sonia, rames movifiqreb albat (tavebtan dakavshirebit). mixaria, rom ase shegachviet tavi me da chemma fikma male daviwyeb axali motxrobis aq daweras.
elle____, hahaaa, shegeshindaa? :kiss:
natuka, shenma komentarma guli amichuya mag mxriv sheidzleba itiro, sxva mxriv satirali araferi araa... chemi mgrdznobiare baia xal sen ise, arc ise cudi yofila sxvisi narkotikoba
elle____, amm... tu ramea vifiqreb tqvens dasaqmebaze...
saaali, shen etyoba zemgrdznobiare ynosva gaqvs imitom rom mag suns, piradad me, ver vgrdznob ara, sal, ar gagrdzeldeba, ert nawilshi morcheba, meore nawils ar vwer
bella-vampire, shen bela shegecoda da ellem gamilandzga chemi belusi da gamiswora miwastan ara, axla ert tavs davdeb, xval an zeg epilogs da mere morcha. me shevecdebi da vnaxot tu mogewonebat... :kiss: madloba, rom chemtan xarდამატებულია (2010-12-21, 12:51 PM)
---------------------------------------------
41. და ოდეს ზღვანი აღელვდებიან...
ცუდ ხასიათზე გამეღვიძა. ალბათ, რაღაც საზიზღარი სიზმარი ვნახე. პალატაში ელისი და ჯასპერი ხმადაბლა, მაგრამ გაცხარებით ლაპარაკობდნენ რაღაცაზე.
_ბელა სადაა?-ვიკითხე ყოველგვარი შესავლის გარეშე. ელისი გაშეშდა.
_ბელა? მმ... ვუთხარით, რომ შენთან ჩვენ დავრჩებოდით და სახლში წავიდა გამოსაცვლელად... -არ მობრუნებულა ისე მითხრა ელისმა.
_თქვენ რატომ დარჩით? ისეთი ავადმყოფი აღარ ვარ, ღამეების თევა რომ სჭირდება,-მივხვდი, რომ უხეშად გამომივიდა, მაგრამ ეს არ მანაღვლებდა.
_არ გვინდოდა, მარტო დაგვეტოვებინე,-მითხრა ჯასპერმა. ვეღარაფერი ვუპასუხე, არადა მარტო დარჩენა მინდოდა.
_როდის გამწერენ, ხომ არ იცით?-ვიკითხე ბუზღუნა ბერიკაცივით.
_ედვარდ, გაწერაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ჯერ ხერხემალი უნდა ნახონ, ოპერაცია გჭირდება, შემდეგ...
_აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდები. ისედაც ყველაფერი ყელში ამომივიდა... როდემდე უნდა ვეგდო ასე უძრავად? ბელამ რატომღა მიმატოვა? არ შეიძლებოდა, დილას წასულიყო გამოსაცვლელად?-მშვენივრად გამომდიოდა ცხოვრებაზე გამწარებული, აუტანელი ინვალიდის როლის თამაში.
_წავალ, ექიმს დავუძახებ...-წამოხტა ელისი. ისეთი ხმა ჰქონდა, სადაც იყო აღრიალდებოდა. მისი გასვლის შემდეგ, ჯასპერი კუთხეში მიდგმული სკამიდან წამოდგა და მომიახლოვდა.
_ალბათ ფიქრობ, რომ არავის ესმის შენი და რომ მარტო ხარ ამ გასაჭირში,-დაიწყო თანამგრძნობიარე ხმით ანუ აიფარა ნიღაბი სახელწოდებით "გასაჭირში გვერდით მდგომი სიძე".-რომ ესაა შენი ჯვარი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო,-ამას ნამდვილად არ ვფიქრობდი.-მაგრამ დამიჯერე, ასე არაა. იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. ოპერაციას გაგიკეთებენ და ფეხზე დადგები. ასე რომც არ მოხდეს, ღვთიური სასწაულები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება,-ოო, მაგაში მეთვითონაც დავრწმუნდი ცოტა ხნის წინ!-მანამდე კი, გახსოვდეს, რომ შენი ახლობლები მუდამ შენს გვერდით იქნებიან და დაგეხმარებიან მძიმე პერიოდის გადალახვაში. მათ შორის მომიაზრე მეც. ამის შემდეგ, როგორ ფიქრობ, მართებულია ხელი ჰკრა იმას, ვისაც უყვარხარ და ვინც შენზე ზრუნავს? ნუ მოექცევი ასე ელისს...-ეს კიდევ დიდხანს აპირებდა გაგრძელებას, მე კი მისი მოსმენის ხალისი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ გავაწყვეტინე.
_მადლობა, ჯასპერ, ყველაფერი გასაგებია,-ვუთხარი და სახე მივაბრუნე.
_ჯერ ყველაფერი არ მითქვამს...
_ისედაც გავიგე, რომ ყველანი გვერდში მედგებით და ბლა ბლა ბლა...-ჩავიბუზღუნე.
_მომისმინე!-ისე კატეგორიულად მითხრა, რომ გაკვირვებულმა შევხედე.-ჯერ ყველაზე მთავარი არ მითქვამს. არის რაღაც, რაც მე მგონია, რომ უნდა იცოდე...-ხმა დაძაბული გაუხდა.-ელისი და დანარჩენები არაფრის თქმას არ აპირებენ, მაგრამ შენს ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი... მოკლედ... ბელა აქ აღარ დაბრუნდება...-რაოო?!
_ვერ გავიგე?!-მთელი სხეულით დავიძაბე.
_ბელა და დედამისი ფორქსიდან მიდიან... მიზეზი ვერ გავიგე, მაგრამ ვიცი, რომ სამუდამოდ მიდიან...
_ბელა მიდის? სად მიდის? რატომ არაფერი მითხრა?-სხეულში შიშმა დამიარა, მისი დაკარგვის შიშმა და კიდურები გამიყინა. თვინში ერთადერთი, ცივი ლურჯი ნათურა ანათებდა, რომ ის დამტოვებდა და მე აქ ვეგდებოდი მის მოლოდინში. მარცხენა იდაყვზე წამოვიწიე.-ჯასპერ, უნდა დამეხმარო...-ჩემი შეშლილი ხმა მეთვითონვე მეუცხოვა.
ყველაფერი ის ხდებოდა, როგორც მე დავგეგმე: ესმი ბოლოსდაბოლოს დამთანხმდა ედვარდის მიტოვებაზე, მაგრამ არამგონია ამქვეყნად ვინმე ყოფილიყო ისეთი უბედური თავისი გეგმის შესრულების გამო, როგორც მე ვიყავი... დილით ემეტი და როზალი, რომელთაც ვუმადლოდი ჩემი და ედვარდის გადარჩენას, რომლებთანაც ამის გამო ნორმალური დამოკიდებულება მქონდა, ალასკაზე წასვლის წინ გემრიელად გამომლანძღეს ჩემი სილაჩრისთვის. მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. მაინც ორივეს გადავეხვიე წასვლის წინ, რადგან არ ვიცოდი, კიდევ როდის ვნახავდი მათ. როზალიმ გაბრაზების მიუხედავად მაინც მაგრად მომხვია ხელი (ალბათ გულის სიღრმეში, თუ საერთოდ ჰქონდა ასეთი, მაინც გრძნობდა, რომ ვიტანჯებოდი), ემეტმა კი შუბლზე მაკოცა და ჭკვიანად იყავიო დამიბარა.
მე და ესმიმ სწრაფად შევკარით ბარგი (ის არ მელაპარაკებოდა წასვლაზე თანხმობის მიუხედავად) და ავეჯზე თეთრი შალითები გადავაფარეთ. შემდეგ ესმიმ თავისი მანქანა წაიყვანა და საავადმყოფოში წამოსვლის შესახებ განცხადების მისატანად წავიდა. იქიდან პირდაპირ სიეტლში წავიდოდა, საიდანაც სადმე, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად, გადავფრინდებოდით. ბარგიანი მანქანა მე მიმყავდა. ჩვენი მანქანებიც რომელიმე ტრანსპორტერი კომპანიის მიერ გადმოყვანილი იქნებოდა ჩვენს ახალ საცხოვრებელში.
გარეთ ბარგით სავსე მანქანა მელოდა და სადაც იყო საჭეს უნდა მივჯდომოდი, მაგრამ მანამდე ნახევრად-შალითაგადაფარებულ თეთრ როიალზე სევდიანად ვუკრავდი ცალი ხელით (მეორე ხელის იდაყვი კლავიშებს ზემოთ, როიალის თავზე მქონდა დაყრდნობილი, ხელის გულზე ნიკაპს ვაყრდნობდი) და თან თვალდახუჭული ვფიქრობდი საავადმყოფოს უღიმღამო პალატაში საწოლზე მისვენებულ ერთ ადამიანზე. რას იგრძნობდა, იფიქრებდა და იტყოდა, როცა ჩემი გაპარვის ამბავს გაიგებდა?
_იფიქრებს, რომ დავაინვალიდე და მივატოვე...-წავიბურტყუნე ნაღვლიანად.
_და მართალიც იქნება!-ამ ხმის გაგონებაზე შევხტი.
_ედვარდ!-გაოგნებულმა დავინახე, რომ კართან... იდგა! თავის ფეხებზე იდგა და ნატანჯი, სასოწარკვეთილი გამომეტყველებით მიყურებდა. -შენ... შენ შეგიძლია სიარული?-აღარ მეგონა ჩემნაირ მრავლისმნახველს ასე ძლიერად კიდევ თუ გააოცებდა რამე. მან ჩემს კითხვას ყურადრება არ მიაქცია და განაგრძო:
_როცა გაიგე, რომ დავინვალიდდი, ჩემი მიტოვება გადაწყვიტე? რადგან ინვალიდი აღარაფერში გჭირდებოდი?-ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თითოეული სიტყვის თქმა განუზომელ ტკივილს აყენებდა.
_არა, ედვარდ. შენი მიტოვება იმ წამს გადავწყვიტე, როცა დავინახე, როგორ მიგახეთქა კედელს დემეტრიმ. ჩემს სიახლოვეს ყოველთვისაა ხიფათი, მე კი ვერ დავუშვებ, ჩემ გამო დაიღუპო...
_და თუ მე მზად ვარ, შენ გამო დავიღუპო? თუ მე ეს მინდა? ჩემს სურვილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის?
_ედვარდ, დამიჯერე... ასე ჯობია...
_ჩემს ნაცვლად ნუ წყვეტ რა ჯობია ჩემთვის. "ჯობიაზე" ფიქრს, იმაზე იფიქრე რა მინდა მე და... რა გინდა შენ...-ნელ-ნელა მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა. სადაც იყო, ბრძოლას შევწყვეტდი... დავნებდებოდი ამ სურვილს, ყოველგვარი საფრთხის, შიშების, წინდაუხედაობის, უგუნურების მიუხედავად, მასთან დავრჩენილიყავი... მაგრამ შემთხვევით როიალს დავხედე და გული უცნაურად შემეკუმშა...
_როგორ მოხდა, რომ ფეხზე დგახარ?-ვკითხე და ჯინსებზე დავხედე.
_იმ დღეს, როცა მითხარით, რომ დავინვალიდდი, პირველად შევძელი ფეხის გამოძრავება. შემდეგ ექიმს ველაპარაკე... უფრო სწორად, უფრცელზე დავუწერე რისი თქმაც მინდოდა, რადგან ვიცოდი, მოგვისმენდი...
_და მე რატომ მიმალავდი?-გაკვირვებული ვუყურებდი.
_საავადმყოფოში მიყვანის დღიდან სულ ვიცოდი, რომ ფეხების უგრძნობლობა არანაირი წამლის "დამსახურება" არ იყო, მაგრამ ესმის მსგავსად (რომელიც ჩემს გარდაქმნას იმედოვნებდა), მეც მეგონა, რომ დაინვალიდების შემთხვევაში გარდამქმნიდი. ამიტომ ვთხოვე ექიმს, სიმართლე ყველასთვის დაემალა. მეგონა, თუ ირწმუნებდი, რომ ადამიანი ვეღარასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი, ვამპირად მაქცევდი. შემდეგ თქვენი საუბარიც მოვისმინე, თავი მოვიმძინარე და გავიგონე ესმიმ როგორ გითხრა, რომ თვითონ გარდამქმნიდა. შენ, როგორც ჩანს, მისი გადარწმუნება მოახერხე და გარდაქმნის ნაცვლად, ჩემი მიტოვება გადაწყვიტე...ჰოდა, ახლა გეკითხები: რატომ, ბელა, რატომ?-კბილებში გამოსცრა მან, თან მავედრებელი, ნაღვლიანი მზერით მიყურებდა.
_ხომ აგიხსენი? მე არ შემიძლია... არ მინდა, არსებობდეს საფრთხე, რომ ჩემ გამო რამე დაგემართება...-ხმა ჩამიწყდა. ცეცხლოვანი ისრები მიფლეთდნენ გულს. მე ის მიყვარდა მთელი გულით, სულით, არსებით. ყველა გრძნობა ერთად ტრიალებდა ჩემში: ჩემი ტკივილი და მისი ტკივილი, ჩემი წასვლის შემთხვევაში; სიხარული, რომ ის ინვალიდი არ იყო; სასოწარკვეთილება, რომელსაც მის თვალებში ვხედავდი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვგრძნობდი მასაც ვუყვარდი. მეშინოდა, რომ თუ მთხოვდა, დავრჩენილიყავი, წასვლას ვეღარ შევძლებდი.
_თუ გარდამქმნი, არავითარი საფრთხე არ იქნება, ბელა! რატომ მექცევი ასე? მიყვარხარ და უშენოდ ვერ ვიარსებებ!-მითხრა და აცრემლებული თვალებით ჩამხედა თვალებში. შემდეგ უცებ შეშლილივით ანთო თვალები და ყვირილით წავიდა კარისკენ.- გინდა გარდამქმენი, გინდა არა! თუ გინდა მომკალი, რაც გინდა ის ქენი, ოღონდ აქედან არ გაგიშვებ!-თან ხელებგაშლილი აეფარა კარს. ადგილიდან არ ვინძრეოდი, ამან უარესად იმოქმედა, ქვედა ტუჩი დაიკბინა, რადგან ფიქრობდა, რომ დამარცხდა, მარჯვენა თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. ვუყურებდი და ვხედავდი როგორ იტანჯებოდა, ჩემთან შედარებით უსუსური ადამიანი. ადამიანი, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა. ადამიანი, რომელიც მთელ სამყაროზე მეტად მიყვარდა და ადამიანი, რომლის გულისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი. თუ ჩემთან ყოფნისას შესცივდებოდა, ჯოჯოხეთსი ჩავიდოდი და იქიდან მოვუტანდი ცეცხლს...
_არ გაგიშვებ... არასოდეს!-გაიმეორა ისევ. ტუჩებზე ხელი ავიფარე, რომ ხმამაღლა არ მეკივლა აღელვებისგან. თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი იმის ძახილი, რომ მე ძლიერი ვარ და გავძლებდი ედვარდის გარეშე. პირიქით, იმდენად სუსტი ვიყავი , რომ ვერასდროს ვერ შევძლებდი უარის თქმას მასზე და ვერც სიკვდილის ნებას მივცემდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეგოიზმი ერქვა ამას თუ არა, მე ის მჭირდებოდა... ს ა მ უ დ ა მ ო დ!
მასთან მივირბინე და გულში ჩავეკარი. მანაც ძლიერად მომხვია ხელები და ჰაერში დამაბზრიალა... მივხვდი, რომ უკვე ვეღარანაირ თხოვნაზე ვერ ვეტყოდი უარს.
ესმის სახლში, კიბეზე ვისხედით გვერდიგვერდ და ერთად ყოფნით ვტკვებოდით. თითქოს ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი... ის თმაზე მეფერებოდა, მკოცნიდა, მაგრად მიკრავდა გულში. ბოლოს, როცა ემოციები დავიოკეთ და საბოლოოდ დავარწმუნე, რომ სიყვარულმა დამამაცხა და მის მიტოვებას ვეღარ შევძლებდი, ლოყა საფეთქელზე მომადო და მკითხა:
_როდის გარდამქმნი?-შევკრთი, მაგრამ ძველებურად მძაფრი რეაქცია არ მქონია. ბედს შეგუებული ვიყავი, ვიცოდი ეს უნდა გამეკეთებინა. ეს იყო ედვარდის არჩევანი.
_როცა მთხოვ...-ვუთხარი სევდიანად.
_მაშინ ახლავე!-გამოცოცხლდა მაშინვე.
_არა, ედვარდ. გარდაქმნას რამდენიმე დღე სჭირდება. ელისი და კარლაილი ძებნას დაგიწყებენ. შევუთანხმდეთ, ვთქვათ, რომ განმარტოებით გვინდა წასვლა სადმე. შემდეგ ნადირობაც უნდა ისწავლო... ადამიანების სიახლოვეს ყოფნისას წყურვილის გაკონტროლება... ამას დრო სჭირდება,-ავუხსენი სერიოზული ხმით.
_შენ ხომ ახერხებ? არც მე გამიჭირდება...-მითხრა ენთუზიაზმით აღსავსე ხმით.
_ჰო, მაგრამ მე ამისთვის მთელი საუკუნე მქონდა.
_შობისთვის ხომ დავბრუნდებით ფორქსში?
_გააჩნია როდის წავალთ... მალევე უნდა წავიდეთ...
_ხვალ, კარგი? ხვალ წავიდეთ,-პატარა, აცუნდრუკებულ ბავშვს ჰგავდა, ნუთუ ასე ეჩქარებოდა ურჩხულად გადაქცევა?
_მე უკვე ყველაფერზე თანახმა ვარ...-ბედის მორჩილი კაცივით ჩავილაპარაკე. ედვარდს ჩემი საყვარელი ღიმილით ჩაეცინა და მე ისე მომინდა ამ ღიმილზე მეკოცნა, რომ თავი ვეღარ შევიკავე. მაგრამ გული აუჩქარდა თუ არა, გამოვიწიე და თავი მკერდზე, გულთან მივადე. რომ დაწყნარდა მერე მკითხა:
_იმათ რაც შეეხება? შენს ევროპელ მეგობრებს? როდის შევებრძოლებით?
_ბრძოლა არ იქნება...-შეშფოთებულმა ვუპასუხე.
_არა?-გულდაწყვეტილი ჩანდა.
_არა!-კატეგორიული ხმით ვუპასუხე.
_როგორ ფიქრობ, არ დადგა დრო, ყველაფერი მომიყვე?
_კარგი, მოგიყვები...
რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ახალი გარდაქმნილი ვიყავი, მე და ჩემი ოჯახი გვიპოვა ერთმა ვამპირმა, სახელად სარგონმა. მან გვიამბო ვამპირთა სამეფო საგვარეულოს შესახებ. ჩვენ მოვიხიბლე იდეით, რომ სამეფო კარზე ვიქნებოდით. არ მოგვიწევდა მომთაბარედ ცხოვრება, საკვებზე ზრუნვა. მოკლედ, დავინტერესდით და სარგონს გავყევით, რომელიც ვოლტურებს გამოეგზავნათ. იტალიაში არის ერთი ძველი ქალაქი, ვოლტერა. სწორედ იქ მიგვიყვანა სარგონმა და ვოლტურები გაგვაცნო. არო, მარკუსი და კაიუსი, აი, ვისი "სამეფო" იყო ვოლტერა. მათ თავის გარშემო ჰყავდათ შემოკრებილი ყველა ძლიერი ან განსაკუთრებულ უნარიანი ვამპირი. მათ შორის გამორჩეულნი თვითონ ეს სამნი და მათი ცოლები იყვნენ. აროს ერთი ხელის შეხებით შეუძლია ყველა აზრის წაკითხვა, რომელიც ოდესმე გაგიფიქრია, მის ცოლს, მარგოს, აქვს უნარი, ნებისმიერი ინდივიდი დაარწმუნოს სასურველში ისე, რომ ამას ვერც მიხვდე. მარკუსს ურთიერთობების სიძლიერის გაზომვა შეუძლია, მის ცოლს, ანნას- არასასურველი ურთიერთობების რღვევა, ჩაგინერგავს ისეთ აზრს, რომ სამუდამოდ შეიძულებ გულით საყვარელს. კაიუსი გაუჩინარების უნარით გამოირჩევა, მისი ცოლი სოფია წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ჩემ გამო თავისი ხელით მოკლა.
ასეთი სიტუაცია დაგვხვდა, როცა ვოლტერაში ჩავედით. ადვილად შევეგუეთ იქაურ სიტუაციას, წესებს. ერთადერთი, რაც გვაშფოთებდა იყო ის, რომ ისინი ადამიანის სისხლით იკვებებოდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ცხოველური სისხლით. პირველი უთანხმოება სწორედ ამ საკითხზე გაჩნდა, ისინი მოითხოვდნენ, რომ მთლიანად მათი წესებით გვეცხოვრა. ეს სულ ადვილი იყო თუ მარგო თავის ნიჭს გამოიყენებდა, მაგრამ აროს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო და ჩვენთვის ხელსაყრელი წესი, მისი ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა თავისი ნიჭი "სამეფო კარის" წარმომადგენლებზე. სწორედ ამიტომ ინარჩუნებდა ის ასე ხალხმრავალ გარემოცვას.
არო ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარეა და ის ჩვენით დაინტერესდა, განსაკუთრებით ჩემით, რადგან ჩემი ისტორია უცნაურად საინტერესოდ მიაჩნდა. საბოლოოდ, მარგომ ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო, რადგან ის აროს პირველი ცოლი არ იყო (და ეეჭვებოდა, რომ არც უკანასკნელი იქნებოდა) და გადამემტერა. მოხდა ისე, რომ აროს სამეფოგერბიანი ბეჭედი დაიკარგა. რადგან ხშირად ვიყავი აროს სიახლოვეს, მე დამბრალდა. მარგომ ქმარი დაარწმუნა და ჩემი შეპყრობა გადაწყვიტეს. ეს სოფიამ ხილვაში დაინახა და გამაფრთხილა. მე და ჩემი ოჯახი გამოვიქეცით. სოფია ჩემს მხარეს იდგა და ყველას დარწმუნებას ცდილობდა, ამბობდა, რომ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ ალბათ ისევ მარგოს გავლენის გამო, ის კაიუსმა ჩემს თანამზრახველოაში დაადანაშაულა, ბეჭდის დაბრუნება მოსთხოვა. მაგრამ რადგან ვერ დაუბრუნა, თვითონვე მოკლა. ასე დავკარგე ჩემი უახლოესი მეგობარი სოფია. მას შემდეგ კი, ყველგან ვოლტურები მსდევენ თან. ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს კვალს ვეღარ აგნებდნენ და სწორედ ამიტომ გავრისკე ფორქსში ჩამოსვლა.
_ახლა რას აპირებ? ისევ უნდა დავიმალოთ? როდემდე?-ვკითხე როცა თხრობა დაასრულდა.-ხომ არ აჯობებს, მივიდეთ და ვამხილოთ ის მარგო?
_ედვარდ,-ჩემს გაბრაზებულ ხმაზე გაეცინა ბელას.-როგორ ფიქრობ, დაგვიჯერებენ? ამდენი წელია სწამთ, რომ მე მოვიპარე...
_შენ თქვი, რომ აროს ნებისმიერი ფიქრის წაკითხვა შეუძლია, რომელიც ოდესმე გაგიფიქრია?
_ჰო, მერე?
_მერე იდეა მაქვს... ვოლტერაში მივდივართ....
დამატებულია (2010-12-21, 12:52 PM)
---------------------------------------------
uh, ramxela tavi gamomivida... davigale werit bavshvebo erti tavi kide darcha mgoni epilogamde... mokled, imedia isiamovnebt. miyvarxart