სახელწოდება:Je t'aime [color=FF00CC]ავტორი:Karkusha=] ბეტა:Karkusha=] დისკლეიმერი:გმირების სახელები ეკუთვნის ს.მეიერს.(ზოგიერთი მე დავამატე) დანარჩენი ყველაფერი ჩემია. რეიტინგი:G/PG-13 პეირინიგი:უცნობია ჟანრი:Romance სამარი :ბელა უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში მიემგზავრება. რა მოხდება როდესაც, მწვანეთვალებიან ლამაზმანს შეხვდება? როგორ განვითარდება მისი ცხოვრება? სტატუსი: პროცესშია. ავტორისაგან:პირველად გადავწყვიტე ფანფის წერას მოვკიდო ხელი. დიდი ხანია რაც ფანფებს ვკითხულობ და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ვწერდი კიდევაც. ამ ნაწარმოების დაწერა უეცრად გადავწყვიტე =) იმედია მოგეწონებათ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება,ამირომ ყველანაირ სიგიჟეს ელოდეთ!=] P.S. ახალი თავი ყოველ კვირას დაიდება. სწავლა და უამრავი პრობლემა მაქვს,ამიტომაც გთხოვთ გამიგოთ. =)
ყველას დიდი მადლობა და დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! ძვლივს მოვიდა მუზა და დავწერე ახალი თავი! იმედია მოგეწონებათ!)))))
11 თავი
ისევ პარიზი... ისევ ეიფელის კოშკი... უკვე დაღამებულიყო, ცაზე ლამაზად კიაფობდნენ ვასკვლავები, სამხრეთიდან შავი ღრუბლები მოდიოდნენ, მალე იწვიმებდა... გრილი ნიავი ქროდა... ორი, ძალიან ლამაზი წყვილი, ერთად იდგნენ ეიფელის ყველაზე მაღალ აივანზე და ერთმანეთს შეჰხაროდნენ. გოგონას სახეს მთვარის შუქი ეფერებოდა... ბიჭი კი უბრალოდ იდგა და ამ ლამაზ არსებას უყურებდა. რა უნდოდათ აქ? ისინი აქ სიყვარულმა მოიყვანა. გოგოს თვალები დაეხუჭა და ქალაქის ხმაურს ისმენდა... სახეზე ნეტარება აღბეჭდვოდა. ბიჭი კი უბრალოდ უყურებდა... ტკბებოდა მისით... ვერ წარმოედგინა,რომ მას შეხვდა, რომ ეს გოგო მისი იყო... სამუდამოდ.. იგი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მის სიყვარულს. გოგონამ თვალები გაახილა; სახეზე ბიჭის სუნთქვა იგრძნო... შეხედა მის ცისფერ,უსაზღვრო თვალებს.. ბიჭმა ჩამოშლილი თმა გადაუწია. ფაქიზად, თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო : - ჯასპერ... - ჩუმად დაიჩურჩულა გოგონამ. ბიჭმა გაუღიმა და მისი ოდნავ გახსნილი ტუჩებისკენ დაიხარა. მათი ტუჩები ერთმანეთს მიეწებნენ... ნაზი, ფაქიზი კოცნა გამოვიდა, ბოლოს ჰაერი არ ეყოთ და მოსწყდნენ ერთმანეთს : - მიყვარხარ ჯას... -მეც მიყვარხარ ელ... ამ დროს ციდან წვიმის წვეთი ჩამოვარდა...
სორბონა
სორბონის უნივერსიტეტში გაქანებული სწავლა მიმდინარეობდა. გამოცდები ახლოვდებოდა და ყველა სწავლაზე იყო გადართული. მათ შორის ბელა და მისი მეგობრებიც. იმ დღის შემდეგ რაც ნიკოლა გაიცნო და კაფეში ისაუბრეს, ბელას ბიჭი არ უნახავს. იგი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.
მზიანი დღე გათენებულიყო. ბელა დილიდან ლექციებზე იჯდა. 3 ლექცია და ერთი სპორტის გაკვეთილი ჰქონდა. ლექციების შემდეგ, ბელა და პოლინა გასახდელისკენ წავიდნენ. ჩაიცვეს სპორტული ფორმა და მოედანზე გავიდნენ. ფეხბურთელებისთვის ცალკე იყო მოედანი, კალათბურთელებისთვის ცალკე, ჩოგბურთის და ტენისის კორტები კი ცალკე. გოგონებმა ჩოგბურთის კორტებს მიაშურეს. თამაში დაიწყო... ბელა თითქმის ყველას უგებდა. ბიჭებსაც კი. ამ დროს მწვრთნელმა ახალი მოთამაშე შემოიყვანა. თქვენი აზრით ვინ იყო ეს მოთამაშე??? ხო, სწორად გამოიცანით. ნიკოლა. ბელა გაოცებული მიშტერებოდა. არ ელოდა მის აქ ნახვას. ნიკოლამ გაუღიმა და ხელი დაუქნია. ბელაც არ დაიბნა და საპასუხოდ დაუქნია ხელი. - მოდით ახლა თვქენ ორს შეგაჯიბრებთ. ვნახოთ რა შეგიძლია! - უთხრა ტრენერმა ნიკოლას. ყველა გაიწია და თამაშის საყურებლად მოემზადნენ. ბელამ შეამჩნია, რომ გოგონები შურით უყურებდნენ და გაიღიმა. თამაში განახლდა... ყველას გასაკვირვად ნიკოლა საკმაოდ კარგად თამაშობდა. პირველი სეტი ბელამ ძვლივს მოიგო, ხოლო მეორეში ნიკოლამ მოიპოვა გამარჯვება. საბოლოოდ ბიჭმა გაიმარჯვა. ბელა ოფლში იღვრებოდა და გაოგნბული იდგა. ნიკოლა კი პირიქით, უღიმოდა,რითაც უფრო აღიზიანებდა გოგონას. ვარჯიში დამთავრდა და ბელა გასახდელისკენ წავიდა. ნიკოლა სირბილით წამოეწია: -ბელა! - დაუყვირა,მაგრამ გოგო არ გაჩერდა. -ბელა! გაჩერდი! რა იყო გაბრაზდი!? - ბელა გაჩერდა,ამოისუნთქა და ნიკოლასკენ შეტრიალდა. -არაა! - გაუღიმასავით და გზა განაგრძო. ამჯერად ნელი ნაბიჯებით. ნიკოლა უკან მიყვებოდა. -კარგი რა... მეგონა გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა! - გაიცინა ნიკოლამ. ბელამ თავი უხერხულად იგრძნო, ბოლოსდაბოლოს არაფერი ისეთი არ მომხდარა,რომ გაბრაზებულიყო. -კარგი,კარგი! გამიხარდა ძალიან! - შემოტრიალდა და ჩაეხუტა. ნიკომ წელზე ხელები მოხვია და მაგრად ჩაეხუტა. - არ დამახრჩო! - გაიცინა ბელამ. ნიკომაც ჩაიცინა და ხელი გაუშვა. ერთად გაუყვნენ გასახდელისკენ გზას. -აქ რას აკეთებ? - შეეკითხა ბელა. -რავი, სწავლის გაგრძელება მინდა. ერთ დროს კარგი სპორტსმენი ვიყავი. - გაიღიმა ნიკომ. - ბელა ამ საღამოს სადმე ხომ არ გაგვევლო? რას იტყვი? - პაემანს მინიშნავ? - ჩაიცინა ბელამ. გულში კი რაღაცამ გაჰკრა. - როგროც გინდა ისე უწოდე. - ნიკოლამ მისი ლამაზი, მწვანე თვალებით ჩახედა ბელას და მიმზიდველად გაიღიმა. - ნუ მაბამ! - ბელამ მხარში ხელი კრა და გაცინა. ბიჭიც აყვა. - კარგი,მოკლედ კი თუ არა? - კი. - გაიღიმა გოგომ. - შვიდზე გამოგივლი. შენი მისამართი მითხარი. - შაილოს ქუჩა, ნომერი 9. - ოკ. მანდ ვიქნები. აბა კარგად ბელა! - ლოყაზე აკოცა და ბიჭების გასახდელში შევიდა. - კარგად. - ჩაიცინა ბელამ.
რამოდენიმე საათის შემდეგ.
-ელის! ელის! - ბელა ყვირილით შევარდა ბინაში. -ხო, ხო რა იყო! ხომ მშვიდობაა? - გაისმა ელისის ხმა სამზარეულოდან. ბელა ჩქარი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულში. ელისი საჭმელს აკეთებდა. -ვაიმე ელ! ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა!!! - ბელა სიხარულით დახტოდა. -ვაიმე, რა იყო?! - ელისმა გადაიხარხარა. - ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახიხარ! -ვაიმე ელ! გახსოვს ის ბიჭი ვერსალის პარკში რომ შემხვდა?! მოგიყევი მასზე! -კი მერე???- ბელამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა. - ვაიმეეეე! - ელისი ყვირილით ჩაიკეცა. - არ მითხრა რომ... ვაიმეეე!!! შეგხვდაა?! - გახარებული დახტოდა. ბელამ სიცილით თავი დაუქნია. -ვაიმეეეე!!!! ბელააა რა ბედნიერებაა!!! დაგპატიჟააა????! - ხოოოო! პაემანი დამინიშნაა!!! -ვაიმეეეეეეეე!!!!!! ორივე გახარებული დახტოდა სამზარეულოში. -ახლავე მომიყევი ყველაფერი!!! ბელამ დაწვრილებით მოუყვა, როგორ შეხვდა ნიკოს და როგორ ელაპარაკა. -ბელაა! ჩემო საყვარელო! აშკარად მოსწონხარ!!! - ელისი ჩაეხუტა. მერე დამწვრის სუნი ეცა და ტაფას მივარდა. ხორცი ჩაებრაწა. ბელა სიცილით კვდებოდა,სანამ ელი სამზარეულოში ტრიალებდა. -არა ელ,შენგან მზარეული არ გამოვა! - ჩაიცინა. - ამას ჩემი ჯასისთვსი ვაკეთებდი! სამუშაოზე მინდოდა მიმეტანა! - დაიჭყანა ელი. - კარგი, მოდი მეც მოგეხმარები, ანდა გასწავლი ხოლმე და ისე მიუტანე. -კარგი! საუკეთესო ხარ! - და გოგონები ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
ბელამ და ელისმა დაბრაწული ხორცისგან ძალიან გემრიელი „ხორცი ფრანგულად“ გააკეთეს. ელისი მწვანილებს ჭრიდა, ბელა კი საწებელს აკეთებდა. საათებმა შეუმჩნევლად გაირბინეს და როცა ბელამ საათს შეხედა, უკვე ხუთი იყო.
-ვაიმე! ელ! ვაგვიანებ! ჯერ კაბაც არ შემირჩევია! - იყვირა ბელამ. -კარგი, კარგი არ ინერვიულო! - ელისმა საჭმელი კონტეინერში შეინახა და ბელასკენ შებრუნდა. - ახლავე წადი, შხაპი მიიღე, ტანსაცმელს კი მე შეგირჩევ! მიდი ჩქარა! ბელამ თავი დაუქნია და სააბაზანოში შევარდა.
ნახევარი საათის შემდეგ.
-ელის! სად ხარ? - ბელა სველი თმებით და პირსახოც შემოფარებული გამოვარდა სააბაზანოდან. -აქ ვარ! - გაისმა ელისის ხმა, რომელიც ბელას ოთახიდან მოდიოდა. ბელა სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ოთახში და შოკირებული დადგა. ელისს მთელი ოთახი გარდერობად ექცია! ყველგან ტანსაცმლები და ფეხსაცმლები ეყარა. -ელიიის! - იყვირა ბელამ. - კაი, კაი ნუ მიყვირი! რას იზამ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! - ელისმა გაიცინა და ბელას დაავლო ხელი. - ჯერ მაკიაჟი! - ბელა სარკის წინ სკამზე დასვა და თმების გაშრობა დაიწყო. შემდეგ ოდნავ გაუკეთა მაკიაჟი და ბოლოს კაბაც მიაწოდა. - აჰა ჩაიცვი! ძვლივს ვიპოვე ეს კაბა! ძალიან მოგიხდება ! -ელ დიდი მადლობა! - ბელა ჩაეხუტა და გამოსაცვლელად წავიდა. ცოტა ხანში უკვე გამოპრანჭული გამოეცხადა დაქალს. ელისმა სიხარულისგან შეჰყვირა. -ბელა! შეუდარებელი ხარ! ნიკოლა მოკვდება! ბელამაც გაიცინა და საათს დახედა. უკვე შვიდი საათი იყო, გარედან მანქანის ხმა შემოესმა. - გაიქეცი! გელოდება! მერე მომიყვები ყველაფერს! - უთხრა ელმა, პატარა ჩანთა შეაჩეჩა ხელებში და სახლიდან გაისტუმრა.
ბელა კაბაში
ბელა ნელი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. საღამოს გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ნაცრისფერი მერსედესისკენ გასწია. ნიკოლა მანქანიდან გამოვიდა და აღფრთოვანებული დააშტერდა. ბიჭი ლამაზად გამოწყობილიყო. თეთრი მაისური, გახეხილი ჯინსები და შავი მოსაცმელი. ძალიან კარგად გამოწყობილიყო.
ნიკოლა
ბელა მიუახლოვდა : - გამარჯობა. - უხერხულად ჩაილაპარაკა. -ბელა... ძალიან ლამაზად გამოიყურები... მშვენიერი ხარ... - ენას ძვლივს ატრიალებდა. ბელა გაწითლდა. -მადლობ! ნიკოლა გონს მოეგო. -ემ...წავიდეთ? - და ბელას მანქანის კარი გაუღო. - რა თქმა უნდა. - გაიღიმა ბელამ და მანქანაში ჩაჯდა. ნიკოლამ მანქანას შემოუარა და თვითონაც ჩაჯდა. მანქანა დაქოქა. - ძალიან მაგარი მანქანა გყავს. - უთხრა ბელამ. - მადლობ. - ჩაიცინა ნიკომ. -სად მივდივართ? - ო, ეს სიუპრიზია.! - გაიღიმა ბიჭმა. ბელა დაიჭყანა. -არ მიყვარს სიუპრიზები. - უნდა შეეჩვიო! ჩემს ხელში ბევრი სიუპრიზი გელის! - გაიცინა ნიკოლამ და ბელაც აყვა. -კაი შევეცდები.
მთელი გზა ლაპარაკობდნენ. ბელა თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდა. არაფერზე ლაპარაკი არ ერიდებოდა. ნიკოლაც თავის მხრივ უყვებოდა ბავშვობაზე, მის ცხოვრებაზე...მხოლოდ ის ბნელი ნაწილი გამოტოვა, რომელმაც ამხელა როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
ბოლოს მანქანა გაჩერდა. ბელამ მიმოიხედა. - სად ვართ? -სენ-ლუის კუნძულზე. აქ ერთი რესტორანი ვიცი, რომელშიც ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ! იმედია მოგეწონება. ნიკოლა მანქანიდან გადმოვიდა და ბელასაც დაეხმარა. ირგვლივ ხალხმრავლობა იყო. უამრავი, ნაირ-ნაირი ბუტიკი, რესტორნები... ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა. იქვე, სენა მიედინებოდა. სენასთან შეყვარებული წყვილები სეირნობდნენ. ნიკოლა და ბელა ერთ-ერთ ყველზე განათებულ და ხალხმრავალ რესტორანში შევიდნენ. ოფიციანტი მალე მოვიდა. ხამანწკები, ყველი, ფრანგული ღვინო და ესკარგოები შეუკვეთეს.
საღამომ საკმაოდ მიმზიდველად და წყნარად ჩაიარა. საუბრობდნენ. ჯაზს უსმენდნენ და იცინოდნენ. ერთმანეთს ძალიან ადვილად გაუგეს. ორი საათი მაინც იყვნენ რესტორანში; ნიკოლამ ჩეკი მოითხოვა, გადაიხადა და წასასვლელად მოემზადნენ. ბელას დიდად სახლში წასვლა არ უნდოდა, ამიტომ ნიკოლამ სენაზე გასეირნება შესთავაზა. ისიც დათანხმდა. ხმამაღალი სიმღერა ისმოდა, სენაზე ნავები დადიოდნენ. ნიკომ ცოტა გაიცეკვა,რითაც ბელა სიცილით გაგუდა. უცებ red Hot Chili Peppers- ის Snow დაიწყო. ნიკოლამ ამაზე მთლად აიწყვიტა. -აეეე! მიდი ბელაა! გაიცეკვე! ნაბიჯი წინ,ნაბიჯი უკან... - ნიკოლამ რიტმში ცეკვა დაიწყო. - ჰეოოოო! ლისინ ვოთ აი სეოოოოო!!! ამყეევიიი! -აი გათ იორ ჰეოოოო! ლისინ ვოთ აი სეიოო!! - ბელა სიცილით იგუდებოდა, მაგრამ ბოლომდე მღეროდა. ნიკოლა ასე მთელი გზა მაიმუნობდა; ბელაც ის ემხიარულობდა, როგორც არასდროს არ უმხიარულია. ბოლოს ქალაქი დაცარიელდა. სიმღერა “la Coccinelle” ჩაირთო. ნიკოლამ ბელას ხელი გაუწოდა და თავისკენ მიიზიდა. მარცხენა ხელი წელზე შემოხვია და ნელა მოძრაობა დაიწყო. ბელაც აჰყვა. მხარზე თავი ჩამოადო და მუსიკას მიეცა. ნელა მოძრაობდნენ..არსად არ ეჩქარებოდათ. ბელამ ნიკოლას არომატი ჩაისუნთქა და უფრო მაგრად მოეხვია. ნიკოლამაც ორივე ხელი შემოხვია წელზე და ცხვირი გოგონას თმებში ჩარგო. ბელამ ნელა გამოწია თავი და ნიკოლას ჩახედა თვალებში. ბიჭის თვალები კაშკაშებდნენ. მათში შეგეძლო დაკარგულიყავი, იმხელა სევდა და იდუმალება იმალებოდა. ნიკოლამ თავი დახარა და ბელას წითელ ტუჩებს ნაზად შეეხო. ბელამ უპასუხა.
მოუსმინეთ!
ნიკოლას მანქანა
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥
dzalian kargi tavi iyo au chemi edwardiii rogor mainteresebs magis tavs ra xdeba es bella kide nervebs mishlis ar minda nikolastan ro darches ver gadavitan bella da edwardi ertad rom ar iyvnen dzalian magari tavi iyo da shenc umagresad wer
vaiiiii taaaam ra magari iyoooo me momwons es wyvili dzalian ukve shemiyvarda kidec nu tam ra gitxra rac aqamde ar mitqvia shentvis intrigis mama rom xar es bevrjer mitqvams xo kide ravi chemu unichieresi adamiani xar ma miyvarxar dzalian
ძალიან მაგარი თავი იყო . ეს წყვილი მაგრად მომწონს ნიკოლასი იმდენად კარგი ფიროვნება აღმოჩნდა რომ ბელა ედვარდისთვის უკვე აღარ მემეტება უნიჭიერესი ადამიანი ხარ და უმაგრესად წერ
Eeee !! Es yofila is mwvanetvaleba angelozi samarshi rom ewera ( eh chemi eddie arada yvela naklis miuxedavad mainc dzalian momwonda...imitom rom gulis sighrmeshi ketili iyo (( ooo simartle gitxra sul ar mixaria belas da nikolas ambavi @ tavi kargad iyo dawerili...magram imedia shemdegshi chemi eddiec gamochndeba ....ME MDZULS NIKOLA
rac sheexeba mwvanetvalebas edic mwvanetvalebaa. ase rom gazviadeba araa sachiro
vici rom mwvanetvalebaa da tavidan megona rom bella da edwardi iqnebodnen ertad aucileblad... da axla nikolasac mwvanetvalebi aghmoachnda davintrigdiii
vici rom mwvanetvalebaa da tavidan megona rom bella da edwardi iqnebodnen ertad aucileblad... da axla nikolasac mwvanetvalebi aghmoachnda davintrigdiii
au intriga tqven mashin naxet Ucnobi rom gamochndeba :P :P kristen, gamochndeba male edia madloba!!)))***
♥Am I in love with you? ☐ True ☐ False ☑ It`s Complicated♥