ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 11:31 PM | შეტყობინება # 406
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
ameshala nervebi cry cry cry cry cry cry cry invalidad datova da vampirad ar gadaaqcia : ((((((( chlungi fuuufff biggrin :D : ((((( uimeeee saywaaaaaaliii : (((( tu ar ukbina tavs moviklaaaaav cry cry cry cry cry vaimeee cry cry cry cry cry


soniaთარიღი: კვირა, 2010-12-19, 8:08 AM | შეტყობინება # 407

118
5  +
25  ±
   ±
Offline
sainteresod agrdzeleb dzalia...yvelafers movelodi magram edvardis invalidobas nadvilad ara...velodebi shemdeg tavs kiss :kiss: kiss

შეტყობინება შეასწორა sonia - კვირა, 2010-12-19, 8:08 AM

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-12-19, 3:54 PM | შეტყობინება # 408
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ani rodis iqneba shemdegi? unda momkla lodinit? da stefanim axal mtvareshi ver matira sakmarisad ro shenc damimato axlaa? cry cry cry cry cry cry cry cry cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Natt♥Booთარიღი: კვირა, 2010-12-19, 4:51 PM | შეტყობინება # 409
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
au au au au auu male iqneba anaaa? vkvdebii ise mainteresebs cry cry


Takoთარიღი: კვირა, 2010-12-19, 5:51 PM | შეტყობინება # 410
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
vaimee dainvaliddaaaaaaaaaaaaaaaaaaa cry :'( cry :'( cry :'( cry :'( Oooh My dry <_< dry magram arashavs, yvela problema gadachradiaa biggrin erts getyvi : ით ვოზ ამაზინგ biggrin :D


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - კვირა, 2010-12-19, 5:52 PM

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-19, 6:29 PM | შეტყობინება # 411
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
39. საავადმყოფოში

ადგილზე გავიყინე. რა პასუხი უნდა გამეცა? თვალებში როგორ უნდა შემეხედა?! არ მივბრუნებულვარ ისე ვუპასუხე:
_გამაყუჩებლების ბრალია... წესით მთელი სხეული გაბუჟებული უნდა გქონდეს...
_ალბათ მასეა... ფილმებში რომ კითხულობენ ინვალიდები, ზუსტად ისე გამომივიდა, არა?-მითხრა და ოდნავ გაიცინა, მაგრამ მაშინვე დახურა პირი. ალბათ ამ მოძრაობამაც ტკივილი მიაყენა. გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვხედავდი. ასეთ მდგომარეობაში და თან იმედით სავსეს, რომ მალე გამოკეთდებოდა... კარგი იქნებოდა, მეც ასე ვყოფილიყავი დარწმუნებული.
_ექთანს დავუძახებ...-ჩავიბურტყუნე და პალატიდან გავედი. დერეფანში ელისი და კარლაილი დავინახე, ედვარდის პალატისკენ მოდიოდნენ.
_როგორაა?-მკითხა კარლაილმა.
_არც ისე კარგად. მკითხა ფეხებს რატომ ვერ ვგრძნობო...-ყრუდ ვთქვი.
_რა უთხარი?-თვალები გაუფართოვდა ელისს.
_ვუთხარი, რომ ტკივილგამაყუჩებლების ბრალია.
_სწორად მოქცეულხარ... ნერვიულობა არ შეიძლება... მითუმეტეს, ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით. შევალ, ვნახავ,-პალატის კარი გამოაღო კარლაილმა. მე და ელისი ერთმანეთს ჩავეკარით.
_თუ ვერ გაივლის... რამეს ვიზამ...-ჩავიბურტყუნე.
_რას იზამ, ბელა?-გაკვირვებული ხმით მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა.
_რამეს...-ვუთხარი და თავი დავხარე. ესმი გვიახლოვდებოდა.
_როგორაა?-მკითხა მან.
_რომ გითხრა არაჩვეულებრივად-მეთქი, დამიჯერებ?-წავიბუზღუნე. მთელ სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული. პირველ რიგში კი, საკუთარ თავზე.
_ჯაზი რეკავს...-ვიბროზარით აზუზუნებული მობილური ტელეფონით ხელში გაემართა ელისი დერეფნის ბოლოსკენ.
_ბელა... გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება!-მკაცრად მითხრა ესმიმ ხმადაბლა.
_აბა, ვინ დავადანაშაულო? ყველაფერი ჩემ გამოა, როგორ ვერ ხვდები?! რომ მომკვდარიყო? ან მართლა რომ ვეღარ გაიაროს?-ბოლო სიტყვები ძალიან ხმადაბლა გამოვცერი კბილებს შორის.
_დამშვიდდი!-ესმი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ამ დროს კარლაილმა გამოყო თავი პალატიდან.
_ა, ესმი... ერთი წუთით!-თვალით ანიშნა, რომ ცალკე სურდა ლაპარაკი. მე პალატაში შევბრუნდი. მწოლიარეს ფერმიხდილ სახეს ნაძალადევი ღიმილით შევავლე თვალი.
_ბელა...-მანაც გამიღიმა, როგორც შეეძლო.-ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ მე გადაგარჩინე... სინამდვილეშიც ასე მოხდა?
_მართლა აღარ გახსოვს? უკვე მეგონა, რომ მოვკვდი, როცა დემეტრი მომაშორე... შენ მე სიკვდილისგან მიხსენი... ჩემი მხსნელი ხარ...-ვუთხარი, თან მის სითბოთი სავსე თვალებს არ ვაშორებდი თვალს. შემდეგ დავიხარე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
_მიხარია, რომ რაღაცით მაინც დაგეხმარე, მაგრამ...
_რა მაგრამ?-შევშფოთდი.
_მაგრამ მაინც მოგიწევს იმაზე ფიქრი, რომ როცა ვამპირი გავხდები, უკეთესად დაგიცავ!-მითხრა მტკიცე ხმით და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა.
_ისინი მოკვდნენ, ვისგან უნდა დამიცვა?-შევეცადე თემიდან გადამეხვია, მაგრამ:
_როდის გარდამქმნი?-მკითხა ჯიქურ.
_ამმ...-არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ ის თვალს არ მაშორებდა, ამიტომ სწრაფად ვუპასუხე.-რომ გამოჯანმრთელდები, მერე მოვილაპარაკოთ...
_ბელა...-წამოიწყო მან, მაგრამ პალატაში თეთრუნიფორმიანი ექთანი შემოვიდა.
_არავითარი „ბელა“!-ვუთხარი და ოდნავ გამოვუყავი ენა, რამ გამახალისა, მეთვითონაც არ მესმოდა. ალბათ იმან, რომ ედვარდი ასე უბრალოდ უდგებოდა მისი გარდაქმნის საკითხს. შესაძლოა იმიტომაც, რომ მისი მზერა მანიშნებდა: „ნუ ჩამოგიყრია ყურები, მე გამხნევება მჭირდება!“ ასეთ მდგომარეობაში მყოფს მართლაც სჭირდებოდა გამხნევება.
_როგორ გრძნობთ თავს?-მიმართა ავადმყოფს.
_რომ არ მანერვიულებდნენ, უკეთესად ვიქნებოდი!-ღიმილით უპასუხა ედვარდმა და თან მე გადმომხედა. ექთანმა უკმაყოფილო მზერით შემათვალიერა.
_მმ...იხუმრა...-უხერხულად ვთქვი.
_პაციენტისთვის ზედმეტი ემოციები მიზანშეწონილი არაა. კარგი იქნება, თუ დასვენების საშუალებას მისცემთ. აჯობებს, თუ პალატას დატოვებთ, დამამშვიდებელი უნდა გავუკეთო, ძილის დროა.
_არა, არა! არ გავიდეს... თუ გავა, უფრო ვინერვიულებ!-კატეგორიული ხმით თქვა ედვარდმა.
_კარგი, დარჩეს... ოღონდ წყნარად იყავით,-მითხრა შუახნის ქალმა, სანამ წვეთოვანში რაღაც ინექციას შეიყვანდა. -მოდუნდით, რამდენიმე წუთში ჩაგეძინებათ,-უთხრა ედვარდს და ოთახიდან გავიდა. მანამდე კიდევ ერთხელ შემათვალიერა უცნაური მზერით.
_მოდი ჩემთან...-მთხოვა, მისი თვალებიც იგივე სურვილს გამოხატავდნენ. მივუახლოვდი საწოლთან და ხელი წვეთოვანმიერთებულ ხელში ჩავუდე. ხელი მომიჭირა, თან თვალებში მიყურებდა.-ხომ დარჩები? არ დამტოვო...-მითხრა ოდნავგასაგონად.
_აქ ვიქნები...-ვუთხარი ნაზი ხმით.
_მელოდია მიმღერე...-მთხოვა და თვალები დახუჭა. საწოლთან სკამზე ჩამოვჯექი, მუცელზე დავადე თავი ისე, რომ სახეზე მეყურებინა და ღიღინი დავიწყე.

ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შემოიხედეს: ხან მორიგე ექიმმა, ხან კარლაილმა, ხან ექთანმა, ხან ესმიმ. ელისიც იყო დაღამებამდე, მაგრამ მე ვთხოვე წასულიყო, რადგან საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა, მთელი დღის მშიერი იყო და თან სახლში ქმარი ელოდებოდა. მთელი ღამე ვდარაჯობდი ჩემი საყვარელი ადამიანის მშვიდ ძილს. ბედნიერი ვიყავი, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ გული მტკიოდა იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. ღამე ფიქრებში გაილია... მისი ცქერა არ მწყინდებოდა, ვხედავდი შეხვეულ შუბლს, ნატიფ ცხვირს, დახრილ წამწამებს, დახეთქილ ტუჩებს, რბილ ლოყებს და მზერით ვეფერებოდი.
დილას მკურნალი ექიმი შემოვიდა პალატაში, მისი მდგომარეობა შეამოწმა, ჩემ გაფაციცებულ მზერაზე ჩაეცინა და ოთახიდან გავიდა. ფანჯარასთან დავდექი და გარეთ წვიმა დავუწყე ყურება. რატომ მიყვარდა წვიმა? ალბათ იმიტომ, რომ ისიც ჩემი სიცოცხლესავით დაუსრულებელი იყო. წვიმდა, წვიმდა, მიწაში იჟღინთებოდა წყალი, შემდეგ ორთქლდებოდა და ისევ წვიმად ბრუნდებოდა. ჩემი ცხოვრებასავით უწყვეტი ჯაჭვი, როგორც დაუსრულებლად მრგვალი საქორწინო ბეჭედი.
_ბელა, მიყვარხარ...-გავიგონე რამდენიმე წუთის შემდეგ. გაკვირვებულმა მოვხედე. ედვარდი ღიმილით მიყურებდა.
_გაიღვიძე?-ღიმილით მივუახლოვდი, დავიხარე და ვაკოცე. -როგორ გეძინათ?
_მშვენივრად, თუ მოტეხილ ხელს და უგრძნობ სხეულს არ ჩავთვლით. არც გადაბრუნება შემიძლია, ერთ პოზაში ვეგდე მთელი ღამე.
_ნუ წუწუნებ, ერთხელაც არ გაგიღვიძია მთელი ღამე!
_სულ აქ იყავი?-თვალები გაუბრწყინდა. „გაბრაზებული“ მივაჩერდი:
_სხვაგან სად ვიქნებოდი?!

დღეები გადიოდა... მალე ედვარდის ყელზე სახვევის ნაცვლად მოზრდილი ტამპონი და ზემოდან გადაკრული წებოვანი პლასტირი გაჩნდა. წვეთოვანი და ყოველგვარი აპარატურაც გაქრა პალატიდან. ყოველი დღე შემაძრწუნებელი ხდებოდა ჩემთვის, რადგან წესით, ედვარდის ორგანიზმი შოკიდან უნდა გამოსულიყო და ფეხები აემოძრავებინა, მაგრამ ასე არ ხდებოდა. ჩვენთვის კი უფრო რთული ხდებოდა მისი დარწმუნება, რომ ყველაფერი წამლების ბრალი იყო. ბოლოს კი, დადგა საკითხი, ვინ ეტყოდა თავისი დაინვალიდების ამბავს...



★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-12-19, 6:38 PM | შეტყობინება # 412
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, wow dzaan magari tavi iyo sawyali edwardi mecodeba imedia male gaivlis shemded tavs velodebi male dade kiss kiss love love


elle____თარიღი: კვირა, 2010-12-19, 6:39 PM | შეტყობინება # 413
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime vaime ra codoaaa : (((( au mogklav chemi xelit tu ar gagrdzeeeleeeb cry cry cry cry cry vaime sawyaaaaaaali: (((((( cry cry cry cry vaimee cry cry cry cry


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-12-19, 9:54 PM | შეტყობინება # 414
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anii cry cry cry cry cry cry cry cry cry ras merchi? dagishave rame? cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry martalia matireb, magram mainc dzalian miyvarxar love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 9:01 AM | შეტყობინება # 415
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-bella, dges davdeb cota mogvianebit kiss kiss cota iseti tavebia xo? usiamovno rolleyes
elle____, ele, gadavwyvite, rom ar gavagrdzelo. vampiruli saga meieriseuli ukve gvaqvs. chemi alternativa ar gagrdzeldeba magram ise davamtavreb, rom vfiqrob kitxvebi da daukmayofileblobis shegrdzneba agar dagrchebat kiss kiss
natuka, chemi mgrdznobiare gogoo happy happy love mec miyvarxar dzaliannn. memgoni male morchebi tirils...
ბავშვებო, მადლობა, რომ კითხულობთ ჩემ ფიკს! უნდაგაცნობოთ, რომ სულ რამდენიმე თავიღა დარჩა ფიკის დასრულებამდე, ისედაც ძალიან გაიწელა მგონი. იმედია, ისიამოვნებთ ბოლო თავებით! kiss kiss love



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 11:46 AM | შეტყობინება # 416
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, daukmayofilebeli viqnebi"t" tu ese datoveb da vampirad ar gadaaqcev : (((( ise martla roca vampiri xdeba unda adges xo ? : )


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 3:06 PM | შეტყობინება # 417
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, kai iqneba an mashin tu sayvarlad daamtavreb.edikas xo aayeneb? nu gagrdzelebac ki kargi iqneboda, magram chemi azrit ar girs daemsgavso stefanis, imito ro shen shesanishnavad wer da stefanize misabadzi ar gchirs araferi happy happy happy happy happy happy happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 4:12 PM | შეტყობინება # 418
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, hmm... yvelafers vnaxavt... kiss
natuka, madloba nat, rom yvelafershi gverdshi midgaxar kiss simartle gitxrat, am wyvilze weris mugami agar maqvs da amitom gadavwyvite pirvel nawilze shevcherebuliyavi yovelgvari gagrdzelebebis gareshe. magram chemi fantaziit kidev shegawuxebt mtlianad chemit sheqmnili personajebiani motxrobebit tu romanebit. mokled, tavs ar moganatrebt biggrin biggrin

დამატებულია (2010-12-20, 4:12 PM)
---------------------------------------------
40. მძიმე გადაწყვეტილება

თავდაპირველად გაფითრდა, შემდეგ უმწეო, მაგრამ იმედიანი მზერა გადმოიტანა ჩემზე. მე თავი დავხარე. არაფერი უკითხავს.
_მარტო დამტოვეთ...-თქვა ყრუდ და პალატის კედელს მიაშტერდა. კარლაილი სიტყვისუთქმელად გავიდა, მე რამდენიმე წუთს თვალებში ვუყურე, პირიც დავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ მისი გაყინული თვალების შემხედვარემ სიტყვაც ვერ დავძარი. ვიცოდი, რომ ვიმსახურებდი ამას. იმასაც ვიმსახურებდი, რომ შევეძულებინე, ზიზღით ეთქვა, რომ ვერ მიტანს და რომ ყველაზე უბედურ ადამიანად ვაქციე. სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი ყველაფრის ღირსი ვიყავი, ოთახიდან უხმოდ გავიძურწე.
_რა თქვა?-დერეფანში გამოჩნდა ელისი, სახლიდან მოდიოდა, როცა გაიგო რის თქმას ვაპირებდით ედვარდისთვის, მაშინვე გამოქანდა, თუმცა ამ ინფორმაციის გადაცემის თანამონაწილეობაზე უარი განაცხადა.
იქვე მდგარმა თვალცრემლიანმა კარლაილმა ხელი ჩაიქნია და თავდახრილი გაგვეცალა.
_მარტო დამტოვეთო...-ვთქვი ჩუმად. ელისს ტირილი აუვარდა.
_ახლა რა მოხდება, ბელა? სამუდამოდ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული დარჩება?-მკითხა სასოწარკვეთილმა, მაგრამ პასუხი არც მე მქონდა.
ერთ საათში პალატაში შევედი. ედვარდი ისევ კედელს მიშტერებოდა.
_ედვარდ...-დავიწყე წყნარად.
_ბელა, გთხოვ, ექიმს დაუძახე...-ისე მითხრა, კედლისთვის თვალი არ მოუშორებია. გულგრილი ხმა ჰქონდა, ძველებური თბილი ხმისგან სრულიად განსხვავებული.
_არ გინდა ვისაუბროთ?-იმედიანად, მაგრამ გაუბედავად ვკითხე. მან გაყინული მზერა ჩემზე გადმოიტანა და მკაფიოდ მითხრა:
_ექიმს დაუძახე.
პალატიდან გამოვედი და მალე მის მკურნალ ექიმ სტოუნთან ერთად დავბრუნდი.
_თქვენ ჩემი მკურნალი ექიმი ხართ, ამიტომ წესით, ყველაზე უკეთ თქვენ უნდა იცოდეთ ჩემი მდგომარეობა. ბელა, დაგვტოვე, მინდა პირდაპირ ვესაუბრო ექიმ სტოუნს...-მითხრა ისე, რომ არც შემოუხედავს. გულნატკენი ხმისამოუღებლად გამოვედი.-იმედი მაქვს, არ მოგვისმენ...-მითხრა ედვარდმა, სანამ კარს მოვიხურავდი. ძალიანაც რომ მდომოდა, მაინც ვერ დავატანდი თავს ძალას, რომ მათთვის არ მომესმინა, ამიტომ ედვარდის თხოვნის მიუხედავად, თავი არ შემიზღუდავს.
_მართალია, რაც მითხრეს ჩემი დაინვალიდების შესახებ?-გავიგონე ედვარდის დაძაბული ხმა.
_ედვარდ, დაზუსტებით ჯერ კიდევ არ ვიცით, ზურგზე სახვევების მოხსნის შემდეგ მცირე ოპერაციას გაგიკეთებთ და ვეცდებით ქვედა კიდურების მოძრაობის უუნარობის მიზეზი დავადგინოთ... არავის დაუდგენია, რომ ვეღარ...-კაცი გაჩუმდა. გაკვირვებულმა დავცქვიტე ყურები. დრო გადიოდა, კაცი კი აღარ იღებდა ხმას. თითქოს რადიოსადგურის ის სიხშირე დავკარგე, რომელსაც ვუსმენდი.
პალატის კარს მივუახლოვდი, მაგრამ ჩამი-ჩუმის ხმაც არ გამოდიოდა. ის იყო კარის შეღება დავაპირე, რომ ექიმი გამოვიდა და დერეფანს გაუყვა. პალატაში შევედი იმ განზრახვით, რომ გამერკვია, რა მოხდა. მაგრამ ედვარდს თვალები დაეხუჭა. ნუთუ ჩაეძინა? კარგა ხანს ვუყურე, მართლა ეძინა.
_ბელა, აქ ხარ?-პალატაში ესმი შემოვიდა და მძინარე ედვარდი რომ დაინახა, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:
_რას აპირებ?
_რაზე მეკითხები?-იმედია იმაზე არა, რასაც გუმანი მეუბნებოდა.
_არ გარდაქმნი? ინვალიდი გინდა დატოვო?-სამწუხაროდ სწორად მივმხვდარვარ.
_ესმი, ისე ლაპარაკობ, თითქოს ბავშვისთვის კანფეტის მიცემა-არმიცემაზე იყოს საუბარი!
_ბოლოსდაბოლოს, უნდა დაფიქრდე ამაზე! ადამიანი იტანჯება!-მითხრა მკაცრად და გული შემეკუმშა. ნუთუ, მართლა გულქვა ვეგონე და ნუთუ ვერ ხვდებოდა, ისედაც როგორ მტკიოდა მთელი არსება ედვარდის დაინვალიდების გამო?
_ედვარდს მედიცინა მიხედავს... ოპერაციას გაუკეთებენ,-წავიბურტყუნე, მაგრამ დამნაშაულის გრძნობა მაინც მეტყობოდა მგონი.
_არა, ბელა! ამის უფლებას, მე არ მოგცემ!-ოდნავ აუწია ხმას ესმიმ, მაგრამ ედვარდი შეკრთა და ამიტომ ხმადაბლა განაგრძო.-თუ აღმოჩნდება, რომ დაინვალიდდა და ვეღარაფერი უშველის, თუ მას ენდომება, თავად გარდავქმნი!
_ესმი!- თვალები დავაჭყიტე, მაგრამ ესმიმ უკვე კარი გაიხურა.
მაგრამ მისი სიტყვები არ მაღელვებდა. იმდენად ვუყვარდი, რომ ჩემი თანხმობის გარეშე, ვიცოდი, მაინც არაფერს იზამდა, მაგრამ მე ბევრად უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე ვიყავი: მე ედვარდის მიტოვება გადავწყვიტე....
მიზეზი რამდენიმე იყო. მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი მისი ამჯამინდელი მდგომარეობა. ის ჩემ გამო იყო ამ მდგომარეობაში და თუ მასთან დავრჩებოდი, ერთ დღეს შესაძლოა უარესი რამ დამართნოდა. ესმის შემოთავაზებულ იდეაზე ფიქრსაც არ ვაპირებდი. ყოველივე ამის გამო თავს საზიზღრად ვგრძნობდი, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ არ ჩანდა...

დამატებულია (2010-12-20, 4:12 PM)
---------------------------------------------
es patara tavic davde... faqtiurad erti taviga dagvrcha... da epilogi



★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 4:23 PM | შეტყობინება # 419
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari da sevdiani tavi iyo sawyali edwardi imedia invalids ar datoveb. ra edwardis mitoveba imedia egre ar daamtavreb da kargi dasasruli eqneba


elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 4:35 PM | შეტყობინება # 420
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra dampalia ... fuf : ((( su damekarga vampir bellaze shtabechdileba : (( kide kargi ese ar moxda ro edwardi vampiri ki ara adamiani yofiliyo ; ) dzalian mixaria .. dampali . dainvalidda da miagdo xo ? roca dzalian sachiroa mashinac ver kbens .. mxdali .. fuuuu 0-ze davarda chemi shtabechhdileba bellaze : )))))

დამატებულია (2010-12-20, 4:35 PM)
---------------------------------------------
happy end-i mainc gaukete da gadaaqcie raaa love love kiss kiss kiss kiss kiss


ძებნა: