გვენდელონის დღიური.
დღეს ვიწყებ დღიურის წერას. მაღაზიის თაროდან მოვიპარე, იმისდა მიუხედავად რომ ვმუშაობ, ფულს მაინც არ გვაძლევენ. ეს ჩვეულებრივი სულელური რვეულია, რომელშიც დავწერ ყველაფერს რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ის მე მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მარტოსული ვარ, არავისთან არ მაქვს სალაპარაკო, ლუიზას გადრა,მ აგრამ ლუ ძალიან გულცივია და ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, ის აქ ძალიან დიდიხანია, მას აღარ ეშინია. მე ვიფიქრე... რა თქმა უნდა ეს სულელურია, მაგრამ არ მინდა რომ ჩემი სიკვდილი შემდეგ დამივიწყონ, ისევე როგორც ასობით ჩემნაირი გოგო, მინდა რომ ჩემი დღიური იპოვონ, წაიკითხონ, ვინმემ გაიგოს ჩემი ისტორია.
არ მინდა ჩემს წარსულზე მოვყვე, რა აზრი აქვს მას მაინც ვერ დაიბრუნებ... მინდა ვთქვა მხოლოდ ის, რომ მყავდა ტყუპისცალი და, ანა-ლოლა, ჩემ თვალწინ დაიღუპა, მაშინ როდესაც მხოლოდ რვა წლის ვიყავი. მანქანამ გაჭყლიტა. რაღაც დორის განმავლობაში გოგონა რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით - ერქვა იზაბელა, ის ჩვენზე უფროსი იყო, ის იშვილა სასახლის მფლობელმა არომ - ახლოს იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენი ცხოვრების გზები გაიყო. მე ჯოჯოხეთში მოვხვდი.
1 დეკემბერი 2010 წელი.
ძვირფასო დღიურო!
ჩემ პირად ჯოჯოხეთს ძალიან ლამაზი და ჟღერადი სახელი ჰქონდა. ყოველ საღამოს ის ანათებდა წარსწერას - კლუბი „ლოლიტას ბედნიერება“.
ვმუშაობდი კლუბში, ვყიდდი ნარკოტიკებს.
ეკსტაზები, ლსდ, შიდსი, მარიხუანა, კოკაინი. ზოგჯერ მე და სხვა მოვაჭრეები ჰეროინსაც ვურევდით, მაგრამ არა ძალიან ხშირად - მფლობელი მოლაპარაკებული იყო ჰეროინის ავსტრალიაში გაყიდვასთან დაკავშირებთ, ჩვენ მხოლოდ ნარჩენებს ვყიდდით.
მე და დანარჩენი მცირეწლოვანნი კლუბის საკუჭნაოში ვცხივრობდით. იყვენენ ჩვენს კლუბში ბოზები, მაგრამ ისინი კლუბში არ ცოხვრობდნენ, ისინი დაცვას მოჰყავდათ. დადიოდა ჭორები, თითქოს ისინი ქალქგარეთ ცხოვრობდნენ, დიდ აუზიან სახლში. ორ კატეგორიად იყოფოდნენ : ისინი, ვინც ამით დიდი ხანია რაც დაკავებულია, ეგერეთწოდებული ავტორიტეტები, და ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ჯერ კიდევ ადგენდნენ გაქცევის გეგმას. მათ უბედური შესახედაობა ჰქონდათ, ჩვენ „გოგონა - მთვარეულებს“ ვეძახდით.
მიყვარდა ტანც-პოლი. იქ ყველა ირეოდა,და გაუგებარი იყო ვინ იყავი - ნარკომანი, ნარკოტიკის ვაჭარი, ბოზი, ბოზის კლიენტი, თუ ჩვეულებრივი მოზარდი, რომელმაც ღამის მაგრად გატარება გადაწყვიტა.
ცეკვის უფლებას არ გვაძლევდნენ - ჩვენ უნდა გვემუშავა, აი ბოზები კი ერთობოდნენ - ხალხს იზიდავდნენ.
ამ საღამოს მე, როგორც ყოველთვის, ბართან ვიდექი და პატარა ყლუპებით წყალს ვსვამდი. არ გვრთავდნენ უფლებას რაიმე დაგველია, წყლის გარდა, წყალიც კი შეზღუდული იყო - ერთ საათში არაუმეტეს ერთი ჭიქისა.
მალე ალბათ ჰაერზეც ლიმიტს დააწესებენ...
ჩემთან ხალხი მოდიოდა, ყიდულობდნენ საქონელს. ვცდილობდი მათთვის თვალებში არ ჩამეხედა, რადგან ვიცოდი, თითოეულ მათგანს შეეძლო ამ საღამოს მომკვდარიყო ნარკოტიკის დოზისაგან. ისინი განსხვავებულნი იყვნენ - ყმაწვილები მხიარული ბრწყინვალებით თვალებში, რომლებიც ახლა იწყებდნენ, ისინი ვინც მხოლოდ იმაზე ოცნებობა,რომ როგორღაც დილამდე მიეღწიათ,მაშინ კი არ აქვს მნიშვნელობა...
აკანკალებული ხელებით მივიღე ფული შესახედაობით პატარა გოგონასაგან და ორი აბი ეკსტაზი მივეცი. გოგონა არც თუ ისე მაღალი სიმაღის იყო, შესახედაობით თორმეტი წლისას ჰგავდა. მას დიდი თვალები, ნათელი ფაფუკი თმები ჰქონდა,. ისეთი მხიარული იყო, აინტერესებდა ის მხიარულება, რომელზეც ბავშვები უყვებოდნენ... ის ვერც კი ხვდებოდა, რომ მალე ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენება,დაიწყება ლომკა, მოკვდება, ჩვეულებისამებრ ასეთი პაწუები ვერ ამოდიან ამ თხრილიდან.
მინდოდა მისთვის დამეყვირა:
„რას აკეთებ, არ გინდა!“
მაგრამ ყურადღებით მიყურებდა ბარმენი, თუ დავიწყებდი მყიდველის ნარკოტიკისგან მოშორებას,იმის წარმოდგენისაც კი მეშინოდა რას მიზამდა ბოსი.
გოგონა კი მხირულად გავიდა კლუბიდან ხელში ორი ვარდისფერი აბით.
უფრო გვიან, როცა მუშაობას მოვრჩი, ვფიქრობდი ამ გოგონაზე. ვფიქრობდი მასზე ყოველ საღამოს, ყოველ მომდევნო დღეს.
საინტერესოა, გაიგეს თუ არა მისმა მშობლებმა, რომ მათმა ქალიშვილმა ეს საშინელება გასინჯა? ო, იმედი მაქვს რომ გაიგეს და კარგადაც გალახეს! ოღონდაც ისევ არ მოვიდეს,ოღონდაც აღარ იყიდოს მეორედ აბები და არ შეჯდეს!
2 დეკემბერი 2010 წელი.
ძვირფასო დღიურო!
დღეს ქუჩაში ვმუშაობდი. ძალიან ციოდა და მე, დანარჩენ ჩემნაირებთან ერთად,ძალიან გავიყინე. უფრო ადვილი იყო სიცივეში მობილიზება და კლიენტების თვალების იგნორირება, როცა ამ ნაგავს აძლევდი. არ მინდოდა მათი დამახსოვრება, არ მინდოდა, რომ ღამით დამსიზმრებოდნენ. ამის გარეშეც მყოფნიდა პრობლემები, ნარკოტიკები კი - მათი პრობლემაა.
დღეს ჩვენთან ახალი გოგო მოიყვანეს, ის გაყიდდა კაილინის ნაცვლად - რომელიც ნარკომანებმა მოკლეს, იმისთვის რომ ვალში არ მისცა ნარკოტიკები. ახალს სინდი ჰქვია,ის თვითონ ნარკომანია. ბოსი გარკვეულ დოზას გამოუყოფს რათა მას ლომკა არ დაეწყოს,მაგრამ ბოსს ეშინია რომ სინდის ეს დოზა არ ეყოფა. ამიტომაც სინდი მე წარმიდგინა - ამიერიდან მე დავაკვირდები საქონელს,რათა უკანასკნელ გრამამდე ყველაფერი ადგილზე იყოს. თუ ყველაფერს კარგად დავაკვირდები,დამპირდნენ,რომ შემიმცირებენ საათებს ყინვაში დგომისას. თუ ვიხალტურებ ბოსი გაბრაზდება და მომკლავს.
სინდი ნაწნავებიანი შავგვრემანი გოგო იყო. მას თმებში სხვადასხვა ფერი ლენტები ჰქონდა,ცდილობდა ეთნიკურ სტილში ჩაეცვა. ჩვენ, დანარჩენი გამყიდვლები საქონელს კარგად ვმალავდით,სინდი კი უბრალოდ ჩანთაში იდებდა. ის ძალიან უცნაური იყო,მაგრამ არა აგრესიული. მის მზერაში იგრძნობოდა რომ ხვალინდელი დღისგან არაფერი უნდოდა,მხოლოდ დოზა, შემდეგ კი როგორღაც შემდეგ დოზამდე გაძლებდა.
დღეს ჩვენი საერთო მუშაობის პირველი დღე იყო. სიცივისგან ვკანკალებდი,სინდი კი უბრალოდ იდგა. ის არ ცდილობდა ჩანთაში ჩამძვრალიყო და დოზა მიეღო, რომელიც კლიენტებისათვის იყო განკუთვნილი, ბოსი ტყუილად ნერვიულობდა. კლიენტები მოდიოდნენ, იღებდნენ პაკეტებში გახვეულ დოზას და მიდიოდნენ. მათ შორის განსხვავება ნახევარი-ერთი საათი იყო. დავითვალე მიღებული ფული, დავხედე დროს და ამოვიოხრე : სამუშაო დღის დამთავრებამდე ხუთი საათი დარჩენილიყო. რომ გაგვეყიდა ყველაფერი, შეგვეძლებოდა კლუბში დაბრუნება და არა ქიჩაში დგომა. მაგრამ კლიენტების საკმაო რაოდენობა დარჩენილიყო: დაახლოებით ოცდახუთი აბი ექსტაზი, ხუთი გრამი ჰეროინი, სამი შეკვრა შიდსი,რვა მჟავა დამატებული საღეჭი რეზინი. წასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო...
-შენ გამოდის რომ „მართალი“ გოგონა ხარ? - იკითხა უეცრად სინდიმ დამცინავი ტონით. ხმა ჩახლეჩილი და უსიცოცხლო კი არ ჰქონდა, როგორც ეს მე მეგონა, არამედ ძალიან ლამაზი - ღრმა და დაბალი.
ხო, მე მართალი გოგონების კატეგორიას ვეკუთვნი. ამ ნაგვის გაყიდვისას,მის მიმართ გულისრევას ვგრძნობ, არასდროს არ გამისინჯავს ნარკოტიკი. ამიტომ ბოსი მშვიდადაა- ხელს არ ვახლებ მის საქონელს.
-ხო,მე მართალი გოგო ვარ! - სიამაყით ვუპასუხე სინდის კითხვას.
-ცუდია...ბევრს კარგავ.
-ხო,ლომკას! - სარკაზმით ვუპასუხე.
ორივე გავჩუმდით, იმიტომ რომ ჩვენ გოგონა მოგვიახლოვდა,მინი-ქვედაკაბით და ჩუმად გვკითხა, ვყიდით თუ არა.
სინდიმ დადებითი პასუხი გასცა და გოგონამ მჟავა მოითხოვა.
ამოვიღე საღეჭი რეზინი მჟავით, გამოვართვი ფული და მივაწოდე. ის უცებ მიიმალა.
-დედაჩემივით ლაპარაკობ! - ყურთან სინდის ჩურჩული მოისმა. - ეს სისულელე დანარჩენმა ადამიანებმა მოიგონეს, რომ როგორმე თავი გაემხნევებინათ,ზოგიერთ ქვეყანაში ძნელია ნარკოტიკის ყიდვა, წარმოგიდგენია?
სინდის თვალებში შიშმა დაისადგურა. თავი დავუქნიე : მართლაც, ამერიკაში ფაქტიურად შეუძლებელია სასმელის ყიდვა, მაგრამ ძალიან ადვილია ნარკოტიკების ყიდვა. ფაქტიურად ყველგან, სკოლაშიც კი არიან ნარკო-მოვაჭრეები.
-სინდი არ მინდა შევჯდე. არ მითხრა, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში თავი დაანებო. ვიცი, რომ ეს ასე არაა. ყველა, ვინ ყიდულობს ჩვენთან ნარკოტიკებს,შემდეგ არ შეუძლიათ წასვლა. შეუძლიათ გაძლონ ერთი თვე, ორი დოზის გარეშე, მაგრამ მერე ვეღარ ითმენენ, ზოგიერთი დიდი დოზის მიღების გამო კვდება, სხვებს ჰალუცინაციები ეწყებათ და აფრენენ.
სინდიმ გამაწყვეტინა.
-ვიცი და არც ვაპირებ მოგატყუო, შენ - ყველაზე „ძველი“ გამყოდველებიდან ერთ-ერთი ხარ, და ნარკოტიკის შესახებ ყველაფერი იცი.
ეს მართალი იყო, სანამ მე ვყიდდი, არაერთი თაობა შეიცვალა. ზოგიერთი ცდილობდა გაქცეულიყო - თუ გაუმართლებდათ ქრებოდნენ,თუ არა იქვე ადგილზე კლავდნენ. ზოგიერთი ცდილობდა ბოსი გაეძარცვათ. ამის გამოც- დახვრეტა. მე გაქცევაც არ მინდოდა - სად უნდა წავსულიყავი? აქ თავშესაფარი მაინც მაქონდა და კარგადაც გვკვებავდნენ, რათა კარგად გვემუშავა.
-სინდი,მე ამას არ მივიღებ. - მტკიცედ განვუცხადე.
-კარგი,შენ უარი თქვი. ახლა სამუშაოს მივუბრუნდები და დავივიწყებთ ამ ლაპარაკის შესახებ. - თქვა მან. - საღამოს კი დასაძინებლად დავწვებით, გავყიდით ნარკოტიკებს, ვიცხოვრებთ ბოზებსა და ბანდიტებს შორის, იმედი გვექნება რომ ნარკომანები არ მოგვკლავენ, საღამოს სამუშაოს შემდეგ ისევ კლუბში მივალთ, დავწვებით, გავიღვიძებთ... და ასე წლიდან წლამდე. შემდეგ მე მოვკვდები ნარკოტიკებისგან - ან ქურდობისთვის დამცხრილავენ, ვინ იცის?- შენ კი დარჩები და ბოსზე იმუშავებ. ადრე თუ გვიან მოგინდება მე გამომყვე, დაფიქრდები, მაგრამ იმწამსვე შეწყვეტ ამაზე ფიქრს და გააგრძელებ შენს საცოდავ არსებობას...
სინდიმ ამოისუნთქა და გააგრძელა :
- და ერთხელ შენ ჩაიხედები სარკეში და გაგიკვირდება: შენ დაინახავ ორმოცი წლის ქალს. ან იქნებ ორმოცი წლის გოგოს - შენ ხომ მართალი გოგონა გვყავხარ, მართალი გოგოები კი ყველა ცუდ კმაყოფილებებს ცუდებს უტოვებენ. და შენ მიხვდები,რომ ახალგაზრდობამ დაგტოვა და მთელმა შენმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა.
სინდი გაჩუმდა და ხმა არ ამოუღია.
მე აკანკალებული თითებით ჯიბეში ნარკოტიკებს ვათამაშებდი.
საღამოს, როდესაც სინდიმ დაიძინა, დიდიხანი ვფიქრობდი მის ნათქვამზე.
3 დეკემბერი 2010 წელი.
ძვირფასო დღიურო!
სინდის ნათქვამში იყო სიმართლე. აქ, თითქმის მთელი ბავშვობა გავატარე, ცხრა წლიდან ვყიდდი ნარკოტიკებს. როგორც ჩანს, ასევე გაივლის ჩემი ახალგაზრდობაც. რატომ არ უნდა გავსინჯო რამე მსუბუქი? ის, რაზეც პირველივე გასინჯვიდან არ შევჯდები? მაგალითად,რატომ არ უნდა მოვწიო ბალახი? ანდა არა, მოწევა კლუბში აკრძალულია სუნის გამო, გარეთ კი მარტო სამუშაოს გამო გავდივართ. და არ მინდა, რომ სინდიმ იფიქროს, თითქოსდა ჩემი გატეხვა ასე ადვილად შეიძლება...
არა, რაღაც ძალიან მსუბუქი მჭირდება. ისეთი რომლის ეფექტი საერთოდ არ გამოჩნდება.
უნდა მოვიფიქრო,მანამდე კი დროა ავდგე ლეიბიდან,დავმალო დღიური და დავიწყო მუშაობა.
ძვირფასო დღიურო!
ის რაც დღეს მოხდა,ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება.
ქუჩაში ვაჭრობის შემდეგ კლუბში წავედი. ბოსი კმაყოფილი დარჩა ჩემი და სინდის ნავაჭრით, და ნება დაგვრთო შემდეგ ჯერზე თბილ კლუბში გვემუშავა.
კლუბი ახალი გაღებული იყო, როცა ის გადამხდა თავს რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
გახსოვს ის გოგონა, რომელზეც გიყვებოდი? იგი თორმეტი წლის იყო, მე კი ეკსტაზი მივყიდე.
ის გოგონა შემოვარდა დღეს კლუბში და მე შემამჩნია. მიხვდა ის ვიყავი ვინც ეკსტაზი მივყიდე, ჩემი მაისურის სახელურს ჩააფრინდა და მოთქმა დაიწყო. ისეთი პატარა იყო, მაგრამ მისი თვალებიდან ცრემლები იღვრებოდა. ის მადლობას მიხდიდა,რომ ეკსტაზი მივყიდე, თქვა რომ მიიღო ტაბლეტები და ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო მოსაწყენი გახდა მისთვის და კიდევ მთხოვდა ტაბლეტებს. გოგონა შეჯდა.
საშინლად გამოიყურებოდა - წრიული უფერული სახე, თვალებთან შავი უპეები, თვალები კი ისეთი კეთილი და მხიარული აღარ ჰქონდა, როგორც პირველი შეხვედრისას. საშინლად გამხდარი იყო.
მომიწია მიმეყიდა საქონელი, ბოსი მაკვირვებოდა ყურადღებით. გოგონამ თან ძალაინ დიდი თანხა მოიტანა, ეს თანხა ეყო სამ შეკვრას, თითოში თორმეტი აბით. ოცდათორმეტი აბი. ერთი თვე ეყოფა.
იცი დღიურო, ამის შემდეგ ისე ცუდად გავხდი. თორმეტი წლის ბავშვის ცხოვრება დავღუპე.. ის ადამიანი აღარაა, ის აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც იყო.
ისტერიკა დამემართა. ტუალეტში ვტიროდი, ტუში ჩამომეღვენთა,შემდეგ კი თავიდან ვერ ამოვიგდე ეს ბავშვი. ყველაზე საშინელი იცი რაა? გოგონამ მეორე დღეს მომიყვანა პაწუა ცამეტიწლის ტყუპი ბიჭები. სერიოზული სახით მთხოვეს მჟავა. ისევ მომიწია მიმეყიდა, რადგანაც ბარმენი იდგა ახლოს. ის კი ბოსის კაცია.
გადავწყვიტე აღარასოდეს მიმეღო ნარკოტიკები, თვითონ ფიქრი ამ ბავშვებზე აუტანელი იყო, საშინლად მტანჯავდა და ტკივილს მაყენებდა, დამნაშავე ვიყავი და ეს გრძნობა არ მასვენებდა.
(ბელა)
ხელი საშინლად მტკიოდა, წითელი ნაიარევი დამრჩა. იმედია, ბუშტი არ გაჩნდება...
შუა-დღე დადგა. ედვარდის გარეშე მოვიწყინე. დავალებების შესრულება, რომელიც ჩემმა ბიჭმა დამიტოვა, არ მინდოდა, შემეძლო ყველაფერი დამწვარ ხელზე დამებრალებინა.
ჩემს თითებს დავხედე. როგორ მინდოდა ედვარდს გაეკეთებინა ჩემზე ნიშნობის ბეჭედი!..
ჩვენ ლამაზი წყვილი ვიქნებოდით: ღვთიური ბიჭი და ადამიანი, გატეხილი გოგონა.
ყველაზე მეტად მინდოდა ჩემი შიში მოემცილებინა, გავმხდარიყავი ვამპირი და ედვარდთან ვყოფილიყავი. არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩაცხრება მისი ვნება - მე მასთან ვიქნები.
არა, ეჭვი მის სიყავრულში არ მეპარება, მაგრამ სიყვარული სამუდამო არ არის. დროთა განმავლობაში ეს გრძნობა გაქრება, მაგალითად ბებრები ვერ გამოხატავენ ამ სიყვარულს. ჩემი ოჯახი სიყვარულით კი არაა ერთად, არამედ კავშირით.
როზალი და ემეტი ერთად არიან, მე მათი შვილი ვარ.
კარლაილს და ესმის ბავშვები და შვილიშვილი აკავშირებთ, ანუ მე.
ელისი და ჯასპერი ერთად იმიტომ არიან, რომ ისინი დიდხანს ელოდნენ ერთმანეთს, და არ დაკარგავენ ერთმანეთს სისულელის გამო. ისინი - იდეალური წყვილია.
მე და ედვარდს კი არაფერი არ გვაკავშირებს. როგორც მახსოვს, ბავშვობაში საერთოდ არ ვურთიერთობდი მასთან - ის ყოველთვის მშვენიერი იყო, როგორც ბერძნული ქანდაკება, მე უბრალოდ მერიდებოდა მასთან მისვლა. შემდეგ ვოლტერაში მოვხვდი, მათთან გავიზარდე, შემდეგ ედვარდმა წამომიყვანა იქიდან. აი, მორჩა და გათავდა. ჩვენ გემოვნებაც სხვანაირი გვაქვს მუსიკაში!
ასე რომ, ჩვენი სიყვარული არაა სამუდამო. უნდა შევეგუო ამ ფაქტს...
-ბელა! სახლში ვარ!
ფიქრებმა შორს წამიყვანა და მთელი დღე გავიდა. აი, ედვარდიც დაბრუნდა.
ურა!
გავექანე მისკენ და შევახტი, წელზე შემოვხვიე ფეხები და ჩავეხუტე. ედვარდს გაეცინა, მაგრამ არ მიპასუხა.
ღმერთო, როგორ მენატრებოდა! თითოეული საათი მის გარეშე საშინელ სიზმარს ჰგავს.
-ასეთი შეხვედრა მომწონს! - ამოიკრუტუნა მან და ჩემსკენ დაიხარა. - მითუმეტეს, რომ სასიხარულო ახალი ამბავი მოვიტანე : ჩვენი სახლი მზადაა და ხვალ გადავდივართ!
ჩვენი სახლი. ეს ისე ჟღერს თითქოსდა ჩვენ ახალდაქორწინებულები ვიყოთ.
-ედვარდ ყოჩაღ! - ყურში ჩავჩურჩულე.
ედვარდმა სიამაყით გამიღიმა. ვაკოცე, ცივ, ყინულოვან ტუჩებს მივეწებე...
უცნაურია, ვამპირები თითქოს სისხლით იკვებებიან, ეს იმას ნიშნავს რომ სისხლის სუნი უნდა ჰქონდეთ პირში, ჩვენი კოცნა სისხლის გემოთი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მისგან ზამთრის სიგრილის სუნი მოდიოდა,მის ტუჩებს კი მენთოლის გემო ჰქონდა. ვგიჟდები მენთოლზე.
უფრო მაგრად ჩავეხუტე. ედვარდმა ხელები მომხვია. გააგრძელა ჩემი კოცნა, მაგრამ ამჯერად კისერზე გადაინაცვლა.
-ედვარდ...- ჩავჩურჩულე, როცა ვიგრძენი შიგნიდან გაჩენილი შიში. - არ შეიძლება...არ ვარ მზად...
იმწამსვე მომშორდა და სინანულით ძირს დამსვა:
-ბოდიში.
-შენი ბრალი არაა, რომ თავით დარტყმული ვარ. - ამოვიოხრე და მის ხელს შევეხე.
ედვარდმა ბრაზით შემომხედა:
-არასდროს არ თქვა ეს! მშვენივრად ართმევ თავს. კარლაილმა თქვა, რომ ძალიანაც კარგად. შენი შიში გულის სიღრმეში ჩაიმარხა და იშვიათად გახსენებს თავს.
-რაა? შენ ამ თემაზე ბაბუას ელაპარაკე?! ჩვენი კოცნის შესახებ მოუყევი?!
ეს ძალიან არასწორი იყო. ეს ხომ ჩვენი პირადული, მხოლოდ ჩვენი, მომენტებია! ჩვენი პატარა ინტიმური საიდუმლოებები! არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ მან ეს გამოაშკარავა!
-ბელა, მე მხოლოდ ვუთხარი რომ კოცნების გეშინია. კარლაილი ფიქრობს, რომ ჩვენთვის ჯერჯერობით ან ჩახუტება, ან კოცნა შეიძლება. ერთდროულად - შენთვის ძალიან რთულია. კარლაილმა ნახა ის ვამპირი რომელმაც ეს გიქნა. ძალიან ვგავარ მას სხეულის აღნაგობით, ასე თქვა მამამ. იმიტომ გეშინია - რომ ასე ძალიან ვგავრთ.. საერთოდ გასაკვირია რომ ჩემი თითქმის არ გეშინია.
-არ მეშინია, იმიტომ რომ მიყვარხარ! - ვერ შევიკავე თავი.
„ძალიან რომანტიული სიყავრულის ახსნაა! - მეიაზვებოდა შინაგანი ხმა. - შტერო, შენ ხომ სხვანაირად გეგმავდი!“
ჯანდაბა! ყველაფერი გავაფუჭე! ედვარდმა გაკვირვებულმა შემომხედა:
-ბელა, ისეთი სახე გაქვს, თითქოს მკვლელობაში გამომიტყდი.