სახელწოდება :ბავშვური ბინდი ავტორი :ЭлисКаллен8051 ორიგინალი:http://twilightrussia.ru/forum/40-5640-1 გადათარგმნის უფლება:მიღებულია. მთარგმნელი:Karkusha=] ბეტა:elle____ დისკლეიმერი :ყველა უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს. რეიტინგი :PG-13 პეირინგი :ედვარდი/ბელა, როზალი/ემეტი, ელისი/ჯასპერი, ესმე/კარლაილი. ჟანრი:POV,რომანტიკა. სამარი:როდესაც შეგიყვარდება, იგრძნობ რომ ბედნიერი ხარ. და თუ არა? თუ არ შეგიძლია იყო შენს სიყვარულთან, იმიტომ რომ არ შეიძლება? თუ არ შეგიძლია მიანიშნო რომანტიულ ურთიერთიბებზე,რათა არ შეაშინო? რა მოხდება თუ ვამპირის შეყვარებული 5 წლის ბავშვი აღმოჩნდება?! სტატუსი :ორიგინალი-დასრულებულია. თარგმანი-პროცესშია. განთავსების უფლება: მარტო twifans.ucoz.com
(ბელა) გავიღვიძე და საწოლზე წამოვჯექი. დღევანდელი კოშმარი განსაკუთრებით საშინელი იყო. ჩემი და მესიზმრებოდა. ის ხშირად მესიზმრება,მაგრამ დღეს ის რაღაც მშენებლობაზე დავინახე,იქ ცუდი ადამინები იყვნენ, რომლებიც ზიანს აყენებდნენ. ღრმად ჩავისუნთქე და საბოლოოდ გამოვფხიზლდი. მე მყუდრო ბავშვთაში ვიმყოფებოდი, რომელსაც ბებია ორი დღე ხატავდა ქაღალდზე. მომწონდა ყვითელი კედლები, საერთოდ ეს სახლი მომწონდა თავისი ბინადრებით. ისინი ყველანი თითქოსდა ზღაპრიდან იყვნენ გადმოსულები, კეთილები, ჭკვიანები, ლამაზები. თავს ბედნიერად ვგრძნობდი მათ გვერდით. მაგრამ ჩემ წინა ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავივიწყებ - გონებაში თითქოს რკინით ამოშანთეს,თითოეული იქ გატარებული წამი. ლონდონის გარეუბანში დავიბადე, არც თუ ისე დიდ სახლში, რომელიც სამი საძინებლისგან შეგდებოდა. მყავდა უფროსი და, რომელსაც ლუიზა ერქვა, დედა - მას რენე ერქვა, და მამა-ჩარლი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, როგორც ჩემი და მიყვებოდა. დედა ბავშვებს ზრდიდა, მამა პოლიციაში მუშაობდა, ლუიზა კი სკოლის დედოფალი იყო. როცა დედა ჩემზე დაორსულდა, ყველა გახარებული იყო. ლუიზა ოცნებობდა, იმაზე თუ როგორ მეძიძავებოდა, როგორ წამიყვანდა პირველად სკოლაში - მისთვის სულ ერთი იყო ვინ ვიყავი, გოგო თუ ბიჭი. მას მანამდე ვუყვარდი, სანამ გავჩნდებოდი. დედასაც ძალიან უნდოდა ჩემი დაბადება - მას ძალიან უყვარდა ბავშვები. მამას კი მემკვიდრე უნდოდა, მაგრამ როგორც კი გაიგო რომ გოგონა ვიყავი, მაშინვე დაივიწყა ვინ უნდოდა,და გაუხარდა რომ ასეთი არაჩვეულებრივი გოგონების ჯგუფი ეყოლებოდა. ჩვენი სახლი ამღვრეულად მახსოვს - ორი წლის ვიყავი როდესაც ჩემი მთელი ცხვორების კოშმარი დაიწყო. მამამ დაკარგა სამსახური, იმიტომ რომ ყაჩაღებისგან ქრთამი არ აიღო. ამიტომაც სახლის გაყიდვა და კრიმინალურ რაიონში გადასახლება მოგვიწია, სადაც ყველა ერთად პატარა ოთახში ვცხოვრობდით. არავინ არ წუწუნებდა. მჯეროდა, რომ ღმერთი სახლს დაგვიბრუნებდა, მამას კი სამსახურს, ჩვენ ხომ უდანაშაულოები ვიყავით. ვოცნებობდი...ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მამასთან საშიშმა ადამიანებმა დაიწყეს სიარული. არ რცხვენოდათ არც ჩემი, არც ლუიზასი, არც ფეხმძიმე რენესი, საშინელ სიტყვებს გაჰყვიროდნენ. აღმოჩნდა,რომ იმისთვის რათა ოჯახი დაეპურებინა, მამა ვალებში ჩავარდა. მაგრამ აი ერთხელ... ამ დღეს მე სამუდამოდ დავიმახსოვრებ...ჩვენთან ბევრი საშინელი ადამიანი მოვიდა - მე რვა დავთვალე - ისინი ჩქარ-ჩქარა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ მამა მუხლებზე დაეცა, ემუდარებოდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ვერ გამეგო რა ხდებოდა, სანამ რამოდენიმე ადამიანმა ლუიზა არ დაატრიალეს. ის შავ ფურგონში ჩასვეს და წაიყვანეს. მხოლოდ ჩვენ დავრჩით : მწუხარებით გადარეული დედაჩემი, მომტირალი მამა, ჩემი და დედას მუცელში და მე, ოთხი წლის გოგონა. მაშინ არ მესმოდა, მაგრამ ახლა მესმის: მამას ვალების გამო, ლუ ყაჩაღებმა წაიყვანეს და ბორდელის ქალად აქციეს. ცოცხალია თუ არა ახლა, არ ვიცი,მაგრამ ამის შემდეგ მე ის აღარ მინახავს. ყველანაირ შავ ფურგონს გავურბოდი - მეგონა რომ მეც მომიტაცებდნენ, როგორც ლუიზას. ვცდილობდით ოჯახი შეგვენარჩუნებინა. მართლა,ვცდილობდით. მამა კურიერი გახდა და ვალების გასტუმრება დაიწყო, იმის იმედი ჰქონდა, რომ თუ ყველა ვალს გაისტუმრებდა ლუიზას დაუბრუნებდნენ. დედა გოგონას დაბადებისთვის ემზადებოდა,ამიტომ თავი ხელში აიყვანა და მე მიბრძანა არ მომეწყინა, ის მეწამა რომ ლუ ცოცხალი იყო და მალე დაგვიბრუნდებოდა.მართლა მჯეროდა ამის. როდესაც სპიკა დაიბადა,ჩემი და, ყველანი ბედნიერნი ვიყავით. ჯანმრთელი იყო. ვოცნებობდი იმაზე რომ როდესაც ლუიზა დაბრუნდებოდა ერთად გავზრდიდით სპიკას. მაგრამ ერთხელ ის საშინელი ადამიანები დაბრუნდნენ. მათ კარი შემოანგრიეს და ისე შემოვიდნენ. აივანზე ვიდექი და ვუყურებდი რაც ხდებოდა. სახლში შესვლა მინდოდა, დედასთან მივარდნა,მაგრამ ერთ-ერთი კაცი ახლოს იდგა კარებთან და შემეშინდა გასვლა. მამა სახლში არ იყო, გვიანობამდე მუშაობდა. საშინლად იგინებოდნენ, საცხოვრებელს ჩხრიკავდნენ. ფულს ან რაიმე ძვირფასეულობას ეძებდნენ. გაახსენდათ რომ ჩვენს ოჯახში სამი შვილი იყო... იყო...უფროსის წაყვანა უნდოდათ - ანუ ჩემი. მაგრამ ბინაში მე არ ვიყავი,ამიტომ გამიმართლა. ვერ მიცნეს - ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ საშინლად გავიზარდე, ხუთი წელი შემისრულდა, როდესაცვ მათ ჩემი უმცროსი და - სპიკა წაიყვანეს. რენე დაიღალა ბავშვების კარგვით, მაგრამ ჩემი დატოვებაც არ შეეძლო. მიბრძანა ჩემთვის თოკი ამერჩია, მანახა როგორ გამეკეთებინა მარყუჟი. 5 წლის ვიყავი, როცა სიკვდილის თოკი ავიღე ჩემთვის და თეთრი ღამის პერანგი ჩავიცვი. დედამ მის პირდაპირ სკამზე დამაყენა, ყელზე კი თოკი გამიკეთა. მახსოვს,რომ არაფერს არ ვგრძნობდი, სიცივის გარდა - გათბობა არ იყო, თხელი საღამური კი არ მათბობდა. როდესაც კისერზე თოკი გაიკეთა, დედამ ხმამაღლა ლოცვა დაიწყო და ფეხით სკამი გაწია. სკამი გვერდით გადავარდა, ის კი თოკზე ჩამოეკიდა. რენეს ხმებით შეშინებულმა, ვერც კი გავიაზრე ისე, ნაბიჯი გადავდგი და მეც თოკზე ჩამოვეკიდე. მისი დარიგებები დამავიწყდა, თოკი მახრჩობდა. ვერ ვსუნთქავდი, ყელი მეწვოდა, მაგრამ გამიმართლა - კარგად არ დამიმაგრებია თოკი და ისიც გაიხსნა. ბეტონის იატაკზე დავვარდი. დედა უკვე აღარ ფართხალებდა თოკზე, დახუჭული თვალებით წყნარად ეკიდა. ოთახის კუთხეში ვიჯექი, კანკალით, სანამ ჩარლი არ მოვიდა. რენე მის მშობლიურ მხარეში,მზიან არიზონაში დაკრძალეს. იმ საღამოს როდესაც „ისინი“ დაბრუნდნენ, თითქმის ცოცხალიც აღარ ვიყავი. კუთხეში, ლეიბზე ვიჯექი, როგორც თოჯინა. არ ვჭამდი, არ ვლაპარაკობდი, არ ვცხოვრობდი. ვარსებობდი. წარსულში ვცხოვრობდი,ყველა ბედნიერ მომენტებს ვატრიალებდი და ვატრიალებდი, ისევ და ისევ, დღეების განმავლობაში. არ მბეზრდებოდა. ხუთი წლის ვიყავი,როდესაც ყველაფერი დავკარგე. ხუთი წლის ვიყავი,როდესაც,თითქოსდა კოშმარში,ცუდი ადამიანები დაბრუნდნენ და უთხრეს ჩარლის,რომ ვალი თითქმის გადახდილია,მხოლოდ ჩემი თავი უნდა მიეცა მამას. ან სასჯელ აღსრულების ორგანოებში, ან საბავშვო სახლში - ჩემთვის სულ ერთი იყო. ჩარლიმ სთხოვა, მიეცათ მისთვის ხუთი საათი, რათა დამშვიდობებოდა. დათანხმდნენ. უცნაურია, მაგრამ ჩამთვლიმა. ძილში,ვხედავდი,როგორ აიღო ჩარლიმ დანა და ჩემსკენ წამოვიდა. ე.ი მალე მოვკვდებოდი,თან მამაჩემის ხელით. კარგია,ასეთი რამ მე მაწყობდა - ეს ბორდელში გადამწიფებას ჯობდა. ბანდიტებს ცარიელებს დავტოვებდით. მაგრამ ყველა გეგმა დაარღვია ანგელოზმა, რომელსაც ედვარდი ერქვა. მან გამომათრია კოშმარიდან, მაჩუქა ახალი ოჯახი, მაჩვენა მსოფლიო, რომელზეც მე ოცნებასაც ვერ ვბედავდი. ნათურის შუქმა უცებ დამაბრმავა და ჩემი ფიქრების თხელი ძაფი გაწყვიტა. ღამის სამი საათი იყო. ჩემთან ბიძია ჯასპერი იდგა: -ბელა, კარგად ხარ? შენ...გტკივა! - ეს კითხვა არ იყო. -არა, საიდან მოიტანე? - მოვიტყუე. სიმართლეში, ისე მტკიოდა, თითქოს და რაღაცამ მთელი ჩემი შინაგანი ორგანოები დაატრიალა და სუნთქვაში მიშლიდა, უკვე რამოდენიმე თვე. -კარგი... - თქვა მან. - თუ ლაპარაკი მოგინდება - მოგვმართე, ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ! ის გავიდა ოთახიდან და კარი მიიხურა. ბალიშში ჩავრგე თავი და ჩავიბურდღუნე: ღმერთო ოღონდაც, ჩემს მდგომარეობაზე დედა როზალის და მამა ემეტს არ უთხრას... ვერ გადავიტან, თუ მათ ტკივილს მივაყენებ! ალბათ, მე საშინელი ურჩხული ვარ რომელიც ყველას ტკივილს აყენებს, ვინც უყვარს. ნათელია,რომ აქ, ამ ენგელოზებში ცხოვრების ღირსი არ ვარ. საერთოდ ცხოვრების ღირსი ვარ?! ამ ხუთი წლის განმავლობაში არაფერი არ გამიკეთებია! არაფერი! იმის მერე რაც სვონების ოჯახში გავჩნდი, ყველაფერი გავაფუჭე, ვერც ლუიზა ვერ გადავარჩინე, ვერც სპიკა. მაშინაც როდესაც დედა თოკზე იხრჩობოდა, ვერ ვიყვირე და მეზობლებს ვერ დავუძახე. მე უმადური ცხოველი ვარ, ჩარლი უნდა გამემხნევებინა, ამის მაგივრად კი დეპრესიაში ვიყავი. ჩემი საცოდავი მამა კი ყოველ საღამოს ცარიელ სახლში ბრუნდებოდა, სადაც მას სიცივე და უმაქნისი შვილი ელოდებოდა...მე ჩარლიც ვერ გადავარჩინე, ამის მაგივრად მის მკვლელს დავუახლოვდი! (მთარგმნელის შენიშვნა.მწარე სიტყვებია არა?...) და საბოლოოდ, მთელი დღეები, ამ გადასარევ ოჯახს ნერვებს ვუშლიდი ჩემი კივილით... ამოვიოხრე და შვეცადე დამეძინა: დედას ეწყინება, თუ ხვალ გამოუძინებელი ვიქენი ჩვენს პიკნიკზე...დედა როზალი...მე ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ჩემი ანგელოზი იყო...მამაც მიყვარდა, მაგრამ დედამ ყველაზე რთულ მომენტში, მომცა ის რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა,უსაფრთხოების გრძნობა, დაპირებები რომ ყველაფერი კარგად იყო, სითბო და სიკეთე... ამ სასიამოვნო ფიქრებით ძილში ჩავიძირე...
bella-bella, natuka, elle____, madloba komentarebistvis es tavi martlac rom rtuli gadasatargmni iyo...moralurad .. elle____, ui martla gamomrchenia mapatiet,ubralod ise gamwarebuli vtargmnidi rom etyoba es xazi vegar davinaxe da pirdapir shemdegze gadavedi
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥