ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
|
|
|
Rosalie | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-02, 9:59 PM | შეტყობინება # 245 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
Tako | თარიღი: პარასკევი, 2010-12-03, 1:29 PM | შეტყობინება # 246 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| o_O nervebi momeshala mara egn araferi, egec sachiroa exla, ver uartvyoft dzaliaaaan magari tavi iko rogorc yovletvis, cta amagelvebelic da nervebmomshlel is edwardi xo vafshe debili yofilaa bella tviton sheetena Twilightsi , ar managvlebs vampiri xar tu arao da es kide tiiuri adamianii mara mec mase viamdi, bellasavit aranormaluri ar var namdvilad male dade shemdegi tavi, sulmoukmelad gelodebii! :***
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
elle____ | თარიღი: პარასკევი, 2010-12-03, 3:36 PM | შეტყობინება # 247 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2010-12-03, 10:58 PM | შეტყობინება # 250 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Quote (Tako) bella tviton sheetena Twilightsi , ar managvlebs vampiri xar tu arao da es kide tiiuri adamianii ტიპიური ადამიანი მგონი საგიჟეთში წავიდოდა სამკურნალოდ, მე პირადად ასე ვიზამდი (აფსუს, რა დროს დამიკეტეს ასათიანი! ) Quote (Tako) bella tviton sheetena Twilightsi შეეტენა, აბა რა! Quote (elle____) neta icodes ras kargavs raa რას კარგავს ერთი მასეთს? რად უნდა ბელა როცა აქა ვარ მე ?! ეჰ, რას ვიზამთ, მიყვარდება ხოლმე ჩემი პერსონაჟები... (მარა ჩემ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე არ ვაგებ, ამიტო მალე შერიგდებიან, არ ინერვიულოთ) n10a, მიხარია რომ მოგწონს... იმედია გააგრძელებ კითხვას Breee, ბოდიში... ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ბოდიშების მოხდა მარა რა ვქნა რა გავაკეთო? ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს დღეს ვერ ვახერხებ მაპატიეთ რააა.... არ მაქვს დაწერილი წინასწარ თორე რო მქონოდა ახლა ამ კომენტარის ჯღაბნის დროს კი მოვასწრებდი იმის დადებას... ამ ერთხელაც მაპატიეთ. კვირას იქნებ შევძლო ორი თავის დადება ერთად... მძიმე ტვირთი ავიკიდე ეს ყოველდღე დადება... მაპატიეთ რა...
| |
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 4:45 PM | შეტყობინება # 254 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 7:38 PM | შეტყობინება # 255 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 26. The Shopping 2 დილას სკოლაში არ წავსულვარ. არ მინდოდა სადმე გადავყროდი მის ცივ, ზიზღნარევ გამოხედვას. ემეტთან და როზალისთან გაბუტულივით ვიყავი (განსხვავებული არაფერი, თითქმის მთელი ცხოვრება ასე ვართ). წასვლის წინ როზალი ჩემ ოთახში შემოიძურწა, ორად გაკეცილი ქაღალდი დამიდო ტუმბოზე და ხმისამოუღებლად დატოვა ოთახი. მივედი და ფურცელი გავშალე, ემეტის და როზალის სურათი შემეჩეხა, მოსაწვევი იყო. მაგარია, საკუთარი და მოსაწვევით გპატიჟებს თავის ქორწილში... ვითომ ისე არ ვიცოდი 30 ოქტომბერს რომ ჰქონდა ქორწილი. ესმი ოთახში მესტუმრა, მაგრამ შემატყო, რომ საუბრის ხასიათზე არ ვიყავი, დამემშვიდობა და წავიდა. მისაღებში ჩავედი და როიალს მივუჯექი. თითები თავისით აცეკვდნენ კლავიშებზე. ეს არ იყო პიანისტის და ინსტრუმენტის გრძნობების შერწყმა, ეს იყო უბრალოდ მინორული მუსიკა. მუსიკა, რომელმაც უარესი მელანქოლია მომგვარა. რა უნდა გამეკეთებინა? მივყოლოდი ცხოვრების დინებას, მეტრიალა მის წრეში, როცა მანაც იცოდა ეს საიდუმლო? ვყოფილიყავი მისი დის ხელისმომკიდე? არა, ჯობდა გამეგო რას ფიქრობდა თვითონ ის ამ ყველაფერზე. თუ თანახმა იქნებოდა, ალბათ შევძლებდი დაკისრებული როლის ტვირთვას, თუ არადა, არჩევანი არ მექნებოდა, წასვლა მომიწევდა. დაკვრა ტელეფონის წკრიალმა გამაწყვეტინა. წამოვდექი და ყურმილი ავიღე. _გისმენთ. _ბელა, რატომ არ იყავი სკოლაში?-ელისი იყო. _მმ... რა ხდება, ელის?-ვერაფერი მოვიფიქრე. _დაგავიწყდა? პორტ-ანჯელესში უნდა წავიდეთ! არ მითხრა, რომ ცუდად ხარ!-ბოლო სიტყვებზე ლამის ატირდა. _არა, არა. დამშვიდდი. კარგად ვარ. გამომიარე და წავიდეთ...-როგორ ახერხებდა ეს გოგო თავის ჭკუაზე ვეტარებინე? „ვამპირი გულჩვილი ხასიათით“-სასაცილოა და მეტი არაფერი. _გულზე მომეშვა... ნახევარ საათში გამოგივლით, მზად დაგვხვდი,-მითხრა და გათიშა. გამოგივლი-თ?! 15 წუთში კარი დავკეტე (ამასობაში ესმის დავუტოვე წერილი, სადაც ვუხსნიდი სად მივდიოდი) და გარეთ დავიწყე ლოდინი. კიბეზე ჩამომჯდარს შორიდანვე მომესმა მანქანის ხმა, მაგრამ სანამ სახლს არ მოუახლოვდა, არ გავნძრეულვარ. მანქანა სახლის წინ გაჩერდა, მერე უკანა კარი გაიღო და ელისმა გადმოყო თავი. _ბელა!-მისალმების კილოთი მითხრა. წამოვდექი, მანქანასთან მივედი და ელისს მივუჯექი გვერდით. საჭესთან ედვარდი იჯდა! _გამარჯობა!-ორივეს გასაგონად ვთქვი. _ჯერ პორტ-ანჯელესში მივდივართ, ერთ ნაცნობ დიზაინერთან რომელიც ქორწილის ორგანიზებას მიხედავს, ყვავილებსაც ის შეარჩევს, სკამების ფერებსაც და საერთოდ ყველაფერს რაც ცერემონიალს შეეხება. შემდეგ სიეტლში უნდა წავიდეთ და კაბები შევარჩიოთ...-ტლიკინებდა ელისი. მე სარკეს ვუყურებდი, მაგრამ ედვარდს არცერთხელ არ გამოუხედავს. პორტ-ანჯელესში ერთ-ერთ კაფეში შევხვდით დიზაინერს, რომლის სახელიც არ დამიმახსოვრებია და ბევრ რამეზე შეთანხმდნენ ის და ელისი, შემდეგი შეხვედრის დროც დათქვეს (ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ქორწილი იმ კვირის შაბათისთვის იყო დანიშნული და ყველაფერი საჩქაროდ კეთდებოდა). მანქანიდან მარტო მე და ელისი გადმოვედით, ედვარდი ადგილზე დარჩა. შემდეგ სიეტლისკენ გავემართეთ. _ედვარდ, შენც მოგიწევს გადმოსვლა! აუცილებლად უნდა შეგვაფასო, მამრობითი სქესის აზრიც გვჭირდება!-უთხრა ელისმა, როცა სადღესასწაულო ტანსაცმლის მაღაზიის წინ გაჩერდა მანქანა. _ელის! ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა... _შენი ერთადერთი და თხოვდება! -ნაწყენი კილოთი გააწყვეტინა ელისმა. _ოჰ, კარგი, კარგი...-დაჰყაბულდა და ერთად შევედით შენობაში. თავდაპირველად ელისის კაბის შესარჩევად წავედით, რადგან შემდეგ მისი მეორე მეჯვარე უნდა მოსულიყო, მის გარეშე კი ვერ შევარჩევდით ხელისმომკიდეების კაბებს. 2საათიანი წვალების შემდგომ, როცა უკვე იმედი დავკარგე, რომ ბოლოსდაბოლოს რამეს ავარჩევდით, ედვარდმა როგორც იქნა, თავი დააქნია მოწონების ნიშნად (ხმის ამოღებისგან მაქსიმალურად თავს იკავებდა). მე დიდ მრჩევლად არ გამოვდგებოდი, რადგან ჩემი აზრით (და ამას სრული გულწრფელობით ვეუბნებოდი) ყველა კაბა უხდებოდა და უგემოვნოდ შეკერილი მის მიერ მოზომილი არცერთი კაბა არ იყო. ბოლოს შერჩეულ კაბაში კი, ელისი ნამდვილ პატარა, კეთილ ფერიას ჰგავდა. ფეხსაცმელები შედარებით ადვილად შევარჩიეთ. სანამ ჩვენ ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, ედვარდი გამოგვეცხადა ელეგანტურ, ნაცრისფერ სმოკინგში გამოწყობილი. რამდენიმე წამს თვალი ვერ მოვაშორე, შემდეგ მივხვდი უხერხულად გამოვიყურებოდი და სასწრაფოდ მოვარიდე მზერა. ვერც შექებას ვბედავდი, ვერც ხმის ამოღებას. სამაგიეროდ ელისმა სტვენით აიკლო, ძალიან მაგარიაო. შემდეგ მეორე მეჯვარეც მოვიდა. _ჯული, სად ხარ ამდენ ხანს?-მიმართა ელისმა და გადაკოცნა. _საცობების ამბავი ხომ იცი!-გოგომაც გადაკოცნა და შემდეგ გაკვირვებული მზერით ამათვალიერა. _ჯულ, ეს ბელაა, მეორე მეჯვარე, რომ გეუბნებოდი...-გააცნო ჩემი თავი ელისმა. _ჯული...-ხელი გამომიწოდა მან. _ბელა,-მეც ჩამოვართვი. _ედვარდ! როგორ ხარ, საყვარელო?-ედვარდის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და მისკენ გაექანა ჯული. _მმ... წამო, ჩვენ საღამოს კაბების სექციაში გადავინაცვლოთ...-მითხრა ელისმა.-ჯული, იქით ვიქნებით, მალე დაგვეწიე!-დაუბარა მას და წავედით. ცოტა რომ გავშორდით მათ და ტანსაცმლის რიგებს მოვეფარეთ ელისმა თან თვალიერება დაიწყო, თან ჩემთან ლაპარაკი: _ერთი შეხედვით ქარაფშუტა გოგო ჩანს, მაგრამ რომ გაიცნობ, დარწმუნებული ვარ, დამეგობრდებით. თავიდან მეც უსიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცუდი არ არის... _როდის ვთქვი, რომ ცუდია? რატომ გგონია, რომ... _სახეზე გაწერია!-გამაწყვეტინა ელისმა და წითელ ღვინისფერ კაბიანი საკიდი ჩამოხსნა. _მმ... ეჭვიც არ მეპარება, რომ კარგი ადამიანია... სხვანაირად ხელისმომკიდედ, ალბათ, არ აირჩევდი...-გავუღიმე, მაგრამ ახალმოსულის გრძელი, შავი თმის, უფრო გრძელი ფეხებისა და გამომწვევი ჩაცმულობის გახსენებაზე მაინც უსიამოვნო გრძნობა დამრჩა. ელისი რომ ჩემ მხრებზე დამდგარი, ის ჯული ალბათ მაინც ჩვენზე მაღალი გამოჩნდებოდა. საკურთხეველთან ალბათ სიმაღლისდა მიხედვით მოგვიწევს დადგომა. _მეც მოვედიი!-მოგვესმა ამ დროს მისი ხმა. იმედია, ჩემი ბოლო სიტყვები არ გაუგონია. ვიწრო რიგში ჩემს გვერდით მოეკვეხა და საკიდებს დაეკონწიალა შესაფერი კაბის ძებნაში. მისი სუნამოს სუნმა გამგუდა. მერჩივნა საერთოდ არ მესუნთქა. _არა, ელის, მაგ ფერის კაბა არ გამოგვადგება,-ღვინისფერ კაბაზე უთხრა ელისს და ყოველგვარი პაუზის გარეშე გააგრძელა.-ედვარდი რაღაც შეცვლილი მომეჩვენა, რა სჭირს?-ელისმა მრავალმნიშვნელოვნად შემავლო თვალი, მაგრამ ეს ჯულის რომ არ შეემჩნია სასწრაფოდ უპასუხა: _შეცვლილი? რაზე ამბობ? _ადრე უფრო მხიარული და ხალისიანი, საინტერესო ბიჭი იყო. ახლა კი რაღაც... მოსაწყენი მომეჩვენა...-გოგონა თან საქმიანობას არ წყვეტდა, ჭყეტელა ყვითელი კაბა ჩამოიღო და ტანზე მიიზომა. _რამდენი ხანია არ გინახავს?-კაბაზე თავი გაუქნია ელისმა, არ ივარგებსო. _მმ... ალბათ ორი თვე... ან ცოტა მეტი...-გოგომ კაბა უკან დააბრუნა. _ჰო... მას მერე ბევრი რამ შეიცვალა...-იდუმალი ხმით უპასუხა ელისმა. _მაინც რა?-გაკვირვებული მიაჩერდა ელისს. _ჩემი ძამიკო შეყვარებულია...-„იყო“ გავიფიქრე სევდიანად. _მართლა?-ჯულის თვალები შუბლზე აუცოცდა.-„კაიფობ“? _შენ წარმოიდგინე, არა! _ნეტა, ვინ არის ის ბედნიერი?-უკვე დაბოღმილი ხმით განაგრძო საქმიანობა. _ალბათ თვითონ გაგაცნობს...-უთხრა ელისმა და ტუჩზე იკბინა რომ არ გაღიმებოდა. _ამ კაბაზე რას იტყვით?-ჩავაკვეხე მე და მშვიდი იასამნისფერი, გრძელი, ელეგანტური კაბა დავანახე. _მშვენიერია!-შესძახა ელისმა. _ჰო, მგონი არაუშავს...-დაფიქრებული ხმით თქვა ჯულიმ, მემგონი არც გაუგონია თავისი ნათქვამი. ჩვენი ზომები შევარჩიეთ, მოვიზომეთ და ელისის მოწონება დავიმსახურეთ. ვხედავდი, როგორ ტრიალებდა მთელი დღე ჩემს წინ. იმასაც ვხედავდი, როგორ აკრთობდა ჩემი უყურადღებობა, გულცივობა. ერთხელაც არ შემიხედავს თვალსაჩინოდ, მხოლოდ თვალის კუთხით ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას. ეს ნამდვილი ტანჯვა იყო. ჩემში ორი მე ჩხუბობდა და ვერცერთი ვერ იმაჯრვებდა. ერთი ამბობდა, რომ ბელა ვამპირია და ელისის მის გვერდით ჯდომაც კი სახიფათოა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება თავს დაგვესხას. მეორე მე ამბობდა, რომ ეს ბელაა... ჩემი ბელა... უბრალოდ ბელა და არა ადამიანი ან ვამპირი. ვაკვირდებოდი, გონებას ვძაბავდი რომ რამე შემემჩნია, მაგრამ ის ისევე იქცეოდა, როგორც ყოველთვის, ვერაფრით შეატყობდი, რომ ადამიანი არ იყო. ერთად ვეხმარებოდით ელისს კაბის შერჩევაში. ის მორიდებულად იყო, ალბათ არ უნდოდა თავისი ქცევით გავეღიზიანებინე. მე სული მეწვოდა ამ გაუცხოების გამო. ვიდექი მის გვერდით, ორ მეტრში და არ შემეძლო შემეხედა, მისი ცქერით დავმტკბარიყავი, ჩავხუტებოდი... გულგრილობა უნდა შემენარჩუნებინა, სხვა გზა არ მქონდა. სმოკინგში გამოწყობილი რომ დამინახა ისეთი სახე ჰქონდა... ისეთი სასაცილო და...საყვარელი იყო... შემდეგ ჯული რომ გადამეხვია... რა ხდება ჩემს თავს? ის ვამპირია! ბოლომდე ვცდილობდი გულგრილობის შენარჩუნებას, მაგრამ... მე და ელისი ვუცდიდით როდის მოიზომებდნენ კაბებს და გამოვიდოდნენ გასახდელიდან. ჩემი სმოკინგი და ელისის კაბა შეფუთული იდო იქვე. ველოდი, ვცდილობდი უბრალოდ არ მეფიქრა, ყოველგვარი ლაფსუსების გარეშე დამემთავრებინა ეს მოგზაურობა, ფანჯრის რაფას დაყრდნობილი პირით ოთახისკენ, დავყურებდი ჩემს ფეხსაცმელებს და შოპინგის დამთავრებას ველოდი. გავიგონე, როგორ გამოვიდნენ, მაგრამ თავის აწევას არ ვჩქარობდი. _გოგოებო, ულამაზესები ხართ!-გავიგონე ელისის სერიოზული ხმა და სანამ ჩემს მოქმედებას გავიაზრებდი, უკვე თვალებში ვუყურებდი ბელას. ის ადამიანი არ იყო, მაგრამ იყო ამაზე ბევრად მეტი... ის არაადამიანურად ლამაზი იყო! როგორც იქნა! როგორც იქნა გამხადა თავისი მზერის ღირსად! ის აღფრთივანებული მზერა ჩემს მეხსიერებაში აღირიცხა. ის მიყურებდა და მიყურებდა, სანამ ბოლოს ჯულიმ არ ჩაახველა და ლაქალაქი არ დაიწყო: _მგონი უფრო ღრმა დეკოლტე მოუხდება... რას იტყვი? და გვერდით რომ შევხსნათ, რა იქნება?-ლაპარაკობდა, თან სარკის წინ ტრიალებდა. _მე ასეთიც მომწონს... არაფრის შეცვლა არ მინდა...-ვთქვი მტკიცედ და გასახდელში დავბრუნდი. _ამას ვინ გონია თავისი თავი?-ბრაზიანად ჩაიბურტყუნა ჯულიმ, წესით ალბათ ეს არ უნდა გამეგონა. _შენ თუ გინდა გადააკეთე, წინააღმდეგი არ ვარ, მთავარია ფერი და ძირითადი დიზაინი ერთნაირი იქნება,-უთხრა ელისმა. -მეც, სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი უფრო მომწონს, მაგრამ შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი,-ელისი ყოველთვის ნამდვილი ანგელოზია! _მეც ასეთი უფრო მომწონს...-გავიგონე ედვარდის ხმა. _მაშინ იყოს როგორცაა... პრინციპში, რას ვუწუნებ... საყვარელი კაბაა...-ხმა დაუტკბა ჯულის. არაა, უკვე აღარ ვფიქრობდი, რომ ცუდი გოგო არ იქნებოდა... მთელი გზა ჯული ლაპარაკობდა, ხანდახან ელისიც. ბელა სულ ჩუმად იყო. არ ვიცი მომეჩვენა, თუ მართლა დავინახე, რამდენჯერმე როგორ შემომხედა სარკეში. რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჯერ ბელა მივიყვანეთ სახლში. ჯული, რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩებოდა და ტვინს შემიჭამდა ამაღამ. _ბელა, ღამემშვიდობისა! ხვალ ხომ მოხვალ სკოლაში? _არ ვიცი, ელის... ღამემშვიდობისა!-გადმოვედი და კარები მივხურე. ედვარდიც გადმოვიდა, საბარგულიდან ჩემი პარკი ამოიღო და მომაწოდა. ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს ისე გამოვართვი და თავდახრილი წავედი სახლისკენ. ედვარდი უკვე მანქანაში ჯდებოდა, როცა უცებ მოვბრუნდი და დავიძახე: _ედვარდ! ერთი წუთით... თუ შეიძლება... დამატებულია (2010-12-04, 7:38 PM) --------------------------------------------- sonia, mapatie ra vqna ase gamovida Breee, ar amivardeba erti kvira lodini ar dagchirdat, magram arc iseti tavia chven ro gviyvars. xvalistvis uketesi gegmebia. patara da cota iseti tavia, magram shemdegi tavi qorwilia da didi ambebi moxdeba, didiii
| |
|
|