? რა მოხდებოდა იმ კაცის ფიქრები რომ არ გამეგონა,და თუ გავიგონებდი ყურადღება არ მიმექცია? ვიყნოსე რა,მამამისის სისხლი,რა მოხდებოდა თავი რომ ვერ შემეკავებინა? რაღაც წამებით ჩემი გონება ხომ დაიბინდა.ბავშვის ტირილის მკვეთრმა ხმამ გამომგლიჯა წყურვილის ტყვეობიდან...სწორედ ამან იხსნა იგი... მე გამომეპარა მომენტი როცა მან ამოიოხრა,გულის რიტმი აჩქარდა,ბავშვის ქუთუთოები შეირხნენ,ის გაიზმორა. შემდეგ პაწიამ თვალები გაახილა. მე გავშეშდი - დილის მზის სინათლეზე მისი შოკოლადისფერი თვალები სინათლეს აფრქვევდნენ,თითქოსდა მისი ანგელოზური სული შიგნიდან ანათებდა. ჩემი დანახვისას ის დაეჭვებით მომაშტერდა თვალებში,მისი თვალები გაკვირვებით იცქირებოდნენ და შეშინებულმა დაიყვირა. -ჩუმად,ჩუმად! ყველაფერი კარგადაა! - დასამშვიდებლად დაველაპარაკე და თავზე ხელი გადავუსვი. - დედა მალე დაბრუნდება მაღაზიიდან. სიტყვა „დედას“ გაგონებისას პაწია გაჩუმდა და ყური დამიგდო. მე შევთავაზე ქვემოთ,ბებია ესმისთან ჩასვლა და მანაც თავი დამიქნია. უცნაურია - მე არასდროს გამიგია რომ გოგონა ლაპარაკობდა,არადა ხუთი წლის ბავშვები ჩვეულებრივ უკვე ლაპარაკობენ. ის უხერხულად ჩამოხოხდა ლოგინიდან, მოხუცივით ნელა მილასლასებდა. მე გამეცინა ამ ხუმრობაზე,პატარამ გამიღიმა,უხაროდა რომ მისი მონდომება შევაფასე. ფრთხილად ჩავკიდე ხელი,ვტკბებოდი იმ შეგრძნებით რომელსაც ბავშვის ხელის შეხება მანიჭებდა. მოვეხმარე კიბეზე ჩასვლაში.ესმიმ დაგვინახა,გოგონას მიფრინდა და ტკბილად აღუღუნდა: -ძვირფასო კეთილი იყოს შენი მობრძანება! მე -შენი ბებია ვარ! წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - ესმის გულზე მოეშვა როცა პატარა ჩაეხუტა. ჯასპერი მიუახლოვდა: -გამარჯობა! მე ბიძაშენი ვარ. ჯასპერი მქვია! - გოგონამ ხელი ჩამოართვა და გაუბედავად ემეტისკენ გაიწია. -გამარჯობა ნამცეცა! მე ახლა მამაშენი ვარ,იმის სანაცვლოდ ვისაც ედვარდმა გუშინ ტვინი კედელზე მიასხმევინა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! -ახარხარდა ემეტი,თავისი „წარმატებული“ ხუმრობით გახარებული. მე ამოვიოხრე. -ემეტ,შენ...-ჯასპერს გაგრძელება უნდოდა,მაგრამ სიტყვა „იდიოტი“ ტირილში ჩაიძირა. ჩემს ანგელოზს ტკივილისაგან სახე დაეღრიჯა. ის იმაზე ხმამაღლა ყვიროდა ვიდრე გუშინ ღამე. -ემეტ,შენ მას ტკივილი მიაყენე! -ამოიოხრა ესმიმ. - შენთვის უკეთესია გაიქცე,როუზი მალე სმენის ზონაში შემოვა,ის უკვე სახლს უახლოვდება. ემეტმა რჩევა არ მიიღო,იმაზე აგრძელებდა ლაპარაკს თუ როგორ წუხს და დაუფიქრებლად წამოროშა! ერთი წუთისა და ოცდაერთი წამის შემდეგ კარების მხრიდან ღრიალი გავიგეთ,- როზალი დაბრუნდა. გაიქეცი,ემეტ, გაიქეცი!... როზალი ბავშვთან მიფრინდა და ეს უკანასკნელი ცრემლებით ჩაეფლო მის მხარში. -ჩემო პატარავ! -წასჩურჩულა როზალიმ.- რა გჭირს? დედიკო შენთანაა... მან გოგონა ოთახში წაიყვანა,იმ იმედით რომ დააწყნარებდა იმ ადგილას,სადაც რამოდენიმე წუთის წინ მას მშვიდი სიზმრები ესიზმრებოდა. ერთი წუთის შემდეგ ის ქვემოთ ჩამოვიდა,რათა გაერკვია ყველაფერი. ელისი ზემოთ დარჩა.ის და პატარა ახლად ნაყიდი თოჯინებით თამაშობდნენ. -მე თქვენ ბავშვი მხოლოდ ერთი საათით დაგიტოვეთ!ერთი საათით!ამ დროის განმავლობაში მოახერხეთ სიკვლილამდე შეგეშინებინათ!მინდა ვიცოდე ვინაა დამნაშავე, უნიჭო იდიოტებო! თქვენ მოგმართავთ! - მან თვალი შეგვავლო მე,ემეტს და ჯასპერს. -თქვენ სამნი ხართ!სამნი! და არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ! -ის ედვარდმა მოათრია! - ამოიკნავლა ემეტმა. -უტვინო ერთუჯრედიანო,ამას ვინ ამბობს!-წავიღრინე. - მე მას ესმი და ჯასპერი გავაცანი.ყველაფერი კარგად იყო სანამ შენამდე არ მოვედით! -ახლა რაღა ჩაიდინა?-მომმართა დამ. -მან თქვა რომ ის მამამისია იმის ნაცვლად,რომელსაც მე ტვინი გავუჭყლიტე.-ვუპასუხე. როზალის გამომეტყველება ფასდაუდებელი იყო. -ახ,შე იმბიცილო! (მთარმნელის შენიშვნა. იმბიცილი-უტვინობის საშუალო დონე.)-დაიყვირა მან გაოგნებულ ელისთან ერთად. ემეტმა საბოლოოდ გაიგო თავისი მდგომარეობის სიმძიმე და ტყისკენ გაიქცა. -მხოლოდ იმიტომ არ გამოგეკიდები, რომ ჩვენ ბავშვთან უნდა ვიყო,რომელსაც შენ აწყენინე!ემეტ მაკარტნი,ოღოდაც ხელში ჩამივარდი!არ გირჩევ რამოდენიმე თვის განმავლობაში თვალში მომხვდე! - დაბურული ტყისკენ ყვიროდა როზალი,მაშინ როდესაც სასტუმრო ოთახში ყველა დაცემამდე იცინოდა.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥