(მესამე პირი)
-ემეტ!!! - ყვიროდა როზალი. - სად. არის. ჩემი. შვილი?!
ემეტი იდგა და დამნაშავედ უყურებდა მიწას.
- ბელა იმ იმედით დაგიტოვე,რომ მეგონა ნახევარი საათით მაინც მიხედავდი. ნახევარი საათით! და რას აკეთებდი ამ ოცდაცხრა წუთის განმავლობაში,როდესაც ბავშვი მიატოვე?!
-მე...მე...მე ედვარდთან ერთად ტყეში დავრბოდი, - დაიჩურჩულა ემეტმა,ხვდებოდა რომ მისი ახსნა-განმარტება სულელურად ჟღერდა. ყველაზე მეტად ერთი რამ უნდოდა: ჩახუტებოდა ცოლს და შვილს.
-შესანიშნავია! - როუზიმ თვალები გადაატრიალა. - შენ გარბოდი ტყეში და ცდილობდი ძმის თავი ტალახში ამოგესვარა. სუპერ! ბრავო! და ახლა სად არის?
-ვინ? თავი?
-არა,მე და შენი შვილი! წადი,მოძებნე! არ იდგე ერთ ადგილზე! მას არ შეეძლო შორს წასვლა! - დაიყვირა როზალიმ.
ემეტი გაიქცა, შვილის სუნს მისდევდა.
ედვარდს საშინლად უნდოდა თვითონაც გაჰყოლოდა ძმას,მაგრამ ჯასპერის ხელმა და ფიქრებმა გააჩერეს,ის სთხოვდა რომ დარჩენილიყო, თორემ როზალი მიხვდებოდა რომ ედვარდი ძალიანაა ბელას მიჯაჭვული...
უეცრად ელისის თვალებში ნისლი ჩამოწვა...
იზაბელა ბნელ თვალებში იძირებოდა. მას ეგონა, რომ კარნიზზე ცეკვავდა. ორივე მხრიდან სიბნელე იდგა,მხოლოდ გარედან,ლამპიონების შუქი შემოდიოდა. გოგონა ხედავდა,როგორ იხეოდა მისი თეთრი კაბის ბოლოები, რითაც ღამის ანგელოზს ჰგავდა. უცებ მან ედვარდის სიახლოვე იგრძნო. ის მასთან იყო. ბიჭი დაიხარა და ხელი გაუწოდა,ბელამ კი ჩასჭიდა. და მათ გრაციოზულად დაიწყეს ტრიალი. (ცეკვა)
უცებ სიცივე იგრძნო. ყველაფერი გაჰქრა- კარნიზი,ცეკვა,ღამე ,რომელსაც ლამპიონები ანათებდნენ და ბიძია ედვარდი. იზაბელა, გრძნობდა რომ მის სხეულზე ცივი წყალი ისხმებოდა. მან დაიკვნესა და თავლები გაახილა.
გოგონა სკამზე იყო დაბმული. ის მართლა წყალში იყო - ცდილობდნენ გონს მოეყვანათ.
-მაშ... - დაიწყო ყაჩაღმა. - ვიცით,რომ მამაშენს ფული აღარ აქვს... მაგრამ შენს აღმზრდელებს აქვთ... ამიტომ...
(ბელა)
მოულოდნელობისგან კბილები გავაკრაჭუნე,ცემა დამიწყეს. ლოყაზე რაღაც თბილი მომდიოდა.
ფიქრებით ვუბრძანე ჩემს თავს:
გაჩუმდი...
დარტყმამ ნეკნებში, დამატრიალა.
...სიჩუმე...
მკიდებს ხელს და კედელისკენ მისვრის. ისე ვვარდები ძირს, როგორც უგრძნობი თოჯინა.
...ისინი ვერასდროს გაიგებენ შენსგან ყვირილს - არ მისცე ასეთი ფუფუნება...
ყაჩაღი ნელა მოიწევა ჩემი დამტვრეული სხეულისაკენ...
...არ აჩვენო,როგორ იტანჯები...
ვცდილობ სახეს უგრძნობი იერი მივცე. ის მწარდება და მთელი ძალით არტყამს ჩემს თითებს, თავის ლითონის ძირიან ბატინკს. ტკივილის შადრევანი ფეთქდება ჩემს თვალწინ...
...ვერასოდეს მნახავენ - აღარ ვიქნები...
თითები თითქის ჯოჯოხეთში იწვის...თითქოს მე თვითონ ვიწვი ჯოჯოხეთში...
...გეხვეწები,მომკალი!მაინც არ დავიყვირებ,ტყუილად ხარჯავ დროს...
(მესამე პირი)
-ეს აქ არის! - დაიყვირა ელისმა თან მიტოვებულ საწყობზე მიუთითა.
ისინი შიგნით შეცვივდნენ და მაშინვე იგრძნეს ბელას სისხლის სუნი. ის ყველგან იყო. როზალი პანიკაში ჩავარდა და აქეთ-იქით დაიწყო სირბილი:
-ბელა! ბელა!!! - პანიკაში ყვიროდა ის.
უეცრად მათ ადამიანის მოახლოება იგრძნეს.
- ყურადღებით... - დაიჩურჩულა ჯასპერმა.
სიბნელიდან შეშინებული მასკიანი კაცი გამოვარდა. ხელებში, ჩვარივით ეკიდა მათი ბავშვი. კაცმა ბელას იარაღი მიადო და დაიყვირა:
- მოვკლავ!
კალენები გაშეშდნენ.
ერთ მხრივ,შეეძლოთ გოგონა სწრაფად გაენთავისუფლებინათ,მაგრამ ბელა გონებაზე იყო,ამიტომაც მისი დაშინების შეეშინდათ.
-მისმინე,ჩვენ ფულს მოგცემთ. ბევრ ფულს,რამდენიც გინდა,შენ წახვალ,და ჩვენ არ მოგძებნით.. - შესთავაზა კარლაილმა.
-თანახმა ვარ! - კაცის თვალებში ცეცხლი აინთო. – 300 000 დოლარი მინდა!
-მოსულა - უპასუხა კარლაილმა.
-ჩემი შვილი მომეცი! - დაიყვირა როზალიმ.
კაცმა კალენების მიმართულებით ნელი ნაბიჯები გადადგა. ბელა არ ტიროდა,ის როზალის უყურებდა.
და უცებ... კაცს ფეხი აუსრიალდა,გაიქნია პისტოლეტი,და შემთხვევით გაისროლა.
ტყვია უცნაური მტვრევის ხმით შევიდა ბელას მხარში,გოგონამ დაიყვირა...
ედვარდი ხედავდა,როგორ ეცემოდა ბეტონის იატაკზე პატარას სხეული,როგორ მოთქრიალებდა ჭრილობიდან სისხლი...
ის არ ინძრეოდა და ძვლივს სუნთქავდა... ედვარდი მასთან ახლოს გაჩნდა,გულში ჩაიკრა და სთხოვა არ მომკვდარიყო...
-ედვარდ,ვერ გადაარჩენ. წამების სიცოცხლე დარჩა,- ჩუმად უთხრა კარლაილმა. - გარდაქმენი.