-ბატონებო! - დაიწყო დემეტრიმ და დარბაზში ყველა გაჩუმდა. ჩემს ახალ გამომცხვარ ქმარს ვიყავი მიწებებული.
არომ დღეს სასახლეში ორი კლანი მოიწვია. კალენებიც. დემეტრიმ ისურვა ჩვენს დანიშვნაზე ახლა, ამდენ მოწმესთან განეცხადებინა.
-გუშინ საღამოს, მე იზაბელას ხელი და გული ვთხოვე. და ის დამთანხდა! - სადღესასწაულო კილოთი წარმოთქვა დემეტრიმ.
არო, რომელიც ჭიქით სისხლს სვამდა, ლამის დაიხრჩო, ყველამ დარბაზში გაიღიმა.
შევამჩნიე ედვარდ კალენის თეთრი სახე. ის გავარდა დარბაზიდან, როგორც შამპანიურის საცობი.
რა სჭირს?
ვამპირები მე და დემეტრის ტაშს გვიკრავდნენ, ის იღიმებოდა და მილოცვებს იღებდა. მხოლოდ ჩელსი იქცეოდა უცნაურად - უბრალოდ იდგა და უყურებდა დიდი მოწყენილი თვალებით.
-წამოდი მშვენიერო! - ჩამჩურჩულა დემდეტრიმ და გასასვლელისკენ წამიყვანა. ვცდილობდი ისე მევლო, რომ არავის არ მივკარებოდი. არ მსიმოვნებდა, როდესაც სხვა ვამპირები მეხებოდნენ.
ჩემს ოთახში რომ ავედით, ლოგინზე მინდოდა წამოწოლა, მაგრამ... გამახსენდა გუშინდელი ღამე, და მომეჩვენა, რომ თუ ახლა დავწვები ზეწრებზე, რომლებიც თითქოსდა ძალადობით გაიჟღენთნენ, მაშინ იქიდან უკვე ვეღარ ავდგები.
დემეტრიმ ჩემი მზერის მიმართულება შეამჩნია და ამოიოხრა:
-ბელა, ჩვენ ახალ ლოგინს გიყიდით და ოთახის ინტერიერსაც შეგიცვლით.
თავი დავუქნიე. უცებ ქვითინი ამივარდა. კედელს მივეყრდნე და აქეთ-იქით ვქანაობდი. რატომ მე? ეს კითხვა ოდითგანვე ბევრს აწვალებს.
დემეტრი ჩუმად დაჯდა ჩემს გვერდით:
-ყველაფერი კარგადაა, მე დაგიცავ, ნუ გეშინია. ჩვენ აქიდან წავალთ.
-ეს არ მიშველის! - ავტირდი.
-შენ არ დარჩები აროსთან საცხოვრებლად! - მითხრა დემეტრიმ. - ჩვენ წავალთ აქედან, ვითომდა საქორწინო მოგზაურობაში მოვდივართ. და არასდროს არ დავბრუნდებით - არ შეგეშინდეს! ნეტავ არო დავსაჯო, ოღონდ ყველას თვალწინ! - დაიწყო იცნება დემეტრიმ.
უცებ გამახსენდა: წინა საღამოს, როდესაც ის ‘იმას’ მიკეთებდა...რაზე ვფიქრობდი? მართალია, თავში ის მიტრიალებდა, რომ კარგი იქნებოდა, თავს თუ დამანებებდა. წარმოვიდგინე რომ ვერ ინძრეოდა, და მაშინვე მას გული წაუვიდა!
-დემეტრი! - მივმართე ბიჭს. - შენი ძმა როგორაა?
-რა? ბი, რომელი ძმა? შენ ხომ იცი რომ ნათესავები არ მყავს! - თვალები გაუფართოვდა დემეტრის.
-არა, გყავს! - წარმოვიდგინე ათი წლის ბიჭი დემეტრის სახით.
- ხო, მართალი ხარ...იგი ათი წლისაა... - წაიბურდღუნა დემეტრიმ.
-რა ჰქვია?
დემეტრიმ შუბლზე ხელი მიიდო და დაფიქრდა.
-ჯო, ხო? - ვკითხე, თან დემეტრის იმმპულსებს ვუგზავნიდი.
-ხო, ჯო! - ამოისუნთქა ბიჭმა.
გამომივიდა! მე დემეტრის შთავაგონე ვიღაც ბიჭის არსებობა, რომელიც მას ძმად ეკუთვნის.
-დემ, დაწყნარდი! - გავიღიმე. -არანაირი ძმა არ გყავს.
-როგორ? მე მყავს ძმა, ჯო,რომელიც ათი წლისაა.
-შეეცადე, მასთან დაკავშირებული კიდევ რამე გაიხსენო, - ვურჩიე.-მაგალითად, მისი დაბადება. ან დრო რომელიც ერთად გაატარეთ.არ გამოდის?
-არა...
-შენ ვერ გემახსოვრება ეს ყველაფერი. მე შთაგაგონე. - გავიცინე.
ბრახუნის ხმა გავიგე. დემეტრის გული წაუვიდა. როგორ დამავიწყდა, რომ ძალიან ემოციურია!
(ბონუსი როზალისგან)
-ჩვენ ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ! - ჩემი ხმა დარბაზში ექოდ გაისმოდა.
არო იქვე იჯდა, სტუმრები წავიდნენ, ედვარდმა გააფრინა და გაიქცა იზაბელას დანიშვნის პროცესსში. ყველაფერი ჩვეულებრივ იყო.
-შენ ისეთი იდიოტი ხარ! - უეცრად ამოიოხრა არომ. - უკვე კარტების დამალვას აზრი არ აქვს, ის უკვე აღარ დამჭირდება...
-შენ ჩემს ცოლს იდიოტი უწოდე? - დაიღრინა ემეტმა.
კარლაილმა ემეტს მხარზე ხელი მოუჭირა, თორემ ემეტი აროს, ამ ძვლების ტომარას დაწვავდა.
-თქვენ ყველანი იდიოტები ხართ! - გაიღიმა არომ და დარბაზში დაკიდებული ერთ-ერთი პორტრეტისაკენ მიგვითითა.
ეს პორტრეტი ათი წლის უკან ვნახე. ჩემი შვილი იყო გამოსახული, ოღონდ ვამპირი.
-ვინ არის ეს? - დაგვისვა კითხვა არომ.
-ბელა... - ტკივილით ამოვიოხრე.
- ახლა კი მკითხე ვისი პორტრეტები კიდია ამ დარბაზში?
-ვოლტურების. - ვერ მივხვდი ვერაფერს.
-გახსოვს, ედვარდის პორტრეტი ჩამოვხსენით, როდესაც ის ჩვენგან წავიდა... -უთხრა არომ კარლაილს.
- შენ გინდა თქვა, რომ ახლა აქ კიდია იმათი პორტრეტები, რომლებიც თქვენთან არიან? - ამოვიოხრე.
-როზალი, შენ შვილს არასდროს არ დაუტოვებია ჩვენი წრე. შენ ბრმა იყავი და ვერ იცანი ის. შენ ის სამჯერ ნახე. - ამოისუნთქა არომ,და არარსებადი ცრემლი ვითომ გადაიწმინდა. - საწყალი ბელა!
-მე..ის ვნახე? ეს შეუძლებელია!
-გახსოვს გვენი, პატარა გოგონა?
თავი დავუქნიე. რა თქმა უნდა მახსოვდა ეს პატარა საოცრება. ისე, ახლა სადაა?
-მას ნიჭი ჰქონდა, რომელზედაც თვითინაც არაფერი იცოდა. ის შეუდარებლად ატყუებდა სხვას. სამწუხაროდ, ტყუპისცალის სიკვდილის შემდეგ მისი ნიჭი დაიკარგა. სამწუხაროა - როგორი ეგზემპლიარი იყო... - აროს თვალებში მწუხარებამ დაისადგურა.
-ამით რა გინდა რომ თქვა? - ვერ მოითმინა ესმიმ. - პირდაპირი ტექსტით ილაპარაკე, შენი გამოცანებისგან დავიღალეთ.
-შებრუნდით მარცხნივ და შეხედეთ პორტრეტს.
-ბელა! - ამოვიოხრე. შეუძლებელია! მისი სახის რბილი ნაკვთები, წითელი ლოყები, ნაზი ღიმილი. ის ადამინია!
-შენმა შვილმა ვამპირიზმის წინააღმდეგ ბოლო ეგზემპლიარი იპოვა. ის შენს ცხვირწინ იზრდებოდა.
-რამდენი წლისაა? - იკითხა ემეტმა.
თავბრუ დამეხვა. ბელა,ჩემი ბელა,ჩემი შვილი,აქ იყო! ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო?!
-ის თხუტმეტისაა. - უპასუხა არომ.
-ის - შენი გოგონას ტოლია? - იკითხა კარლაილმა.
არომ მამას გრძელი მზერით შეხედა. კარლაილის თვალებში საშინელებამ დაისადგურა. რა მოხდა?
-არო? კარლაილ? -მოუთმენლად წარმოთქვა ელისმა.
მამამ ხმაურიანად ამოისუნთქა. არომ ბელას პორტრეტს მიუთითა :
-მის თვალებს შეხედეთ.
-ნაცრისფერი! - გაუკვირდა ჯასპერს.
-იმის ნიშანი,რომ საიქიოში იყო. - თავი დაუქნია არომ.
თვალ წინ თხუთმეტი წლის გოგონას სახე დამიდგა. მას ისეთივე ნაცრისფერი,მნათობი თვალები ჰქონდა.
-მასაც იზაბელა ჰქვია... - ხმამაღლა წავიბურდღუნე.
ფილტვებიდან თითქოსდა მთელი ჰაერი ამოწოვეს,თავბრუ დამეხვა.
-ახ,შე საზიზღარო! - უეცრად ყვირილი მოვრთე. - იზაბელა - შენი შვილი არაა! ის შენი ბავშვი არაა,ის ჩემია! შენ ის მოგვპარე!
დავინახე იზაბელა,რომელიც დარბაზში შემოვიდა. ჩვენი სახეების დანახვისას,კარებისკენ წავიდა.
ვუყურებდი ანგელოზის ნაცრისფერ,მნათობ თვალებს. დაძაბული ვათვალიერებდი მისი სახის ნაკვთებს,რომლევიც ოდნავ შეიცვალნენ. ის იყო. ვიცანი მისი მუქი წამწამები,რომლებიც ირხეოდნენ,როდესაც ის იღვიძებდა,ხუთი წლის რომ იყო. მისი შუბლი ვიცანი,რომელსაც მანჭავდა როდესაც რაღაც არ მოსწონდა. მახსოვს,როგორ წამოწევდა ხოლმე ტუჩებს,როდესაც მათემატიკის დავალება იყო ამოსახსნელი. ის იყო.
(ედვარდი)
ვოლტერის ქუჩებში დავრბოდი. ხალხი ჩერდებოდა და მე მათვალიერებდა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო.
იზაბელა ჩემი იყო. ჩემი, ის არ ეკუთვნოდა დემეტრის. მას ხომ ის არ უყვარს, მას ჩელსი უყვარს!
გავჩერდი და კედელს ავეკარი, შევეცადე ნორმალურად მეაზროვნა. რატომ ვეჩრები ამ გოგოს ცროვრებაში? ის უკვე აღარაა ჩემი ბელა, ჩემი გოგონა გაიზარდა და შეყვარებულია, ეს ხომ ჩემი საქმე არაა?!
ადამიანების ფიქრები თავში შემოიჭრნენ...
„იქნებ მაჟი დამეთანხმება და ჩემთან ერთად ივახშმებს, ის ხომ...“
„ვისი რა საქმეა ვის ვხვდები...“
„რომელი ფერი უფრო მიხდება...“
„ოღონს ყვავილოვანი კომბოსტო არა! ოხ, დედამ ისევ ყვავილოვანი კომბოსტო გააკეთა...“
„ვერ ვიტან ამ კატებს...“
ჩემს გარშემო, ყველა ეს ხალხი, თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. დაკვირვებულად დავათვალიერე ის სახლი, რომელთანაც მე ვიმყოფებოდი. ეს ძველი სახლი იყო, იმ სახლს ჰგავდა, სადაც პირველად ბელა ვნახე...
ცოტა უფრო წინ წავედი. სუნით და ადამიანების ფიქრებით თუ ვიმსჯელებთ ეს სახლი - საფუნთუშე იყო.
„მმმ...ვგიჟდები ვაშლის პეროგზე...“
„კარგი სუნი აქვს. ჩემი აზრით, სითხე...“
„ო ღმერთო! მგონი ფუნთუშა დაიწვა! ის ჩემი ხელფასიდან დამიქვითავს...“
„ოხ...აი რიგიც ამას ჰქვია! ვაგვინებ...“
„მარგოს მოეწონება ეს კრუასანები, მას უყვარს, როცა...“
ყველა ეს ხალხი იმ ტკბილეულზე ფიქრობდა, რომლის სუნითაც გაჟღენთილი იყო მთელი მაღაზია.
უცებ გავჩერდი, დიდი შენობის წინაშე, რომელსაც სქელი კედლები ჰქინდა. ეს ბორდელი იყო. ერთ-ერთ ასეთ სახლებში ცხოვრობდა ბელას და, ლუიზა. რამდენი წლისაა ის ახლა? თხუთმეტ წელზე მეტი გავიდა იმის მერე რაც ის მოიტაცეს. ალბათ ახლა, დაახლოებით ოცდათორმეტი წლისაა.
„გეხვეწებით, არ ქნათ ეს!“
„რა მაგარი უკანალი აქვს...“
„ერთი ღამე, ასეთი ძვირი?!“
„ხუთასი, ექვსასი დოლარი, შვიდასი...“
„ღმერთო, როგორ მტკივა...“
ამ ადამიანების ფიქრები ტკივილით ან სურვილით იყო სავსე, ბედნიერებით ან პირიქით, მწუხარებით.
ბელას მეორე დაზე დავიწყე ფიქრი. დიახ, ახლა სპიკა ბელას ტოლია. თუ რა თქმა უნდა ცოცხალია.
მაგრამ ასე როგორ უნდა მომხდარიყო? რა მოხდებოდა, ჩარლის თავის დროზე მოესწრო ყველაფერი და ისიც სამსახურს არ დატოვებდა? შევეცადე წარმომედგინა: ლუიზა გათხოვილი იქნებოდა. ეყოლებოდა შვილები...ბელა ოცი წლის იქნებოდა. ისწავლიდა კოლეჯში, ან მხატვარი იქნებოდა ან მომღერალი... სპიკა მეცხრე კლასში ისწავლიდა. ის და ბელა კარგი,მოსიყვარულე დები იქნებოდნენ... ჩარლი და რენე ბედნიერები იქნებოდნენ...
გზა გავაგრძელე. შემდეგ გზას ვოლტერიდან უნდა გავეყვანე. საზღვარზე გავშეშდი. რას ველოდები? წადი, წადი ამ ჯოჯოხეთოდან, სადაც სისხლი იღვრება, სადაც სისასტიკე მმართველობს...რას ველოდები? რატომ ვდგავარ კარებთან, და არ ვდგამ ნაბიჯს?
მე მას ველოდები. არ დავტოვებ აქ ბელას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიღაც მაძებარზე უნდა გათხოვება.
უკან ვბრუნდები და სასახლისკენ მივდივარ. მე მას იქიდან წამოვიყვან.
(ბელა)
ვიცი : ახლა შემიძლია თავისუფალი ვიყო. მხოლოდ აროს უნდა შთავაგონო რამოდენიმე სიტყვა და ყველაფერი დამთავრდება.
მინდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ მას კალენები ჰყავდა. გამოვიქეცი იქიდან - არ ვიცი რატომ.
სადღაც გამიგონია, რომ როდესაც ფიალაზე შენი სიცოცხლე დევს - უფლება არ გაქვს შეცდომა დაუშვა. მაგრამ მე უკვე შევცდი...
ჩემი დაბადება, ცხოვრება საშინელ ადგილას, ცხოვრება კელენებთან, მათ გარეშე... ცხოვრება, რომელსაც აზრი არ გააჩნდა, სისასტიკეში ცხოვრება, ბავშვობა სასახლეში გატარებული, სადაც რეგულარულად წყდებოდა ვიღაცის ცხოვრება...ამ ყველაფერმა თვალების წინ გაირბინა, როდესაც სასახლიდან სუფთა ჰაერზე გამოვედი. მე დავუჯერე აროს. დავუჯერე, როგორც უკანასკნელმა მიამიტმა გოგონამ! ყველაფერი ცხადი იყო : ბრძანება კომბინაციის ჩაცმის, თავის წესრიგში მოყვანა... ამ სისულელისგან სიცილი დავიწყე, როგორც მთვრალმა... ჩემი სიცილი ღამის ცას შეერწყა... აღარ მჭირდება თავისუფლება, თავისუფლება ჩემთვის არ არსებობს... ჩემი თავისუფლება ‘მასში’ მდგომარეობდა, მის ოქროსფერ თვალებში...ამ დროის განმავლობაში ჩუმად მიყვარდა იგი...ვოცნებობდი მთელი ჩემი თავი მისთვის მეჩუქებინა...მაგრამ დრო გადიოდა, მე ვიზრდებოდი... ჩემი პირველი ცეკვა გვენთან ერთად ვიცეკვე, ჩემი პირველი სიმღერა ადრეულ ბავშვობაში შევასრულე, ჩემი პირველი კოცნა ფელიქსს ვაჩუქე, ადრე, ჩემს დაბადების დღეზე, როდესაც დავლიე.. მე მისი ღირსი აღარ ვარ, ჩემი ხასიათი საშინელია... მხოლოდ ერთი რამე არსებობდა, რის გამოც მას ჩემი შეყვარება შეეძლო...მხოლო ერთი რამ შემრჩა - თავს ვაკონტროლებდი მაშინაც კი როცა ვსვამდი, რომ ის ჩემთვის არ წაერთვათ... მაგრამ ესეც კი წამართვეს - ახლა მე - ცარიელი ვარ...
ღამე დამცინოდა...ვტრიალებდი...ვუყურებდი ღამის ცას... ვცეკვავდი ვარსკვლავებთან ერთად...მეცინებოდა ჩემს თავზე, ჩემს მიამიტობაზე...როგორ მინდოდა ჩემი თავი მისთვის მეჩუქებინა...როგორ მინდოდა ჩემი ბოლო ამოსუნთქვა მისი ყოფილიყო...
ჩემი ბატინქებით შადრევნის სრიალა ნაპირებზე დავრბოდი... აღარავინაა...ქუჩები ცარიელია...ისევ და ისევ დავრბოდი... ვეცემოდი, სიცილი სიგიჟეს ერწყმოდა, ცრემლები წვეთავდნენ, და შადრევნის წყალს უერთდებოდნენ... ფანტანმა ერთი წლის უკან მიატოვა მუშაობა და ადამინებისთვის ბედნიერების მოტანა... ამით ვგავდით ერთმანეთს... ორივე უიმედოდ გატეხილნი ვიყავით, ჩვენ - ერთგვაროვანი, არავისთვის საჭირო ბუტაფორიები ვიყავით, ჩვეულებრივი ნივთები...
ჩამოვსრიალდი და ისევ დავეცი...ტკივილი მუხლებში, ცრემლები სისხლს აერია... შადრევანი ღრმაა, იქ წვიმის წყალია და წყალში ვარსკვლავები მოჩანს...მახსენდება, რომ არ ვიცი ცურვა...
და უეცრად მახსენდება, რომ რაღაც კიდევ დამრჩა...პატარა, უმნიშვნელო, მთლიანად ჩემი. მსოფლიოში არავის არ გაუსინჯავს ჩემი სისხლი. მე მინდა მას მივანიჭო ეს პრივილეგია, მაშინაც კი თუ ის არ მოისურვებს... მინდა მის ხელებში მოვკვდე...როდესაც მისი ტუჩები ჩემს კისერს შეეხება, და ამომწოვს სიცოცხლეს...მე ვიპოვი მას...
ჩუმად მივდიოდი სასახლის მიმართულებით - ის იქ უნდა იყოს, თავის ოჯახთან ერთად... მე მას ვიპოვი...ჩავიხედავ მის თვალებში, და ჩემს სისხლს შევთავაზებ... უნდა გავაკეთო რამე ისეთი რომ უარი არ მითხრას - მაგალითად, სისხლიანი თითების, მის ცივ, ნაზ ტუჩებზე გატარება...
(ამ დროს სასახლეში)
დემეტრი თავისი ოთახის კარებთან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა.
ის ფუმფულა ხალიჩაზე იწვა, ბუხართან. ხელებში ჭიქა ეჭირა წითელი სითხით სავსე, შავი, ბარხატის კაბა ეცვა, ის მუცლით იწვა ხალიჩაზე, კატასავით, მისი მუქი თვალები ცეცხლის ალს უყურებდნენ, ანათებდნენ, როგორც კუთხეები ბუხრის შიგნით.
-ჩელსი... - ამოიოხრა მან.
-დიახ, ეს მე ვარ. შენ ყოველთვის გეშინოდა, როდესაც შენთან მოვდიოდი... - გაიცინა ჩელსიმ, ისევ ბუხარს უყურებდა. - მიწევდა ფიქრი, ყველაფერს სწორად ვაკეთებდი თუ არა.
-შენ არასდროს არაფერს არ აკეთებდი სწორად. შენს ქმედებებს ლოგიკა აკლდათ. - მოუჭრა დემეტრიმ, რომელიც ბუხართან მივიდა.
-ნუთუ? - გაუკვირდა ჩელსის. - როდისღაც სხვანაირად ფიქრობდი.
-შენც სხვანაირი იყავი. - ჩაფიქრდა დემეტრი.
გოგონამ გაიცინა - ისე თითქოს ზარებმა დაიწყეს რეკვა:
-ახ, დემეტრი -დემეტრი! - როგორც იქნა მოსწყვიტა მზერა ცეცხლს და ბიჭს შეხედა. - ცდები, შენ ეს იცი.
-ნუთუ? - გაიღიმა.
-ადამიანები არ იცვლებიან. იცვლება მათი ჩვევები, მსოფლიოს ზეწოლის გამო, ისინი კეტავენ მათ ‘მეს’ გასაღებით, ყველაფერს შიგნით მარხავენ, მაგრამ არავინ არ იცვლება, დამიჯერე. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი.
-შენ ახლა ზუსტად აღწერე შენი თავი, შენი ქცევები, თავიდანვე ფარსი იყავი. და ხო, გქონდა სოლიდური გამოცდილება...ყველაზე მეტად მამაკაცებთან.
-ო, როგორ დაიწყე ლაპარაკი! მომავალი ქორწილი ასე მოქმედებს? შენი საცოლე შენნაირია, შენსავით გატეხილი. - ჩელსი წამოვარდა. - თუ თავიდანვე ფარსი ვიყავი, მაშინ შენ ფარსი ადამიანი გიყვარდა.
-ცდები. - ისნი თითქოს როლებით შეიცვალნენ. ახლა დემეტრი იყო მშვიდად, ჩელსიმ კი თითქოს ჯაჭვი აიწყვიტაო. - მე შემეძლო შენი სიცივიდან, სიფრთხილიდან, სისასტიკიდან, ნამდვილი შენ დამენახე. მაგრამ შენ აღარ ხარ ის ძველი ჩელსი, ის აღარ არსებობს, მე კი მთელი ჩემი უკვდავების მანძილზე ის ჩელსი მეყვარება, რომელმაც მაჩუქა ეს სიყვარული.
-შენ თვითონაც არ გჯერა იმის რასაც ახლა ამბობ.! შენ ცდილობ შენი თავი დააჯერო! - ყვიროდა გოგონა. - იცი, დემეტრი, უკანასკნელ დროს, ისეთი აზრი მრჩება, თითქოს და შენ აღარ არსებობ, შენ, თითქოს ჩრდილი, გაქრი. ოღონდ არ მესმის - სად? როდის? როგორ გამომრჩა ეს მომენტი?
ის გავარდა ოთახიდან.
მას რამდენი წელი უყვარდა ის, ელოდებოდა, მის გამო ძველი კლანის წევრი გახდა. მას გაახსენდა მათი საუბარი:
„- მინდა გკითხო...მითხარი, მომცემ ნებას შენთან ერთად ვიყო? როგორი პასუხცი არ უნდა გამცე, მე დავივიწყებ იმ მარტოობით სავსე ღამეებს ბუხართან, დავივიწყებ იმ სამასი წლის ტკივილს და ტანჯვას, დავივიწყებ რამდენი ტკივილი მომიტანა ამ სიყვარულმა, უკვე დავივიწყე. ნება მომეცი ვიყო შენთან, როგორც ჩრდილი...
-კმარა, დემეტრი, მე დავიღალე. ამ სამი საუკუნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მოვისმინე შენგან. არ მიყვარდი - ეს უბრალოდ ნიძლავი იყო ჩემს დაქალთან...“
ჩელსის ნიჭი ადამიანების მანიპულაციაში მდგომარეობდა. ის იმდენად დიდხანს თამაშობდა სხვების გრძნობებთან, რომ ვერც კი შემაჩნია როგორ შეერია სხვის გრძნობებს მისი გრძნობები, და ახლა ის აღარ ცხივრობდა, ის არსებობდა. ის აკეთებდა ყველაფერ,ს არა ისე როგორც მას სურდა, არამედ ისე როგორც სწორად მიაჩნდა. მაგრამ სიყვარული - ეს არაა ნორმა, ესაა ანომალია, ის ანგრევს ყველანაირ ჩარჩოს, საუკუნეების განმავლობაში ყველა ბარიერს აქრობს. ამიტომ ჩელსი ცდილობდა ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერზე, არადა სიყავრულმაც რაღაცას მიაღწია: რამოდენიმე წლის უკან ჩელსიმ ვამპირების ჯგუფიდან, ამოარჩია დემეტრი და სწორედ მასზე დადო ნაძლავი. როდესაც შეამჩნია, რომ მას დაუახლოვდა, ჩელსიმ ის მოიშორა. ეს იმ დღეს მოხდა, როცა დემეტრიმ ბეჭედი მიართვა. ის კი ელოდებოდა როდის მოვიდოდა ჭკუაზე გოგონა - დრო გადიოდა, ბეჭედი დაძველდა და ოქრო გაქრა, იცვლებოდნენ ხალხი და მართველები, ჩელსი კი ისევ ისეთივე ცივი და უკარება იყო. მოვიდა დღე, როდესაც ბეჭედი დაიფშვნა - ისევე როგორც დემეტრის იმედები. მან ახალი ბეჭედი იყიდა - და მოემზადა თავიდან დაეწყო ლოდინი, და ყოველგვარი იმედის გარეშე საბოლოოდ სხვა გოგონას გაუკეთა ეს ბეჭედი - თავის საუკეთესო დაქალს,დას.
ჩელსის არ შეეძლო დაეჯერებინა, ის, რომ დაივიწყა როგორ ასწავლა მას სიყვარული. უკან მოიხედა და დაინახა, რომ სიყვარულმა ორივეს ტანჯვა მიაყენა - დიახ, მასაც, თუმცა სამი საუკუნის განმავლობაში ის ცდილობდა უკუეგდო ეს აზრი.
(ბელა)
ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი სასახლისაკენ. უცებ ვიღაცის მზერა ვიგრძენი. კედელთან ვიღაც ადამიანი იდგა და ბნელი მზერით მბურღავდა. ჩემი ძალა გამოვიყენე და მის თავში შევძვერი. გამაჟრჟოლა - მან წარმოიდგინა, რამდენს გადაუხდიდა ბოსი ჩემს თავში. ის ბორდელზე მუშაობდა. ზუსტად ამ ღამეს მოუკვდათ გოგონა - ვენები გადაიჭრა.
მისი აზრებისგან გავთავისუფლდი. თავბრუ დამეხვა, სუნთქვა გამიხშირდა, ფეხები დამისუსტდა. დამავიწყდა რომ ადამინი ვიყავი და ვიღლებოდი - დღეს ძალიან ბევრი ძალა დავხარჯე. შევეცადე გავქცეულიყავი, მაგრამ წავბორძიკდი და კედელს მივეჯახე. თვალებში დამიბნელდა. იმ კაცის ბინძურმა თათებმა მომკიდეს მხრებში ხელი.
-დაიკარგე? - გავიგონე მისი ხმა.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვაც ვერ წარმოვთქვი. თვალებში ჩავხედე და შევეცადე რაიმე შთამეგონებინა.
„გამიშვი, მე არ გამოგადგები!“ - ფიქრებით ვყვიროდი. მაგრამ რაღაც შეიცვალა. რატომ მეხვევა თავბრუ და ფიქრები ერთმანეთში მერევა? რატომ არ შემეძლო მისი ფიქრების გარკვეულ ტალღაზე გადეყვანა, როგორც ეს დემეტრის გავუკეთე?
უეცრად ის გაქრა, სველ ასფალტზე დავვარდი. ყვირილი გაისმა და ყველაფერი მიჩუმდა.
-ბელა? - ჩემსკენ ანგელოზი გადმოიხარა. წვიმა წამოვიდა, მოჯადოებული ვუყურებდი. ედვარდის თმები დასველდნენ და გამუქდნენ წყლისგან, წვიმამ თითქოს მის გარშემო წრე შექმნა, ეს თხევად სინათლეს ჰგავდა, რომელიც ჩემი ვამპირის გარშემო იყო. გამახსენდა აქ რატომ ვიყავი, დაუმორჩილებელი თითებით კოფტის ბოლოები ჩამოვქაჩე. მისი წარბები გაოცებისგან აიწივნენ, ფრთხილად მივიზიდე ჩემსკენ. ედვარდი არ მეწინააღმდეგებოდა - ბიჭს, აშკარად თვითონაც უნდოდა გაეგო რა მინდოდა. ბრასლეტი მოვიხსენი და მისი ბასრი ბოლო კისერთან მივიდე. ედვარდის სახე ჩემისგან ათ სანტიმეტრში იყო. მისი ცივი ხელები მზრუნველად მიჭერდნენ, მე მის მკლავებში ვიყავი. სასიამოვნოდ ამოვისუნთქე და ამ მომენტში ბრასლეტის ბოლო ჩამოვისვი, ტკივილმა მომიცვა. ვიგრძენი, რომ სისხლმა დაიწყო ჟონვა ჩემი ნაკაწრიდან. ვიცი რომ მისი სურნელი ახლა განსაკუთრებულად ძლიერია - ჯეინი მეუბნებოდა, რომ წვიმაში სურნელი უფრო ჩქარა ვრცელდება და უფრო გემრიელია.
-ბელა! - შოკირებულმა წამოიძახა ედვარდმა. - რა გააკეთე?
-დალიე. - ჩუმად ვთხოვე.
იგი დაკვირვებით ჩამაცქერდა თვალებში. შემდეგ ნელა დაიხარა ჩემი კისრისკენ. ვიგრძენი ცივი ენის შეხება ნაკაწრზე - ჩავისუნთქე წვიმის სურნელი, რომელიც მისაში შერეულიყო. ჯერ არ მტკიოდა, მსიამოვნებდა.
ის ფრთხილად ლოკავდა სისხლს. როდესაც ბოლო წვეთი გადაყლაპა, მაშინ ამოიოხრა. რაღაც სიმწვავე ვიგძენი ნაკაწრზე, შემდეგ კი ნაკაწრი გაქრა. როგორ?! ის ძალიან კარგად აკონტროლებს თავის თავს. მაგრამ არ მესმის, ჩვენი პირველი შეხვედრისას ის კინაღამ აფეთქდა. ახლა კი შხამის რაოდენობაც კი გააკონტროლა - რათა ჩემი ჭრილობა მოშუშებულიყო, მაგრამ ვამპირიც არ გავმხდარიყავი.
-ბელა. ტირი? - ჩუმად მკითხა.
-არ მოგწონს ჩემი სისხლი?
-მომწონს. მაგრამ არ მინდა მოგკლა. მე დავბრუნდი რათა ჩემთან ერთად წაგიყვანო.- თქვა ედვარდმა. - შენ არ დარჩები აროსთან.