ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 11:47 AM | შეტყობინება # 46
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bavshvebo yvelas dzaalian dzalian didi madloba aseti tbili sityvebistvis.merwmunet dzalian bevrs nishnavs es chemtvis. radganac amdeni xani galodinet (rogorc mogexsenebat ineti mqonda gatishuli biggrin ) amitom gadavwyvite rom dges momdevno ori tavi damedo ertdroulad.abaa tqven icit bevri ar itirot biggrin

დამატებულია (2010-07-09, 11:43 Am)
---------------------------------------------
5 თავი
ბოლო დღეს სკოლაში აღარ წავსულვარ. არ მინდოდა ხალხს, მითუმეტეს კი ბელას, ასეთი ვენახე. შუადღეს შევხვდი სახლთან.
-ცოტა გავისეირნოთ. უნდა გელაპარაკო.
ვუთხარი და ტყესთან მივიყვანე. მინდოდა სამყარო გამეჩერებინა, მაგრამ ის საზარელი მომენტი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. რამდენი ტყუილის თქმა მომიწევდა. ნამდვილი მიზეზი რომ გამემხილა, ბელა არ გამიშვებდა, უფრო სწორად მე ვეღარ წავიდოდი.
-ჩვენ ფორკსიდან მივდივართ.
-რატომ? –იკითხა ბელამ, სახეზე ეტყობოდა, რომ ელოდა ამ მომენტს, უბრალოდ ამის გაფიქრებაც არ უნდოდა.
-კარლაილა ათი წლით უფროსი უნდა იყოს ვიდრე გამოიყურება, ხალხი უკვე ეჭვს იღებს. ასე ვეღარ გავაგრძელებთ, -როგორ მძულად ჩემი თავი თითოეული ამ სიტყვის გამო.
-კარგი, რამეს მოვიფიქრებ, რომ ჩარლის ავუხსნა... -მოულოდნელად მისი გამომეტყველება შეიცვალა, ანგელოზის სახეზე ტკივილმა გაირბინა. ვეცადე მთელი საუკუნის განმავლობაში ყველაზე უგრძნობი ვყოფილიყავი ამ დროს. თუ კარგად გავაანალიზებდი იმას, თუ რა ტანჯვას ვაყენებდი მას... ის მცირე ძალაც გამომეცლებოდა, რომელის ამ წუთს სწორი მომავლისკენ მიკვლევდა გზას.
-როცა ამბობ ჩვენ...
-ჩემს თავს და ჩემს ოჯახს ვგულისხმობ.
შემაჟრჟოლა იმის გახსენებისას, რომ ოდესღაც ეს სიტყვა მე და ბელას გვაერთიანებდა. ახლა კი ყველაფერი გვაშორებდა ერთმანეთს, ამ სიყვარულის დამაკავშირებელი ყველა გზა მოჭრილი იყო.
-შენ ხომ დამპირდი მაშინ, ფოენიქსში, რომ დარჩებოდი...
-მანამდე, სანამ ეს შენთვის სასარგებლო იქნებოდა.
-მეც მოვდივარ, -მის ხმაში საშინელი სევდა იგრძნობოდა.
დამიჯერე ბელა, მინდა, რომ მე და შენ ერთად წავიდეთ, მაგრამ ეს Aშეუძლებელია, გესმის? ასე არ შეიძლება. სხვა არჩევანი არ მაქვს. მე შენ მიყვარხარ, მთელი ჩემი არსებით, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვინმე ყვარებიათ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა, რომ ეს საკმარისი იყოს...
თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ეს სიტყვები არ მეყვირა, კბილებს ენაზე ვაჭერდი. გულს სხვა ფიქრი მიღრღნიდა, ხმამაღლა კი სულ სხვა რაღაც ვთქვი.
-ბელა, მე არ მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
-არ... გინდევარ?
-არა, -ყველაზე აბსურდული რამ, რაც კი ოდესმე მითქვამს.
-ეს ბევრ რამეს ცვლის.
გავცოფდი. ბელამ ისე ადვილად დამიჯერა, მას შემდეგ რაც ათასჯერ მითქვამს მისთვის თუ როგორ მიყვარს. მინდოდა მივვარდნილიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ ეს ჩემი სამოთხის საჩუქარია, ჩემი კოშმარის მანათობელი, რომ მის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. თავბრუ დამეხვა, ფეხზე ძლივს ვიდექი. პირველი შეხვედრისას არ ვებრძოდი ბელას სისხლის წყურვილს ისე, როგორც ახლა მის გვერდით ყოფნის სურვილს. ვგრძნობდი, თუ ეს ყველაფერი მალე არ დამთავრდებოდა, ბრძოლას წავაგებდი. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი რაც შეიძლებოდა შორს, რომ ჩვენს შორის არსებული ხიდი ჩამეტეხა, უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოჭრილი მქონოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბელას გარეშე ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი. სიყვარულის მორევს გავუყვებოდი და ის აუცილებლად აქ მომიყვანდა.
-თუ ეს ზედმეტი არ არის, შეგიძლია რაღაც ამისრულო?
-რასაც მთხოვ! –ვატყობდი, ბელასთვის უკვე ყველაფერს აზრი დაეკარგა. მე მივდიოდი, სხვას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ჩემთან ერთად წამოსვლას არ ვთხოვდი, ეს კარგად იცოდა.
-თავს გაუფრთხილდი, რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, -მისი უსაფრთხოება ხომ ჩემთვის ყველაზე მეტს ნიშნავდა, ამის გულისთვის ვწირავდი ყველაფერს, რაც გამაჩნდა. ვერ მომეშორებინა ის ფიქრი, რომ მივდიოდი და აქ დაუცველს ვტოვებდი. არა, ბელას ყველაზე მეტად ჩემგან სჭირდებოდა დაცვა.
-რათქმაუნდა ჩარლის გულისთვის, -კიდევ ერთი სიცრუე. –სამაგიეროდ მეც გპირდები რაღაცას. დღეს უკანასკნელად მხედავ, აღარასოდეს დავბრუნდები. ისე იქნება, თითქოს არც ვარსებობდი, -და მე არც უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ცხოვრება შეცდომა იყო. კარგად ვიცოდი, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი, სამი დღე ვიბეჭდავდი თავში ამ აზრს, მაგრამ უშედეგოდ. არ მსურდა ამასთან შეგუება. ვუყურებდი მის სახეს და ვგრძნობდი, რომ ამ წუთიდან ის ჩემი მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა. ბელას დავიწყებას არ ვაპირებდი, უკვე საკმაოდ ბევრ შეუძლებელ საქმეს შევჭიდებოდი. ვიმახსოვრებდი მის ლამაზ თვალებს, რომელთა მზერაც ჩემსკენ აღარასოდეს იქნებოდა მომართული; მის ტუჩებს, რომელთა შეხების უფლებაც აღარასოდეს მექნებოდა; მის ტანს, რომლის სითბოსაც ვეღარასოდეს ვიგრძნობდი.
-არ იდარდო, შენ ადამიანი ხარ, ყველაფერს ადვილად გადაიტან, -ის, რაც ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა. გავიდოდა დრო და ბელა... დამივიწყებდა... მისთვის უბრალოდ მტკივნეული მოგონება ვიქნებოდი, ან კი საერთოდ გამიხსენებდა ხოლმე? დრო იარას მოუშუშებდა, ის თან წაიღებდა ყოველგვარ ტკივილს, ბელას ფიქრებიდან ამოშლიდა ჩემს სახეს, სახელს, ჩემთან გატარებულ თითოეულ წუთს. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ბელას მომავალი ჰქონდა. მას ვინმე შეუყვარდებოდა, ის, ვინც შეეგებებოდა მას ტაძარში თეთრ კაბაში გამოწყობილს, ის, ვისაც ეტყოდა ,,კი”-ს, ვისაც აჩუქებდა თავის ღიმილს, უნაზეს კოცნას, ყველაფერს. მე კი... მათთვის ზედმეტი ვიქნებოდი, შორს, ჩემთვის დავიტანჯებოდი. ბელა თავის ცხოვრებას გააგრძელებდა ჩემს გარეშე. დღეს მე მასზე ყველა უფლებას ვკარგავდი.
წინ წავიწიე და შუბლზე ვაკოცე. ადგილზე გავიყინე. ჯერ კიდევ არ იყო გვიან, ჯერ კიდევ შემეძლო ეს ყველაფერი წარსულისთვის ჩამებარებინა, ჯერ კიდევ შემეძლო დავნებებულიყავი და მეთქვა ბელასთვის თუ როგორ მიყვარს, ამომეშალა ის ,,ვიღაც სხვა” მისი მომავლიდან. მაგრამ მისი ბედნიერება მსხვერპლს ელოდებოდა. მსხვერპლი კი მე ვიყავი.
-მშვიდობით! –არ ვიცოდი როგორ ვიპოვე ხმა შემში ამ სიტყვის სათქმელად. ტკივილმა ნაწილებად დამამსხვრია.
შემოვტრიალდი და წამოვედი, სამუდამოდ.

დამატებულია (2010-07-09, 11:47 Am)
---------------------------------------------
6 თავი
მივდიოდი. უაზროდ, უსასრულოდ. არ ვიცოდი საით, მაგრამ მაინც მივათრევდი გაყინულ ფეხებს. მიკვირდა, რომ ჯერ კიდევ შემრჩენოდა ამის უნარი. არ ვჩერდებოდი, ერთი წამითაც რომ შემეწყვიტა მოძრაობა, ტკივილი სამუდამოდ გამაქვავებდა ადგილზე, ამიტომ ჯიუტად ვადგამდი ნაბიჯებს, ვიჭიმებოდი, მივიწევდი, უფრო წინ, უფრო შორს... მისგან. თუმცა ყველაფერს მას ვუტოვებდი. საძირკველგამოცლილ ხეს ვგავდი, რომლისთვისაც მაცოცხლებელი ძალა წაერთმიათ და მაინც, თავისდა გასაკვირად, განაგრძობდა არსებობას, იდგა, მოძრაობდა... გარედან ასე ჩანდა, მაგრამ... შიგნით ყველაფერი კვდებოდა.
ახლა რომ გავჩერებულიყავი, ვიცოდი უკან დავბრუნდებოდი. ამიტომ უნდა მევლო, თუმცა კი მეჩვენებოდა, რომ თითოეული მოძრაობა ბზარს უჩენდა ჩემს სხეულს, ცოტაც და ნაწილებად დავიშლებოდი. მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი სად. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტკივილს ვერსად დავემალებოდი, თუნდაც სამყაროს ბოლოს. ყველა გზა მოჭრილი იყო, იმიტომ, რომ არცერთი არ მიმიყვანდა მასთან, არცერთი არ გაამართლებდა ჩემს არსებობას. ჩემი ადგილი არსად იქნებოდა. თავიდანვე მარტოობისთვის ვიყავი განწირული, ჯოჯოხეთის ცეცხლში მარტო უნდა დავმწვარიყავი, ურჩხულივით. აქამდე მეგონა, რომ საშიში მტაცებელი ვიყავი, ახლა კი... თავი ყველაზე სუსტ არსებად მიმაჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ წავაგებდი. ამიტომ დავნებდი, ჩემი თავი ტკივილს დავუთმე და ველოდებოდი როდის მომიქცევდა ის თავის კლანჭებში, როდის მომიღებდა ბოლოს.
მივდიოდი. თვალებს ვხუჭავდი, ვახელდი, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ... მის სახეს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რას ვუყურებდი, მაინც მისი თვალები მელანდებოდა; მნიშვნელობა არ ჰქონდა რისი ხმა იყო, მაინც მისი სიტყვები ჩამესმოდა ყურში: ,,არ წახვიდე, გთხოვ!” თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ მაინც ბელას სახე წარმომიდგა წინ. ის ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი ნახი. ხელები წინ გავწიე, რომ შევხებოდი, უაზროდ ვიქნევდი აქეთ-იქით, მაგრამ მაინც ვაცილებდი. ის ჩემ წინ იდგა, ასე ცხადად ვხედავდი ანგელოზის თვალებს, თბილ კანს, მისკენ მივრბოდი, მაგრამ ვერ ვუახლოვდებოდი, თითქოს ადგილზე ვიყავი ჩაჭედილი. მოულოდნელად ჩვენს შორის მანძილი თანდათან დაპატარავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამეღიმა, მისკენ წავიწიე, ხელი ავიღე და მის სახეს შევეხე. ისევ ისეთი თბილი იყო, ნაზი, ისევ იმ ელექტრულმა შოკმა დამიარა სხეულში, მისი სურნელიც კი ვიგრძენი. ეს მომენტი ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი სრულყოფილი, მაგრამ... მერე თვალები გავახილე და მივხვდი, რომ ხეს ვეფერებოდი. იმავე ხეს შევეხეთქე, რაც ძალი და ღონე მქონდა, თითქოს შემეძლო მოგონებების წაშლა, თითქოს შემეძლო მისი სახის გაქრობა. უშედეგოდ...
მივდიოდი. მიწაზე ფეხებს ვადგამდი, მაგრამ მაინც მეგონა, რომ სამყაროს მოწყვეტილი ვიყავი. ჩემი მაგნიტი ხომ ჩემგან შორს იყო, მაინც რაღაც ძალა არ მაძლევდა წაქცევის უფლებას. ვერ ვიჯერებდი, რომ მას სამუდამოდ ვკარგავდი...
მივდიოდი და ვერ ვგრძნობდი როგორ გადიოდა დრო, როგორ ღამდებოდა. ჩემთვის უკვე სიბნელე იყო, დედამიწა გაჩერებული, ყველა საათი შეწყვეტილი, ისეთივე მდუმარე, როგორც ჩემი გული. არ ცემდა არცერთი წამი, არ ბრუნავდა სამყარო, არ შრიალებდნენ ხეები, ხმას არ იღებდნენ ჩიტები, არ დარბოდნენ ცხოველები, არ მოძრაობდნენ, არ სუნთქავდნენ ადამიანები. მხოლოდ მე ვიყავი, მე და ჩემი ტკივილი, ასევე მოგონებები, ბელას სახე, მისი სევდიანი თვალები, რომლებიც მემუდარებოდა, რომ დავრჩენილიყავი.
მივდიოდი, მივრბოდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მაინც ერთ ადგილზე ვიდექი, მას ვერ ვშორდებოდი. სხეულს ვერ ვგრძნობდი, წუთები სამუდამოდ გაყინულიყო, გარემო არ იცვლებოდა, იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ... მას, მხოლოდ ტკივილის მორევში დავცურავდი. მაშინ როგორღა უნდა მივმხვდარიყავი, რომ ვმოძრაობდი? რომ წინ მივდიოდი? ან საერთოდ, რომ ვცოცხლობდი?
ჩემთვის ყველა გზა მოჭრილი იყო, მაინც მივდიოდი...




შეტყობინება შეასწორა Immortal - პარასკევი, 2010-07-09, 11:47 AM

DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 12:10 PM | შეტყობინება # 47
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არ არის... ღმერთო ჩემო, ნუნუკ, ეს შენ დაწერე თუ სტეფანიმ გამოგიგზავნა??? არა, სტეფანი ვერ დაწერდა, რას ვამბობ... biggrin
იცი, უკვე აღმაშფოთებლად კარგია... cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry აი როგორ გითხრა, გული ცემა მიჩერდებოდა ედვარდის ფიქრებზე! გიგრძვნია და მერე როგორ გიგრზვნია! რაღაც ფანტასტიური იყო და ჯერ სად ვართ!!!
ძალაინ მომეწონა სიტყვები... აი ზუსტად გაქვს შერჩეული! ძალაინ მზაფრად გადმოსცემ ედვარდის ფიქრებს და ეს შესანიშნავია! კიდევ ერთხელ გვარწმუნებ იმაში, რომ ჩვენი ვოლვოზე ამხედრებული ვამპირი სასინელი მაზოხისტია, რომლიც თავის თავზე საერთოდ არ ფიქრობს... ანუ ყურებამდეა შეყვარებული და უნდა, რომ მისი რჩეული ბედნიერი იყოს, თუნდაც მის გარეშე! ნუ წერის სტილზე აღარაფერს ვამბობ! მეხუთე თავი რომ ძლივს გადავიტანე და მეექვსე დავიწყე, მაშინ ვიფიქრე, აი ეხლა დამერხამეთქი! biggrin მეექვსე თავზე მაბოდებს... შესანიშნავი და ერთ-ერთი საუკეთეოს! ისეთი ამაღელვებელი და სულში ჩამწვდომია... ძალიან მომეწონა, რომ თითქმის ყველა აბზაცს იწყებ სიტყვით "მივდიოდი".... შენს ფაკში არის ისეთი ფრაზები, რომლების წაკითხვისას სტეფანი თავს არარაობად იგრძნობს! ნუკ, ვიცი რა გზითაც აღწევ ამას და მინდა გითხრა, რომ ვაფასებ შენს შრომისმოყვარეობას! იცოდე, მიზანი ამართლებს საშუალებას! და მიზანი თითქმის მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი დაწყებული გაქვს ფაკი! ძალაინ მიყვარხარ და ვამაყობ შენით kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :* kiss :*



Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 12:38 PM | შეტყობინება # 48
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, vaime dik aiiiiiii ugrmesi madlobaaa sayvarelo, aseti tbili sityvebistvis. ra dagiwero aseti komentaris mere namdviald ar vici.
Quote (stupid_l@mb)
ღმერთო ჩემო, ნუნუკ, ეს შენ დაწერე თუ სტეფანიმ გამოგიგზავნა???
biggrin neta stefanis dawerili qondes da chemi fiki vis ragashi dachirdeba biggrin
Quote (stupid_l@mb)
კიდევ ერთხელ გვარწმუნებ იმაში, რომ ჩვენი ვოლვოზე ამხედრებული ვამპირი სასინელი მაზოხისტია, რომლიც თავის თავზე საერთოდ არ ფიქრობს... ანუ ყურებამდეა შეყვარებული და უნდა, რომ მისი რჩეული ბედნიერი იყოს, თუნდაც მის გარეშე!
wored magitom miyvaars es personaji.
Quote (stupid_l@mb)
მეექვსე თავზე მაბოდებს

meec yvelaze metad miyvars es tavi.
Quote (stupid_l@mb)
ნუკ, ვიცი რა გზითაც აღწევ ამას და მინდა გითხრა, რომ ვაფასებ შენს შრომისმოყვარეობას

genacvale.tavis qebashi ar chamitvalot magram martlac mdzime saweria,oognd emciuri gzit.amdeni ar mitiria didi xania biggrin ise shevicheri rolebshi,xandaxan mgonia rom es ubralod bavshvuri naweria, xandaxan vpiqrob xolme ro ai ar vici titqos chemia edwardi,shen ro alaparakeb mainc sul sxvaa biggrin eh bevri movindome



bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-07-09, 1:41 PM | შეტყობინება # 49

842
83  +
   ±
Offline
Immortal, vaime nanuka ras gizam me shen angry biggrin amdeni kai xania ar mitiria vegar vcherdebodi samjer wavikitxe ukve. vaime amdeni mgoni remember me-zec ar mitiria. genacvale dzalian nichieri gogo xar da magrad miyvarxar kiss nawersac etyoba rom shen es yvelaferi sheigrdzeni roca werdi. ar vici chemi agfrtovaneba sityvebit rogor gamovxato. vaime guli martlac cudad maqvs cry vgijdebi am personajze raaa. arada saertod wignebze dzalian ar metireba xolme. romeo da julietazec ar mitiria ase sad
vici zogi gabrazebuli iyo edwardze bella rom miatova. (magalitad chemi daqali dry biggrin ) da amas wavakitxeb auicileblad iqneba axla mainc mixvdes ras grdznbda edwardi. mitumetes rom vampirebs ufro dzlieri emociebi aqvt vidre adamianebs. nu ai ar vici martla ra gitxra. kidev minda wakitxva, magram ar minda rom kidev vitiro biggrin exlac kidev cudad var da kai xani ar gamivlis mgoni. dzalian didi zegavlena moaxdina chemze. au kide unda vitiro erti da momeshveba gulze biggrin gkocni dzalian bevsr da ase gaagrdzele sixarulo kiss :* kiss


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-07-09, 1:42 PM

S@liთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 4:57 PM | შეტყობინება # 50
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, აააააა, ახლა ვჩხუბობ, ომი მაქვს აქ! ჩემი და მეხვეწება დამაჯინეო, მე კიდე ვეუბნები საქმე მაქვს-მეთქი biggrin სანამ კომენტარს არ დაგიწერ, ვერ მოვშორდები კომპს, მერე აზრები გამეპანტება, ახლა კიდე ემოციების ქვეშ ვარ!

ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ეს ედვარდის ფიქრები არ იყო! იმდენად ზუსტად, კარგად და მგრძნობიერად გაქვს ყველაფერი დაწერილი, რომ უნებლიედ მართლა იჯერებ, რომ ეს ედვარდის ფიქრებია.
ჯერ შენს ნიჭიერებას მინდა გავუსვა ხაზი cry . გეფიცები, სტეფანის შეშურდებოდა შენი ნაწერი რომ წაეკითხა და არააობად ჩათვლიდა თავის თავს! ეგრე გააგრძელე, ნუნუკ! ყველაფერი ძალიან მაგრად გამოგდის და აღფრთოვანებული ვარ შენით. მაპატიე, რომ ასე გვიან გიტოვებ კომენტარს. დებილი ვარ sad
საოცრად ლამაზად წერ და ძალინ კარგი თავები გამოგდის.

ისე შემეცოდა ედვარდი, რომ არ ვიცი. თანაც, ისე გაქვს ყველაფერი აღწერილი, რომ მგონი ვერავინ ვერ დაადანაშაულებს ედვარდს იმისთვის, რომ ბელა მიატოვა! ეს სწორედ ის ფიქრებია და გრძნობები, რასაც ალბათ ედვარდი გრძნობდა იმ სიტუაციებში. ამას რომ წაიკითხავ, როგორ შეიძლება რომ ედვარდი დაადანაშაულო ბელას მიტოვებაში??? ვერ ვხვდები.
თავისთვის ხომ არ გაუკეთებია ეს? ბელას კეთილდღეობისთვის გააკეთა ეს ყველაფერი!
ისედაც ჩანს, რომ ბელაზე ათასჯერ უფრო მეტად უჭირდა მას.

სხვათაშორის, კარგია , რომ ამ ფანფიკში ერთ რამეს შეეხე. ბელას რომ დაეძინა და ედვარდმა რომ იფიქრა, ნეტავ მეც შემეძლოს ძილიო. ამაში ნადმვილად არ გაუმართლა. ბელას იმის საშუალება მაინც ჰქონდა, რომ მწარე რეალობას გაქცეოდა ღამე, როცა ეძინა.თუნდაც კოშმარება ესიზმრებოდა. ედვარდი კი გამუდმებით მასზე ფიქრობდა და წამით ვერ ივიწყებდა. საჭინლად მეცოდება!

თანაც, ძალიან სწორედ გაქვს ნახსენები, რომ თავს უსაშინლეს ეგოისტად თვლიდა. საწყალი, იმის უფლება ჰქონდა წართმეული რომ ჰყვარებოდა ვიღაც და იმასთან ახლოს ყოფილიყო. ძალიან რთული სიტუაცია ჰქონდათ და ედვარდს ვერც გავციქცხავ, რომ თავიდან არ უნდოდა რომ ბელა გადაექცია ვამპირად. ის ვერ გასწირავდა მის სულს.

უფ. მგონი ძაან შორს შევტოპე!

ალბათ, ცალკეული ციტატების გამოყოფას აზრი არ აქვს, შენი ნაშრომი ფენომენია! ძალიან მაინტერესებს, როდის იქნება შემდეგი თავი. ვეღარ ვითმენ! cry
მგონი, იმის შეხსენება არაა საჭირო, რომ ყოველ თავზე ვტიროდი. ძალიან ემოციური თავებია. cry sad

მეექვსე თავდა საერთოდ ბოლო მომიღო sad საცოდავი. რა დღეშია sad

მიიიიყვარხარ, უნიჭიერესო! happy kiss


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


WilDთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 5:19 PM | შეტყობინება # 51

25
19  +
38  ±
   ±
Offline
ყოჩაღ ნუნუკა..! გევიცები აღშფრთოვანებული ვარ. : D
ყვალფერი ისე ლამაზად გაქვს აღწერილი, მართლა გამოვბლინკდი... სიტყვებს ვერ ვპოულობ... რა დავწერო..?
ძალიან ნიჭიერი ხარ...
მეორე მაიერი... : D
ასე გააგძელე..! დარწმუნებული ვარ შემდეგი თავები კიდევ უფრო საინტერესო და "გემრიელი" იქნება..!


შეტყობინება შეასწორა WilD - ორშაბათი, 2010-07-12, 7:06 PM

Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 7:27 PM | შეტყობინება # 52
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bella-vampire, ugrmesi madloba dzvirpaso.chemi mudmivi mkitxveli xar biggrin merwmuine sheni titoeuli sityva bevrs nishnavs chemtvis da uvelas bodishs gixdit cremlebistvis,merwmunet,me tqvenze bevrs vtirivar weris processhi biggrin
S@li, vaime sal ramdeni dagiweriaa :S madlobaa yvelafristvis,gverdshi dgomistvis da imistivs,rasac chemtvis aketeb.
Quote (S@li)
მაპატიე, რომ ასე გვიან გიტოვებ კომენტარს. დებილი ვარ

eg meored agar gamagono icode,uprosebma pativi unda scen sakutar tavs biggrin
Quote (S@li)
ისე გაქვს ყველაფერი აღწერილი, რომ მგონი ვერავინ ვერ დაადანაშაულებს ედვარდს იმისთვის, რომ ბელა მიატოვა!

swored es aris chemi mizani!
Quote (S@li)
ალბათ, ცალკეული ციტატების გამოყოფას აზრი არ აქვს, შენი ნაშრომი ფენომენია! ძალიან მაინტერესებს, როდის იქნება შემდეგი თავი. ვეღარ ვითმენ!

kidev ertxel didi madloba kiss axal tavs dgesve davdeb cota xanshi kiss tan sakmaod sainteresoa. aar minda bolomde edwardis piqrebs gadavyve,es mosawyenic iqneba da dzalian mdzimec amitom istoriebsac vurtav,
Quote (S@li)
მეექვსე თავდა საერთოდ ბოლო მომიღო
chemi sayvareli tavia.martla kargi gamovida (inlove)
WilD, didi didi madlobaa kiss :* kiss

დამატებულია (2010-07-12, 7:27 PM)
---------------------------------------------
7 თავი
როცა გემეღვიძა, უფრო სწორედ როცა გონზე მოვედი და მივხვდი, რომ ჩემი სურვილისდა წინააღმდეგ მაინც განვაგრძობდი არსებობას, ირგვლივ მიმოვიხედე. უცხო გარემო იყო, უცნობი ადამიანები. მათი ფიქრების წაკითხვა არც მიცდია. უბრალოდ არ მაინტერესებდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩასთან ვიდექი. გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. გავიგებდი სად ვიყავი, იქნებ მტანჯველი ფიქრებისგანაც დამეღწია თავი, ცოტა ხნით მაინც.
უამრავი ხალხი მოძრაობდა. ყველა მათგანს ჰქონდა ცხოვრება, მომავალი, მიზანი, რომლისკენაც მიიწევდა და აზრი, რომელიც მის სიცოცხლეს უდგამდა სულს.
წინ შეყვარებულმა წყვილმა ჩამიარა. ბიჭს წელზე ხელი შემოეხვია გოგოსთვის, ისიც ეყრდნობოდა, თითქოს თავს დაცულად გრძნობდა მის გვერდით. მათ თვალებში ცეცხლი ენთო, დაფრინავდნენ, უხაროდათ...
თვალები დავხუჭე. ვიგრძენი როგორ ჩამიარა ტკივილმა მთელს სხეულში, ვგრძნობდი როგორ მირტყამდა ის შიგნიდან, როგორ მებრძოდა... ისევ ბელას სახე წარმომიდგა წინ. მოგონებებმა ჰაერივით ჩამიქროლა. მეც როგორ მქონდა ხელი შემოხვეული მის ტანზე, როგორ მიტაცებდა მისი სითბო, როგორ ვებრძოდი გამუდმებით მისი სისხლის წყურვილს. ახლა ესეც კი მენატრებოდა. ოღონდ ბელას გვერდით ვყოფილიყავი... როგორც ადამიანი... და ამისთვის ყველაფერს დავთმობდი. ასე გავისეირნებდით ქუჩაში, მერე ცოლად მოვიყვანდი, გვეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, მოვხუცდებოდით, ბოლოს მოვკვდებოდით და იქაც ერთად ვიქნებოდით.
ტკივილმა შიგნიდან გამბზარა. მივხვდი, რომ ეს უაზრო ოცნება უნდა შემეწყვიტა. აზრი არ ჰქონდა იმაზე ფიქრს, რაც არასდროს მოხდებოდა.
ჩემს თავზე დიდი ბილბორდი ეკიდა. ავიხედე. უზარმაზარი ასოებით ეწერა იმ ქალაქის სახელი, რომელიც ამჟამად ჩემი თავშესაფარი იყო. შოკმა ტკივილთან ერთად შემომიტია. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ბრაზილია?... ნუთუ ამდენი ხანი მევლო... უგონოდ? არც თვითმფრინავი მახსოვდა, არც მანქანა, ნუთუ ფეხით ჩამოვედი აქამდე? ან კი რამდენი დღე იყო გასული ჩემი აღსასრულიდან? ერთადერთი რაც მახსოვდა... ეს ბელას სახე იყო, ის არასოდეს მტოვებდა, ამ წუთასაც ჩემს გვერდით იყო; თანდათან მაგონდებოდა ტკივილიც, ჩემი მეორე განუყრელი თანამგზავრი; ასევე ის, რომ გაუჩერებლად მოვდიოდი. გონება დავძაბე, მაინც ვერ ვიხსენებდი რაზე ვფიქრობდი მაშინ. ან კი ვფიქრობდი საერთოდ? მემგონი მოგონებების უზარმაზარ ოკეანეში ვიყავი ჩაკარგული.
რაც არ უნდა მომხდარიყო, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ის ადგილი მეპოვა, სადაც დროებით გავჩერდებოდი. პირველი რაც მომაფიქრდა... ტყე... ადრე არასდროს მიყვარდა ის, იმიტომ, რომ ჩემი კოშმარის გამომხატველი ყველაზე ზუსტი წერტილი იყო. ამიტომ ვერიდებოდი იქ ყოფნას. იქ არასდროს მავიწყდებოდა, რომ მონსტრი ვიყავი. ახლა კი ტყე ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. მეტს არც ვიმსახურებდი.
ვერ შევამჩნიე, ისე დაღამდა. ტყისკენ გავეშურე.
,, აი დავიჭირეთ, ბიჭებო! ნახეთ, როგორ კანკალებს,” – მოულოდნელად მომესმა ვიღაცის ფიქრები. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა, როგორც წესი ყველას აზრებს ვბლოკავდი. მაგრამ მალევე მივხვდი რაც ხდებოდა...
ხმებს გავყევი. ასეც ველოდი... მანიაკების ბანდა შეკრებილიყო, შუაში ახალგაზრდა გოგო მოემწყვდიათ. მივვარდი, ვურტყამდი, ერთმანეთზე ვანარცხებდი. მერე ვეღარ მოვითმინე და ვიღრიალე... თავადაც შემძრა იმ ხმამ, რომელიც გავიგონე. გაოცებული ვიყავი. მალევე გამახსენდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მწვავდა ტკივილის გარეთ გამოშვების სურვილი. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ იცლებოდა.
ყველა გაიქცა. დავრჩითY მხოლოდ მე და ის გოგო... მისკენ არც მივტრიალებულვარ. რა აზრი ჰქონდა? წინასწარ ვიცოდი რასაც დავინახავდი. ,,ის ბელა არ არის,” –გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს. ,,ის არ არის,” –ჩამესმოდა ხმა და ვერ გამეგო რატომ მაყენებდა ამის გაფიქრება ასეთ აუტანელ ტკივილს. ვერც კი შევამჩნიე, ის გოგო ისე წავიდა. ნუთუ ასეთი საშიში ვიყავი?
არ მანაღვლებდა.
მოულოდნელად მუხლებში ძალა გამომეცალა, უმწეოდ დავედი მიწაზე, არასდროს მეგრძნო თავი ასე უსუსურად. სახეზე წვეთები მეცემოდა. გაწვიმდა. ბუნება ტიროდა, ისევე როგორც ... მე. ვიწექი იქ, შუა ქუჩაში, ვსველდებოდი, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მიწას მუშტებს ვურტყამდი, გამუდმებით ვღრიალებდი. ვგრძნობდი, რომ ტკივილი მაკონტროლებდა, ჩემი თითოეული მოძრაობა მისი შეტევით იყო განპირობებული.
ვიწექი და ვიხსენებდი... ისევ ისე ნათლად მესმოდა მათი ხმები...
,,შეხედე როგორ კანკალებს,” –თვალები დავხუჭე.
,,ასე ნუ გაჯიუტდები, პატარა,” –მეორე მხარეს გადავტრიალდი.
,,ნახე, გვიახლოვდება,” –თავი ხელებს შორის მოვიქციე.
,,არ მომეკაროთ”...
აი ისიც... ნათლად ვხედავდი მის სახეს, მესმოდა მისი ხმა. ეს ყველაფერი ისეთი რეალური იყო... უნდა ავმდგარიყავი, ბელას ჩემი დახმარება სჭირდებოდა, ასე დაუცველს ვერ დავტოვებდი. ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი მისკენ, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი, რა მემართებოდა? ვეღარ ვმოძრაობდი, მხოლოდ ერთ ადგილას ვიყავი დაკლაკნილი. ტ კ ი ვ ი ლ ი...
მკერდიდან საშინელი ხმა აღმომხდა. ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ მოგონებები იყო. პორტ ანჯელესი... როგორ ვინატრე, რომ ძილი შემძლებოდა. ცოტა ხნით გავექცეოდი ამ ფიქრებს, მერე დილით გავიღვიძებდი და სხვა ტანჯვა დაიწყებოდა, სხვა რამ გამაწამებდა.
თავი ხელში ვერ ამყავდა. მეტოქეს ვერ ვერეოდი, ამიტომ ბრძოლა შევწყვიტე და ადგომა აღარც მიცდია. ვიწექი იქ, შთანთქმული მოგონებებისა და ტკივილის მორევში.




DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 7:47 PM | შეტყობინება # 53
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, ეს თავი იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო! რასაც შენგან ველოდებოდი... თუმცა გაცილებით მძაფრი გამოვიდა! cry cry cry cry მართლა სიტყყვები არ მყოფნის... ის დეჟავუ ძალაინ ეფექტური იყო... ისედაც მძიმე სიტუაცია უფრო გაამძაფრა და ... cry cry cry cry cry cry აი რომ იხსენებდა წარსულის ამბებს, თვალებზე ცრემლი მომერია! აბა ვინ იყო წინააღმდეგი, რომ ედვარდი არ უნდა წასულიყო? არავინ!!!!
მე ვფიქრობ, რომ ის ბელაზე მეტად იტნჯებოდა! ბელას ჰყავდა ჩარლი, ჯეიკობი და კიდევ სხვები... ედვარდს კი არავინ და არც სიცოცხლის დამთავრება შეეძლო! მადლობა ნუნუკა, რომ ასე კარგად ამყარებ ჩემს შეხედულებას, რომელიც ასევე შენი ნაწარმოებიდან გამომდინარეა!!! როგორ შეიძლება უცრემლოდ წაიკითხო ისეთი ვიღაცის ფიქრები, რომლისთვისაც ამქვეყნად მართლა არაფერს არ აქვს აზრი... და აი, რა დონეზე ნიჭიერი უნდა იყო, რომ ეს ფიქრები ასე მოიტანო ჩვენამდე, მკითხველამდე!!! მე მხოლოდ ისღა დამრჩნენია, რომ წარმატებები გისურვო და შემდეგ თავს დაველოდო... აღფრთოვანებული ვარ შენით kiss :* kiss



S@liთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 7:53 PM | შეტყობინება # 54
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, cry barem momkali da eg aris cry biggrin

kargia, rom mainc daexmara im gogos. warmomidgenia rogor sheeshindeboda im sawyal gogos, magram rac mtavaria gadaarchina.
dejavu hqonda edwards ashkarad sad

warmomidgenia, ra cudad iyo edwardi, rom arc ki agxsovda rogor mivida iqamde... sul pexit ar misula,xo? aba meore kontinentze rogor gadavidoda? sad
Dzalian mecodeba ra... Bella imas mainc cdilobda, rom Charliestvis ecxovra, Renestvis, amas kide arc mizani darcha, agarc azri.
Bellas, Edwardi rom ar dabrunebuliyo, cxovrebis azri mainc hqonda. Iswavlida, mainc sheuyvardeboda vinme sxva, gatxovdeboda da icxovrebda tavisi cxovrebit. Ar daiviwyebda edwards da arc gauqreboda bolomde grdzobebi, magram xom icxvorebda? Edwards ki cocxalic agar hqvia, ise itanjeba sad Rom ar dabrunebuliyo new moonis bolos? Wlobit , gamudmebit datanjeboda. Sashinlad mecodeba!

Rogorc yvela danarcheni, dzalian emociuri, tkivilit savse tavia. Es naxevari weli Edwardistvis yvelaze sashineli iyo albat rac ki 100 wlis mandzilze unaxavs..
<Mxolod is mamshvidebs, rom vici, rom yvelaperi kargad damtavrdeba.

Didi-didi madloba aseti shesanishnavi tavistivs kiss ki amecremla tvalebi da cotac wavitire, magram girda biggrin kiss :* kiss miy


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


S@liთარიღი: ორშაბათი, 2010-07-12, 7:55 PM | შეტყობინება # 55
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Chem desktopze es miyenia da uceb sheni fanfiki gamaxsenda (h)



I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-07-13, 2:37 PM | შეტყობინება # 56
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
S@li, რა საყვარელი პოსტერიაა happy happy happy happy

შემდეგ თავს ველოდებიი cry happy happy biggrin biggrin biggrin



Immortalთარიღი: სამშაბათი, 2010-07-13, 3:25 PM | შეტყობინება # 57
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
8 თავი
სახეზე მზის სხივები დამეცა. თვალები გავახილე. ვხვდებოდი, რომ ახლა უკეთ ვაკონტროლებდი თავს. აგონია გამქრალიყო, მოგონებებს დაეკარგათ სიმძაფრე, აღარც გამწარებული ვღრიალებდი. მაგრამ ეს უარესი იყო... ნელა ვიმსხვრეოდი და სხეულის თითოეულ მილიმეტრში, წამის მესამოცედ ნაწილში ბოლომდე შევიგრძნობდი ტკივილს. რომ შემძლებოდა ხელის ერთი მოსმით დამემთავრებინა ყველაფერი. და მე შემეძლო... დაბრუნება. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გავაკეთებდი. ამ ვარიანტზე ფიქრს თავიდანვე გავურბოდი. ვიცოდი, რომ არც ისეთი ძლიერი ვიყავი...
მეორე გზაც მქონდა –მონსტრის არსებობის დასრულება ამ უკუღმართ სამყაროში. მე შემეძლო დღესვე ფერფლად ვქცეულიყავი. ქარი მიმოფანტავდა ჩემი დამწვარი სხეულის ნარჩენებს და წაიღებდა სადღაც შორს. იქ, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებისა და ჯოჯოხეთის გასაყარია; იქ, სადაც ჩემი სული კი არა, ჩემი სხეული მოხვდება; იქ, სადაც ჩემნაირ ურჩხულებს სიხარულით ელიან, რომ ჩაუქრობელ ცეცხლში მიუზღონ თითოეული შეცდომისთვის.
ამის არ მეშინოდა. არსად დამხვდებოდა იმაზე მეტი ტანჯვა, რაც ამ წუთას მსდევდა თან. მაგრამ... ამას მაინ ცარ ვაკეთებდი. რატომ? ნუთუ იმიტომ, რომ იმედი ბოლოს კვდება? კი მაგრამ, რისი იმედი? რომ ოდესმე შევწყვეტდი ჩემს თავთან ბრძოლას? რომ დავნებდებოდი და დავბრუნდებოდი ბელასთან? რას ველოდი? რომ ვნახავდი მას... მაგრამ არ მექნებოდა მასთან სიახლოვის უფლება; შორიდან შევიგრძნობდი მის თბილ სხეულს და არ მექნებოდა მისი შეხების უფლება? იმიტომ, რომ ბელას უკვე ჩემი აღარ ერქმეოდა? რის მიღწევას ვცდილობდი? რომ მენახა ის, როგორ ცხოვრობდა ბედნიერად... სხვა კაცთან?
სხეულში ცეცხლი ამენთო, რომელიც ისევე აწყდებოდა ჩემს ტანს, როგორც აბობოქრებული ზღვის ტალღები კლდეებს, ბოლოს საშინელი ღრიალის სახით ამოვიდა ზევით. ვგრძნობდი, რომ ისევ ის აგონია მეწყებოდა, მაგრამ მისი შეჩერება არც მიცდია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამეაზრებინა ჩემი მდგომარეობა, მომავალი, თუ შეიძლებოდა ასე გვეწოდებინა ტკივილის მორიგი დარტყმების მოლოდინისთვის.
,,კარგი რა, ედვარდ. შენც ეს არ გინდოდა? რომ ბელას სხვა შეყვარებოდა, ის, ვინც უზრუნველ ცხოვრებას აჩუქებდა სულის წართმევის გარეშე,” –მკარნახობდა ხმა შიგნიდან და ვიცოდი, რომ ის მართალი იყო. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, როცა უსინდისოდ ვიტყუებოდი მაშინ, ტყეში და ვთმობდი საკუთარ ბედნიერებას საყვარელი ადამიანის გულისთვის, ვუბრუნებდი მას იმ სამყაროს, რომელსაც ეკუთვნოდა. მე არ მქონდა მისი მოტაცების უფლება. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან ასე ადვილად დამიჯერა... ღია ჭრილობა... ასე უფრო იოლად მოუშუშდებოდა იარა და უფრო მალე განაგრძობდა ცხოვრებას... ჩემს გარეშე. ფიქრებში შემოიჭრა სურათები მისი მომავლიდან. ვიცოდი, რომ ეს წამება იყო, მაგრამ მაინც არ ვებრძოდი ტკივილს. იმის გააზრება, რომ ბელა ბედნიერი იყო, გაამართლებდა ტანჯვას, რაოდენ ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ის.
ანგელოზი დამივიწყდებდა, ისევე, როგორც ბავშვების მეხსიერების ფსკერზე ილექება ზღაპრები, კეთილი და ბოროტი გმირებით. სწავლად დაამთავრებდა, ვინმე შეუყვარდებოდა, ლამაზი, თავაზიანი, რათქმაუნდა ძლიერიც, თორემ ჩემი ბელა საფრთხეს მაგნიტივით იზიდავდა. გამეღიმა. ეს ყფრო სიმწრის სიცილი იყო, იმიტომ, რომ ტკივილისგან გამოწვეული ტკაცანის ხმაც კი მესმოდა. გამახსენდა დრო, როცა ბელა მართლაც ჩემი იყო. დღეს ჩემს გვერდით ატარებდა, არც ღამით მტოვებდა და სიზმრებში ანგელოზად ვევლინებოდი, როცა თბილად და უსაფრთხოდ ეძინა ჩემს მკლავებში; როცა მზად ვიყავი მთელი სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლა მის დასაცავად... ახლა სხვა იდგებოდა მის სადარაჯოზე; სხვა დატკბებოდა მისი ულამაზესი სახის ცქერით მთვარიან ღამეს; სხვა იგრძნობდა თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად, როცა მისი მოხატული ბაგეებიდან მოისმენდა იმ სიტყვებს, რომელთა გასაგებადაც, ახლა თუნდაც დედამიწას გავაჩერებდი.
თვალწინ წარმომიდგა თეთრ კაბაში გამოწყობილი ბელა, მოღიმარი სახითა და მბრწყინავი თვალებით მიემართებოდა ეკლესიაში, საკურთხეველთან კი საქმრო ელოდებოდა. ანგელოზი გათხოვდებოდა, ეყოლებოდა შვილები, შვილიშვილები, მათაც ისეთი ლამაზი თვალები ექნებოდათ, როგორც ბელას.
მთელი ძალები მოვიკრიბე და შევეცადე,რომ აქ გავჩერებულიყავი, ბედნიერ დასასრულზე. ერთი წამით მაინც რომ წარმომედგინა მისი სიცოცხლის ბოლო წუთები... დარწმუნებული ვიყავი, მთელ ტყეს მიწასთან გავასწორებდი.
ასეთი უნდა ყოფილიყო მისი მომავალი...
ახლა კი ჩემს თავზე გადმოვერთე. რას წარმოვადგენდი საერთოდ, რას ვაკეთებდი ახლა და რა მელოდა შემდგომ? როგორ ვცდილობდი, როგორ მინდოდა, რომ ბოლო კითხვაზე გამეცა პასუხი, მაგრამ ირგვლივ ხსნა არ ჩანდა. სიბნელე იყო, უკუნეთი. ვერ ვხედავდი ვერცერთ ნათელ წერტილს, პატარა ვარსკვლავსაც კი, რომელიც აზრს ჩაუდგამდა ჩემს არსებობას. არ იყო არავითარი მიზეზი, მიზანი. საუბედუროდ ამ სამყაროში აღარაფერი დამრჩენოდა, აღარც მას ვჭირდებოდი მე. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე. რისთვის? ვისი გულისთვის? ნუთუ რაიმე გაამართლებდა ხვალინდელ დღეს? ზეგინდელს? დროს თავისი მნიშვნელობა დაეკარგა. თუმცა შესანიშნავად ვიცოდი რას მოიტანდა ის. გავიდოდა წლები, საუკუნეები. თაობებს თაობები შეცვლიდნენ, ამ ქვეყანაზე მხოლოდ მისი შთამომავლებიღა იცხოვრებდნენ. მე კი მაინც უაზროდ გავაგრძელებდი ფიქრს... მასზე. ამას ვერ გაანელებდა ხალხთა და ეპოქათა ცვლილებები, ვერაფერი, თუნდაც კაცობრიობის აღსასრული.
ბოლო წამამდე... მანამ, სანამ ჩემი სხეული განაგრძობდა არსებობას; მანამ, სანამ გონებას ჯერ კიდევ შერჩენოდა ფიქრის უნარი; მანამ, სანამ დედამიწა კვლავ იტევდა ასეთ მონსტრს; ბოლო ამოსუნთქვამდე... მე განვაგრძობდი მის სიყვარულს. ჩემთან ერთად იცოცხლებდა ეს მოგონებებიც, ეს ტკივილიც...




bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-07-13, 3:39 PM | შეტყობინება # 58

842
83  +
   ±
Offline
Immortal, cry cry cry weep weep dzaan magari iyoooo. sad bodishi rom wina tavze komentari ar dagitove. ratomgac ver movaxerxe...
uf exla emociebshi var. cota davwynarde tore vibgavle sad sad biggrin
nanuka, ar ar vici ra gitxra. rogor gamovxato chemi axtaceba. martla dzalian nichieri xar kiss ai martla ar myofnis sityvebi raaa. edwardis azrebis gamoxatva dzaan dznelia. shen kidev amas axerxeb. tan ase kargad shock love ase kargad stefanic ver dawerda. "shuagamis mze" xo wakitxuli maqvs. iqac itanjeba edwardi. martalia ase dzlier ara magram mainc..
sheni naweris kitxva ufro msioamovnebs. echvic ar mepareba rom edwardis fiqrebia. da titqos 14 wlis bavshvis dawerili ki ar aris, aramed didi gamocdili mwerlis. getyoba rom shenc sheigrdznob im momentshi yvelafers roca wer. martla ar vici kidev ra gitxra. dzalian miyvarxar nanuk da dzaan nichieri xaar kiss :* kiss madloba rom ase gvaxareb sheni nawerit kiss

♥---♥თარიღი: სამშაბათი, 2010-07-13, 4:04 PM | შეტყობინება # 59
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Immortal, წინა თავი ხომ უძლიერესი იყო... მაგრამ ეს! cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry მე ვტირივარ! ეს თავი, და განსაკუთრებით ბოლო აბზაცი იყო ნამდვილი საოცრება! ისე განვიცადე ედვარდის ტკივილი, რომ მთელი თავი აჩქარებული გულისცემით წავიკითხე! შესანიშნავად მოგაქვს ჩვენამდე მისი განცდები და ეს მწერლისთვის ყველაზე დიდი პლიუსია! შეიძლება მოყვე ამბავი, დაწერო ბევრი და განავრცო მოქმედებები, მაგრამ ეს იქნება არაფერი... ცარიელი ნაწერი! სულ სხვაა დაწერო გრძნობით და შენიც ჩადო მოთხრობაში. მთავარ გმირში რაღაც მაინც დევს ავტორის, რაც არ უნდა ვამპირი ან სხვა მითიური არსება იყოს... ამას არ აქვს მნიშვნელობა! შენ უნდა იამაყო, რომ მიაღწიე იმას, რასაც "მკითხველის გულის კონტროლი" ჰქვია! შენი ედვარდი უკვე აკონტროლებს ჩემს გულს და იმედია იქამდე დაუბრუნდება ბელას, სანამ მომკლავს happy ყოჩაღ! ეგრე გააგრძელე! შესანიშნავი მწერალი ხარ kiss


HellRiderთარიღი: ოთხშაბათი, 2010-07-14, 4:11 PM | შეტყობინება # 60

83
12  +
47  ±
   ±
Offline
kargia, sg smile

Inimical
ძებნა: