(მესამე პირი)
გუშინდელი ღამის კოშმარისგან კვალიც კი არ დარჩა - ის აორთქლდა,სიბნელეში შთაინთქა... ან იქნებ უბრალოდ დაცხრა,საღამოს ელოდება,მაშინ როცა ბელა კვლავ დაიძინებს. მაშინ ის ღრუბელივით მიცურავს მასთან, სრიალა მკლავებში მოაქცევს ბავშვს და შიშში ჩაითრევს.
მაგრამ ახლა დღეა, მზე ანათებს, ამიტომაც ბელა არ ფიქრობს შემდეგ რა მოხდება. ახლა, ის ოჯახთან ერთად ერთობა ტყეში.
როზალიმ კუბიკებიანი(კლეჩატის) პლედი გაშალა მიწაზე და თეფშების დაწყობა დაიწყო. ესმი, ეგრედწოდებული მაგიდის გაშლაში ეხმარებოდა. თან ორივე ვამპირი თვალს ადევნებდა ხუთი წლის გოგონას,რომელიც ემეტს ეცეკვებოდა. ამ ბედნიერ ქალებს რაღაც აერთიანებდათ - ორივეს ყავდათ მოსიყვარულე ქმრები და შვილები. და ორივე მათგანი ბედნიერებით ბრწყინავდა.
ელისი ხეს მიყრდნობილი ნახევრად იწვა ჩრდილში. ჯასპერის თავი, ელისის მუხლებზე ესვენა,ის კი ქმრის თაფლისფერ კულულებს ნაზად ეთამაშებოდა. მათ იცოდნენ, რომ ბელას რაღაც სჭირდა,მაგრამ არ აწვებოდნენ მას, ოჯახურ ინტრიგებს კიდევ უფრო არ აღრმავებდნენ,უფრო გაღრმავებაც აღარ შეიძლებოდა! ედვარდის სიყავრული ხუთი წლის ბავშვის მიმართ საკმარისი იყო...
ემეტი, გოგონას გარშემო ცეკვავდა, სანამ უკანასკნელმა არ აღიარა, რომ თავბრუ ესხმის. ემეტმა შეწყვიტა წრეების რტყმა შვილის გარშემო ,მაგრამ მხიარულობა არ მიუტოვებია. ედვარდის საუბედუროდ,სწორედ ის დაინახა ემეტმა. ხუთი წუთის შემდეგ ის ემეტისგან გარბოდა ყვირილით: „გეყოფა!არაა სასაცილო!“. ემეტმა გადაწყვიტა ედვარდი ტალახში ამოესვარა, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა დაეჭირა.
ბელამ, რომელმაც დაინახა რომ მამამისი ტყეში მიიმალა,მოიწყინა და წყაროსკენ გაისეირნა. თავისდა შეუმჩნევლად, გოგონა მოშორდა ოჯახს და შორს წავიდა.
გარშემო უცნობი ტყე იყო. ბელა, რომ ცოტათი დიდი ყოფილიყო, ის უკან გაუყვებოდა წყაროს..მაგრამ ის მხოლოდ ხუთი წლის იყო. საშინლად შეეშინდა და უღრანი ტყისკენ გაიქცა. იმ მიმართულებით მიდიოდა რომელიც სწორად მიაჩნდა. ძალიან მალე მან რაღაც ხმაური გაიგონა. წავიდა ხმაურის მიმართულებით და ლონდონის გზატკეცილზე აღმოჩნდა.
ბელა გაჩერდა. არ იცოდა რა ექნა. შორს ნისლში მოცული,დაბნელებული ლონდონი დაინახა და ცოტა გამხნევდა:
-თუ ქალქია,მაშასადამე ხალხიცაა.ხალხია - პოლიციაცაა. - ბურდღუნებდა ის, თან გზას მიჰყვებოდა. - პოლიცია კი დამეხმარება მამა და დედა ვიპოვო.
მასთან ახლოს შავი ფურგონი გაჩერდა. გოგონამ ჩვეულებისამებრ გაიწია. ფურგონიდან კაცი გადმოვიდა და თქვა:
-რა ხდება პაწია? მარტო ამ გზატკეცილზე რას აკეთებ?
-დავიკარგე. - წყნარად უპასუხა გოგონამ.
-მითხარი, შენ შემთხვევით ჩარლი სვონის შვილი ხომ არ ხარ?მგონი,გიცანი..
-არა ბატონო. აგერიეთ. - ამოიკნავლა გოგონამ,თან უკან იწევდა.
-ამერიე? - ცბიერი ღიმილი გაქრა მისი სახიდან. - მე კი მგონია რომ არ ამერიე. არამედ შენ აგერიე,პატარა,მატყუარა ბოზო,გეგონა იდიოტი ვარ და ვერ გიცნობდი?! მხოლოდ ერთი კვირა გავიდა იმის მერე რაც გაგვექეცი,დამპალო!
ბელამ შიშისგან დაიკვნესა და გაქცევა სცადა, მაგრამ კაცი მარჯვე გამოდგა. მან დაიჭირა ბავშვი, რომელიც კიოდა და გაქცევას ლამობდა. ეტყობა ამ კაცის ვალი ჰქონდა ჩარლის ...
-ნახევარი მილიონი დოლარი! - ბრდღვინავდა იგი თან ბელას ანჯღრევდა. - ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მოეცა!ეს ფული შენს ინექციებს მოახმარა!სადაა ეს ფული ახლა?! არსად!გაფრინდა!
გაოგნებულმა ბავშვმა ბრძოლა შეწყვიტა:
-რა ფული?! რა ინექციები?მამამ ფული ჩვენს შესანახად აიღო!
-ჰაჰაჰაჰაჰა!შესანახად?! მიამიტო ბავშვო!და არ იფიქრე იმაზე, რომ შენი დების გაყიდვამ მაინც ვერ დაფარა ვალი?! შენ ავად იყავი!კიბო გჭირდა.
პირველი რეაქცია იყო შოკი. ის გაფითრდა.
„ისინი მე მოვკალი!“ -იფიქრა ბელამ. – „ყველა მე მოვკალი!“
ლუიზა,სპიკა,დედა,მამა ყველა ბელას სუსტი ჯანმრთელობის გამო იხდიდა ფულს.ეს კი საშინელება იყო.რატომ დასაჯეს ისინი სიკეთისთვის,იმისთვის,რომ შვილს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ?!
ყაჩაღი გოგოს აკავებდა,მეორემ კი ფეხები,ხელები შეუკრა,პირზე კი იზოლენტა გადააკრეს. ბელა ფურგონში შეაგდეს. ფურგონი დაიძრა.
ის ვერ ინძრეოდა:რამდენჯერ დასიზმრებია,რომ მას იტაცებდნენ,როგორც ლუიზას, ბოჭავდნენ და ფურგონში აგდებდნენ. მაგრამ,რეალობაში უფრო საშინელება იყო. ეშინოდა,მანქანა ჯანჯღარებდა,თოკები ნაზ კანს ტკენდა,იზოლენტა კი სუნთქვაში უშლიდა.