ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 2:27 PM | შეტყობინება # 376
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
35. წინასწარმეტყველება

მელოდიას ვღიღინებდი, თმაზე ვეფერებოდი და კულულებს ვეთამაშებოდი. ის იწვა თვალდახუჭული და სხეულის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი, რომ ბედნიერი იყო და ამით ბედნიერი ვიყავი მეც. ვერ წამომედგინა რა უნდა მომხდარიყო, რომ დღევანდელი დღე გაეფუჭებინა.
ასე ვფიქრობდი იქ, იმ მდელოზე მიწოლილი და პასუხმაც არ დააყოვნა.
საღამოს ბელამ სახლში გამაგდო, რომ მეჭამა, თვითონაც ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავიდა და დამპირდა, რომ შუაღამისას მოვიდოდა.
სიბნელეში მივდიოდი ხეებს შორის და თან იმდღევანდელზე ვფიქრობდი. უცებ ჰაერის მკვეთრი ტალღა ვიგრძენი, თითქოს რაღაცამ ჩამიქროლა. გავხევდი და მიმოვიხედე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც მიყურებდა.
_ბელა!-გამეცინა. ეტყობა, თამაშის ხასიათზე იყო.-დამალობანას ვთამაშობთ? ხომ იცი, მაინც ვერ გიპოვი,-ვამბობდი სიცილით, მაგრამ ბელა არ მპასუხობდა. კიდევ ერთხელ ჩამიქროლეს. დავსერიოზულდი.-ბელა, მასე ნუ მეხუმრები!-ჩავიბურტყუნე და სმენა დავძაბე, მაგრამ აღარც რაიმე ხმა გამიგია, ვერც ვერაფერს ვხედავდი საეჭვოს, ამიტომ წასასვლელად მოვბრუნდი, მაგრამ...
ჩემს წინ ორი აკადემიურად ჩაცმული ტიპი იდგა და ინტერესით მიყურებდა.
_გზა აგებნათ?-ვკითხე, რაც პირველი მომაფიქრდა. ტიპებმა ირონიული ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
_ახლა გაიგებ, ვისაც აებნა გზა...-უცნაური აქცენტით მიპასუხა ერთ-ერთმა და ბოლო რაც მახსოვს არის ის, რომ ორივე უეცრად გაქრა, შემდეგ კი ტკივილი ვიგრძენი კეფაზე.

სახლში რომ მივედი, ესმი არ დამხვდა. სამაგიეროდ, დამხვდა სამზარეულოში მაცივარზე მიკრული წარწერა, რომელიც მატყობინებდა, რომ ესმიმ მორიგეობა გაუცვალა კოლეგას და რადგან დღე ვერ იმუშავა, ღამით რჩებოდა საავადმყოფოში. ზემოთ ავედი, თეთრი კაბა გავიხადე და ჯინსები და მაისური ჩავიცვი, გარედან სპორტული ჟაკეტი მოვიცვი. შემდეგ ისევ სამზარეულოში დავბრუნდი, კარადიდან ჭიქა გამოვიღე, ერთ-ერთი ბოთლიდან ჩამოვასხი სისხლი და მოვიყუდე.
მისაღებში გამოვედი და თეთრ როიალს მივუჯექი, ჭიქა ზედ დავდე და დაკვრა დავიწყე. ეს იყო ახალი, სიყვარულის მელოდია. მაჟორული, ძალდაუტანებელი, მჩქეფარე, ზოგან უკიდურესად რომანტიული, ჯამში კი- გამარჯვებული სიყვარულის მუსიკა. ხანდახან ვწყვეტდი, სისხლს მოვსვამდი, შემდეგ ისევ დაკვრას ვაგრძელებდი, დამთავრება არ მინდოდა, ისევე, როგორ არ მინდოდა, ოდესმე დამთავრებულიყო ჩემი სიყვარული. კიდევ ერთხელ გავჩერდი, ცალ ხელი ჭიქისკენ გავიწვდინე, მეორით დაკვრას განვაგრძობდი, თან კლავიშებს არ ვაშორებდი თვალს. ჭიქა აყირავდა! ბლანტი სითხე ზანტად გაიშალა თეთრ ზედაპირზე და გაპრიალებულ მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე დაიწყო წვეთა...
ადგილზე გავხევდი. ჭიქა გადმოგორდა და იატაკს მიემსხვრა. ადგომას ვერ ვბედავდი, ეს ჩემთვის უბრალოდ სისხლის დაღვრას და ჭიქის დამსხვრევას არ ნიშნავდა იმიტომ, რომ მე სოფიას სიტყვები მახსოვდა. ერთბაშად წამოვხტი და გარეთ გავვარდი. მივრბოდი, მივქროდი და რამდენიმე წუთში უკვე ედვარდის საძინებელში ვიყავი, მაგრამ ის იქ არ იყო! კარადაშიც კი შევიხედე! არც სააბაზანოში არ იყო, მთელი სახლი მდუმარებას მოეცვა. ვერაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ არ მინდოდა მეფიქრა.
ტყეში დავბრუნდი, მდელოზე და მის სუნს გამოვყევი, რომელიც ოდნავღა იგრძნობოდა.
ბილიკს მივუყვებოდი. ერთგან, სადაც ყველაზე დაბურული იყო ტყე, მის სუნს კიდევ ორი სუნი დაემატა, რომელთაგან არცერთი არ ეკუთვნოდა ადამიანს... „წინასწარმეტყველება აღსრულდა! ეს მაინც მოხდა! მაინც გვიპოვეს!“

იქ სოფია იყო ერთადერთი ვისაც ვენდობოდი, რადგან მან ყველაფერი იცოდა ჩემზე, ჩემს წარსულსა და აწმყოზე. ჩვენ ვიყავით მოკავშირეები, მეგობრები, ახლობლები. როგორი იმედი მქონდა, რომ ისიც იქნებოდა ესმის ოჯახში, მაგრამ ეს არ მოხდა...
ერთ დღეს, როცა ჩვეული ყოველდღიური ნადირობის შემდეგ, აპარტამენტებში ვესტუმრე და კაიუსის თხოვნა გადავეცი (იგი თავის ცოლს თავისთან უხმობდა), მან უცნაური თვალებით შემომხედა. მაგრამ მე კი არ მიყურებდა, არამედ იყურებოდა ჩემს მიღმა.
_სისხლი!-თქვა უცნაური ხმით. ასეთს პირველად არ ვხედავდი, ამიტომ ყურადღება მოვიკრიბე.
_სისხლი? სადაა სისხლი?
_თეთრზე... თეთრზე დაიღვარა სისხლი... მაგიდიდან თუ საიდანღაც ეწვეთება თეთრ იატაკზე... ბელა... ჭიქა დაიმსხვრა... ვიღაცას იტაცებენ... ტყეში...შენთვის ყველაზე ძვირფასს... უნდა იჩქარო... -მაშინ პირდაღებული ვუყურებდი და არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდა.
_სოფია, ეგ როდის მოხდება? რატომ უნდა ვიჩქარო?
_მმ... მე რამე ვთქვი?-გაკვირვებულმა გამისწორა თვალი.
_კი, ახლახანს მითხარი, რომ...
_მე ვთქვი, კარგი, წავალ-მეთქი...-ეჭვიანი მზერით შემათვალიერა.
_სოფია, შენ მითხარი, რომ სისხლს ხედავდი... ალბათ ხილვა გქონდა...-ახსნა დავიწყე.
_არა, ხილვები ყოველთვი მახსოვს... მართლა მე ვთქვი?-უცებ თვალები გაუბრწყინდა.
_ჰო, სისხლს ახსენებდი... ჭიქა გატყდაო და ვიღაცის მოტაცებაც ახსენე...
_კიდევ? კიდევ რა ვთქვი?-ცნობისმოყვარედ მეძიებოდა.
_მეტი არაფერი... იჩქარეო ასე მითხარი.
_ბელა...-აღფრთოვანებულმა დაიწყო.-რამდენი ხანია ამას ველოდები...
_რა ხდება?
_ეს წინასწარმეტყველება იყო! ნამდვილი წინასწარმეტყველება! ასეთი რამ მსმენია. ნამდვილი წინასწარმეტყველება არასდროს არ ახსოვთ ხოლმე. ხომ იცი, ხილვები ადამიანების არჩევანზეა დამოკიდებული, წინასწარმეტყველება კი არასდროს იცვლება. როგორ მაინტერესებს, როდის ახდება! ბელა, ხომ არ მატყუებ? ხომ ნამდვილად ვთქვი?-დააზუსტა მაინც და თვალებში ჩამაშტერდა.
_სოფია, ჩემი ყურით გავიგონე!-დავარწმუნე.
_კარგი, კარგი. ერთი სული მაქვს როდის მოხდება ეგ ამბავი. კარგი, ჩემო კარგო, კაიუსს ვესტუმრები...-თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა...
რა სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო ამ ამბავს...
სოფია მოკლეს... ჩემ გამო.
ესმისთან აღელვებული მივვარდი და ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შევიჭერი მის კაბინეტში.
_ესმი! ესმის!-აღელვებული გავყვიროდი. ესმიმ შემომხედა და წარმოვიდგინე რა სახე შეიძლებოდა მქონოდა, რადგან ესმი მაშინვე ჩემს წინ გაჩნდა და თვალებში ჩამაცქერდა.
_რა ხდება, ბელა?-მკითხა შეშფოთებული ხმით.
_ესმი... წაიყვანეს... ედვარდი... სოფიას წინასწარმეტყველება აღსრულდა...
_ბელა, დამშვიდდი...
_ესმი, ვერ გაიგე? ეს მოხდა! რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... სოფია მართალი იყო, ეს ნამდვილი წინასწარმეტყველება იყო!
_დალაგებით მომიყევი ყველაფერი.
_მთელი დღე ერთად ვიყავით, შემდეგ ის სახლში წავიდა, მეც ჩვენთან წამოვედი. თეთრ როიალზე დამექცა სისხლი! თეთრზე! და იატაკზე ჩამოიღვარა, ჭიქაც გატყდა! მაშინვე წამოვედი, ედვარდი ყველგან ვეძებე, მაგრამ არსად არაა. შემდეგ სუნს გავყევი და შუა ტყეში ვამპირების სუნი ვიგრძენი! ესმი, დემეტრის და ფელიქსის სუნი! მათ წაიყვანეს!!!



saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 3:20 PM | შეტყობინება # 377
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
pirveli vaar happy happy smile rogor gamixarda rom dade zustad cota xanshi matematikaze mivdivar da exla karg xaisatze movedi.. rogorc yoveltvis ... happy sawyali edwardi imdea aro arapers daushavebs torem moxvdeba... biggrin ohoo kargad daidzaba situaciaa da albat jer ese iqneba ase rom mzad viqnebi axali intrigebistvis... wacko love love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 3:31 PM | შეტყობინება # 378
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo vaime dzaan magrad mainteresebs edwards ra mouva imedia shemdegi tavi male iqneba .dzaan nichieri xar kiss kiss kiss kiss love love love


Takoთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 3:58 PM | შეტყობინება # 379
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
vaime sul sxva janrshi gadagyavs mgonii biggrin :D es ra ikoo! dzalian sainteresoaa, dadzabuli (ukve) vaime neta edwards ra mouvaaa... sad au ra xdeba ee? gagvagebineb malee? biggrin ratom ? ristvis? rogor ? ranairad? biggrin mm..gaurkveveliaaaaaa biggrin imedia mel dadeb axal tavs da male axdi fardas yvelafers! rogorc arasdros ise mainterebs!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! cry cry cry cry


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - ოთხშაბათი, 2010-12-15, 3:58 PM

elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 7:46 PM | შეტყობინება # 380
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime dedaaaa : ((((((( skypeshi exla tu ar shemoxval mogklaaaaaav icodeeeeee : ((((( undda mitxra ra moxdebaaaaaaaaaaa vaimeeeeeeeeeeee : (((((((


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 8:34 PM | შეტყობინება # 381

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, es ra iyoo??????? surprised surprised surprised vaimeeeeeeeeeeee cry cry cry edwardiiiii sad winaswarmetyveleba dzalian momewonaaaaa. happy netav ra qna aseti belam? ra moiparaaa? ox, mianc ra intrigaa ra dry sad imedia edwards cudi araferi mouva torem ver gadamirchebi shenc da aroc biggrin tongue angry sulmoutqmenlad velodebi axla taaavssss. imedia male gavigebt simartles da kidev didxans agar dagvtanjav biggrin :*

SLYTHIთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 9:20 PM | შეტყობინება # 382

259
11  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
AnasteishA, es ra iyoo??????? vaimeeeeeeeeeeee edwardiiiii winaswarmetyveleba dzalian momewonaaaaa. netav ra qna aseti belam? ra moiparaaa? ox, mianc ra intrigaa ra imedia edwards cudi araferi mouva torem ver gadamirchebi shenc da aroc sulmoutqmenlad velodebi axla taaavssss. imedia male gavigebt simartles da kidev didxans agar dagvtanjav :*

rac me unda damewera tamom damaswroo..
xooda
biggrin
mec velodebiii !!
<33

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 10:44 PM | შეტყობინება # 383
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime aniiii surprised surprised surprised ra magari iyo gogooo surprised surprised surprised rogorc ki naxav sms-s momwere an skypeshi shemo an ramenairad gamagebine ra tore movkvdi bavshvii


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 11:06 PM | შეტყობინება # 384
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
natuka, giertdebi meeeeccccc cry cry cry cry cry


mileyთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-16, 8:03 PM | შეტყობინება # 385

93
17  +
31  ±
   ±
Offline
magari tavi iyo dzaaaan cry cry cry cry cry cry


Natt♥Booთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-16, 8:04 PM | შეტყობინება # 386
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaimeeeeeee gadamreev ra magariaaaaaaaa ver vitmeen ise minda shemdegi tavis naxvaaaaaaaaa biggrin biggrin biggrin dzalian dzalian gansakutrebuli tavi iyoo nu chemtvis biggrin


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-12-17, 1:38 PM | შეტყობინება # 387
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
36. გამტაცებლები

_ესმი, რა უნდა ვქნათ?–სასოწარკვეთილმა ვკითხე.
_პირველ რიგში, სახლში უნდა წავიდეთ, დავწყნარდეთ, როზალის და ემეტს დავურეკოთ. რომ ჩამოვლიან, მერე ერთად მოვიფიქრებთ.
_ესმი, როგორ უნდა დავწყნარდე?მათ ხომ ედვარდი ჰყავთ? სოფიამაც მითხრა მაშინ, რომ უნდა ვიჩქარო!–როგორ არ ესმოდა, რომ შიშისგან ადგილს ვერ ვპოულობდი და რომ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა, თუ დროზე არ მივაგნებდი მას.
_ისინი ედვარდს არაფერს დაუშავებენ, დამერწმუნე. მათთან საკმარისზე მეტხანს ვიყავი და ვიცი, რომ ისინი გეგმის შესრულებას ას საფრთხეს არ შეუქმნიან. რა არის მათი „გეგმა“, ამის ამოცნობა არც ისე რთულია. მათ დაკარგულის დაბრუნება სურთ! რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გეგმას ბოლომდე მიიყვანენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ჩვენამდე მოვლიან, ედვარდი იცოცხლებს,–მე ასეთი დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც დავემორჩილე და სახლში წავედით, განსხვავებული იდეა არ მქონდა და იმიტომ.

[size=12][color=purple]_საოცარია!–თქვა ესმიმ, როცა სახლს მივადექით.
_რა არის?–ყურადღებით მიმოვიხედე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე.
_არაფერი.
_არაფერი?
_ჰო, არაფერი არ არის და მეც ეგ მიკვირს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ან აქ დაგვხვდებოდნენ, ან ნამყოფები მაინც იქნებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. შენ?
_აქ არ ყოფილან,–მტკიცედ დავასკვენი, რადგან მართლა არ იგრძნობოდა რაიმე განსხვავებული სუნი. მანქანიდან გადმოვედით და სახლისკენ წავედით. საფოსტო ყუთის ზემოთ აღმართული ისარი შევნიშნე და მას მივვარდი. შიგნით უხეშად გახეული კონვერტი იდო! სასწრაფოდ ამოვიღე წერილი და ბილის გაკრული ხელით ნაწერი დავინახე, ფურცელზე ორი სიტყვა ეწერა:
„ბელა, გაიქეცით!“
მაგრამ სულ ეს არ იყო. წერილის მეორე მხარეს ვიღაცას ბატიფეხურად მიეჟღაბნა:
„თუ გინდა, რომ ცოცხალი იხილო, პორტ–ანჯელესის პორტის მიტოვებულ გემთსაშენში მოდი. ნაქურდალის წამოღება არ დაგავიწყდეს, თორემ შენს ბიჭუნას ძალიან მადისაღმძვრელი სუნი აქვს.“
_ესმი!–დავიძახე აღელვებულმა.–შეხედე!–ესმი უკვე ჩემს გვერდით იდგა.
_ჯეფერსონი!–თქვა ზიზღით, როცა ფურცლის ორივე მხარეს გადაავლო თვალი. ჩემს გულში ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ვიცოდი, რომ სასწრაფოდ პორტ–ანჯელესში წავიდოდი, მაგრამ გავაწყობდი კი რაიმეს სახელგანთქმული ვოლტურების მიერ დაგეშილ მწევრებთან? მთელი ჩემი ოჯახიც რომ მდგარიყო ჩემს გვერდით, შესაძლოა ედვარდი მაინც ვერ გადამერჩინა. მათ რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაძლოა ყველაფერი სავალალოდ დასრულებულიყო, მაგრამ ვიდრე მცირეოდენი შანსი მაინც არსებობდა, უნდა მებრძოლა... ბოლომდე.
_ჯეფერსონი?–უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
_ჰო. ის იყო, მას ხომ სუნი არ აქვს! სახლი ალბათ ყირაზე დაგვხვდება,–მაგრამ ესმის ნათქვამი არ გამართლდა. სახლში სრული წესრიგი სუფევდა, თუ ჩემს მიერ დაღვრილ სისხლს და გატეხილ ჭიქას არ ჩვათვლიდი.
ესმიმ როზალის და ემეტს დაურეკა.
_ესმი,მე ხვალამდე ვერ მოვიცდი! ამაღამვე უნდა წავიდე!–გავაწყვეტინე საუბარი.
_ბელა, მე და შენ ვერაფერს გავხდებით, უნდა მოვიცადოთ,–მიპასუხა და საუბარი განაგრძო. სიტუაციას უხსნიდა.–...მინიმუმ სამნი არიან: ბელამ ფელიქსის და დემეტრის სუნი იგრძნო, სახლში კი წერილი დაგვხვდა, ჯეფერსონის ნახელავს გავს...
_ესმი, როგორ არ გესმის? ნებისმიერ წამს შეიძლება უკბინონ! რომ იფიქრონ, რომ არ მაღელვებს მისი ბედი და მისით დანაყრება გადაწყვიტონ?–მაგრამ ესმი აღარ მისმენდა, საუბარს განაგრძობდა. ჩემს ოთახში ავვარდი გამწარებული, კარი ისე მოვიჯახუნე, რომ შიგნით შემოიღრიცა, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა. წარმოვიდგინე, რომ სათითაოდ კბენდნენ დემეტრი, ფელიქსი და ჯეფერსონი ედვარდს და სასიცოცხლო ძალებს ართმევდნენ. ესმი კი ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა დაბლა, ამჯერად საავადმყოფოში რეკავდა. არა, ვეღარ მოვიცდიდი!
აივნიდან ტყეში გავხტი და პორტ–ანჯელესისკენ ავიღე გეზი. რაც შემეძლო სწრაფად მივქროდი. ვიცოდი, ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. არ ვიცოდი, რისი იმედი შეიძლებოდა მქონოდა ჩემი მეტოქეების საუკუნეებით ნაშენებ სიძლიერესთან, მაგრამ უნდა მეცადა, თუნდაც დავმარცხებულიყავი, თავს მაინც არ დავიდანაშაულებდი როცა მეცოდინებოდა, რომ რაც შემეძლო ყველაფერი ვიღონე. სანამ გამაცამტვერებდნენ უკანასკნელად მაინც დავინახავდი ედვარდს. იმაზე ფიქრიც არ მინდოდა, რომ შესაძლებელი იყო, ედვარდი ცოცხალი აღარც დამხვედროდა.
მივრბოდი და ვიმეორებდი:
_ედვარდ, ედვარდ, ედვარდ!
ჩემი გული ტკივილისგან კვნესოდა, ბორგავდა. მე კი ისევ მივქროდი.
გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე პორტ–ანჯელესის პორტის ერთ მიტოვებულ გემთსაშენთან, ოდნავ მოშორებით ვიდექი და შესასვლელს ვუყურებდი. გარეთ არავინ იყო. შენობას მივუახლოვდი და ყური მივუგდე.
_...გამოსასყიდის მოთხოვნას თუ აპირებთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, მილიონერი არ ვარ. თქვენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ჩემზე ბევრად მდიდრებს გავხართ,–შვება ვიგრძენი, როცა ედვარდის დაძაბული ხმა გავიგე.
_გამომძალველებს ვგავართ?–უხეშად ჰკითხა ფელიქსმა და ჩაიცინა.
_არა, მაგრამ მაშინ რა ხდება? ვხედავ, რომ შემსრულებლები ხართ, მაგრამ ვინ დაგიქირავათ? ნუთუ, ლორენ მელორიმ?–გაოგნებულმა დააყოლა ბოლოს. „სულელო, არც კი გესმის, რა საფრთხეში ხარ! ან იქნებ ეს კარგიცაა?“დავაყოლე ბოლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არაფერი უვნიათ, ყოველ შემთხვევაში, არ უკბენიათ. ასე რომ ყოფილიყო, ახლა ლაპარაკის თავი არ ექნებოდა, ამასთან, დაზუსტებით ეცოდინებოდა ვისთან ჰქონდა საქმე. –რა იყო, ბიჭებო, გოგო არ მიგიტოვებიათ, თუ რა? უბრალოდ ვერთობოდი ლორენთან, მერე კი სხვა შემიყვარდა. რას ვიზამთ, სიყვარულის გამო ხომ არ მოკლავთ კაცს? ცხოვრებაში უარესებიც ხდება... ვის არ...
_იზაბელა სვონს იცნობ?–გააწყვეტინა დემეტრიმ უხეშად.
_იზაბელა სვონს?! არაა,– საკმაოდ არადამაჯერებლად გამოუვიდა.
_ისიც იცი, რომ „ჩვეულებრივი“ არაა?–მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია დემეტრიმ, თან ხაზი გაუსვა სიტყვას „ჩვეულებრივი“.
_თქვენც... თქვენც...–ენა დაება ედვარდს.
_ჰო, ჩვენც ვამპირები ვართ. ოღონდ მისნაირი გულისხმიერებით არ გამოვირჩევით...–ღრეჭვა დაიწყო ფელიქსმა.
_რა გინდათ მისგან?–გაბედული შეკითხვა იყო მისი მხრიდან.
_მან რაღაც აიღო და დროა დააბრუნოს. თუ არადა, ჯერ შენ მოგკლავთ, შემდეგ კი მასაც ვესტუმრებით,–ფელიქსი ყოველთვის ჭკუასუსტობით გამოირჩეოდა.
_რა აიღო?–დაინტერესდა ედვარდი.
_ეგ შენ არ გეხება.
_სწორედაც რომ მეხება! ბელა ჩემი შეყვარებულია და ხელს ვერ ახლებთ, გასაგებია?–მტკიცე ხმით უთხრა ედვარდმა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. რა ცეცხლთან თამაში აუტყდა, ნუთუ ვერ ამჩნევდა, რომ რეალური საფრთხის წინაშე იყო? სახე ცალ ხელში ჩავრგე. უცებ დემეტრის ხმა გაისმა:
_ფელიქს, თოკი გადაჭერი. ვნახოთ ერთი, რა ბიჭია!–არა!–შემდეგ კი გადი და ჯეფერსონი მოძებნე.
_დემეტრი...–წამოიწყო ფელიქსმა, მაგრამ უცებ მოკეტა. წარმოვიდგინე რა მზერით შეხედა დემეტრიმ და გამეღიმა.
_გადი და ჯეფერსონი მოძებნე!–დამარცვლით, მტკიცედ გაუმეორა დემეტრიმ.
[/size]
[/color]
ვიგრძენი როგორ მომეშვა თოკები, თავი დავიხსენი და სკამიდან წამოვდექი. მაგარი ბიჭი ეგონა თავი? მაგას ვუჩვენებდი სეირს. ბოლოსდაბოლოს, კარატეზე დავდიოდი... ბავშვობაში.
მაღალი, სერიოზული გამომეტყველების მქონე ტიპის წინ დავდექი, აი, იმის, ჩემი განთავისუფლება რომ უბრძანა, მეორე ოთახიდან აორთქლდა.
ვიდექი და თავდასხმას ველოდი, მაგრამ ის არ ინძრეოდა. იდგა და თვალებში მიყურებდა. რახან ის არ აპირებდა დაწყებას, მუშტი შევკარი და მთელი ძალით მოვიქნიე...
თითქოს იმ ახმახის ნაცვლად მყარად დამაგრებულ ფოლადის უთოს დავარტყი. მგონი ყველა ძვალი ერთბაშად დამემსხვრა ხელში. ტკივილისგან ამოვიღმუვლე, ის კი ისევ იდგა და ამჯერად ირონიულად მიყურებდა, ჩემს დარტყმაზე წარბიც არ შეხრია. წამის მეასედში მისმა წითელმა თვალებმა გაიელვა, ხელები გამიკავა და ვიგრძენი ყელში როგორ ჩამესო ველური კბილები...

დამატებულია (2010-12-17, 1:38 PM)
---------------------------------------------
saaali, bella-bella, Tako, elle____, bella-vampire, SLYTHI, natuka, miley, Breee, ბავშვებო დიდი მადლობა ყველას!!! საყვარლები ხართ ძალიან, გმადლობთ, რომ კითხულობთ!!! მიყვარხართ ყველანი... ბოდიში, რომ დაგიგვიანეთ, ვეცდები აღარ განმეორდეს kiss :kiss: love :love: love
სიუჟეტს რაც შეეხება, მალე გაირკვევა ყველაფერი. და რამდენიმე თავში დასასრულსაც მივუახლოვდებით, მარა რატომღაც მეორე ნაწილზე ვფიქრობ... ვნახოთ რა იქნება...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2010-12-17, 3:03 PM

saaaliთარიღი: პარასკევი, 2010-12-17, 2:00 PM | შეტყობინება # 388
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
magari iyo dzaaan .. vaimeee icode male unda dado shemdegi tavi cry cry cry
Quote (AnasteishA)
სიუჟეტს რაც შეეხება, მალე გაირკვევა ყველაფერი. და რამდენიმე თავში დასასრულსაც მივუახლოვდებით, მარა რატომღაც მეორე ნაწილზე ვფიქრობ... ვნახოთ რა იქნება...

aii yochagi bavshvi erti nawili ra aris kidev bevri unda dawero chemo nichiero kiss love love love love love love


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2010-12-17, 2:12 PM | შეტყობინება # 389
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo sawyali edward imedia shemdeg tavs male dadeb moutmenlad velodebi dzaan kargi iqnebe meore nawilsac tu dawer kiss kiss love love


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-12-17, 2:32 PM | შეტყობინება # 390
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anaaaaa. dges ro skypeshi ar shemoxvide mogklav. vaimeeeeee cry cry cry cry cry cry cry cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: