სახელწოდება :ბავშვური ბინდი ავტორი :ЭлисКаллен8051 ორიგინალი:http://twilightrussia.ru/forum/40-5640-1 გადათარგმნის უფლება:მიღებულია. მთარგმნელი:Karkusha=] ბეტა:elle____ დისკლეიმერი :ყველა უფლება ეკუთვნის სტეფანი მეიერს. რეიტინგი :PG-13 პეირინგი :ედვარდი/ბელა, როზალი/ემეტი, ელისი/ჯასპერი, ესმე/კარლაილი. ჟანრი:POV,რომანტიკა. სამარი:როდესაც შეგიყვარდება, იგრძნობ რომ ბედნიერი ხარ. და თუ არა? თუ არ შეგიძლია იყო შენს სიყვარულთან, იმიტომ რომ არ შეიძლება? თუ არ შეგიძლია მიანიშნო რომანტიულ ურთიერთიბებზე,რათა არ შეაშინო? რა მოხდება თუ ვამპირის შეყვარებული 5 წლის ბავშვი აღმოჩნდება?! სტატუსი :ორიგინალი-დასრულებულია. თარგმანი-პროცესშია. განთავსების უფლება: მარტო twifans.ucoz.com
bavshvebo didi bodishi rom amdeni xani gagrdzeleba ar iyo.. :S ubralod imdeni problema amqvs da tan gushin dab.dghe mkonda ase rom ver movicale :)) imedia mapatiebt am saghamos davdeb gagrdzelebas!
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
გონება ნელა მიბრუნდებოდა. -ბელა? საყვარელო, კარგად ხარ? გავშეშდი. მან საყვარელი მიწოდა! ღმერთო, ნუთუ მძინავს? ვიგრძენი იმის გამოხატვის აუცილებლობა, რაც ჩემში დუღდა, იმ გრძნობების, მაგრამ არა ბანალური „მეც მიყვარხარ“-ით, არამედ სხვანაირად. წამოვიწიე. მისი სახე ჩემთან ახლოს იყო - ედვარდი თვალებში მიყურებდა, ეძებდა იქ შიშს, ტკივილს - იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ რაღაც შეეშალა. ხელი გავწიე და მის მარმარილოს სახეს შევეხე - ტირილი მინდოდა ბედნიერებისგან. ის გაინაბა და თვალები დახუჭა. უცნაურია - თხუთმეტი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით ერთმანეთის გრძნობების შესახებ და არც ერთხელ არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის, არც კი ჩავხუტებულვართ. მისკენ წავიწიე და ჩემი ტუჩებით მის ტუჩებს შევეხე - გაუბედავად და უეცრად. ჩვენი მჩატე, უბრალო კოცნა პეპლების ფრთების ან კალიბრის შეხებას ჰგავდა, თითქოსდა ტუჩებზე ბუმბული დამეფინა. კისერზე ცივი ხელისგულის შეხება ვიგრძენი, რომელმაც უფრო ახლოს მიმიზიდა. მოვეხვიე, თითები მის ხავერდის თმებში შევაცურე, გავაღრმავე კოცნა. ახლა კოცნა ალს ჰგავდა, ცეცხლს, რომელიც ვენებში იღვრებოდა. ჩვენი ტუჩების კონტრასტი საოცარი იყო. ვერც კი შევამჩნიე ისე აღმოვშნდი მის მუხლებზე. რა საწყენია რომ ჰაერი მჭირდება... ამოვისუნთქე და მისი მშვენიერი სახის კოცნებით დაფარვა დავიწყე. უეცრად ზურგზე რაღაც ფაფუკი ვიგრძენი...ლოგინი... რეალობამ თითქოს მთელი ჰაერი გამომაცალა, გავჩერდი. ედვარდი კისერს მიკოცნიდა. სიცხიდან სიცივეში გადავინაცვლე. არა. გავფითრდი. ისევ ვოლტერაში ვარ, ჩემს ოთახში. ვწევარ ლოგინზე,ზემოდან ვამპირი-მოძალადეს სხეული მაწევს. არა, გთხოვ... ის ცდილობს ჩემი საღამურის შიგნით შეყოს ხელი. არა!!! არ გინდა, გთხოვ! ცრემლებით ვიხრჩობი, ვცდილობ გავთავისუფლდე. ვყვირი ტკივილისგან, შიშისგან, დამცირებისგან. ის არ მომეშვება... სიბნელეში ვიძირები - ისე როგორც იმ ღამეს, ოღონდ ახლა მოძალადეს გული არ წაუვიდა. ჩემს წინ ვგრძნობ მას. -ბელა?რა გჭირს? თვალებს ვახელ. სასტუმროში ვარ, ლოგინის კუთხეში ვზივარ. ჩემს წინ ედვარდია. -საყვარელო? მაპატიე, გავერთე, დამავიწყდა... - მისი სახე ტკივილს გამოხატავდა. -მაპატიე...- ვეხვევი. ედვარდიც გაუბედავად მომეხვია, თითქოს ეშინოდა ისევ არ დავეშინებინე. -შენ არ ხარ დამნაშავე. -გამტყდარი ვარ - ჩუმად ვთქვი. -არა, არ ხარ გამტყდარი. შეშინებული ხარ. ეს გაივლის, გპირდები. - ჩემს თმებს კოცნის. -მიშველე... - ჩემი ხმა გაწყდა. მიშველე...დამიხსენი...არ დამტოვო... -ბელა, იქნებ ჯობია ოჯახს დავუბრუნდეთ? ჩვენი რომანტიული მოგზაურობა სხვა დროისთვის ხომ არ გადაგვედო? - მეკითხება ედვარდი, თავს პროტესტის ნიშნად ვაქნევ. არავითარ შემთხვევაში! მე გავუმკლავდები ჩემს შიშს, რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ რაღაც გაჩნდა.
-ბელა! - ედვარდის ხმა გაისმა. წიგნი გადავდე და ავდექი. ის ოთახში შემოვიდა, ჩანთებით დატვირთული. გუშინ წინ, მე და ედვარდი უფრო ძვირადღირებულ სასტუმროში გადავედით. ნომერში იყო შემოსასვლელი, დიდი სააბაზანო ჯაკუზოთ, დიდი საძინებელი გარდერობით, სამზარეულო მინი-ბარით და პლაზმური ტელევიზორით. ედვარდმა სახლი მოძებნა და უკვე ყველა დოკუმენტი გააფორმა, მაგრამ სახლი სულ ცარიელი იყო, ასე რომ ავეჯის შეკვეთა მოგვიწია. სანამ ავეჯი მზარ არ იქნება, ჩვენ სასტუმროში ვიცხოვრებთ. -საყვარელო! შემიძლია ჩემი კანონიერი კოცნა მივიღო? თითის წვერებზე შევდექი და კისერზე ხელები მოვხვიე. ედვარდმა დაყარა პაკეტები და უფრო ახლოს მიმიზიდა,თან ცდილობდა ჩვენი ჩახუტებები ნორმას არ გადასცილებოდა - რომ გადასცდილდეს ჩემი თვითშენახვის რეაქცია ირთვება, და გონებაში საშინელი მოგონებები ამოტივტივდება ხოლმე. მისმა ტუჩებმა ჩემი დაფარეს, სიამოვნებით შევაცურე თითები მის ბრინჯაოსფერ თმებში. ედვარდის ტუჩები ნელა მოძრაობდნენ. პირი გავაღე და ცოტათი გავაღრმავე კოცნა. საბოლოოდ ის მომცილდა: -ბელა... -შენ ეს დაიმსახურე - გავუღიმე. ჩვეულებისამებრ, ჩვენ ასე გაღრმავებილად არ ვკოცნიდით ერთმანეთს, მაგრამ დღეს ედვარდმა მთელი დღე გაატარა მაღაზიებში, არადა მას ეს საერთოდ არ უყვარს. -მმმ...- ჩემი თმების სურნელი ჩაისუნთქა - ასეთი ჯილდო მომწონს...ამის გამო ღირდა მთელი დღის იმ დებილურ სუპერმარკეტში გატარება... -ნორმალური გოგონა, თავის შეყვარებულს სხვანაირ ჯილდოს აჩუქებდა - ჩემმა ხმამ მოიწყინა. -ბელა! - ახლა ედვარდმა გაღიზიანება დაიწყო. - არ გაბედო ვინმეს შენზე მაღლა დაყენება! უნდა გახსოვდეს რომ მე - ვამპირი ვარ, ჩემს ვნებას შეუძლია მოგკლას. -მერე რა. რა იყიდე? - თემა უნდა შემეცვალა ,კონფლიკტი იზრდებოდა. -სახელმძღვანელოები.- გაიღიმა. -სახელმძღვანელოები?- დავიჩურჩულე ,თან პაკეტებს მივვარდი. - რომლები?უფრო სწორად, რისთვის? -ბელა, განათლება უნდა მიიღო. ამოვიოხრე. ო არა, ოღონდ ეს არა! -არ ვიცოდი,ზუსტად რომელ ენებს სწავლობ, ამიტომ ვიყიდე იტალიური, ესპანური, ინგლისური, ფრანგული და ლათინური სახელმძღვანელოები. -რუსული?- იმ წამსვე ენაზე ვიკბინე. შტერო! -შენ რუსულს სწავლობ?- ედვარდმა გაიცებით შემომხედა. -ხო, მერე რა მოხდა? კიდე გამიმართლა რომ კაი (კაიუსი) რუსეთიდანაა და არა ყაზახეთიდან. ედვარდმა ხარხარი დაიწყო, და სიცილისგან იატაკზე დავარდა.
-ე.ი. კაიმ დაგაძალა რუსული გესწავლა? - ედვარდმა კითხვით მომმართა, როცა მე სამზარეულოში მაკარონებს ვაკეთებდი. -არ დაუძალებია, მე თვითონ მაინტერესებდა. ორჯერ წამიყვანა რუსეთში. -ხო? მერე როგორია?- ედვარდი იქვე, ბარის მაგიდას დაეყრდნო. -მომეწონა. - ყველის გახეხვა დავიწყე. - იქ ცივი კლიმატია. -გიყვარს სიცივე? -კი. მიყვარს სიცივე და წვიმა, მე ხომ ლონდონში დავიბადე. როცა პირველად გავემგზავრე რუსეთში, მოსკოვში ვიყავი. მეორედ კი, ზაფხულში, შავ ზღვაზე ვიყავი. ახლა თავისუფლად შემიძლია რუსულად ლაპარაკი. -ჰმ...თქვი რამე! გამეცინა და ვთქვი: -კალენები - მსოფლიოში საუკეთესო ოჯახია, ისინი ცხოვრებაზე მეტად მიყვარს. ედვარდი - ჩემი შეყვარებულია, ის ყველაზე მზრუნველია. მინდა რომ მასთან ერთად სამუდამოდ ვიყო. -რა თქვი? - დაინტერესდა ედვარდი, მის ოქროსფერ თვალებში ინტერესის ცეცხლი აენთო. -არაფერი ისეთი, ერთ ოჯახზე ვთქვი რაღაც... -მასწავლი რუსულს? -არა! ედვარდი გაოცებისაგან გაჩუმდა, მე კი გავაგრძელე: -ხომ უნდა მქონდეს შენთან შედარებთ რაღაც პლიუსი მაინც! -მასე??? - ედვარდი ჩემსკენ წამოიწია. -ხო მასე! - წამოვიყვირე მე. -აბა დამაცადე! - გამომეკიდა. მთელ ნომერში დავრბოდით, როცა გენიალური იდეა მომივიდა თვაში. დუში ავიღე და პირდაპირ სახეში შევასხი ჩემს ვამპირს. მას შეეძლო გაწეულიყო, ან დუში წაერთმია, მაგრამ არ ქნა. ამის მაგივრად ვედროთი, რომელიც სააბაზანოში იდგა წყლით სავსე, მთელი წყალი შიგ სახეში შემასხა. მე ჯერ ჩემ თავს შევხედე, შემდეგ ედვარდს. ის დამნაშავეს ჰგავდა. -ბელა, მე...მაპატიე... მივუახლოვდი და ვაკოცე. აი რა მჭირდებოდა მთელი საღამოს განმავლობაში. -გარდამქმენი! -ჩუმად ვთხოვე. -არა! - ედვარდი გაიწია და კუთხეში დადგა. პრინციპში ამას უნდა მოველოდი. ვის რაში დასჭირდება მთელი მისი უკვდავების გატარება, გამოყენებულ, გატეხილ გოგოსთან? ვის რაში სჭირდება ურჩხული? მაგრამ რატომ გაჩნდა მკერდში ასეთი გრძნობა? რატომაა რომ შიგნეულობა ტკივილისგან და მწუხარებისგან იგლიჯება?რატომ მინდა, გაქცევა და დამალვა? -ბელა...- დაიწყო ედვარდმა, მაგრამ მე გავაწყვეტინე: -არაა საჭირო.. - ჩემი ხმა შეკავებული ცრემლებისგან სხვანაირი გამხდარიყო. - არაა საჭირო რამე მითხრა, მესმის... და აკანკალებული ფეხებით ნომერიდან გამოვედი.
კედელს ავეკარი და ნელა ჩამოვსრიალდი. შიგნით ტკივილი და სიშმაგე ჩქეფთდა. -ბელა...-მოისმა ყურთან ხავერდის ხმა. -ადექი იატაკიდან, გაცივდები. თავი გავაქნიე: თვალებიდან ორი ცრემლი გადმომცვივდა, ყელიდან ქვითინი აღმომხდა. ედვარდმა ამოიოხრა, შემდეგ ვიგრძენი როგორ მომკიდეს მხარზე ხელი და იატაკიდან ამაყენეს. -წამოდი ნომერში - კარებისკენ გაიწია, მაგრამ მე ადგილზე დავრჩი. -ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ მინდა გავარკვიო. გიყვარვარ? - თავდაჯერებულად დავიწყე, არადა შიგნით ყველაფერი მტკიოდა, ჩემი სხეული უხმოდ ქვითინებდა. -ძალიან. - ედვარდი ცდილობდა ჩემთვის ჩაეხედა. -შენ...არ გინდა...ჩემთან ერთად უკვდავების გატარება? ედვარდმა ამოიოხრა, შემდეგ კი ფრთხილად ამიყვანა ხელში და ნომერში შემიყვანა. დამაწვინა, პლედი გადამაფარა, თვითონ კი გვერდზე მომიწვა, მომეხვია. ჩემმა სხეულმა წამში მოახდინა რეაგირება და გაყინულ მკერდს მივეკარი. -ბელა, ყველაფერი რაზეც ვოცნებობ -ეს შენთან ერთად უკვდავების გატარებაა. შენ უკვე იყავი ვამპირი, და არ იყავი ბედნიერი. -ედვარდ...- მის სახეს დავაცქერდი . - არ მახსოვს ის დრო, როცა ვამპირი ვიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთი რამის გამო ვიტანჯებოდი - იმიტომ, რომ არ შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით. -არ მინდა ასე გავრისკო. ახლა უკვე ადამიანი ვეღარ გახდები - ელექსირი აღარაა. -მინდა შენთან ერთად უკვდავების გატარება. -ვთქვი, თან ცრემლებს ვიკავებდი. -მეც. მაგრამ გარდაქმნაზე საუბარიც ზედმეტია. შენ უნდა დაისვენო. -ედვარდი შეეცადა ამდგარიყო მაგრამ მე გავაჩერე: -არა, გაჩერდი. დარჩი. ედვარდი მერყეობდა. აქამდე ის ღამღამობით არ მეხებოდა, უბრალოდ ჩუმად იყო იქვე, ახლოს, რათა ძილში მამაკაცის შეხებებს არ დავეფრთხე. მაგრამ მერე მაინც მოიწია ჩემსკენ. ედვარდს მოვეხვიე. მან წელზე ხელი მომხვია. მისი თითები მუცელზე წრიულ მოძრაობებს აკეთებდნენ.
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥