ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
Tako | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:23 AM | შეტყობინება # 436 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:26 AM | შეტყობინება # 437 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 42. გარდაქმნა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ეს არ იყო ჩვეული კალაპოტი. ეს იყო ყველაზე უჩვეულო, ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე გასაოცარი.ბელამ დამარწმუნა, რომ ჯობდა ჯერ გარდავქმნილიყავი და მერე წავსულიყავით ვოლტერაში. დავეთანხმე, რადგან ვფიქრობდი, რომ ვამპირი უკეთესად დავიცავდი ბელას თუ საჭირო გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავის დაცვას მაინც შევძლებდი ბელას დაუხმარებლად. ბელას კი მგონი ეშინოდა, რომ ვოლტურები ჩემი "მადისაღმძვრელი" სისხლის გასინჯვის ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ და... მოკლედ მე გავხდი ვამპირი. ყველაფერი კი, აი, ასე მოხდა: ნოემბრის ბოლოს მე და ედვარდი ქალაქგარეთ, ტყის სიახლოვეს მდგარ მიტოვებულ ქოხში წავედით. ეს ადგილი ადრე ტყეში "სეირნობის" დროს მქონდა ნანახი და ედვარდის გარდაქმნისთვის იდეალურ ადგილად მიმაჩნდა, რადგან მოსახლეობისგან საკმაოდ მოშორებით იყო, სამაგიეროდ ახლოს იყო ცხოველებით სავსე ტყე... ქოხში ბუხარი იყო მოწყობილი. ედვარდი გარდაქმნამდე რომ არ გათოშილიყო, ცეცხლი დავანთეთ და მის წინ დავსკუპდით გვერდიგვერდ. ედვარდს ოდნავ აჩქარებით უცემდა გული- გარდაქმნაზე ნერვიულობდა ალბათ, ეს ბუნებრივიც იყო. _მითხარი, რამდენ ხანში დასრულდება ყველაფერი, რა შეგრძნებები გქონდა შენ რომ გარდაიქმენი? _კბენის შემდეგ, სისხლი მთელ სხეულში წაიღებს შხამს, თითოეულ უჯრედში შეაღწევს და მთელ სხეულს რომ მოიცავს, შენი გული გაჩერდება... ამას რამდენიმე დღე დასჭირდება, მანამდე კი განუწტყვეტლივ ტკივილის აგონიაში იქნები...დარწმუნებული ხარ, რომ... _მერე რა შეგრძნებები მექნება?-გამაწყვეტინა და ისეთი საყვარელი თვალებით მომაჩერდა, თითქოს ბოლო ფრაზა ვერც გაიგონა. _ძალიან მომენატრება შენი გულისცემას ხმა...-ვუთხარი და მკერდზე მივეკარი. ხელი მომხვია და გულზე ძლიერად მიმიკრა. თაბაშირი ჩვენს წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნეს.-რაც შეეხება შეგრძნებებს... როგორ აგიხსნა? პირველი, რასაც იგრძნობ არის წყურვილის გრძნობა, მაგრამ ტყე აქვეა და დიდხანს ცდა არ დაგჭირდება. მერე იგრძნობ, რომ ძლიერი ხარ, სწრაფი. მახვილი თვალი და სმენა გაქვს. თავიდან, შესაძლოა, დაგაბნიოს ამან, მაგრამ შემდეგ მიეჩვევი. პირადად მე, გარდაქმნის შემდეგ ვიფიქრე, რომ ადამიანად ყოფნისას შეგრძნებების მხრივ სრულიად დახურული იყო სამყარო. მეგონა სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ხმაურით, სუნებით აღსავსე სამყაროში. _შენ კი უარს მეუბნებოდი მაგ შეგრძნებების გაზიარებაზე...-მითხრა საყვედურნარევი კილოთი. თავი გამოვწიე, თვალებში ჩავაცქერდი, ტუჩები ნაზად შევახე ტუჩებზე... ხელები მოვხვიეთ ერთმანეთს და კოცნაში ჩავიძირეთ. ალერსი გაგვიხანგრძლივდა. ვერ ვშორდებოდი, მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო სითბური ტალღების მოძრაობა სხეულში. ედვარდს გამალებით უცემდა გული. _ბელა...-თავი გაწია მან, თან ხმამაღლა ქშინავდა.-მინდა ეს ახლავე გააკეთო... მიკბინე... რაც მალე გარდავიქმნები, მით მალე გახდები სამუდამოდ ჩემი...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა აღელვებისგან. _დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?-ვკითხე ბოლოჯერ მასზე არანაკლებ აღელვებულვა. მინდოდა ბოლო შანსი მიმეცა მისთვის, რომ უარი ეთქვა, მაგრამ ამავდროულად თვალმოუშორებლად ვუყურებდი მის მფეთქავ ძარღვს ყელზე. _მინდა...-მტკიცედ მითხრა მან. ვთხოვე ფუმფულა ტყავზე გადაწოლილიყო. დამემორჩილა და თავი ისე დახარა, რომ ყელზე მარცხენა მხარეს მეკბინა, თან თვალები დახუჭა. გული აჩქარებით უცემდა. ყელზე ვუყურებდი, ძლივსმოშუშებულ ნაიარევზე. დემეტრის ნაკბილარზე ნაზად, მაგრამ გრძნობით ვაკოცე, ყურში ვუჩურჩულე: _მე ყოველთვის მეყვარები...-შემდეგ კი ჩემი კბილები კიდევ ერთხელ შეეხო მის ყელს... წამში ნაცნობი სისხლის სუნი ვიგრძენი, ედვარდი შეკრთა და მკლავებზე ძლიერად მომიჭირა ხელები. პირი შხამით ამევსო. შემდეგ სისხლის გემოც შევიგრძენი და მთელი ძალით გამოვწოვე სისხლის ნაკადი. ტვინში სისხლის თავბრუდამხვევმა გემომ დამიარა და უკვე ვიფიქრე, რომ ვეღარ გავჩერდებოდი, მაგრამ ამ დროს მისი ტკივილისგან შეჭმუხნული სახე დავინახე, მაგრამ ხმას არ იღებდა. მაშინვე მოვაშორე კბილები და სახე დავუკოცნე. _მაპატიე... მაპატიე... არ მინდოდა... გთხოვ...-მაგრამ მას უკვე აღარაფერი ესმოდა. ტკივილისგან იკლაკნებოდა იატაკზე. თვალების გახელამდე უამრავი შეგრძნება დამატყდა თავს: ტყიდან ფოთლების შრიალის, ცხოველების ხმაურის, მწერების ზუზუნის ხმა მესმოდა. ვგრძნობდი ტყიდან მომავალი ნესტიანი მიწის, ქოხის დამპალი ფიცრების, ბუხრიდან წამოსული ნახშირის და კვამლის სუნს. პირველ რიგში კი გამძაფრებულად ვგრძნობდი ბელას სურნელს. თვალები გავახილე და მის მზერას შევეჩეხე. ღიმილით დამცქეროდა. _აბა, როგორა ხარ?-მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა. რბილ ტყავზე წამოვჯექი, ეს ისე სწრაფად გავაკეთე, რომ თვითონვე შემეშინდა. _სისწრაფის კონტროლის სწავლა მოგიწევს!-თითი ღიმილით დამიქნია. ასეთი უცნაური შეგრძნება ალბათ კომიდან ახალგამოსულ ადამიანს ექნება. ადამიანს, რომელმაც ერთ დღეს დაიძინა და თვეების ან წლების შემდეგ გაიღვიძა, რადგან ვგრძნობდი, რომ მე ის ძველი ედვარდი აღარ ვიყავი. ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა, თითქოს ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც ბელამ მიკბინა და ტკივილმა შთანმთქა. _თავში საშინელი ქაოსი მიტრიალებს... ყველაფერი ერთად მესმის, ერთად ვხედავ და ერთად აღვიქვამ... როგორ დავაღწიო თავი?-ვკითხე შეძრწუნებულმა. ბელას გაეცინა. _თვალები დახუჭე...-დავემორჩილე.-შეეცადე ყველანაირი ხმა დაბლოკო და ჩემს ხმაზე მოახდინო კონცენტრირება...-არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ უცებ ყოველგვარი ხმაური შეწყდა. _გამომივიდა!-ვთქვი და ჩავეხუტე.-უკვე გარდავიქმენი? აი, ტურმე როგორი ყოფილა ვამპირად ყოფნა! ენერგიის მოზღვავებას და უცნაურ, განუსაძღვრელ ძალა ვგრძნობ! თითქოს სულ სხვა, საოცარი შეგრძნებებით აღსავსე სამყაროში აღმოვჩნდი. ბელა... რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ? _ორი დღე, 15 საათი და...-მაჯის საათზე დაიხედა.-27 წუთი...-ორივეს გაგვეცინა. _და მთელი ეს დრო ჩემთან იყავი?-თვალები გამიბრწყინდა. ვამპირმა ედვარდმა პირველი რაც დაინახა თავისი საყვარელი ქალი იყო... ამაზე უკეთესი რა უნდა მენატრა? _რა თქმა უნდა! მეგონა ერტი-ორი დღე კიდევ დაგჭირდებოდა, მაგრამ საოცრად სწრაფად გარდაიქმენი!-აღფრთოვანებული მიყურებდა. _ჰოო, ალბათ შენთან დაბრუნება მეჩქარებოდა...-ლოყაზე ნაზად მოვეფერე. ის ისევ არ მაშორებდა აღფრთოვანებულ მზერას. -ძალიან შევიცვალე?-ვკითხე და თვალი მოვატარე ქოხში, იქნებ სადმე სარკე ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ. ხელზე დავიხედე: ძალიან თეთრი ფერის, თითქმის გამჭვირვალე ხელი მქონდა. _არ მეგონა, ვამპირობა ასე ძალიან თუ მოგიხდებოდა...-მის მზერაზე გამეცინა და გადავწყვიტე პირველი ვამპირული კოცნა მომესინჯა... _აუ!-ცოტა ხანში გაიწია ბელა. შემთხვევით ტუჩზე ვუკბინე. _მწარედ იკბინები!-გაიღიმა. _მაპატიე, არ მინდოდა...-ნაზად ვეამბორე ნატკენზე. _პირში შხამის სიჭარბეს გრძნობ?-მკითხა თანამგრძნობი ხმით. დავფიქრდი. პირში მართლაც ვგრძნობდი რაღაც სითხეს, რაც ძალიან გავდა ნერწყვს. თავი დავუქნიე.-მეც მწყურია. წავიდეთ, დღეს პირველი გაკვეთილი გექნება ნადირობაში... ხელიხელჩაკიდებულნი გამოვედით ქოხიდან. მზიანი ამინდი იყო. მის ვამპირულ სილამაზეს აღტაცებაში მოვყავდი, დამიარა სურვილმა მენახა, როგორი იყო მზეზე და გავხედე. ის მე მიყურებდა... საოცარი იყო: ჩემსავით გაფითრებული სახე ერთიანად უბრწყინავდა, წყვილი წითელი ფერის თვალი უცნაურად ელვარებდა, ამ თვალებში კი უცნაური სხივი შეინიშნებოდა. მე მეგონა ახალშობილ ვამპირებს წყურვილის გარდა არავითარი გრძნობა არ აქვთ... ედვარდი კი სიყვარულით მიმზერდა. თითქოს ბეწვი შეიცვალა ტყის ცხოველივით, შინაგანად კი იგივე დარჩა, რაც იყო. საერთოდ ასეც არის, როცა ადამიანი ვამპირი ხდება, შიგნით, მისი რაღაც ნაწილი მაინც იგივე თვისებების მქონე ადამიანია, მაგრამ ეს თვისებები, ჩვეულებრივ, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ვლინდება, როცა წყურვილის შეგძნებას ეჩვევი და ბოლომდე იაზრებ ვინ ხარ. _საოცარი ხარ...-ვუთხარი გულწრფელად, თვალს ვერ ვაშორებდი. ჩემი საყვარელი ღიმილით გაიცინა და მიპასუხა: _მაგ სიტყვებისთვისაც კი ღირდა გარდაქმნა...-და მე მივხვდი რატომ დარჩა ედვარდი ედვარდად: ვამპირად გადაქცევა მისი არჩევანი იყო. მას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გააზრებული და გარკვეულწილად მზად იყო ამისთვის. _რა, ადრე არ მითქვამს რა არაჩვეულებრივი ხარ?-გავიბუსხე "ვითომ". _არა!-გამაჯავრა.-აბა, დამიჭირე!-მომაძახა და გავარდა. _ედვარდ, ვერ დაგეწევი!-გავძახე, მაგრამ ის უკვე რამდენიმე მილით წინ იყო. ტყის სიღრმეში შევედი და ედვარდის სუნს გავყევი. ცოტა ხანში სხვა სუნიც ვიგრძენი... სისხლის სუნი... ბელა რომ მომიახლოვდა ვიდექი და ჩემს წინ საცოდავად მოკუნტულ მკვდარ ირემს დავყურებდი. _მეთვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა... მივრბოდი, უცებ მადისაღმძვრელი სუნი ვიგრძენი, ერთბაშად რაღაც დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო და რომ გამოვფხიზლდი... აი,-ხელი ყელგამოღადრული ცხოველისკენ გავიშვირე. _ყოჩაღ!-მითხრა გაოცებულმა.-მეგონა სწავლა დაგჭირდებოდა, როგორ უნდა მიუახლოვდე ცხოველს რომ არ დაფრთხეს და ა. შ. მაგრამ შენი სისწრაფე და ძალა ყველანაირ მოხერხებულობას გადაწონის. მაგარი ხარ!-შემაქო და ტაში შემოჰკრა. -კიდევ გწყურია? ჩვეულებრივ ასეთი ზომის ირემი მეტისმეტიც კია ერთ ჯერზე, მაგრამ პირველი წყურვილი ძლიერია... _მწყურია, მაგრამ შეკავება შემიძლია... მგონი....-დარწმუნებული არაფერში არ ვიყავი. წუთის წინ მეგონა, რომ ცხოველზე თოფის გარეშე ნადირობა გამიჭირდებოდა, ისიც მეგონა, რომ ირმის მოკვლა და მისი სისხლის დალევა სიბრალულის გამო გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემს წინ დასვენებული "ფაქტი" ყველაფერს ამტკიცებდა. _ჯერ-ჯერობით შეკავება არაა საჭირო. წამო...-ბელა ჩემს დაბნეულობაზე კარგად ხალისობდა. ხელი ჩამავლო და ერთად გავქროლდით. ასე გავხდი ვამპირი. თვის განმავლობაში ვისწავლე ემოციების დაოკება, წყურვილის შეძლებისდაგვარი გაკონტროლება. ადამიანთან მიმსგავსებული ქცევებიც ავითვისე ასეთუისე. ჩემმა წითელმა თვალებმა ნელ-ნელა ოქროსფერი იერი შეიძინა, რაც პირელ რიგში, ნორჩი ირმების, ფუმფულა მელიის და ბრაზიანი ლეოპარდის დამსახურება იყო. ნადირობა ბელასთან ერთად-ამაზე უკეთესი გასართობი ვერ წარმომედგინა. შობისთვის ფორქსში დაბრუნებას ვაპირებდით, შემდეგ ვოლტერაში მოგვიწევდა სიმართლის გამოსარკვევად წასვლა. მანამდე კი ვოლტურებთან შეხვედრაზე არანაკლები განსაცდელი- ადამიანების გარემცვაში ყოფნა მელოდა წინ...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:31 AM | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 5:47 PM | შეტყობინება # 446 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (Tako) alices ra upireb alice xo gatxovda meti raga unda :D
| |
|
|
sonia | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:22 PM | შეტყობინება # 447 |
118
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:32 PM | შეტყობინება # 448 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:29 PM | შეტყობინება # 450 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| madloba bavshvebo yvelaaas!!! :kiss: :kiss: ra moxdeba da rogor moxdeba winaswar ar gagimxelt isedac agaraferi darcha. axla davdeb axal tavs tu movaswari. tu arada xval da yvelafers isedac sheityobt vis ra elis, vis ra eshveleba da saertod ra moxdeba :kiss: sonia, kichebis eqimi da aseti sayvarelii? paradoqsia faqtiurad :D :D ra vqna, movida dasrulebis dro. chemi sxva motxrobebic waikitxe, roca davdeb. iqneb isinic mogewonos? elle____, zewolas ara vart, dagaswarit!!! :D დამატებულია (2010-12-24, 3:29 PM) --------------------------------------------- 43. შობა ესმის სახლს მანქანით მივუახლოვდით. _ესმი ჩვენს შესახვედრად მოდის...-ედვარდი აღფრთოვანებული იყო, რომ ეს ესმოდა.-აი, ახლა კარის სახელური ჩამოსწია,-გამეღიმა, მანქანა გავაჩერე და გადმოვედით. _ბავშვებო!-ესმი ჩვენსკენ წამოვიდა. ედვარდის დანახვაზე გულზე მოეშვა.-როგორ ვღელავდი!-ორივეს გადაგვეხვია. _თავს როგორ გრძნობ?-თანაგრძნობით მიაჩერდა ესმი ედვარდს. _თითქოს ასი წელია ვამპირი ვარ, ჩემი დარდი ნუ გაქვთ,-არხეინად უპასუხა ედვარდმა. შემდეგ ფარულად გადმომხედა. ვიცოდი რაც აღელვებდა: თავის ოჯახთან შეხვედრა. _წამოდით, აბა, მომიყევით როგორ ჩაიარა ყველაფერმა...-სახლისკენ გაგვიძღვა ესმი. ღამით მე და ბელა ტყეში წავედით. მინდოდა ჩემს სახლს მივახლოვებოდი, მესინჯა რას ივგრძნობდი, როცა მათი სუნი მეცემოდა. ხელიხელჩაკიდებულნი მივქროდით. _როგორც კი იგრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის, მაშინვე წავალთ აქედან... ედვარდ, მე ვერ მოგერევი, მაგრამ გენდობი... ვიცი, რომ ძლიერი ხარ და...-შეწუხებული მზერით მიყურებდა. მე კი უცებ ელისის სუნი ვიგრძენი. მინდვრის ნაზი ყვავილების და მისი საყვარელი მარწყვის შამპუნით ახალდაბანილი თმის სუნი. ალღოთი ვიგრძენი, რომ ელისი იყო, ბელას საუბარი გავაწყვეტინე და წამოვიძახე: _ელისი! _ჰო, მისი სუნია...-გაკვირვებულმა მიმოიხედა ბელამ. სუნს მივყევით და ტყისპირზე, ერთ-ერთ ხესთან გავჩერდით. მოპირდაპირე მხარეს კალენების სახლის აივანზე ელისი და ჯასპერი იდგნენ მოაჯირთან. _როგორ მომენატრა ჩემი პატარა დაიკო...-ჩავილაპარაკე, თან სევდიანად გავყურებდი მათ. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა.-რა იქნება რომ ვესტუმროთ? საერთოდ არ ვგრძნობ წყურვილს... _არა, ედვარდ. ელისი ძალიან ადვილად მიხვდება, რომ სხვა ფერის თვალები გაქვს. ხვალამდე მოგიწევს მოცდა... სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ...-მითხრა ბელამ. უხალისოდ დავეთანხმე.-მართლა ვერ გრძნობ სისხლის წყურვილს? _ისე მწყურია, როგორც ადამიანს მოშივდებოდა, როცა წინ ღორის სალაფავით სავსე ჯამს დაუდგავდნენ. თითქოს ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საკვები არ არის. მგონი ტყუილად ვღელავდი,-ჩემმა სიტყვებმა ბელა გაახარა. შესაძლოა ის ჩემზე მეტად ღელავდა არავინ მომეკლა, რადგან თუ ასე მოვექცეოდი ალბათ ჩათვლიდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. ჩემს ყველა ცოდვას თავის თავზე აიღებდა და იტყოდა, რომ მან მაქცია ურჩხულად. ამის წარმოდგენაზე უსიამოდ გამკენწლა. შემდეგ გამეღიმა და ბელას მოვეხვიე. გათენებამდე ცოტა ხნით ადრე მე და ედვარდი ჩემი ოთახიდან გამავალ აივნის მოაჯირზე ვისხედით და შობა-დღის გათენებას ველოდებოდით. ტყეს ძალიან ნელა ეფინებოდა ნათელი. გათენების შემდეგაც კი არ იყო ადვილი რაიმეს გარჩევა, რადგან ხეებს შორის ნისლი სქლად იყო. _ბავშვებო!-დაგვიძახა ესმიმ. ერთმანეთს გადავხედეთ და გავვარდით. მუდმივად "გასწრობანას" თამაშის რეჟიმში ვიყავით. მორთულ ნაძვის ხესთან ესმი იდგა და გველოდა. ნაძვის ხის ქვეშ რამდენიმე საჩუქარი შევნიშნე. _ეგ წითელი პატარა კოლოფი ჩემი საჩუქარია,-გვითხრა და პირველი მას დავწვდი. შესაფუთი ქაღალდი მოუთმენლად გავხიე, ყუთს თავი ავხადე და ორი ძეწკვი აღმოვაჩინე. კულონები ერთიანობაში გულს ქმნიდა, გამოცალკევების შემდეგ "ნახევარგულები" დარჩნენ. _თქვენი სახელები ამოვატვიფრინე...-მიგვითითა ესმიმ გულების კიდეებზე. _ჩემი გულის ნაწილი შენია...-ვუთხარი ღიმილით ედვარდს და "ნახევარგული" წარწერით "Bella" ყელზე ჩამოვაცვი. მანაც უაღრესი სერიოზულობით აიღო მეორე "ნახევარგული" და სიტყვებით: _მთელი ჩემი გული შენ გეკუთვნის, მაგრამ მეორე ნახევარს მკერდში დავიტოვებ...-ძეწკვი ყელზე ჩამომაცვა. სამივეს გაგვეცინა. მე ხელი ჩამოვუსვი წარწერას "Edward". _დიდი მადლობა, ესმი...-უთხრა ედვარდმა, მეც მადლიერი მზერა მივანათე.-ახლა ჩვენი საჩუქარი ნახე!-მოგრძო ყუთზე ვანიშნე. ესმიმ ყუთს ქაღალდი შემოხსნა, თავი ახადა და გაოგნებული მოგვაჩერდა. _სისხლი?-შემდეგ ისევ მინის ბოთლში მოლივლივე წითელ სითხეს დახედა. _ჰო, თანაც უმაღლესი ხარისხის!-სიცილს ძლივს იკავებდა ედვარდი. ბოლოს ორივე ერთად "ავფეთქდით". _წითელი ღვინოა! შენ და კარლაილს გამოგადგებათ!-სიცილით ავუხსენი. სწორედ ასე ჩავიფიქრეთ. ბოთლს სპეციალურად მოვაძრეთ ეტიკეტი რომ სისხლი ჰგონებოდა. _სულელო ბავშვებო!-იცინოდა ესმიც. _ეს ვიღამ გამოგვიგზავნა?-დანარჩენ ყუთებზე ვანიშნე. _როზალიმ და ემეტმა ეს გამოგიგზავნათ,-პატარა ოთხკუთხედი ფორმის კოლოფი იყო.-მაგრამ თქვენს ადგილას საერთოდ არ გავხსნიდი...-გაგვაფრთხილა ესმიმ და მართალიც აღმოჩნდა, რადგან გახსნის შემდეგ დავასკვენი, რომ ასეთ უაზრო, უხამს საჩუქარს ემეტის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა. _...ეს ბილისგანაა!-აგრძელებდა ესმი. _ბილისგან? სადაა? როგორაა?-წამოვიყვირე მისი სახელის გაგონებაზე. _საფრანგეთშია, თანაც მშვენივრადაა. თქვენ ქალაქგარეთ ყოფნისას მოგვწერა. ემეტისგან შეიტყო, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. შენს შესახებაც შეიტყო,-ედვარდს გადახედა ესმიმ. _ვნახოთ ამჯერად რა მოიფიქრა,-ვთქვი და თხელ კოლოფს დავწვდი.-სურათის ჩარჩო!-საყვარელი, გულის ფორმის წითელი ჩარჩო იყო.-საიდან ნახულობს ამდენ ხარახურას? ყოველ შობას უსარგებლო ნივთების სიას თითო-თითო ნივთი ემატება,-დავიწყე ბუზღუნი. _რატომ? მე მომწონს...-ედვარდმა გაკვირვებულმა დაავლო ხელი ჩარჩოს. _ჩარჩო მეც მომწონს, მასში ცარიელ სურათს რომ ჩავდებთ, ეგ ნამდვილად არ მომეწონება!-ედვარდი გაოცებული მიყურებდა.-არ მითქვამს? სურათზე ჩვენი გამოსახულება არ ჩნდება. _არა, არ გითქვამს!-მითხრა სერიოზულად.-თორემ ბევრი სურათს გადავიღებდი გარდაქმნამდე!-დაამატა სიცილით. საღამოს ბელამ და დედამისმა მაიძულეს ესმის მიერ ნაყიდი საზიზღარი ლინზები გამეკეთებინა, რომ ჩემ თვალებს მწვანესთან მიახლოებული შეფერილობა მისცემოდა. შემდეგ კარლაილთან წავედით სავახშმოდ. საჭესთან ესმი იჯდა. მანქანა კართან ასასვლელ კიბესთან გააჩერა და გადმოვედით. კარი ელისმა გაგვიღო. _ედვარდ! ბელა!-ორივეს ჩაგვეკრა. მე ისევ მეცა მინდვრის ყვავილების საამო სურნელი და ხელი მოვხვიე დაიკოს. ლოყაზე რომ ვკოცნიდი ვიგრძენი როგორ მოძრაობდა მის სხეულში სისხლი და ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორიც ირემზე ნადირობისას მეუფლებოდა ხოლმე. მაგრამ შემდეგ ელისის გაკვირვებული მზერა დავიჭირე და მაშინვე გონს მოვეგე. _მთელი დღე არაფერი უჭამია, ერთი სული აქვს როდის დააცხრება ინდაურს!-სიტუაცია ბელამ განმუხტა და ამაზე ყველას გულიანად გაგვეცინა. _მოვიდნენ?-სასადილო ოთახიდან გამოყო თავი კარლაილმა. ისიც სათითაოდ გადაგვეხვია, ესმის ლოყაზე აკოცა და შინ შეგვიპატიჟეს. სუფრასთან უკვე ისხდნენ ჯასპერი და მისი მშობლები. ჩვენც მათ შევუერთდით. უცნაური გრძნობა იყო: მესმოდა თითოეული მათგანის გულისცემა, სისხლის ჩქროლვის ხმა და მათ დამახასიათებელ სურნელს ვგრძნობდი. თითქოს გასაოცარი სურნელის მქონე ყვავილებით სავსე ბაღში მოვხვდი. ვიღაცას შესაძლოა თავბრუ დახვეოდა და ვეღარ გადაეწყვიტა რომელი ყვავილი მოეწყვიტა, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ვგრძნობდი რომ მე ამ ყვავილების მიმართ სრულიად გულგრილი ვიყავი და არცერთის სურნელები არ მიბნევდა გზა-კვალს. მე და ბელა გვერდიგვერდ ვისხედით და თეთრი ყვავებივით გამოვირჩეოდით ყველა იქ მყოფი წყვილისგან. ჩვენ ვგავდით შეყვარებულებს, რომელთაც ერთმანეთზე ზრუნვის გარდა სხვა საფიქრალი არ აქვს. საშობაო ვახშამზე მივხვდი, რომ სინამდვილეში ლაზანია არც ისე გემრიელია, თუნდაც ის ელისის გაკეთებული იყოს. სასიამოვნო საღამო წყნარმა რომანტიულმა მელოდიამ დაასრულა. მე და ბელა პირველები ვიყავით ვინც საცეკვაოდ წამოდგა. _პირველი შობა ერთად...-ღიმილით მითხრა ბელამ, როცა ხელები წელზე შემოვხვიე, ძლიერად მივიკარი გულზე და მუსიკის ხმაზე რხევა დავიწყეთ. _პირველი, მაგრამ ასეთი კიდევ უამრავი იქნება...-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. რა უნდა მენატრა მეტი? ჩემი მთავარი ნათვრა-"ერთად სამუდამოდ" ასრულებული იყო, ჩემი ანგელოზი მკერდზე მყავდა მიკრული და ვიცოდი, რომ ყველასგან დავიცავდი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვახშმის შემდეგ მე და ბელა ესმის სახლში ფეხით წავედით, რადგან... _უცნაურ სუნს გრძნობ? მალე თოვა დაიწყება...-მითხრა ბელამ, როცა კარლაილის სახლიდან გამოვედით. _თოვა? _ჰო. მოდი, ფეხით წავიდეთ...-ეშმაკურად აუელვარდა თვალები ბელას. ამ მზერის შემხედვარე ყველა გეგმაზე, თამაშზე, თავქარიანობაზე თანახმა ვიყავი. ესმი ჯერ კიდევ კარლაილს ემშვიდობებოდა პარმაღზე, როცა მე და ბელა ქუჩაში გავედით. მივდიოდით და გარეთ გამეფებული სიმშვიდით ვტკბებოდით. ბელა გულთან მყავდა მიკრული, თითქოს ძალიან მციოდა. პირველი ნაზად მოფარფატე ფიფქი ტუჩზე დაეცა ბელას და ზედვე დარჩა. ცოტა ხანში კი ისეთი თოვა დაიწყო, რომ 15 წუთში უკვე დაფარა მიწა. საოცრად ლამაზად ბარდნიდა და ჩვენ ორნი თოვლში ხრაშა-ხრუშით მივაბიჯებდით, თან ერთმანეთს ვაკვირდებოდით. უცებ არ ვიცი რამ წამომიარა, ბელა განზე გავწიე და მოფარფატე ფიფქებს შორის დავაბზრიალე. შემდეგ ახლოს მოვიზიდე და რხევა დავიწყე. თვით მშვენიერება იყო ცარცივით თეთრი ბელა ფიფქების ფონზე. _ცეკვა თოვლში?-იცინოდა ბელა. _ახალი მოდაა!-გავუცინე მეც. ნიკაპი ავაწევინე და ფიფქიან ტუჩზე ვაკოცე... კარგა ხანს ვიხეტიალეთ თოვლში ხელჩაკიდებულებმა (ერთი გუნდაც მივიღე სიფათში ბელასგან). მომენტით ვტკბებოდით, რადგან დაზუსტებით არ ვიცოდით რას გვიქადდა მომავალი. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის, რომ ან ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა იწყებოდა, ან საერთოდ დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. მთავარი იყო, რას გადაწყვეტდნენ ვოლტურები. სახლში დაბრუნებულმა ვოლტერაში წასასვლელად მზადება დავიწყეთ...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2010-12-24, 3:42 PM | |
|
|