სახელწოდება :ბავშვური ბინდი ავტორი :ЭлисКаллен8051 ორიგინალი:http://twilightrussia.ru/forum/40-5640-1 გადათარგმნის უფლება:მიღებულია. მთარგმნელი:Karkusha=] ბეტა:elle____ დისკლეიმერი :ყველა უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს. რეიტინგი :PG-13 პეირინგი :ედვარდი/ბელა, როზალი/ემეტი, ელისი/ჯასპერი, ესმე/კარლაილი. ჟანრი:POV,რომანტიკა. სამარი:როდესაც შეგიყვარდება, იგრძნობ რომ ბედნიერი ხარ. და თუ არა? თუ არ შეგიძლია იყო შენს სიყვარულთან, იმიტომ რომ არ შეიძლება? თუ არ შეგიძლია მიანიშნო რომანტიულ ურთიერთიბებზე,რათა არ შეაშინო? რა მოხდება თუ ვამპირის შეყვარებული 5 წლის ბავშვი აღმოჩნდება?! სტატუსი :ორიგინალი-დასრულებულია. თარგმანი-პროცესშია. განთავსების უფლება: მარტო twifans.ucoz.com
-რატომ მოხვედი? - ბელას ხმა საკუჭნაოდან ექოდ გაისმა. მომხდარიდან ერთი დღე გავიდა. ის თავისი ოთახიდან გამოუშვეს,მაგრამ როდესაც ტყეზე ჩამოვარდა საუბარი, ემეტი ისე აყვირდა, რომ ჭერიდან საღებავის ნაფრცქვენები ჩამოიყარა. -არა! ის დასჯილია! და აი ახლა ბელა საკუჭნაოში ზის, რომელიც მე და მან როდისღაც მუსიკის სახლად ვაქციეთ. მისი თითები ნაზად ეხებოდნენ კლავიშებს. -ბელა...არ ვაპირებ გეჩხუბო. -ხოო? მაშინ რატომ მოხვედი? როდესაც მისი მოწყენილი ხმა გავიგონე, ყველა ეჭვი გამიქრა. ოთახი გადავკვეთე და მასთან დავჯექი სკამზე. ბელა არ მიყურებდა, თავი ისე ეჭირა თითქოს მე იქ არ ვიყავი. ფრთხილად მოვკიდე ხელი ნიკაპზე და ჩემთვის შემოვახედვინე. (ელექტრულმა დენმა დამიარა თითებში) და ვთქვი: -ბელა,ჩვენ გვიყვარხარ და გვინდა დაგეხმაროთ. მე შენ მიყვარხარ. და შენ ეს გაიგე. ვიცი, სულელი გოგო არ ხარ და უკვე ხვდები ჩემი გრძნობების შესახებ. -მასეც რომ იყოს,- ბელა ხელებიდან დამისხლტდა და მომშორდა. მისმა თითებმა ისევ კლავიშებზე გადაირბინა,თან რაღაც მელოდიას უკრავდა. -რის მიღწევას ცდილობ? - ვკითხე. - ჯასპერი გრძნობს,რომ შენი თავის კონტროლირება შეგიძლია. შენ შეგეძლო არ მოგეკლა ის ადამიანები. -შემეძლო. მაგრამ ეს გავაკეთე,- ჩუმად თქვა ბელამ და ღიღინი დაიწყო: -ჩემთან დარჩი... მე....მე მინდა ისევ გნახო... არ დამტოვო... -ბელა. მე ვიცი რომ განვითარებით დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ხარ,მითხარი გვაქვს შანსი? რაიმეს გრძნობ ჩემს მიმართ? ბელამ შეწყვიტა მელოდია და წამოიწია: -ვგრძნობ,რომ მიყვარხარ. და - არა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს. მე ხუთი წლის ვარ, შენ ჩვიდმეტის. რაზე უნდა იყოს აქ ალაპარაკი?! - ბელა საკუჭნაოდან თავისთან წავიდა, მე კი ისევ ერთ ადილას ვიჯექი. ყველა ჩემი იმედი ერთ წამში დაინგრა. ის ხუთისაა, მე ჩვიდმეტის. მართლაც, რისი იმედი მქონდა? გვერდიდან ისე გამოჩნდება, თითქოს დიდი მოზარდი-პედიფილი თავისსავე დისშვილს არ ანებებს თავს. უნდა წავსულიყავი, მაგრამ პირველ რიგში როზალი და ემეტისთვის უნდა მომეყოლა ყველაფერი. აღარ შემეძლო მომეტყუებინა ისინი და ისე დამეჭრა თავი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მათ აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე. შესაძლოა ემეტის სიბრაზე ჩემზე გადმოვა და ის და ბელა შერიგდებიან. სასტუმრო ოთახში შევედი და ყურადღება მოვითხოვე.
-ე.ი. შენ ბელა გიყვარს - თქვა ემეტმა ჩემი მონაყოლის შემდეგ. - და მან ყველაფერი იცის შენი გრძნობების შესახებ... როზალი მომკლავდა, მაგრამ გუშინდელის შემდეგ იმის ძალაც კი აღარ ჰქონდა რომ გამოეცვალა. ახლა ის უბრალოდ იბღვირებოდა და ფაფუკ ხალიჩაზე იწვა. -შენ იცოდი? - ჰკითხა ჯასპერს. -კი. ელისმაც იცოდა. და მოგვიწია კარლაილზეც გვეთქვა- რჩევა გვჭირდებოდა. - ამოიოხრა ჯასპერმა. -და ჩვენ, ბედნიერმა მშობლებმა, რაც ხდებოდა იმაზე ბოლოებმა გავიგეთ. - თქვა როზალიმ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ემოციურად ყველაზე მეტად ესმიმ განიცადა: თვალებში დაუბნელდა, და თავში კი ერთი აზრი გაუჩნდა :“ო ღმერთო,რამდენი რამე მოხდა!“ მართლა, დედა ცოტათი გამწვანდასავით. - მე უნდა წავიდე. -ჩუმად ვთქვი. -რატომ? - გაუკვირდა ელისს. -შვილო, შენი მონაყოლიდან გამომდინარე, ბელამ მშვიდად მიიღო ის რაც უთხარი. შენ ის არ შეგიშინებია, და არც გიწყენინებია - უფრო პირიქით... - თქვა მამამ. -ნუ, თუ ჩემი...ჩვენი განებივრებული გოგო ფიქორბს, რომ ყველაფერზე დავთანხმდებით, ამიტომ უნდა ვუყიდოთ ტუჩების დასაკერებელი მანქანა. - თქვა ემეტმა. - ის ცდილობს როზალის მანიპულაციას - ჩვენ გვადანაშაულებს მის გარდაქმნაში - ცდილობს შენზე დამოკიდებული გახდეს... და საერთოდ, თუ ასე ძალიან არ მოსწონს ჩვენი ცხოვრება,მაშინ გეთაყვა! ვოლტურებზე მოვუყევით, აეროპორტამდე გზა იცის, იტალიამდე ბილეთის ფასს გადავუხდით. რატომ არ ფიქრობს თავის მოკვლაზე? -მე თქვენ გიპასუხებთ: მიჩვეულია მიაღწიოს იმას რაც სურს! და სიკვდილი კი ბელას გეგმებში არ შედის. - თქვა ელისმა. - საწყენია, რომ არ შეიძლება ყურებით მიათრიო ვეგეტერიანელობასთან! - როზალიმ გამომწვევად შეხედა კარლაილს. ამ უკანასკნელმა თავი გააქნია: -არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მისი გონება რომ წყურვილით იყოს დაბინდული მაშინ დავეხმარებოდი. მაგრამ ეს ბელას არჩევანია, არ შემიძლია დავაძალო. -მართალი ხართ. - ბელას ცივი ხმა გაისმა. - თქვენ ყველანი მართლები ხართ. გაკვირვებულები შევტრიელდით კიბისკენ. ბელა თავისი წითელი თვალებით გვიყურებდა: -ედვარდი არ უნდა გაემგზავროს. და ვეგეტარიანელებსა და ჩვეულებრივ ვამპირს ერთად ცხოვრება უჭირთ ერთი სახურავის ქვეშ. წავალ მე, მაგრამ არა ის.
(როზალი)
თითქმის რვა წელი გავიდა. ბელა მაინც წავიდა. ელის არ უნდოდა მის მომავალში ჩახედვა, იმიტომ რომ ის ბელაზე გაბრაზებული იყო, მისი გადაწყვეტილების გამო. ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა. მინდოდა ბავშვი ამეყვანა, ბავშვთა სახლიდან, მაგრამ ვერ შევძელი. ისინი ყველანი იყვნენ...სხვისი, არა ჩემი. ვხედავდი მათ კი არა, არამედ ჩემს გოგონას. მე ჩემი შვილი, ჩემი გოგონა მჭირდებოდა. ღმერთო, ასე ადვილად რატომ გაგიშვით?! როგორ შემეძლო ეჭვი შემეპარა შენში? შენ ჩემთვის შეუცვლელი ხარ...ღმერთო დამეხმარე მის დაბრუნებაში! თვითონაც ვერ შევამჩნიე ისე დავიწყე ღმერთისთვის ვედრება. ემეტი ჩემს გიჟობას არ იზიარებდა, მაგრამ არც მიშლიდა. ის თავს დამნაშავედ გრძნობდა იმაში რაც მოხდა... ელისი ცდილობდა დაევიწყებინა, უბრალოდ დაევიწყებინა. მან მაინც ვერ აპატია ბელას ის საზარელი მკვლელობები. ჯასპერი წავიდა. უბრალოდ წავიდა. ის, ჩვენგან განსხვავებით,როგორღაც მაინც ცდილობდა მის დაბრუნებას. ალბათ ელისი ბელაზე ამის გამოცაა გაბრაზებული...
(ბელა)
ჩემ წინ აღმართულიყო შეუდარებელი ქალაქი, მზით მოცული. ტყის ჩრდილში ვიჯექი. იქნებ ეს ყველაფერი ტყუილადაა? ვოლტურები ალბათ არც მომისმენდნენ. მაგრამ ღირდა ცდა... კაპიუშონი გავიკეთე და მზეზე გამოვედი. კიდევ კარგი ჩემი კანი დაცული იყო მატერიით და არ ბრწინავდა პერის ჰილტონის ბრილიანტებივით. ხალხის ჯგუფს შევუერთი, რომლებიც ვამპირების ქალაქის კარიბჭისაკენ მიდიოდნენ. მესმოდა როგორ მოძრაობდა აპეტიტური სითხე ამ არსებების ვენებში და არტერიებში, როგორ ცემდა მათი გული... პირი ავტომატურად შხამით აივსო, მაგრამ თავი შევიკავე - მე აქ ამისთვის არ ვიყავი, უნდა მომეთმინა. დამიჯერეთ ეს ადვილი არ იყო. მაშინ მითუმეტეს როდესაც ჩემ წინ რვა წლის გოგონა დადგა. ის დედასთან ერთად ხელჩაკიდებული იდგა. როცა დამინახა მიხვდა რომ სილამაზით ჩემთან შეჯიბრება არ ღირდა. მაშინ გოგონამ დაიწყო თავისი შტერული თოჯინის ტრიალი, თავისი დებილი თავი აქეთ-იქით ქნევა, და ენის გამოყოფა. არ შემეძლო თვალი მომეცილებინა მისი პულსირებული არტერიისგან. მის ვენებში არომატული სისხლი ჩქეფდა, მაგრამ გაფუჭებული, ქიმიური ჩიფსების, საღეჭი რეზინების და ათასი სისაძაგლობისგან. მშვიდად გავეცალე გოგოს. ფეხებს თვითონ მივყავდი ვოლტერის ვიწრო ქუჩებში. დიახ, მათ უკვე იცოდნენ რომ მათ ტერიტორიაზე უცნობია. ჩემკენ, ჩრდილიდან ორი მოსასხამიანი ფიგურა წამოვიდა. ვამპირები. თბილად გამიღიმეს,როდესაც ჩემი თვალების ფერი ნახეს. დიახ,მეგობრებო,მე თქვენს ჯგუფში ვთამაშობ! -ვინ ხარ უცნობო? და რამ მოგიყვანა ჩვენთან? - იკითხა მუქთმიანმა ლამაზმანმა. -ჩემი სახელია - იზაბელა. მე პირადი საქმე მაქვს ვოლტურის კლანთან. - ვუპასუხე. უფრო დაბალმა ბიჭმა ინტერესით შემათვალიერა. ავიშალე - რას მიყურებდა, თითქოს და პოდიუმზე ვიდგე ისე? ხო, ფიზიკურად ხუთი წლის ვარ, მერე რა? - გამოგვყევი. - ისინი შებრუნდნენ და ფაქტიურად გაფრინდნენ. ძვლივს მივზდევდი...
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
natuka, aranairad ar movelodi amagham ki arada am dilaadrian sheni komis naxvas :))
Quote (natuka)
bella ki martla cudad moiqca, rato iqceva ase? rato xocavs xalxs? xo sheudzlia ro vegetarianeli iyos araa?
sheudzlia ra tqma unda, magram ase ar unda rom moiqces,tavis principebs ar gadaabijebs..raghacashi emets vetanxmebi... dzalian gaanebivres...
Quote (natuka)
elisic codoa, bellas wasvlis gamo jasperi dakarga
xo...mis adgilas yvela ase iqneboda... bavshvs zed yvebodnen da aman samagiero rogor gadauxada...arc ki moisurva ecada da adamianebi ar moekla magram ara...