ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-05, 11:28 PM | შეტყობინება # 271
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
27. ქორწილი

ედვარდმა გაკვირვებულმა შემომხედა, მანქანის კარი მიხურა, წამით თვალი შეავლო უკანა სავარძელზე მსხდომ თვალებდაჭყეტილ გოგონებს და შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა.
_რა ხდება?-მკითხა სრულიად ჩვეულებრივი, არც ცივი და არც თბილი ხმით.
_მმ... მინდა რაღაც გკითხო...-ვუთხარი და მანქანაში მსხდომთაგან უფრო შორს წავედი, ედვარდიც მომყვა.
_შენი აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე... თუ მეტყვი, რომ გინდა წავიდე და აღარასოდეს გავეკარო ელისს...მე ამას შევასრულებ.
_რა სისულელეა!-გულწრფელი მომეჩვენა მისი ხმა.-ეს ელისის ქორწილია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს.
_ანუ წინააღმდეგი არ ხარ, რომ ქორწილში მოვიდე?
_წინააღმდეგი კი არა, აუცილებლად უნდა მოხვიდე. ელისი გაგიჟდება ერთ-ერთი ხელისმომკიდე რომ დააკლდეს...-რა ტექნიკურად ირიდებდა პირდაპირ პასუხებს...
_კარგი. მაშინ ქორწილში მოვალ, მაგრამ შემდეგ ფორქსიდან ავიბარგებით,-ვუთხარი, წამით შევათვალიერე მისი რეაქცია (მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა!), შემდეგ კი სახლისკენ გავემართე.

მთელი გზა ვფიქრობდი. ჯული ისევ რაღაცაზე წუწუნებდა, ელისი მის დამშვიდებას ცდილობდა (არადა მეგონა პირიქით, ხელისმომკიდემ უნდა დაამშვიდოს აღელვებული პატარძალი). "მართლა წავა?" მაწვალებდა კითხვა. "და თუ წავა რას ვიზამ მე?"
_ედვარდ რას გაჩუმებულხარ, თქვი რამე!-მესმოდა დროდადრო ჯულის ხმა.
_რა ვთქვა...-ასეთი ბუზღუნით ვპასუხობდი ყოველ ჯერზე. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ სახლამდე და იმედი მომეცა, რომ ჩემს ოთახში შევიკეტებოდი და ჩემთავთან მარტო დარჩენას შევძლებდი. ჩემ ოთახში ავიძურწე, კარები მოვიხურე და საწოლზე დავეგდე. ფიქრისგან თავი რომ ამტკივდა, გადავწყვიტე:
_რომ ვიცოდე რა მინდა, უკეთესი იქნებოდა...-ფიქრებში ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა სანამ კარის უხეშად შემოხსნის ხმამ არ გამაღვიძა.
_მმ... ედვარდ, გძინავს?-თავზე დამადგა ჯული. აშკარად უჭირს თავში! თავის მოკატუნებას აზრი არ ჰქონდა, ალბათ დამინახა, რომ თვალები მქონდა გახელილი.
_ნახევრად... ელისი სადაა?-ვუპასუხე ჩახლეჩილი ხმით, ახალგაღვიძებულზე სულ ასეთი ხმა მაქვს.
_სააბაზანოშია. სიგარეტი გაქვს?-ეშმაკურად აუელვარდა თვალები. "ოო, ეს ხო არაფერს არ გაცლის!" ჩავიბუზღუნე გულში და წამოვდექი. კარადის თავიდან სიგარეტის კოლოფი და საფერფლე ჩამოვიღე. საფერფლე რაფაზე დავდე, კოლოფი გავუწოდე, ერთი ღერი ამოიღო და თვალებში შემომაცქერდა, ელოდა როდის მოვუკიდებდი. მეც ამოვიღე ერთი ღერი, ჯერ მას მოვუკიდე, მერე ჩემსას. ღრმა ნაფაზი დაარტყა, ფანჯრის მიღმა გაიხედა, სიგარეტის ღერი ორ თითს შორის ჰქონდა მოქცეული მოხდენილად, შემდეგ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და წყნარი ხმით მომმართა:
_ელისმა მითხრა, რომ ვიღაც გიყვარს...-არ გამკვირვებია, რომ იცოდა. ნაფაზი დავარტყი და აუჩქარებლად ვუპასუხე:
_მერე?
_ვინ არის?
_ჯული, არ გინდა... რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ ხომ გითხარი გასაგებად, რომ ჩვენ შორის არაფერი არ...
_გაჩუმდი! მე ხომ არ მითქვია, რომ მიყვარხარ? უბრალოდ, მაინტერესებს ვინაა,-გულგრილად გამაწყვეტინა და საფერფლეზე დააფერფლა.
_ჯული...
_ბელაა?-მკითხა უეცრად.-აი, ის... ელისის მეჯვარე?-თან თვალებში მიყურებდა.
_ჯული, აღარ აქვს მნიშვნელობა, უკვე ყველაფერი მორჩა...
_მართლა გიყვარს!-დაასკვნა უცებ. სიგარეტი საფერფლეზე დააგდო და ოთახიდან გავარდა.
_ჯული!-გავადევნე, მაგრამ ძალიანაც არ დამწყვეტია გული, რომ წავიდა.

სახლში შესულს ესმი მომვარდა.
_წამოდი, ბელა! რაღაც უნდა გაჩვენო!-თვალები უბრწყინავდა ბედნიერებისგან.
_რა ხდება?-ესმიმ "სამუშაო ოთახისკენ" წამყვანა. იქ მანეკენზე ჩამოცმული ძალიან ლამაზი, მაქმანებიანი კაბა დამხვდა.
_ნახე, რა ლამაზი გამოვიდა! ეს გამჭვირვალე თვლებიც როგორ მოუხდა, არა? -მართლა ძალიან ლამაზი იყო. წარმოვიდგინე როზალის როგორ ექნებოდა მოხდენილ ტანზე მომდგარი, მკერდს გამოუკვეთავდა და მხრებს მიმზიდველად გამოუჩენდა, მუხლიდან გაშლილი ბოლო კი მოდურს გამოაჩენდა. მოკლედ, ესმის მიერ შექმნილ კაბებს შორის ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
_ვამაყობ შენით! ულამაზესია!-ვუთხარი და ხელი გადავხვიე.-არ გინდა ატელიე გახსნა?
_არა... ატელიე ძალიან დიდ დროს წაიღებს, მე საავადმყოფოს ვერ შეველევი. ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია.
_როზალის ძალიან მოეწონება... ჰო, მართლა, სად არიან?
_რომელიღაც კლასელის წვეულებაზე. შაბათისთვის ყველაფერი უნდა მოვასწროთ, იცოდე, შენი დახმარება დამჭირდება.
_შაბათს რა ხდება?
_ბელა, რომელ პლანეტაზე ხარ? როზალის და ემეტის ქორწილი დაგავიწყდა? 30 ოქტომბერი... როზალიმ მითხრა, რომ მოსაწვევიც კი მოგიტანა.
_ჰო, მაგრამ არ მეგონა, რომ... ელისის ქორწილიც შაბათსაა...
_ოჰოო... საინტერესოა... ფორქსში მხოლოდ ერთი საქორწინო სერვისის ოფისია. ესეიგი, ერთ შენობაში გაიმართება ორივე ქორწილი.
_ძალიან მაგარია!-ავატრიალე თვალები.- ჩემი დახმარება რაში დაგჭირდება?
_რადგან ხელისმომკიდე ხარ, აჯობებს ელისს დაეხმარო. როზალის მე ვყავარ, ყველაფერს მივხედავ. ელისი კი მარტოა, შენი რჩევები და დახმარება დასჭირდება... ეგ რა გაქვს მანდ?-ხელში შერჩენილი პარჩამოცმული კაბა მაშინღა შენიშნა.
_ეს? კაბაა. ელისთან ერთად შევარჩიეთ. მე და ერთი გოგო ვართ მეჯვარეები,-ვიცოდი აინტერესებდა და ამიტომ ცელოფანი მოვაშორე კაბას.
_კარგი გემოვნება ჰქონია...-გამიღიმა. მომავალი ქორწილის გახსენებაზე ისევ გაუბრწყინდა თვალები და მომეხვია.

დღეები გადიოდა. ქორწილის დღე ახლოვდებოდა. სკოლაში არ დავდიოდი. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს იქ სიარულს? თუ მოვინდომებდი ისედაც ჩავაბარებდი გამოცდებს, მაგრამ გამოცდების ჩაბარებამდე ფორქსში დარჩენას არც ვაპირებდი. ესმის მოველაპარაკე, ქორწილის შემდეგ ფორქსს დავტოვებდით. ემეტი და როზალი ისედაც თაფლობის თვისთვის სამოგზაუროდ წავიდოდნენ. ელისს დიზაინერთან შეხვედრებზე დავყვებოდი, ვარჩევდით ყვავილებს, ლენტების ფერებს, მენიუს და მრავალ ასეთ წვრილმანს (წვრილმანი, რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო). მენიუს არჩევაში, რა თქმა უნდა, მე "ვაქტიურობდი" ყველაზე მეტად... ხშირად ვაწყდებოდი ჯულის ეჭვიან, ხან ბოღმიან მზერას, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ან რა უნდა მექნა, რომ შემემჩნია? ედვარდს აღარ გადავყრივარ... ისე მაკლდა მისი მზერა... მისი გამხნევება... "გამაგრდი, ბელა! დღეს უკანასკნელად ნახავ შენს სიყვარულს..." ვუთხარი ჩემს თავს შაბათ დილას, როცა სილამაზის სალონში მივდიოდი მანქანით. ელისი და ჯული უკვე იქ იყვნენ.

მთელი კვირა იმ იმედით მივდიოდი სკოლაში, რომ იქ ბელას ვნახავდი. არ ვიცოდი რას ვიზამდი რომ დამენახა, ან პირისპირ რომ გადავყროდი რას ვეტყოდი, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მენახა, მაგრამ ამაოდ. ის არ მოსულა. არ ვიცოდი, მე მემალებოდა, თუ უბრალოდ გადაწყვიტა აღარ ევლო. გულს მტკივნეულად ედებოდა ლოგიკური ახსნა, რომ მართლა გადაწყვიტა ფორქსიდან წასვლა და სკოლაშიც ამიტომ აღარ დადიოდა. პარასკებსაც რომ უშედეგოდ მოვიარე სკოლის დერეფნები მის ძიებაში, იმედით დავიწყე ლოდინი როდის დაღამდებოდა და გათენდებოდა, რომ ქორწილში მაინც მენახა... ალბათ უკანასკნელად... და აი, ეს დღეს დადგა...

სილამაზის სალონიდან ელისთან წავედით. იქ უნდა გამოგვეცვალა. მოუთმენლად ველოდი როდის გადმოვიდოდით მანქანიდან და სახლში შევიდოდით, მაგრამ ელისმა იმედი გადამიწურა:
_თავისუფლად იყავით გოგოებო, სახლში მარტო ჩვენ ვართ: ედვარდი უკვე ეკლესიაში წავიდა, მამა კი უკანა ეზოში რთავს მანქანას,-შიგნით რომ შევედით, უკანა ეზოში გავიდა და უკან დაბრუნებულმა ეს ამბავი მოგვიტანა (უფრო სწორად მომიტანა, რადგან ჯული სახლში შემოსვლისთანავე ზემოთ ავიდა, თავს აშკარად ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში).-სად წავიდა?-გაუკვირდა ელისს, როცა ჩემ გვერდით ვერ დაინახა.

მე და ჯეიკი ჯასპერთან ერთად ვიდექით საკურთხეველთან. სიძეს ვამხნევებდი, რატომღაც ნერვიულობდა. მე კი არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი. სადაც იყო ბელა მოვიდოდა!
_იგვიანებენ!-წუწუნებდა ჯასპერი.
_ყველა პატარძალი იგვიანებს!-სიცილით უპასუხა ჯეიკმა. ჯასპერი ერთ-ერთი მეჯვარე ის იყო. მეორე კევინ ჰორნი, გრძელთმიანი, ცხვირში საყურე გაყრილი ბიჭი იყო, რომელიც მგონი მოგვიანებით, ცერემონიალის დროსაც მუსიკას უსმენდა ყურსასმენებით.
ჯასპერი უკვე ნერვულად ცქმუტავდა. ისინი არ ჩანდნენ. უკვე მეც ვღელავდი. "რამე ხომ არ მოხდა? იქნებ ბელამ გადაწყვიტა დროზე-ადრე დაეტოვებინა ფორქსი და ელისი ატირებული ზის სახლში?" გავიფიქრე, მაგრამ ორ წამში ვიღაცამ ორღანზე დაკვრა დაიწყო და ეკლესიის კარები გაიღო. მე პირველ რიგში კიდეში დავჯექი, მინდოდა კარგად მოვბრუნებულიყავი და დამენახა ჩემი ოჯახი და მათ უკან მომავალნი.
წინ მისის შერინგტონის შვილთაშვილი, პატარა მელი მობაჯბაჯებდა, კალათიდან იასამნისფერი ყვავილის ფურცლებს იღებდა და აქეთ-იქით აფრქვევდა, მის უკან კარლაილი და სახეგაბრწყინებული ელისი მოაბიჯებდნენ მუსიკის ხმას აყოლილები, მათ უკან ბელა და ჯული მოდიოდნენ. თვალს ვერ ვაშორებდი. ბელას სიარულში იმხელა გრაცია და მოხდენილობა იგრძნობოდა...
ამასობაში კარლაილმა ჯასპერს ჩაუდო ელისის ხელი და გვერდით მომიჯდა. ჯულიმ და ბელამ ელისის გვერდით დაიკავეს ადგილები... ბელა... ბელა...

ცერემონიალმა ნორმალურად ჩაიარა (ყოველ შემთხვევაში, "თანახმა ვარ"-ის თქმა არცერთს არ დაუგვიანია), შემდეგ კი საქორწინო სერვისის დარბაზში გადავინაცვლეთ. ახალდაქროწინებულთა სადღეგრძელოს შემდეგ (მეც ვუსურვე მათ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება), მუსიკას აუწიეს და მაგიდებიდან წამოიშალნენ. თავდახრილი ვიჯექი, არავის ვუყურებდი, არავის ვუსმენდი. მაგიდას ვიღაცის ჩრდილი დაეცა "ედვარდ!" გავიფიქრე და თავი ავწიე.
_გამარჯობა!-მიღიმოდა ჯეიკობ ბლექი.-ვიცეკვოთ?
_მმ... სიამოვნებით...-იმედი კი გამიცრუვდა, მაგრამ უარი რატომ უნდა მეთქვა. ხელი ჩავუდე გამოწვდილ ხელში და წამოვდექი. დარბაზის ცენტრისკენ წამიყვანა და მუსიკის ხმაზე რიტმული რხევა დავიწყეთ. მე იმაზე ვფიქრობდი, როზალი და ემეტი თუ იყვნენ მოსულები პარალელურ დარბაზში. ალბათ კი, რადგან სკოლიდან მოპატიჟებულთა დიდ ნაწილს დარბაზში ვეღარ ვხედავდი.
_ბელა...-მომმართა უცებ ჯეიკმა.-არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა...-შემპარავი, წყნარი ხმა ჰქონდა.
_გისმენ,-გაკვირვების ნოტებმა გაიჟღერა ჩემ ხმაში.
_მე ვნახე როგორი იყო ედვარდი შენთან ერთად...-ოღონდაც ეს თემა არა...-და ვხედავ როგორია ახლა... უშენოდ... ბელა, მე არ ვიცი რა აწყენინეთ ერთმანეთს, რატომ დაშორდით... მაგრამ ვიცი, რომ კარგი ადამიანი ხარ, სხვა შემთხვევაში ედვარდს არ შეუყვარდებოდი... და მინდა გთხოვო... ნუ დამაკარგინებ მეორე მეგობარს... გული მიგრძნობს, რომ თუ მიატოვებ, მასაც იგივე დაემართება, რაც ჯეიმსს დაემართა, როცა საყვარელმა ქალმა მიატოვა... გთხოვ... ნუ იზამ ამას...-სევდიანი წყლიანი თვალებით მიყურებდა ჯეიკი, მისი ყოველი სიტყვა ღრმად აღწევდა ჩემში და ლაპარაკის უნარს მიკარგავდა... სამწუხაროდ, მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ედვარდს ასე ძალიან ვუყვარდი.-დამიჯერე... ასეთი არასდროს არ მინახავს ედვარდი... ასეთი... ასეთი ღრმა...და შეყვარებული...-კიდევ რაღაცის სათქმელად დააღო პირი, როცა ჩემს უკან რაღაც ისეთს მოჰკრა თვალი, რამაც პირი დაახურინა.
_შეიძლება?-გავიგონე ედვარდის ხავერდოვანი ხმა. გვერდით ამომიდგა და ხელი გამომიწოდა, თან ჯეიკს უყურებდა გაღიმებული.
_რა თქმა უნდა,-თვალი ჩაუკრა ჯეიკმა და ჩემი ხელი გადაულოცა. ჯეიკის წასვლის შემდეგ, ედვარდს ისევ სერიოზული იერი დაედო სახეზე, ვცეკვავდით, მაგრამ გულგრილად.
_ვიღაცეებს ეჭვი აქვთ...-თქვა უცებ, ძალიან ხმადაბლა.
_რა?-თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
_რაღაცას ეჭვობენ,-განმიმარტა.-სკოლაში არ დადიხარ, წვეულებები არ გაინტერესებს, მე დამშორდი... ეჭვი აქვთ, რომ ნორმალური არ ხარ... ფორქსიდან რომ წახვიდე, ეჭვი განუმტკიცდებათ... უნდა დარჩე...-ცდილობდა ჩვეულებრივი ხმა ჰქონოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ღელავდა. მართლა უნდოდა დავრჩენილიყავი?!
_არაუშავს... დრო გავა და დავავიწყდები...ყველას...-დავამატე ჩურჩულით.
_არა, ყველას არა...-უცნაურად დამხედა თვალებში. -მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა,-მიაყოლა სასწრაფოდ, შემდეგ კი ნელა თქვა.-რატომ უნდა წახვიდეთ? აქ ყოფნა უსაფრთხოა. მე არავის არ ვეტყვი. ის ვიღაცეები აქ ვერ გიპოვიან, მაშინ რომ ახსენე...თუ საფრთხე გაჩნდება მერე წადი...ელისს ძალიან უნდა, რომ დარჩე...
_მე ვისი აზრიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, მას არ უნდა, რომ დავრჩე...-ჩავიბურტყუნე, ხელი გავუშვი და დარბაზიდან გამოვედი. მოპირდაპირე მხარეს კარი შევაღე. როზალი და ემეტი კლუბურ მუსიკაზე ცეკვავდნენ სხვა ბავშვებთან ერთად. როზალის ძალიან უხდებოდა ესმის შეკერილი კაბა. ცოტა ხანი დავყავი იქ, "ახალდაქროწინებულთ" ვეახლე, მივულოცე. შემდეგ უკან დავბრუნდი. დერეფანში კარლაილის ხმა მომესმა.
_აუცილებლად უნდა გაემგზავროთ?
_ბელას ასე სურს...-სევდიანი ხმა ჰქონდა ესმის.
_ეს ედვარდის გამოა? ბელას აწყენინა?
_არა, რას ამბობ... ბავშვები არიან... უბრალოდ ვერ შეეწყვნენ...
_არ მინდა, რომ წახვიდე, ესმი...-მისმა ხმამ ძალიან ინტიმური ჟღერადობა მიიღო, ჩემი თავი დავტუქსე ამ საუბრის მოესმენისთვის და ელისთან დავბრუნდი.მის სიახლოვეს ვირხეოდი მხიარული მუსიკის რიტმსაყოლილი, როცა უცებ ვიღაცამ ჩამიქროლა და მოშორებით მჯდარ ედვარდს მიუჯდა. კარლაილი იყო.
_მიემგზავრებიან!-ამცნო.
_როდის?-თავაუწევლად ჰკითხა მან და სასმელიანი ჭიქა მოიყუდა.
_ხვალ.
_ხვალ?!-გაკვირვებით შეხედა ედვარდმა.
_ჰო, საღამოს რეისით წავლიან სიეტლიდან...-მეტის გაგონება ვერ მოვასწარი, ჯეიკმა ჩამავლო მკლავში ხელი და მოცეკვავეებს გამომარიდა.
_ბელა, გთხოვ, იფიქრე იმაზე, რაც გითხარი...-მეუბნებოდა ის, მაგრამ მე მთელი ყურადღება კარლაილისა და მისი ვაჟიშვილისკენ მქონდა (ამ უკანასკნელს მაგიდასთან ვეღარ ვხედავდი).-...და ხომ აგიხსენი, არ მინდა, რომ...-თავისას აგრძელებდა ჯეიკი, როცა უცებ მუსიკა გამოირთო და მიკროფონი აჟრიალდა.
_მაპატიეთ, რომ ცეკვა გაგაწყვეტინეთ, მაგრამ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო...-გავიგონე ედვარდის ხმა...

დამატებულია (2010-12-05, 11:28 PM)
---------------------------------------------
კიდე ისეთ მომენტში დასრულდა, მარა რა ვუყო?? არ ჩამქოლოთ რაა ბაიებო...შემთხვევით მომივიდა, ძალით არ მინდოდა sad biggrin biggrin
Immortal, დავწერე biggrin biggrin biggrin მარა მართლა 2 საათი მოვუნდი.
stupid_l@mb, დიდ კომენტარს რო ვხედავ უკვე მიხარია happy აი, ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი კომენტარი იყო, შენ კომენტარში მომეწონა ჩემი თავი biggrin biggrin მადლობა უღრმესზე უღრმესი ასეთი გულთბილი შეფასებისთვის. მცხვენია ძალიან, რო ვერაფრით ვერ მოვიცალე, რომ შენ ფიკს ჩავჯდომოდი და წამეკითხა, იმდენი თავი მაქ წასაკითხი უუუ, ბევრი!
ინტრიგის ავტორობაზე არ მაქ პრეტენზია biggrin biggrin biggrin ჰო, მე სულ საღამოს მსვავენ, კარგად დაგიმუღამებია happy kiss kiss
საყვარელი ხარ ძალიან ძალიან. შემოგევლე შენ გულში love love shy shy



♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-12-05, 11:34 PM | შეტყობინება # 272
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime an rogor miyvarxar gitxari ukve? uzomoood. vaimee davdniiii cry cry cry mgoni mivxvdi rac xdeba shemdeg tavshii happy nu imas asiani mivxvdi rasac etyvis edika mikrofonshi happy happy happy happy happy happy happy happy happy happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-12-05, 11:39 PM | შეტყობინება # 273
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, მადლობა ნათ, მეც მიყვარხაააარრრრრრრრრრრრრ love love love love love


★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 7:52 AM | შეტყობინება # 274
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaan dzaan dzaan magari tavi iyo neta ra chaipiqra edwardma magrad mainteresebs .dzaan intrigani bavshvi xar magram amavdroulad dzaan magarad wer axlos ar gicnob magram mainc dzaan miyvarxar.


soniaთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 9:27 AM | შეტყობინება # 275

118
5  +
25  ±
   ±
Offline
sayvareli tavi iyo rogorc yoveltvis smile umagresi xar.......sulmoutqmelad veloebi dagamebas da shemdegi tavi dadebas cool

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 2:19 PM | შეტყობინება # 276
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
aaaaah chemi nichieri bavshi.. rogorc yoveltvis yvelas ybadagebuls rom gvtovebs da xvewna-mudarashi rom vart sagamomde xolme.. swored egaa magari rom intrigani xar da chveni chatreva shedzeli da isi kargia eset adgilebshi rom wyvitav upro moutmenlad elis bavshvebi mere.. aba magis gareshe mosawyen fiks vin waikitxavda?? arc aravin biggrin biggrin biggrin da kide tu icit ratom aris rom ar icnobt da es bavshvi giyvart ?? imitom rom misi nichi chvenze imxela gavlenas axdens rom gvayvarebs mwerals love love love love love magaritad ratom giyvart William Shakespeare ??? piradad icnob an rame ?? ra tqma unda misi nichis gamo da idzaxit rom uzomod giyvart. rashic echvi ar mepareba. biggrin tundac ratom magalitad miyvars Chris Martini ?? misi coli, shvili tu natesavi var ?? ara ra tqma unda magram tu magatnairad araa magatze naklebad namdvilad ar miyvars... swored rom misi simgerebis gulistvis da swored es mizezi ar gvitvlis pirferobad imas rom gitxrat tu rogori nichieri xar da gviyvarxar kiss kiss love love love love love mokled dzalian bevri vibodiale mgoni da movrchebi exla biggrin biggrin shemdeg tavs ki rogorc yoveltvis sulmoutqmelad veli kiss kiss kiss heart heart heart heart

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 2:20 PM | შეტყობინება # 277
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
AnasteishA, რისი მადლობა, საყვარეელოოო :* :* :* ძალიან მიხარია, რომ ვიღაცას მაინც Sევაგნებინე, რომ უნიჭიერესი ადამიანიa!!! სხვებს არ სჯერათ ჩემი... : (((
ვაიმე, იმდენი თავიa მართლა, რომ ვერც წაიკითხავ და ბოდიშებს ნუუ მიხდიი, რა სისულელეა ეგ რომ "გრცხვენოდეეს" biggrin მესმის შენი, ძნელია ყველაფერი მოასწრო...მაგაზე აღარაფერი მითხრა, მე უფრო მრცხვენია biggrin
ვაიმე, რაც შეეხება ახალ თაავს!!! ომგ!!! biggrin :D biggrin :D ეს თავი როგორ მაინტერესებდაა და მაინდამაინც იქ გაწყვიტე, სადაც შოკი მომენტი იიწყებოდააააა!!! ნუ ბელა როგორც ჩანს სისხლის წყურვილს კარგად უმკლავდება, მისთვის ამან მნიშვნელობა დაკარგტა, მთლიანად "ადამიანურ" ცხოვრებაშია ჩაფლული. ხანდახან მავიწყდება, რომ ბელა ვამპირია... მაგარი სიუჟეტია! ფანტაზიის უნარი კუბში გაქვს განვითარებულიი :* :* :* ასე გააგრძელე, მაგრამ ბელა ვამპირია, შენც არ დაგავიწყდეეს :* ალბათ როგორ ძნელია ვამპირი პერსონაჟის პირით წერა... მათ ხომ სულ სხვანაირი მსოფლმხედველობა აქვთ... ედვარდიც ასე იყო, მაგრამ "თავისნაირიც" იპოვა happy ამიტომ შენი ედვარდიც ადამიანებისთვის უცნაური, მაგრამ ვამპირი გოგონასთვის ახლობელი სული უნდა იყოს და ნამდვილად არის happy
ხვალ მქონდეს იმედი, რომ ახალ თავს წავიკითხაავ? რაღაც საშინლად საინტერესო მომენტზე გაწყვიტეეე cry :'( cry :'(
პ.ს. ესმე მეცოდება : ((( კარლაილიც... მე ვიციიი რომ ბელა არ წავააა : P შენ კი ინტრიგანი არ ვარო არ თქვა biggrin




შეტყობინება შეასწორა stupid_l@mb - ორშაბათი, 2010-12-06, 2:25 PM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 2:32 PM | შეტყობინება # 278
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, da da da daaaaaa..... vaimeee : **** mogklaaaaaav martlaaaa icodddeeeee shegvibraloooooooooo undaaaaaaaaaaa cry cry cry cry cry cry cry cry vaime rogorc yoveltvis magaria sayvareeeeloo :*:*:* magram icode egent momemntebze nu achereeeeeeeb biggrin D: dges imedi maqvs dadeb axal taaaavs toreeee... biggrin :D D: kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss love love love love love


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:02 PM | შეტყობინება # 279
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
გაიხარეთ! გაიხარეთ და კიდევ ერთხელ გაიხარეთ!!! shy shy shy
bella-bella, გაიხარე... მეც მიყვარხარ შორიდან ჩემებურად... kiss kiss
sonia, love love გაიხარე... kiss kiss შემდეგი თავს უკვე ვდებ, დღეს გამონაკლისია და დღე ვდებ biggrin :D
saaali, სალი მასეთი შედარებები რომ ჩემ თავზე მივიღო ზედმეტად გავკადნირდები, ამიტომ ჩავთვლი რო ისე დაწერე... ისე.. უბრალლოდ... biggrin biggrin biggrin biggrin რა საყვარელი ხარ. ხშირად დამიტოვე ხოლმე მასეთი "ნაბოდიალებები"... ჩემს გულს ძაალიან სიამოვნებს... angel biggrin პირფერობად არაფერს არ გითვლით, რა თქმა უნდა, ძალიან საყვარლები ხართ და იმიტომ... (რა მაგის პასუხია და შენი ხელმოწერა ძალიან მომწონს love ) ახალი თავის წერას ახლა ვიწყებ. მგონი 2 საათი არ მოვუნდები, მარა 15 წუთშიც ვერ მოვრჩები.
stupid_l@mb, დიდი მადლობა, რომ ნაკლოვანებებზეც მიმანიშნებ. თითქმის გადამავიწყდა, რომ ბელა ვამპირია, მგონი ბელასაც დაავიწყდა biggrin biggrin უბრალოდ მომენტი არ ჩამივარდა, რო დამეწერა მის ვამპირულ განცდებზე. სისხლის წყურვილი ნაკლებად აქვს, ბინდის ედვარდის არ იყოს, ამასაც გაუარა თავდაპირველმა ელდამ და თავისთავს უმკლავდება (მარა ეს არ ჩანს, იმიტო რო არსად არ დამიწერია, დამნაშავე ვარ). ვიღებ შენიშვნას და გამოვასწორებ kiss kiss kiss გამოცდების რო გაივლის აუცილებლად ჩავუჯდები შენ ფიკს, ძააალიან მაინტერესებს...
elle____, როგორ მემუქრები და არც გცხვენია biggrin biggrin biggrin შენი პასუხი იქნება, ასეთ მომენტებში რო წყვიტავ შენ არ გრცხვენია და მე რატო უნდა მცხვენოდესო ხო? biggrin biggrin biggrin მადლობა ელე, ახლა დავდებ შემდეგ თავს და საღამოს რო შემოხვალ დაგხვდება kiss kiss

დამატებულია (2010-12-06, 5:02 PM)
---------------------------------------------
28. შერიგება

ჯეიკმა ლაპარაკი შეწყვიტა და სცენისკენ შებრუნდა. სხეულში უცნაურმა ჟრჟოლამ დამიარა და მღელვარებამ მომიცვა. არ ვიცოდი, რას აპირებდა. იქნებ ალკოჰოლმა თავგზა აუბნია და ახლა ჩემი საიდუმლო გაყიდვას აპირებდა? რა მოხდებოდა, მართლა ასე რომ მომხდარიყო? ალბათ, ხალხი სიცილს ატეხავდა და ედვარდს სცენიდან ჩამოაგდებდნენ, მაგრამ... ის გამყიდდა?
არა, ედვარდი ასეთი არ იყო. მისი მფეთქავი გულის ძგერის ხმა მესმოდა... რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. კედელს ავეკარი და მთელი ყურადღება ედვარდს მივაპყარი. მან დრამატული პაუზის შემდეგ მთელ დარბაზში მოატარა მზერა და ბოლოს... მე შემომხედა თვალებში!
_ბელა სვონ!-დაიძახა მან.-რაც გაგიცანი, ჩემ თავი დავკარგე... ალბათ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ, მიკროფონით ხელში... ძველი ედვარდ კალენი ამას უბრალოდ არ გააკეთებდა...-მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო.- ბელა, წეღან რომ მითხარი, ის სიტყვები მწარედ მომხვდა გულზე... თუ ჩემი აზრი რაიმეს შეცვლის... გეტყვი, რომ მინდა დარჩე... რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...-სიჩუმე ჩამოწვა. ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. ტვინში რევოლუცია ხდებოდა... ყველა ფასეულობამ, ღირებულებამ დაკარგა აზრი... მე მის გარეშე არსებობას ვერ შევძლებდი... თვალებით ვთქვით ყველა სათქმელი. ხალხში ჩურჩული ატყდა, თითებს იშვერდნენ ჩვენსკენ. ედვარდმა ვიღაცას მიაჩეჩა მიკროფონი და სირბილით წამოვიდა ჩემსკენ... არც მე შემეძლო უბრალოდ ვმდგარიყავი და მეცადა როდის მომიახლოვდებოდა... დარბაზის შუაში შევეჩეხეთ ერთმანეთს და მთელი გრძნობების, ემოციების გადამცემი ჩახუტებით შევერთდით... მკერდზე ვეკვროდი, ვცდილობდი ზედმეტი არ მომსვლოდა, ისიც მთელი ძალით მიხუტებდა და თმაზე მკოცნიდა...
_ბელა, მიყვარხარ... მე უშენოდ ვერ გავძლებ... არ შემიძლია... შევეცადე, მაგრამ... ჩემი სუნთქვა ხარ!-მეჩურჩულებოდა...არ ვიცი, ხალხი ისევ გვიყურებდა თუ აღარ, როცა ელისის მიკროფონით გაძლიერებული ხმა მოგვესმა:
_სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ: სიყვარულს და ნამდვილი სიყვარულით შეკავშირებულ ყველა წყვილს გაუმარჯოს!-საზეიმო კილოთი წარმოთქვა მან. ვიღაცამ შამპანურიანი ჭიქები მოგვაწოდეს, მე და ედვარდმა ერთმანეთს მივუჭახუნეთ... ეს სადღეგრძელო როგორ არ უნდა შემესვა?!

ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ... არასდროს მირწმუნია ასეთი სიძლიერით, რომ სასწაულები არსებობს... გაკვრითაც არასდროს წარმომედგენა, რომ ოცნებები ხდება! ჩემი ღირსშესანიშნავი "გამოსვლის" შემდეგ მე და ბელა მთელი საღამო ერთად ვიყავით... თუ არ ვცეკვავდით, ან ჩახუტებულები არ ვიყავით, ხელში ჩაკიდებულ ხელს მაინც არ ვუშვებდი... მეშინოდა ეს სიზმარი არ გამქრალიყო... როზალისა და ემეტის დარბაზშიც შევედით, ჩვენს დანახვაზე ორივე ჩვენსკენ გამოექანა.
_შერიგდით?-თვალები უბრწყინავდა როზალის...
_როგორც იქნა გაღიმებულს გხედავ!-სიცილით მიმართა ემეტმა ბელას.
_როგორ მიხარია... ძალიან ვღელავდი... ბელა ისე ნერვიულობდა...-გააგრძელა როზალიმ.
_...ძალიან თავისმომაბეზრებლად იქცეოდა!-დაამატა ემეტმა. მგონი ბელას გაბრაზებას ცდილობდნენ, მაგრამ ბელა ყურებამდე იღიმოდა.
_ამიერიდან მე ვიზრუნებ ბელას კარგ განწყობაზე!-წარმოვთქვი ხალისიანად. მართალია, ალკოჰოლის გამო მთელი ოთახი ცოტა ირყეოდა და ბედნიერებისგან ცოტა თავბრუდახვეული ვიყავი, მაგრამ სიმთვრალეს არ მივცემდი ნებას, ასეთი წუთები გაეფუჭებინა. ჩემ სიტყვებზე ბელამ ღიმილით გადმომხედა და მხარზე მომეკრო.
_წამოდით, ვიცეკვოთ...-როზალიმ ერთმანეთზე ჩაჭიდებულ ხელებში ჩაგვავლო ხელი და სხვა მოცეკვავეებისკენ წაგვიყვანა. ელისი და ჯასპერიც იქ იყვნენ. ფაქტიურად, ქორწილები გაერთიანდა. შუა ცეკვის დროს, ვიღაც უხეშად დამეტაკა.
_ჰმ... ვხედავ, გადაწყვიტეთ, თქვენი ურთიერთობა გამოგეაშკარავებინათ...-გესლიანი ხმა ჰქონდა ჯულის. მე და ბელამ გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს.

ჯული აშკარა ზიზღით მათვალიერებდა. შემდეგ შებრუნდა და სანამ გაგვეცლებოდა აშკარად გავიგონე როგორ ამბობდა:
_...მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული...

_ამაღამ ხომ მოხვალ?-ვერ მელეოდა ედვარდი. ისეთი მზერა ჰქონდა... ისეთი მოსიყვარულე... სწორედ ამ მზერაზე ვოცნებობდი...
_ამაღამ აჯობებს დაისვენო... არ ღირს ზედმეტი გადაღლა... ხვალინდელი დღე ჩვენია...
_არა. მინდა, რომ ამაღამ მოხვიდე... გთხოვ, ბელა... აი, ჩემთან ხარ და მაინც მენატრები...
_ედვარდ, ნასვამი ხარ... დასვენება გჭირდება...
_კარგი, კარგი...-ფარ-ხმალი დაყარა.-ხომ მპირდები, რომ არსადაც აღარ გადახვალ საცხოვრებლად?-შიშით მკითხა ბოლოს.
_აღარ გადავალ... აქ დავრჩები, სანამ გჭირდები...
_ესეიგი სამუდამოდ...-ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა. -მანქანიდან გადმოვედი. ესმი და დანარჩენები უკვე სახლში იყვნენ. ერთ-ორ საათში ალბათ კიდეც გათენდებოდა და ისევ შევხვდებოდით... ჩემს ცხოვრებას ისევ მიეცა აზრი...

მეორე დღეს ედვარდმა დამირეკა და შეხვედრაზე შევთანხმდით. ტყეში, იმ მდელოზე უნდა შევხვედრილიყავით. ვიცოდი ის ასე მალე ვერ მივიდოდა, მაგრამ როზალის და ემეტს დავემშვიდობე თუ არა (საქორწინო მოგზაურობაში წაბრძანდნენ და სხვათაშორის, მანამდე ჩემი ნერვების მოშლის მცდელობა აღარ ჰქონიათ), მაშინვე გავქანდი.
სხვადასხვა ჯიშის ხეების, ხავსისა და სველი მიწის სუნში ედვარდის სუნის შეგრძნებისთანავე სიხარულით ავივსე. მასთან შეხვედრის მოლოდინი მითბობდა გაყინულ გულს. მდელოსთან ხეებში ჩავსაფრდი და მის მოსვლას დაველოდე. რამდენიმე წუთში გამოჩნდა. ჩემსკენ ზურგით იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, ალბათ ცდილობდა ფეხის ხმა გაეგონა. რაც შემეძლო უჩუმრად ჩამოვხტი ხიდან, მაშინვე მის ზურგსუკან გავჩნდი, თვალებზე ხელები ავაფარე და ვკითხე"
_აბა, ვინა ვარ?
_ბელა!-მოტრიალდა და მომეხვია.-როგორ მომენატრე!-მეხვეოდა. გული გამალებით უცემდა და ეს ხმა იყო უტკბესი მუსიკა, რომლის მოსმენაც არასდროს მომწყინდებოდა. სახე ხელებით დამიჭირა და თვალებში დამიწყო ყურება. თან ნელა უახლოვდებოდა ჩემს ტუჩებს. მოუთმენლად ველოდი როდის შემეხებოდა... როდის აყვირდებოდა გრძნობა ჩემში... მაგრამ თან მეშინოდა... ასეთი ემოციებით ელდაცემულს უცებ თავი რომ ვერ გამეკონტროლებინა? ის კი ისევ მოიწევდა... დრო საუკუნესავით გაიწელა... როცა ვიფიქრე, რომ ტუჩებზე დამაკვდებოდა, უცებ მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა, აუჩქარებლად მაკოცა ჯერ ტუჩის მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა კუთხეში... შემდეგ მარჯვენა წარბზე, ბოლოს კი ყელში, ძალიან ნაზად. შემდეგ ხელი გამიშვა და სახე მომიშვირა. გამეღიმა. მეც დავუჭირე სახე ორივე ხელით, გრძნობით, მაგრამ ნაზად ვაკოცე ტუჩის კუთხეებში, ნაიარევ წარბზე და როცა ყელთან დავიხარე... სანამ მფეთქავ არტერიას შევეხებოდი ტუჩებით დროზე შევიკავე თავი! ცხოველურმა ინსტიქტმა მომიცვა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე ვარ მშიერი ცხოველი, საკვები კი ჩემს წინაა... მაგრამ შემდეგ უცებ განათდა გონება... ყოველგვარი ნისლი გაიფანტა... უკვე ვიცოდი, რომ ეს ედვარდი იყო, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული... და შემდეგ მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე ნაზად...

_ბელა, მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე...-მდელოზე ვიწექით საპირისპირო მიმართულებით, მისი ყური თითქმის ყურზე მედებოდა. ჩემი ფეხები სამხრეთით იყო მიმართული, მისი ჩრდილოეთით. ცას ავყურებდით, მაგრამ ერთმანეთსაც ხშირად-ხშირად გადავხედავდით ხოლმე ღიმილით.
_რა გაინტერესებს?-ვკითხე და ჩემი ტუჩების გასწვრივ დასვენებულ შუბლზე ვაკოცე.
_როგორ გარდაიქმენი?
_შუაღამისას მშიერ ვამპირს გადავეყარე, რომელმაც არ დამინდო და დამკბინა...-ვუთხარი უბრალოდ. ედვარდი წამოჯდა.
_ეგ როგორ მოხდა?-შეშფოთებული მიყურებდა.
_მეგობრისგან ვბრუნდებოდი სახლში, როცა ერთ ბნელ შესახვევში ვიღაც კაცი დამხვდა, როგორც მერი-ჯეინს...ყველაფერი წამებში მოხდა, უკანასკნელი რაც მახსოვს ბასრი კბილების შეხებაა და შემდეგ მწველი ტკივილი...-ედვარდი თვალებგაფართოებული მიყურებდა.-არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ სწორედ იმ დროს რამდენიმე ბიჭმა გადაწყვიტა იმ ქუჩაზე გამოვლა. ვამპირი იძულებული გახდა მივეტოვებინე. ბიჭებმა რომ მიპოვეს სისხლმდინარე და ტკივილისგან აკივლებული, სასწრაფოს გამოუძახეს, სასწრაფომ ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანა, იქ, რა თქმა უნდა, ვერაფერი გამიგეს.იქიდან სიეტლში წამიყვანეს. იქიდან კიდევ პორტლენდში. ექიმები შიშით დაჰყურებდნენ ჩემ ნაკბენს, მაგრამ ვერაფერს იგებდნენ. ეს ესმისგან გავიგე, რადგან მეთვითონ ტკივილებისგან ვიტანჯებოდი და არაფერი მახსოვს. შემდეგ კი უცებ გამოვჯანმრთელდი. ჭრილობა შეხორცდა, გულმა ძგერა შეწყვიტა...და მე გარდავიქმენი...
_გული გაგიჩერდა?
_ჰო... ჩვენ, არცერთს არ გვიცემს გული...-სევდიანად ვუთხარი და მის გულისცემას დავუგდე ყური.
_შემდეგ რა მოხდა?
_შემდეგ საავადმყოფოდან წამოვედი. სისხლის წყურვილს ვგრძნობდი, ძალიან მძაფრად, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი ეს რა იყო... გონებაზე მოსვლიდან რამდენიმე საათში პირველად შევიგრძენი ადამიანის სისხლის გემო...-ედვარდის მზერა მანიშნებდა, რომ ჯობდა ამ თემაზე უფრო მოკრძალებულად მესაუბრა, ამიტომ სასწრაფოდ გავაგრძელე.-ამის შემდეგ მალევე მიპოვა ესმიმ და ამიხსნა, რომ ასე თავისუფლად პარპაში არ შეიძლება. რომ არსებობს რაღაც წესები...
_როგორ გიპოვა?
_პორტლენდში გადავიდა როზალისთან ერთად საცხოვრებლად. იქ საავადმყოფოში იმ ანომალიური მოვლენის შესახებ უამბეს, რაც მე მჭირდა. შემდეგ კი... მკვლელობების კვალმა ჩემამდე მოიყვანა...და გადამარჩინა...მან მასწავლა როგორ ვაკონტროლო თავი, თუნდაც მაშინ, როცა სისხლს დავინახავ და სუნს შევიგრძნობ... მას შემდეგ ცხოველების სისხლით ვნაყრდები...
_წეღან რაღაც წესები ახსენე...
_ჰო. ვამპირების სამყაროშიც კი არსებობს წესები...
_მაგალითად?
_პირველი და ერთადერთი წესია, არასდროს არ გაამჟღავნო ვინ ხარ.
_ანუ ახლა მე რომ შენი საიდუმლო ვიცი, ამით საფრთხე გექმნება?
_საფრთხე დიდი ხნის წინ შემექმნა... მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. თანაც ვიცი, რომ არასდროს არავის არ ეტყვი...
_რა თქმა უნდა, ჩემგან ვერავინ გაიგებს. მაგრამ ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს?
_ის ხალხი, ვისზეც გითხარი რო მომკლავდნენ... ადრე რომ გითხარი.
_რატომ თქვი, რომ მოგკლავდნენ?
_მაგასაც გიამბობ....ოღონდ არა ახლა, კარგი? უბრალოდ ჩამეხუტე...-ვუთხარი და მკერდზე მივეკარი. მერე რა, რომ მასზე ძლიერი ვიყავი? ასე მაინც უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს...
_შენი წასვლის დროა...-ვუთხარი როცა დაღამდა.-უკვე გვიანია... მთელი დღეა არაფერი გიჭამია...
_წავალ, თუ დამპირდები, რომ ჩემს ოთახში გნახავ...
_გპირდები...-ვუთხარი და წამოვდექით.
_მოუთმენლად დაგელოდები...-მომაძახა სანამ გავქრებოდი...



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:03 PM | შეტყობინება # 280
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
pirveeeeli vaaaar : D:D D: exla damacadet wavikitxo : D: D


Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:08 PM | შეტყობინება # 281
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, shen mazoxisti yopilxar, mainc da mainc ginda rom mogkla? tu ase gaagrdzeleb ver gadamirchebi :Ddges shen gamo rusulze davagviane biggrin warmoidgine rogor velodebi axal tavs, shevdivar mxvdeba nanatri axali shedevri, viwyeb kitxvas erti amosuntqvit, ovaciebshi var, mteli interesit velodebi ,,im" adgils, kulminaciashi shevdivar da bolos... brax.. biggrin biggrin chem nervebze nu tamashob biggrin (etyoba geniosebs ase chveviat, dikomac sul ,,uadgilo" (cudad ar gamigot, mixvdit albat rac vigulisxme) adgilebshi unda gawyvitos xolme.
rac sheexeba siujets, nu shentan yvelaperi tavdayiraa biggrin sheni pantazia yovelgvar sazgvrebs cdeba. mkitxvelis daintereseba da shens nawarmoebshi chatreva vpiqrob yvelaze didi migwevaa da shen es namdvilad moaxerxe. yochag. shen bellaze chkua meketebaa... dzaliaan taviseburi da uchveulo personajia.
rac sheexeba weris stils da imas rom dzalian dzalian dzalian dzalian nichieri xar, es ukve ramdenjer mitqvams da kidev ertxel gavimeoreb.
dzalian miyvarxar da aba velodebi shemdeg tavs, imedia male dadeb :*

დამატებულია (2010-12-06, 5:08 PM)
---------------------------------------------
omgg axali tavii. vaimee... vaime vaimee.. miyvars aseti surprizebi. gaixare genacvalee (party)



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:12 PM | შეტყობინება # 282
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
შენი პასუხი იქნება, ასეთ მომენტებში რო წყვიტავ შენ არ გრცხვენია და მე რატო უნდა მცხვენოდესო ხო?
nu daaxloeeebit : D:D
ai kai iyo dzaaan : ))) shikvanuneeebei love :love: love :love: love :love: love kide kai sherigdnen love :love: love :love: love magadi qal dalian :*:*:* kaqi baia qal kalqi :*:* : D:D

დამატებულია (2010-12-06, 5:12 PM)
---------------------------------------------

Quote (Immortal)
warmoidgine rogor velodebi axal tavs, shevdivar mxvdeba nanatri axali shedevri, viwyeb kitxvas erti amosuntqvit, ovaciebshi var, mteli interesit velodebi ,,im" adgils, kulminaciashi shevdivar da bolos... brax..

ვაიმე ზუსსტად biggrin :D biggrin ისეთი აჟიტირებული ვარ იმ მომენტს რო დავინახავ, ჩამოვწეv და აღარაა biggrin :D : (((( მე დაგეხმარები თ რაღაცაა biggrin :D biggrin




შეტყობინება შეასწორა elle____ - ორშაბათი, 2010-12-06, 5:19 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:16 PM | შეტყობინება # 283
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____,
Quote (elle____)
pirveeeeli vaaaar : D:D D: exla damacadet wavikitxo : D: D

biggrin biggrin biggrin biggrin რა ხარ ვინც არ გიცნობს!!! biggrin biggrin biggrin ჰო, შერიგდნენ, სხვა რა გზა დამრჩა biggrin biggrin
Immortal, მაზოხისტის ნიშნები მაქვს, მარა მგონი სადიზმისკენაც ვიხრები biggrin biggrin რომ მომკლა ვინ დაამთავრებს ფიკს? ჩემი შვილობილის დარდი მაქვს თორე ჯანდაბას biggrin biggrin biggrin ახლა კიდე ბრახ და ახალი თავი ხო? biggrin biggrin biggrin მიხარია თუ მაგხელა ემოციები მოაქვს ამ "ბრახ"-ებს biggrin biggrin biggrin მიხარია რო კითხულობ და არ მტოვებ, მარა არ დაგავიწყდეს: სწავლა, სწავლა და სწავლა! (მე ვის ვეუბნები, ხვალინდელი გამოცდისთვის არ მოვმზადებულვარ და რა მეშველება არ ვიცი, ისევ გადაწერა მომიწევს happy biggrin biggrin , მარა რას ვიზამთ?! biggrin biggrin biggrin )



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:18 PM | შეტყობინება # 284
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_ბელა სვონ!-დაიძახა მან.-რაც გაგიცანი, ჩემ თავი დავკარგე... ალბათ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ, მიკროფონით ხელში... ძველი ედვარდ კალენი ამას უბრალოდ არ გააკეთებდა...-მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო.- ბელა, წეღან რომ მითხარი, ის სიტყვები მწარედ მომხვდა გულზე... თუ ჩემი აზრი რაიმეს შეცვლის... გეტყვი, რომ მინდა დარჩე... რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ..
ნუ ეს უკომენტარრროოოდ : ))) ეს მომენტი ძააააან კაიააა : )))) ამას ველოდი მეეეეე : )))
Quote (AnasteishA)
და როცა ყელთან დავიხარე... სანამ მფეთქავ არტერიას შევეხებოდი ტუჩებით დროზე შევიკავე თავი! ცხოველურმა ინსტიქტმა მომიცვა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე ვარ მშიერი ცხოველი, საკვები კი ჩემს წინაა... მაგრამ შემდეგ უცებ განათდა გონება... ყოველგვარი ნისლი გაიფანტა... უკვე ვიცოდი, რომ ეს ედვარდი იყო, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული... და შემდეგ მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე ნაზად...
ამაზე დამბურძგლა მე მეგონა აქვე უნდა გაგეხადა : ) გოგო და ისე ამ ნაწილში აპირებ მაგას ?

დამატებულია (2010-12-06, 5:18 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
მე ვის ვეუბნები, ხვალინდელი გამოცდისთვის არ მოვმზადებულვარ და რა მეშველება არ ვიცი, ისევ გადაწერა მომიწევს happy biggrin biggrin , მარა რას ვიზამთ?! biggrin biggrin biggrin )

isev gogo isev ? ::D : D:D
Quote (AnasteishA)
რა ხარ ვინც არ გიცნობს!!!

yvela magas meubneba biggrin D :



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 5:22 PM | შეტყობინება # 285
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____,
Quote (elle____)
მაზე დამბურძგლა მე მეგონა აქვე უნდა გაგეხადა : ) გოგო და ისე ამ ნაწილში აპირებ მაგას ?

ოო ეს "გაგეხადა" ცოტა ვერ გავიგე თავიდან მარა მერე გავიგე biggrin biggrin biggrin აზრზე არ ვარ რას ვაპირებ. მემგონი მარტო ეს ნაწილი იქნება და ღიად დავტოვებ მაგ თემას. ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში ადამიანი იქნება. არამგონია მეორე ნაწილი დავწერო. ადამიანად დარჩება და მერე თქვენ თქვენს ფანტაზიაში გინდა ადამიანად დატოვეთ, გინდა ვამპირად გადააქციეთ tongue tongue tongue
Quote (elle____)
isev gogo isev ? ::D : D:D

ეჰ ამ სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორე... sad sad biggrin biggrin biggrin აუ რო ვერ გადავიწერო დამერხა! sad sad


ძებნა: