ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 8:23 PM | შეტყობინება # 302 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| | |
|
|
|
Tako | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 9:32 PM | შეტყობინება # 304 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| vaimeeeeeeeeee aniiii es ra tavebim damxvdaaa gadaviriee .... gamagijeb shen me! vaime rasac kvia davtkbi ab bolo tavebis kitxvit... rogor mainterebs bellas istoria, rato dasdeven "isini". Bella kide magari kalia, magra momwonss, ragac sxvanairia, dzalian makvirveb, yvelaferi sxvanairad da gansakutrebulad gaqvs, kidev ertxel vimeoreb: verasdros warmovidgendi tu bella vampiri aseti siantereso ikneboda da shetrielbuli istoria aseti lamazi da chasatrevi tu gamdogeboda. shen ki es shedzleli , rom ara sheni inteleqti da uduidesi nichiereba es nawarmeobi araferi gamovidoda! axla ki es chemtvis bevrad metia vidre chveulebrivi fiki... ragac gasaocari shedzelii! miyvarxar dzalian da moutmenlad velodebi shemdeg tavs! P.s Nukas davetanxmebi! nu icit eget adgilebze gawyveta!!!!
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 10:39 PM | შეტყობინება # 305 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| | |
|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 9:54 AM | შეტყობინება # 307 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 12:30 PM | შეტყობინება # 308 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| bella-bella, არ მიფიქრია როგორ ან რატო უნდა გადავაქციო ედვარდი ვამპირად, მარა თქვენი კომენტარების მერე დავფიქრდი... სულ ამიბნიეთ თავგზა... რას ერჩით, რა, ცუდი ადამიანიააა? elle____, მე კი თანახმა ვარ მარა ვიღა წაიკითხავს? Rosalie, რა ვქნა, თავისით გამოდის ხოლმე მასე. Quote (Rosalie) shemdegi tavi ro mova damidzaxet ოკკ, არ გამოგაპარებთ stupid_l@mb, გაგიმხელ პაწუკა საიდუმლოს... თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ ვიმუხტები ენერგიით, რომელიც ჩემს სინდისს არ აძლევს საშუალებას გაყუჩდეს და ეს სინდისი მანამ მაწუხებს სანამ ახალ თავს არ დავდებ ხოლმე. მერე ამ ყველაფერში ერთვება ფანტაზია, დაგროვილი და გადმოუცემელი გრძნობები და ესაა რა... ესეიგი ახალი თავების მალ-მალე დადების მიზეზს ისევ თქვენამდე მოვყავართ... თქვენ ყოფილხართ ყველაფერი! Quote (stupid_l@mb) ან ვინ ჯანდაბაა მაიერი? ამაზე რა ხითხითი ავტეხეეე :D მაიერი რა პონტია იცი? აი ეხლა (ფსიქოლოგიას ვსწავლობ და მაგიტო მომივიდა ეს თავში უცებ) ფროიდი ხო იყო დიდი ფსიქოლოგი, მისი მიმდევრები ფროიდიანები ხოდა მე მაიერიანი ვარ მაიერის იდეოლოგიის მიმდევარი რამდენი მაკლია მე უბედურს Quote (stupid_l@mb) თუ მერტო პირველი ნაწილის ალტერნატივის დაწერას აპირებ, ბარემ ყველაფერი მოაქცია ამ ნაწილში ასე მოკლედ-მოკლედ დაწერე და ელენეც კმაყოფილი იქნება ერთ ნაწილში ვერ მოხერხდება ეგ ამბავი... მე არ მაქვს ნიჭი დავწერო რო დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. იმიტო რო არ მჯერა ამის. მუდმივი არაფერია სამწუხაროდ და რახან მე მჯერა რო ასეა, იმის გადმოცემას ვერ შევძლებ, რისიც არ მჯერა. მაშინ უნდა დავწერო რო ორივე დაიხოცნენ! მოსულააა? რა მესამე მეოთხე... არააა.... შაააანსი არაა!!!!!!! შემეშინდააააააა დამატებულია (2010-12-07, 12:30 PM) --------------------------------------------- smileysmiley, გაიხარე Tako, შემოგევლეე.... სასიყვარულო სცენები აწინაც ლამაზი გველოდება... ვცდილობ ყველაფერი გადმოვიტანო ამათზე რაც გულში მაქვს... ვნახოთ რა იქნება... ჩემო კარგო, შენნაირი გულკეთილი მკითხველები რომ არა, ალბათ პირველივე თავზე გავჩერდებოდი და ამით მორჩებოდა ჩემი "მოღვაწეობა" ალტერნატივის სფეროში. შემდეგ თავს დიდი იმედი მაქვს, რომ საღამოს შემოგთავაზებთ Quote (stupid_l@mb) ეს ისე პეწს მატებს ფიკს ეგაა Quote (Immortal) xoda shenc anii axali tavii gtxooov :* :* ვეცდები ყველანაირად
| |
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 1:10 PM | შეტყობინება # 309 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (AnasteishA) მე კი თანახმა ვარ მარა ვიღა წაიკითხავს? danarcheeeni : ((( : D:D
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-08, 0:30 AM | შეტყობინება # 312 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 29. პაემანი საძინებელში რამდენიმე საათში ისევ დავბრუნდი ტყეში. აქედან ვაპირებდი ედვარდის საძინებელში შეპარვას, ზუსტად ისე როგორც ადრე ვაკეთებდი. ბოლოს, როცა სახლში ყველა სინათლე ჩაქვრა, გადავწყვიტე ფანჯარაში გადავსულიყავი, რომელიც ალბათ ედვარდმა გააღო ჩემთვის. ოთახში უხმაუროდ დავხტი და საწოლისკენ გავემართე. _ბელა!-ღიმილი გადაეკრა სახეზე საწოლზე წამომჯდარ ედვარდს. _ჩშშ...გაეღვიძებათ!-დავიჩურჩულე. პირზე თითი აიფარა და გამცინა. -დაწექი. მე არსად წასვლას არ ვაპირებ... გათენებამდე შენთან ვიქნები...-ვუჩურჩულე და შიშველ მკერდზე ოდნავ ვუბიძგე რომ დაწოლილიყო. დამემორჩილა. საბანი გადავაფარე, მე საბანს ზემოდან მივუწექი გვერდით და თავი მკლავზე დავადე. _რა ბავშვივით მივლი...-წაიბურტყუნა ღიმილით, საბანს რომ ვაფარებდი. _ჩემთან შედარებით ხარ კიდეც ბავშვი... _ნუ სულელობ!-მიპასუხა და შუბლზე მაკოცა. _შენც იცი, რომ ეს სიმართლეა. შენ 18ის ხარ, მე კი... _მაგას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია, რომ მიყვარხარ!-მითხრა სერიოზული და თან ნაზი ხმით. -უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და რომ მიმატოვო... უბრალოდ მოვკვდები...და თუ ეს უნდა მოხდეს... მირჩევნია შენი ხელით მოვკვდე... უკანასკნელი რასაც ჩემი თვალები დაინახავს შენ იყო...-ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ამ ყველაფრის წარმოდგენაზე ვიგრძენი, რომ რა ძლიერაც არ უნდა მომდომებოდა მისი სისხლი, რა ძალიან მშიერიც არ უნდა ვყოფილიყავი... შიმშილით, სისხლის წყურვილით მოვკვდებოდი (რაც თითქმის შეუძლებელია ჩვენი მოდგმისთვის) და მას მაინც ვერასდროს ვახლებდი ხელს. _აღარასოდეს გაიმეორო ეგ!-ვუთხარი მკაცრად.-მართალია, თავიდან ამქვეყნად არაფერი მსურდა შენი სისხლის გასინჯვის გარდა, მაგრამ შემდეგ... როცა ადამიანს ვხედავ უკვე ქვეცნობიერის დონეზე ხდება წყურვილის ინსტიქტის დათრგუნვა, არ ვფიქრობ ვინაა ის, უბრალოდ ვიცი, რომ ხელი არ უნდა ვახლო, იმიტომ, რომ ეს ბოროტებაა. ახლა როცა შენ გხედავ, ისე არ გიყურებ როგორც ნებისმიერ სხვას, ვისი სისხლის წყურვილის დაბლოკვაც მიწევს ყოველდღიურად. შენ გიყურებ და ვიცი რომ რა ძალითაც არ უნდა მოვინდომო, ვერ შევძლებ რაიმე გავნო... ედვარდ, ჩემს სულში ხარ გაჟღენთილი და რომ მოკვდე... ჩემი ის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ნაწილიც შენთან ერთად მოკვდება და მე... მეც არ ვიცოცხლებ უშენოდ... _შენ ხომ იცი, რომ ოდესმე მოვკვდები... _მანამდე დიდი დროა და მინდა ეს დრო... უბრალოდ შენთან ვიყო... გიყურო... და შენთან ყოფნით დავტკბე... _ბელა, არ გიფიქრია, რომ...-შემპარავად დაიწყო მან, მაგრამ სასწრაფოდ გავაწყვეტინე: _აღარ გააგრძელო! ედვარდ, ამაზე არც იფიქრო, გთხოვ, -თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე.-ახლა კი დაიძინე... დაღლილი ხარ,-ვუთხარი მარჯვენა ლოყაზე ვაკოცე და თავი მკერდზე დავადე რაც შემეძლო მარცხნივ, მინდოდა მისი მშვიდი გულისცემისთვის მესმინა, სანამ მას ეძინებოდა. _არ მეძინება... მითხარი... _ნწუ ნწუ ნწუ,-წამოვიწიე და თითი გავუქნიე.-კითხვები ხვალ... ახლა შენი ძილის დროა, უკვე ძალიან გვიანია,-წამით თითქოს ჩაფიქრდა, შემდეგ ეშმაკურად აელვარებული თვალებით მომიბრუნდა. _ერთს გაკოცებ და შემდეგ დავიძინებ,-მითხრა მან. _კარგი,-ვუთხარი და ლოყა მივუშვირე. საწოლზე წამოჯდა, გაკვირვებულმა შევხედე. შიშველი მკლავები მომხვია, ჩამიხუტა. შემდეგ თავი დამიჭირა, თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი როგორ მომიახლოვდა... მე ვიყავი მასზე უფროსი? ასეთი განცდები ალბათ 15 წლის გოგონებს აქვთ როცა პირველად კოცნიან. თვალები დაეხუჭა, ცხვირის წვერი გამიხახუნა ცხვირზე და შემდეგ ბაგეებზე შემეხო... როგორ შეიძლება "კოცნა", ეს ერთი უბრალო სიტყვა რქმეოდა განცდების იმ მთელ ფოიერვერკს, რასაც მისი ტუჩების შეხებისას განვიცდიდი? სრულიად ვკარგავდი თავს, დროის და ადგილის შეგრძნებას. ყველაფერი თავდაყირა დგებოდა ცნობიერებაში, ეს მე ვიყავი მასზე უმცროსი ასაკით, მასზე სუსტი და მასზე დაუცველი. ის ჩემზე მბრძანებლობდა და მე უტყვი, მონური მორჩილებით ვეთაყვანებოდი. არ ვიცი როგორ მოხდა ყველაფერი, მაგრამ უცებ... მან ხმადაბლა წამოიყვირა და ოდნავ გამშორდა, ტუჩებზე კი თბილი, მწკლარტე, მარილიანი და საოცრად მადისაღმძვრელი სისხლის გემო ვიგრძენი... _ბელა... ნამდვილი ავაზა ხარ...-მითხრა ღიმილით. თვალებში ალბათ შიმშილის წყვდიადისფერი ფერი მედო, მაგრამ მისმა ქცევამ გამაოგნა. ორივე თვალი დამიკოცნა და შემდეგ ისევ ტუჩებზე მეამბორა. _საერთოდ არ გეშინია ჩემი?-ვკითხე როცა ეს მცირე კოცნაც დასრულდა, ის საწოლში დაბრუნდა, საბანი გადაიფარა და მკლავებში მომიქცია, თავი ისევ მკერდზე დავადე. _მეშინია? შენი ბელა? ერთადერთი, რისიც მეშინია დროა... მეშინია, რომ არ მეყოფა შენი გაბედნიერებისთვის...-ეს არ იყო სწორი, მაგრამ არც იყო გასაკვირი. მე ხომ ვიცოდი, რომ ედვარდი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. _ბელა, რატომ ემალები მზეს?-მკითხა მცირე პაუზის შემდეგ. _ოდესმე გაჩვენებ... _გწვავს?-მკითხა თანამგრძნობიარე ხმით. _არა, სულელო...-მივუგე სიცილით.-ერთ დღეს, როცა ფორქსს მზიანი დილა გაუთენდება, აუცილებლად გაჩვენებ... ახლა კი დაიძინე...გინდა გიმღერებ? _მინდა... _თვალები დახუჭე...-მან თხოვნა შემისრულა და იმ სევდიანი მელოდიის ღიღინი დავიწყე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ როიალზე ვაწყობდი. ედვარდმა მჭიდროდ შემომხვია ხელები და რამდენიმე წუთში მშვიდი, ბავშვური ფშვინვა ამოუშვა... მე დილამდე ვუგდებდი ყურს ბუნების ამ ჰარმონიას... დილას გამთენიისას წამოვდექი. მართალია, დიდი ხანია კიდეში ვიწექი და იქიდან ვადევნებდი თვალს, რადგან არ მინდოდა მისი თავისუფალი მოძრაობა შემეზღუდა, მაგრამ ავდექი თუ არა, მან თვალი გაახილა. _არ წახვიდე...-დაიჩურჩულა მან. _სახლში გამომიარე... დაგელოდები... _კარგი...-ძლივსგასაგონად მიპასუხა და ისევ ძილში ჩაიძირა. სახლში ემოციებით დატვირთული დავბრუნდი. კარის შეღებისას რატომღაც ქვედა ტუჩზე ვიკბინე და შემდეგ გავილოკე (ადამიანობიდან შემორჩენილი ჩვევები) და სისხლის გემო ვიგრძენი! ამ ფაქტმა შემაშინა, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდი, ნერვები მოვთოკე. ეს უბრალოდ სისხლი იყო და მეტი არაფერი, მიმხმარი სისხლი. ალბათ პირდაპირ გასხივოსნებული ვიყავი ბედნიერებისგან, რადგან სახემოღუშულ ესმისაც კი გაეღიმა ჩემ დანახვაზე. _ესმი, უბედნიერესი ვარ!-მივახარე. _სახეზე გაწერია!-მითხრა ღიმილით.-მთელი ღამე მასთან დარჩი? როგორ მიხარია, რომ პრობლემა მოაგვარეთ. _ჰო, მასთან დავრჩი... ისეთი ბედნიერი როცა ვუყურებ...-ვთქვი და ფიქრები ისევ მასთან გამექცა, მაგრამ უცებ დავსერიოზულდი.-ესმი, შენსა და კარლაილს შორის რა ხდება? რატომღაც მეჩვენება, რომ რაღაცას დარდობ... მაპატიე, ცუდი შვილი ვარ, რომ ჩემი პრობლემების გამო შენი გრძნობები გადამავიწყდა... _არაფერია, ბელა... ვიცოდი, რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა. უბრალოდ, იმედი მომეცა, რომ ვიპოვე ის, ვისზეც ადამიანობაში ვოცნებობდი... წესიერი, განათლებული, საინტერესო, საიმედო, თავაზიანი და ზოგადად სასიამოვნო ადამიანი...-სევდიანი ხმა ჰქონდა ესმის. _მაგრამ...?-ჩავეკითხე.-მე ვიცი, რომ კარლაილსაც ძალიან მოსწონხარ. _ჰო, მაგრამ... მან იცის, რომ შენ და ედვარდს ერთმანეთი გიყვართ... _მერე?-ესმიმ ისეთი თვალებით შემომხედა "როგორ არ გესმისო" მეკითხებოდა. _ის ამორალურად მიიჩნევს, რომ შეყვარებული წყვილის მშობლებმა ერთმანეთი შეიყვარონ. _რა? ეს ასე პირდაპირ გითხრა? _არა, მაგრამ ტაქტიანად მაგრძნობინა. _სულ ეგაა? _ბელა, ეს დიდი პრობლემაა. _დედა! ეს არავითარი პრობლემა არაა! თუ ფიქრობ, რომ კარლაილი ისეთი ღირსეული პიროვნებაა, როგორიც შენ გჭირდება... მაშინ უნდა გაუმხილო საიდუმლო და ყველაფერი მოგვარდება! თუ მას უყვარხარ... ისევე შეეგუება ამ ამბავს, როგორც ედვარდი... არა, დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო ადვილად... -დავამატე ბოლოს, როცა მისი თავდაპირველი რეაქცია გამახსენდა.-თან წარმოიდგინე,-გავაგრძელე ხალისით.-ედვარდიც აუხსნის, რომ საშიშნი არ ვართ... დაგვეხმარება და... _არა, ბელა... კარლაილს არ აქვს ისეთი ძლიერი გრძნობები, როგორიც ედვარდს... მას ცოლი ჰყავდა და ალბათ ჯერ კიდევ ის უყვარს... _ესმი,-ვუთხარი სერიოზული ხმით.-თუ ამ პიროვნების გარეშე უბედურად გრძნობ თავს, ჯერ გაარკვიე მიზეზი, რის გამოც ის თავს იკავებს. თუ ეს მიზეზი ჩემი და ედვარდის სიყვარულია, მაშინ უნდა იბრძოლო სიყვარულისთვის, თუ საქმე მის გარდაცვლილ ცოლშია... მაშინ... _მაშინ უნდა დავივიწყო...-დააბოლოვა ტრაგიკული ხმით და ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ ცრემლები წამოსცვივდებოდა... ჩემი დედიკო... მასაც ადამიანი შეუყვარდა...ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი ბედნიერება მის უბედურებაზე ყოფილიყო აგებული... მაგამ ყველანაირი საფიქრალი და დარდი გადამავიწყდა, როცა მანქანის ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას... ედვარდი მოდიოდა ჩემთან! დამატებულია (2010-12-08, 0:30 Am) --------------------------------------------- sonia, კარგი ქენი. დღეს ძალიან გვიან მომიწია დადება. უკვე აღარც მქონდა იმედი რო დავდებდი natuka, ეეჰ, ნათ ამ უმესიჯობას რა ვუთხარი... აი ახალი თავი
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ოთხშაბათი, 2010-12-08, 0:24 AM | |
|
|
|
|
|