ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-08, 11:37 PM | შეტყობინება # 320 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 5:38 PM | შეტყობინება # 321 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 5:54 PM | შეტყობინება # 322 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (AnasteishA) nu geshi,aravitari sarochkis gadaxsna da uxerxuloba ar iqneba : D: D:D kide kai :D gelodebi icodeee : )))
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 8:03 PM | შეტყობინება # 323 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 30. შეხვედრა წარსულთან ჩემი სახის დანახვაზე ესმის გაეღიმა. მე კარისკენ გავქანდი. რამდენიმე წუთში მანქანა სახლთან გაჩერდა და კარზე ზარიც დაირეკა. მაშინვე გავაღე. _კართან მიცდიდი?-გაეცინა. _არა, უბრალოდ შორიდანვე გავიგონე მანქანის ხმა,-ტუჩებზე ვაკოცე მისალმების ნიშნად და ხელი ქურთუკის სახელოში ჩავავლე.-შემო, ტანსაცმელს გამოვიცვლი და წავიდეთ,-შევიყვანე შიგნით. _დილა მშვიდობისა, მისის სვონ!-მიესალმა ედვარდი. _დილა მშვიდობისა, ედვარდ!-გაუღიმა ესმიმაც. _დაგტოვებთ, მალე ჩამოვალ,-ედვარდს გავუღიმე და კიბისკენ წავედი. ჩემ ოთახში კარადაში შევძვერი და რატომღაც მომინდა მუხლამდე სიგრძის მუქი ლურჯი, მუქყვავილებიანი ქვედაკაბა, მკლავიანი მაისური და თეთრი, ნაქარგებიანი ჟაკეტი ჩამეცვა. ედვარდთან მინდოდა თავი უფრო ქალურ, ნაზ არსებად მეგრძნო. _კარლაილი უკვე წავიდა საავადმყოფოში?-გავიგონე როგორ ჰკითხა ესმიმ. _საუზმეს იმზადებდა რომ წამოვედი,-უპასუხა ედვარდმა. _ჩამოჯექი, რას დგახარ...რამეს ხომ არ დალევ?-ჰკითხა თავაზიანად. _არა, გმადლობთ. ვისაუზმე და ისე წამოვედი,-კიდევ კარგი, თორემ რომ დათანხმებოდა, ნეტა, რას დაალევინებდა?! _მეც მოვედი!-კიბეები ჩავირბინე მას შემდეგ, რაც დაბალძირიანი, რბილი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი ჩავიცვი. _ბელა, გაც...-დაიწყო ჩემ დანახვაზე ედვარდმა, მაგრამ უცებ გადაასწორა.-მინდოდა მეთქვა... გარეთ წვიმს... _გასაკვირი არაფერია, ჩვენ ხომ ფორქსში ვართ!-გავუღიმე და ესმის მივუბრუნდი.-მოდიხარ? თუ ჯერ არა? _მოგვიანებით წამოვალ. _კარგი. წავედით?-გადავხედე ედვარდს, წამოდგა და კარისკენ დავიძარით. _ჭკვიანად იყავით, ბავშვებო!-მოგვაძახა, სანამ კარებს მივიხურავდით. _სკოლაში უნდა წავიდეთ?-მკითხა, როცა მანქანაში ჩავსხედით. _რა თქმა უნდა! არ მოგცემ საშუალებას, რომ ჩემ გამო პროგრამას ჩამორჩე! _ძალიან შემცდარხარ, თუ გგონია, რომ მთელ დღეს იმ საკლასო ოთახებში გავატარებ, სადაც შენ არ იქნები... _შენს ყველა გაკვეთილს დავესწრები, ოღონდ ერთი პირობით... _მთხოვე რაც გინდა!-სიხარულით თვალებგაბრწყინებულმა გამაწყვეტინა. _უნდა დამპირდე, რომ მასწავლებლებს ყურადღებით მოუსმენ და ყურებას ან ჩემთან საუბარს არ დაიწყებ! _ოო, ეგ ცოტა რთული ამბავია, მაგრამ ვეცდები შევასრულო. მთავარია, გვერდით მეყოლები!-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიიტანა ტუჩებთან ჩვენი გადახლართული თითები და ხელზე მეამბორა. ვუყურებდი, როგორ ეცემოდა კოკისპირული წვიმის წვეთები მინებს, როგორ ილუმპებოდა ქუჩები, თან ყურს ვუგდებდი მისი სუნთქვისა და გულისცემის ხმებს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამხელა ბედნიერების თანაზიარი გავხდებოდი. გაკვეთილებზე პირნათლად შეასრულა ჩემი თხოვნა. მართალია, რამდენჯერმე ღიმილით გადმომხედა და ცოტა ხანს თვალი ვეღარ მომაცილა, მაგრამ მასწავლებელსაც უსმენდა და მის ლექციაში რამდენიმე სიტყვაც ჩაურთო. მეორე გაკვეთილის დამთავრების შემდეგ კლასიდან გამოვედით და დერეფანს გავუყევით. _კაფეტერიაში წავიდეთ. რამე უნდა ჭამო. _არ მშია. წამო, გარეთ გავიდეთ და...-ხელი მომხვია და ფანჯარაში გააპარა მზერა. _არა, ედვარდ! ასე არ შეიძლება, უნდა ჭამო!-ყასიდად გამებუტა და უკმაყოფილო მზერით გადმომხედა, მაგრამ შემდეგ ყელში ვაკოცე. კოპები გახსნა და კაფეტერიაში შევედით. _ჩემი დიეტა არ დაგავიწყდეს,-ვუთხარი როცა რიგში ჩადგა. _მახსოვს. მიდი, დაჯექი, ახლავე მოვალ!-გამიღიმა. წავედი და ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მივუჯექი. როგორც წესი, ყველა ხმას ვბლოკავ, მისი ხმის გარდა, ვინც მაინტერესებს, მაგრამ ჩვეულებრივ, ყოველთვის ვიგებ ხმას, რომელიც ჩემს სახელს წარმოთქვამს. ეს უკვე ჩვევად მაქვს. ამიტომ, როცა ედვარდი საჭმლიანი ლანგრით დამიჯდა წინ, ჩემს სახელს მოვკარი ყური: _...ბელას შეხედე! ვინ ჰგონია თავისი თავი?! თუ ფიქრობს, რომ უკანასკნელი იქნება ედვარდისთვის, ძალიან ცდება! მალე გაიგებს ვინაა ედვარდ კალენი!-იგესლებოდა ვიღაც. ეს ხმა მეცნობოდა, ალბათ ედვარდის რომელიღაც დაბოღმილი "მსხვერპლი" იყო. _უკვე ჭორაობენ ჩვენზე!-ვამცნე, როცა პიცის ნაჭერი პირისკენ გააქანა. _ვინ?-მკითხა მას შემდეგ, რაც ლუკმა გადაყლაპა, თან ოთახში მიმოიხედა. _ჩემს უკან და მარცხნივ. იქიდან მოდის ხმა. _ლორენი!-წამოიძახა მან.-რაო, რას ამბობს?-სიტყვა-სიტყვით გადავეცი მისი ნათქვამი. _თუ ეს გაწუხებს, მივალ და მოვაკეტინებ,-ოდნავ წამოიწია, მაგრამ გავაჩერე. _არა, ედვარდ. ჭორები არ მაღელვებს. ჭამე, მინდა გიყურო... _შენთვის არავითარი გემო არ აქვს?-მკითხა, როცა პიცის ჭამას მორჩა, სოდიანი წყალი მოსვა და ვაშლის ხელში თამაში დაიწყო. _დაახლოებით იგივე გემო აქვს, რაც ალბათ შენთვის ხავსს. _ხავსს? ხის ხავსს?-დაიჯღანა.-და მაინც ჭამ?-ალბათ ელისის ნიშნობის საღამო ჰქონდა მხედველობაში. _როცა აუცილებლობა მოითხოვს,-ედვარდი ჩემსკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მკითხა: _სისხლს როგორი გემო აქვს?-ავიბენი, ამ კითხვას არ ველოდი. _ჯობია, არ იცოდე, -მივუგე სწრაფად და თემა შევცვალე.-ელისი და ჯასპერი სად წავიდნენ სამოგზაუროდ? _ჰავაიზე. ჰავაი ელისის ოცნებაა... ისე, არც მე ვიტყოდი უარს. _სამწუხაროა, რომ მე ვერ გაგიწევ კომპანიონობას. _ჰო, მზე სულ დამავიწყდა. უფრო სწორად, შენი დამოკიდებულება მზისადმი. მაგრამ ვერცერთი პალმებიან-ქვიშიანი სანაპირო, მცხუნვარე მზე და ეგზოტიკური გარეგნობის გოგო ვერ შეგედრება შენ. მთავარია შენ მყავხარ, სხვას არაფერს აქვს აზრი,-გაჩუმდა და შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, ძლივსგასაგონად მკითხა.-ბელა, კუბოს ამბავი მართალია? _კუბოს ამბავი?! _ჰო. ყველა ფილმში კუბოში სძინავთ ვამპირებს... _მმ... რა გითხრა... ეს ალბათ ახირებაა. შესაძლოა კუბოში ხმაური ნაკლებად აღწევს, სინათლე მითუმეტეს და იქ პოულობენ სიმშვიდეს, მაგრამ მე არასდროს მიცდია. თუ გინდა, ერთად ვცადოთ ერთხელ,-სიცილით დავაბოლოვე. _კარგი,-გაეცინა მასაც.-ანუ ჩვეულებრივარ, საწოლზე გძინავს? _არა, ედვარდ. _აბა? _ჩვენ საერთოდ არ გვძინავს. _საერთოდ?-თვალები შუბლზე აუცოცდა. _საერთოდ. ამიტომაც მშურს შენი, როცა მძინარეს გიყურებ. _ნეტავ, მეც შემეძლოს ძილის გარეშე... ასე ნაკლებ დროს დავკარგავდით. _ედვარდ, საჩქარო არაფერია. წინ მთელი ცხოვრებაა. _შენთვის მარადისობაა, ჩემთვის რამდენიმე ათეული წელი, რომლის ნახევარს სიბერეში გავატარებ. ისეთ სიბერეში, როცა წნევის ცვალებადობა, სკლეროზი ან რაღაც ამდაგვარი დამემართება. ვეღარ გაუძლებ ბებრულ ხუშტურებს და მიმატოვებ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სკლეროზის გამო შესაძლოა ვერც მივხვდე რა მაკლია და რატომ მტკივა გული. არა, ამას მირჩევნია ახალგაზრდა მოვკვდე და ასეთი დაგამახსოვრდე. _ედვარდ, მესაუბრე ნებისმიერ თემაზე შენი სიკვდილის გარდა...-ხმადაბლა ვუთხარი. _...და რა მოხდება, რამე დაავადებამ რომ მომკლას? ან ტერაქტმა, ან ავტოკატასტროფამ, ან უბედურმა შემთხვევამ? მაგალითად, სახლში ელექტროგაყვანილობის შემოწმებისას დენმა რომ დამარტყას?-აგრძელებდა ის თავისას ჩურჩულით. ყურებზე ხელები ავიფარე. _ჩემი ტანჯვა გსიამოვნებს?-ამოვიკვნესე ბოლოს. _არა, სულელო, უბრალოდ მინდა იფიქრო ამაზე. _ედვარდ, აქ საფიქრალი არაფერია... _რა თქმა უნდა, არაფერია. მე მოვკვდები და სხვა გამოჩნდება. მაშინ სხვა იქნება 18 წლის სიმპათიური ბიჭი... ვინღა იდარდებს ძველ შეყვარებულზე...-გამაწყვეტინა, თან ისეთი გაბუტული გამომეტყველებით მიყურებდა, რომ გამეღიმა. _არა, მინდოდა მეთქვა, რომ მოკვდები თუ არა, მეც მაშინვე გამოგყვები, როგორცკი შევძლებ. ახლა კი გაკვეთილზე გვაგვიანდება... _იცი, შენთვის სიურპრიზი მაქვს!-ვუთხარი, როცა სკოლიდან გამოვედით. _რა სიურპრიზი?-გაკვირვებული მზერა მომანათა ბელამ. _მალე გაიგებ!-ვუთხარი იდუმალი ხმით და მანქანაში ჩავსხედით. _საით მივდივართ? _ჩემს სახლში,-ვუთხარი უყოყმანოდ. რამდენიმე წუთში მანქანა სახლთან დავაყენე, ბელა სახლში შევიყვანე, ვთხოვე მისაღებში დამლოდებოდა და მე ისევ გარეთ გამოვედი. ქუჩა გადავჭერი და მეზობლის კარის ზარის ღილაკს დავაჭირე ხელი. კარი შუახნის ქალმა, უფროსი მისის შერინგტონის რძალმა გამიღო. _გამარჯობათ, მისის ანჯელა სახლშია? _დიახ. _შეგიძლიათ დაუძახოთ? _კი ბატონო,- ქალმა გაკვირვებულმა ამათვალიერა და შიგნით შებრუნდა. _ედვარდ, ჩემო ბიჭო!-გაისმა მისის შერინგტონის ალერსიანი ხმა. ალბათ მნახველების ნაკლებობას განიცდიდა, რახან ჩემი ნახვა ასე გაეხარდა. _მისის შერინგტონ, შეგიძლიათ წამომყვეთ? ერთ ვინმეს სურს თქვენი ნახვა... _ჩემი ნახვა? სადაა? _ჩემს მისაღებში გელოდებათ. _ახლავე...-ქალი შებრუნდა.-ჯუდი, მალე დავბრუნდები!-გასძახა ოთახის სიღრმეს და კარებში გამოვიდა. კარი გამოვხურე და მასთან ერთად დავბრუნდი სახლში. _ვინაა? იცი, დიდხანს ვერ დავრჩები, ჯუდი გამიბრაზდება. ძალიან მეოჯახე რძალია, მაგრამ ბრაზდება, როცა ვანერვიულებ. მე კი წამლები მაქვს დასალევი...-მელაპარაკებოდა მოხუცი, როცა მისაღებში შევედით. ბელას თვალები გაუფართოვდა მის დანახვაზე და სავარძლიდან წამოდგა. ანჯელა მე მიყურებდა და არ დაუნახია ის. _მისის შერინგტონ, აი, გოგონა, ვისაც თქვენი ნახვა სურდა...-ხელი ბელასკენ გავიშვირე. მან ჩემს ხელს გააყოლა თვალი და გახევდა. შემდეგ შებარბაცდა, დროზე დავიჭირე და დივანზე დავსვი. _ედვარდ, ეს მოჩვენებაა? წარსულის ზმანება? ვკვდები?-ხმა უკანკალებდა ქალს. _იცანით, მისის შერინგტონ?-ვკითხე ღიმილით. _ეს ბელაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი... სწორედ ისეთი, როგორიც ბოლოს ვნახე... _ანჯელა...-ბელას მიერ წარმოთქმული ბგერები უფრო ამოოხვრას გავდა. _ბელა... ნუთუ, ეს შენ ხარ?!-ქალი წყლიან თვალებს ვერ აშორებდა ბელას.-კი მაგრამ, როგორ? მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა... შენ ისევ ასეთი ახალგაზრდა ხარ... ეს როგორ მოხდა? _გრძელი ამბავია... _ჩარლი ისე ღელავდა... სიცოცხლის ბოლომდე შენი ნახვის ნატვრაში იყო... იმედს არ კარგავდა... მეც ისე განვიცადე... ისე მენატრებოდი...-მოხუცს ცრემლები გადმოსცვივდა. _მეც ისე მენატრებოდი ანჯი... ყველანი მენატრებოდით...-ბელა ქალს ჩაეხვია, ლოყები დაუკოცნა, თან ამშვიდებდა. _ნუ ტირი, გთხოვ, ანჯი... _ანჯი? რამდენი ხანია ეს სახელი აღარავის დაუძახია... მეგონა მოკვდი, ბელზ... მეგონა გაგიტაცეს და სადმე უკაცრიელ ადგილას დაგმარხეს...-სლუკუნებდა მოხუცი. _ასეცაა, ანჯი, მე მომკლეს და ისეთ ადგილას დამმარხეს, საიდანაც ვერასდროს გავიქცევი... მაგრამ შენ ნუ ტირი... მეც მეგონა, რომ ვეღარასდროს გნახავდი ვერც შენ და ვერც რომელიმე სხვა, ჩემთვის საყვარელ ადამიანს... ისე მიხარია, რომ გხედავ... ვუყურებდი ორ ქალს, რომელიც ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას ვერ მალავდა. მათგან ერთი უკვდავი იყო, მეორე კი ღრმა მოხუცებულობაში გადასული და ვფიქრობდი, რომ ამ უკანასკნელს რამდენიმე წლით გავუხანგრძლივე სიცოცხლე ჩემი სიურპრიზით... ბედის ირონიად მომეჩვენა, როცა მომდევნო დილას მისის ანჯელა შერინგტონის დაღუპვის ამბავი გავიგე... ჩემი მეზობელი ქალბატონი გამთენიისას, ძილში გარდაიცვალა... მაგრამ მანამდე...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-12-09, 8:04 PM | |
|
|
★Gvanca★ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 8:33 PM | შეტყობინება # 324 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| AnasteishA, vaime ra magari tavi iyo bella da edwardi dzaan sayvarlebi arian .bellas rogor gauxarda anjelas naxva ise dzaan shemecoda anjela Quote (AnasteishA) მაგრამ მანამდე... ra intrigani xar ra dzaan sayvarli xar da dzaan miyvarxar
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 8:47 PM | შეტყობინება # 325 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 9:23 PM | შეტყობინება # 328 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 9:40 PM | შეტყობინება # 329 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| მმმ... ბოლო მომეწონა განსაკუთრებით... ვფიქრობ, ანჟელას კიდევ ბევრი სხვა კითხვა უნდა დაბადებოდა, მაგრამ ისე უცებ მოკალი ეს თავი არაფრით ჩამოუვარდებოდა დანარჩენებს... ედვარდი ისევ და ისევ რაღაცნაირი მეამიტია... ბელა კი ყურებამდე შეყვარებული ვამპირი, რომელიც ძალიან მომწონს მე შეჩვეული ვარ ემოციური ფიკების და ნაწარმოების კითხვას და ცოოოოტა მაკლია ეს შენს ფიკში, რადგან მთლიანად დიალოგზე და საუბარზე გაქვს გადატანილი ყურადღება... კარგია ესეც, ვიგებთ ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ... მაგრამ რაღაცნაირად მაინტერესებს, რას გრძნობს ბელა, როცა უყურებს ედვარდს... არა მხოლოდ ერთხელ შეხედვისას... შენ ედვარდის პირითაც ხშირად წერ და მათი მონოლოგები ერთმანეთშია არეული, ამიტომ საინტერესო იქნებოდა რას გრძნობს ჩვეულებრივი ბიჭი, ვამპირი შეყვარებულის გვერდით, გარდა იმისა, რომ უყვარს...დარწმუნებული ვარ ის სხვა რამეებზეც იფიქრებდა მოკლედ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და არც გამიკვირდება, საერთოდ რომ არავინ გაიზიაროს, იმიტომ რომ ყველას თავისი სტილი აქვს.. ისე კი, ჩემთვის ძალიან დახვეწილი მწერალი ხარ და აბა შენ იციი!! წარმატებებიიი :*
| |
|
|
|