ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 12:39 PM | შეტყობინება # 361
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, madloba... kargia sheni shexedulebebi rom gaqvs. me shenishvnebsac vigeb ise ki araa biggrin :D
SLYTHI, gaixaree kiss
natuka, shemogevle love
sonia, dges nuga ijdebi sagamomde sad ver vdeb axal tavs. axla 15 wutit davjeqi da ver movaswreb daweras. ar damsvavs chemi dzvirfasi dzamiko. xval dge davdeb tu movaxerxe. madloba, rom elodebi

დამატებულია (2010-12-14, 12:39 PM)
---------------------------------------------
33. კარგი ცუდი ამბავი

გზაში ესმი სახაგაბადრული მიამბობდა როგორ ელაპარაკა კარლაილს, რათა შეემოწმებინა რის გამო იკავებდა თავს კარლაილი მასთან ურთიერთობისგან. როცა ჩემი „ნაშვილობობის“ ამბავი გავიგე, პირდაპირ გავვოცდი, ესმისგან ასეთ ეშმაკობას არ ველოდი. ასე დაბრუნდით სახლში. ზურგჩანთებით რამდენიმე ბოთლი მარაგად მოგვქონდა. სანამ შინ შევიდოდით საფოსტო ყუთის ზემოთ აღმართული ისარი მომხვდა თვალში. მაშინვე მივვარდი და წერილი ავიღე.
_ბილი!–სიხარულით წამოვიძახე.
_რაო, რას გწერს?–სახლში შევედით და ზურგჩანთები მოვიხსენით. კონვერტი, როგორც მე შემეფერებოდა, უხეშად გავხიე და სიგანეზე ჩაკეცილი ფურცელი ამოვიღე. აი, რა ეწერა:
„ბელა,
ცუდი ამბავი მაქვს! ევროპაში ვარ, ალბათ კონვერტიდანაც გაიგე. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ჯერ ვერ გამოვარკვიე, მაგრამ ჩემზე გამოვიდნენ! ერთი შორეული ნაცნობი მომიგზავნეს და შენზე ინფორმაცია მომთხოვეს. ბელა, მართალია რასაც ისინი ამბობენ? მართლა მოიპარე? ისინი სრულიად დარწმუნებულნი არიან! ჩემამდე თუ მოვიდნენ ეს იმას ნიშნავს, რომ შენზე, შენს ოჯახზეც გამოვლიან. ჯერ ნუ მომწერ, ჩემს მომდევნო წერილს დაელოდე.
P.S. როზალის და ემეტს 87–ჯერ ვულოცავ გაბედნიერებას!
სიყვარულით, ბილი.“
_ბელა, რა დაგემართა?–თვალებში მომაშტერდა ესმი.
_ნახე!–წერილი გავუწოდე.–ესმი, გვიპოვეს!–სასოწარკვეთილმა ამოვიბურტყუნე, ესმიმ სწრაფად გადაავლო თვალი წერილს და მომიბრუნდა:
_რადგან ბილს დაუკავშირდენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვიპოვიან. დაწყნარდი! თუ საფრთხე გაჩნდება, სხვაგან გადავალთ.
_მაგალითად, სად? კოსმოსში? ისინი მთელ დედამიწაზე გვიპოვნიან, როგორ არ გესმის?
_ბელა, თავი ხელში აიყვანე! ბილი გაარკვევს რა ხდება და მოგვწერს. მერე შევაფასოთ სიტუაცია. რამე გამოსავალს აუცილებლად ვნახავთ!–მტკიცე ხმით ლაპარაკობდა ის. გულში ჩამიხუტა, მე კი შემრცხვა, რომ ასეთი მშიშარა ვარ.
ადრეც მეშინოდა სიკვდილის. ვიცოდი, რომ ესეც რაღაც ახალი, საინტერესო გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ არ მინდოდა უსასრულობაში დავნთქმულიყავი ისე, როგორც ბევრი სხვა.
თანაც, თუ მიპოვიდნენ, მარტო ჩემი განადგურებით არ შემოიფარგლებოდნენ, ისინი მოკლავდნენ ჩემს „თანამზრახველებსაც“ ანუ ჩემს ოჯახს. ამას კი ვერაფრით ვერ დავუშვებდი. ასე იყო ადრე. ახლა კი, სიცოცხლე ყველაზე მეტად მინდოდა, ახლა, როცა ჩემი სიყვარული ვიპოვე, ვერ დავუშვებდი, რომ ასე თვალსადახელსშუა, ასე მალე დამეკარგა ბედნიერება. ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი, კბილებით ჩავებღაუჭებოდი სიცოცხლეს მხოლოდ ედვარდისთვის.
_ედვარდს უნდა დავურეკო,–გამახსენდა უცებ და ტელეფონისკენ გავემართე.
_გისმენთ,–ერთი ზუმერის შემდეგ გავიგონე საყვარელი ხმის ტემბრი.
_ედვარდ, დავბრუნდი,–ვუთხარი ალერსიანად, ისეთი ინტონაციით, რომ ალბათ მიხვდა, მის მალე ნახვას რომ ვიმედოვნებდი.
_ბელა!–გახარებული ხმა ჰქონდა.–რა კარგია, რომ დამირეკე! პირველად რეკავ?
_ჰო, ახლა მოვედი და მაშინვე დაგირეკე. რას აკეთებდი დღეს?
_მთელი დღე ჯეიკთან ერთად ვიყავი, მეც ახლახანს დავბრუნდი. რომ მოხვალ, ყველაფერს მოგიყვები. ხომ მოხვალ?–იმედიანად მკითხა.
_კარლაილი რომ დაიძიინებს მოვალ.
_მასე დიდხანს მოგიწევს ლოდინი. როგორც გავიგე, კარლაილმა სავახშმოდ დაპატიჟა ესმი.
_მართლა?–ესმის გავხედე, მაგრამ ის იქ აღარ იდგა. დავიჯერო, თქმა დაავიწყდა?!
_10 საათისთვის დაჯავშნა რესტორანში მაგიდა. მგონი, რაღაც ხდება, არა?
_ჰო, მეც მასე მგონია,–ვუპასუხე ჩაფიქრებულმა.
_ჰოდა, გელოდები. ესმი წავა თუ არა, შენც წამოდი, კარგი?
_კარგი, კარგი,–მის მოუთმენლობაზე გამეღიმა.
_მალე მოდი, გელოდები,–ჩამეცინა და გავუთიშე.
_ესმი, სად ხარ?–ვთქვი და პასუხს დაველოდე.
_ჩემს ოთახში,–მომესმა ესმის მჟღერადი ხმა და მისკენ გავემართე. კარზე დავაკაკუნე და შევაღე:
_შეიძლება?
_შემოდი. რას იტყვი?–სოლიდური შესახედაობის შავ, ელეგანტურ კაბაზე მანიშნა.
_სუპერია! არ გაგიკვირდეს კარლაილმა დღესვე რომ გთხოვოს ხელი!–ვუთხარი გულწრფელი აღფრთოვანებით. –თმა შეიკარი, შენი გაკეთებული შავი საყურეებიც გაიკეთე და არამგონია კარლაილმა რამე გააწყოს შენს სილამაზესთან.
_გეწყინა ვახშამზე რომ არ მითქვამს? არ ვიყავი დარწმუნებული, რომ წავიდოდი. წეღან რომ ვლაპარაკობდით მივხვდი, რომ ცხოვრება ჩვენთვისაც კი საკმაოდ მოკლეა და უარი არ უნდა ვთქვათ ბედის მიერ ბოძებულ საჩუქარზე. თუ შენც არაფერი გაქვს საწინააღმდეგო, წავალ...
_საწინააღმდეგო? საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს? წადი, გაერთე, დატკბი მასთან ყოფნით. მთელი გულით მინდა ბედნიერი იყო. ძალიან მიყვარხარ, ესმი!–მხარზე მოვეხვიე, მანაც მაკოცა შუბლზე.
მე და ესმი ერთად გავედით სახლიდან. ის მანქანაში ჩაჯდა, მე ტყეში ვდურთე თავი.
ედვარდი თავისი სახლის წინ, ვერანდაზე ვიპოვე. საქანაო ფართო სავარძელში იჯდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა შორეთს.
_რაზე ფიქრობ?–მივვარდი და წყნარად მივუჯექი გვერდით. ეს ისე სწრაფად გავაკეთე, რომ მის გვერდით რომ დავჯექი, მაშინღა შემნიშნა.
_ბელა!–ხელები გამომიწვდინა და ჩავეკარი.–მომენატრე!–გრძნობით მითხრა და ყურთან მაკოცა.
_მეც მომენატრე...–ვუჩურჩულე მე.–რაზე ფიქრობდი?–ვკითხე, როცა უკან გავიწიე.
_შენზე და ჩემზე...–მორიდებული მზერა მომაპყრო.
_ჰო? და რას?–დავინტერესდი.
_როგორ გითხრა... ხომ გაინტერესებდა დღეს რას ვაკეთებდი?
_ჰო, მერე?–მისმა გაბრწყინებულმა თვალებმა მამცნო, რომ რაღაც მომხდარიყო.
_ჯეიკთან ვიყავი, მის შეყვარებულზე ვსაუბრობდით, რომელიც დედამისმა დაარწმუნა, ჯეიკს დაშორებოდა.
_უპს!
_ჰო, მასეა. მაგრამ ჯეიკი დავარწმუნე, ელის სანახავად წავსულიყავით, ჰოოოდა...–დრამატული პაუზა გააკეთა, რაც უბრალოდ „მოითხოვდა“ ჩემს ჩართვას:
_მერე?
_მერე სახლში მივაკითხეთ, მარტო დაგვხვდა. არ ვიცი, რა ილაპარაკეს, მე გარეთ ვიცდიდი და პერიმეტრს ვაკონტროლებდი, რომ ელის დედის გამოჩენა მეცნობებინა მათთვის. მოკლედ, რომ გამოვიდნენ, ჯეიკმა გაბადრული სახით მამცნო, რომ ლას–ვეგასში მიდიოდნენ ხელის მოსაწერად! წარმოგიდგენია? ელი მორცხვად აფახულებდა წამწამებს. ასევე მორცხვად აიღეს ჩემი მანქანის გასაღები და წავიდნენ. ჰოდა, ახლა ვფიქრობდი: ნეტავ, მე და ბელა როდის...
_ედვარდ, არამგონია ჩემზე დაქორწინებისთვის მზად იყო,–ედვარდის ხალისით მოყოლილი ისტორიის ფარული აზრი, ბოლო, დაძაბული ხმით დასრულებულმა ფრაზამ გამოამჟღავნა.
_ჯერ პატარა ვარ?–სიცილით მკითხა. კარგია, რომ არ გაბრაზდა.
_არა, უბრალოდ მზად არ ხარ...–უფრო შევარბილე ხმის ტონი.
_მგონი, შენ არ ხარ მზად, მაგრამ არაუშავს. აბა, როგორ ჩაიარა ნადირობამ?–გულზე მიმიხუტა და აღარ გამიშვა.
_ნადირობამ მშვენივრად. შენზე ვფიქრობდი, ჩვენზე და საერთოდ ყველაფერზე,–დავიწყე მის მკლავებში მოქცეულმა. გრილი საღამო იყო, ნუთუ არ სციოდა ასე რომ მეხუტებოდა?!–ანჯიზეც ვფიქრობდი... ჰო, მართლა, ლაპარაკი ხომ არ დაიწყო?–მივუბრუნდი შეშფოთებული.

[color=green]„როგორ დამავიწყდა! ანჯელა! როგორ ვუთხრა?!“– პირკატა მეცა. ცოტა გავიწიე, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა და შემპარავად, მორიდებით დავიწყე:
_ბელა... ცუდი ამბავი მაქვს...
_რა ხდება?–თვალებში ჩამაცქერდა.
_ანჯელა დაიღუპა... ძილში გარდაიცვალა...–წყნარად ვუთხარი და რეაქციას დაველოდე. ბელამ რამდენიმე წუთს გაუნძრევლად მიყურა.
_ბედნიერი!–თქვა ბოლოს და თავი დახარა.
_რა? რატომ?–გამიკვირდა. მისი აზრით, ანჯელა ბედნიერი იყო, რომ მოკვდა? მე ასე არ ვფიქრობდი!
_ჰო, ხანგრძლივი, მრავალი ემოციებით, გამოცდილებებით აღსავსე ცხოვრება განვლო, დატოვა შთამომავლობა და მოკვდა. ასეთია ბუნების კანონზომიერება, რომელსაც სამწუხაროდ, მე არ ვეკუთვნი... თურმე სიკვდილსაც ნიჭი სჭირდება...
_ამას სერიოზულად ამბობ?–გაკვირვებული ვუყურებდი და ვცდილობდი მის სიტყვებში დამალული აზრი გამომეცნო.
_ჰო, მართლა ასე ვფიქრობ.
_არ გიფიქრია, რომ მას სულაც არ სურდა დაბერებულიყო, სახე დასჭკნობოდა, გამოჩერჩეტებულად ჩაეთვალათ და შემდეგ მისი გვამი ხის ყუთში ჩაეგდოთ? იქნებ პირიქით, სურდა მუდამ ახალგაზრდა ყოფილიყო? არასდროს მომკვდარიყო და თან საყვარელი ადამიანი ჰყოლოდა მუდამ გვერდით?! ადამიანებში ყოველთვის ასეა, ყოველთვის შურთ იმის, რაც სხვებს აქვთ და არასდროს დააფასებენ იმას, რაც თვითონ აქვთ და რის გამოც სხვებს შურთ მისი. მაგრამ არ მეგონა ეს შენთან მიმართებაშიც თუ ასე იყო. ბელა, ყველა ადამიანი ოცნებობს იცხოვროს უსასრულოდ...–ვუხსნიდი მთელი მონდომებით. ბელას გაცნობამდე იმისთვის ვცხოვრობდი, რომ ბოლოს მოვმკვდარიყავი და ჩემ ახლობლებს შევხვედროდი, მაგრამ მას შემდეგ რაც შემიყვარდა, სიკვდილი იყო უკანასკნელი რამ, რაც მსურდა. ახლა კი, ის ამბობდა, რომ სიკვდილი სურდა, ნუთუ მართლა გულით ამბობდა?
_მესმის, რისი თქმაც გინდა და იმასაც ვხვდები, რომ გინდა შემცხვეს, მაგრამ არ გამოგივა...–მითხრა რატომღაც ღიმილით. ეს გოგო მაგიჟებდა: მემეგონა ახლა მაგრად დავცხებდით. –მაგრამ მართალი ხარ... მე მაქვს ის, რისიც ნებისმიერს შეშურდებოდა, მაგრამ მე „ამას“ ვაფასებ და ვუფრთხილდები. მე შენ მყავხარ... ამ საუნჯეს კი არასდროს არ დავთმობ... თუ თვითონ შენ არ მთხოვ...–დაამატა ბოლოს სევდიანი ხმით. „სულელი, სულელი ვამპირი!“–გავიფიქრე, ნიკაპი ავაწევინე და ალისფერ, ბავშვივით გაბუტულ ტუჩებზე დავეწაფე...

_როდის უნდა მაჩვენო, რა ხდება მზეზე?–მკითხა, როცა მის საძინებელში ავედით და ის დაწვა. მეც ჩემი ჩვეული ადგილი დავიკავე, ანუ საბნის ზემოდან მივუწექი.
_მგონი ეგ იმაზე მალე მოხდება, ვიდრე შენ გგონია...–ვუთხარი ღიმილით და ფანჯარას გავხედე.
_ანუ ხვალ?
_თუ ღრუბლების სითხელით ვიმსჯელებთ, კი,–ვუპასუხე, ფანჯრისთვის თვალმოუშორებლად.
_ახლა შენ ღრუბლების სითხელეს ხედავ მაქედან?–ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ისევ მე შემომხედა ედვარდმა. როგორ მიყვარდა მისი გაოცებული ხმა, გაკვირვებული თვალები.
_ვარკსვლავებს ვხედავ, ეს ნიშნავს, რომ თხელი ღრუბლებია და ალბათ დილისთვის მთლიანად მოიწმინდება ცა...
_ჩემი აღმოჩენა ხარ!–მითხრა აღფრთოვანებულმა და სახე დამიკოცნა.–როდის გათენდება! ნუღა წახვალ სახლში, პირდაპირ აქედან წავიდეთ...–მავედრებელი ხმით მითხრა.
_არ გამოვა. შეიძლება შენმა მეზობლებმა დამინახონ... ან კარლაილმა! რას იფიქრებს? თან მინდა ესმისგან მოვისმინო ვახშმის ამბები,–ეშმაკური ხმით დავაბოლოვე.
_მე კარლაილისგან მოვისმენ და შევაჯამოთ!–სიცილით მითხრა.
_კარგი. კარგად გამოიძინე, ისაუზმე და მერე ტყეში, მდელოზე მოდი.
_უკვე მიდიხარ?–შეშფოთებული მიყურებდა.
_არა, მაგრამ მზის ამოსვლამდე უნდა წავიდე, სანამ ჯერ კიდევ სიბნელე იქნება,–ავუხსენი და მკერდზე მივეკარი.
_კარგი...–ხელი მჭიდროდ მომხვია.–ახლა ის მელოდია მიმღერე, გთხოვ...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-12-14, 12:43 PM

soniaთარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 1:01 PM | შეტყობინება # 362

118
5  +
25  ±
   ±
Offline
woooow wacko wacko wacko kidev erti ulamazesi da enit auwereli tavia chemo kargo love love love

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 1:40 PM | შეტყობინება # 363
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, umagresi tavi iyo dzaan lamazad gqonda yvelaperi agwerili. rodis gagvimxel saidumlos da gvetyvi vin arian isini visic bellas ase eshinia mgoni volturebi unda iyvnen imedia male mova eg tavi .unichieresi xar love love love kiss kiss kiss kiss


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 2:34 PM | შეტყობინება # 364
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sonia, kide ar gamovida iseti rogoric mindoda, tsu-s kompiuterebshi vijeqi da iq davwere, yvela tavze damyurebda da goneba mepanteboda. ragac mainc ro gamovida da mogewona dzalian mixaria kiss
bella-bella, ammm... male mova eg amabavic... tan sakmaod male... gaixaree



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 3:17 PM | შეტყობინება # 365
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, wow an ra magari iyooo surprised dzaan magra gqonda agwerili yvelaferi da is gansakutrebit momwons orives tvalit rom wer. au magra mainteresebs ra moxdeba mzeze. mere momwere teleze, exla unda gavide da magitom biggrin chemi nichieri gogo, miyvarxar love love love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 3:59 PM | შეტყობინება # 366
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
34. ქალღმერთი

დილას რომ გავიღვიძე, მზე უკვე ამოსულიყო და თვალებში მიჭყიტინებდა. არ მახსოვდა რა დროს ჩამეძინა, არც ბელას წასვლა გამიგია. სააბაზანოსკენ გავემართე. მშვენიერ განწყობაზე ვიყავი, ვიცოდი, რომ ცოტა ხანში ბელას ვნახავდი. თავის მოწესრიგების შემდეგ, სამზარეულოში ჩავედი, თან ბელას მელოდიას ვღიღინებდი. იქ კარლაილი დამხვდა, რომელიც ჩაის და ბუტერბროდს მიირთმევდა, თან გაზეთი ეკავა ხელში.
_დილამშვიდობისა, კარლაილ!-მაცივარს მივადექი და რძე გამოვიღე.
_მმ, დილამშვიდობისა ედვარდ!-გაზეთიდან თავი არ ამოუყვია ისე მიპასუხა. ჯამში ჩემი ბურღულეული ჩავყარე, რძე მოვასხი და ის იყო პირველი კოვზი გავაქანე პირისკენ, რომ უცებ მომიბრუნდა:
_ედვარდ, სკოლაში რატომ არ ხარ?-გაკვირვებული მიყურებდა.
_სკოლაში?-ცივად დავაბრუნე კოვზი ჯამზე.-მე და ბელას რაღაც გეგმები გვაქვს დღესითვის. ერთი დღის გაცდენა რა პრობლემაა?-როგორც იქნა გადავყლაპე პირველი ლუკმა და სანამ რამეს მეტყოდა მეთვითონ ვკითხე.-ვახშამმა როგორ ჩაიარა?
_ვახშამმა?-ყურებამდე გაიღიმა. პასუხი აღარ იყო საჭირო.-დიდებულად! ესმის საოცარი გემოვნება აქვს. ოღონდ ნუ იფიქრებ, რომ დედაშენს...-სასწრაფოდ დაუსერიოზულდა სახე. ხელი ავუქნიე და მორიგი ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ ვუთხარი:
_დედაჩემთან პარალელების გავლებას არც ვაპირებ. დედა დედაა, მაგრამ მესმის რომ აღარ არის და სულაც არ ვაპირებ გაიძულო "დედაჩემის კულტი" დავამყაროთ ოჯახში. ბრალოდ მომიყევი რა ხდებოდა, როგორც შენს მეგობარს,-ჩვეულებრივი ხმით ვუთხარი და ჭამა განვაგრძე.
_მოკლედ, მისი გემოვნებით შევუკვეთე ყველაფერი, საოცარი ქალია. ზღვის პროდუქტი და შავი ღვინო ასე თუ უხდებოდა ერთმანეთს არ მეგონა... აღფრთოვანებული ვარ. ალბათ ხვდები, რომ აქამდე თავს ვიკავებდი, ახლა კი უბრალოდ აღარ შემიძლია არ შევიმჩნიო, როგორ მომწონს და როგორ მიზიდავს.
_და რატომ უნდა დაფარო? მითუმეტეს, მასაც მოსწონხარ,-მხრები ავიჩეჩე.
_რა იცი? ბელამ გითხრა?-ცნობისმოყვარედ მომაჩერდა. ამხელა კაცი უცებ ბავშვად იქცა. აი, რა შეუძლია სიყვარულს!
_ააარა... მაგრამ რომ არ მოსწონდე, ვახშამზე არ დაგთანხმდებოდა,-ბოლო ლუკმაც გადავყლაპე და წამოვდექი. -დღეს ალბათ ვერ ნახავ. ბელა რაღაცას ახსენებდა, სადღაც უნდა წასულიყო მგონი...-ჩავურთე სასხვათაშორისოდ.
_ვიცი, დამირეკა...-რაღა მრჯიდა, მოუსწრიათ უკვე ლაპარაკი!
_ელისსაც ხომ არ დაურეკავს?-წყლის ჭავლს შევუშვირე ჯამი.
_გუშინ დამირეკა სამსახურში. სად ხართ, სახლში რომ ვრეკავ და არ იღებთო. ჰო, მართლა, სად იყავი?
_ჯეიკთან,-წამოვროშე დაუფიქრებლად და მაშინვე ვინანე.
_მართლა?დილით ბილიმ დარეკა ჩემი შვილი გუშინდელს მერე არ ჩანსო. სხვათაშორის, თურმე ერთად წასულხართ სადღაც.
_ჰო... ერთად წამოვედით, მაგრამ შემდეგ შეყვარებულს შეხვდა და მე წამოვედი,-ხანდახან ტყუილიც გამომდის.
_ჰოო? და მანქანა "შემთხვევით" დაგრჩა მათთან?-ჰო, ტყუილი გამომდის, ოღონდ სამწუხაროდ მხოლოდ "ხანდახან". კარლაილი თვალებში მომაცქერდა, მე კიდე ჯიუტად დავყურებდი ჯამს.
_ჯეიკმა მთხოვა და დავუტოვე.
_სად წავიდნენ?-ჯიქურ მკითხა.
_არ ვიცი, კარლაილ, უნდა წავიდე. ბელა მელოდება,-ონკანი გადავკეტე, ნახევრადგარეცხილი ჯამი ნიჟარაში ჩავაბრუნე და სამზარეულოდან გამოვსხლტი. შესასვლელში ქურთუკი ჩამოვხსენი საკიდიდან და გარეთ გავედი. ალბათ, ბელა უკვე მელოდებოდა, მე კი ინტერესი მკლავდა, მინდოდა მალე დამენახა მზეზე. სახლს შემოვუარე და ტყეში შევედი. მზე არც ისე იყო მცხუნვარე და მაღალი ხეებით სავსე ტყეში მითუმეტეს, აქ თითქმის არც იგრძნობოდა მზიანი ამინდი. მხოლოდ რამდენიმე ადგილზე თუ შენიშნავდით სინათლის ზოლებს, რომელთაც ფოთლებს შორის გამოეღწიათ. სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი. ჰაერში ისევ ნესტის სუნი ტრიალებდა. ერთ-ერთ სინათლის ზოლზე ხელი გავიწვდინე და ჩემ ხელისგულზე დაეცა სხივი. ხელს ვუჭერდი, ის მისხლტებოდა. ალბათ ასეა სიცოცხლეც, რაც უფრო ებღაუჭები, მით უფრო გისხლტება, გაშლილ ხელზე კი ნელ-ნელა ქრება, როგორც ეს სხივი გაქრება მზის ჩასვლისას. გზა განვაგრძე. ტყეში სრული მდუმარება იყო, მაგრამ ღრმად მწამდა, რომ ბელა უკვე მოსული იყო.
_ბელა, სადა ხარ?-დავიძახე.
_აქ ვარ და გელი...-სულ ახლოს გავიგონე ხმა. უკვე მოვსულვარ. ხმის მიმართულებით შევბრუნდი და ხეებიდან გამოვედი. ჩემს წინ ტაფობი გადაჭიმულიყო, ნაცნობი მდელო, რომლის შემაღლებაზე ის იდგა...
ვიცოდი, რომ არ იყო ადამიანი, მაგრამ ასეთ არაადამიანურ სილამაზეს მაინც არ ველოდი. ნამდვილ ქანდაკებას გავდა გარეგნობით, იმ პოზით, რომლითაც იდგა, ზეაღმართული, გაქვავებული სახით. ეტყობოდა, რომ ეფექტის მოხდენა სურდა: გრძელი, თეთრი, მოკლესახელოიანი, ჰაეროვანი მსუბუქი კაბა ეცვა. ამ კაბას და მის გაშლილ წაბლისფერ თმებს ერთად ათამაშებდა ნიავი. წელში გამოყვანილი კაბა, ქვემოთ თავისუფლად ეშვებოდა ბალახზე და ისეთ ელფერს აძლევდა გახევებულ სხეულს, თითქოს მართლა ქანდაკებაზე ქანაობდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო... მისი სახე, ყელი, მკლავები ბრილიანტებივით ბრწყინავდა და მე არ მახსოვს რამდენ ხან ვუყურებდი პირდაღებული. ეს იყო რაღაც სიზმარი, რომელშიც ვხედავდი მხოლოდ ერთ, ენითაუწერელ სურათს, მზის სხივებით გაბრწყინებულს.
თვალმოუშორებლად მივუახლოვდი მას. ბელა ისევ ზეაღმართული სახით იდგა, არ იმჩნევდა ჩემს მოსვლას და ალბათ ჩემს რეაქციას ელოდა. დავუჩოქე და ათრთოლებული ხმით ვუთხარი:
_შენ ხარ ქალღმერთი, რომელსაც უნდა ეთაყვანო...-მისი გრილი ხელი ავიღე და ნაზად ვეამბორე. წუთის შემდეგ ქალღმერთი ჩემს წინ დაეშვა მუხლებზე, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კოცნით გამიბრუა გონება...

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ედვარდს ვუყვარდი, რომ მოეწონებოდა იმის დანახვა, თუ როგორი ვიყავი მზეში. მაგრამ მის ასეთ რეაქციას არ ველოდი. მინდოდა, სიტუაცია გამელამაზებინა და ამიტომ ესმის მიერ ჩემთვის შეკერილი ერთ-ერთ პირველი კაბა პირველად, სპეციალურად ედვარდისთვის ჩავიცვი. რომ ვაკოცე მისი გულისცემის სიჩქარემ პიკს მიაღწია, ყურებში გუგუნად მესმოდა ეს ლამაზი მუსიკა, მაგრამ ვიცოდი, რომ ახალგაზრდა გულიც კი ვერ გაუძლებდა ასეთ დატვირთვას და უკან გავიწიე. აჩქარებით სუნთქავდა და თავისკენ მექაჩებოდა.
_მიყვარხარ ბელა... აღარ ახსენო, რომ ურჩხული ხარ... შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ... ქალღმერთი... და მე მზად ვარ გეთაყვანო... უკანასკნელ ამოსუნთქვამდე...-მეჩურჩულბოდა და სახეს მიკოცნიდა. ჩემს ტვინში სიყვარული, სითბო და სიხარული ერთმანეთში ირეოდა.
_ედვარდ.... დამშვიდდი...-შეშინებულმა ვუთხარი. გული საშინლად უცემდა. თვალები გაახილა და მაშინღა შემომხედა. ცხვირის წვერებით ლამის ვეხებოდით ერთმანეთს.
_ნუ გეშინია, არაფერი მომივა... ახლა არა...-მითხრა ღიმილით. ალბათ მიხვდა, რაც მანერვიულებდა.
_უნდა დამშვიდდე, შენ მე კიდევ დიდხანს მჭირდები...-ვუთხარი მეც ოდნავი გაღიმებით. -დაწექი და მოეშვი...-ვუთხარი. ქურთუკი გაიხადა და დამიფინა, რომ ბალახის წვენით არ დასვრილიყო ქათქათა კაბა. ბალახზე გაწვა, ისე დავწექი ქურთუკზე, რომ თავი მუცელზე დავადე, ოღონდ გვერდით არ მივწოლილვარ. მისი ფეხები სამხრეთით იყო, ჩემი აღმოსავლეთით. ცას ავყურებდით. ის თმებში მეფერებოდა და ჩემ მელოდიას ღიღინებდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამქვეყნად, ამაზე მშვენიერი?!

დამატებულია (2010-12-14, 3:58 PM)
---------------------------------------------
esec ori axali tavii. imedia mogewonebat happy happy happy

დამატებულია (2010-12-14, 3:59 PM)
---------------------------------------------
natuka, damesijeba agar dagchirdeba kiss kiss orives tvalit wera chemtvisac mosaxerxebelia. shemogevlee




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-12-14, 3:36 PM

soniaთარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 4:00 PM | შეტყობინება # 367

118
5  +
25  ±
   ±
Offline
vaime guli gamicherda meore tavi rom damxvda kidev dges surprised dzalian dzalian magrai iyo hands rit davimsaxuret dges ori tavi ertad? online2long dzalian magari iyo da didi didi madloba thumb thumb thumb miyvarxar zalian love love love

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 4:50 PM | შეტყობინება # 368
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaaaaaaaaan magaaaariaaaa : )))) dzaaaan mainteresebda rogor agwerdi mag shuqze gamosvlas : ) dzaaaaaaaaaaaan sayvsareeeli da kargi taviaaaa : ))) yochag sayvareeeeeelooo : ))) oogond bilize ver gavige
Quote (AnasteishA)
ბელა, მართალია რასაც ისინი ამბობენ? მართლა მოიპარე? ისინი სრულიად დარწმუნებულნი არიან!

ra moipara ? rame gamomrcha ? : D



saaaliთარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 5:06 PM | შეტყობინება # 369
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
magaria dzalian momewona es tavic.. saertod magrad wer esaa ragac umagresii orives tvalit danaxuls rom wer yovel tavshi da titqmis arcerti kitxva agar ibadeba imaze tu neta im dros is ras piqrobda biggrin biggrin biggrin dzaan momwons da esee male dade xolme tavebi... uzomod gamixarda ori tavis ertad danaxva happy heart heart heart heart

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 5:18 PM | შეტყობინება # 370
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sonia, bolo dros ramdenjerme ro ver movaxerxe dadeba, dges raxan momeca shesadzlebloba, meore tavic davde. gulit mixaria tu am ambavma dadebiti zegavlena moaxdina tqvenze kiss kiss dzalian sayvareli xarrr. martla 23is xar??
elle____, mixaria ro mogewona kiss araferi gamogitovebia, ra xdeba jer ucnobia mkitxvelistvis, mara gamma qals ar gepatieba eg biggrin biggrin biggrin mara vagiareb chemi bralia ver shemovedi skaipshi ro vichoraot kargad sad
saaali, mec uzomod gamexarda rom shen uzomod gagexarda biggrin kiss sayvareli xar dzalian.



soniaთარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 6:03 PM | შეტყობინება # 371

118
5  +
25  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
martla 23is xar??
martla biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 6:56 PM | შეტყობინება # 372
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime anii ra magari iyooo cry cry cry cry cry cry cry verafers ver getyvi meets axla iset dgeshi chaamagde biggrin mere tu gamovfxizldebi mogwer. axla chems mdgomareobas edwardis fraza sheefereba: shen da sheni tavebi chemi personaluri doza xart heroinis


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 8:27 PM | შეტყობინება # 373
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
mara vagiareb chemi bralia ver shemovedi skaipshi ro vichoraot kargad

xoda moinanie biggrin : D P.S. gelodebi skypeshi : D: D



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 8:30 PM | შეტყობინება # 374
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ra magraia dzaan gamixarda meore tavic rom damxvda es tavic umagresi iyo da dzaan magrad gqonda agwerili momewonaa


Takoთარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 9:30 PM | შეტყობინება # 375
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
WOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOWOW! mgoni yvelaze lamazi taviii,, yvelaze yvelaze lamazi da romatikulii!!! happy happy happy happy ar velodi martla aset furors! molodnis gadaacharbe yvenairad, yoveli tavi saocrebaa, yvela tavit shens uzagvro nichierebas gvimowmeb, amra es martla sxva iko! love love love love love kiss kiss hands hands hands hands hands hands hands


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
ძებნა: