ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 11:48 PM | შეტყობინება # 331
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime aan ra magari iyooo cry cry cry dzaan magarii cry arc mepareboda echvi ro eseti kargi gamovidoda, magram mainc davishoke. unichieresi gogo myavxar raa kiss kiss kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

SLYTHIთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 7:47 PM | შეტყობინება # 332

259
11  +
   ±
Offline
magram manamde?
ra manamde?
vaime biggrin
sakvarlebii <33 biggrin
shemdegi tavi minda saswrafood !!
sad sad

soniaთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 8:12 PM | შეტყობინება # 333

118
5  +
25  ±
   ±
Offline
mec uazrod veloebi shemdeg, axal da genialur tavs cool mjera rom dzalian magari iqneba

saaaliთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 1:53 PM | შეტყობინება # 334
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzalian momewona es tavic ise rogorc yvela momwons... sheni tavebi rom mxvdeba karg xasiatze vdgebi xolme rasac qvia biggrin happy happy edwiniko dzalian sayvarelia.. bella ki iseti rogoric vampirs ar sheepereba, zedmetad wesierii.. ise tu ginda cota siaxle (ucanuroba) sheitane da patiosani vampiris imiji gaupuche biggrin biggrin biggrin saintereso azrebs vaprqvev mokled (upro wvetianebs) yvelas nu gaitvaliswineb lol lol lol lol da shemdeg tavs rom velodebi "amousuntqvelad" (brchyalebi imitom rom gavigudebi) da imedia am sagamosac karg xasiatze viqnebi biggrin biggrin love love heart heart heart heart

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

soniaთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 2:29 PM | შეტყობინება # 335

118
5  +
25  ±
   ±
Offline
axali tavi rato ar deeevs? cry cry cry

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 6:33 PM | შეტყობინება # 336
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
chemi brali araa, chemi dzmis bralia yvelaferi... gavebute da komptan vegar davjeqi... mapatiet. shemdeg tavs axla davdeb. imedia damacdian happy ^_^ happy mixaria rom mogwont, madloba rom kitxulobt isev da isev... (isev da isev madloba vigulisxme) biggrin :D

დამატებულია (2010-12-11, 5:44 PM)
---------------------------------------------
sonia, axla vdeb axal tavs :*:*

დამატებულია (2010-12-11, 6:33 PM)
---------------------------------------------
31. ღამის საუბარი

მანამდე ბელა ჩემთან დარჩა, მას შემდეგ, რაც უცნაურად აბუტბუტებული მოხუცი სახლში გავაცილეთ.
_ედვარდ, ეს არ უნდა გექნა... მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობარი ანჯელა, მაგრამ ეს ის ძველი ანჯი აღარ არის. ლაპარაკი რომ დაიწყოს? ვაითუ თქვას, რომ მისი კლასელი ბელა ვარ? შესაძლოა ყველამ დასცინოს, მაგრამ ერთ ადამიანს მაინც რომ გაუჩნდეს ეჭვი და ძველი ალბომები გადაათვალიეროს...-მითხრა, როცა ჩემ ოთახში ავედით. მე სააბაზანოში პიჟამას ვიცვამდი. გამოვედი და ვუპასუხე:
_დამშვიდდი, ბელა. მისის ანჯელა არავის არაფერს ეტყვის, ან ვინ დაიჯერებს გამოპრუტუნებული მოხუცის ნაბოდვარს?
_აჰ, ესეიგი "გამოპრუტუნებული მოხუცის", არა? -ბელამ ეშმაკურად ააელვარა თვალები. მის გასაბრაზებლად თავი დავაქნიე. ვითომ გაბრაზდა, გამოექანა და საწოლზე დავვარდით.
_მე ვარ ხო გამოჩერჩეტებული ბებერი, ხო მე ვარ?
_არა, შენ არა. შენ ჩემი სუპერახალგაზრდა ბებრუხანა ხარ!-სიცილით ვუპასუხე და ცხვირზე ვაკოცე. ბელასაც გაეცინა, შემდეგ დასერიოზულდა, წამოდგა და ისევ თქვა:
_ედვარდ, ჯობდა მაინც არ გეთქვა მისთვის. წინდაუხედავი საქციელი იყო...-მითხრა სერიოზული ტონით.
_კარგი, ვაღიარებ,-საწოლზე წამოვჯექი. -ცოტა სულელური საქციელი იყო, მაგრამ მინდოდა რაიმეთი გამეხარებინე. როგორ შემეძლო არ შემეხვედრებინე შენი ძველი ცხოვრებიდან ახალში გადმოსულ ერთადერთ ადამიანთან? მგონი, რისკი ღირს იმ წუთებად რაც ქვემოთ იყო ცოტა ხნის წინ.
_ჰო, უცნაურად ვიგრძენი თავი. ნოსტალგიები მომაწვა. ანჯის ჭაღარამ უფრო მეტად მაგრძნობინა, რომ ამდენი დრო გავიდა და ჩემი ფორქსში დაბრუნებით ძველ დროს ვერ დავაბრუნებ...-ბელამ თავი დახარა. დაუცველ, შემცივნულ, ფრთებაწურულ ბეღურას ჰგავდა. ისე მომინდა მოვხვეოდი, რომ წამოვდექი, მივუახლოვდი, ნიკაპი ავაწევინე, მზერის ჩანჩქერი შემომანათა. ღიმილით ვკითხე:
_ნუთუ, ასე ძალიან გინდა ძველი დროის დაბრუნება? მე ხომ იქ არ ვარ?-წამით დაფიქრდა და შემდეგ მტკიცე ხმით მიპასუხა:
_წარსულის შეცვლა რომ შემძლებოდა, იმ ღამით მაინც გავივლიდი იმ ქუჩაზე, რომ იმ ვამპირს ეკბინა და მე დღემდე მომეღწია, რათა შენ შეგხვედროდი...-თქვა ნაზად და მე მთელი ძალით ჩავიკარი გულში. არ ვიცოდი, მართლა ჰყავდა ადამიანები მოკლული თუ არა, მაგრამ ურჩხული ნამდვილად არ იყო. შეცდომები ყველას მოსდის, ბელამ კი საკმარისად ზღო ამისთვის. მესმოდა მისი და ვიცოდი რამხელა ტვირთია მარადისობის შვილად ყოფნა. ამიტომ მზად ვიყავი მისი ტვირთი ჩემს მხრებზე გადამენაწილებინა და მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. ის ცივი იყო გარეგნულად, არ ჰგავდა სხვა რომელიმე გოგოს, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არ გავდა ჩემ გარშემო მყოფ არცერთ ადამიანს და მე მას არა მკვლელად, ურჩხულად, არამედ ჩემი ფანტაზიით, პირადად ჩემთვის შექმნილ ბედნიერებად ვთვლიდი.
გულს ორი რამ მწყვეტდა: 1. მას არასდროს უთქვამს, რომ ვუყვარვარ; 2. ოდესმე მოვკვდებოდი და ამით კიდევ უფრო ვატკენდი ისედაც ნატანჯ გულს...
გავათავისუფლე ჩემი მკლავებიდან და შუბლზე ვაკოცე.
_დაწექი, გაცივდები,-მითხრა მზრუნველი კილოთი. დავემორჩილე, თვითონაც გვერდით მომიწვა, ოღონდ საბანს ზემოდან. მკლავებში მოვიქციე.
_ბელა, რაღაც მინდა გკითხო...-მორიდებით წამოვიწყე მცირე პაუზის შემდეგ.
_მკითხე...-თვალებში ამომაცქერდა.
_არ ვიცი, საიდან დავიწყო... ცოტა... უცნაური კითხვა მაქვს.
_ედვარდ, მკითხე, რაც გინდა,-მოთმინებით მიყურებდა თვალებში.
_როზალი და ემეტი ხომ დაქორწინდნენ?
_კი, მგონი მემილიონედ. მერე?
_მერე...-ვეცადე მიმიკებით მიმეხვედრებინა რას ვგულისხმობდი. ბელასთან მეუხერხულებოდა ასეთი საუბრები, სხვა ბევრ გოგოსთან... ამაზე ბევრად შორს წავსულვარ...
_გაინტერესებს, ჩვენთვისაც იგივეს ნიშნავს თუ არა ქორწინება, რასაც თქვენთვის?-მიმიხვდა ბოლოს.
_მმ... ჰო, ეგ მაინტერესებდა...-რა ჯანდაბამ დამიბა ენა?!
_ჩვენთვისაც იგივეა,-მიპასუხა უბრალოდ.
_ოღონდ, ძალიან გთხოვ, ნუ ამბობ "ჩვენთვის" და "თქვენთვის". იცი, ბებიაჩემი რას ამბობდა?-გამახსენდა უცებ.-თუ სიყვარული შეგიძლია, ადამიანი ხარ, თუ არა- ცხოველიო.
_საინტერესო ქალი ყოფილა...-გაეღიმა ბელას.
_ჰო, მით უფრო, რომ თვითონ "ცხოველობას" ამჯობინებდა!-გაგვეცინა ორივეს. რახან მისი გაღიმება შევძელი, ბრძოლა მოგებული იყო: იმედი მქონდა, აღარასოდეს მეტყოდა "ჩვენ" და "თქვენ".
_... მაგრამ მე მაინც ვერასდროს გავხდები ადამიანი...-თქვა სინანულით.
_სამაგიეროდ, შემიძლია, მე გავხდე...
_არა!-გამაწყვეტინა მაშინვე.-არა, ედვარდ! შენ ადამიანად მოკვდები!-მისმა სიტყვებმა გული მატკინა... უკვე მერამდენედ.
_ბელა, მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ: რ ა ტ ო მ?
_რატომ? ნუთუ, არ გესმის? ვერ ხედავ, რომ უბედური ვარ?-მისმა სევდით სავსე სიტყვებმა თავზე დამამხო სამყარო...
"ვერ ხედავ, რომ უბედური ვარ?" რას ვერ მიხვდი, მეგობარო? ეშინია, რომ ვერ გაძლებს შენთან... უბრალოდ მოსწყინდები... ურჩევნია, მალე მოკვდე და სხვა მოძებნოს. მაგრამ რა ჯადო გამიკეთა ამისთანა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც თანახმა ვარ, მანამ ვიყო მის გვერდით, სანამ არ მოვბეზრდები?!" ხელი ფრთხილად გამოვაცალე თავქვეშიდან და წამოვდექი. კარადიდან სიგარეტი ჩამოვიღე და ფანჯარას მივუახლოვდი: ხეებს შორის ნისლი ჩამოწოლილიყო. სიგარეტს მოვუკიდე და ჰორიზონტს გავაცქერდი. არ შემეძლო ბელასთვის თვალცრემლიანს შემეხედა. რას იფიქრებდა?!

ედვარდი ჩემსკენ ზურგით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. წუთის წინ დასმული კითხვით მთელი ჩემი ტკივილი გააღვიძა, მაგრძნობინა, რა არარაობა ვარ. ვიცოდი, სწყინდა გარდაქმნაზე უარს რომ ვეუბნებოდი, მაგრამ ვერასდროს დავუშვებდი მისი გული გაჩერებულიყო და სისხლის წყურვილით ისევე დატანჯულიყო, როგორც მე ვიტანჯებოდი თავიდან. ვერ მივცემდი უფლებას, ისიც მკვლელ ურჩხულად ქცეულიყო. ნაკლებად რომ მყვარებოდა, შესაძლოა არც დავფიქრებულიყავი ისე მექცია ჩემი მარადიული ცხოვრების მეგზურად, მაგრამ ედვარდს ამას ვერ გავუკეთებდი...
წამოვდექი, მასთან მივედი, ზურგზე მივეხუტე და წელზე მოვხვიე ხელები.
_ედვარდ, შენ ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ წყვდიადში, რომელსაც ჩემი ცხოვრება ჰქვია...-ვუთხარი გულიდან ამოსული სიტყვები.
_მაშინ ნუ მისცემ მაგ წერტილს ჩაქრობის საშუალებას...-მითხრა მოგუდული ხმით...
ტკივილს მაყენებდა იმის დანახვა, რომ ასე განიცდიდა ჩვენი უკვდაობა-მოკვდაობის საკითხს. ნეტავ, შემძლებოდა... არსებულიყო რაიმე ხერხი, რომ ისევ ადამიანად ვქცეულიყავი მხოლოდ და მხოლოდ მისთვის... მაგრამ სამწუხაროდ, ეს იყო ტვირთი, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებდი. ყველაზე ცუდი კი იყო ის, რომ ამ ტვირთის სიმძიმე მარტო მე არ მტკიოდა...
_ედვარდ... უბრალოდ მითხარი, რომ გიყვარვარ და ეს საკმარისი იქნება, რომ მთელი ცხოვრება ერთად გავლიოთ...
_...სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?-სიმწრის სიცილით გამაწყვეტინა.
_სიკვდილი მხოლოდ დროებით დაგვაშორებს. სულ ცოტა ხნით, სანამ მეც მოვალ შენთან...
_ბელა! არ მესმის! -გაცხარებული მომიბრუნდა. -რატომ აწყობ სიკვდილის გეგმებს, როცა შეგვიძლია, საერთოდ არ მოვკვდეთ? -სასოწარკვეთილი მზერით მიყურებდა. -ჯობია პირდაპირ მითხრა, რომ უბრალოდ მოგბეზრდები! რომ გეშინია თუ ვამპირად გადავიქცევი მოგწყინდება ჩემთან ყოფნა და თავიდან კი ვეღარ მომიშორებ... თქვი! თქვი, რომ ასეა!-დაჟინებით მაშტერდებოდა თვალებში.
_მართლა გგონია, რომ... რომ...-ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა იმას ფიქრობდა, რასაც ამბობდა.
_ჰო, მართლა ასე მგონია...-თავი სევდიანად დახარა, ტუჩის კიდეები ჩამოეშვა.
_ედვარდ კალენ, შენ ხარ ის, რაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. მართლა გგონია, რომ ოდესმე მომწყინდები? არასდროს მითქვამს რას ნიშნავ ჩემთვის?-ვცდილობდი მის თვალებში ამომეკითხა რას ფიქრობდა, მაგრამ ის თვალს მარიდებდა.
_არა...-გაბუტული ბავშვივით ჩაიბუზღუნა.
_არასდროს მითქვამს, როგორ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ? რომ შენს გარეშე კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ ვარსებობ? ედვარდ, მიყვარხარ... მთელი არსებით... არა, "სიყვარული" ერთი უბრალოდ სიტყვაა, ჩემი გრძნობები შენდამი კი, რაღაც უბრალო სიტყვაზე ბევრად მეტი... როგორ არ გესმის, რომ სწორედ ამ ძლიერი გრძნობის გამო არ მინდა იმ წყევლით დაწყევლო, რასაც მეთვითონ ამდენი ხანია ვებრძვი. ან ასე რომ მოხდეს და მიხვდე, რომ არ გყვარებივარ, ან უცებ გაგიქრეს სიყვარული? შეგზიზღდეს საკუთარი თავი, ისე, როგორც მე მძულს და ეს ყველაფერი ჩემ გამო. იმიტომ, რომ მე ვერ შევძელი შეგწინააღმდეგებოდი და აგისრულე სურვილი... ამ ყველაფრის თავი და თავი მე ვიქნები და... ედვარდ, რომ შემიძულო, მერე რა ვქნა?-დავასრულე სასოწარკვეთილი ხმით და თვალებში ავაცქერდი.
_ბელა... მართალს მეუბნები?-გაკვირვებული მიყურებდა.
_რას?-ვერ მივხვდი რაზე მეკითხებოდა.
_...რომ გიყვარვარ?-განმიმარტა. ნუთუ, ამის მეტი არაფერი გაუგონია? მე ვცდილობდი ამეხსნა, რატომ არ მსურდა მისი გარდაქმნა, ეს კი...
_არაადამიანურად მიყვარხარ... ისე, რომ მეშინია ამ ჩაგახრჩო ამ სიყვარულში...-გამეღიმა.
_... და მართლა ამ "წყევლის" თუ რაღაცის გამო არ გინდა ვამპირი გავხდე? რადგან გეშინია, რომ შემზიზღდები?-თავი დავუქნიე.-აააჰა... გასაგებია... ესეიგი, როდის უნდა გარდამქმნა?-ჩამეკითხა გულუბრყვილო გამომეტყველებით.
_ეეედვარდ!




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-12-11, 6:35 PM

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 6:57 PM | შეტყობინება # 337
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaimeee ra magari tavi iyo eseigi boloshi davdni exlac shokshi var love love love bella dzaan sayvarelia imedia kidev didxans gagrdzeldeba eseti momentebi meramdened unda vtqva dzaan nichieri xar da miyvarxar


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:09 PM | შეტყობინება # 338
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-bella, love love love love love mec dzalian miyvarxarrrr. gaixare sheeen!!!

დამატებულია (2010-12-11, 7:07 PM)
---------------------------------------------
saaali, imedia dadgebi karg xasiatze happy biggrin biggrin
es zedmetad aravampirulad wesiershi ra igulisxme, simartle gitxra ver mivxvdi. aba ufro garkvevit amixseni da ertad "gavafuchot" bela, araa problema biggrin biggrin biggrin

დამატებულია (2010-12-11, 7:09 PM)
---------------------------------------------
stupid_l@mb,

Quote (stupid_l@mb)
მე შეჩვეული ვარ ემოციური ფიკების და ნაწარმოების კითხვას და ცოოოოტა მაკლია ეს შენს ფიკში, რადგან მთლიანად დიალოგზე და საუბარზე გაქვს გადატანილი ყურადღება...

yvelaferi yvelaferi da am sityvebs yvelaze naklebad velodi martla surprised surprised vecdebi gavaumjobeso. madloba ro mimanishne kiss :kiss:



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:09 PM | შეტყობინება # 339
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, au ra magari iyooo cry dzaan magari iyo, magram shemecodneen cry cry cry cry cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

SLYTHIთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:48 PM | შეტყობინება # 340

259
11  +
   ±
Offline
vaime ra sayvarlebi arian biggrin biggrin
eh Bella Bellaa..
dzalian mainteresebs rogor daamtavreb..
an tu daamtavreb gardasaxviit..
meores dawerasac xom ar apireb?? happy happy

saaaliთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 8:20 PM | შეტყობინება # 341
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, imas vgulisxmobdi rom masshi ramodenimejer mainc gamomjgavndes vampiruli araadamianoba biggrin ragac daupiqrebeli da gautvaliswinebeli svlebii, an ucxo megobari bneli warsulidan an ravi ragac esti vampiruli gamosvlebi biggrin biggrin biggrin magari tavi iyo dzalian.. ki dzalian gamixarda da gadasarev xasiatze var... imedia xvalac esetze viqnebi tongue biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

soniaთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 8:48 PM | შეტყობინება # 342

118
5  +
25  ±
   ±
Offline
lodinad namdvilad girda imdenad lamazi da emociuri tavi iyo hands hands hands love love love

elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 9:13 PM | შეტყობინება # 343
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, magariaa :D:D bolo momewona dzaaaaaaaaaaaaaaaaaaan : )) : D:D biggrin :D vaime magari xar sayvareeeellooo imedi maqvs agirseb gardaqmnaaaas love :* LoVeeeee


DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 10:57 PM | შეტყობინება # 344
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
AnasteishA, ვაიმე shy ცუდად არ გამიგო... მე ამით უბრალოდ ჩემი აზრი აღვნიშნე. ეს მე ვარ შეჩვეული ემოციური ფიკების კითხვას და უპირატესად გრძნობების გადმოცემას ვანიწებ უპირატესობას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მკითხველისთვის უფრო გასაგები ხდება პერსონაჟის ხასიათი თუ შინაგანი სამყარო... თორემ, ნამდვილად არ მგონია, რომ შენი ფიკი არასრულყოფილია ან რაიმე ნაკლი აქვს. აიღე ნებისმიერი ორი მწერალი... ვიქტორ ჰიუგო მთელ თავს უთმობს იმის აღწერას, თუ რატომ მოხდა ასე? ვისთვის მოხდა? რამ გამოიწვია? რა იგრზნო როცა მომხდარი დაინახა? რატომ იგრძნო? რა გაახსენა ამ გრძნობამ?... მოკლედ ხომ ხვდები, რა ჩახლართული რაღაცაც გამოდის biggrin სმააგიეროდ ალექსანდრე დიუმა გაცილებით ლაკონურად და მარტივად გადმოგვცემს ერთ წინადადებაში მთელ აზრს... ყველას თავისი ტექნიკა აქვს! happy
რაც შეეხება ახალ თავს...ვუერთდები ბავშვების ემოციებს! საინტერესოდ მიდის სიუჟეტი, სრულიად ინდივიდუალური ხარ და ასე გააგრძელე :* happy happy



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-12, 11:18 AM | შეტყობინება # 345
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, ra schirt shesacodi nat. ertmaneti yavt, meti ra undaT?? dry biggrin biggrin biggrin kiss kiss
SLYTHI, simartle gitxra eg mec mainteresebs, ogond martla geubnebi, ar vtamashob happy gardaqmnit damtavrebas ar vapireb. meore nawilze ar vfiqrob jer. vnaxot es rogor damtavrdeba happy
saaali, ohoo... es bela cota gansxvavebulia ki mag mxriv... adamian belasavit cota fxukiania, bneli warsulidan megobari xo yavs? bili, romelic male dagvibrundeba happy nu vifiqreb kide da tu rame movifiqre kai iqneba kiss :kiss:
sonia, madlobaaaa da bodishi ro galodine kiss
elle____, nwu tongue tongue tongue tongue skaipshi momwere da iq vimsjelot mag sakitxebze gamav tongue biggrin biggrin
stupid_l@mb, ar gamigia cudad kiss yvelaferi sworad gavige, mara cudi isaa ro mgoni ukve aseti stili chamomiyalibda, rogorc vxedav scenas ise agvwer da tu ar gadmovcem kargad asagqmelad, es chemi minusia. shemidzlia tavi imitac vimartlo, rom komptan ar msvaven imdeni xnit, rom kargad chavufiqrde yvelafers da ise agvwero scenebi, grdznobebi, emociebi. xan vcdilob ro male movrche axali tavis weras, movaswro imis dawera rac am tavshi mqonda gatvlili da cota mshrali sheidzleba amito gamodis. mokled, sheni shenishvna sruuliad dadebitadaa migebuli (ar gegonos ro mewyina, ubralod gamikvirda) da vmushaob mag sakitze happy happy gmadlob rom xar obieqturi.


ძებნა: