ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-12-04, 8:17 PM | შეტყობინება # 256
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_ედვარდ! ერთი წუთით... თუ შეიძლება...

AnasteishA, bavshvobidan ver gitan!!! ra miyavi es a? cry cry cry ra adgilas gawyvite es fiki da chemi gulis dzgera (vaime) biggrin vaiime rogor mainteresebs.. cry cry cry

დამატებულია (2010-12-04, 8:17 PM)
---------------------------------------------
uii pirveli var happy happy




★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 8:28 PM | შეტყობინება # 257
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ra adgilze shewyvite wera au mainteresebs ras etyvis an qorwilshi ra moxdeba. ras erchi esec dzaan magari tavi iyo da dzaan magari xar umagresad wer aba shen ici qorwilis tavi male dade .


elle____თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 8:40 PM | შეტყობინება # 258
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, au mogklaaaaaaaaaaaav iset momentebze achereeeeeeeeeeeb biggrin :D :*:*:* vaime dzaaaan mainteresebs raze daudzaaaaaxaaa... albat rame carcha tore ise ver gabedavda : ((((( vaimeee... rodis sherigdeeeebiaaaan cry cry cry cry cry cry cry cry


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 11:17 PM | შეტყობინება # 259
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, mogklaav! ar gecodebi? cry sul cotati mainc ara? cry ra adgilas gawyvite gogo ha? ra moicdis exla raa cry cry cry cry cry cry cry cry cry cry imas agar davwer ro umagresi xar, unichieresi da ulamazesad wer. ho da im julim momishala kide nervebi ra dry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: კვირა, 2010-12-05, 9:43 AM | შეტყობინება # 260
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (natuka)
ho da im julim momishala kide nervebi ra dry

uuuh daikide eg aranair problemas ar warmoadgens biggrin D: D : D: : ))



saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-05, 2:00 PM | შეტყობინება # 261
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
magaria ra adgilze gacherdaa ra biggrin biggrin umagresad wer dzaan dzaaan dzaan momwons xom ici ? biggrin love love love love male dade ra shemdegi tavi smile

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

Immortalთარიღი: კვირა, 2010-12-05, 2:43 PM | შეტყობინება # 262
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, bichoo vin aris es. intriganoba xo ver movashlevine ra biggrin cota iset adgilas gawyvite xolme inpaqtma ro ar dagvartyas an ro ar ,,dagipadiezdot" biggrin biggrin
axalii tavii mindaa... tore movkvdebii cnobismoyvareobit :*



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-05, 2:47 PM | შეტყობინება # 263
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Rosalie,
Quote (Rosalie)
bavshvobidan ver gitan!!! ra miyavi es a? ra adgilas gawyvite es fiki da chemi gulis dzgera (vaime) vaiime rogor mainteresebs..

mewyinaaa cry cry cry vaime dges gamovasworeb mag ambavs da imedia shegiyvardebi isev biggrin biggrin biggrin kiss bella-bella, madlobaaa, dges iqneba qorwilis tavi
elle____, codo var sad sad sad macocxle erti-ori kvira, movrchebi fikis weras da mere momkali biggrin biggrin biggrin
natuka, sheenc brutus? biggrin biggrin biggrin mapatie nat ra vqna saqme moitxovda... (nawilobriv chemi daqalebis bralia, amikles zarebit chamodi chamodio da mouwia gawyveta). ukve stilad meqca mgoni aset momentebshi gawyveta biggrin elle____,
Quote (elle____)
uuuh daikide eg aranair problemas ar warmoadgens D: D : D: : ))
martalia happy happy
saaali, vaime shemogevle... male iqneba shemdegi tavi gpirdebi... nu tu rame katastropa ar damemarta happy biggrin
miyvarxart dzalian madloba aseti gultbili komentarebistvis... mpua mpua mpua

დამატებულია (2010-12-05, 2:47 PM)
---------------------------------------------
Immortal, biggrin biggrin biggrin vin aris da borotuna bavshvi biggrin biggrin ai cota xanshi shemoichyite da iqneba axali tavi happy happy happy she sayvareloo



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-12-05, 4:52 PM | შეტყობინება # 264
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, sagamos iqneba xo? au dges dzaan magari tavi gvelis happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy chemi nichieri gogo miyvarxar :*:*:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

soniaთარიღი: კვირა, 2010-12-05, 6:11 PM | შეტყობინება # 265

118
5  +
25  ±
   ±
Offline
velodebi qorwilis tavs cool cool ragac guli migrdznobs saintereso ram moxdebaaaaaaaaa

Rosalieთარიღი: კვირა, 2010-12-05, 7:30 PM | შეტყობინება # 266
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
mm..
axal Tavs movakiTxe..
;S
ar mosula jer?
:S




Immortalთარიღი: კვირა, 2010-12-05, 8:49 PM | შეტყობინება # 267
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, hm..
Quote (AnasteishA)
ai cota xanshi shemoichyite da iqneba axali tavi

shemovichyite mara rat ginda biggrin biggrin

დამატებულია (2010-12-05, 8:49 PM)
---------------------------------------------
nel-nela motminebis piala mevseba angry biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-05, 8:59 PM | შეტყობინება # 268
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
shemovedi bavshvebo. axlave davwer mara savaraudod 2 saati movundebi biggrin biggrin biggrin


Immortalთარიღი: კვირა, 2010-12-05, 9:00 PM | შეტყობინება # 269
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime ogond shen dawere da 2 saatshi shemovirbent kide biggrin biggrin


DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-12-05, 9:19 PM | შეტყობინება # 270
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმე ახლა უნდა დავიწყოოო!!! ალტერნატივაა ხომ და ნუ წარმოდგენილი მქონდა როგორი სიუჟეტი იქნებოდა (ბელას წელზე მოკიდებულ ედვარდს რომ თავი დავანებოთ) და როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ჩემ მოლოდინს აბგონი გაუკეთე!!! აი ზუსტად ეს სიტყვა შეეფერება biggrin რას მიქვია შექება, შენ მეტის ღირსი ხაარ!!! ძალიან მიხარია, რომ ააამდეენიიი ბავსვები კითხულობენ და ასე მოსწონთ (სხვაგვარად შეუძლებელია happy :* ) და ეს კიდევ იმას ნიშნავს როოომ უუმაგრეესიი ხააარ!!!
ძალიან მომწონს ის სტილის სახეცვლილება, რასაც შენ იყენებ. როგორც ყველა ფიკში, აქაც ამოიცნობა მაიერის სტილი, მაგრამ არც უშენობაა biggrin ვიმეორებ-შენ შენი სტილი მაინც ხასგასმული გაქვს და ეს მისასალმებელი ფაქტია!
რაღა გითხრა, აქ უკვე ყველაფერი გითხრეს და ჩემთვის ცნობილი სიტყვებიც ამოწურეს : ((( მაგრამ იცოდე, მე ამ სიტყვებს ათასჯერ და ათიათასჯერ მეეეტიიი სიმზაფიით გეუბნებიი!!!
ოოოხ, ვინც შენ გიცნობს და მერე მე მეტყვის ინტრიგანი ხარო უნამუსსოა, ვოოტ biggrin biggrin biggrin biggrin ინტრიგა მგონი შენი მოგონილია და მოუთმენლობისგან რამე ცუდი რომ დამემართოს სად მიდიხარ მერე? აი სანამ ამაგდებენ, იმედია ახალ თავსაც დადეებს : (((
აი ასე დავპოსტავ ხოლმე, როცა თავისუფალ დროს ვიპოვი, თორემ არ იფიქრო რომ თავი გამომრჩა. დავამუღამე რა დროის მონაკვეთში დებხოლმე და იმის შემდეგ რაც რამდნეიმე თავი ზედიზედ გამომრჩა, ახლა ეგეთი სირცხვილი არ მოჭამია biggrin
აბა ასე გააგრძელეეეეე!!!!! love love love love love love


ძებნა: