ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 10:35 PM | შეტყობინება # 226 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 24. ეჭვები (მეორე ტალღა) პოლიციის უფროსი, საპატიო მოქალაქე და მოსიყვარულე მამა ჩარლი ანდერსონი (1887-1960) ეწერა საფლავის ქვაზე. რომელი ჭკუათმყოფელი მოვიდოდა სასაფლაოზე ამდენი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის საფლავის სანახავად და ყვავილების მოსატანად? ან ადამიანი უნდა იყოს მგრძნობიარე, ან გარდაცვლილი- ძალიან ახლობელი. მანქანაში ჩავჯექი და ისევ სახლში წამოსვლა გადავწყვიტე. ჩემს სახლთან რომ შევუხვიე, გზის გადაღმა მისის შერინგტონი დავინახე. მოხუცებული ქალბატონი თავის ბაღში სკამზე იჯდა და მზეზე თბებოდა. უცებ იდეამ დამარტყა თავში. მანქანა დავაყენე, გადმოვედი და ქალბატონისკენ გავემართე. _შუადღემშვიდობისა, მისის შერინგტონ!-ქალი ფიქრებში იყო გართული და მგონი მყუდროება დავურღვიე. მოხუცმა კეთილად გამიღიმა. _შუადღემშვიდობისა, კალენ. რა სასიამოვნო ამინდია, მზეზე გასათბობად გამოვედი... _დიახ, ძალიან კარგი ამინდია. იცით, რაღაც მინდა გკითხოთ...-მოხუცი თვალებში ჩამაშტერდა წყლიანი თვალებით და მხოლოდ შემდეგ დამიქნია თავი, თან სკამზე ჩაჩოჩდა და ადგილი დამითმო. მორიდებით მივუჯექი და მცირე პაუზის შემდეგ ვკითხე: _მისის შერინგტონ, ვინმე ჩარლი ანდერსონს ხომ არ იცნობდით?-კითხვა დავსვი თუ არა, მაშინვე მივხვდი რა სულელურ მდგომარეობაში ვიყავი, ვესაუბრებოდი საკმაოდ მოხუც ადამიანს, რომელსაც ალბათ დიდი ხანია სკლეროზი ესტუმრა და მე კი ვცდილობდი გასული საუკუნის პირველ ნახევარში გარდაცვლილი ადამიანი გამეხსენებინა მისთვის. _ჩარლი ანდერსონი, ჩემო ბიჭო?-გაკვირვებულმა შემომხედა. _მმ...-ეს "ჩემო ბიჭო" ცოტა მეუცნაურა, იმედია თავის შვილთაშვილებში არ ვერეოდი. შემდეგ გამახსენდა კალენი რომ დამიძახა და განვაგრძე.-დიახ. ასეთი სახელით ვინმეს იცნობდით?-ქალი თითქოს გაშეშდა, თვალსაც არ ახამხამებდა, წამით ეჭვი შემეპარა უცებ ხომ არ მოკვდა მეთქი, მაგრამ შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და წყნარად მითხრა. _ვიცნობდი, მაგრამ დიდი ხნის წინათ. _მ-მართლა?-იქნებ მომესმა, ან რამე ეშლებოდა? _რა თქმა უნდა, პოლიციის უფროსი იყო. მის შვილთან ვმეგობრობდი ახალგაზრდობაში. _მის შვილთან? _ჰო, ერთი ქალიშვილი ჰყავდა... კლასელები ვიყავით,-გულისცემა ამიჩქარდა და რატომღაც თრთოლვით წარმოვთქვი: _რა ერქვა? _ბელა. უფრო სწორად, იზაბელა, მაგრამ ყოველთვის ერჩივნა ბელა დაეძახათ, ძალიან ბრაზდებოდა, როცა ვინმე იზაბელას დაუძახებდა ხოლმე. პატარა გოგოს ახირება იყო...-ბოლო სიტყვები სიცილით წარმოთქვა, ან პროთეზს მახარბებდა, ან ნათქვამი მართლა სასაცილო ეჩვენებოდა. მე სულაც არ მეცინებოდა. ახლა უფრო გამიმყარდა ფიქრი, რომ აქ რაღაც ისე არ იყო. _შემდეგ რა დაემართა თქვენს მეგობარს? ისიც ფორქსში ხომ არაა დასაფლავებული? _ბელა? არა, ჩემო კარგო. ერთ წელს, ბელა გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. მამამისმა ბევრი ეძება, მაგრამ მის კვალსაც ვერსად მიაგნო. წარმოგიდგენია? ადამიანი ისე დაიკარგა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. _შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მიამბოთ? _ერთ დღეს როცა ჩარლი სახლში დაბრუნდა, ბელა შინ არ დახვდა, არც ტანსაცმელი წაუღია, არც სხვა ნივთი. ყველაფერი ხელუხლებელი იყო. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ვიღაცამ გაიტაცა, მაგრამ გამოსასყიდი არავის მოუთხოვია. მოკლედ, ეს საქმე გაუხსნელი დარჩა, ბელა არც ცოცხალი უნახავს ვინმეს, არც მკვდარი... არადა ისეთი კარგი გოგონა იყო, მორიდებული, მაგრამ ძალიან ღრმა ადამიანი, ძალიან დამწყდა გული... _მმ მესმის თქვენი... _შენ რატომ დაგაინტერესა მისმა ამბავმა, კალენ?-თვალებში მომაშტერდა უცებ. _მეე? ისე, უბრალოდ... _დარწმუნებული ხარ?-თვალს არ მაშორებდა ეჭვიანი დედაბერი. _ჩარლის შორეული ნათესავი გამოჩნდა, დავპირდი, ანდერსონების ოჯახზე ცნობებს შევკრებდი. _ააა, გასაგებია... _დედა!-მოისმა სახლიდან.-მისის ანჯელა! _სახლში უნდა შევიდე,-წამოიწია ქალი, მივეშველე. მადლობა თავის დაკვრით გადამიხადა.-შემოდით, ჩაიზე გეპატიჟებით, შემიძლია მეტი გიამბოთ ანდერსონებზე... _დიდი მადლობა, ახლა მირჩევნია სახლში შევიარო, სხვა დროს გესტუმრებით... _კარგი, ჩემო ბიჭო, როგორც გირჩევნია... _კარგად იყავით...-გამოვბრუნდი და სახლისკენ წამოვედი, ქალი შიგნით შევიდა. მისაღებში ტელევიზორი ჩავრთე და მის წინ დივანზე გავიშხლართე. "ესეც ასე! ბელა ანდერსონი, ბელა სვონი. ჩარლი ანდერსონი, ბელას მამა ჩარლი. თან რა სახე ჰქონდა ბელას, ჩარლი ანდერსონის სახლის დანახვაზე...ეს რას ნიშნავს? როგორ შეიძლება, ადამიანი გასული საუკუნის პირველ ნახევარშიც ცხოვრობდეს და იმავე ასაკი ჰქონდეს ახლაც? იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა?" ფიქრებში გავიჭედე. შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, სამზარეულოში გავბუნძულდი. მაცივარში გუშინდელი ლაზანია ვიპოვე, აერღუმელში შევდე გასათბობად. ტელეფონი აწრკიალდა, სამზარეულოს კედელზე დაკიდებული აპარატის ყურმილს დავწვდი. _გისმენთ. _ედვარდ, როგორ ხარ?-ჯეიკი იყო. _როგორც ნაკერებიან კაცს შეეფერება. _ბევრი ნაკერი დაგადეს? _ოთხი. _ბელას? _ბელას არაფერი დამართნია. _ედვარდ, არ მინდა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მისი ჩაფხუტი არსად ჩანს. დარწმუნებული ხარ, რომ უკან დაბრუნებისას ეკეთა?-გონება დავძაბე. _მმ... მგონი არ კეთებია. _მაშინ საინტერესოა, როგორ გადარჩა? _იღბალი მაინც იღბალია!-ნაძალადევად მხიარული ხმით ვუთხარი, არ მინდოდა ჩემი ეჭვები მომეხვია თავს. _მასეა, მე უიღბლომ კი ან ჩემი მეგობარი გოგონა უნდა ვატარო ჩაფხუტის გარეშე, ან მე უნდა ვიარო. _მე პირადად, მეორეს გირჩევდი, მაგრამ გპირდები, რომ წამოვალ წამოგიღებ ვარდისფერ, წითელბაფთიან ჩაფხუტს. _ნუ დამცინი. _კარგი, წავედი, ჯეიკ, წამოვწვები, თავი მტკივა. _კარგი, აბა შენ იცი. _კარგად,-ყურმილი ადგილზე დავაბრუნე და ლაზანიას მივუცუცქდი. "ესეც ახალი ეჭვი: ბელას ავარია არ შეეხო."ამაზე ვფიქრობდი, უცებ ხის ტოტზე შემომჯდარი რომ მომაგონდა. ეს ბელას საქციელს არ გავდა, მშიშარა ნამდვილად არ იყო. სუსტი აგებულება კი ჰქონდა, მაგრამ მის თვალებში საკმაოდ დიდი ძალა და გამბედაობა ჩანდა. სულ მთლად ავირიე. ბოლო ლუკმაც გადავსანსლე და თეფში ჭურჭლის ნიჟარაში მოვათავსე. _რა იქნება ერთხელ მაინც რომ გარეცხო შენი დასვრილი თეფში?-ოთახში ელისმა შემოიქროლა. გამოპრანჭული იყო, არ მიყვარდა ასე რომ გამოიყურებოდა და არც ის მომწონდა ბიჭს რომ ხვდებოდა, მაგრამ ჯასპერმა ყველაფერი შეცვალა. ის უბრალოდ იდეალური იყო ელისისთვის და მეც, სხვა რა გზა იყო, ხმა მქონდა გაკმენდილი. _საით გაგიწევიათ?-მისი გამომეტყველების დანახვაზე აშკარა ხდებოდა, რომ ჯასპერთან ერთად მიდიოდა სადღაც. _კინოში მივდივართ, არ წამოხვალ? ვამპირებზე უნდა ვუყუროთ ფილმს, რაღაც ახალია. წამოდი, გავერთობით. ბელაც დაპატიჟე. _მირჩევნია სახლში დავრჩე... ბელა მაინც ქალაქგარეთაა. _სამწუხაროა...-ელისმა წამში გარეცხა ჩემი თეფში. უცებ მივუბრუნდი. _რა თქვი, რაზეა ფილმიო? _ვამპირებზე, მაგარი იქნება, არა? _დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი იქნება. კარგად გაერთეთ...-ინსტიქტურად ვუპასუხე ფიქრებში წასულმა, ელისმა ლოყაზე მაკოცა, ოთახი დატოვა და სულ მალე კარის გაჯახუნების ხმაც გაისმა. _ვამპირი! უკვე კარგა ხნის დაბრუნებულები ვიყავით, მე როიალის წვალებით ვიყავი დაკავებული, რაღაც სევდიან მელოდიას ვაწყობდი. ძრავის ხმა კარგა შორიდან გავიგონე და მაშინვე შევწყვიტე დაკვრა, გარეთ გავედი და კარის წინ საფეხურებზე ჩამოვჯექი. წუთის შემდეგ ჩემს წინ მანქანამ დაამუხრუჭა, იქიდან ედვარდი გადმოხტა შეშლილი სახით, ფეხზე წამოვდექი, ის ჩემთან მოვარდა და დამიღრიალა: _ბელა სვონ, თუ იზაბელა ანდერსონი დაგიძახო? გამაგებინე რა ხარ? რა არსება ხარ? დამატებულია (2010-12-01, 10:35 PM) --------------------------------------------- მიყვარხართ ბავშვებო ყველანი ძალიან ასე რო მგულშემატკივრობთ მეც და ჩემ პერსონაჟებსაც... sonia, მადლობა ერთგულებისთვის ნეტა შემეძლოს ერთად დავდო ყველა თავი რო ლოდინი აღარ დაგჭირდეს და აღარც სახლიდან გაგდების შიში გქონდეს :D Quote (saaali) yvelaze dadzabul moments vuaxlovdebit დაძაბული მომენტი შემდეგ თავში ნახე შენ... :D Quote (elle____) icode dges tu ar dadeb shemdeg tavs kaqi baia agar iqnebii ხო კაქი ბაია ვალ ისევ?? ^_^ :D
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ოთხშაბათი, 2010-12-01, 10:58 PM | |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 11:02 PM | შეტყობინება # 231 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
sonia | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-02, 8:11 AM | შეტყობინება # 232 |
118
Offline
| Quote (AnasteishA) შემდეგი თავი თუ მოვასწარი, კაი დიდი იქნება და მოვლენებით დატვირთულიც იქნება sulmoutqmelad veli shemdeg tavs
| |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-02, 3:50 PM | შეტყობინება # 236 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 25. განშორება ორნი ვიდექით სრულ მდუმარებასა და წყვდიადში. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდით ერთმანეთის სუნთქვის ხმა იყო. ძლივს ვიმორჩილებდი მოწოლილ ემოციებს და ველოდი... მოუთმენლად ველოდი როდის ამოიღებდა ხმას. ის კი ჩუმად იყო, უბრალოდ იდგა და მიყურებდა, არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. არადა სწორედ სასაუბროდ წამომიყვანა ტყეში. როცა ჩემმა გააფთრებამ პიკს მიაღწია ნერვების უკიდურესი დაძაბვის ფასად შევეცადე მშვიდად მეთქვა: _ბელა, არ მოვიდა დრო, სიმართლეს ფარდა აეხადოს?-ძალიან მკაფიოდ და ცივად გამომივიდა, მაგრამ სინაზემ, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი, დიდი ხანია ადგილი ამ მახრჩობელა სიბრაზეს დაუთმო. ის ისევ მდუმარედ მიყურებდა, ეს უარესად მაღიზიანებდა და უკვე იმ ხერხებზე ვფიქრობდი, რომლითაც მისგან სიმართლის ამოგლეჯვას შევძლებდი. -რატომ არ იღებ ხმას? მაშინ თქვი, რომ რაღაც მეჩვენება ან ვიგონებ რაიმეს... _რატომ ფიქრობ, რომ ადამიანი არ ვარ?-მკითხა ყრუ ხმით. მაშინვე ვერაფერი ვუპასუხე. არ ვიცოდი საიდან დამეწყო. _წუხელ ჩემს ოთახში გნახე...იმის წინა ღამესაც და იმის წინაც... _კიდევ? _კიდევ ყინულივით ცივი ხარ... მზეს გაურბიხარ... _კიდევ არის რამე? _კიდევ? რაც ვთქვი არაა საკმარისი? _ყველაფერი ეგ, შესაძლებელია ადამიანსაც ახასიათებდეს...-მიპასუხა, მაგრამ მისი ხმის ინტონაცია საპირისპიროს ამტკიცებდა. _ნუღარ თამაშობ! შენ ნორმალური არ ხარ!-ვიყვირე უცებ.-რაღაც მანია გჭირს, აკვიატებული აზრი... იქნებ რამე სექტის წევრი ხარ? ან... ან იქნებ მუტანტი... ან რაღაც X-ადამიანის მსგავსი, როგორც იმ ფილმშია... ყოველშემთხვევაში ჩვეულებრივი ადამიანი არ ხარ! მატყუარა ხარ და თვითმარქვია!-ვყვიროდი და მგონი ცოფიანივით ვაფრქვევდი დორბლებს, მაგრამ ის ისევ გაუნძრევლად იდგა ხესთან, ჩემგან ორიოდ მეტრში. _მართალი ხარ...-ჩაილაპარაკა ბოლოს. _რა არსება ხარ?-გავუმეორე დამარცვლით. _რახან აქ დგახარ, ეს ნიშნავს, რომ პასუხი უკვე იცი...-ჩაილაპარაკა სევდანარევად. ჩემს ტვინში რაღაც აფეთქდა, გადატრიალება მოხდა, ფეხქვეშ მიწა შემერყა. ამ მომენტამდე კიდევ არ ვკარგავდი იმედს, რომ ბელა უბრალოდ დამცინებდა, ახარხარდებოდა ამ ყველაფერზე და მეტყოდა რომ მისი სულელი ფანტაზიორი ვარ. მაგრამ ის იდგა ოდნავ თავდახრილი, მაინც თამამად მიყურებდა თვალებში და ჩემს ყოველ ქცევას თვალს ადევნებდა. მისი ყურებისას გულის სიღრმეში ეჭვი შემეპარებოდა, რომ ასეთ სუსტი, ასეთ დაუცველი შესაძლოა რაიმე ურჩხული ყოფილიყო, მაგრამ იმ წამს ვერანაირ სიღრმეს ვერ ვგრძნობდი გულში... საერთოდ გულსაც ვერ ვგრძნობდი. ჩემს არსებაში დარჩენილი ვიყავით ორნი: მე და სიბრაზე. ტვინში მირტყავდა გააფთრება და საფეთქლებში მაწვებოდა სისხლი, როცა ოდნავ თრთოლვით, წყნარად კი არ ვკითხე, ვთქვი (როგორც სამზარეულოში ცოტა ხნის წინ): _ვამპირი! ის იდგა და თვალებჩასისხლიანებული, ტუჩებგათეთრებული მიყურებდა. გული გამალებით უცემდა და სისხლიც საოცარი სისწრაფით მოძრაობდა მის სხეულში. ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა... გასაკვირი რა იყო? მაშინ რატომ გაჩნდა სულში ამხელა შავი ნისლი, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელი იყო?! მინდოდა მოვხვეოდი, მეთქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რომ მე არავის არაფერს ვერჩი... რომ ამას ჩემ სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს, რომ მეც მაქვს გული, თუმცა დიდი ხანია ძგერა შეწყვიტა... ამის ნაცვლად უბრალოდ თავი დავუქნიე დასტურის ნიშნად. სახე უცებ ზიზღით შეეჭმუხნა. ამ მზერამ სულის სიღმეში გაატანა და იქ დარჩა სამუდამოდ... ამდენ სიყვარულით სავსე გამოხედვასთან ერთად. _...მაგრამ შენ არაფერი არ იცი...-ამოვღერღე ბოლოს. _კიდევ უნდა ვიცოდე რამე? _კი, თან აუცილებლად. მინდა ყველაფერი აგიხსნა, სანამ... _სანამ რა? სანამ მომკლავ?-დამცინავად მკითხა. _მოგკლავ? ეგ როგორ იფიქრე. მე ვიგულისხმე, სანამ... წახვალ. _მაშინ ძალიან ცოტა დრო გაქვს. დროის ათვლა უკვე დაიწყო. _ედვარდ, მე და ჩემი ოჯახი... _შენი ოჯახი სულ დამავიწყდა, ისინიც ხომ... საინტერესოა, ამის შესახებ კარლაილმა თუ იცის რამე?-გამაწყვეტინა მან. მე სასწრაფოდ ვუპასუხე. _არა, რა თქმა უნდა და არც არავინ არ უნდა გაიგოს, ედვარდ! მაცადე, 2 წუთი მომეცი. შემდეგ ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი. _წუთი და 58 წამი დაგრჩა,-მომიგდო ზიზღით. შეურაცხყოფა გადავყლაპე და დავიწყე: _ნუ გგონია, რომ ეს ჩემი არჩევანია და მე გადავწყვიტე ჩემი სიცოცხლე მომესპო. მაგრამ ასე მოხდა და მე შევეგუე რომ ვარ ის, ვინც ვარ. ესმი გახდა ჩემი დედა, რომელიც არასდროს მყოლია. მასთან უკვე იყო როზალი, ისინი დამეხმარნენ და მე მივხვდი, რომ ჩვენც შეგვიძლია გვყავდეს ოჯახი, ისევე როგორც ადამიანებს. დრო გავიდა, მამაჩემი დაიღუპა და მგონი უკვე იცი როგორ განვიცადე მისი დაღუპვა. ამდენი წლის შემდეგ კი ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. აქ გაგიცანი შენ და...-როცა მისდამი ყველაზე ნაზი გრძნობები მინდოდა გადმომეცა, მან უხეშად გამაწყვეტინა: _მორჩი? _არა. ჯერ მთავარი არ მითქვამს,-მეც გავიმკაცრე ხმა.-როგორც ლეგენდები და თქმულებები მოგვითხრობს, ჩვენ ადამიანების სისხლით ვიკვებებით... _ეგ ისედაც ვიცი. _...მაგრამ ჩვენ ასე არ ვიკვებებით,-მის რეპლიკას არ მივაქციე ყურადღება.-ადამიანებს არაფერს ვერჩით, მხოლოდ ცხოველებზე ვნადირობთ. _ცხოველებზე?-გაკვირვება ვერ დამალა. _ჰო... ასე ვთქვათ, ვეგეტარიანელები ვართ,-ცოტა ხანს ორივე გავჩუმდით, შემდეგ ისევ მე განვაგრძე.-ედვარდ, მესმის, რომ თავს მოტყუებულად და უბედურად, გრძნობ რომ ჩემნაირთან გქონდა ურთიერთობა, მაგრამ დამიჯერე... _აღარ გააგრძელო,-ცივად გამაჩუმა და გაბრუნდა. _მოიცა. რაღაც მინდა გთხოვო: ჩემ საიდუმლოს თუ გასცემ, რამდენიმე დღეში აქ სხვა ვამპირები გაჩნდებიან და მე და ჩემ ოჯახს მოგვკლავენ. სხვათაშორის, ისინი არ არიან "ვეგეტარიანელები",-ბოლო სიტყვა დამარცვლით წარმოვთქვი, მივახვედრე, რომ ასე ფორქსელებსაც დაემუქრებოდათ საფრთხე. ისეთი გააფთრებული იყო, ასეთი სახის, ასე ვთქვათ "მუქარა" გამართლებულად მივიჩნიე. ის გაჩერდა, ესეიგი გაჭრა. შემდეგ დავამატე.-თუ განსაკუთრებულ აგრესიას ვიწვევთ შენში და აღარ გინდა, რომ ფორქსის მიდამოებში ოდესმე მიხილო... მე და ჩემი ოჯახი წავალთ...-ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, მე მოუთმენლად ვუყურებდი მის ზურგს და ველოდი როდის მობრუნდებოდა, მაგრამ ის არ მობრუნებულა, არც ხმა ამოუღია, მდუმარედ გაუყვა ბილიკს... მორჩა... ცხოვრებამ აზრი დაკარგა... სამყარო შავთეთრი გახდა... ჩიტების ჭიკჭიკი, რომელსაც სხვა დროს განთიადის მახარობლად აღვიქვამდი, ახლა გლოვის მელოდიად ჩამესმოდა. მე არ ვსუნთქვდი... არც ვინძრეოდი... არც ვცხოვრობდი... უბრალოდ ვარსებობდი. უძრავად ვეგდე ტყეში მდელოზე როგორც ქვა... როგორც უსულო, ემოციებისგან ცარიელი, გამოფიტული, უგრძნობი ქვა... რომლის ერთადერთი ფუნქცია და მოვალეობაა ეგდოს... იარსებოს სანამ დრო სამუდამოდ არ გააქრობს მას... მანამდე კი მთელი მარადისობაა წინ. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდე ასე მიწაზე. არც მინდოდა ამაზე ფიქრი, არც მაინტერესებდა. არც ვიღლებოდი ასე გდებისგან, არც მწყინდებოდა, არსად მეჩქარებოდა რა აზრი ჰქონდა აქ ვეგდებოდი თუ სადმე სხვაგან? ავყურებდი ცას და გარინდებული ვუგდებდი ყურს ბუნების ხმაურს. გონებაში ის სევდიანი მელოდია მიტრიალებდა მის მოსვლამდე რომ ვაწყობდი როიალზე. ხანდახან ტყისპირზე ჩადგმულ სახლში მფეთქავი ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ვფიქრობდი... მაგრამ იმწამვე ვივიწყებდი ამ ფიქრს და ისევ დროსა და სივრცეში შთავინთქმებოდი... როგორ მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი... როგორ არაადამიანურად მინდოდა... _ბელა...-თავს დამადგა ესმი. როგორ მიპოვა? არ შეუძლიათ მარტო დამტოვონ? შემეშვან... სამუდამოდ... და მიმაგდონ, რომ დავჟანგდე... მიწას შევერწყა და გავქრე... რაც მათ ოჯახში ვარ სულ მათზე ვფიქრობ და ვზრუნავ, არ შეიძლება ამ ერთხელ ისე მოვიქცე, როგორც მე მინდა და არა ისე როგორც "საჭიროა"? ესმიმ ხელში ამიტაცა და სახლისკენ წავედით. მე ისევ გაუნძრევლად ავყურებდი ცას, თითქოს ვერც ესმის ვამჩნევდი და ვერც იმას, ნელ-ნელა როგორ ვუახლოვდებოდით სახლს. ჩემი ოჯახი დავტოვე და მთაში წავედი. მარტოობა მჭირდებოდა. მარტოობა და სიმშვიდე, რომელსაც ემეტის თანდასწრებით ვერ მოვიპოვებდი, როცა ყოველ წამს ჩამესმოდა: _როგორ "დაადო" ადამიანმა! ბერდები ბელა! ვინადირე, მოვძლიერდი. შევსწავლე ტყით გარშემორტყმული მთა. თითქმის სიეტლამდე მივედი სირბილით, შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი. რამდენიმე დღეს დავყავი, თავდაპირველად არაფერზე ფიქრში, შემდეგ კი ერთბაშად ყველაფერზე დავფიქრდი. გადაწყვეტილება იყო შემდეგი: 1. ესმის ვჭირდებოდი 2. ვიცხოვრებდი ისე, როგორც "მის" გაცნობამდე ვცხოვრობდი დევიზით "არაფრისთვის სამუდამოდ". 3. მალე ფორქსს დავტოვებდით. ამ გადაწყვეტილებებით დაბრუნებული დავბრუნდი ფორქსში. ესმი თანაგრძნობის გამომხატველი მზერით მიყურებდა, ალბათ მსგავსი ტკივილი განიცადა, როცა კარლაილთან ურთიერთობა გაწყვიტა. როზალის და ემეტს ჩემდამი დამცინავი რეპლიკები აუკრძალა და ჩემს ოთახში ავედით. შემდეგ ისეთი მზერით დამიწყო თვალიერება, თითქოს, რაღაც ძალიან ცუდი ამბავი აქვს სათქმელიო. _რა ხდება?-ვკითხე შეშფოთებულმა. _ელისმა დარეკა...-მითხრა შემპარავად. _მანაც გაიგო? _არა... თავისი ქორწილისთვის მზადებაში დახმარების სათხოვნელად დარეკა... _ქორწილისთვის? და რა უთხარი? _რომ ქალაქიდან ხარ გასული. _ნომერი ხომ არ დატოვა? დავურეკავ და ავუხსნი, რომ არ შემიძლია. _რატომ? ცოტას გახალისდები... _იმიტომ, რომ ესმი... მინდა ქალაქი დავტოვოთ. ვბრაზობდი ყველაზე და ყველაფერზე: ბელაზე, ჩემ თავზე, დედაჩემზე, ჯეიმსზე, მთლიანად სამყაროზე და პირველ ყოვლისა, ღმერთზე. მთელი ღამე თეთრად გავათენე. წარმოდგენა მიჭირდა, რომ ჩემ ცხოვრებაში რეალურად იყო ვამპირი, რომელიც მეგონა, რომ მიყვარდა... მის მიმართ ლტოლვას ვგრძნობდი და ვაკოცე კიდეც... მისი ნათქვამი გამახსენდა, არავის არ უამბოო. ვისთვის უნდა მეამბნა, ვინ დაიჯერებდა ასეთ არარეალურ ამბავს? ორივე მუშტს ვირტყავდი შუბლზე და ვფიქრობდი ამომეშალა გონებიდან და ფიქრებიდან მისი სახე და ჩვენი ერთადყოფნის მომენტები. საწოლიდან წამოვხტი და სიგარეტი მოვიმარჯვე. დილას, როცა ელისი შემოვიდა, ჩემი ოთახი სრულიად გაბოლილი, საფერფლე ნამწვებით სავსე, მე კი კედელთან ჩამჯდარი ვიყავი, ცალ ხელში მოკიდებული სიგარეტი მეჭირა, მეორე-გაბურძგნულ ქოჩორში მქონდა წავლებული. _ედვარდ!-წამოიკივლა მან და ფანჯარას ეცა.-სულ გაგიჟდი?-ცოტა რომ განიავდა ოთახი შემდეგღა მომიბრუნდა: _რა დაგემართა?-პასუხი არ გავეცი, მაგრამ თვითონვე მიხვდა.-ბელას ეჩხუბე?-რეაქცია არ მქონია, ისევ მან გააგრძელა.-კარგი რა, მასე ნუ ნერვიულობ. ისევ შერიგდებით. შეყვარებულები ხშირად ჩხუბობენ და რიგდებიან. აი, მე და ჯასპერიც, გახსოვს რამდენს ვჩხუბობდით?ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება,-ელისი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ჩემს წინ დაიჩოქა და თმაზე მომეფერა, მაგრამ მისი ხმა უფრო გამაღიზიანებლად მოქმედებდა ჩემზე. მე ხომ ვიცოდი, რომ არაფერიც არ იქნებოდა კარგად... არასდროს. _ნუ დარდობ. თავი მოიწესრიგე და დაბლა ჩამოდი...-დამიბარა და გავიდა. მე, რა თქმა უნდა, არსადაც არ ჩავსულვარ, უფრო უარესი, არც მიფიქრია თავის მოწესრიგებაზე. ელისმა კიდევ შემოიხედა ჩემს ოთახში და ჩიჩინი დამიწყო, მაგრამ როცა გაიგო რა ინტონაციით ვუთხარი, მარტო დამტოვე-მეთქი, უხმოდ გავიდა და მეტჯერ აღარც შემოსულა. საღამოს მეთვითონ ჩავედი დაბლა. კარლაილი ჯერ კიდევ არ მოსულიყო, ელისი ვახშამს ამზადებდა, ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. _იცი, ქალაქიდან წასულა...-მითხრა წყნარად, როცა ტელევიზორთან დავჯექი მისაღებში. _ვიზე ამბობ? _ბელაზე... _წავიდა?-უცებ წამოვხტი ადგილიდან. წავიდა? უკვე? ასე მალე? მაგრამ მე ხომ არ მითქვამს, წასულიყო? _ჰო, წასულა. ცოტა ხნის წინ დავურეკე. ჩემი ქორწილის დღე ახლოვდება და მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ჩემი ხელისმომკიდეა... ხოდა, ესმიმ მიპასუხა, რომ ქალაქიდან გავიდა რამდენიმე დღით,-ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ ელისის ბოლო სიტყვებზე შვებით ამოვისუნთქე. "რამდენიმე დღით". ტელეფონის ყურმილი მოვიმარჯვე და ესმის მიერ ნომრების წიგნაკში ჩანიშნული კალენების სახლის ნომერი ავკრიფე. გული გამალებით მიძგერდა, იმედი მქონდა ელისი აიღებდა. _გისმენთ!-გაისმა მისი წკრიალა ხმა. _ელის, მე ვარ... _ბელა! სად დაიკარგე? _მმ... არ ვიყავი ქალაქში. _ჰო, ვიცი. ესმიმ მითხრა. _ელის, რაღაც უნდა გითხრა. _ბელა, ახლა ვერ გელაპარაკები. ჯაზი მელოდება მანქანით, გესმის როგორ აიკლო აქაურობა სიგნალით? იმ კაფეში მივდივართ, მაშინ რომ ვიყავით. შენც წამოდი და იქ დავილაპარაკოთ. წამოხვალ? _ელის, მე... _9 საათზე იქ დაგელოდებით. დროებით!-ყურმილი დაკიდა. _ედვარდ, არ მოდიხარ? _სად? _ხომ გითხარი? მე, ჯაზი და კიდევ რამდენიმე ბავშვი ვიქნებით. წამოდი, გულს გადააყოლებ. _ელის, არ ვარ მაგის ხასიათზე. სხვა დროს იყოს... _ადექი...-ხელი დამავლო და კარისკენ წამათრია. ხან რა საყვარელია ეს ჩემი დაიკო და ხან რა მომაბეზრებელი! კარგა ხანს ვიმტვრიე თავი წავსულიყავი თუ არა. მერჩივნა ტელეფონით მეთქვა, რომ მისი ხელისმომკიდე ვეღარ ვიქნებოდი, პირადად უფრო გამიჭირდებოდა. მაგრამ თუ გადავდებდი ამ საქმეს, წასვლაც დაგვიანდებოდა, მე კი მინდოდა, რაც შეიძლება მალე წავსულიყავი. _რისი გეშინია? წადი და უთხარი!-მითხრა საკუთარმა თავმა და მეც წავედი. მათ მაგიდასთან მისულს ჯაზი, ელისი, ერთი ქერათმიანი და 2 შავგვრემანი გოგო და 3 თავგადაპარსული ბიჭი დამხვდა. ედვარდის სუნს ვგრძნობდი, მაგრამ ის იქ არ იყო, ალბათ მისი დის სუნში ამერია. ელისი ჩემ დანახვაზე სკამიდან წამოხტა. _ბელა, როგორ მომენატრე!-გადამეხვია და გადამკოცნა. _ელის, რაღაც მინდა გითხრა... ერთი წუთით... ცალკე მინდა გელაპარაკო...-ვუთხარი და საპირფარეშოებისკენ წავედით. ქალისა და მამაკაცის ოთახებს შორის პატარა დერეფანი ცარიელი იყო და იქ გავჩერდით. _ელის, ცუდი ამბავი მაქვს... მაპატიე, მაგრამ... _უკვე ვიცი,-გამაწყვეტინა წყნარად.-მაგრამ შენ არ ინერვიულო, ეს არაფერს ცვლის,-თვალი გამიშტერდა. _არაფერს ცვლის? _არა. შენ ისევ ჩემი ხელისმომკიდე ხარ... _არა, შენ არ გესმის... _კარგი რა, ბელა. ორივეს გიცნობთ და ვიცი, რომ ისევ შერიგდებით. ხომ ვხედავ როგორ გიყვართ ერთმანეთი, არა? _ელის, მე... _ბელა, გაჩუმდი და ბავშვებთან წამოდი. კარგად ვერთობით. ხვალ პორტ-ანჯელესში წასვლა მოგვიწევს, ან სიეტლში. წესიერი დიზაინერი უნდა ვნახო...იცოდე, თავს ვერ დაიძვრენ, შენი შეფასება მჭირდება,-ხელკავი გამომდო და რამდენჯერ შევეცადე წამებლუყუნებინა, რომ "მე არ..." ან "ელის, მე..." იმდენჯერ არ შეიმჩნია და საუბარი განაგრძო. ვიგრძენი უკან ვიღაც მოგვყებოდა, ალბათ საპირფარეშოდან გამოვიდა ვინმე. დარბაზში რომ დავბრუნდით, ელისმა ბართან მიმიყვანა და მთხოვა რამე შემეკვეთა. ო_ო, აქ წყლით ვერ დავიძვრენდი თავს. ელისმა რომ შემატყო არაფერს ვაპირებდი, ჩემ მაგივრად მოითხოვა ტეკილა. სასმელი ხელში მომაჩეჩა და მაგიდასთან დაბრუნებულებს ახალი წევრი, ედვარდი დაგვხვდა. ელისმა მის გვერდით დამსვა, მაგრამ არც ის მაქცევდა რაიმე ყურადღებას არც მე. იმ მაგიდასთან მგონი ყველამ იცოდა ჩვენს შესახებ და ალბათ რა სასაცილოები ვიყავით, გაბუტული შეყვარებულები გვერდიგვერდ, თუმცა რამდენად სერიოზული იყო ეს "გაბუტვა" მხოლოდ ორმა ვიცოდით. საღამომ ნორმალურად ჩაიარა, ტეკილა გამოვცალე უსაქმურობის გამო, ორიოდ სიტყვა ჩავაკვეხე საუბარში და როცა ელისმა წასვლის ნება მომცა, წამოვედი. შუაღამე იყო. ქუჩაში კანტიკუნტად მოძრაობდა ხალხი. მარტო მოვდიოდი, კაფესთან ჯერ კიდევ ირეოდნენ ჩემთან ერთად მყოფები, ზოგი შიგნით ფულს იხდიდა, ზოგი სხვებს უცდიდა, ზოგი არეული ნაბიჯებით მიოდიოდა საპირისპირო მხარეს. ხელმარჯვნივ ქუჩაზე გავუხვიე, პარალელურ მხარეს გადავედი და ამ დროს მომესმა ხმა: _რაო, ჩიტუნი? ხომ არ გეშინია?-ამბობდა ვიღაცის დამცინავი ხმა. _საშიში რა არის, ჩვენ კარგი ბიძიები ვართ...-ეს სხვისი ხმა იყო. _როგორ კანკალებს... არაფერს გატკენთ, პატარავ...-ეს მესამე ხარხარებდა. _დამანებეთ... გამიშვით...-საცოდავად კნაოდა გოგო. სირბილით წავედი იქით, საიდანაც ხმა მოდიოდა და ასეთ სცენას წავაწყდი: სამ ახმახს პატარა, ალბათ 16-17 წლის გოგო მოექციათ კუთხეში და ამაზრზენი მზერით უყურებდნენ. _რა იყო, ბიჭებო? გასართობი გამოგელიათ?-დავიყვირე ხმამაღლა. _ესეც ახალი ჩიტუნაა!!!-მომიბრუნდა ერთი. _მე მასე არ ვიტყოდი!-გავუქანე და მუშტი საკმაოდ ფაქიზად ვთხლიშე ყბაში. ახმახი ქვაფენილზე გაიშოტა. დანარჩენი ორი მას მივარდნენ. _შე... შე...-ენას ვერ იმორჩილებდა ერთ-ერთი, ალბათ ფიქრობდა რა ეპითეტით შევემკე. _მემგონი არც შენ გაწყენდა სახის გალამაზება!-გავუღიმე ირონიულად. _მე... არა, ქალბატონო...-აბლუყუნდა. _წადით და კახპებში გაერთეთ...-ჯიბიდან ფული ამოვიღე და ფეხებთან დავუგდე. აიღეს და ბანცალით გაუყვნენ ქუჩას, მალე გაუჩინარდნენ კიდეც. _როგორ ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს?-მერეღა მივუბრუნდი გოგონას. _თქვენ... მე... მიხსენით...-სლუკუნებდა გოგო.-მეგონა... მეგონა...-ცრემლები ღვარად მოსდიოდა. _დამშვიდდი... ხედავ, წავიდნენ... ვეღარაფერს დაგიშავებენ...-მივედი და გულში ჩავიკარი. ისე გულამოსკვნილი ტიროდა, აშკარად დიდი შიში ჭამა, სამაგიეროდ შუაღამისას მარტო აღარ გამოვა ქუჩაში. _ბელა!-გავიგონე აღშფოთებული ღრიალი. მოვტრიალდი, გაფითრებული ედვარდი იდგა ქუჩის დასაწყისში და თვალებგაფართოებული მიყურებდა. მან ჩვენთან მოირბინა, გოგონამაც წამოსწია თავი და მას დაუწყო ყურება ცრემლიანი თვალებით. _რა მოხდა?-შედარებით წყნარად იკითხა ედვარდმა, ოღონდ გოგონას უყურებდა და არა მე. გოგომ უკან გაიწია და ახსნა დაიწყო. _ამ გოგონამ გადამარჩინა... მე... ვიღაცეები... და... მიპირებდნენ...-სლუკუნით უთხრა, მაგრამ მგონი თავისი ნათქვამი თავადაც არ ესმოდა. ედვარდმა ჩემზე გადმოიტანა გაკვირვებული მზერა. _სამი იდიოტი მის შეშინებას შეეცადა, მე გავყარე,-ედვარდმა კეფა მოიქექა. _მე კი მეგონა... სხვა რაღაც ვიფიქრე...-გასაგები იყო რაც იფიქრა. შუაღამეს, უკაცრიელ ქუჩაზე ვამპირი და დაუცველი გოგონა. სხვა რა უნდა ეფიქრა? _სად ცხოვრობ? მიგაცილებ... კიდევ არ გადაეყარო ვინმეს...-მივუბრუნდი გოგოს. სამივე უხმოდ მივაბიჯებდით. გოგო ხანდახან ისევ წამოისლუკუნებდა ხოლმე. მის სახლთან რომ მივედი მომიბრუნდა და ჩემკრა: _თქვენი მადლიერი ვიქნები, მთელი ცხოვრება... _ნუ აზვიადებ... მე ისეთი არაფერი მიქნია...-ვუთხარი უხერხულად. გოგონა გაიწია და ხელი გამომიწოდა: _ჰო, მართლა, მე ემჯეი მქვია... მერი-ჯეინი... _ბელა...-ხელი ჩამოვართვი. შემდეგ ედვარდსაც გაუწოდა ხელი და მანაც უთხრა თავისი სახელი. _ძალიან გამბედავი და კეთილი მეგობარი გყავთ...-უთხრა ედვარდს შემდეგ ორივეს მოგვიბრუნდა, კიდევ ერთხელ გადაგვიხადა მადლობა და სახლში შევიდა. ვიდექით და მიხურულ კარს ვუყურებდით. არც ის იღებდა ხმას, არც მე. ჩემთან საუბარი თუ არ უნდოდა რაღა აზრი ჰქონდა იქ დგომას? გამოვბრუნდი და უხმოდ წამოვედი, ის საპირისპირო მხარეს წავიდა...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-12-02, 3:55 PM | |
|
|
|
|
|
|