-ფელიქს, ცუდად ვარ, - ამოისლუკუნა ბელამ.
-ლამაზო...შენ რა დათვერი?! რას აკეთებ?! - ფელიქსმა გამომგლიჯა სიგარეტი და საზიზღარი სითხით სავსე ბოთლი.
მისი ოთახის კარებთან 30 წუთი მაინც ვიჯექი,სანამ ჩემი ძვირფასი ვამპირი არ დაბრუნდა სასახლეში. და ამ დროის განმავლობაში ღორივით ჭამა მოვახერხე...
-ბელა...რა გჭირს? - ფელიქსმა ნიკაპზე მომკიდა ხელი და ჩემი სახე მისკენ მიატრიალა. მის ლამაზ, მშვენიერ, ფერმკრთალ სახეს ვხედავდი. არავის არ ვჭირდები...მის გარდა...
-დაწყევლილივით ვმუშაობ...მათ გამო ამხელა ხიფათზე წავედი, შემეძლო მოვმკვდარიყავი ადამიანად გადაქცევისას...- ვამბობდი, თან ენა მებნეოდა. ლოყებზე ცხელი, ბოროტი ცრემლები მომდიოდა. - მხოლოდ მათთვის...მე ისინი მიყვარდნენ, მათ კი...მათ..მათ უბრალოდ ვერ მიცნეს!
გადავიხარხარე. მახსენდებოდა კვირების ტკივილი და ტანჯვა. ღმერთო, რამდენჯერ გთხოვე: „დამეხმარე, დავივიწყო ისინი!“ მაგრამ არ დავივიწყებ...
ფელიქსი ნაზად მომეფერა ლოყაზე ცივი თითით და ფრთხილად შემიტანა ოთახში. მან მზრუნველად გამხადა კაბა და ვანაში ჩამაწვინა. ჭუჭყისა და ცრემლებისაგან დამბანა, და შემდეგ, პირსახოცში გახვეული ლოგინში ჩამაწვინა. მთელი ღამის განმავლობაში ჩემთან იყო. ის - ჩემი ერთადერთია. ფელიქსი არ მიმატოვებდა, ის თვალებით მიცნობდა, მე ვიცი...
დილით კი გავიგე,რომ კალენებმა სასახლე დატოვეს.
(აწმყო. ბელა შვიდი წლისაა. კალენების წასვლიდან ორი თვე გავიდა)
დღეს სასაფლაოზე წვიმს. ჩვენ ყველანი საფლავთან შევიკრიბეთ, რომელშიც პატარა ბავშვის კუბოს უშვებდნენ. მინდოდა მეტირა, მაგრამ არ შემეძლო.
სამი დღის უკან ანა-ლოლა გარდაიცვალა. მანქანამ დაარტყა.
მზიანი დღე იყო, გოგოები როგორც ყოველთვის მოწყენილნი ვიყავით სასახლეში. სასახლის აივანზე, ჩრდილში ვიჯექით. ჩრდილიდან გამოსვლას მიკრძალავდნენ, რადგან თუ მზეზე რამე მოხდებოდა, ისინი მე ვერ დამიცავდნენ.
მოგვბეზრდა კიბეებზე სირბილი, ამიტომ გადავწყვიტეთ დახუჭობანა გვეთამაშა. თუ ვინმე, იპოვიდა მეორე მოთამაშეს, ბურთი ჰაერში უნდა აეგდო, იმ ადგილისკენ უნდა გაქცეულიყო სადაც ბურთი დავარდებოდა, და თვალდახუჭულს ხუთამდე უნდა დაეთვალა.
ბურთი ანა-ლოლამ ააგდო და გზაზე გადავარდა. გოგონა იქ დადგა და თვალდახუჭულმა დათვლა დაიწყო. სამამდე მოასწრო დათვლა, როდესაც კუთხიდან მანქანა გამოვარდა. და ანა-ლოლა ასფალტზე მიაბრტყელა. მე მუდამ მემახსოვრება ეს მომენტი. ჩემს გონებაში თითქოსდა ამოწვეს ის სისხლიანი კვალი რომელიც მან დატოვა გზაზე. მახსოვს, როგორი ყრუ დარტყმით დავარდა მისი სხული მიწაზე. დასამარხიც კი აღარაფერი დარჩა, კიდევ კარგი ანა-ლოლას კუბო დაჭედეს ამიტომაც არ მინახავს, რა დარჩა გოგონასაგან.
ამ მოვლენამ საშინელ შოკამდე მიმიყვანა. დიახ, მე მივიჩნევდი ადამიანებს საჭმელად, მშვიდად ვუყურებდი როგორ იკვებებოდნენ ვამპირები, მაგრამ... მაგრამ ამ ადამინებს მე არ ვიცნობდი. ანა-ლოლა კი ცოცხალი, ნამდვილი იყო. ის ჩემი წყვდიადის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. უკვდავებთან ცხოვრებისას, მივეჩვიე იმას რომ ვინც მიყვარს, მათ არაფერი არ მოუვიდოდათ. მაგრამ შევცდი.
გვენდოლენი, ანა-ლოლას ტყუპისცალი თოჯინასავით იყო. არავის არ ელპარაკებოდა, ის მხოლოდ თავისი საზარელი მზერით სადღაც შორს იყურებოდა. მესმოდა ღამღამობით მისი ტირილი, ვნერვიულობდი. დიახ, საშინელად ვექცეოდი გოგონებს, მაგრამ არასდროს არ მისურვია მათთვის ავადმყოფობა, არც ტკივილი და არც სიკვდილი.
დასაფლავების შემდეგ სახლში წავედით. მე და გვენი სხვადასხვა მანქანებში ჩაგვსვეს. დემეტრის მუხლებზე ვიჯექი და სასაფალოს გავყურებდი. არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ ანა-ლოლა იქ დარჩა, მიწაში.
და შემდეგ მოსაწყენი დღეები დაიწყო. აროს არ მოსწონდა ის, რომ გვენს სხვანაირად ვექცეოდი. გვენი ისევ არავის არ ელაპარაკებოდა, მაგრამ მისი მზერა ნელ-ნელა ბრუნდებოდა. ზღაპრებს ვუკუთხავდი, ერთად ვხატავდით, ვუმღეროდი, და ახლა გვენს ისე ვექცეოდი, როგორც ფაიფურის თოჯინას. მეშინოდა, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამტყდარიყო. მხოლოდ ბურთს ჩვენ აღარ ვთამაშობდით, არც დახუჭობანას. ორივესთვის დიდი ტკივილი და შოკი იყო ის რაც მოხდა.
მაგრამ ერთხელ მე ვერსად ვერ ვნახე გვენი. არომ ის გვიან ღამით წაიყვანა სასახლედან, მაშინ როცა მეძინა. მისი აზრით, მე ძალიან დავუახლოვდი ადამიანის შვილს, და მალე ადამინების შეცოდებასაც დავიწყებდი. ტყუილად გააკეთა ეს - მე არ დავიწყებდი. სწორად რომ ადამიანებმა გაიტანეს ანა-ლოლა. იმ ადამიანს, რომელმაც იგი მოკლა, შეეძლო გაჩერებულიყო. ანა-ლოლა მან დაინახა. მაგრამ ის არ გაჩერდა.
რატომ გიყვებით ამას?იმიტომ რომ ამის შემდეგ, იმ ადამინების სიცოცხლემ, რომლებთანაც მე ვცხოვრობდი, დიდი ფასი შეიძინა ჩემს თვალში. გასწორება - აღარ ვმეგობრობდი ადამიანებთან, არომ ეს ამიკრძალა.
(პარალელურად ბელას ისტორიას გვენდელონის დღიური წაუძღვება,იმიტომ რომ გვენმა გარკვეული როლი ითამაშა ბელას ცხოვრებაში)