ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
saaali | თარიღი: პარასკევი, 2010-12-17, 2:37 PM | შეტყობინება # 392 |
Life sucks either way
990
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 5:59 PM | შეტყობინება # 394 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 5:59 PM | შეტყობინება # 395 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 6:31 PM | შეტყობინება # 396 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 37. მხსნელი ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. არ ვიცი, ფელიქსი საიდან გავიდა, ყოველ შემთხვევაში, იმ კარიდან არ გამოსულა, რომელთანაც მე ვიდექი. ამაზე არც მიფიქრია სანამ შიგნით შევვარდებოდი, რამდენიმე დერეფანში ჩავიქროლებდი და ედვარდის ყელში კბილებჩასობილ დემეტრის მოვაცილებდი. ედვარდი მოსხლეტით დაეცა, დემეტრი კედელს შეენარცხა და საკმაოდ ფართო ღრმული დატოვა მასში. _ასე, ასე... წვეულების ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარიც მოვიდა... შეგვიძლია გართობა დავიწყოთ....-ირონიული ღიმილით წამოდგა დემეტრი და ედვარდის სისხლი მოიწმინდა ტუჩებიდან სახელოთი. ედვარდის აჩქარებული გულისცემა მესმოდა, ეს ნიშნავდა, რომ სისხლის თითოეული ამოფრქვევის დროს შხამი მთელ სხეულში სწრაფად ნაწილდებოდა. ედვარდი ტკივილისგან იკლაკნებოდა იატაკზე. _მომეცი!-ხელი გამომიწოდა დემეტრიმ, აღარ იღიმოდა, გაქვავებული მიმიკებით მიყურებდა. ველური ყიჟინით მივვარდი, არ ელოდა და ალბათ სწორედ ამიტომ მოვახერხე მისთვის ყელში ხელის წაჭერა, მაგრამ მეორე წამს იატაკზე დამანარცხა და თავად წამიჭირა ყელში ხელი. ედვარდი მოვძებნე მზერით და აცრემლებულ თვალებში ჩავაცქერდი: იტანჯებოდა, მე კი მისი ტკივილის შემსუბუქება არ შემეძლო. ვერ ვინძრეოდი დემეტრის მარწუხებში მოქცეული და ამაოდ ვცდილობდი მისგან გასხლტომას. ტუჩები ავამოძრავე და შევეცადე მეთქვა: _მიყ-ვარ-ხარ...-არ ვიცოდი, გაიგონა თუ არა, მაგრამ მე შევეცადე. შემდეგ თვალებში ჩავაცქერდი დაუნდობელ ვამპირს და სიკვდილისთვის მოვემზადე... ყელზე ცეცხლი მეკიდა. ნამდვილი ცეცხლი. ალბათ მოვკვდი და ეს იმ ჯოჯოხეთის ანუ გეენას ცეცხლი იყო, რომელზეც საეკლესიო წიგნებში წერია, მაგრამ ამავდროულად მარჯვენა ხელის მტევნის ტკივილსაც ვგრძნობდი. მთლიანად ტკივილმა მომიცვა, არც განძრევა შემეძლო, არც ფიქრი. მეგონა, სიკვდილი სიმსუბუქესთან და უწონადობასთან იყო დაკავშირებული, მე კი მთელი სიცხადით აღვიქვამდი ქვის იატაკს და ყოვლისმომცველ ტკივილს. შემდეგ კი ბელა მომელანდა... არა, რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი ანგელოზი ვერ იქნებოდა ჩემთან ერთად ამ ჯოჯოხეთში... თუ ეს მართალი იყო, თუ მართლა ვკვდებოდი, ამაზეც თანახმა ვიყავი, თუ ბელა იქნებოდა ჩემთან. მაგრამ რამდენიმე წამში დაბინდულ თვალებს მიღმა დავინახე, რომ ბელა ძირს ეგდო, მახინჯი ახმახი კი ყელში უჭერდა ხელს. შემდეგ ბელას თვალები დავინახე, სევდიანი თვალები. ეს დამშვიდობება იყო?! ყველა ტკივილი ერთბაშად გაქრა! მე გავუძლებდი ტკივილს, ჯოჯოხეთურ ტანჯვას, უიმედობას, ჯოჯოხეთის ცეცხლს, მაგრამ ამ მზერას ვერა. ვერ დავუშვებდი, რომ მას მივეტოვებინე. ერთადერთი, რაც ვიცოდი იყო ის, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. არ მახსოვს, როგორ წამოვდექი ან შემდეგ როგორ მოხდა, რომ უცნობი ვამპირი ბელას მოვაგლიჯე და შევეცადე კედელს მიმეხეთქებინა. ტიპი ბელას კი მოსცილდა, მაგრამ კედელს შეხეთქებული მე აღმოვჩნდი. სადღაც ძვლებმა დაიტკაცუნა, შემდეგ კი სიბნელეში ჩავიძირე... როცა ვიფიქრე, რომ ახლა მოვკვდებოდი, უცებ ვიგრძენი, რმ ყელი გამინთავისუფლდა. მეორე წამს კი დავინახე, რგოორ შეენარცხა ედვარდი კედელს (მისი ძვლების მსხვრევის ხმაც გავიგონე). ის თვალდახუჭული ეგდო იატაკზე უძრავად. ტვინი წითელმა ნისლმა მოიცვა: მან ედვარდი მოკლა, ჰოდა არც თვითონ იცოცხლებს! ელვისსისწრაფით წამოვფრინდი და ყელში ვეცი კბილებით. დემეტრიმ მაშინვე მომიცილა, როგორც კი მის გაქვავებულ კანს შევეხე. ჩემი თავი ისე დაიჭირა, რომ ვიფიქრე თავს მომაგლეჯდა და უსუსურობის მწარე გრძნობა დამეუფლა. მაგრამ შემდეგ როზალის ქერა თმას შევასწარი თვალი, ემეტიც დავინახე. დემეტრი მომაშორეს და დაანაწევრეს. მეც მისკენ ვიწევდი, მინდოდა, რაც შემეძლო მეტი ტკივილი მიმეყენებინა. _შენ ედვარდს სჭირდები!-შემაჩერა ესმიმ. _ცოცხალია?!-თვალები გამიბრწყინდა და მასთან გავჩნდი. _სუსტად უცემს გული... შესაძლოა მოასწროს გარდაქმნა... _ესმი! არა! -კატეგორიული ხმა მქონდა. _სხვა არჩევანი არ გვაქვს. ბელა, ხერხემლის მალები აქვს დამტვრეული... თუ არ გარდაიქმნა, დაინვალიდება ემუქრება... _არა, ესმი... ამას ვერ ვიზამ...-დავყურებდი უგონოდ მყოფს და ვნატრობდი ეს სიტუაცია ჩემი ფანტაზია ყოფილიყო. რატომ მაინცდამაინც ის? ჩემი საყვარელი ადამიანი? რატომ? _ბელა, დროზე უნდა გადაწყვიტო... ცოტა დრო გვაქვს...-მაჩქარებდა ესმი და ედვარდის ჭრილობებს ათვალიერებდა. როზალის და ემეტს ცეცხლი დაენთოთ მოშორებით და დემეტრის სხეულის ნაწილებს წვავდნენ. სათქმელად ადვილი იყო... ამოცანა გვეკითხებოდა: აბა, რომელი ჯობია, საყვარელ ადამიანს სამარადისოდ დაწყევლა თუ ინვალიდად დატოვება? სამწუხაროდ, ამოცანებს ვერასდროს ვიტანდი. _რაც არ უნდა იყოს, ადამიანი დარჩება!-ვთქვი არცთუ ისე მტკიცედ. _მაშინ იჩქარე...-ნაკბენზე მანიშნა ესმიმ. ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს არჩევანს. _მე? მე არ...-დავიბენი. _ეს შენ უნდა გააკეთო. მე მოტეხილობებს მივხედავ,-ესმი მის ხელთან დაიხარა, შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა, მე კი სხვა არჩევანი აღარ დამრჩენოდა: მის ყელთან დავიხარე და კბილები ჩავასე...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-12-18, 6:32 PM | |
|
|
|
|
★Gvanca★ | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 6:47 PM | შეტყობინება # 399 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| Quote (AnasteishA) axla vwer shemdeg tavs da davdeb axlave dzaan magaria gelodebi
შეტყობინება შეასწორა bella-bella - შაბათი, 2010-12-18, 6:48 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 7:31 PM | შეტყობინება # 400 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 38. გამოფხიზლება არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამდენი სიმშვიდე... ამდენი სიბნელე და ამდენი მდუმარება... მე ვიყავი არარსებობაში, უსასრულობაში, უდროობაში, უნაპირო, უსაზღვრებო, ცარიელ სივრცეში და ვერაფერს ვგრძნობდი ცარიელი სიცარიელის გარდა. ამასთან ერთად, მეც ცარიელი ვიყავი. ცარიელი ყოველგვარი ემოცებისა და შეგრძნებებისგან. უბრალოდ ვიცოდი, რომ ვიყავი და მორჩა. მაგრამ ბოლოს ესეც მომბეზრდა და სწორედ დროული იყო ჩემი დედამიწაზე დაბრუნება, ანუ თვალების გახელა. ეს იყო თეთრჭერიანი პატარა ოთახი. ჩემს მარცხნივ რაღაც მოწყობილობა წიკწიკებდა. მე თავბრუ მეხვეოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. სხეული ისე გამბუჟებოდა, რომ მეგონა კოსმონავტის სკაფანდრი მეცვა. _როგორ ფიქრობ, ახლა სტკივა რამე?-გავიგონე ელისის ნაღვლიანი ხმა. ოჰო, უკვე დაბრუნდნენ ჰავაიდან? მე მეტ ხანს დავრჩებოდი. _არამგონია, ელის, ნახევარი ტონა გამაყუჩებლები გაუკეთეს,-გავიგონე საოცნებო ხმა. _ბელა...-შევეცადე მეთქვა, მაგრამ ტუჩები ვერ ვიპოვე. როგორც ჩანს, ბელამ მაინც გაიგონა რაღაც, რადგან მაშინვე გამომხედა და თვალგახელილი რომ დამაფიქსირა, ღიმილად დაიღვარა. _თავს როგორ გრძნობ?-თანაგრძნობით დაიხარნენ ჩემსკენ. _უკეთესადაც ვყოფილვარ...-შევეცადე გამეღიმა, მაგრამ ამ მოძრაობამაც კი ტკივილი მომაყენა. _არაუშავს, მალე გამოკეთდები...-ღიმილით მითხრა ელისმა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. დავაპირე, რომ თავზე ხელი მომეხვია და მეც მეკოცნა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ხელს 5 კილოგრამი თაბაშირი ახვევია გარს. _გტკივა?-ჩემი მზერა არ გამოჰპარვია ბელას. _არა, ვერაფერს ვგრძნობ...-საუბარი მიჭირდა, თითქოს პირშიც გამაყუჩებელი შემიშხაპუნეს.-საერთოდ ვერ ვინძრევი...-აღმოვაჩინე შეძრწუნებულმა. ყელზე მსხვილი სახვევი მედო, მარცხენა ხელზე წვეთოვანი მქონდა შეერთებული და გულის აპარატიც მიერთდებოდა. წელსაც ვერ ვამოძრავებდი, მჭიდრო ნახვევი მქონდა ალბათ, ფეხებს კი საერთოდ ვერ ვგრძნობდი. -ასეთი რა გამიკეთეს? _იმ ყაჩაღებს კი არ უნდა შებრძოლებოდი, პოლიცია უნდა გამოგეძახა!-საყვედურნარევი კილოთი მითხრა ელისმა. რომელ ყაჩაღებს? _მეც მაგას ვეუბნებოდი?-კვერი დაუკრა ბელამ და ორაზროვანი მზერით გადმომხედა. _როდის გაივლის წამლების ეფექტი?-მოითმენლად ვიკითხე. _ნუ ხარ სულსწრაფი! ალბათ ჯერ ასეა საჭირო... დასვენება გჭირდება! წავალ, კარლაილს ვეტყვი, რომ გაიღვიძე...-თქვა ელისმა და ოთახიდან გასხლტა, მაგრამ მაინც მოვასწარი დანახვა, როგორ აიფარა ცრემლიან თვალებზე ხელი. _ჩემი გმირი ხარ!-ალერსიანად მითხრა ბელამ, როცა ელისმა კარი გაიხურა. _რა ყაჩაღებიო? ის იდიოტები სად გაქრნენ?-მომთხოვნი ხმით ვკითხე. ბელა იდგა და ლოყაზე მეფერებოდა გრილი ხელით. _ლეგენდა შევთხზე, თითქოს ვიღაცეები დაგვესხნენ თავს, შენ კი წინააღმდეგობა გაუწიე. _იმათ რა მოუვიდათ? როგორ გადავრჩით?-არაფერი არ მახსოვდა მას შემდეგ, რაც კედელს მივეხეთქე. _ედვარდ, ყველაფერი დამთავრდა. ჯობია დაისვენო, შემდეგ ყველაფერს გაიგებ...-დაყვავებით მითხრა, მაგრამ თუ ეგონა ასე ადვილად დავნებდებოდი, ესეიგი არ ვცნობივარ. _ბელა, თუ გგონია, რომ სანამ ყველაფერს გავიგებ, დასვენებას შევძლებ, ძალიან ცდები. რაც უფრო მალე დაიწყებ მოყოლას, მით უფრო მალე მორჩები და შემდეგ დასვენებას შევძლებ...-ეტყობა მაგრად არ მიმირტყია თავი. ბელამ ჩაიღიმა და მითხრა. _კარგი, ოღონდ მე ვილაპარაკებ, შენ ნუ დაატან თავს ძალას, კარგი?-თავი დავუქნიე და მოსასმენად მოვემზადე.-ჩემი ოჯახი მოვიდა, როზალიმ და ემეტმა მოუღეს ბოლო დემეტრის. _დანარჩენი ორი...-დავიწყე, მაგრამ ბელამ გამაწყვეტინა: _დანარჩენი ორი მალე დაბრუნდნენ და მათაც მოუარეს ჩემი ოჯახის წევრებმა. _სამივე მკვდარია?-გამიკვირდა, მაგრამ თვალების გაფართოებასაც ვერ ვბედავდი, ისედაც საშინლად ვგრძნობდი თავს. _ედვარდ, ხომ შევთანხმდით? მე ვლაპარაკობ, შენ მისმენ,-თითი გამიქნია. შევეცადე მენიშნებინა, რომ ვნებდებოდი და ხმას აღარ ამოვიღებდი.-სამივე მკვდარია,-მიპასუხა შემდეგ.-ალბათ გაინტერესებს რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ან ვინ იყო ის ხალხი,-ოდნავ დავუქნიე თავი. -ეს ის ხალხი იყო, ვისიც მეშინოდა. ვისზეც გეუბნებოდი, რომ მომკლავდნენ თუ მიპოვიდნენ. გავიგონე როგორ გითხრეს, რომ რაღაც ავიღე და ახლა დაბრუნების დრო იყო,-ისევ შევარხიე თავი ოდნავ თანხმობის ნიშნად. -მათ გონიათ, რომ ავიღე. სინამდვილეში მე არაფერი მომიპარია. დამაბრალეს. _რის მოპარვას გაბრალებენ?-თავი ოდნავ წამოვწიე და მაშინვე დატრიალდა პალატა. ისევ ბალიშზე დავაგდე თავი. _ამას არ აქვს მნიშვნელობა,-მზრუნველად მითხრა, როცა დაინახა როგორ დავხუჭე თვალები იმ მიზნით, რომ თავბრუსხვევა გაჩერებულიყო. -მოგვიანებით გავაგრძელოთ საუბარი, კარგი? ახლა დაისვენე. _კარგი, მაგ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ. მაგრამ ახლა სხვა საკითხი მაინტერესებს: რატომ ტიროდა ელისი?-ბელამ მაშინვე დახარა თვალები და ჩემს საბანს დაუწყო თითებით წვალება. _არ მესმის, რაზე ამბობ...-ანუ მშვენივრად ესმოდა. _ბელა... რამე სერიოზული მჭირს?-მისმა ხმამ უფრო დამაფრთხო. სევდიანი მზერა მომაპყრო, მაგრამ მაინც შეეცადა დავემშვიდებინე. _ტყუილად ნერვიულობ. მოტეხილობები გაქვს, მაგრამ შეხორცდება, სად წავა. ელისს უბრალოდ შენი ამ მდგომარეობაში დანახვა უჭირს. _შენ კი შეჩვეული ხარ დამტვრეულ-ნაბეგვი ხალხის ყურებას?-უკვე ღრმად მწამდა, რომ რაღაცას მიმალავდა. _ექთანს დავუძახებ, დამამშვიდებელს გაგიკეთებს და დაგეძინება...-კარისკენ შებრუნდა. _ბელა!-შევაჩერე.-ფეხებს რატომ ვერ ვგრძნობ? დამატებულია (2010-12-18, 7:31 PM) --------------------------------------------- bella-bella, ai. ogond esec patara tavi gamovida.
| |
|
|
|
|
|
|
SLYTHI | თარიღი: შაბათი, 2010-12-18, 9:44 PM | შეტყობინება # 405 |
259
Offline
| Quote (AnasteishA) SLYTHI, patara tavebia da albat imitom xo? madloba gaixareeee... dzalian sainteresoa da magitom
| |
|
|